****გლობალური პრობლემების გეოგრაფია

  image gl

 

 

                          გლობალური პრობლემების გეოგრაფია

გაკვეთილების მოკლე მონახაზი მე– 11 კლასის სახელმძღვანელოს   მიხედვით.( ავტორები– ზ.დავითაშვილი , ნ.ელიზბარაშვილი)      

  ნინო მთიულიშვილი                                       

1.1.გლობალიზაციის არსი და ნიშნები

ტერმინი გლობალიზაცია პირველად 1983 წელს გამოჩნდა და ამ ტერმინით ცალკეულ პროდუქტთა ბაზრების შერწყმის მოვლენა აღინიშნა. ხოლო გლობალიზაცია იმ ფართო მნიშვნელობით, რომელიც ერთიანი მსოფლიო საზოგადოების ჩამოყალიბებას, ეროვნულ და სახელმწიფოებრივი განსხვავებულობის თანდათანობით წაშლას, საზღვრებისა და შეზღუდვების გაუქმებას გულისხმობს1990 წლიდან გამოიყენება.   განასხვავებენ გლობალიზაციის ხუთ სხვადასხვა შინაარსობრივ დატვირთვას.

1. ინტერნაციონალიზაციაროცა გლობალიზაციაში გულისხმობენ სახელმწოფოთა შორის კავშირების გააქტიურებას და საზღვრების როლის განუხრელ შემცირებას;

2. ლიბერალიზაცია, რაც გამოიხატება ღია ინტეგრირებულ ეკონიმოკაში და მოსახლეობის თავისუფალ მიმოსვლაში;

3. უნივერსალიზაცია-ამ მნიშვნელობით გლობალიზაცია არის    მატერიალური თუ სულიერი ღირებულებების ფართოდ გავრცელება მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში;

4. ვესტერნიზაცია -ამ მნიშვნელობით(ასე აღიქმება ის განვითარებად ქვეყნებში და განსაკუთრებულ გაღიზიანებას იწვევს) გლობალიზაცია არის დასავლური ცივილიზაციის როლის გაბატონება, პირველ რიგში მისი ამერიკული ფორმა;

5. გლობალიზაცია განიხილება დეტერიტორიზაციის მნიშვნელობითა- როცა გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, მანძილი და ტერიტორიული საზღვრები თავიანთ პირვანდელ მნიშვნელობას კარგავს.

ცხადია გლობალიზაცია ძალზე რთული და მტკივნეული პროცესია. გარდაუვალია, ერთი მხრივ, გლობალური პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კულტურული პროცესების და მეორე მხრივ ადგილობრივი(ლოკალური) ინტერესების თანაარსებობა, რომლების ზოგჯერ ავსებენ, ხშირ შემთხვევაში კი, უპირისპირდებიან ერთმანეთს. ამიტომ გლობალიზაცია სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვაგვარად ვლინდება.  

გლობალური პროცესების რეგიონული განვითარების სცენარის, მათი ლოკალური თავისებურების გამოსახატავად გამოიყენება ტერმინიგლოკალიზაცია(ან გლოსალიზაცია)

გლობალიზაცია: მითი თუ რეალობა? images sikete tu გლობალიზაცია, როგორც  რთული და წინააღმდეგობრივი პროცესი შეუძლებელია ცალსახად შევაფასოდ. გამოყოფენ   გლობალიზაციის შემფასებელთა და მკვლევართა სამ კატეგორიას:  ჰიპერგლობალისტებს, სკეპტიკოსებს და ტრანსფორმაციონისტებს.   ჰიპერგლობალისტები ამტკიცებენ, რომ გლობალზაცია   სრულიად ახალი ერაა კაცობრიობის ისტორიაში, რომელსაც თამამად შეიძლება ეწოდოს გლობალური ერა. მათი აზრით ერი-სახელმწიფოების ეპოქა დამთავრდა. ეკონომიკურმა გლობალიზაციამ წარმოების, ვაჭრობის და ფინანსების ტრანსნაციონალური ქსელის ჩამოყალიბების მეშვეობით ეკონომიკის დენაციონალიზაცია გამოიწვია. ეს არის საზღვრების გარეშე ეკონომიკა, რომელსაც ემორჩილება სახელმწიფო. შესაბამისდ ეროვნული სახელმიფოს როლი განუხრელად სუსტდება. იშლება ძველი  იერარქია, ჩნდება და ძლიერდება ახალი ფასეულობები, რაც ერთიანი, გლობალური ცივილიზაციის ჩამოყალიბების წინაპირობას ქმნის. თვით ჰიპერგლობალისტების არაერთგვაროვნად აფასებენ გლობალიზაციის პროცესს: თუ ნეოლიბერალები პროგრესულად მიიჩნევენ საბაზრო პრინციპების დომინირებას სახელმწიფო ხელისუფლებაზე, ნეომარქსისტები თანამედროვე გლობალიზაციას გლობალური კაპიტალიზმის ნათელ გამოვლინებას უწოდებენ. მაგრამ მიუხედავად იდეოლოგიური განსხვავებისა, ორივე თანხმდება, რომ გლობალიზაცია უპირველეს ყოვლისა ეკონომიკური მოვლენაა, რომელზეც დამოკიდებულია პოლიტიკა.

სკეპტიკოსებს ანუ ანტიგლობალისტებს  თავიანთი მოსაზრების დასადასტურებლად ხშირად მოჰყავთ სტატისტიკური მონაცემები. კერძოდ 1870-1914 წლებში ურთიერთობის ინტენსიფიკაცია ნაციონალურ ეკონომიკებს შორის გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე დღევანდელ დღეს. ასე რომ გლობალიზაცია მითია. საერთაშორისო ეკონომიკაში გლობალიზაციის ნაცვლად საქმე გვაქვს რეგიონალიზაციასთან, რადგან მსოფლიო ეკონიმიკა ვითარდება სამი მთავარი სავაჭრო საფინანსო ბლოკის მიმართულებით: ჩრდილოეთი ამერიკა, ევროპა, აზია-წყნარი ოკეანური სარტყელი. სკეპტიკოსებისთვის სრულიად მიუღებელია ერი- სახელმწიფოების ეპოქის დასრულება. მათი აზრით სახელმწიფო არის და იქნება მსოფლიო პოლიტიკის ძირითადი აქტორი.

ტრანსფორმაციონისტები არ იზიარებენ ჰიპერგლობალისტების მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ თანამედროვე პერიოდი გლობალური ერაა, მაგრამ გლობალიზაციას არც მითად აღიქვამენ. ისინი აღიარებენ, რომ სახელმწიფოს როლი შემცირდა, მაგრამ სახელმწიფოთა სისტემის კვდომაზე ლაპარაკიც ზედმეტია. უბრალოდ სახელმწიფოთა და რეგიონთაშორისმა ურთიერთობამ ტრანსფორმაცია განიცადა. რაც შეეხება მოსახლეობას, ისინი იყოფიან გლობალისტებად-ვინც პოზიტიურად უყურებს ამ პროცესს,   ანტიგლობალისტებად-ნეგატიურად უყურებენ და ნაწილი კი, ნეიტრალური შეხედულებისაა.

გლობალიზაციის ინდესი გლობალიზაციის პროცესის ინტენსივობის გამოსახატავად ანუ რამდენადაა ჩაბმული ქვეყანა გლობალიზაციის პროცესში, იყენებენ სპეციალურ  სიდიდეს-გლობალიზაციის ინდექსს. გლობალიზაციის ინდექსი იზომება ასბალიანი სისტემით.   2010 წლის მონაცემებით გლობალიზაციის ჯამური ინდექსის მიხედვით პირველ ადგილზეა ბელგია(92,9)

 

გლობალიზაციის ინდექსი1

ევროკავშირის შტაბ ბინა-ბელგია

მას მოსდევენ ავსტრია(92,5) ნიდერლანდები(91,9) და შვეიცარია(90.5) ბოლო ადგილებს ინაწილებენ სოლომონის კუნძულები (26,3) კირიბატი(25,5) და მიანმა(20,7). ამ მაჩვენებლით (61,3) საქართველო მსოფლიოს 181 სახელმწიფოდან 69-ე ადგილზეა   . ეკონომიკური კუთხით ყველაზე გლობალიზებული ქვეყნებია სინგაპური

სინგაპური

, ირლანდია და ლუქსემბურგი. ხოლო ბოლო ადგილებზეა: ჩრდილოეთი კორეა, კუბა და კაბო-ვერდე. საქართველო 30-ე სახელმწიფოა.

ოლიტიკური  გლობალიზაციის მიხედვით პირველ ადგილზეა საფრანგეთი და მას მოსდევენ ბელგია და იტალია. აუტსაიდერები არიან ბუტანი და კირიბატი. საქართველო 138-ეზეა.   რაც შეეხებ

სოციალური გლობალიზაციის პირველი სამეულია – შვეიცარია,ავსტრია კანადა.ხოლო სიის ბოლოს არიან -პალაუ, აღმოსავლეთ ტიმორი და ჩრდილოეთ კორეა. საქართველო ამ მონაცემებით 94-ე სახელმწიფოა.

ეკონომიკური გლობალიზაციის ლიდერები არიან:სინგაპური,ირლანდია ლუქსემბურგი.

 

§ 1.2. გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის ის­ტო­რი­უ­ლი ანა­ლო­გე­ბი

 

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დღეს­დღე­ო­ბით გლო­ბა­ლი­ზა­ცია ახა­ლი ფე­ნო­მე­ნი­ა, კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში შე­იძ­ლე­ბა მო­ი­ძებ­ნოს მი­სი არა­ერ­თი ანა­ლო­გი, რო­მე­ლიც თა­ვი­სი ში­ნა­არ­სით ჰგავს გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ას.   პო­ლი­ტი­კუ­რი გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის ნა­ლო­გე­ბი ის­ტო­რი­ა­ში ფაქ­ტობ­რი­ვად არ მო­ი­ძებ­ნე­ბა, (თუ არ ჩავ­თვლით დრო­ე­ბით სამ­ხედ­რო კო­ა­ლი­ცი­ებს), რად­გა­ნაც სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და ზე­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი კავ­ში­რე­ბი XIX სა­უ­კუ­ნის ბო­ლომ­დე უც­ნო­ბი იყო.

ეკო­ნო­მი­კუ­რი გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის ანა­ლო­გე­ბი გვაქვს დი­დი გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი აღ­მო­ჩე­ნე­ბი­დან XIX ს-მდე, რო­ცა ეკო­ნო­მი­კუ­რი კავ­ში­რი იმა­ზე ინ­ტენ­სი­უ­რი იყო, ვიდ­რე დღეს არის. სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი სის­ტე­მის (მოშ­ლამ) შექ­მნამ და ბი­პო­ლა­რულ­მა სამ­ყა­რომ დრო­ე­ბით შე­ა­ფერ­ხა ეს პრო­ცე­სი, მაგ­რამ „‪ცივი ომი­ს“ დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცია გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ა­ში გა­და­ი­ზარ­და.

კულ­ტუ­რუ­ლი გლო­ბა­ლი­ზა­ცია ად­რე­ულ ეპო­ქებ­ში გვხვდე­ბა(რომაული, ელინისტური და სხვ კულტურა),  მაგ­რამ კულ­ტუ­რის გლობალიზაცია გუ­ლის­ხმობს არა კულ­ტუ­რა­თა შექ­მნას, არა­მედ ზე­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი გლო­ბა­ლუ­რი კულ­ტუ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას.

 

რე­ლი­გი­ე­ბის გავ­ლე­ნა

 

რამ­დე­ნი­მე რე­ლი­გი­ის გავ­რცე­ლე­ბა უკ­ვე თა­ვი­სე­ბუ­რი (რე­ლი­გი­უ­რი) გლო­ბა­ლი­ზა­ცია იყო. რელიგიის გავრცელების საუკეთესო საშუალება იყო ენა, რომლითაც ერთი რელიგიის მიმდევრები ლოცულობდნენ, მაგ.არაბული ენა ,რომლითაც მუსულმანები ყურანს(ზოგადად ლოცვებს) კითხულობდნენ. არაბული ენის ცოდნამ ხელი შეუწყო ისლამის გავრცელებას ,რაც თავისთავად გლობალიზაციის ხელშემწყობი ფაქტორიც არის.ერ­თი რე­ლი­გი­ის ხალხს სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და მე­ტი სა­ერ­თო აქვთ ერ­თმა­ნეთ­თან, ვიდ­რე თა­ვი­სი თვის­ტომ­თან, რო­მე­ლიც სხვა რე­ლი­გი­ებს აღი­ა­რებს.  უნდა ითქვას,რომ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, კულ­ტუ­რის გლო­ბა­ლი­ზა­ცია რე­ლი­გი­ამ ვერ შეძ­ლო. მაგ: ქარ­თვე­ლე­ბი და რუ­სე­ბი ორი­ვე მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბი არი­ან, მათ აქვთ სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, მაგ­რამ რუ­სუ­ლი და ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რა მკვეთ­რად გან­სხვავ­დე­ბა ერ­თმა­ნე­თი­სა­გან.

 

იმ­პე­რი­ე­ბი

2013101910104219782 imperiebi 

imagesimperie

კულ­ტუ­რუ­ლი გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის ნიშ­ნე­ბი გვხვდე­ბა:

  1. მა­კე­დო­ნე­ლის დროს, აღ­მო­სავ­ლუ­რი და ბერ­ძნუ­ლი კულ­ტუ­რე­ბის სინ­თე­ზის შე­დე­გად წარ­მოქ­მნი­ლი ელი­ნიზ­მის სა­ხით.
  2. რო­მის იმ­პე­რი­ა­ში რო­მა­უ­ლი კულ­ტუ­რი­სა ლა­თი­ნუ­რი ენის გავ­ლე­ნით.
  3. ბი­ზან­ტი­ის იმ­პე­რი­ა­ში მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი რე­ლი­გი­ი­სა და ბერ­ძნუ­ლი ენის შერწყმის სა­ფუძ­ველ­ზე.
  4. არაბ­თა ხა­ლი­ფატ­ში ის­ლა­მუ­რი რე­ლი­გი­ი­სა და არა­ბუ­ლი ენის სა­ფუძ­ველ­ზე.
  5. ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რი­ა­ში თურ­ქუ­ლი ეთ­ნო­სის სა­ფუძ­ველ­ზე.
  6. ბრი­ტა­ნე­თის იმ­პე­რი­ა­ში ტექ­ნი­კუ­რი პროგ­რე­სის წყა­ლო­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის გაც­ვლა სწრა­ფი და ყო­ველ­დღი­უ­რი გახ­და კო­ლო­ნი­ებს შო­რის (ინ­გლი­სუ­რი ენის გავ­რცე­ლე­ბა)
  7. რუ­სე­თის იმ­პე­რი­ა­ში რუ­სი­ფი­კა­ცი­ის სა­ხით. მაგ­რამ სა­ერ­თო რუ­სუ­ლი კულ­ტუ­რა ვერ ჩა­მო­ყა­ლიბ­და.
  8. საბ­ჭო­თა იმ­პე­რი­ა­ში კულ­ტუ­რუ­ლი გლო­ბა­ლი­ზა­ცია აშ­კა­რად ხდე­ბო­და. შე­იქ­მნა ახა­ლი ის­ტო­რი­უ­ლი ერ­თო­ბა „საბჭოთა ხალხი“.

იდე­ო­ლო­გი­ე­ბი

 hs stalini

კულ­ტუ­რუ­ლი გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის ერ­თ-ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რი არის არა­რე­ლი­გი­უ­რი, სე­კუ­ლა­რუ­ლი იდე­ო­ლო­გი­ე­ბის წარ­მოქ­მნა და გავ­რცე­ლე­ბა.

სო­ცი­ა­ლიზ­მი -კო­მუ­ნიზ­მის იდეოლოგიის მიმდევრები  ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ მთელ მსოფ­ლი­ო­ში დამ­ყარ­დე­ბა უკ­ლა­სო, სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, პო­ლი­ტი­კუ­რი საზღ­ვრე­ბი აღარ იარ­სე­ბებს, მო­ის­პო­ბა კულ­ტუ­რუ­ლი გან­სხვა­ვე­ბე­ბი ხალ­ხებს შო­რის, ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა ახა­ლი სინ­თე­ზუ­რი ენა.

ლი­ბე­რა­ლიზ­მი გუ­ლის­ხმობს და­სავ­ლუ­რი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის მსოფ­ლი­ო­ში გავ­რცე­ლე­ბას და მისი   დამ­კვიდ­რე­ბის იდე­ო­ლო­გი­ად გვევ­ლი­ნე­ბა. სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ნორ­მად იქ­ცა მი­სი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი: დე­მოკ­რა­ტი­ა, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მი, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი, თვით­გა­მორ­კვე­ვა.

                                                              1.3 გლობალიზაცია და სახელმწიფო

გლობალიზაციის ერთ–ერთ ძირითად თავისებურებას წარმოადგენს მისი დეტერიტორიზაცია, ანუ სახელმწიფო (ეროვნული) საზღვრების თანდათანობით მოშლა. შესაბამისად, ძირეულად იცვლება სახელმწიფოს მნიშვნელობა და როლი. თუ აქამდე იგი საზოგადოების პოლიტიკური ორგანიზაციის ძირითადი ფორმა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაქტობრივად ერთადერთი სუბიექტი იყო, გლობალიზაცის ეპოქაში მისი მნიშვნელობა აშკარად მცირდება. სახელმწიფოს როლს ინაწილებენ საზოგადოებრივი და არასამთავრობო ორგანიზაციები და ტრანსნაციონალური კორპორაციები.

სახელმწიფოს ფუნქციებზე გლობალიზაციის ერაში ორი განსხვავებული თვალსაზრისი არსებობს: ერთის მიხედვით, გლობალიზაციას ბევრი არაფერი შეუცვლია და სახელმწიფო კვლავ საერთაშორისო ურთიერთობების ძირითად სუბიექტად(ანტიგლობალისტების ანუ სკეპტიკოსების წარმოდგენა.) მეორე შეხედულებით კი გლობალიზაცია სახელმწიფოს კვდომაზე მიანიშნებს, მის ფუნქციებს სხვა ორგანიზაციები ინაწილებენ და მომავალი ერთიანი, სახელმწიფო საზღვრებს მოკლებული მსოფლიოს ეკუთვნის (გლობალისტური ხედვა).

თანამედროვე სახელმწიფო: ანტიგლობალისტური ხედვა

თანამედროვე სახელმწიფოები დასავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში XVIII_XIX  საუკუნეებში  წარმოიშვნენ, თუმცა პირველი ასეთი სახელმწიფოები (ჰოლანდია, ინგლისი) XVII საუკუნიდან არსებობენ. თანამედროვე სახელმწიფოდ ითვლება ისეთი ქვეყანა, სადაც ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს, ანუ მოქალაქეთა ერთობას, რომელიც საკუთარი სურვილით ირჩევს თავის ხელისუფლებას. ასეთ სახელმწიფოებს ერ–სახელმწიფოებსაც უწოდებენ, რადგან ამ ქვეყნებში ერი პოლიტიკური ცნებაა და სახელმწიფოს ემთხვევა, ხოლო მისი ყველა მოქალაქე თავს ერთი ერის წარმომადგენლად მიიჩნევს, (მიუხედავად იმისა, საიდან არის წარმოშობით და რომელ ეთნიკურ ჯგუფს ეკუთვნის) ცხადია, დღეს არსებული ქვეყნებიდან ყველას ვერ ვუწოდებთ ერ_სახელმწიფოს (განსაკუთრებით აფრიკის, ნაწილობრივ აზიის ქვეყნებს), მაგრამ პრაქტიკულად ყველა ქვეყანა მიიჩნევს, რომ ის საკუთარი მოქალაქეობის ნება–სურვილს გამოხატავს და ასრულებს.

სახელმწიფოების რიცხვი განსაკუთრებით სწრაფად გაიზარდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ამასთან, ბევრ ქვეყანაში შეიცვალა პოლიტიკური რეჟიმი. სახელმწიფოთა უმრავლესობა დღეს დემოკრატიული მმართველობის გზას ადგას, ხოლო ავტორიტარული, მით უფრო ტოტალიტარული რეჟიმების რიცხვი განუხრელად მცირდება.

ის ფაქტი, რომ სახელმწიფოთა რიცხვი იზრდება და ყოველი ახლად შექმნილი სახელმწიფოს მთავარი მიზანი სახელმწიფოებრივი სრუქტურების გაძლიერებაა, ანტიგლობალისტებისთვის საკმარისი არგუმენტია იმის დასამტკიცებლად, რომ ერი_სახელმწიფოების ეპოქა კი არ მთავრდება, არამედ პირიქით უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. გარკვეული, ტრანსფორმაცია კი, რასაც სახელმწიფოები განიცდიან გლობალიზაციის პროცესში, მათს ახალ როლსა და ფუნქციებე მიანიშნებს.

გლობალიზაციის პერიოდში რამდენადმდე შეიცვალა სახელმწიფოს პოლიტიკას დაქვემდებარებული კონტიგენტი. თუ უწინ სახელმწიფოს პოლიტიკა საკუთარ მოსახლეობაზე იყო გათვლილი, გლობალიზაციის გავლენით სახელმწიფო თავის ინტერესებს სხვებზეც ავრცელებს და ამით ეროვნულ საზღვრებს უგულებელყოფს. მეორე თავისებურება იმაში გამოიხატება რომ, გლობალიზაციამ ხელი შეუწყო სახელმწიფოთა შორის უფრო ხშირ და ინტენსიურ კონსულტაციებს, რაც ერთობლივი პოლიტიკის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. დამახასიათებელი მოვლენაა ისიც, რომ გლობალიზაციამ საგრძნობლად შეამცირა სახელმწიფოთა შორის ომების შესაძლებლობა. დღევანდელ დღეს კონფლიქტის ყველაზე გავრცელებულ ფორმად იქცა შიდა დაპირისპირება სახელმწიფოს ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ და არა ტერიტორიული კონფლიქტი სახელმწიფოებს შორის.

ერი–სახელმწიფო თანამედროვე მსოფლიიოში: გლობალისტური ხედვა

გლობალისტების აზრით, სახელმწიფო იქცა დანაწევრებულ არენად, სადაც როგორც საერთაშორისო(სამთავრობო და არასამთავრობო), ისე სხვადასხვა შინაური ძალები სულ უფრო  ხშირად გვევლინებიან პოლიტიკის წარმმართველ ძალად. აქედან გამომდინარე, პირდაპირი კავშირი ტერიტორიასა და პოლიტიკურ ძალას შორის აღარ არსებობს. ახალი საერთაშორისო და ტრანსნაციონალური ინსტიტუტი, შიდა სამოქალაქო ორგანიზაციებთან ერთად შეუკავშირდნენ სახელმწიფოებს და სუვერენიტეტი საზიარო ძალად აქციეს, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, სახელმწიფო სუვერენიტეტის რაღაც ნაწილი არასახელმწიფოებრივი სუბიექტების ხელში აღმოჩნდა.

ეს ცვლილებები განსაკუთრებით კარგად ჩანს საერთაშორისო ორგანიზაციების რაოდენობის ზრდის მაგალითზე. თუ xx საუკუნის დასაწყის სულ 37 სამთავრობათაშორისო და 176 არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, საუკუნის ბოლოს მათმა რიცხვმა, შესაბამისად, 260_ს და 5500_ს გადააჭარბა. ამას უნდა დაემატოს საერთაშორისო შეხვედრებისა და კონფერენციების სწრაფად მზარდი და მრავალმხრივი როლი, სადაც ერთობლივად წყდება მსოფლიო პოლიტიკის აქტუალური საკითხები. ასეთ პირობებში კი ძნელია  სახელმწიფო აბსოლიტურ სუვერენად მიიჩნიო. ამიტომ გლობალისტებისთვის უდავო ფაქტია, რომ ეროვნული ხელისუფლება თანდათან იზღუდება სხვა სახელისუფლო(ლოკალური, რეგიონული, გლობალური) სისტემებით ე.ი. იზღუდება სახელმწიფოს მთავარი ნიშანი _სუვერენიტეტი.

