გეოგრაფიული დავალებები და ამოცანები განმარტებებით.
დავალება1.
მოცემული პუნქტებიში, რომლებიც აღნიშნულია ნახატზე ციფრებით ერთდროულად გაზომეს ატმოსფერული წნევა. განალაგეთ წნევათა სიდიდეები მცირედან დიდისკენ.
განმარტება:
რაც უფრო დიდია ჰაერის სვეტის სიდიდე მით მეტი იქნება დაწოლის ხარისხი. ყველაზე დაბალი წნევა იქნება იქ სადაც ადგილი ყველაზე მაღალია (3) შემდეგ ზღვის დონეზე (1)და ღრმულში(2),
პასუხი: 3,1,2.
დავალება 2.
მარილიანობის სიდიდის მიხედვით განალაგეთ ზღვები მცირედან დიდისაკენ.
1.ჩრდილოეთის
- წითელი
- ხმელთაშუა
განმარტება: ზღვის მარილიანობა რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული:
ნალექების რაოდენობეზე, აორთქლებაზე, ჩამავალი მდინარეების რაოდენობაზე. ტროპიკულ ზღვებში მარილიანობა მაღალია , პოლარულში- დაბალი.აქედან გამომდინარე ყველაზე მარილიანია წითელი,შემდეგ ხმელთაშუა და ნაკლებმარილიანი ჩრდილოეთის ზღვა.
პასუხი:2,3,1,
დავალება 3.
1.მოცემული პუნქტებში, რომლებიც აღნიშნულია ნახატზე ციფრებით ერთდროულად გაზომეს ატმოსფერული წნევა.განალაგეთ წნევათა სიდიდეები მცირედან დიდისაკენ.
ანმარტება:
რაც უფრო დიდია ჰაერის სვეტის სიდიდე მით მეტი იქნება დაწოლის ხარისხი. ყველაზე დაბალი წნევა იქნება იქ სადაც ადგილი ყველაზე მაღალია.
პასუხი:3.2.1
განმარტება:რაც უფრო დიდია ჰაერის სვეტის სიდიდე მით მეტი იქნება დაწოლის ხარისხი. ყველაზე დაბალი წნევა იქნება იქ სადაც ადგილი ყველაზე მაღალია.
პასუხი:3.1.2
განმარტება:
რაც უფრო დიდია ჰაერის სვეტის სიდიდე მით მეტი იქნება დაწოლის ხარისხი. ყველაზე დაბალი წნევა იქნება იქ სადაც ადგილი ყველაზე მაღალია.
პასუხი:3.2.1
დავალება 4.
მოცემული მეტეოპუნქტებში- 1,2,3, რომლებიც მთის ფერდობზეა განლაგებული ერთდროულად გაზომეს ატმოსფერული წნევა. განალაგეთ წნევათა სიდიდეები მცირედან დიდისაკენ.(ცხრილში მოცემულია ადგილის სიმაღლეები ზღვის დონიდან)
მეტეოსადგური | სიმაღლე ზღვის დონიდან |
1 | 220 |
2 | 120 |
3 | 450 |
განმარტება: რაც უფრო დიდია ჰაერის სვეტის სიდიდე მით მეტი იქნება დაწოლის ხარისხი. ყველაზე დაბალი წნევა იქნება იქ სადაც ადგილი ყველაზე მაღალია.
პასუხი:3.1.2
დავალება 5.
ჩამოთვლილი პარალელები განალაგეთ დღის ხანგრძლივიბის მიხედვით მოცემული(წელწადის დრო 1 ივნისია.)მცერედან დიდისკენ.
1.40 გრადუსი ჩრდ.გ
2.10 გრად. სამხ. გან.
- 30 გრად. სამხ. გან.
განმარტება: 1 ივნისს ჩრდილო ნახევარსფეროში ზაფხულია, სამხრეთში ზამთარი. დღის ხანგრძლივობა იზრდება ჩრდილო პოლუსისკენ გადაადგილებასთან ერთად. შესაბამისად დღის ნაკლები ხანგრძლივობა იქნება :
პასუხი: 3,2,1.
დავალება 6.
შეათავსეთ მოვლენა და პარალელი, რომელიც აღინიშნება 24 ივლისს. პასუხები ჩაწერეთ ციფრებით.
მოვლენა პარალელი
ა. პოლარული დღე 1.20 გრ ჩრდ.გ.
ბ. პოლარული ღამე 2. 20გრად ს.გ.
გ. მზის ზენიტური მდებარეობა 3.80 გრდ ჩრდ .გ.
4. 80 გრ. ს.გ
24 ივლისს მზე ჩრდილო ნახევარსფეროში მდებარეობს,სადაც ზაფხულია.ჩრდილო პოლარული წრის შიგნით პოლარული დღეა.
პასუხი; 3,4,1
დავალება 7.
ნახატზე დატანილ პუნქტებში ართდროულად გაზომეს ჰარეის ტემპერატურები.განალაგეთ ეს პუნქტები ტემპერატურის ზრდადობის მიხედვით.
განმარტება: მთაზე ასვლისას ჰაერის ტემპერატურა კლებულობს (გრადიენტი 5-6 გრადუსი ყოველ 1 კმ-ზე) .ყველაზე დაბალი ტემპერატურა იქნება მწვერვალზე.
- პასუხი: 3,1,2.
- დავალება 8. შეათავსეთ მონაცემები ციფრებს: ზღვა: რუკაზე მდებარეობა.