ამ თვალსაზრისით განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ისეთი ზესახელმწიფოებრივი(სუპრანაციონალური) ორგანიზაცია, როგორიც არის ევროკავშირი. ის უფრო მეტია ვიდრე ჩვეულებრივი საერთაშორისო ორგანიზაცია, სადაც სახელმწიფოები სრულად ინარჩუნებენ სუვერენიტეტს და თავიანთ ინტერესებს ორგანიზაციის რეკომენდაციებსა და დადგენილებებზე მაღლა აყენებენ. ევროკავშირი თავისებური, რეგიონული მასშტაბის გლობალიზაციის მაგალითია: საერთო მოქალაქეობა, საერთო პარლამენტი, ერთიანი თავდაცვის სისტემა, უვიზო მიმოსვლა, საერთო პასპორტი, ერთიანი ვალუტა და სხვა მრავალი ატრიბუტი გვიჩვენებს, რომ საქმე გვაქვს ზესახელმწიფოს ჩანასახთან. ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ნებაყოფლობით თქვეს უარი სახელმწიფო სუვერენიტეტის რაღაც ნაწილზე და ეს ფუნქცია ევროკავშირს გადასცეს, ანუ სრულ ეროვნულ სუვერენიტეტზე მაღლა მოსახლეობის ეკონომიკური კეთილდღეობა დააყენეს

რეგიონული ორგანიზაციის წევრობა ავალდებულებს სახელმწიფოს, გაითვალისწინოს  ორგანიზაციის სხვა წევრი–ქვეყნების ინტერესებიც და ზოგჯერ უარი თქვას საკუთარ სურვილზე, ხოლო საერთაშორისო არენაზე არა მარტო თავისი, არამედ გაერთიანების სხვა წევრების სახელითაც გამოვიდეს.

აქედან გამომდინარეობს გლობალისტების მთავარი დასკვნა: სახელმწიფო სუვერენიტეტი წარსულის კუთვნილება ხდება და მსოფლიო პოლიტიკა აღარ არის დაფუძნებული სუვერენულ სახელმწიფოებრივობაზე.  ასეთ შემთხვევაში ბუნებრივად იბადება კითხვა: მაშ როგორ ხორციელდება მმართველობა თანამედროვე გლობალიზებულ მსოფლიოში?

გლობალისტების პასუხი ასეთია: თანამედროვე პოლიტიკაში შენარჩუნებულია სახელმწიფო მმართველობა, მაგრამ იგი მჭიდროდ არის გადახლართული  სუბსახელწიფოებრივ, საბაზრო და სამოქალაქო საზოგადოებრივ მმართველობასთან.

არ შეიძლება არ ავღნიშნოთ სუპერსახელმწიფოების გავლენა თანამედროვე პოლიტიკაში და მათ შორის ამერიკის ,ინგლისის,რუსეთის გავლენა მთელი რიგი ქვეყნების გეოპოლიტიკაზე.

    სუბსახელწიფოებრივ მმართველობაში  იგულისხმება ქვეყნის ადმინისტრაციული ერთეულების (შტატი, პროვინცია, ოლქი და ა.შ.) როლის ზრდა მმართველობაში და ისეთი ფნქციების აღება თავის თავზე, რომელიც ადრე მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა იყო. გლობალიზაციის ეპოქაში ჩვეულებივი ამბავი გახდა სხვადასხვა ქვეყნების სუბსახელმწიფოებრივი ერთეულების უშუალო კონტაქტები ერთმანეთთან, ცენტრალური ხელისუფლების გვერდის ავლით., ასეთი „რეგიონის დიპლომატია“ ადრე  სრულიად წარმოუდგენელი იყო, დღეს კი სახელმწიფო სუვერენიტეტის გაზიარების ნათელი მაგალითია.

სუპრასახელმწიფოებრივი მმართველობა გულისხმობს საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების სულ უფრო მზარდ გავლენას სახელმწიფოთა პოლიტიკაზე და მათ მიერ სახელმწიფო სუვერენიტეტის განაწილებას. ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაციის როლი იმდენად დიდია მთელი რიგი განვითარებადი სახელმწიფოს შიდა პოლიტიკაშიც კი (მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ა.შ.), რომ ისინი ამ ქვეყნების ბატონ–პატრონად მიიჩნევიან  და ანტიგლობალისტური მოძრაობის განსაკუთრებულ სამიზნეებად არიან ქცეული.

საბაზრო გლობალური მმართველობა თანამედროვე მმართველობის ფორმები არ ამოიწურება მარტო ოფიციალური ორგანოების მმართველობით სუბსახელმწიფოებრივიც და სუპრასახელმწიფოებრივიც დონეზე. გლობალიზაციის ეპოქაში ბაზარი ასრულებს უდიდეს როლს გლობალურ მმართველობაში და ავსებს იმ ხარვეზს, რომელიც ხელისუფლების მოღვაწეობას აქვს. განსაკუთრებულად მზარდ როლს თამაშობენ ტრანსნაციონალური კორპორაციები, კომერციული ბანკები და სხვადასხვა ფონდები.

გლობალური სამოქალაქო  საზოგადოების მმართველობა. საბაზრო ინსტიტუციების გარდა, სახელმწიფოს მართვაში არასახელმწიფოებრივი სექტორიდან სხვა ორგანიზაციებიც  იღებენ მონაწილეობას. ამ თვალსაზრისით სულ უფრო დიდ როლს თამაშობს არასამთავრობო, არაკომერციული,  ე.წ. „მესამე სექტორი“–სამოქალაქო საზოგადოება. მისი ამოცანაა ხელი შეუწყოს იმ პრობლემების გადაჭრას, რომელთა მოგვარება მხოლოდ სამთავრობო და კომერციულ ორგანიზაციათა დონეზე შეუძლებელია.

მმართველობის ჩამოთვლილ ფორმებს, მიუხედავად მათი განსხვავებული შინაარსისა, ერთი საერთო ნიშანი აერთიანებს: ისინი საგრძნობლად ამცირებენ სახელმწიფო სუვერენიტეტის მნიშვნელობას და ხელს უწყობენ სახელმწიფოს როლის შემცირებას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. გლობალისტები მიიჩნევენ, რომ სწორედ ამაში გამოიხატება გლობალიზაციის არსი სახელმწიფოსთან მიმართებაში.

                            1.4 გლობალიზაცა და საერთაშორისო ურთიერთობები

ქვემომთ მითითებული ლინკით იხილეთ პრეზენტაცია- გლობალიზაციის თეორეტიკოსები

„ცივი ომის“  შემდგომი მსოფლიოს რთული და მრავალმხრივი სურათი სრულიად განსხვავებული და ურთიერთ საწინმდეგო დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა. ამიტომ სხვადასხვა ავტორები მკვეთრად განსხვავებულ შეფასებას აძლევენ თანამედროვე საერთაშორისო  ვითარებას. მკვლევართა ეს მრავალრიცხოვანი ჯგუფები, საბოლოოდ, სამ ძირითად ბანაკად შეიძლება დავყოთ :

ლიბერალ–ოპტიმისტები, რომლებიც თანამედროვე საერთაშორისო სისტემაში მსოფლიო განვითარების უზარმაზარ პოტენციალს ხედავენ და ამტკიცებენ, რომ იმაზე ბევრად უკეთესი  და ბედნიერი დრო დადგა, ვიდრე აქამდე ყოფილა;

რეალისტები , რომლებიც ფიქრობენ, რომ მსოფლიო ისევე (თუ უფრო მეტად არა) საშიში და დაძაბულია, როგორც ცივი ომის  პერიოდში და მანამდე;

 რადიკალები, რომლებიც აცხადებენ, რომ საერთაშორისო  წესრიგი ისეთივე უთანასწორო და ექსპლუტატორულია, როგორც უწინ იყო.

  ლიბერალ–ოპტიმისტები.  ამ მიმართულების ყველაზე ცნობილი წამომადგენლია, ამერიკელი მეცნიერი ფრენსის ფუკუიამა.

მისი აზრით, ცივი ომის დამთავრებასთან ერთად ისტორიაც დამთავრდა, რადგან ისტორია სხვა არაფერია, თუ არა დაპირისპირება რაციონალურ და ირაციონალურ ძალებს შორის. საბჭოთთა კავშირის დაშლითა და კომუნისტური რეჟიმების კრახით კი ბოლო მოეღო უკანასკნელ ირაციონალურ ძალას(საბჭოთა სექტორს). შესაბამისად , დადგა ახალი ეპოქა, რომელიც ლიბერალურ–დემოკრატიული ღირებულებების გლობალურ დამკვიდრებასა და გავრცელებას ითვალისწინებს. იწყება ეკონომიკური აღმავლობის ხანა და პოლიტიკა ნაკლებად აქტუალური ხდება. სახემწიფოს როლი მცირდება და დგება გლობალიზაციის ეპოქა. მოკლედ, კაცობრიობის ისტორიის ყველაზე საშიში და სისხლიანი მოვლენები  უკვე გავლილია და მსოფლიოს საშიშროება აღარ ემუქრება. ეს ოპტიმიზმი ემყარება რწმენას, რომ ლიბერალურ–დემოკრატიული რეჟიმები ერთმანეთში არ ომობენ და მთელ მსოფლიოში დემოკრატიის დამკვიდრება თავისთავად გამორიცხავს ომის საფრთხეს. გარდა ამისა, სწრაფად იზრდება საერთაშორისო ორგანიზაციების, ტრანსნაციონალური კორპორაციების, არასამთავრობო სექტორის როლი. სახელმწიფოები და ხალხები სულ უფრო მეტად არიან ერთმანეთზე დამოკიდებული, რაც ასევე მკვეთრად ამცირებს ომის საშიშროებას .

რეალისტები. თანამედროვე მსოფლიოს ლიბერალურ–ოპტიმისტურ ხედვას მკვეთრად ეწინააღმდეგება რეალისტების პესიმიტური შეხედულებები.  რეალისტებისთვის გლობალიზაცია მითია. ერი–სახელმწიფოები დიდხანს იქნებიან სართაშორისო ურთიერთობების ძირითადი, ფაქტობრივად, ერთადერთი სუბიექტები. პოლიტიკას უწინებურად ეროვნული ინტერესები წარმართავს, ხოლო ძალა განსაზღვრავს სახელმწიფოს ადგილს საერთაშორისო  სისტემაში.რაც შეეხება გეოპოლიტიკურ წესრიგს, აქ მაინცდამაინც სასიკეთო ცვლილებები არ მომხდარა და მდგომარეობა უფრო დაძაბული და გაურკვეველი გახდა.

პოლოტოლოგი  ჯონ მირშეიმერი  სხვა კუთხით ხედავს  საერთაშორისო ურთიერთობებს. კერძოდ,მის ნაშრომში „უკან მომავლისკენ“,იგი მიიჩნევს,რომ

ჯონ მირშეიმერი

ცივმა ომმა მსოფლიო გადაარჩინა ქაოსს, რადგან ბიპოლარული წონასწორობა გამორიცხავდა დიდი მასშტაბის ომს. ცივი ომის დამთავრების შემდეგ ეს წონასწორობა დაირღვა, სტაბილურობის მთავარი გარანტი იყო ორპოლუსიანი სისტემა,(კაპიტალისტური და სოციალისტური სამყარო)რომელიც დაიშალა და ამ მოვლენამ მხოლოდ ახალი პრობლემები შეუქმნა სამყაროს. კომუნიზმის ნგრევამ  მოსპო ის ბარიერი, რომელიც აკავებდა ეთნიკურ დაპირისპირებას საბჭოთა კავშირსა და აღმოსავლეთ ევროპაში. შესაბამისად, ეს რეგიონი მუდმივი ეთნოკონფლიქებისთვის არის განწირული და მთელ კონტინენტს უკან, ქაოსისკენ აბრუნებს. მომავალში, რაც უფრო განვითარდებიან სოციალისტური სექტორის ყოფილი ქვეყნები, მით მეტად მოითხოვენ დამოუკიდებლობას და ეს დაუსრულებლად   მუდმივი კონფლიქტის და დაპირისპირების მიზეზი გახდება.

ამერიკელი მეცნიერის, სამეულ ჰანტინგტონის თეორიის მიხედვით , რომლიც მან წარმოადგინა ნაშრომში „ცივილიზაციათა შეჯახება“, იგი  მიიჩნევს რომ,

სამეულ ჰანტინგტონის

უკანკსნელ საუკუნეებში მიმდინარე ყველა დიდი ომი იყო დაპირისპირება დინასტიებს, ეკლესიებს, იმპერიებს  თუ იდეოლოგიებს შორის. ეს იყო ევროპის „შინა ომები“. XXI საუკუნე კი იქნება გლობალური დაპირისპირების საუკუნე   –  გაჩაღდება ომი ცივილიზაციებს შორის. ცივი ომის დამთავრების შემდეგ მთავარ წინააღმდეგობად იქცა დაპირისპირება მსოფლიო ცივილიზაციებს, განსაკუთრებით კი, დასავლურ ცივილიზაციას და სხვა  მუსულმანურ ცივილიზაციებს შორის. დასავლურ ცივილიზაციას(აშშ, ევროპა) უნივერსალურობის პრეტენზია აქვს და გლობალიზაციაც, ფაქტობრივად, სხვა არაფერია, თუ არა დასავლური ცივილიზაციის დანარჩენ მსოფლიოზე თავს მოხვევა. ეს კი მძაფრ პროტესტს იწვევს სხვა ცივილიზაციების მხრიდან (ისლამური, კონფუციური, მართლმადიდებლური) და მსოფლიო ომის საფრთხეს რეალურს ხდის.

არსებობს მესამე შეხედულება (ამერიკული ანალიტიკოსის, რობერტ კაპლანის წიგნი „მომავალი ანარქია“ ),

, რობერტ კაპლანის

რომელიც მსოფლიოს მთავარ  საშიშროებას გლობალურ სამხრეთში ანუ განვითარებად სამყაროში ხედავს. ამ მოსაზრებით განვითარებად ქვეყნებში და განსაკუთრებით  დასავლეთ აფრიკაში არსებული  ვითარება, ლიბერალურ–ოპტიმისტურ ხედვას ყოველგარ საფუძველს აცლის, რადგან მომავლის სურათი ერთობ მძიმე და უიმედოა.აფრიკა და, საერთოდ, განვითარებადი სამყაროს დიდი ნაწილი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. უკიდურესი სიღარიბე, შიმშილი, ავადმყოფობა, დაპირისპირება კლანებს შორის, კორუფცია, და სხვა მოვლენები არის მიზეზი იმ ქაოსისა და ანარქიისა, რაც ამ სმყაროში სუფევს. ამას ემატება მოსახლეობის სწრაფი ზრდა (გაორკეცებას სულ 20–25 წელი სჭირდება), რაც სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს. ეს ყველაფერი ხდება იმ დროს, როცა მდიდარ ჩრდილოეთში , ანუ განვითარებულ სამყაროში, ცხოვრების დონე და პირობები ყოველწლიურად უმჯობესდება, ხოლო მოსახლეობის ზრდა ნულოვანია ან უარყოფითი. ამ ვითარებაში შიმშილით სიკვდილის საშიშროების წინაშე მდგარი  მილიონობით ღატაკი დიდხანს ვეღარ გაჩერდება ასეთ მდგომარეობაში  და იმ სამყაროს მოერგება , სადაც ცხოვრების უკეთესი პირობებია. სწორედ ეს, სამხრეთიდან წამოსული ანარქია იქნება თანამედროვე მსოფლიო წესრიგის დამანგრეველი ფაქტორი და ყველაზე დიდი საშიშროება კაცობრიობისათვის.(თანამედროვე მიგრაციები განვითარებადი სამყაროდან ევროპაში ამის საუკეთესო მაგალითია)

რადიკალები. რადიკალების სახელით მემარცხენე შეხედულების მკვლევარები არიან ცნობილნი. ისინი მსოფლიო პოლიტიკის მთავარ პრობლემას კაპიტალისტური ეკონომიკის ექსპლუატატორულ ბუნებაში ხედავენ. მათგან პირველ რიგში უნდა გამოვყოთ მარქსისტები და ნეომარქსისტები, რომელთა პოზიციები სოციალისტური სისტემის კრახის შემდეგ საგრძნობლად შეირყა, მაგრამ მაინც ანგარიშგასაწევ ძალად რჩებიან.

რადიკალების შეხედულებით (ამერიკელი მეცნიერი ნოამ ჩომსკი)

ნოამ ჩომსკი

]თანამედროვე მსოფლიო კვლავ რჩება ბიპოლარულ სამყაროდ, რომლის პოლუსებსაც წარმოადგენენ განვითარებული კაპიტალისტური სახელმწიფოები (ექსპლუატატორები) და განვითარებადი ქვეყნები (ექსპლუატირებულები). მთავარ იპერიალისტურ და ექსპანსიონისტურ ძალად რჩება აშშ, რომლის მიზანია არა ის რომ დემოკრატია დაამკვიდროს მსოფლიოში არამედ პირიქით, შეუზღუდოს არჩევნის შესაძლებლობა მსოფლიოს მოსახლეობის ფართო მასებს და თავისი გავლენით ქვეშ მოიქციოს ისინი.

თანამედროვე საერთაშორისო სისტემის გლობალური ტენდენციები

ცივი ომის დამთავრების შემდეგ მსოფლიოში ბევრი რამ შეიცვალა , მათ შორის საერთაშორისო ვითარებაც. მაგრამ ძალიან ძნელია ცალსახა პასუხი გაეცეს კითხვას: რა არის ის ძირითადი, რაც განასხვავებს თანამედროვე ეპოქას (გლობალიზაციის ერას) ცივი ომის პერიოდისგან? ბევრი მკვლევარი ამტკიცებს რომ, რომ მთავარი ტენდენცია, რაც ცივი ომის  შემდგომი მსოფლიოსთვის არის დამახასიათებელი, შეიძლება რამდენიმე სიტყვით გამოიხატოს–ეს არის დასავლური სამყაროს სრული უპირატესობის მიღწევა მსოფლიო ცხოვრების ყველა სფეროში.   ეს პასუხი არ იქნება ამომწურავი, რადგან  საერთაშორისო სისტემა ძალიან სწრაფად ცვალებადი ფენომენია და შეუძლებელია ერთი კონკრეტული ნიშნით დახასიათდეს.

სოციალისტური სისტემის კრახის შემდეგ კაპიტალიზმი დარჩა ერთადეთ საყოველთაო, გლობალურ სისტემად. მისი საყოველთაობა იმდენად აშკარა და უდავოა, რომ თვით ტერმინი „კაპიტალიზმი“  თითქმის აღარ გამოიყენება–იგულისხმება, რომ ეს ფორმაცია უნივერსალური და უალტერნატივოა. ცივი ომი ორი ეკონომიკური სისტემის დაპირისპირება იყო, რომელშიც ერთი მხარის  სრულმა გამარჯვებამ განაპირობა მსოფლიოს ეკონომისკის გარდაქმნა ერთიან, საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებულ სისტემად. მეტისმეტად გაიზარდა ტრანსნაციონალური კორპორაციების და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების (განსაკუთრებით მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო  ფონდის) როლი. ისინი ცდილობენ, რომ ხელი შეუწყონ განვითარებადი და ყოფილი სოციალისტური ქვეყნების ეკონომიკის „საბაზრო რელსებზე“ გადაყვანას. მათი ქმედებები საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მიერ აღიქმება, როგორც ახალი იმპერიალიზმი. ეს კი საგრძნობლად ძაბავს მდგომარეობას.

კიდევ ერთი თავისებურებაა ეკონომიკის პრიმატი, რომელიც სულ უფრო აშკარა ხდება და ამიტომაც ბევრი ფიქრობ, რომ თანამედროვე ეპოქა გეოპოლიტიკის გეოეკონომიკით  შეცვლის პროცესია. ამ პროცესს დადებითთან ერთად (პროდუქციის ზრდა, მოსახლეობის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება) ბევრი  უარყოფითი მხარე აქვს(სტიქიურობა, კრიზისი, ინფლაცია), რაც მძიმედ აისახება მოსახლეობის ყოფა–ცხოვრებაზე. ეს ფაქტობრივად, უკონტროლო პროცესია, მას მხოლოდ ბაზარი არეგულირებს, მაგრამ სხვა, უკეთესი ალტერნატივა არ არსებობს.

გლობალიზაციის ეპოქის ერთ–ერთი ძირითადი თავისებურებაა მანამდე არსებული ბიპოლარული საერთაშორისო  სისტემის შეცვლა. მკვლევართა ნაწილი ფიქრობს, რომ თანამედროვე მსოფლიო გამოკვეთილად უნიპოლარულია, სადაც ძალის ერთადერთ პოლუსს აშშ წარმოადგენს. სწორედ ეს აძლევს საბაბს ანტიგლობალისტებს, რომ გლობალიზაციაში ამერიკანიზაცია დაინახონ და იგი ამერიკულ იმპერიალიზმად მონათლონ. თუმცა, უკანასკნელ წლებში ევროკავშირისა და ჩინეთის სწრაფი დაწინაურება, რუსეთის ხელახალი გაძლიერება თუ იაპონიისა და აზიის ხალი ინდუსტრიული სახელმწიფოების ეკონომიკური წარმატებები ბევრს აფიქრებინებს, რომ საერთაშორისო სისტემა მრავალპოლუსიანი ანუ მულტიპოლარული  ხდება.

ამასთანავე, მკვლევართა აზრით, ცივი ომის დამთავრება სრულიადაც არ ნიშნავს ბიპოლარიზმის მოწყობას საერთაშორისო სისტემაში. უბრალოდ, თუ ადრე დაპირისპირებულ მხარეებს დასავლეთი(განვითარებული კაპიტალისტური ქვეყნები) და აღმოსავლეთი(სოციალისტური სამყარო)  წარმოადგენდნენ, ახლა ძირითად მოწინააღმდეგებად განვითარებული ჩრდილოეთი და განვითარებადი სამხრეთი იქცნენ. სწორედ ეს მიაჩნია ბევრს თანამედროვეობის ძირითად წინააღმდეგობად და მთავარ გლობალურ პოლიტიკურ საფრთხედ.

განვითარებადი, ანუ მესამე სამყარო იმდენად რთული და წინააღმდეგობრივია, რომ ზოგიერთი მკვლევარი ეჭქვეშ აყენებს მის ერთ კატეგორიაში გაერთიანებას. ამასთანავე, ცივი ომის დამთავრების შემდეგ განვითარებადი ქვეყნების უმრავლესობაში ცოტა რამ თუ შეიცვალა, ზოგიერთ მათგანში მდგომარეობა გაუარესდა კიდეც, რადგან მათ საბჭოთა კავშირის დახმარება მოაკლდათ, ასე რომ  ჩრდილოეთში  „კაპიტალიზმის ტრიუმფი“ სამხრეთში კაპიტალიზმის კრიზისად იქცა.

აღნიშნული ზოგადი სურათის საფუძველზე ცალკეული ავტორები ატკიცებენ, რომ მოხდა საერთაშორისო პოლიტიკის გლობალიზაცია – სახელმწიფოები აღარ არიან საერთაშორისო ურთიერთობების მთავარი სუბიექტები(აქტორები). შესაბამისად, თვითონ ცნებები – „საერთაშორისო ურთიერთობები “ და „საერთაშორისო პოლიტიკა“–მოძველდა და ისინი „მსოფლიო პოლიტიკით“ ან „გლობალური პოლიტიკით“ უნდა შეიცვალოს.

 

აუცილებლად ნახეთ პრეზენტაცია:   ეკონომიკის და კულ;ტურის გლობალიზაცია —

 

https://docs.google.com/presentation/d/e/2PACX-1vT-I2yXbWRklxOdoLl6pgm-XUQ_b08WPG3sVw8MiK5xB_KHdw4ksu1AA-_nMSosjY5qAh8V_b8X_JOO/pub?start=false&loop=false&delayms=3000

§1.5. ეკო­ნო­მი­კის გლო­ბა­ლი­ზა­ცია

2920664_f260fuli 

გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­მა დი­დი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კა­ზე და თვი­სობ­რი­ვად შეც­ვა­ლა იგი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეროვ­ნუ­ლი ეკო­ნო­მი­კე­ბი კვლა­ვაც დიდ როლს თა­მა­შო­ბენ ქვეყ­ნე­ბის ეკო­ნო­მი­კა­ში, სა­ხელ­მწი­ფო­თა რო­ლი სუს­ტდე­ბა, იზ­რდე­ბა ტრანსნაციონალური კორპორაციების(ტნკ-ე­ბის) რა­ო­დე­ნო­ბა და მა­თი გავ­ლე­ნა. დამ­ყარ­და მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კუ­რი წეს­რი­გის ახა­ლი წე­სე­ბი. ეკონომიკის გლობალიზაციაში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­მი მთა­ვა­რი ინ­სტი­ტუ­ტის გავლენა და როლი:

  1. სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დი, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­ვა­ლუ­ტო კურ­სის რე­ჟიმს და გა­და­უ­დე­ბელ დახ­მა­რე­ბას იმ ქვეყ­ნე­ბი­სათ­ვის, რომ­ლე­ბიც ფი­ნან­სურ კრი­ზის­ში აღ­მოჩ­ნდნენ.
  1. რე­კონ­სტრუქ­ცი­ი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ბან­კი, რომ­ლის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი და ამო­ცა­ნაა მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნებ­ში კერ­ძო ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი­სა და ეკო­ნო­მი­კის რე­კონ­სტრუქ­ცი­ი­სათ­ვის აღ­დგე­ნის ხე­ლის შეწყ­ო­ბა.
  2. ვაჭ­რო­ბი­სა ტა­რი­ფე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი შე­თან­ხმე­ბა – მსოფ­ლიო სა­ვაჭ­რო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა, (1995) რო­მელ­მაც მიზ­ნად და­ი­სა­ხა სა­ერ­თა­შო­რი­სო ვაჭ­რო­ბის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ა.

ეკონომიკური გლობალიზაცია   ძირითადად გამოიხატება :   ფინანსების გლობალიზაციით, ვაჭრობის გლობალიზაციით და წარმოების გლობალიზაციით.

ფი­ნან­სე­ბის გლო­ბა­ლი­ზა­ცია — ნიშ­ნავს ფი­ნან­სუ­რი ბაზ­რე­ბის და­ახ­ლო­ე­ბას, შერ­წყმას და ერ­თი­ა­ნი ფი­ნან­სუ­რი ბაზ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, რომ­ლის დრო­საც გე­ოგ­რა­ფი­ულ მდე­ბა­რე­ო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ბას კარ­გავს. მი­სი ნიშ­ნე­ბი­ა:

  1. ზე­ტე­რი­ტო­რი­ულ ფუ­ლის არ­სე­ბო­ბა (ევ­რო, 2002), აშშ დო­ლა­რი.
  2. სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ვაჭ­რო­ბა (ტე­ლე­ფო­ნით, ინ­ტერ­ნე­ტით, ფაქ­სით)
  3. ოფ­შო­რულ ცენ­ტრე­ბის (თა­ვი­სუ­ფა­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზო­ნე­ბის) წარ­მოქ­მნა ანუ სა­ბან­კო-­სა­ვა­ლუ­ტო ოპე­რა­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა ისეთ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც ინ­ვეს­ტორს სთა­ვა­ზო­ბენ ძა­ლი­ან და­ბალ გა­და­სა­ხადს და გა­მარ­ტი­ვე­ბულ მომ­სა­ხუ­რე­ბას (მსოფ­ლი­ო­ში 500-ზე მე­ტი ოფშორული ზონაა).

ვაჭ­რო­ბის გლო­ბა­ლი­ზა­ცია

globalizationekonomika

 

  1. 1.    უცხ­ო­უ­რი სა­ქონ­ლის შეს­ვლა მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ერ ბა­ზარ­ზე. მა­გა­ლი­თად: “ნესკაფე “ 200-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში იყი­დე­ბა, რაც იწ­ვევს ად­გი­ლობ­რივ მე­წარ­მე­თა მძაფრ პრო­ტესტს და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას.
  2. 2.    ელექ­ტრო­ნუ­ლი ვაჭ­რო­ბა (საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თით, ტე­ლე­ფო­ნით, ინ­ტერ­ნე­ტით, რომლის რაოდენობამ 2008 წელს ტრი­ლი­ონ დო­ლარს გა­და­ა­ჭარ­ბა. ახლა გაორმაგებულია)

წარ­მო­ე­ბის გლო­ბა­ლი­ზა­ცია

globalization1makd 

ტრანს ნაციონალური კორპორაციების (ტნკ-ს) რო­ლის სწრა­ფი ზრდა და გავრცელება. თუ მსოფ­ლიო სა­ხელ­მწი­ფო­ებს და ტნკ-ებს მა­თი წლი­უ­რი შე­მო­სავ­ლის მი­ხედ­ვით და­ვა­ლა­გებთ პირ­ველ 100-ე­ულ­ში მოხ­ვდე­ბა 53 ტნკ და 47 სა­ხელ­მწი­ფო. ყვე­ლა­ზე მძლავ­რი ტნკ არის „ჯენერალ მო­ტორ­სი“, რო­მე­ლის ბიუჯეტიც  უს­წრებს და­­ნიას და ნორ­ვე­გი­ას ერთად აღებულს.

images amerikanizacia

ფოტოზე-ამერიკანიზაცია

§1.6. კულ­ტუ­რის გლო­ბა­ლი­ზა­ცია

 

ადა­მი­ა­ნი იმ შემ­თხვე­ვა­ში ით­ვლე­ბა გარ­კვე­უ­ლი ეროვ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლად, თუ ამა­ვე ეროვ­ნუ­ლი კულ­ტუ­რის მა­ტა­რე­ბე­ლი­ა:

  1. 1.        კოს­მო­პო­ლი­ტუ­რი კულ­ტუ­რა: სხვა არა­ფე­რია თუ არა და­სავ­ლე­თის, კერ­ძოდ აშ­შ-ის მა­სობ­რი­ვი კულ­ტუ­რის მთელ მსოფ­ლი­ო­ში გავ­რცე­ლე­ბა, რო­ცა ყვე­ლა­ფე­რი ეროვ­ნუ­ლი იკარ­გე­ბა (მაკ­დო­ნა­ლი­ზა­ცი­ა, კო­კა­კო­ლი­ზა­ცი­ა, ერ­თნა­ი­რი გა­და­ცე­მე­ბი მთელ მსოფლიოში- მაგ: “ვოისი”, ერ­თი და იგი­ვე მუ­სი­კა, ფილ­მე­ბი, ერ­თნა­ი­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბი) ყვე­ლა­ფე­რი ეს აყა­ლი­ბებს უე­როვ­ნე­ბო კოს­მო­პო­ლი­ტი ადა­მი­ა­ნის ტიპს, რი­სი მი­ზე­ზიც კულ­ტუ­რის ჰო­მო­გე­ნი­ზა­ცია ანუ ეროვ­ნულ კულ­ტუ­რე­ბის ისე­თი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა რო­ცა იქ­ნე­ბა ერ­თი, არა­ე­როვ­ნული, კოს­მო­პო­ლი­ტუ­რი, გლო­ბა­ლუ­რი კულ­ტუ­რა.
  2. 2.        პო­ლა­რი­ზა­ცია — სკეპ­ტი­კო­სე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ კულ­ტუ­რის ჰო­მო­გე­ნი­ზა­ცია მი­თი­ა. გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ამ უკუ­შე­დე­გი მო­ი­ტა­ნა. ხდე­ბა არა კულ­ტუ­რე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, არა­მედ მა­თი მზარ­დი და­პი­რის­პი­რე­ბა და ეროვ­ნუ­ლი კულ­ტუ­რე­ბის და­შო­რე­ბა, ერ­თმა­ნე­თის მი­მართ მტრუ­ლად გან­წყო­ბა (ან­ტი­და­სავ­ლუ­რი გან­წყო­ბე­ბი ის­ლა­მურ სამ­ყა­რო­ში).
  3. 3.        ჰიბ­რი­ზი­და­ცია — ამ ცნე­ბა­ში იგუ­ლის­ხმე­ბა ეროვ­ნუ­ლი კულ­ტუ­რე­ბის და­ახ­ლო­ე­ბა და ურ­თი­ერ­თგამ­დიდ­რე­ბა.

კულ­ტუ­რის გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის ფორ­მე­ბი:

  1. ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი და ინ­ტერ­ნე­ტი
  2. კულ­ტუ­რის ტნკ-ე­ბი (CNN, ABS, CBS)
  3. რა­დიო და მუ­სი­კის ინ­დუს­ტრი­ა.
  4. ტე­ლე­ვი­ზია (BBC, MTV)
  5. ინ­გლი­სუ­რი ენის გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ა, რა­საც რამ­დე­ნი­მე გა­რე­მო­ე­ბამ შე­უწყო ხე­ლი.  კერძოდ:

ა) ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი ქვეყ­ნე­ბის (აშშ, ინ­გლი­სი, კა­ნა­და) მძლავ­რი გავ­ლე­ნა. ბ) უძ­ლი­ე­რე­სი ეკო­ნო­მი­კა და გავ­ლე­ნა მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე. გ) სა­მეც­ნი­ე­რო ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბა ე) რეკ­ლა­მის გავ­რცე­ლე­ბა. თ) ინ­ტერ­ნე­ტი. ი) ადა­მი­ა­ნუ­რი ფაქ­ტო­რი. ეს ყვე­ლა­ფე­რი ინ­გლი­სუ­რი ენის სი­მარ­ტი­ვემ გა­ხა­და შე­საძ­ლე­ბე­ლი.

 

1.7.გლო­ბა­ლი­ზა­ცია  სი­კე­თე თუ საფრთხე

images sikete tu

გლობალიზაციის სიკეთე

პო­ლი­ტი­კის გლობალიზაციის: გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის ეპო­ქამ­დე სა­ხელ­მწი­ფო იყო „ლეგიტიმური ძა­ლა­დო­ბი­ს“ ინ­სტი­ტუ­ტი ანუ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა, რო­მელ­საც კა­ნო­ნი­ე­რი უფ­ლე­ბა ჰქონ­და, გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა ძა­ლა თა­ვი­სი შე­ხე­დუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ხო­ლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­ჭი­რო და აუ­ცი­ლე­ბელ ბო­რო­ტე­ბად აღიქ­მე­ბო­და. დღეს­დღე­ო­ბით, ფრაგ­მენ­ტა­ცია ად­გილს უთ­მობს ინ­ტეგ­რა­ცი­ას პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რა ხდე­ბა ერ­თობ­ლი­ვად, ხში­რად კონ­სე­სუ­სის სა­ფუძ­ველ­ზე სულ უფ­რო ბევრ ქვე­ყა­ნას შო­რის ხორ­ცი­ელ­დე­ბა უვი­ზო მი­მოს­ვლა, გა­და­ად­გილ­ება სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებს შო­რის, კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი.   ეკო­ნო­მი­კის გლობალიზაციის: ფაქ­ტი­ა, რომ ყა­ლიბ­დე­ბა გლო­ბა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კა.  ამა­ში დიდ როლს თა­მა­შო­ბენ ტნკ-ე­ბი. თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ო­ში სულ უფ­რო მე­ტი ხალ­ხი მო­იხ­მარს ერ­თნა­ირ პრო­დუქ­ცი­ას. ასეთ დროს ნაკ­ლე­ბად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი­ა, თუ სად არის წარ­მო­ე­ბუ­ლი ეს პრო­დუქ­ტი, უფ­რო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რო­მე­ლი ფირ­მის ნა­წარ­მია ის. ადა­მი­ანს შე­უძ­ლია სახ­ლი­დან გა­უს­ვლე­ლად შე­ას­რუ­ლოს სა­ვაჭ­რო და სა­ფი­ნან­სო ოპე­რა­ცი­ე­ბი.   კულ­ტუ­რის გლობალიზაციის: მიმ­დი­ნა­რე­ობს სუ­ლი­ე­რი და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რის და­ახ­ლო­ე­ბის და ურ­თი­ერთ გამ­დიდ­რე­ბის პრო­ცე­სი, რაც და­დე­ბი­თი და პროგ­რე­სუ­ლი მოვ­ლე­ნა­ა. კულ­ტუ­რუ­ლი გა­უცხ­ო­ე­ბის აღ­მოფ­ხვრა ხალ­ხთა შო­რის ამ­ცი­რებს და­პი­რის­პი­რე­ბა­სა და კონ­ფლიქ­ტე­ბის საფ­რთხეს.

გლო­ბა­ლი­ზა­ცია   საფ­რთხე

 

პო­ლი­ტი­კის გლობალიზაციის: არ­სე­ბობს ში­ში, რომ სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის რო­ლის დაკ­ნი­ნე­ბა გა­მო­იწ­ვევს ქა­ოსს და ანარ­ქი­ას, მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი უმარ­თა­ვი გახ­დე­ბა. პო­ლი­ტი­კის გლო­ბა­ლი­ზა­ცია სი­ნამ­დვი­ლე­ში გა­მო­იწ­ვევს პა­ტა­რა ქვეყ­ნე­ბის „ჩაყლაპვას” დი­დი ქვეყ­ნე­ბის მი­ერ. სა­კუ­თა­რი ეროვ­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს არ­სე­ბო­ბა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის შე­სუს­ტე­ბა უდი­დეს ეროვ­ნულ ტრა­გე­დი­ად მი­იჩ­ნე­ვა და გა­ი­გი­ვე­ბუ­ლია ერის ყო­ფნა­-არ­ყოფ­ნას­თან. ეკო­ნო­მი­კის გლობალიზაციის: მთა­ვარ საფ­რთხეს წარ­მო­ად­გენს ტნკ-ე­ბის მი­ერ ეროვ­ნუ­ლი ეკო­ნო­მი­კე­ბის შე­ვიწ­რო­ვე­ბა თან­და­თან გა­მო­დევ­ნა ბაზ­რი­დან. ტნკ-ებისა და მა­ღალ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის მი­ერ გა­მოშ­ვე­ბულ პრო­დუქ­ცია უკონ­კუ­რენ­ტო­ა, რაც აფერ­ხებს ად­გი­ლობ­რი­ვი პრო­დუქ­ტის გა­სა­ღე­ბას, მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი უმუ­შევ­რად რჩე­ბა ასეთ შემ­თხვე­ვა­ში სა­ხელ­მწი­ფო იძუ­ლე­ბუ­ლია გა­ა­ტა­როს პრო­ტექ­ცი­ო­ნის­ტუ­რი პო­ლი­ტი­კა (სუბ­სი­დი­ე­ბი, კვო­ტე­ბი, ტა­რი­ფე­ბი). სე­რი­ო­ზუ­ლი გლო­ბა­ლუ­რი პრობ­ლე­მაა სა­მუ­შაო ძა­ლის ინ­ტე­ნსი­უ­რი მიგ­რა­ცი­ა. ემიგ­რა­ცი­ის ქვეყ­ნე­ბი კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მუ­შა ხე­ლის გა­რე­შე რჩე­ბა, ირ­ღვე­ვა სქე­სობ­რივ­-ა­სა­კობ­რი­ვი სტრუქ­ტუ­რა. იმიგ­რა­ცი­ის ქვეყ­ნებ­ში პრობ­ლე­მა ექმ­ნე­ბა ად­გი­ლობ­რივ მუ­შა­ხელს, უცხ­ო­ელ­თა მო­ძა­ლე­ბა ცვლის რა­სობ­რივ­-ეთ­ნი­კურ შე­მად­გენ­ლო­ბას, რაც ქსე­ნო­ფო­ბი­ას იწ­ვევს. კულ­ტუ­რის გლობალიზაციის: არა­და­სავ­ლუ­რი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის ქვეყ­ნებ­ში (ა­ზი­ა, აფ­რი­კა, ლა­თი­ნუ­რი ამე­რი­კა) გლო­ბა­ლი­ზა­ცია გა­ი­გი­ვე­ბუ­ლია ვეს­ტერ­ნი­ზა­ცი­ას­თან­ – და­სავ­ლუ­რი კულ­ტუ­რის ექ­სპან­სი­ას­თან. ყვე­ლა­ფე­რი იც­ვლე­ბა უე­როვ­ნე­ბო, კოს­მო­პო­ლი­ტუ­რი, სა­ერ­თო კულ­ტუ­რით, რო­მე­ლიც სხვა არა­ფე­რია თუ არა და­სავ­ლუ­რი კულ­ტუ­რი­სა და ცხოვ­რე­ბის წე­სის გა­ბა­ტო­ნე­ბა. მიმ­დი­ნა­რე­ობს კულ­ტუ­რის ამე­რი­კა­ნი­ზა­ცი­ა. კულ­ტუ­რის ტრან­სფორ­მა­ცია ლო­გი­კუ­რი, კა­ნონ­ზო­მი­ე­რი პრო­ცე­სია და ამ­აში არა­ნა­ი­რი საფ­რთხე და ტრა­გე­დია არ უნ­და ვე­ძი­ოთ.

§ 3.1. მშვიდობის შენარჩუნების და განიარაღების პრობლემა

images mSvidoba

  თანამედროვეობის ყველაზე დიდი პრობლემაა ბირთვული ომის თავიდან აცილება და საყოველთაო მშვიდობის უზრუნველყოფა. ამის ალბათობა ახლა გაცილებით ნაკლებით, თუმცა არა გარანტირებული. ატომური ომის საშიშროება აღარ არსებობსო – ვერ ვიტყვით – ბევრი მკვლევარი ფიქრობს, რომ ატომური ომის საშიშროება რეალურია, უბრალოდ მონაწილეები შეიცვალნენ: დაპირისპირება – “დასავლეთი-აღმოსავლეთი“ შეიცვალა “ჩრდი­ლო­ეთი-სამხრეთი“-თ. ცივი ომი დამთავრდა და დაიწყო “ცივი მშვიდობა“, რაც არანაკლებ საფრთხეს შეიცავს და ახალ პრობლემებს აჩენს.

მშვიდობისა და განიარაღების პრობლემა ცივი ომის პერიოდში

II მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა ახალი გეოპოლიტიკური წესრიგი, რომელიც ცნობილია იალტა-პოტსდამის სისტემის სახელით. მისი შინაარსი გამოიხატება სოციალისტურ და კაპიტალისტურ სამყაროდ დაყოფაში. არც ომი იყო და არც მშვიდობა. დაპირისპირება მწვავე და გლობალური გახდა იმის გამო, რომ ორივე მხარეს ბირთვული იარაღი ჰქონდა. პირველად შექმნა აშშ-მ ატომური იარაღი და გამოიყენა 1945 წ. ხიროსიმასა და ნაგასაკში (იაპონია). 1949 წ. სსრკ-მ ატომური ბომბი გამოსცადა – დაიწყო გამალებული შეიარაღება. 50-იან წლებში ბირთვული სახელმწიფო გახდა დიდი ბრიტანეთი, 1960 – საფრანგეთი, 1964 – ატომური ბომბი გამოსცადა ჩინეთმა. 70-იან წლებში ისრაელმა, 90-იან წლებში ინდოეთმა და პაკისტანმა.   მაგრამ ყველაზე დიდი საფრთხე აშშ-სთვის სსრკ იყო. დაიდო ხელშეკრულება (1963 წ.) ჰაერში, წყალში და ხმელეთზე ატომური იარაღის გამოცდის აკრძალვის შესახებ. ხელშეკრულება სტრატეგიული იარაღის შეზღუდვის შესახებ (1972-1979 წ.). მაგრამ ბირთვული ომის საფრთხე არ შენელებულა. “პერესტროიკის“ დროს დადებულმა ხელშეკრულებამ საშუალო სიშორის ატომური იარაღის ევროპიდან გატანის და იარაღის შეზღუდვის შესახებ შეამცირა ბირთვული ომის ალბათობა. ხოლო სსრ-ს დაშლამ ეს საფრთხე მინიმუმამდე დაიყვანა.

მშვიდობის შენარჩუნების და განიარაღების პრობლემა ცივი ომის შემდეგ

 

  1. ფუკოიამამ – “ისტორიის დასასრული“ უწოდა ცივი ომის დამთავრებას და ბირთული კატასტროფისაგან განთავისუფლებას.

ირაციონალური და რაციონალური ძალების მუდმივი ბრძოლა დამთავრდა. დადგა საყოველთაო მშვიდობის ხანა. სამაგიეროდ საკმაოდ სერიოზული საშიშროების წინაშე დადგა სამყარო: 1)      გაიზარდა ბირთვული სახელმწიფოების რიცხვი. ატომური იარაღის შექმნაზე ინტენსიურად მუშაობენ ირანი და ჩრდილოეთ კორეა. ატომური იარაღი აღმოჩნდა ისეთ ქვეყანაში, რომელთაც ტერიტორიული კონფლიქტი აქვთ, ასევე მუსულმანურ და ტოტალიტარულ, კომუნისტურ ქვეყნებში.   2)      ბიპოლარული მსოფლიოს დაპირისპირების პოლუსები შეიცვალა: “დასავლეთი-აღმოსავლეთი“ – “ჩრდილოეთი-სამხრეთი“. განვითარებული, განვითარებადი სამყაროს დაპირისპირება კაპლანი. ასევე მრავალპოლუსიანი სამყარო (აშშ, ევროკავშირი, ჩინეთი, იაპონია, რუსეთი).   3)      პანტინგტონი – ცივილიზაციათა შესახებ.   4)      გამოიკვეთა სახიფათო ტენდენცია – რუსეთმა ადრე ნაკისრი ზოგიერთი ხელშეკრულების შესრულებაზე უარი თქვა, ცალმხრივად შეაჩერა სამხედრო ბაზების ლიკვიდაცია და ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების პროგრამა. პარალელურად მიმდინარეობდა ატომური შეიარაღების ზრდა და მოდერნიზაცია.   5)      მშვიდობის მიღწევის გზაზე გადაულახავი წინააღმდეგობაა სახელმ­წი­ფო­თა­შორისი და შიდასახელმწიფოებრივი კონფლიქტების ზრდა და გამწვავება, რაც გლობალურ პრობლემად იქცა.

§ 3.2. შეიარაღებული კონფლიქტები როგორც გლობალური პრობლემა

capt.1055282093.france_strikes_par127 (1)omi

  როგორც გლობალური პრობლემა II მსოფლიო ომის შემდეგ გაიზარდა კონფლიქტების რიცხვი, რაც გამოწვეულია: 1)      სახელმწიფოთა რაოდენობის ზრდით 2)      კოლონიების ან ტოტალიტარული ქვეყნების საზღვრები გაავლეს მეტროპოლიებმა, რამაც უამრავი ტერიტორიული კონფლიქტი წარმოშვა. 3)      სეპარატიზმი და ირედენტიზმი. სეპარატიზმი – (ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის ან ფართო ავტონომიის სტატუსის მიღების მიზნით სახელმწიფო გამოყოფის თეორია (ობიექტური, სერიოზული მიზეზის გარეშე მაგ. ეთნიკური უმცირესობა არ წარმოადგენს დაპყრობილ, ანექსირებულ ხალხს, არ განიცდის დევნას).   ირედენტიზმი – მიზანი – ისტორიულ სამშობლოსთან ტერიტორიის მიერთებას (ირედენტა ნიშნავს დასაბრუნებელს).   სეცერია – სეპარატიზმის უკიდურესი ფორმა – მიზანი ტერიტორიის სრული გამოყოფა. ტრაიბალიზმი – ტომობრივ-კლანური კავშირების გადამწყვეტი როლი პოლიტიკურ ცხოვრებაში (აფრიკაში – რუანდაში ხუტუს და ტუტრის ტომების ბრძოლამ 1 მლნ. კაცი შეიწირა).