- ბალტიის 1) 1ბ.ლაპტევების 2) ოხოტის 3) 34) 4
პასუხი :ა-1, ბ-3, გ-4.
დავალება 8.
შეუთავსეთ მონაცემები ციფრებს:
ზღვა: რუკაზე მდებარეობა
ა. ბარენცის 1) 1
ბ.ლაპტევების 2) 2
გ.იაპონიის 3) 3
4) 4
პასუხი: ა-1, ბ-2 , გ-3
მდინარე ა.პეჩორა ბ .ანგარა გ.ობი
მდებარეობა 1)1 2)2 3)3 4)4 · პასუხი : პეჩორა-1, ანგარა – 4, ობი -2. დავალება 10. ჩამოთვლილი ქვეყნებიდან რომელ ქვეყანაშია ყველაზე მაღალი ბავშვების ხვედრითი წილი. ა) ავსტრალია ბ) ნიგერი გ) პოლონეთი დ) იტალია განმარტება: ნიგერი აფრიკის ჩამორჩენილი, განვითარებადი ქვეყანაა, სადაც შობადობა და ბავშვების ხვედრითი წილი მაღალია მოსახლეობის საერთო რაოდენობაში. ხოლო ავსტრალია, პოლონეთი და იტალია განვითარებული ქვეყნებია, სადაც დაბალია შობადობის მაჩვენებელი. · პასუხი:ბ |
დავალება11.
ჩამოთვლილი ქვეყნებიდან რომელ ქვეყანაშია ყველაზე მეტი ბავშვების ხვედრითი წილი?
1)სუდანი 2) პორტუგალია 3) შვეიცარია 4) დანია
განმარტება: ბავშვთა რაოდენობა ქვეყანაში დამოკიდებულია შობადობაზე და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.უფრო მაღალი შობადობა არის იმ ქვეყანაში, რომლის განვითარების დონეც დაბალია ,—სუდანში.
- პასუხი:1)
დავალება 12.
ჩამოთვლილი ქვეყნებიდან რომელშია მამაკაცების ხვედრითი წილი მაღალი მოსახლეობის საერთო რაოდენობაში?
ა.გერმანია
ბ. ინდოეთი
გ. რუსეთი
დ. საფრანგეთი
განმარტება: მსოფლიო ქვეყნებიდან 2/3 -ში ქალების რაოდენობა ჭარბობს მამაკაცებისას. ასეთი მიმართებაა დსთ-ს , საზღვარგარეთული ევროპის ქვეყნებში, ჩრდილო ამერიკაში. აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში, ავსტრალიასა და ოკენეთშიმათი თანაფარდობა თითქმის ერთნაირია.რაც შეეხება ინდოეთსა და ჩინეთს, მამაკაცთა რიცხვი საგრძნობლად მეტია ქალებზე.
*პასუხი: ბ. ინდოეთი
დავალება:13
მოცემული ცხრილის მონაცემებით შეადარე ქვეყნები წყლის რესურსების მოხმარების მიხედვით( მცირედან დიდისკენ).
ქვეყანა | მტკნარი წყლის რესურსები | მოსახლების რაოდენობა (მლნ. მცხოვრები) |
ა) ბრაზილია | 8200 | 194.1 |
ბ) კანადა | 8200 | 34.1 |
გ) აშშ | 2480 | 310.1 |
განმარტება. აღდგენადი რესურსებით უზრუნველყოფა 1 სულზე გამოიანგარიშება:
ბრაზილია 8200/194.1 = 42.3კმ3/1 სულ/მოსახლეზე.
კანადა 8200/34.5 = 240.5 კმ3/1 სული მოსახლეზე
აშშ 2480/310.1 = 8 კმ3/1 სული მოსახლეზე
ახლა დავაწყოთ ზრდადობის მიხედვით: გ) აშშ ა) ბრაზილია ბ) კანადა
პასუხი: გ ა ბ
რუკაზე მუშაობა
დავალება -13
იპოვეთ აზიმუტი მეტყევის სახლიდან (дом лесн) გეოდეზიურ მაჩვენებლამდე 162.0
განმარტება: იმისთვის, რომ ვიპოვოთ აზიმუტი უნდა ავთვალოთ კუთხე ჩრდილოეთის მიმართულებას, დამკვირვებელსა(მეტყევის სახლი) და დასაკვირვებელ ობიექტს ( 162,0) შორის.
პასუხი;271, 272 გრადუსი.
ვიპოვოთ აზიმუტი А წერტილიდან М წერტილამდე.
პასუხი: დაახლოებით 187, 188, 190 გრადუსი
დავალება 15.
რამდენი გრადუსია აზიმუტი В წერტილსა А წერტილს შორის?
პასუხი:0. ან 360 გრადუს
დავალება16.
ავაგოთ რუკაზე დატანილ А-В წერტილებს შორის პროფილი. გავითვალისწინოთ,რომ ჰორიზონტაური მასშტაბია 1სმ-სი 50 მ., ხოლო ვერტიკალური 1 სმ-ში 5 მეტრი. X -ით ავღნიშნოთ ქარის წისქვილის მდებარეობა რუკაზე.პასუხი:
პროფილის ასაგებად ნახეთ ვიდეო:
Posted on 09/07/2017, in ეს საინტერესოა. Bookmark the permalink. დატოვე კომენტარი.
დატოვე კომენტარი
Comments 0