კონფლიქტების ხასიათი საგრძნობლად შეიცვალა:

  1. დიდ სახელმწიფოებს შორის კონფლიქტები პრაქტიკულად აღარ არის (ბირთვული იარაღის შიშით).
  2. შემცირდა შეიარაღებული დაპირისპირებების ხანგრძლივობა (საერთაშორისო ორგანიზაციათა და მსოფლიო თანამეგობრობის დამსახურება).
  3. შეიცვალა კონფლიქტების გეოგრაფია, გადაინაცვლა, სამხრეთში.
  4. კონფლიქტების უმრავლესობა ლოკალურია და ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციებს არ ითვალისწინებს.
  5. დიდი სახელმწიფოები პატარა სახელმწიფოებს გავლენის ქვეშ აქცევენ არა ომით, არამედ ცივილიზებული დახვეწილი ხერხებით.

უმთავრესი საერთაშორისო კონფლიქტები

1. პალესტინის კონფლიქტი 1947 წ. ნოემბერში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია – პალესტინის ტერიტორიაზე ორი დამოუკიდებელი (არაბული და ებრაული) სახელმწიფოს შექმნის შესახებ. ქ. იერუსალიმზე კი უნდა დაწესებულიყო სპეციალური რეჟიმი. 1948 წ. გამოცხადდა ისრაელის დამოუკიდებლობა, რასაც მეზობელი არაბული ქვეყნები მტრულად შეხვდნენ და 4-ჯერ განახორციელეს მის წინააღმდეგ აგრესია. ოთხივე ომში ისრაელმა გაიმარჯვა, დაეუფლა პალესტინის არაბული სახელმწიფოსთვის გამოყოფილ ტერიტორიას, ხოლო იერუსალიმი მის ხელში გადავიდა. ამის მერე არაბულმა ქვეყნებმა აღიარეს ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობა, ხოლო სანაცვლოდ ისრაელმა დაუბრუნა ეგვიპტეს სინას ნახევარკუნძული. დაიწყო მოლაპარაკება ისრაელსა და პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციებს შორის. რის შედეგადაც ისრაელმა ცნო ღაზას სექტორისა და დასავლეთ სანაპიროს ავტონომია და მზადაა დაეთანხმოს პალესტინის დამოუკიდებელ სახელმწიფოს შექმნას, ამ საზღვრებში. გადაუჭრელია იერუსალიმის საკითხი. იგი ისრაელმა დედაქალაქად გამოაცხადა და მისი არც ერთი ნაწილის დათმობას არ აპირებს.

კვიპროსის კონფლიქტი

  1960 წლიდან ამ ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა. მოსახლეობა – 78% ბერძნები, 18% თურქები, დუალისტური სახელმწიფოა. 1974 წელს ბერძნებმა მოითხოვეს საბერძნეთთან შეერთება. მოახდინეს გადატრიალება და საბერძნეთთან შეერთება გამოაცხადეს. საპასუხოდ თურქეთმა ჯარი გადასხა, და ტერიტორიის 40%-ის ოკუპაცია შეძლო. ამ ტერიტორიაზე გამოცხადდა ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა, რომელიც მხოლოდ თურქეთმა ცნო, საბერძნეთთან შეერთების მსურველთა მცდელობა აღიკვეთა და კვიპროსის რესპუბლიკა აღდგა. თურქულმა ნაწილმა უარი თქვა კვიპროსის რესპუბლიკის სტატუსზე და ამის გამო კონფლიქტი გაჭიანურდა.

ბოსნიის და კოსოვოს კონფლიქტი

  იუგოსლავიის დაშლის შემდეგ, დამოუკიდებლობა გამოაცხადა ბოსნია-ჰერცოგოვინამ. ამ ქვეყანაში 38% სერბები არიან. დამოუკიდებლობას სერბებმა მხარი არ დაუჭირეს და სერბეთთან შეერთება მოინდომეს. ამას მოჰყვა შეიარაღებული კონფლიქტი, სადაც ერთ მხარეს იყვნენ სერბები, მეორეზე ბოსნიელი ხორვატები და მუსლიმანები. გაეროს უშიშროების საბჭომ ბოსნიაში გაეროს ჯარები გაგზავნა სისხლისღვრის შესაჩერებლად. კონფლიქტი დაკონსერვდა. ქვეყანა გაიყო ორ ნაწილად: 1 – ბოსნია-ჰერცოგოვინის (მუსლიმანურ-ხორვატიული) ფედერაციად და სერბეთის რესპუბლიკად. უსაფრთხოებას გაერო იცავს.

კოსოვო

  მსგავსი პრობლემა წარმოიშვა სერბეთის ალბანელებით დასახლებულ ავტონომიურ მხარეში – კოსოვოში. ანტისერბულმა გამოსვლებმა ისეთი მასშტაბები მიიღეს ქვეყანაში, რომ სერბეთმა “ჭკუა ასაწავლა“ სეპარატისტებს და ეთნოწმენდა განახორციელა. ჩაერია ნატო ფართომასშტაბიანი ოპერაციებით. კოსოვოს მისცეს დამოუკიდებლობა და დაუწესეს გაეროს კონტროლი. რასაც არ ეთანხმება სერბეთი და რუსეთი.

სხვა კონფლიქტები

  საქართველო – რუსეთი ინდოეთი – პაკისტანი ირანი – ერაყი სომხეთი – აზერბაიჯანი მაროკო – ალჟირი

შიდასახელმწიფოებრივი კონფლიქტები უფრო ძნელი გადასაწყვეტია

  საერთაშორისო კონფლიქტების 55% მოგვარდა. ხოლო შიდა კონფლიქტების 20%.    გამოყოფენ შიდა კონფლიქტების 3 ჯგუფს

  1. ეთნიკურ-რელიგიური
  2. სამოქალაქო ომი (გარე ძალების პროვოცირებული, რათა მოიყვანონ მათთვის მისაღები მთავრობა)
  3. არშემდგარი სახელმწიფოების (კლანურ-მაფიოზური, ნარკოტიკული კონტროლის, ეკონომიკის დარგზე) შეიარაღებული დაპირისპირება.

3.3. საერთაშორისო ტერორიზმი გლობალური პოლიტიკური პრობლემა

Cars have been set on fire by demonstrators during a protest against the seventh WTO Ministerial Conference

სახეები და ფორმები:

  1. პოლიტიკური ტერორიზმი – დაკავშირებულია სახელმწიფო მოწყობასთან.
  2. სოციალური ტერორიზმი – მემარცხენე-მემარჯვენე ტერორიზმი (ლენინიზმი, მარქსიზმი, ტრადიციონალიზმი).
  3. ნაციონალური ტერორიზმი (სეპარატისტული).
  4. მსოფლმხედველობითი – გაბატონებულ ფასეულობებსა და ნორმასთან (ფუნდამენტალისტური და სექტანტური)

ფორმები: დივერსია, გატაცება, თავდასხმა, მკვლელობა, ძარცვა (ექსპროპრიაცია), ჰაიჯეკინგი (სატრანსპორტო სახეობების ხელში აყვანა, მძევლები).

თანამედროვე ტერორორიზმი

თანამედროვე მსოფლიოში ტერორისტული აქტები მასშტაბური გახდა. ძირითადი მიზეზები: რელიგიურ-ფუნდამენტალისტური და ეთნიკურ-ტომობრივი. განსაკუთრებით საფრთხისშემცველი – აშშ-სთვის ისლამისტური ტერორისტული ორგანიზაციები: “ჯიჰად ალ ისლამი“ და “ჰამასი“ – სუნიტური, რომელთაც საღვთო ომი აქვთ გამოცხადებული. “თალიბანი“ – ავღანეთში. “ლაშქარე თაიბი“ – პაკისტანი “ჯამაათ ალ ისლამია“ – მიზანი ცენტრალური აზიის სახელმწიფოების შექმნა. “ალ ქაიდა“ – 2001 წლის 11 სექტემბერი. საფრთხე ყველგანაა – ამიტომ იძულებული ხარ გაანადგურო ტერორიზმში ეჭვმიტანილი ყველა პირი, რაც უფრო ამწვავებს კონფლიქტს. ირლანდიის ორგანიზაცია “ირა“ – მიზანი ორი ირლანდიის გაერთიანება. ბასკების “ეტა“ – 2010 წ. უარი თქვა ტერორზე. “ღმერთის არმია“ – აშშ “აუმ სენრიკიუ“ – იაპონია “რუხი მგლები“ – თურქეთში და ა. შ. ხშირია სახელმწიფოს მხარდაჭერა ტერორისტებისადმი (შეფარვით).

3. 4. დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის პრობლემები

320px-2008_G8_Summit_Antiglobalist_Demonstration_March-3

 რა ღირებულებები უდევს საფუძვლად დემოკრატიას? 1.საერო და საეკლესიო ხელისუფლების განცალკევება. 2.კანონის უზენაესობა 3.სოციალური პლურალიზმი და სამოქალაქო საზოგადოება. 4.წარმომადგენლობითი ორგანოები. 5.ინდივიდუალიზმი.

 

4.3. სასურსათო პრობლემები: შიმშილის გეოგრაფია.   imagessimsuqne ყველაზე ძლიერი, ძველი გლობალური პრობლემაა.

შიმშილი ორი ძირითადი ფორმით ვლინდება: 1. ქრონიკული (ნახევრადშიმშილი) – არასრული კვება; 2) სრული შიმშილი – რომელიც დაკავშირებულია ხშირად ექსტრემალურ მოვლენებთან (ომი, გვალვა და ა. შ.) და სიკვდილიანობას იწვევს. hamburgeri kveba სრულფასოვანი კვების სამედიცინო ნორმები: საშუალო დღიური ნორმა:2400-2500 კკალ – აუცილებელი. 1800 კკალ-ზე ნაკლები – არასრული კვება, 1000 კკალ. – კრიტიკული ზღვარი – სრული შიმშილი. გაეროს მონაცემებით: XXI ს-ის დასაწყისში ნახევარი მსოფლიოს მოსახლეობა არასრულად იკვებება დაახლოებით 500 მლნ. კაცი, 550 მლნ-მდე სრულ შიმშილს განიცდის.

v სასურსათო პრობლემა და განვითარებადი ქვეყნები

   ეს პრობლემა ძირითადად მათ ეხებოდათ, მაგრამ “მწვანე რევოლუციის“ წყალობით ბევრმა განვითარებულმა ქვეყანამ შეძლო მთლიანად ან თითქმის მთლიანად დაეკმაყოფილებინა მოთხოვნები, თუმცა ეკოლოგიურად არასასურველი პროდუქტით (გენმოდიფიცირებული).

არასაკმარისი კვების „სარტყელია” – ტროპიკული აფრიკა და სამხრეთ აზია. პრობლემის გადაჭრაში ეხმარება ჰუმანიტარული დახმარებები. სურსათის  იმპორტის დიდი ნაწილი განვითარებადი ქვეყნებიდანაა (აშშ-60%). მოაკლდათ სსრკ-ს დახმარება.

პრობლემის გადაჭრის გზები

სასურსათო პროდუქციის  ზრდის ორი გზა არსებობს.ექსტენსიური და ინტესიური:

მაგრამ მისი სრული  გადაჭრისთვის სურსათის ზრდასთან ერთად საჭიროა  სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური, ფსიქოლოგიურ კულტურული გარდაქმნები, რაც დიდ დროს  მოითხოვს.

ექსტენსიური სოფლის მეურნეობა: ახალი სასოფლო-სამეურნეო მიწების ათვისებას, პირუტყვის სულადობის ზრდას და საზღვაო-სარეწაო არიალის გაფართოებას გულისხმობს. ძირითადად ათვისებისთვის პერსპექტიულ მიწებად ლათინურ ამერიკის მიწები, ტროპიკები და სუბტროპიკები მოიაზრება; მაგ. ბრაზილია  გამოკვებავს 900 მილ. ადამიანს  და აფრიკის სავანების ზონაში).

ინტესიური: ეს გზა განვითარებული ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი, უკანასკნელ დროს განვითარებადშიც. გულისხმობს მოსავლიანობის და სულადობის ზრდას ქიმიზაციით, მექანიზაციით, ირიგაციით, გენური ინჟინერიით, კარგი ჯიშებით. დედამიწას 33 მლრდ ადამიანის გამოკვება შეუძლია. ზოგი 12-13 მლრდ-ს ასახელებს.

4.4.    სიღარიბის პრობლემა

imagesOOOOOOOOOOOOOOOOOO

WWW.RU-AN.INFO 

სიღარიბე მხოლოდ ფინანსური შემოსავლების სიდიდით არ განისაზღვრება. იგი უამრავი სხვა პარამეტრისაგან შედგება: უმუშევრობის დონე, საბინაო პირობები, სამომხმარებლო კალათა, და ა. შ. სიღარიბე შეფარდებითი ცნებაა!

v  უმუშევრობა

უმუშევრად ითვლება პირი, ვისაც არ აქვს ანაზღაურებადი სამუშაო, მაგრამ აქვს სურვილი. ნახევრადუმუშევარი – დროებითი სამუშაოს მქონე.   ფუნქციური უმუშევრობა – არასპეციალობით დასაქმება.

პრობლემები განვითარებად ქვეყნებში გამოწვეულია: სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული ჩამორჩენილობით, მოსახლეობის სწრაფი ზრდით,  სოფლების დაცლით, მიწის დეგრადაციით, პროფესიის უქონლობით. ისინი ეძებენ “შავ სამუშაოს“, მიდიან მიგრაციებში, რაც იწვევს ქსენოფობიას, რასიზმს, აგრესიას იმის გამო, რომ იქაურ უმუშევრებს ართმევენ ადგილებს.

უმუშევრობი პრობლემა განვითარებულ ქვეყნებში ძირითადად “ფუნქციური უმუშევრობა“ – როცა კვალიფიციური კადრი ვერ პოულობს სამსახურს სპეციალობით. ადვილია “შავი სამუშაოს“ მოძებნა – აქ მოთხოვნილება დიდია, მას ავსებენ ხშირად მიგრანტები. უმუშევრებს ეძლევათ დახმარება, რაც საარსებო მინიმუმზე დიდია საგრძნობლად.

უსახლკარობა მომთაბარე ცხოვრებას ეწევა 120 მლნ ადამიანი. უსახლკაროა: ევროკავშირის ქვეყნებში – 3 მლნ, აშშ-ში – 2 მლნ, იაპონიაში – 200 ათასი, კანადასა და ავსტრალიაში – 150 და 100 ათასი შესაბამისად, ასევე პოსტსაბჭოთა ქვეყნებში…

საარსებო მინიმუმი და სამომხმარებლო კალათა  საარსებო  მინიმუმი: ის აუცილებელი მინიმალური თანხა, რაც საჭიროა, რომ ადამიანმა იარსებოს, ანუ არ იშიმშილოს და ელემენტარული ყოფითი მოთხოვნილებები დაიკმაყოფილოს. სამომხმარებლო კალათა (როგორ ანაწილებს ადამიანი მიღებულ შემოსავალს): რაც ნაკლებია შემოსავალი, მით მეტი იხარჯება კვებაზე. გსნვითარებულ ქვეყნებში კი საკვებზე იხარჯება შემოსავლის 20%.დანარჩენი ხმარდება სულიერი  და მატერიალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.

 4.5 .ჯანმრთელობის დაცვის პრობლემები

images jand

უკანასკნელ ათწლეულებში გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა. შემცირდა სიკვდილიანობის კოეფიციენტი, იკლო ეპიდემიებმა, დამარცხდა დაავადებები. გაიზარდა ახალი დაავადების ტენდენცია. ე. ი. ჯანდაცვა სერიოზულ გლობალურ პრობლემად დარჩა. v  სიკვდილიანობის და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა განვითარებად ქვეყნებში ახალგაზრდების ხვედრითი წილი მაღალი. განვითარებულში ხანდაზმულთა ხვედრითი წილი გაზრდილია. სიკვდილიანობის სტანდარტიზებული მაჩვენებელი გამოითვლება  ცალკე ასაკობრივი ჯგუფის მიმართ.თუ სიკვდილიანობის კოეფიციენტს არა მთელი მოსახლეობის არამედ ცალკეული ასაკობრივი ჯგუფის მიმართ  გამოვთვლით აღმოჩნდება, რომ განვითარებად ქვეყნებში (განსაკუთრებით უღარიბეს ქვეყნებში) სიკვდილიანობის კოეფიციენტი რამდენიმეჯერ ჭარბობს განვითარებული ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებელს. ეს კოეფიციენტი პირდაპირ კავშირშია, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ განვითარებასთან; ჯანდაცვასთან და არ არის დამოკიდებული ასაკობრივ სტრუქტურაზე. განვითარებულ ქვეყნებში სიკვდილიანობის სტანდარტის მაჩვენებელი დაბალია.   ჩვილთა სიკვდილიანობა – ყველაზე     მაღალია ანგოლაში, ავღანეთში.სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა – ყველაზე მაღალია იაპონიაში – 82 წ. საქართველოში – 76,3 წ.; სვაზილენდში – 31 წ.  ყოველ 1000 კაცზე 150 კვდება – ანგოლაში, ლიბერიაში, იაპონიაში – 3 . ექიმთა რაოდენობის საშუალო მაჩვენებელია– ყოველ 100000 კაცზე 300 ექიმი (ასეა ევროპაში და სხვა განვითარებულ ქვეყნებში, ასევეა  საქართველოშიც)

  დაავდების გავრცელების პრობლემები ძველი დაავადებები, ინფექციები (“ისპანკამ“ 20 მლნ ადამიანი იმსხვერპლა) დამარცხდა, მაგრამ არა მთლიანად. დღეს გავრცელების საფრთხე მოდის მიგრაციებიდან. მოიშალა დაავადების საზღვრები. იზრდება სიმსივნური, გულ-სისხლძარღვთა, ნერვული და ფსიქიკური დაავადები, შიდისი, ნარკომანია (კეთრით 3 მლნ კაცია დაავადებული, მათი იზოლირება ე. წ. ლეპროზორიუმებში ხდება).

შიდსი გლობალური პრობლემაა. ის 1981 წ. გამოჩნდა.    2007 წ. შიდსით დაავადებულთა რაოდენობამ 39,6 მლნ ადამიანი შედგინა. განსაკუთრებით დიდი რაოდენობაა ტროპიკულ აფრიკაში. ამავე რეგიონზე მოდის შიდსით დაღუპულთა  ნახევარზე მეტი. მალარიით ყოველწლიურად 500 მლნ კაცი ავადდება, ხოლო 3-4 მლნ კვდება. შავი ჭირი – 1346–1351 წლების პანდემიამ დედამიწის მოსახლეობის 1/4 შეიწირა.მსოფლიოს არ ახსოვს უფრო დიდი სიკვდილიანობა, ევროპაში ზოგიერთ ქალაქში მხოლოდ 10-15% გადარჩა.ეს დაავადება ახლა იშვიატად გვხვდება .უკანასკნელად 1994 წელს ინდოეთში დაფიქსირდა.

4.6.განათლების პრობლემები

imagesganatlbi

უაღრესად მნიშვნელოვანია და მრავლისმომცველი. როცა უწიგნურობაზეა -წერა-კითხვის უცოდინართა  საუბარი, ( იგულისხმება  15 წელს ზემოთ მოსახლეობა). 1 მლრდ-ზე მეტმა ადამიანმა არ იცის წერა-კითხვა. 95,6% – განვითარებად ქვეყანაზე მოდის. აშშ-ს “ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო“-ს მონაცემებით მსოფლიოში სულ 4 ქვეყანაა, სადაც მოზრდილ მოსახლეობაში წერა-კითხვის ცოდნის ასპროცენტიანი მაჩვენებელია. მათ შორის: 1. ლუქსემბურგი,  2. ნორვეგია, 3. ფინეთი, 4. საქართველო. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი – ბუტანი, ავღანეთი, ბურკინა-ფასო.

v  დაწყებითი და საშუალო განათლება სავლედბულო და  უფასოა, მაგრამ მილიონობით განვითარებადი ქვეყნის ბავშვი ვერ ახერხებს სკოლაში სიარულს. პრობლემაა არა მარტო მოუხერხებლობა, არამედ ხარისხი. მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა ის, რომ   ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებიში არსებობდა– ფუნქციური უწიგნურობა . ფუნქციური უწიგნურობის შემთხვევაში მოქალაქე თითქოს იღებს  განათლებას, მაგრამ საერთაშორისო სტანდარტებს ბევრად ჩამორჩება.

მსოფლიოს  დღის წესრიგში დადგა ევროპისა და ამერიკის დონესთან გათანაბრება და ერთიანი საგანმანათლებლო სივრცის შექმნა.   განათლების ზოგადი პრინციპების და სტანდარტების შეცვლასთან ერთად არ უნდა მოხდეს ეროვნულ საგანმანათლებლო პროგრამასა და მშობლიურ ენასა და ლიტერატურაზე უარის თქმა.!

უმაღლესი განათლების პრობლემებიდან მტავარია   განათლების ხარისხი და პრაქტიკული მოთხოვნილებებთან შესაბამისობა. ამჟამად მიმდინარეობს უმაღლესი განათლების რეფორმა. (ე. წ. ბოლონიის პროცესი).  რომლის მიზანია , ამ  მ პროცესში ჩართული ნებისმიერი ქვეყნის  უნივერსიტეტის სტუდენტმა დაუბრკოლებლად განაგრძოს  სწავლა  სხვა ქვეყნის უნივერსიტეტში, ხოლო დიპლომი ევროპის ნებისმიერი ქვეყნისთვის ვარგისი იყოს.

4.7.კრიმინალური პრობლემები. დანაშაულის გეოგრაფია

a-620x330 krimin

  1. ძალადობრივი დანაშაული (დივერსია, ტერორიზმი, მკვლელობა და ა. შ.). მკვლელობა ყველაზე მეტია კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში. ყოველ 100 ათას ადამიანზე 40 მკვლელობაა. ყველაზე ცოტაა იაპონიაში, სინგაპურში, ჰონკონგში, სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებში.
  2. საკუთრების ხელყოფის, “კანონიერი ქურდობის“ ინსტიტუტი სსრკ-ს სივრცეში.
  3. საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის (მოძრაობის წესები, ნაგვის დაყრა…).
  4. ნარკობიზნესი: ჰეროინი – ავღარეთი, პაკისტანი, ბირმა, ტაილანდი, ლაოსი; ჰაშიში, მარიხუანა – აფრიკა, მექსიკა; კოკაინი – კოლუმბია, ეკვადორი, პერუ, ბოლივია.
  5. ტრეფიკინგი – მსხვერპლი  ყოველწლიურად 1 მლნ კაცი. მიმღები ქვეყნები – გერმანია, იტალია, ჰოლანდია, ესპანეთი, საბერძნეთი, ახლო აღმოსავლეთი.დონორი ქვეყნები–რუსეთი უკრაინა, ბელორუსი,მოლდოვა, რუმინეთი, ბულგარეთ.
  6. კორუფცია – პირველ რიგში პოლიტიკური კორუფცია.ყველაზე ნაკლებად კორუფციული სკანდინავიის ქვეყნებია. პრობლემური – პოსტსაბჭოთა სივრცე .

 

  1. 4.8.განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური ჩამორჩენილობის პრობლემა

  სამყაროსთვის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და ძნელად დასაძლევი პრობლემაა  განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური ჩამორჩენილობის პრობლემა. ეს პრობლემა გლობალურია და სერიოზულ საფრთხეს უქმნის მთელ მსოფლიოს.  იგი სერიოზულ პრობლემებს უქმნის სამყაროს და მისი გადაჭრის გზები მოითხოვს მსოფლიოს ქვეყნების კომპლექსურ, ერთობლივ ძალისხმევას.

განვითარებად ქვეყნებს მიეკუთვნება  150 ქვეყანა, მათ შორის უმეტესი   ყოფილი კოლონიაა,  ასევე აზიისა და ლათინური ამერიკის ქვეყნები.    ამ ქვეყნებს მესამე სამყაროს ქვეყნებს უქოდებდნენ . ტერმინი “მესამე სამყარო ცივი ომის პერიოდში წარმოიშვა. ამ დროს არსებობდა განვითარებული კაპიტალისტური- ანუ “პირველი სამყაროს “, სოციალისტური , ანუ “მეორე სამყაროს” და დანარჩენი “მესამე სამყაროს“ ქვეყნები. სოციალისტური სამყაროს დაშლის შემდეგ სხვაგვარ დაყოფას იყენებენ, გამოყოფენ ბირთვის, პერიფერიულ და ნახევრად პერიფერიულ ქვეყნებს.

  1. ბირთვი-  პირველი სამყარო – განვითარებული + ზოგიერთი ყოფილი სოციალისტური ქვეყანა;
  2. ნახევრადპერიფერიული ქვეყნები – რომლებიც განვითარებადიდან განვითარებულში გადავიდნენ (ნავთობმომპოვებელი არაბული და ე. წ. ახალი ინდუსტრიული ქვეყნები), ასევე ყოფილი სოციალისტური ქვეყნები;
  3. პერიფერიული ქვეყნები – მესამე სამყარო – განვითარებადი ქვეყნები, რომელთაც “გლობალური სამხრეთი“ უწოდეს.

განვითარებადი ქვეყნების პოტენციალი და ეკონომიკური მდგომარეობა

განვითარებადი ქვეყნების ჩამორჩენილობა განპირობებულია ისტორიული, კულტურულ-პოლიტიკური, სოციალური თავისებურებებით. განვითარებადი ქვეყნების ბუნებრივი რესურსული პოტენციალი ბევრად მეტი აქვთ, ვიდრე განვითარებულს. მაგალითად, ნავთობის 90%-ზე მეტი, ბუნებრივი აირი 70%, ფერადი ლითონი დ 70%, შავი ლითონი დ 60%. ასევე აღდგენადი რესურსების უდიდესი მარაგი (მიწის, წყლის, ტყის) ასევე აგროკლიამტური, თუმცა ისინი ნაკლებად იყენებენ ამ უპირატესობას. ხდება რესურსების დატაცება-ექსპლუატაცია, რაც იწვევს მიწის დეგრადაციას და ეკოლოგიურ პრობლემებს. ეს ქვეყნები (განვითარებადი) მსოფლიოს მეურნეობაში ექსპორტიორები არიან და რესურსების გამოლევა კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში აყენებს მათ. გარდა ამისა იზრდება ნედლეულის ფასი, რაც მზა პროდუქციის ფასს ზრდის და ეს კი ზრდის ეკონომიკურ დისპროპორციას განვითარებულ და განვითარებად სამყაროებს შორის. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ განვითარებადი სამყაროს ჩამორჩენის მიზეზი მათი კულტურული ჩამორჩენილობაა, შრომის დაბალი კულტურა და ტრადიციები. ამიტომ მიზეზები თავის თავში უნდა ეძებონ. გამოსავალი თვითგარდაქმნაა. თვითონ განვითარებად ქვეყნებში ამ აზრს არ იზიარებენ და მთავარ დამნაშავედ დასავლეთის ქვეყნებსა და მეურნეობის ლიბერალიზაციას მიიჩნევენ. ფიქრობენ, რომ საჭიროა ახალი ეკონომიკური წესრიგი და მეტი დახმარება დასავლეთის ქვეყნებისაგან.

დაპირისპირება მდიდარი  ჩრდილოეთი- ღარიბი სამხრეთი

რუკაზე -მდიდარი ჩრდილოეთი,ღარიბი სამხრეთი

ცივი ომის დამთავრების შემდეგ პოლუსები “დასავლეთი-აღმოსავლეთი“ შეიცვალა “ჩრდილოეთი-სამხრეთით“. ცივი ომის დამთავრების შემდეგ განვითარებად სამყაროში ბევრგან გაუარესდა მდგომარეობა: 1) მოაკლდათ დახმარება სსრკ-დან; 2) კრახი განიცადა ეკონომიკური განვითარების ე. წ. მესამე გზამ (ერთი იყო კაპიტალისტური, მეორე სოციალისტური, მესამე განვითარებადი). ეს ქვეყნები საბაზრო ეკონომიკისაკენ შებრუნდნენ და უფრო მეტად აღმოჩნდნენ სავალალო მდგომარეობაში. 3) ათწლიანმა რეფორმამ, რომელსაც მსოფლიო ბანკი ახორციელებდა შედეგი ვერ გამოიღო.

 მეცნიერები ასკვნიან, რომ ტრიუმფს ჩრდილოეთში მოყვა კრახი სამხრეთში. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა უღატაკეს ქვეყნებში (სულ 40 ქვეყანა, 28 ტროპიკულ აფრიკაში). გაუსაძლისი მდგომარეობის გამო  ღარიბი ქვეყნებიდან  მოსახლეობა მიდის მიგრაციაში  მდიდარი ჩრდილოეთის ქვეყნებში(ხშირად არალეგალურად), რაც უფრო ძაბავს მდგომარეობას, აჩენს კონფლიქტებს .პრ  ოგნოზით: განვითარებადი სამყარო მიაწყდება განვითარებულს რაც გააღრმავებს დაპირისპირებას და კონფლიქტებს დაიწყება ანარქია! სწორედ ეს ანარქია იქნება მსოფლიო წესრიგის დამანგრეველი და ყველაზე დიდი საშიშროება კაცობრიობისათვის  (რობერტ კაპლანი- წიგნი”მომავალი ანარქია”).

5.1.გლობალური დემოგრაფიული პრობლემები

 

                              მოსახლეობის დინამიკის ზოგადი სურათი.

მოსახლეობის ზრდა განსხვავებულ პრობლემებს აჩენს სხვადასხვა ქვეყნებში.
ქვენოთ მოცემული  ბმულის საშუალებით აუცილებლად ნახეთ(ძალიან საინტერესოა)  ფილმი “მოსახლეობის  დემორაფიული პრობლემები”

https://www.facebook.com/paraleli42/videos/149926156881511

https://www.facebook.com/paraleli42/videos/149926156881511

პრობლემები განვითარებულ ქვეყნებშიდაბერების რუკა

დემოგრაფიული დაბარების რუკა

დეპოპულაცია,მისი გამომწვევი მიზეზები და პრობლემები:

მიზეზები: ქალის როლი საზოგადოებაში,ქალის ემანსიპაციი ხარისხი, ოჯახის დაგაგმვის სტილი, ქორწინების მაღალი ასაკი( 30 წლის  ზევით), კარიერა, სამედიცინო მომსახურების მაღალი დონე,  კონტრაცეპტივები,  რელიგიის მომდევრების სიმცირე, ქალაქური განსახლების სიჭარბე, მაღალი  სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა(რის გამოც ახალგაზრდების ხვედრითი წილი დაბალია), ნარკოტიკები, შიდცი  პანდემია და ა.შ.

დეპოპულაციის შედეგად გამოწვეული პრობლემები  1) შობადობის დაბალი დონე (დეპოპულაცია) 2) ხანდაზმულთა ხვედრითი წილის ზრდა (დემოგრაფიული დაბერება; 3) სამუშაო ძალის დეფიციტი; 4) იმიგრანტ მოსახლეობაში განვითარებადი სამყაროდან ჩასული სხვადასხვა რასის ადამიანების რიცხვის ზრდა და ამის გამო წარმოქმნილი პრობლემები :  რასიზმი, ეთნოკონფლიქტები,უმუშევრობა,კრიმინალის ზრდა, ქალაქებში  ემიგრანტთა კვარტლების ზრდა(მაგ.ჩაინატაუნები), “არაფორმალური ქალაქების”- ბიდონვილების ზრდა,9)  არალეგალური მიგრაციების ზრდა და სხვა

განვითარებული სამყაროს თითქმის ყველა ქვეყანა დემოგრაფიული გადასვლის IV ფაზაშია (როცა შობადობის კოეფიციენტი დაბალია, ხოლო სიკვდილიანობის კოეფიციენტი მაღალი) იცვლება მოსახლეობის სტრუქტურა, იზრდება ხანდაზმულთა ხვედრითი წილი და შესაბამისად შ. კ. (უახლოვდება) ს. კ.-ს და ბუნებრივი მატება = 0.   ბოლო ეტაპზე სიკვდილიანობის კოეფიციენტი  მეტია შობადობის კოეფიციენტზე  და იწყება დეპოპულაცია. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ევროპაში.  შობადობის მატება ხდება  იმიგრანტების ხარჯზე. სამაგიეროდ ემიგრანტების მომატების გამო  იწყება რასიზმი, ეთნოპრობლემები და სხვ . მუშავდა დემოგრაფიული პოლიტიკა , რომელიც შობადობის წახალისებას  გულისხმობს( ფულადი, ადმინისტრაციული   და სხვა საშუალებებით). 

ასეთ ქვეყნებში მომავალში ადგილობრივები შეიძლება უმცირესობაში აღმოჩნდნენ. ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებში დეპოპულაციას ემიგრაციებიც დაემატა და მკვეთრად შემცირდა მოსახლეობის რიცხვი. როცა ბუნებრივ კლებას ემატება მექანიკური კლებ,ა მდგომარეობა კატასტროფულია (ასეთია საქართველოც, სადაც ყოველწლიურად მოსახლეობა 40000 კაცით მცირდება მექანიკური მოძრაობით).

პრობლემები განვითარებად ქვეყნებში: (აზია, აფრიკა, ლათინური ამერიკა)

დემოგრაფიული აფეთების რუკა

დემოგრაფიული აფეთქების რუკა

პრობლემების გამომწვევი მიზეზები:

 განვითარებად  ქვეყნებში შობადობის მაღალი დონე და      “დემოგრაფიული აფეთქება” ანუ , მოსახლეობის მკვეთრი მატება სერიოზულ პრობლემას უქმნის, როგორც ამ ქვეყნებს ასევე, მთლიანად სამყაროს. 

პრობლემების გამომწვევი მიზეზები: განათლების დაბალი დონე,   სამედიცინო მომსახეურების დაბალი ხარისხი(ან არქონა), სქესობრივ- ასაკობრივი სტუქტურაში ახალგაზრდების მაღალი ხვედრითი წილი, დაბალი ქორწინების ასაკი, ქალის უუფლებობა,ოჯახის დაგეგმვაში მისი იგნორირება, რელიგია, ტრადიციები,  სასოფლო დასახლებების სიჭარბე, მეურნეობის სტილი(ყველა ბავშვი ახალი მუშახელია მიწის დასამუშავებლად)და სხვ.

პრობლემები:

1)მოსახლეობის უკონტროლო ზრდა; 2) მოსახლეობის გაორკეცება 20-25 წელში; 3) ახალგაზრდების ხვედრითი წილის ზრდა და აქედან პრობლემები განათლებისა და დასაქმების კუთხით; 4) უმუშევრობა და სიღარიბე; 5) მასობრივი მიგრაციები ქვეყნის შიგნით და გარეთ; 6) შიმშილის საფრთხე; 7) სურსათის პრობლემა; 8) მიწის დეგრადაცია  9)სიკვდილიანობის ზრდა 10) სასურსათო რესურსების  დეფიციტი.  11)  ეპიდემიები12) ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობა13) დაბალი სიცოცხლის საშუალო  ხანგრძლივობა.14 ქალაქების უკონტროლო ზრდა.15)კრიმინალის ზრდა  და სხვ.

a8520 qoTnebi

პლანეტის გადამეტსახლების საფრთხე (დედამიწა ვერ შეძლებს ენერგომომარაგებას და გამოკვებას!).

ყველაზე მაღალი შობადობაა   ბანგლადეშში, აფრიკაში ზაირი, გვინეა-ბისაუ, ლიბერია, ნიგერია..

:ფერტილობის “ასაკი არის ასაკი როდესაც ადამიანი რეპროდუქციის ასაკშია, ანუ შეუძლია გააჩინოს შვილი.     “ფერტილობის“ მიხედვით (შვილების რაოდენობით 1 ქალზე) : [პურველ ადგილზეა მალი  7,38; უგანდა 6,8 მსოფლიოს  საშუალო მაჩვენებელია 2,4 ბავშვი. უკანასკნელ ადგილზე  ჰონკონგი, აომინი(ჩინეთი), სინგაპური და ტაივანი, რადგან აქ ძირითადად ქალაქის მოსახლეობაა.

პროგნოზით ,2050 წლისათვის პირველ ათეულში  ადგილს განვითარებული ქვეყნებიდან  მხოლოდ აშშ ინარჩუნებს. დანარჩენი ქვეყნები იქნებიან:ინდოეთი, ჩინეთი, პაკისტანი,ნიგერია, ინდონეზია,ბრაზილია ბანგლადეში,ეთიოპია,კონგო(ზაირი). უმუშევართა რიცხვი 2050 წლისათვის 3მლრდ 150 მილიონი იქნება.

დემოგრაფიული დატვირთვა = 15 წლამდე ასაკის ბავშვების რაოდენობა  გაყოფილი შრომის­უ­ნა­რი­ანი ასაკის რაოდენობაზე. ხშირად განვითარებად სამყაროში 15 წლამდე ასაკის მოსახლეობა მეტია ვიდრე შრომისუნარიანი მოსახლეობა.

 

 5.2. მიგრაციის პრობლემები

EXODUS OF GEORGIANS FROM ABKHAZIE

 

Tanamedrove migraiebiმიგრაციების რუკა 

მიგრაცია ნორმალური, ჩვეულებრივი მოვლენაა და ყოველთვის დიდ როლს თამაშობდა კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე. იგი პროგრესს და ხალხთა დაახლოებას უწყობს ხელს. ხშირად თვითონ სახელმწიფო უწყობს ხელს. მიგრაცია პრობლემად იქცევა მხოლოდ მაშინ, როცა მისი მართვა არ ხერხდება და პროცესი უკონტროლოდ მიმდინარეობს.

v თანამედროვე შიდა მიგრაციის პრობლემები შიდა მიგრაციის ყველაზე გავრცელებული ფორმაა “სოფელი-ქალაქი“. განვითარებად ქვეყნებში  სოფელი -ქალაქი. განვითარებულში  ქალაქი – სოფელი (მდიდრები, რომელთაც ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ურჩევნიათ ცოვრება, გადადიან საცხოვრებლად სოფლად და ეწევიან ქანქარისებურ მიგრაციას). პრობლემები  განვითარებად ქვეყნებში  – მოსახლეობის სწრაფი ზრდა და მიწების დეგრადაცია,  ხალხი გადადის საცხოვრებლად  ქალაქში. ამ უღარიბესი უსახლკარო ადამიანების ჩასვლა აჩენს უმუშევრობის, უსახლკარობის, დაავადების, კრიმინალის პრობლემას და სხვ.

v საერთაშორისო მიგრაციების თანამედროვე პრობლემები WWW.novoston.ru images migraciebi შიდა მიგრაციებს ასე თუ ისე მაინც არეგულირებენ სახელმწიფოები. გაცილებით დიდი პრობლემაა საერთაშორისო მიგრაციები, რომელიც ძალიან გახშირდა და გამწვავდა. გამოკვეთილია 3 მთავარი ცენტრი: დასავლეთ ევროპა, ჩრდილოეთ ამერიკა და სპარსეთის უბის ნავთობმომპოვებელი ქვეყნები.

საერთაშორისო მიგრაციები

გავლენა ქვეყანაზე, საიდანაც მიემგზავრებიან

გავლენა ქვეყანაზე, საითაც მიემგზავრებიან

პიროვნული ფაქტორები

პოზიტიური

 

 

ნეგატიური

   
დავალება: გაიაზრეთ შესაბამისი მასალა და შეავსეთ მოცემული სქემა.

პრობლემები: 1. რასობრივი; 2. კულტურული; 3. რელიგიური; 4. ენობრივი ბარიერი. 5. განათლება (სხვა); 6. კვალიფიკაციის დაბალი დონე და ცხოვრების განსხვავებული სტილი და ტრადიციები; 7. კონკურენტული სამუშაო ძალა; 8. ქსენოფობია; 9. რასიზმი; 10. მაწანწალები; 11. კრიმინალები; 12. უსახლკაროები; 13. დაავადებები; 14. ნოსტალგია. ეს პრობლემები ამერიკაშიც კი დაიწყო. იმიგრაცია ნაკლებად პრობლემური გამოდგა სპარსეთის უბის ქვეყნებისათვის (ადვილია კულტურული ადაპტაცია, ენობრივი ბარიერი და რელიგიური ერთობა).

მიგრაცია პრობლემაა ასევე არა მარტო მიმღები, არამედ გამცემი ქვეყნებისთვის. 1. ირღვევა ასაკობრივი სტრუქტურა (მიგრაციაში ახალგაზრდები მიდიან); 2. შობადობა იკლებს; 3. მუშახელის ნაკლებობა; 4. კვალიფიცირებული კადრების ნაკლებობა; 5. თანხები, რაც სახელმწიფომ დახარჯა თავის მოქალაქეზე (ანუ ინვესტიციები) იკარგება; 6. პიროვნული დ ოჯახის რღვევა, ნოსტალგია.

ლტოლვილთა და დევნილთა პრობლემები:

ლტოლვილი – ( ეწოდება პირს რომელიც გარკვეული  ექსტრემალური მიზეზების  გამო იძულებით ტოვებს ქვეყანას, ხოლო დევნილი რჩება თავისივე ქვეყანაში)

მსოფლიოში  12,1 მლნ ზე მეტი ლტოლვილია. დევნილი – 34 მლნ.

ქვეყნები სადაც ბევრია ლტოლვილები:  პალესტინა, ავღანეთი, ერაყი, მიანმა, სუდანი. ყველაზე მეტი სუდანი ( 5 მლნ), ერაყი (4,2 მლნ).

მიმღები ქვეყნები: აშშ, ირანი, პაკისტანი, გერმანია, საფრანგეთი, ჰოლანდია,  ასევე სხვა ევროპული ქვეყნები. პოსტსაბჭოთა ქვეყნები – კავკასია – სომხეთში 100 ათასი, აზერბაიჯანში – 100 ათასი, საქართველოში  10 ათასი უცხოელი, 500 ათასზე მეტი  ადამიანი წასულია საქართველოდან სხვა ქვეყნებში.

მოსახლეობის ტერიტორიული განლაგებისა და განსახლების პრობლემებიმოსახლეობის სიმჭიდროვის რუკა

მოსახლეობის სიმჭიდროვის რუკა

v მოსახლეობის განლაგების ფაქტორები ეს პრობლემა ყველაზე უფრო “ გეოგრაფიულია“. სერიოზული პრობლემაა როგორც დიდი სიმჭიდროვე, ასევე მეჩხერად განსახლება. არათანაბარი დასახლების ბევრი ფაქტორი არსებობს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 4 ძირითადი ჯგუფი: 1) ბუნებრივ-გეოგრაფიული; 2) ისტორიული; 3) სოციალურ-ეკონომიკური; 4) დემოგრაფიული.

v მოსახლეობის სიმჭიდროვისა და ტერიტორიული დატვირთულობის

ფოტოზე კაირო

 

პრობლემაგადამეტსახლება1

გადამეტსახლება2ფოტოზე  ბანგლადეში

 

გადამეტსახლ4

ფოტოზე  ჩინეთის ზღვა

 

მოსახლეობის არათანაბარი განაწილების მკაფიო გამოსახულებაა რიცხობრივი მონაცემები: აღმოსავლეთ ნახევარსფეროში დედამიწის 80% ცხოვრობს; ჩრდილოეთ ნახევარსფეროში 90%; ზღვის დონიდან 200 მეტრამდე 60%; 500 მეტრამდე 85%; 2000 მეტრზე მაღლა დ 1,5%. გამოირჩევა მაღალი სიმჭიდროვის 3 არეალი:

1) ევროპა (ჩრდილოეთ ევროპის გამოკლებით);

2) აშშ-ს აღმოსავლეთი სანაპირო;

3) სამხრეთი, აღმოსავლეთი, და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია.

1) და 2)-ში მაღალ სიმჭიდროვეს ქალაქის მოსახლეობის მაღალი ხვედრითი წილი განაპირობებს. აქ ურბანიზაციის დონე 70-90%-ია. აქ “სოფელი ” პირობითია და იგი პატარა ქალაქს მოგვაგონებს. 3)-ში კაცობრიობის თითქმის ნახევარი ცხოვრობს და განპირობებულია სოფლის მოსახლეობის მაღალი ხვედრითი წილით. რაც “დატვირთულობას“ ზრდის (კვ. კმ-ზე 1000 კაცის). აქ სოფლის მეურნეობა  ექსტენსიური ხასიათისაა, და ნაკლებ პროდუქტიულია. ამას ამწვავებს ის, რომ სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები 1000 მ-ს არ აღემატება და ამიტომ ექსტენსიური სოფლის მეურნეობა არარენტაბელურია. ის მოსახლეობის გამოკვებას ვერ უზრუნველყოფს, ამას ემატება სავარგულების მუდმივი კლება, რაც მიწების დეგრადაციით არის გამოწვეული.

გადამეტსახლება და ტერიტორიული დატვირთულობა ქმნის პრობლემებს: imagesCCCCCCC ჭარბი მოსახლეობა ტოვებს ტერიტორიებს, იწყება მიგრაციები, ადგილზე, სურსათის ნაკლებობა, შიმშილი და სხვა პრობლემები(იხილე დემოგრაფიული პრობლემები)

პრობლემის გადაჭრის  გზაა  გეგმიური მიგრაციები (თუმცა  ბევრგან არაეფექტური აღმოჩნდა). უნებრივი ზრდის  ხელოვნურად შეზღუდვა, დემოგრაფიული პოლიტიკა  და სოციალურ-ეკონომიკური პროგრესი.

v სასოფლო განსახლების და სოფლის პრობლემები

განვითარებად სამყაროში”გადამეტსახლება” უფრო მეტია რასაც ხელს უწყობს შედარებით დიდი  ტერიტორიული დატვირთულობა, სოციალურ ეკონომიკური ჩამორჩენილობა და სხვა ფაქტორები.

მოკლებული არიან:  გზას, ელექტრონს , რადიოს,  ტელევიზიას  და ა.შ. იწყება სოფლის მკვიდრი მოსახლეობის მიგრაცია, სქესობრივ ასაკობრივ სტრუქტურაში  დაბერება, შრომითი რესურსების დეფიციტი, ახალგაზრდების უპერსპექტივობა , უგზოობა, დაბალი სამედიცინო მომსახურება და სხვ.

განვითარებული ქვეყნების სოფლები  ძირითადად საქალაქო აგლომერაციის ფარგლებში ყალიბდება. მიმდებარე სოფლები ან სააგარაკე დასახლებები ე.წ. “საძილე უბნები” ხშირ შემთხვევაში დასახლებულია  უზრუნველყოფილი ფენებით, რომლებიც ქალაქის ეკოლოგიურ პირობებს  და ხმაურს გაურბიან.

5.4.ურბანიზაციისა და ქალაქის პრობლემები

images yrbani

 

ქალაქის მოსახლეობის რუკა

ქალაქის მოსახლეობის რუკა


სულ
უფრო და უფრო აქტუალური ხდება.
გი კომპლექსურია და გადაჯაჭ­ვულია სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ, ეთნიკურ,რასობრივ და სხვა პრობლემებთან.

al iakubis catmbrjebni

ფოტოზე სინგაპური

ურბანიზაციის სახეები და მასთან დაკავშირებული პრობლემები.ეს პრობლემები განსხვავებულია განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში.

აზიის, აფრიკის და ლათინური ამერიკი  ქვეყნებში – ქალაქის მოსახლეობა სწრაფი ზრდა – ( მესამე სამყაროში  მასობრივ მიგრაციებში გამოიხატება). მათ ქალაქში ჩააქვთ სოფლური ცხოვრების წესი (ბოსტანი, პირუტყვი), რაც “ცრუ ურბანიზაციას“ იწვევს. რაც განაპირობებს რურალიზაციას, დევალვაციას (ასევე ყველა პრობლემას, რაც მიგრაციას მოაქვს). ბიდონვილები,ფაველები,ბარაკები–ღარიბთა საცხოვრებელი კვარტლები. WWW.RPG.LV

ფოტოზე ბიდონვილები

 

imagesRRRRRRRRRR ekzoti-ka.ru images bidonvilebi

  განვითარებულ ქვეყნებში:მთელ რიგ ქვეყნებში მცირდება უზრუნველყოფილი ფენები, სოფლად გადადიან და შეაქვთ ქალაქური ცხოვრების წესი. ქალაქებში კი ჩადიან სოფლელები და არაპრესტიჟულ სამუშაოებს ასრულებენ.

ქარხნების გამონაბოლქვი
766145 qalaqis gamonabilqvi

დიდი ქალაქების და საქალაქო აგლომერაციების პრობლემები, svoboda.org moskovskie-probki didi qalaq  

დიდი ქალაქების პრობლემები: სიმჭიდროვე, ტრანსპორტი, ჰაერის დაბინძურება, წყალმომარაგება, კომუნალური პრობლემები, ბიდონვილები, დანაშაულები, მიგრაციები (შიდა, გარე, ქანქარისებური), ინტელექტუალების სიჭარბე (სამუშაო არ არის), დემოგრაფიული, კულტურის და ტრადიციების შენარჩუნების  (ძნელია) ეთნიკური, რასიზმი (კვარტლები).

ფოტოზე ბიდონვილები

ღარიბთა კვარტლები.jpg2ღარიბთა კვარტლები

პატარა ქალაქის პრობლემა: ცნება შეფარდებითია) ჩინეთში პატარა ქალაქი – 30 ათასი კაცია, ხოლო დანიაში, ისლანდიაში – 200 მცხოვრები. პრობლემები მოსახლეობის რაოდენობასთან ნაკლებადაა დაკავშირებული. უფრო ფუნქციებთან, რადგან ფუნქციის დაკარგვა ან შეცვლა ცვლის ქალაქის განვითარების პერსპექტივებს და ქმნის პრობლემებს.   განვითარებადი ქვეყნები ფაქტობრივად დიდი სოფლებია. სოფლისგან მხოლოდ ზოგიერთი ფუნქცია (ადმინისტრაციული, სავაჭრო და ა. შ.) განასხვავებს. ვინაიდან აქ სოფლის მეურნეობის პერსპექტივები ნაკლებია, კიდევ უფრო დიდია სიღარიბე და უმუშევრობა. ამ ქალაქის “სტაჟიანი“ მაცხოვრებლები დიდ ქალაქში გადადიან და მათ ადგილს სოფლელები აკავებენ.

 

განვითარებული ქვეყნების პატარა ქალაქების ხვედრითი წილი იზრდება, მათი ზრდის ტემპი დიდია (გადადიან მილიონრები). ორივე ტიპის (განვითარებადი და განვითარებული) ქალაქების დიდი პრობლემაა პროფილის შეცვლა, ან ფუნქციის დაკარგვა. მაგალითად წიაღისეულის გამოლევის გამო, კრიზისის შექმნა. ან სატრანსპორტო ფუნქციის შეცვლა ახალი მაგისტრალის გამო და ა. შ. გამოსავალი ქალაქის ფუნქციის შეცვლაა. პრობლემები: სიმჭიდროვე, ტრანსპორტი, ჰაერის დაბინძურება, წყალმომარაგება, კომუნალური პრობლემები, ბიდონვილები, დანაშაულები, მიგრაციები (შიდა, გარე, ქანქარისებური), ინტელექტუალების სიჭარბე (სამუშაო არ არის), დემოგრაფიული, კულტურის და ტრადიციების შენარჩუნების  (ძნელია) ეთნიკური, რასიზმი (კვარტლები დაკავებულია მხოლოდ გარკვეული ეტნიკური ან რასობრივიჯგუფის ადამიანებიტ, რაც იწვევს დაპირისპირებას . მაგ . ე.წ. “ჩაინათაუნები”– ჩინური კვარტლები დაა სხვ) საქართველოში სსრკ-ს დაშლის შემდეგ ბევრმა ქალაქმა ფუნქცია დაკარგა, რამაც გამოიწვია ამ ქალაქების მოსახლეობის კლება და თბილისის მოსახლეობის ზრდა,რადგან ფუნქციის გარეშე ქალაქის განვითარება ნაკლებპერსპექტიულია.

 

5.5.დემოგრაფიული პოლიტიკა

დამოგრაფიული გადასვლის ფაზები

გთხოვთ, ნახოთ საინტერესო მასალა “მსოფლიოს მოსახლეობა”

დემოგრაფიული პოლიტიკა მიზნად ისახავს გარკვეული ღონისძიებებია მეშვეობით ზემოქმედება მოახდინოს მოსახლეობის აღწარმოების პროცესებზე და ხელი შეუწყოს მოსახლეობის ზრდას ან შემცირებას.

 

დემოგრაფიული პოლიტიკა განვითარებულ ქვეყნებში.  პრაქტიკულად ყველა განვითარებულ ქვეყანაში დეპოპულაციაა. იქ სადაც მოსახლეობის “მატებაა“ – უცხოელი იმიგრანტების დამსახურებაა. ზოგიერთების პროგნოზით 150-200 წლის შემდეგ ევროპის მთელ რიგი  ქვეყნებში    მკვიდრი მოსახლეობის გარეშე დარჩებიან. ევროპაში მოქმედებს წახალისების პროგრამა (ბინა, ძიძა და ა. შ.). მაგრამ  მიუხედავად ამისა მდგომარეობა ოდნავ შეიცვალა, ისიც ზოგგან. ამერიკაში შობადობა ევროპასთან შედარებით მაღალია. მოსახლეობის რაოდენობას ავსებს იმიგრანტებით, რომლებიც “ამერიკანიზაციას“ განიცდიან. ასეთივე ვითარებაა ავსტრალიაში, კანადაში, ახალ ზელანდიაში. იაპონიაში  მაღალი სიმჭიდროვის გამო სახელმწიფო დაინტერესდა დაბალი შობადობით, მაგრამ ამან გამოიწვია ერის “დაბერება“, რამაც სერიოზული პრობლემა წარმოქმნა.

დემოგრაფიული პოლიტიკა განვითარებად ქვეყნებში

ინეთი – პროგრამა: 1) “ერთი ოჯახი 1 ბავშვი“; 2) ოჯახის შექმნის ასაკის გაზრდა; 3) ჯარიმები; 4) დაწინაურების ხელშეშლა. ამიტომ შობადობის დონე დაეცა. ისეთივეა როგორც განვითარებულ ქვეყნებში. ინდოეთი –  პირველად აქ დაიწყო დემოგრაფიული შემცირების პოლიტიკა. მაგრამ ისე ვერ იმუშავა (გამოყენებული იყო არაჰუმანური მეთოდებიც კი – “სტერილიზაცია“). შემცირდა შობადობა, მაგრამ მაინც 22%. ამიტომ ყოველწლიური მატება ინდოეთში 17-18 მლნ კაცია. 2030 წლისთვის ინდოეთი პირველ ადგილზე იქნება. ისლამური სამყაროში –  ისლამი კატეგორიულად ეწინააღმდეგება შობადობის რეგულირებას და იცავს მრავალშვილიანობის ტრადიციას. ამიტომ პროგრამამ ზოგან იმუშავა (პაკისტანში, ბანგლადეშში, ინდონეზიაში, ეგვიპტეში), მაგრამ მიზანი მიუღწეველი დარჩა. ეს რეგიონი ყველაზე დაუძლეველი პრობლემაა. ბუდისტური სამყარო –  შედარებით ეფექტიანი აღმოჩნდა, უმკაცრესი ზომების შედეგად შემცირდა (ტაილანდი, სამხრეთ კორეა, ვიეტნამი, კამბოჯა). ლათინური ამერიკა – “მოსახლეოლბის დემოგრაფიული აფეთქება“ – უკან დარჩენილი პრობლემაა, მაგრამ კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება. ტროპიკული აფრიკა download AAAAAAA –  ამ რეგიონის ზოგიერთ ქვეყანაში შობადობის მაჩვენებელი ფიზიოლოგიურ მაქსიმუმს აღწევს. მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას არავითარი მატერიალური საშუალება არ აქვს, რის შედეგადაც პროგრამას აამუშავებენ (მაგ. რა უნდა დაუქვითონ, ან რა უნდა ჩამოართვან, არ რა ჯარიმა უნდა დააწესონ), რის გამოც შობადობის პრობლემა ვერ შეამცირეს.

საქართველოში  შობადობის კლება ჯერ კიდევ 60-იან წლებში დაიწყო. 1960 წ. შობადობის ზოგადი კოეფიციენტი – 24,7% იყო (100 ათასი კაცი). 1989 წ. – 17,6% (90 ათასი კაცი). შესაბამისად გაიზარდა სიკვდილიანობის კოეფიციენტი მცირდება ბუნებრივი მატება. იწყება დემოგრაფიული დაბერება.  1990 წ. დემოგარფიული კატასტროფა. დაიწყო კლება (200 წლის განმავლობაში პირველად, მოსახლეობის 1/5 ემიგრაციაში წავიდა. მატებისთვის საჭიროა წახალისების პოლიტიკა. ჩაერია ეკლესია (პატრიარქი ნათლავს ოჯახის მესამე და შემდეგ შვილს რის შედეგადაც დაიწყო მოსახლეობის მცირედი მატება).

VI თავი

6.1.გლობალური ეთნიკური, რასობრივი და რელიგიური პრობლემები

0,,2747578_4,00 pasizmihttp://www.dw.de

ყველაზე ხალხმრავალი ეთნოსები (100 მლნ-ზე მეტი). 1. ჩინელები (1 300 მლნ); 2. ჰინდუსტანელები (270 მლნ); 3) ამერიკელები (225 მლნ); ბენგალელები ( 210 მლნ); 5) ბრაზილიელები (180 მლნ); 6) რუსები (135 მლნ); 7) იაპონელები (117 მლნ); 8. პენჯაბელები; 9. ბიჰარელები; 10. მექსიკელები. გლობალური ეთნიკურ-რელიგიური პრობლემები უძველესია მსოფლიო პრობლემებს შორის. ბოლო საუკუნეებში ხალხს მიეცა შესაძლებლობა გაცნობოდნენ ერთმანეთის კულტურას, ტრადიციებს და ა. შ. ამას თითქოს დაპირისპირების მიზეზიც უნდა გაექრო, მაგრამ მოხდა პირიქით, უფრო გამწვავდა. ეს არის რეაქცია დაპირისპირება უეროვნებო, კოსმოპოლიტიკური ადამიანის, გლობალური კულტურის თავზე მოხვევის საპასუხოდ. საფრთხე არის ის რომ მოისპობა ან დაკნინდება ერის კულტურა. downloadrasebi ეთნიკური პროცესების ტიპები ეთნიკური პროცესები ორი ძირითადი ფორმით გვხვდება: ეთნოევოლუციური და ეთნოტრანსფორმაციული. ეთნოევოლუციურ ცვლილებებს ყოველი ეთნოსი განიცდის, რომელიც ვრცელდება სინქრონულად (სიახლეების გავრცელება ეთნოსის შიგნით დროის გარკვეულ მონაკვეთში). ასევე დიაქრონულად (სიახლეების გადაცემა თაობიდან თაობაზე, რაც მას ტრადიციულ და მყარ სახეს ანიჭებს). ეთნოტრანსფორმაციულ – უფრო ხანგრძლივი პროცესია და ნელა მიმდინარეობს, მაგრამ უფრო ცუდი შედეგი მოაქვს და ეთნიკური თვითშეგნების შეცვლასთან არის დაკავშირებული. ეთნიკურ პროცესებში ორი მთავარი ტიპი შეიძლება გამოიყოს. ეთნიკური დაყოფა და ეთნიკური გაერთიანება. 1) ეთნიკური დაყოფა: ძირითადი სახეებია ეთნიკური სეპარაცია და ეთნიკური პარციაცია. 2) ეთნიკური გაერთიანება: ეთნიკური კონსოლიდაცია, ეთნიკური ასიმილაცია, ეთნოსთშორისი ინტეგრაცია და ეთნიკური მიქსაცია. ეთნიკური სეპარაცია: მაგალითად, მოლდავური ეთნოსის ჩამოყალიბება. რუმინეთის შემადგენლობიდან ერთ-ერთი ისტორიული ოლქი რუსეთს შეუერთდა. დანარჩენი რუმინეთისგან დამოუკიდებლად ჩამოყალიბდა, რუსეთის გავლენით, მოლდაველების დიდი ნაწილი თვლის, რომ მოლდაველი ცალკე ეთნოსი არ არსებობს. ეთნიკური პარციაცია – მაგალითად, სლავების დაშლა რუს, უკნაინელ, ბელორუს, პოლონელ, ჩეხ, სლოვაკ, ბულგარელ, სერბ და სხვა ეთნოსებად. გამწვავების: მაგალითად, ბოსნიელი ხორვატები (კათოლიკების) დაპირისპირება ბოსნიელ მუსულმანებთან.

~

ეთნიკურ გაერთიანებებთან დაკავშირებული პრობლემები   ეთნიკური კონსოლიდაცია: გულისხმობს გენეტიკურად დაკავშირებული,  მონათესავე ეთნოსების(ტომების ,ხალხების  ერთ ეთნოსად ჩამოყალიბებას, დაახლოებას და შერწყმას.(ეთნოტრანსფორმაცია). ან მათ შორის სუბეთნიკური ჯგუფების ან ერთობების მუდმივი დაახლოებას, და მათ შორის განსხვავებებეის მინიმუმამდე დაყვანას (ჰომოგენეზაცია). ეთნოევოლუცია – მაგალითად, ქართების, ზანების და სვანების შეერთება ნებაყოფლობით. ეთნიკული ასიმილაცია როცა ეთნოსი კარგავს (რაღაც ფაქტორების გამო: ომი, ეკონომიკური, პოლიტიკური, გეოგრაფიული,ისტორიული  და ა. შ.) ეთნიკურ თავისებურებებს და მთლიანად ერწყმის, მრავალრიცხოვან, განსხვავებული ენის და კულტურის ეთნოსს (გვ. 119). იძულებითი ასიმილაცია ქმნის პრობლემებს. ეთნოსშორისი ინტეგრაცია: მაგალითად, შვეიცარია. მართალია იქ  4 მკვიდრი ეთნოსი ცხოვრობს, მაგრამ მოხდა მათი ინტეგრაცია და საერთო შვეიცარიული თვითშეგნების მაღალ დონეზე განვითარება. ეთნიკური მიქსაცია – ერთი ერთი “შთანთქავს“ სხვებს და წარმოშობს ახალს. მაგალითად, აგგ, მექსიკა, ბრაზილია.  უფრო შორეული მაგალითები: კელტების, გერმანელებისა და ფრანგების შერწყმით წარმოიშვნენ ინგლისელები; სომხები – კავკასიელების და ინდოევროპელების; აზერბაიჯანელები – ალბანელების და თურქული განსაკუთრებით მწვავეა ქსენოფობიის პრობლემა. ნებისმიერი უცხო მიგრანტის, ჩამოსულის მიმართ მტრული დამოკიდებულება. რასიზმს ამწვავებს მიგრაციები ჩრდილოეთისკენ, ანუ განვითარებული ქვეყნებისაკენ. პრობლემები როგორც მიგრაციებშია (ჩანაწერი წინა პარაგრაფის).

 

6.2.ეთნიკური დაძაბულობა და ეთნოკონფლიქტები

 

კონფლიქტების უმეტესობა შიდა კონფლიქტიდან ინტერნაციონალურ კონფლიქტებად გარდაიქმნება. ეთნოკონფლიქტის უმრავლესობა შინაარსით პოლიტიკური კონფლიქტებია.

ეთნიკური კონფლიქტების მიზეზები 1. ყველაზე გავრცელებული ფორმაა წინააღმდეგობა ეთნიკურ უმრავლესობასა და უმცირესობას შორის. მათი მოთხოვნების: კულტურული, ეკონომიკური პოლიტიკური უფლებების დაუკმაყოფილებლობის მიზეზით (ეთნიკური უმცირესობების ორი ჯგუფი არსებობს იმიგრანტთა შთამომავლობა და ავტოქტონური უმცირესობები (მაგ. აფხაზები). ავტოქტონურ უმცირესობას (300მლნ. კაცი მსოფლიოში) სპეციალურ ლიტერატურაში “მეოთხე სამყაროს“ სახელწოდებით მოიხსენიებენ. მთავარი წინააღმდეგობა საერთაშორისო სამართლის პრინციპებს შორის  შეუთავსებლობა: 1) თვითგამორკვევის პრინციპის მიხედვით, ყველა ხალხს, მიუხედავად მისი რიცხოვნობისა და ეკონომიკურ-კულტურული მდგომარეობისა, აქვს უფლება თვითონ განსაზღვროს მისი ბედი და პოლიტიკური სტატუსი. 2) ტერიტორიული მთლიანობის და საზღვრების უცვლელობის პრინციპების მიხედვით, სახელმწიფო საზღვრების შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფოს სურვილით, ხოლო მისი ტერიტორიული მთლიანობა ხელშეუხებელია. ეს ორი პრინციპი შეუთავსებელია. ერთნი ითხოვენ გამოყოფას, მეორე სახელმწიფოს შიგნით ახალი წარმონაქმნის შექმნას არ ეთანხმება. იწყება კონფლიქტი. ამასთან სეპარატისტების გამოსვლებს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ჰქვია და სინამდვილეში კი… ყველა ეთნოსმა რომ თავისი სახელმწიფო მოითხოვოს 5 ათასი სახელმწიფო გვექნება!!!

ეთნიკური კონფლიქტების გეოგრაფიული სურათი ეთნოკონფლიქტების მიზეზები და ხასიათი განსხვავებულია მსოფლიოში, რაც ისტორიის განვითარებით, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურულ-რელიგიური ფაქტორებით აიხსნება.   დასავლეთის დემოკრატიული ქვეყნებში  არც ერთი შეიარაღებული კონფლიქტი არ არის. რის კჯუფები: ბასკები და კატალონიელები – ესპანეთი ჩრდილოეთ ირლანდიელები – დიდი ბრიტანეთი კვებეკელები – კანადა ვალონები და ფლამანდიელები – ბელგია მათი კულტურულ-პოლიტიკური ავტონომიის მოთხოვნები დაკმაყოფილე­ბულია, მაგრამ მათ სრული გამოყოფა უნდაც, რასაც სახელმწიფო ვერ დაუშვებს. აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია: მიანმა, კარენები, შანები, აჩე –ინდონეზია, მორო – ფილიპინები, ტიბეტელები – ჩინეთი, მაოშები – ტაივანი.   სამხრეთ აზია ტაჯიკები და უზბეკები – ავღანეთში, ტამილები – შრი-ლანკაზე და ა. შ.  ტროპიკული აფრიკა – ტუტი – კონგო, კუტუ – ბურუნდი. ლათინური ამერიკა – მაია – მექსიკა.

 

 

 

რასიზმი და რასობრივი პრობლემები

რტასების რუკა

მოსახლეობის რასობრივი ანუ ანთროპოლოგიური კლასიფიკაციით (ყველაზე გავრცელებული ტიპოლოგიით) გამოყოფა   ოთხი რასა. 1. ევროპეიდულიმსოფლიოს 2/5  – სამი განშტოება ჩრდილო (ნორდული) – სკანდინავია, ბალტიისპირეთი, ჰოლანდია, გერმანია, ინგლისი, ამერიკის ნაწილი. სამხრეთი – ხმელთაშუა ზღვისპირა ბალკანები, კავკასია, არაბები, თურქეთი, ირანი, ავღანეთი, სამხრეთ აზიის, ლათინური ამერიკის ქვეყნები. შუაევროპული – ქვერასა – გარდამავალი ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის. სლავები, გერმანელები, ფრანგები, აშშ, ცენტრალური ევროპა, კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია. 2.   ნეგროიდული – 8% 1) ზანგები 2)  პიგმეები ანუ ნეგრილები (პატარა ტანის) 3) ბუშმენები და ჰოტენტოტები – ნამიბის და კალაჰარის უდაბნ 3. მონგოლოიდური 20% 1) არქტიკული (ესკიმოსები, ჩუქჩები, კორეაკები) 2) ჩრდილოაზიური – მონღოლები, ბურიატები, იაკუტელები (რუსეთის და ციმბირის, შორეული აღმოსავლეთის 3) აღმოსავლეთაზიური – ჩინელები, კორეელები, ტიბეტელები, 4) ამერიკის შტოს ინდიელები 4. ავსტრალოიდური რასა 0,3% 1) ასტრალიის აბორიგენები 2) პაპუასები და მელანეზიელები 3) იაპონიის კუნძულ ხოკაიდოზე – აინები 4) შრი-ლანკაზე და ანდამანის კუნძულზე – ვედები 5) მალიაზიაზე და ფილიპინის ჯუნგლებში – ნეგრიტოსები . შერეული რასები: მულატი = ევროპეიდი + ნეგროიდი მეტისი = ევროპეიდი + მონღოლოიდი სამბო = მონღოლოიდი + ნეგროიდი (ან ავსტრალოიდთან) რასა – ყველაზე არსებითი გენეტიკური (ანუ მემკვიდრეობითი) ნიშნების ერთობლიობის საფუძველზე მსოფლიოს დაყოფა (კანის, თვალის ფორმის, სიმაღლის, ფერის) მიხედვით. რასოგენეზი – თეორიაში ორივე მიდგომა არსებობს.

  1. მონოცენტრული – თანამედროვე ადამიანის სამშობლო ერთი დიდი რეგიონია.
  2. პოლიცენტრული – რასოგენეზი რამდენიმე ეტაპად განხორციელდა და ყველა ძირითად და გარდამავალ რასას თავისი ჩამოყალიბების კერა აქვს.

რასიზმის თეორიაში განარჩევენ ორ მთავარ მიმართულებას: ბიოლოგისტურსა და ფსიქოლოგისტურს. ბიოლოგისტური – ამტკიცებს რომ ადამიანებს შორის გარეგნული განსხვავება განაპირობებს განსხვავებას რასების ინტელექტუალურ დონესა და შესაძლებლობებში (მოკლედ–ტვინის წონა, თავის ქალის ფორმა და ა. შ.). ფსიქოლოგისტური – თვითოეულ რასას აქვს თავისი სპეციფიკური მასობრივი სული; რომელიც განსაზღვრავს რასის ისტორიულ ბედს. ფსიქორასიზმი რასიზმის ერთადერთი შეფარული თეორიაა. ყვითელი რასიზმი – პანაზიანიზმი – აღმოსავლეთ აზიაში ჩამოყალიბდა ყვითელი რასის უპირატესობას უსვამს ხაზს. შავი რასიზმი – “ნეგრიტიუდის“ თეორია – მომავალი შავი რასის ხელშია. რასიზმი საერთაშორისო დანაშაულია.

რასობრივი ურთიერთობის სხვადასხვა ფორმები: რასიზმი იყო ამერიკაში, არ იყო ჰავაიზე (პირიქით მოხდა შერწყმა), ძლიერი იყო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. აქ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა რასიზმის განსაკუთრებული ფორმა “აპარტეიდი“. სახელმწიფოს სათავეში თეთრკანიანები მოვიდნენ. აფრიკელები იზოლაციაში აღმოჩნდნენ. შეიქმნა ე. წ. ბანტუსტანები (სულ რვა), რომელიც აპარტეიდის რეჟიმმა ცალკე სახელმწიფოებად გამოაცხადა. მსოფლიოს და დემოკრატიული რეჟიმების ზეწოლით  მოგვიანებით აპარტეიდი გაუქმდა და მოვიდა პრეზიდენტი ნელსონ მანდელა – შავკანიანი უფლებადამცველი.  

6.5.ნაციონალიზმის პრობლემები გლობალიზაციის ერაში

  ნაციონალიზმის არსი, ტიპეი და ფორმები. ფრანგულ და ინგლისურ ენაში ტერმინ ნაციას პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს და სახელმწიფოს სინონიმად გამოიყენება. აქ სახელმწიფომ შექმნა ერი. აქ ნაციონალიზმი სახელმწიფოს ერთგულებისთვის ბრძოლაში გამოიხატება. ქართულ, რუსულ, გერმანულ და აღმოსავლეთ ევროპის ენებში ერის ცნება ეთნიკური მნიშვნელობა აქვს. აქ ჯერ მოხდა ეთნოკულტურული ერთობის ფორმირება და შემდგომ მათ მიერ სახელმწიფოს ჩამოყალიბება. აქ ნაციონალიზმი საკუთარი ეთნოსის განსაკუთრებულობას და უპირატესობის დამტკიცებას ცდილობს. სამოქალაქო ნაციონალიზმის ღირებულებაა  ერი როგორც მოქალაქეთა ერთობა. ტიტულარული ერის ნაციონალიზმი იწვევს დაპირისპირებებს. ნაციონალიზმის ორივე ტიპი შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოვლინდეს: კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური. დამოუკიდებლობამდე ნაციონალური ბრძოლა იწყება კულტურული მოთხოვნებით, შემდეგ ეკონომიკა, შემდეგ პოლიტიკა. არსებობს მინინაციონალიზმი (ეთნიკური უმცირესობა). პანნაციონალიზმი (მონათესავე ერები მაგ. პანარაბიზმი). და მაკრონაციონალიზმი.

ნაციონალიზმი გლობალიზაციის ერაში. გლობალიზაცია თავისი არსით ნაციონალიზმის სრული ანტიპოდია! გლობალიზაცია ეროვნული საზღვრების მოშლის, ერი-სახელმწიფო. კვდობმის, უეროვნებო, კოსმოპოლიტური კულტურის სინონიმია. თითქოს გლობალიზაციის ერაში ნაციონალიზმი არააქტიური უნდა იყოს და წარასულის კუთვნილება. სინამდვილეში ნაციონალიზმი კი არ მოისპო უფრო გაძლიერდა!  და უფრო აგრესიული გახდა. გაჩნდა ნაციონალიზმი ახალი სახე ანტიგლობალისტური ნაციონალიზმი!

ანტიგლობალისტური  ნაციონალიზმი განვითარებულ სამყაროში: მან ქსენოფობიისა და რასობრივი სიძულვილის სახე მიიღო.  იგი ცნობილია მემარჯვენე რადიკალური ნაციონალიზმის სახელით (გამოწვეულია მიგრაციებით: უცხო კულტურასთან ადგილობრივების შეუგუებლობა, დაბალი სოციალური დონე, კრიმინალი და ა. შ.). განვითარებად ქვეყნებში გლობალიზაცია აღიქმება, როგორც დასავლეთის (აშშ-ს) ექსპანსია მთელ მსოფლიოზე. ისინი მასში სასიკვდილო საფრთხეს ხედავენ თავიანთი ეთნო-კულტურულ-რელიგიური თვითმყოფადობისთვის (ისლამისტები დიდ სატანად მიიჩნევენ). პოსტსოციალისტურ სამყაროში – წარმოიქმნა რადიკალური ეთნიკური ნაციონალიზმი. მიზეზები:

  1. კომუნისტები აკავებდნენ ისტორიულ შეუთავსებლობებს და დაპირისპირებას ერებს შორის.
  2. სოციალისტური სისტემის ნგრევის შემდეგ მასში შემავალმა ხალხებმა ერი სახელმწიფოების შექმნა მოინდომეს, რამაც წარმოშვა დაპირისპირებები და კონფლიქტები.

ე. ი. რადიკალური ეთნიკური ნაციონალიზმი პოსტსაბჭოთა სისტემის გლობალური პრობლემა გახდა!

6.6.ეთნოკულტურული იდენტობა, ვესტერნიზაცია და ცივილიზაციათა 

                                                            დაპირისპირება     ეთნოკულტურულ იდენტობას ადამიანი თვითონ განსაზღვრავს იგი იმ ეროვნებისაა, რომელსაც თავად მიაკუთვნებს თავის თავს (და არა იმას, რომელსაც მისი წინაპარი მიაკუთვნებდა). თავს კი როგორც წესი, პიროვნება იმ ხალხს მიაკუთვნებს, რომლის კულტურაზეც ის გაიზარდა და რა ენაზეც იგი საუბრობს. ე. ი. ადამიანი ეთნიკური კუთვნილება შეიძლება შეიცვალოს? ეს ეხება მთელ ეთნოსსაც? ბევრი ეთნოსი გამქრალა, რომელთაც სხვა ენა და კულტურა შეუთვისებია და თავისი დაუკარგავს.

                                 7.1.გეოგრაფიული გარემო და საზოგადოება

1992 წ. რიო-დეჟანეიროში ჩატარდა გაეროს ეკოლოგიური სამიტი, რომელიც მიეძღვნა ბუნებრივი გარემოს გლობალურ ცვლილებებს, ადამიანის როლს გეოგრაფიული გარემოს დეგრადაციის საქმეში. სტიქიურ მოვლენებს და პროცესებს, მდგრადი განვითარებისა და გარემოს დაცვის აქტუალურ საკითხებს (მანამდე 1982 წ. კენიის დედაქალაქ ნაირობში ჩატარდა მეორე კონფერენცია, ხოლო 1983 წ. გაეროს ეგიდით შეიქმნა “გარემოს პრობლემათა და განვითარების საერთაშორისო კომისია“, რომელსაც სათავეში ედგა ცნობილი საზოგადო მოღვაწე, შემდგომში ნორვეგიის პრემიერმინისტრი გრო ბრუნტლანდი (კომისიას ეწოდა “ბრუნდტლანდის კომისია“). კომისიამ გამოაქვეყნა ვრცელი ანგარიში გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ მსოფლიოში. პირველად აქ გაჟღერდა ტერმინიმდგრადი განვითარება“). ამრიგად, “მდგრადი განვითარება“, რომლის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია გარემოს დაცვა და რაციონალური ბუნებათსარგებლობა, კაცობრიობის უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. არსებობს ბუნებრივი ცვლილების სამი სახე: ლოკალური, რეგიონული, გლობალური (სხვადასხვა დონეზე სხვადასხვანაირად ვლინდება). ადამიანის სამეურნეო საქმიანობა სხვადასხვანაირია: მუდმივი – წიაღისეულის, ტყით, წყლით სარგებლობა პერიოდული – თევზჭერა, რეკრეაცია, სასოფლო-სამეურნეო, მიწით ხანმოკლე – მონადირეობა, შემგროვებლობა.

მოსალოდნელი გლობალური ეკოლოგიური კრიზისი :იწურება არაერთი სახის მინერალური რესურსი, უარესდება ეკოლოგიური გარემო, რაც გამოიწვევს ეკონომიკურ კრიზისს, ეპიდემიებს, ონკოლოგიურ დაავადებებს, კვების პროდუქტის და სასმელი წყლის ხარისხის გაუარესებას; მოსახლეობის სწრაფი კლება, არქტიკის და ანტარქტიდის ყინულების დნობა,  მყინვარების ფართობების კლება და რაოდენობის ზრდა,ოკეანეებისა და ზღვების სანაპირო ხაზის წყლით დაფარვა,გაუდაბნოება , ნიადაგის დეგრადაცია, გაუდაბურება, ბიოსფეროს სახეობების გადაშენება, და ა.შ.

ფოტოკოლაჟი:

ანტარქტიდის  სანაპირო ზოლი გამწვანდა. ანტარქტიდის შელფი ორად გაიყო.

მკვლევართა ვარაუდით, მალე, ანტარქტიკაში ყინულოვან შელფს მსოფლიოში უდიდესი აისბერგის მოსწყდება. დრამატული საფეხური კიდევ უფრო მოახლოვდა, რადგან ყინულის 180 კილომეტრიანი ბზარი მოულოდნელად ორად გაიყო.

ანტარქტიდაზე, ლერსენ C-ის ყინულის შელფზე მასიური ნაპრალის ნელ განვითარებას მეცნიერები ათწლეულების მანძილზე აკვირდებოდნენ. თუმცა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მოვლენები სწრაფად განვითარდა და ნაპრალი ორ დამოუიკიდებელ ნაწილად გაიყო; მეორე, დამატებითი ტოტი დღეში 15 კმ-ით იზრდება.

„წინა ნაპრალი დიდი აქტივობით არ გამოირჩეოდა, მაგრამ ახალი სულ სხვაგვარად იქცევა. მდებარეობს წინა ბზარიდან 10 კმ-ით უკან და ყინულის სათავისკენ მიემართება“, — ამბობს გეოლოგი ანდრეა ლაკმენი.

5000 კვადრატული კილომეტრის ფართობის ყინულის ნაჭერს მხოლოდ 20 კმ-იანი მონაკვეთი აკავებს უედელის ზღვაში შეცურებისგან.

როდესაც ეს მოხდება, ეს იქნება ყინულის მესამე უდიდესი დანაკარგი ანტარქტიკაში.

შედარებისათვის — აისბერგის დელავერის შტატის ზომის იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ ნაპრალის ძირითადი შტო შედარებით სტაბილურობას ინარჩუნებდა, იანვარში, სამ კვირის მანძილზე მისმა სიგრძემ 10 კმ-ით მოიმატა.

ლაკმენის თქმით, აისბერგის მოწყვეტის შემდეგ, შედეგები ლარსენ  C-ის ყინულის შელფის დანარჩენი ნაწილისთვის დრამატული იქნება.

მსგავსი დანაკარგი თანდათანობით გამოიწვევს ლარსენ  C-ის მთლიანი შელფის კოლაფსს.

„ეს მოვლენა ფუნდამენტურად შეცვლის ანტარქტისიდ ნახევარკუნძულის ლანდშაფტს“.

არქტიკის ყინულების დნობა

ანტარქტიდა

მყინვარების  ცვალა

vანტარქტიდის სისხლის ჩანჩქერი

ევაკუაცია ანტარქტიდაზე

ეკოლოგიური პრობლემები და გეოგრაფია :პლანეტარული და რეგიონული ეკოლოგიური პრობლემების გამოვლენის შესაძლებლობა გეოგრაფიულ მეცნიერებას განსაკუთრებით აქტუალურს ხდის .მისი თანამედროვე კვლევის მეთოდები შესაძლებელს ხდის გეოგრაფიას, როგორც მეცნიერება ,ჩაებას მისი პრობლემების გამოვლენისა და თაციდან აცილების საქმეში. ბუნებისა და საზოგადოების ურთიერთდამოკიდებულების ოპტიმიზაცია შესაძლებელია მდგრადი პოლიტიკური ეკონომიკის, სოციალური და ეკოლოგიური განვითარების გზით.

 

7.2.ბუნებათსარგებლობა და ეკოლოგიური პრობლემები

  საზოგადოების განვითარება, ბუნებათსარგებლობა და ეკოლოგიური კრიზისები. კრიზისები:

  1. პირველყოფილ საზოგადოებაში – არაარსებითი
  2. პირველი ეკოლოგიური კრიზისი – ნადირობით მიღებული საკვების შემცირებით და მოსახლეობის ზრდის შენელებით (შინაური და გარეული ცხოველების, ასევე ტყეების უნებლიე გადაწვით).
  3. მეცხოველეობის განვითარებასთან ერთად – მიწის დეგრადაცია, ეროზიის გააქტიურება, ტემპერატურის ზრდა სინოტივის შემცირება (რადგან ტყეები გარდაიქმნა სტეპებად, სტეპები – ნახევრადუდაბნოდ).
  4. მიწათმოქმედების განვითარებამ – მორწყვის გამო იყენებენ მდინარეებს, იწყება მდინარეების წყლის ხარჯი, ეროზია, ცხოველების და მცენარეების  სამყაროს განადგურება (გამოთავისუფლდა მიწები მიწათმოქმედებისთვის – გაიჩეხა ტყეები და ა. შ. – და ამიტომ).
  5.  XVIII-XIX სს-ში იწყება მრეწველობისა და ტრანსპორტის განვითარებამ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით რესურსები მოითხოვა. დაიწყო ყველა რესურსის მტაცებლური გამოყენება. აქტუალური გახდა ბუნებრივი გარემოს დაბინძურების პრობლემაც (და შენარჩუნებისაც).

სამრეწველო ნარჩენებით დაბინძურდა ყველაფერი, პრობლემა შეეხო ადამიანის ჯანმრთელობასაც.

  1. არნახულ მასშტაბებს მიაღწია XX ს-ში სამეცნიერო ტექნიკური პროგრესის პირობებში მოსახლეობის სწრაფმა ზრდამ. ურბანული და სამეურნეო ტერიტორიების ზრდამ უკიდურესად შეცვალა გეოგრაფიული გარემო. იგი დაბინძურდა (რადიაციული ნარჩენებით, ქიმიური სასუქებით), მოხდა გლობალური დათბობა, ტექნოგენური კატასტროფები, გაუდაბნოება და გაუდაბურება. საზოგადოება გლობალური კრიზისის წინაშე აღმოჩნდა.

  ბუნებრივი გარემოს გამოყენების მასშტაბების ზრდამ ძირითადად 3 უარყოფით შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს: 1. ბუნებრივი რესურსების გამოლევამდე; 2. ადამიანის საცხოვრებელი რესურსების გამოლევამდე; 3. ბუნებრივი მრავალფეროვნების გაღარიბებამდე.

ბუნებრივი რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემები

  ბუნებრივი რესურსებიდან შუა საუკუნეებში იყენებდნენ 19 ქიმიურ ელემენტს. XIX ს-ის 50-იანი წლებიდან XIX ს-ის ბოლომდე – მენდელეევის სისტემიდან ყველას. ძირითადად სამი უმთავრესი პროდუქტის მისაღებად გამოიყენება: 1. სურსათს; 2. ნედლეულს; 3. ენერგიას. ბუნებრივი რესურსების ნებისმიერი ფორმით მოპოვებას და გამოყენებას მუდმივად სდევდა ეკოლოგიური პრობლემები. განსაკუთრებით უარყოფითი შედეგებით ტყის, წყლის და მიწის (ნიადაგის) რესურსების არარაციონალური გამოყენება ხასიათდება. ტყის რესურსები – მას “მწვანე ოქროდ“ მოიხსენიებენ. გამოიყენება: მშენებლობაში, ქიმიურ მრეწველობაში, ტრანსპორტში, პარფიუმერიაში და ა. შ

ტყის ეკოლოგიური მნიშვნელობა: გარემოსდაცვითი, წყალდაცვითი, გარემოსაღდგენითი, რეგულირებადი სითბოცვლა, ტენბრუნვა, ფერხდება ეროზიული მოვლენები და არიდიზაცია, დაცულია ნიადაგის ნაყოფიერება, რეკრეაცია. წყლის რესურსები არარაციონალური გამოყენება იწვევს: წყლის მოცულობის შემცირებას, მისი ხარისხის, ქიმიური შედგენილობის ცვლას. განსაკუთრებით მწვავეა მტკნარი წყლით უზრუნველყოფის შემცირება. იმ დროს, როცა მისი მოხმარების მაჩვენებელი იზრდება. მიწის რესურსები – მოსახლეობის ზრდასთან ერთად ყოველწლიურად მცირდება. ამჟამად 11 მოსახლეზე 0,2 ჰა მოდის. განვითარებულ ქვეყნებში პრობლემა მიწის რესურსების ქიმიური დაბინძურებაა. განვითარებაბდში – ექსტენსიური სოფლის მეურნეობის გამო, ნიადაგი დეგრადაცია; გაუდაბნოება, მოშიმშილეთა ზრდა. მინერალური წყლები – საჭიროა რაციონალური გამოყენება (დიდი მოთხოვნაა, გამოლევადაი, იწვევს ეკოკატასტროფებს) და ა. შ.

7.4.სათბობ-ენერგეტიკული რესურსების გამოყენების ეკოლოგიური პრობლემები

  ენერგო რესურსების XX ს-ის 70-იანი წლებიდან დადგა. ამ დროს გაჩნდა კრიზისი. უკანასკნელი ნახევარი საუკუნის მანძილზე მინერალური ნედლეულის მოხმარება 2-ჯერ გაიზარდა. მისი მოპოვება დაიწყეს არახელსაყრელ გარემოშიც: მეჩეჩზე, ტაიგაში, ტუნდრაში, უდაბნოსა და ტროპიკულ ტყეებში. რეალურია მათი ამოწურვის საფრთხე. რის გამოც გაიზარდა მისი პოლიტიკური ინტერესიც. ნავთობის მარაგი კაცობრიობას ეყოფა 30-35, ხოლო გაზი  50 წელი. რაც “ენერგეტიკული შიმშილის“ საფრთხეს ზრდის. ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა ახალ “ენერგეტიკულ ფაზაში“ მსოფლიოს გადასვლა, რომელშიც ძირითადი აქცენტი კეთდება ამოუწურავი ენერგეტიკული რესურსები (ბირთვული, ქარის, მზის რადიაცია, დედამიწის შინაგანი ენერგია და სხვა) გამოყენებაზე. v  ენერგეტიკული რესურსების მოხმარების თანამედროვე მასშტაბები და ტენდენციები თანამედროვე მსოფლიოს ენერგორესურსების მოხმარების ძირითად ნაწილს კვლავ თხევადი და აირადი სათბობი შეადგენს (ნეგატიური რა მოაქვს). ფასები სათბობზე დიდ რყევას განიცდის, ხშირად ამისი მიზეზი პოლიტიკაა. XX საუკუნის 70-იან წლებში ფასების ზრდა “ოპეკის“ ქვეყნების მიერ იყო პროვოცირებული, XXI ს-ში ახლო აღმოსავლეთში ამ ბოლო დროს ხშირია ენერგოკრიზისები. რთულ ვითარებაში აღმოჩნდა ევროპის სატრანსპორტო სისტემა და ზოგიერთი საყოფაცხოვრებო სფერო.   ენერგეტიკის კრიზისს პოზიტიური ცვლილებებიც მოჰყვა. არაერთმა ქვეყკანამ გადახედა ენერგომომარაგების მასშტაბებს. მაგ.: 1. გერმანიამ – მასიურად დაამონტაჟა ენერგოდამზოგავი განათების სისტემა ტემპერატურის მინიმუმი +18 °C-ზე დაიყვანა. 2. აშშ –  შემცირდა ქუჩის განათებაზე და რეკლამაზე დახარჯული ენერგია. 3. საფრანგეთში – აქტიურად გადავიდა ატომური ენერგიის ექსპლუატაციაზე. განსაკუთრებით რთული ვითარება შეიქმნა განვითარებად ქვეყნებში. მხოლოდ ყველაზე ძლიერებმა დაძლიეს კრიზისი. ბრაზილიაში ავტომობილების მიერ მოხმარებული სათბობის დაზოგვამ შაქრის ლერწმისაგან წარმოებული….

სათბობ ენერგეტიკული რესურსების მარაგი და მოპოვების თავისებურებანი ყველა ენერგორესურსის მოპოვებას გააჩნია თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, რაც აისახება, ეკონომიკაზე, ეკოლოგიაზე, გარემოზე, სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ შედეგებზე, სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე. ნავთობი: იხვეწება ამოღების ტექნოლოგიები, ახლებურად მუშავდება ძველი საბადოები, ხდება მარაგის დაზვერვა. მარაგი 100 მლრდ ტონა, დაზვერილია 300 მლრდ ტონა. მარაგით გამოირჩევა საუდის არაბეთი –1/3; ერაყი, ირანი და ვენესუელა. მოპოვებით – საუდის არაბეთი, კანადა და ირანი. უპირატესობა – სხვა სათბობ-ენერგეტიკულ რესურსებთან შედარებით აქვს ნედლ ნავთობს – იაფი, ადვილია ტრანსპორტირება და გადატანა. გამოიყენება არაერთი მეურნეობის დარგი. უარყოფითი – მის გამოყენებასთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემები – ნავთობის წვისას გამოყოფილი ნახშირორჟანგი გლობალური დათბობის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება გახდეს. ბუნებრივი აირი: გამოიყენება ნავთობთან შედარებით ნაკლებად. ნაკლებ მასტშაბურია. დადებითი – სრულად იწვის, მეტ სითბოს “იძლევა“. ტრანსპორტირება იაფია და მოსახერხებელი (არც ისე ადვილია), უარყოფითი – მისი გამოყენებისას გარკვეული რაოდენობის ნახშირორჟანგის გაზი მაინც გამოიყოფა, ისიც ამოწურვადია. 50 წელი ეყოფა. ქვანახშირი: მსოფლიო მარაგი 1,5 ტრილიონი ტონაა. დიდი სითბოტევადობა აქვს. უარყოფითი – მისი მოპოვება და ტრანსპორტირება შედარებით ძვირადღირებულია (გარდა ღია კარიერული წესისა). იწვევს გარემოს დეგრადაციასა და დაბინძურებას, წვისას ყველაზე მეტ ნახშირორჟანგის გაზს გამოჰყოფს, მისი გამონაბოლქვის უტილიზაცია (გაუვნებელყოფა) დიდ დანახარჯებს და სპეციალურ ტექნიკურ მოწყობილობებს საჭიროებს. მარაგით გამოირჩევა რუსეთი, აშშ (მსოფლიოს 1/4), ჩინეთი (1/0), სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ავსტრალია, ალჟირი, პოლონეთი. მოცულობები: აშშ, ჩინეთი, ასევე ინდოეთი, სარი, რუსეთი. ექსპორტი (გატანა): ავსტრალია, კანადა, იაპონია, აშშ, სამხრ.-დასავლეთ ევროპის მიმართულებით ძირითადად.

გეოთერმული  ენერგიის – მისი მოპოვების რეგიონები ძირითადად აქტიურ სეისმურ ზონებშია.  იგი ცხელი წყლის და ორთქლის სახით გამოიყოფა. გამოიყენება შენობების გასათბობად. მისგან საერთოდ არ გამოიყოფა ნახშირორჟანგი. მასშტაბურად გამოყენების შემთხვევაში 150-200 წლით იქნებიან უზრუნველყოფილნი. მისი მეშვეობით მხოლოდ გარკვეული რაოდენობის ენერგიის მიღებაა შესაძლებელი. დასაშვებ ფარგლებში ბინძურდება წყალი და ნიადაგი, არ გამოიყოფა ნახშირორჟანგი და სხვა ნივთიერებები. უარყოფითი – ყველაზე ძვირადღირებული დარგია, დიდ დანახარჯებს მოითხოვს საწარმოო მომსახურებაც. დიდია ავარიის რისკები. განსაკუთრებით სეისმურად აქტიურ რეგიონებში. მაგ. ფუკუსიმა, 2011 წ. მიწისძვრის დროს.

 

7.5.ქალაქების ეკოლოგიური პრობლემები

images yrbani

  ქალაქები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ როგორც ცალკეული ქვეყნებისთვის, ისე რეგიონებისა თუ მთელი მსოფლიოსათვის. ქალაქების ფუნქციონირებისათვის მრავალფეროვანი ბუნებრივი რესურსი, ნედლეული და პროდუქტია საჭირო. წყალი – უმნიშვნელოვანესია. ქალაქებში წყალი საჭიროა დაახლოებით  ნახევარ მილიარდამდე ტონა (მილიონიან ქალაქში). წყალი ბინძურდება სხვადასხვა მინარევებით, გამონაბოლქვებით. ნებისმიერი ნივთიერება, რომელიც მოიხმარება საზოგადოების მიერ, უბრუნდება გარემოს ტრანსფორმირებული სახით. მათი ნაწილი სხვადასხვა გეოგრაფიულ გარსებში ხვდება. v  ქალაქის ატმოსფეროს დაბინძურება ქალაქის ატმოსფეროს მდგომარეობა და დაბინძურების ხარისხი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორია მისი გეოგრაფიული მდებარეობა, რელიეფი, ქარის მიმართულება. ამ მხრივ ყველაზე ხელსაყრელია ვაკეებზე, მდინარეების ხეობებსა და წყალსატევებთან ახლომდებარე ქალაქები, ყველაზე არახელსაყრელი ქვაბულებში გაშენებული ქალაქებია. ატმოსფეროში ხვდება სამრეწველო და საყოფაცხოვრებო გამონაბოლქვი, მათ შორის ძალზე საშიშია ტყვია, ვერცხლისწყალი, დარიშხანი და ა. შ. დიდი ქალაქები 15-ჯერ უფრო მეტ ფართობს (ატმოსფეროს) აბინძურებენ. დაბინძურების მაქსიმუმი  ზამთარშია.

ქალაქის მეტეოროლოგიური რეჟიმი მასზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს, რომელთაგან მნიშვნელოვანია ალბედოს და  აორთქლების მაჩვენებლის ტრანსფორმაცია (შეცვლა). სითბოს მატება და ქარის სიჩქარის კლება. ამ მაჩვენებლების მატება ახასიათებთ ცენტრალურ რაიონებს ანუ “სითბურ კუნძულებს“. ქალაქის თავზე წარმოიქმნება სმოგი, რაც გამოწვეულია ჰაერში მინარევების მატებით, ულტრაიისფერი და პირდაპირი რადიაციის კლებით და უქარო ამინდით. სამრეწველო ქალაქებში ხშირია მჟავური წვიმები.

v  ქალაქის მყარი ნარჩენები. ყოველწლიურად მილიონიანი ქალაქი “აწარმოებს“  3-4 მლნ ტონა მყარ ნარჩენს, მათ შორის საამშენებლო, საყოფაცხოვრებო და ა. შ. მათი გადამუშავების პრობლემა ყველა დიდ ქალაქს აწუხებს.

გამდინარე საქალაქო წყლები. წლის განმავლობაში მილიონიანი ქალაქი 300-400 მლნ ტონა დაბინძურებულ წყალს უშვებს კანალიზაციაში. ეს წყალი ხშირად სარწყავად გამოიყენება და ადვილად ერთვება წყლის ბრუნვაში, საწარმოო ნარჩენები კი შეიძლება მოხვდეს სხვა დასახლებული პუნქტების წყალმომარაგების სისტემაში.

 საქალაქო ენერგომომარაგება და ქალაქის ჰავ. დიდ ქალაქებში დიდი რაოდენობით მოიხმარება ელ. ენერგია, ქალაქის ცენტრალურ უბნებში ტემპერატურა გაცილებით მაღალია ვიდრე პერიფერიებზე (7,8 °C-ით მეტი). ტრანსპორტი და ქალაქი. დიდ ქალაქებში ტრანსპორტის რაოდენობა იზრდება, რის გამოც მცირდება მათი გადაადგილების სიჩქარე, იზრდება გამონაბოლქვი და ხმაური. ამიტომ ევროპაში ძირითადად ელექტროტრანსპორტით სარგებლობენ. v  ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობა და მოსახლეობის კეთილდღეობა. მჟამად ქალაქად მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობის შესაფასებლად გარდა სოციალური და ეკონომიკური მაჩვენებლისა (ბინა, სამსახური, განათლება, ჯანდაცვა და სხვა) ითვალისწინებენ ეკოლოგიურ უსაფრთხოებას, რადგანაც იგი მჭიდრო უკუკავშირშია მოსახლეობის ჯანმრთელობასთან.  ატმოსფეროს დაბინძურება იწვევს გულსისხლძარღვთა დაავადებებს, ხოლო წყლის – კუჭ-ნაწლავისა და ინფექციურ დაავადებებს. საჭიროა გავაშენოთ ტყე-პარკები, ვაკონტროლოთ წყალი დანიადაგი.

v   საძილე უბნების ფენომენი“. არის მდიდრების გადასვლა საცხოვრებლად სოფლებში და იქიდან სიარული ქალაქში (ქანქარისებრი მიგრაცია).

ლითოსფეროს განვითარების თავისებურებანი და მასთან დაკავშირებული პრობლემები

  ლითოსფერო არის მანტიის ზედა ნაწილი და დედემიწის ქერქი. ლითოსფეროში მუდმივად მიმდინარეობს რამდენიმე სახის პროცესი, რომელთაგან მნიშვნელოვანია: 1. დანალექი ქანების წარმოქმნა; 2. ენდოგენური მოვლენები (აზევება, დაძირვა, ვულკანი, მიწისძვრა); 3. ეგზოგენური მოვლენები (გამოფიტვა, დენუდაცია – ნაშალი მასალის გადატანა, აბრაზია, ეროზია, ნივაცია (ყინულის და თოვლის მოქმედება), აკუმულაცია, ეოლური (ქარისმიერი) მოქმედება და სხვა. v  ადამიანის მიერ სტიქიური პროცესების აქტივაცია ადამიანი, თავისი საქმიანობით, ხშირად ხელს უწყობს სტიქიური გეოდინამიკური პროცესების განვითარებას, რაც გარკვეულწილად რელიეფის განვითარებას იწვევს. 1. მარადი მზრალობის ადგილებში ნავთობსადენების და რკინიგზების გაყვანა რელიეფის რამდენიმე სმ-ით დაწევას იწვევს. 2. ადამიანის სამეურნეო საქმიანობის მასშტაბურობით     მოტანილი ზარალი   და რელიეფის გარდაქმნა აღემატება ტექტონიკური მოძრაობით ზარალს (მაგ. წიაღისეული), მაღალსართულიანი სახლების მშენებლობა. 3. შახტური წესით წიაღისეულის მოპოვება. იწვევს რელიეფის დეფორმაციას და მოძრაობას; ასევე მიწისქვეშა სამუშაოები – გვირაბები და ა. შ.. 4. ნავთობისა და გაზის მოპოვების ადგილებში იზრდება წნევა. ჰიდრო და სითბური რეჟიმი, მაგ. ლოს-ანჟელესთან ქ. ლონგბიჩის დაძირვის სიჩქარე 30-50 სმ-ია წელიწადში. ამჟამად 9 მეტრით დაბლაა ქალაქი. 5. რელიეფის დეფორმაციას დიდი წყალსაცავებიც “უწყობს“ ხელს. იძირება ადგილი, იზრდება მიწისძვრის ალბათობა. 6. იმ ქალაქებში, სადაც მცირე ტერიტორიაზე თავმოყრილია მაღლივი შენობები მიწის ზედაპირთან ახლოსაა მეტროს სადგურები და გვირაბები აქტიურია რელიეფის (მიწის)  დეფორმაცია. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მიუთითებს რელიეფის გარდაქმნის გლობალურ პროცესებზე (რადგან ხმელეთის 1/10 დიდ ქალაქებს, წყალსაცავებს, წიაღისეულების მოპოვების არეალებს უჭირავს).

 

მთები და მასთან დაკავშირებული პრობლემები

turizm-v-marokkojjjjjjjjjj

ტურიზმი მაროკოში

  მთების მნიშვნელობა. მთები სამართლიანად ითვლება: 1. წყლების და ენერგორესურსების ფორმირების არეალად; 2. გამოირჩევა ბიოლოგიურ-კულტურული მრავალფეროვნებით. 3. ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი. განვითარებად ქვეყნებში “გამოირჩევა“ ჩამორჩენილი მოსახლეობით, განვითარებულ ქვეყნებში ცხოვრების მაღალი დონით და ტურიზმით, საზაფხულო საძოვრები.

მთები და ადამიანი. მთების ძირითადი ნაწილი საცხოვრებლად გამოუსადეგარია, ფერდობების დახრილობის, დაბალნაყოფიერების და სხვა მიზეზების გამო. დადებითია – თავდაცვითი, ტურიზმი, რეკრეაცია. ამჟამად 700 მლნ კაცი მთებში ცხოვრობს. მცირემიწიანობის გამო, დიდი სიმჭიდროვით გამოირჩევიან. ევროპაში დიდი სიმჭიდროვეა მხოლოდ ალპებში. უკაცრიელია – კორდილიერები, სკანდინავიის და ციმბირის მთები. მთებში ექსტრემალური და მკაცრი პირობებია.

მთების ბუნებრივი რესურსები 1. სასმელი წყალი; 2. წიაღისეული (ფერადი და ძვირფასი ლითონები, საამშენებლო და მოსაპირკეთებელი ქვები); 3. რეკრეაციული, ტურიზმი, მეცხოველეობა (საძოვრები). სამაგიეროდ გამოირჩევა მაღალი რისკებით (ვულკანები, მიწისძვრა, მეწყერი, ღვარცოფი, ზვავი, წყალმოვარდნა და სხვა). უარყოფითია ადამიანის მოქმედების გავლენა (ტყეების ჩეხვა, მოპოვება, მრეწველობა და ა. შ.), კასკადების მშენებლობა. ეს პრობლემები გლობალური ხდება. მას გლობალური ხასიათი აქვს. v  მთიანი ტერიტორიების ბუნებრივი რესურსების გამოყენების ტენდენციები და პრობლემები 1. მცენარეული მრავალფეროვნების გაღარიბება (გადაძოვება, სამკურნალო მცენარეების შეგროვება). 2. ზედა მთის ტყის დეგრადაცია. 3. ეროზია – პუგუსოვანი ფენის გადარეცხვას, წყლის შემცირებას, ცხოვრების დაბალ დონეს, ცუდ პირობებს და ა. შ. წყალსაცავების მშენებლობა, რაც მიკროკლიმატს ცვლის, იწვევს თოვლიანობას და ა. შ. ამიტომ – მთიანი ტერიტორიების ათვისება, მიზანმიმართულად, მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს.

ატმოსფეროს ზოგადი თავისებურებები. ატმოსფეროს დაბინძურება

 ატმოსფეროს მნიშვნელობა: 1) ყალიბდება ამინდი და ჰავა; 2. ტენბრუნვა; 3. ცოცხალი ორგანიზმების განვითარებაზე გავლენა; 4. სამეურნეო; 5. ეკონომიკური აქტივობის ფორმები და განვითარება; 6. გაიბნევა მზის რადიაცია; 7. იცავს დედამიწას მეტეორიტებისაგან; 8. იცავს დედამიწას გადახურებისა და გადაცივებისაგან; 9. ხდება ჰაერის მასების ცირკულაცია. v  ატმოსფერო და გეოგრაფიული გარსის გავლენა: ლითოსფეროზე – ფორმირება, გამოფიტვა – ფიზიკური, ქიმიური; ჰიდროსფეროზე – თერმულ რეჟიმზე, ხმელეთის წყლის განაწილებაზე, ნალექების (კვება მდინარეები და ა. შ.). ბიოსფეროზე – კლიმატური პირობები პირდაპირ განაპირობებენ სახეობათა განვითარებას, ატმოსფეროს განვითარება-ცვლა ბიოსფეროს ევოლუციის მიზეზია. v  ჰავის ცვალებადობის პალეოგეოგრაფიული თავისებურებანი (გამყინვარებები – 1 გვ. 164 – XI კლ.) უკანასკნელ ათასწლეულში გამყინვარება-დათბობის რამდენიმე მონაცვლეობა შეინიშნება ჩრდილოეთ ნახევარსფეროში სხვადასხვა მასშტაბით ჩვ. წ. აღრიცხვამდე VII და I ათასწლეულებში. ჩ. წ. აღრიცხვის X და XIII-XVII საუკუნეებში. v  ატმოსფეროს დაბინძურება: მიზეზები:   1.  სათბობის წვა, 2. ავიაცია 3. ავტოტრანსპორტი, 4. სამრეწველო საწარმოები, 5. ჟანგვითი პროცესები; 6. ჟანგბადის შემცირება – ტყეების გაჩეხვით (ჟანგბადის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 17%-ზე ნაკლები), 7.  ჟანგბადის გლობალური ნაკლებობის პრობლემას, ნახშირორჟანგის მატების ტენდენციაც ემატება (იგი ხვდება სათბობის, წიაღისეულის, ხანძრების ზრდის შედეგად). სწორედ მასთან დაკავშირებული “სითბური ეფექტის“ საშიშროებაა, რასაც აუცილებლად მოჰყვება გლობალური დათბობა. “სითბური ეფექტი“ – ატმსოფერო მზის რადიაციას თავისუფლად ატარებს დედამიწის ზედაპირამდე, თუმცა შთანთქავს დედამიწიდან მომავალ გრძელტალღიან გამოსხივებას.  დედამიწის ამ სითბურ გამოსხივებას შთანთქავს ატმოსფეროში არსებული წყლის ორთქლი მის 2/3-ს, ასევე აკავებს ნახშირორჟანგის 1/5-ს. ამგვარად ატმოსფერო დედამიწას უნარჩუნებს და უკან უბრუნებს დაკარგულ (გაცემულ) სითბოს. რომ არ იყოს ატმოსფეროს “სითბური ეფექტი“ დედამიწაზე საშუალო T=15° კი არ იქნებოდა, არამედ 40°-ით ნაკლები, ე. ი. -25°. ამჟამად ჰაერის საშ. T დედამიწაზე მოიმატა 0,6°-ით. რაც ოკეანეების დონის მატების, დატბორვის მიზეზი გახდება. ატმოსფეროს დაბინძურების ორგვარი წყარო არსებობს: 1. ბუნებრივი,       2. ანთროპოგენური.    ბუნებრივი: ვულკანი, ბუნებრივი ხანძარი, გამოფიტვა, უდაბნოს ქარიშხლები, ორგანიზმების ხრწნის პროდუქტები.        ხელოვნური: ავტოტრანსპორტი, საწარმო და ა. შ.

კლიმატის გლობალური ცვლილებები

   https://www.facebook.com/106222094451049/videos/40194582762071

ბევრი მეცნიერი გლობალურ დათბობაში

საგანგაშოს ვერაფერს ხედავს, რადგანაც მიაჩნიათ რომ: 1 ვულკანის ამოფრქვევისგან ატმოსფეროში იმდენ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს, რამდენსაც მთელი მსოფლიოს საწარმოები 100 წლის განმავლობაში. გლობალური დათბობის ერთგვარი ახსნა არსებობს: 1. სათბურის ეფექტს უკავშირდება; 2. მზის აქტიურობის 11 და 80 წლიანი ციკლებს! საშუალო T=15° v  გლობალური დათბობის ნიშნები 1) 80-იანი წლებიდან ოკეანის კუნძულებზე  (გრენლანდია, შპიცბერგენი, ახ. მიწა) ბოლო საუკუნის მანძილზე საშუალო T-მ 2-3°-ით აიწია. ყინულისაგან განთავისუფლდა ისლანდიის ის ტერიტორია, რომელიც 600 წლის წინ ერთწლიანი კულტურების მოსაყვანად გამოიყენებოდა. 2) მარადი მზრალობის ხაზმა ტაიგაში და ტუნდრაში ჩრდილოეთიდან დაიწია. 3) არიდულ ზონებში – კიდევ უფრო შემცირდა ნალექების რაოდენობა, გვალვების მასშტაბი. 4) დაიწყო ყინულების დნობა, რასაც ოკეანის დონის მატება მოჰყვა. 5) ნალექების რაოდენობა შემცირდა, განსაკუთრებით თვალსაჩინოა ჩრდ. აფრიკა და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია. 6) გაიზარდა ანომალიები – ავსტრალიის დასავლეთით ნალექების რაოდენობა იზრდება, აღმოსავლეთის სანაპიროზე მცირდება. 7) აღმოსავლეთ ევროპაში გაიზარდა ნიადაგური ტენი, მდინარის ჩამონადენი. 8) თოვლის ხანგრძლივობა შემცირდა ევრაზიის და ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე. 9) ეკვატორულ სარტყელში გააქტიურდა აორთქლების პროცესი (რასაც შეიძლება მოჰყვეს ეკვატორული და ტროპიკული სარტყლების წყლების მარილიანობის ზრდა). v  ოზონის ფენის ცვალებადობა და მისი შედეგები ოზონის ფენის, ე. ი. დამცავი თვისებების შემცირებას მრავალი საფრთხე მოყვება. 1. იმუნიტეტის დაქვეითება; 2) კანის და თვალის ინფექციური დაავადებები; 3) ფსიქიკური აშლილობა; 4) შემცირდება გოგრისებრთა და ბარდისებრთა ჯიშები; 5) ნიადაგის ნაყოფიერების შემცირება. შეიმჩნევა ურალსა და ციმბირში ოზონის ფენის 40%-ით შემცირება. ცნობილია, რომ ჩრდ. ნახევარსფეროში ახასიათებს სეზონურობა. ოზონის ფენა ნორმალურია გაზაფხულზე, იკლებს შემოდგომა-ზამთარში.

წყლის რესურსების მოხმარება

 

მტკნარი წყლის რესურსები და მისი მოხმარება მისი ძირითადი ნაწილი მყინვარებში (2/3) და მიწისქვეშაა (1/3). ასევე გვხვდება მდინარეები, მარად მზრალობებში, ნიადაგის ტენში, ატმოსფეროს ორთქლში, ჭაობში. იგი აღდგენადი რესურსია. მტკნარი წყლის დეფიციტია ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში (მარაგი არის გამორჩეულად ისლანდიაში, ნორვეგიაში, ფინეთსა და ავსტრალიაში). აზიაში –გამოირჩევა მარაგით ლაოსი, დანარჩენ ქვეყნებში დეფიციტია. აფრიკასა და ამერიკაში – მხოლოდ ეკვატორულ და არქტიკულ სარტყელშია. ავსტრალიასა და ოკეანეთიდან – ახალ ზელანდიაში. მტკნარი წყლების80%სოფლის მეურნეობას ხმარდება. მისი კლება დაკავშირებულია მოსახლეობის ზრდასა და ხარისხის გაუარესებასთან. XX  საუკუნეში ამ ტენდენციამ გლობალური ხასიათი მიიღო. სასმელი წყლით ვაჭრობა მრავალი ქვეყნის შემოსავლის წყარო გახდა. ყოფა-ცხოვრებაში მოხმარებული წყალი რაოდენობით სხვადასხვანაირია. დამოკიდებულია ცხოვრების დონესა და ხარისხზე. მაგ. აფრიკა დღე-ღამეში 1 სულზე 30-70 ლ წყალს მოიხმარს, აღმ. ევროპა 150-200 ლ, მოსკოვში 1 სულზე 650 ლ. ყოფა-ცხოვრებაში – ბინძურდება სარეცხი საშუალებებით, ქიმიური ელემენტებით.   მიწისქვეშა წყლების დაბინძურება მას არიდულ რაიონში უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მას აბინძურებს საყოფაცხოვრებო წყლები. სამრეწველო პროდუქციის ტრანსპორტირებისა და შენახვის ადგილები. დაბინძურება შეიძლება იყოს 1) ბაქტერიული (მიკრობული) და ქიმიური (ნაგავსაყრელებთან, ცხოველთა სადგომებთან, ხელოვნური თხრილების და დანაპრალიანებული ამგები ქანების გავრცელების არეალებში.

მსოფლიო ოკეანე და მასთან დაკავშირებული პრობლემები

  მსოფლიო ოკეანე ყოველწლიურად 2-ჯერ მეტ სითბოს შთანთქავს, ვიდრე ხმელეთი. სითბოს 80% აოთრქლებაზე იხარჯება, რითაც ოკეანე გლობალურ ტენბრუნვაში იღებს მონაწილეობას. გლობალური დათბობა წყლის ბალანსზე აისახება, რომელიც შიდა ზღვების წყლის მატებას იწვევს (შავი, აზოვის, ხმელთაშუა ზღვა – 2 მმ), აქ ზღვის ეროზიული მოქმედების შედეგად სანაპირო 20 მ-ით უკან იწევს, რასაც დასახლებული პუნქტების ევაკუაცია მოსდევს.

მსოფლიო ოკეანის წყლის დაბინძურება მსოფლიო ოკეანე ბინძურდება, განიცდის მიგრაციას როგორც ჰორიზონტალურად ასევე ვერტიკალურად. ფერხდება ჟანგბადის მიწოდება, ქიმიური ნივთიერებები ხვდებიან წყლის ფაუნის კვებით ჯაჭვში, რომელსაც საბოლოოდ ადამიანი გამოიყენებს. დაბინძურების მიზეზები: 1. ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით – დაბინძურება ხდება ნავთობმზიდებიდან, ტანკერებიდან, წყალქვეშა მილებიდან, ავარიების შედეგად. ოკეანის დაბინძურება აისახება გლობალურ დათბობაზეც. განსაკუთრებით დაბინძურებულია –  ატლანტის ოკეანის ტროპიკული და სუბტროპიკული სარტყელის წყლები, სამხრეთ ჩინეთი და ყვითელი ზღვა, სუეცის, პანამის არხები, იაპონიის სანაპირო ზოლი და სხვ. ასევე იმ საზღვაო პორტების აკვატორიები, სადაც ხდება ნავთობმზიდ ტანკერებში ნედლეულის ჩატვირთვა. ჩატვირთვის წინ ტრიუმებიდან ამოიტუმბება ისეთი წყალი, რომელიც გაჯერებულია ნავთობპროდუქტების ნარჩენებით. 2. ქარით და მდინარეებით ოკეანეში ხვდება პესტიციდები (აღმოჩენილია არქტიკის და ანტარქტიდის ფაუნაში, ცხოველთა   ღვიძლში). 3. საყოფაცხოვრებო ნარჩენები. განსაკუთრებით დიდი ქალაქების სანაპიროს ზოლში. 4. რადიოაქტიური დაბინძურება – ატომური იარაღის გამოცდის, აეს-ები და რეაქტორების ნარჩენების ჩაყრით წარმოიქმნება. 5) სითბური დაბინძურება – მაღალურბანიზებული სანაპიროზე – სადაც თბილი წყლები და  ორგანული ნარჩენებია.   6) მყარი ნარჩენებით და ნაგვით (გემებიდან 2 მლნ. ტ) ამგვარად: მსოფლიო ოკეანის დაბინძურების შედეგად ნადგურდება და იწამლება წყლის ორგანიზმები, მცირდება სარეწაო მნიშვნელობების თევზის რაოდენობა, საფრთხე ემუქრება ადამიანის ჯანმრთელობას, ნადგურდება პლაჟები და კურორტები.

მსოფლიო ოკეანის ბიოლოგიური რესურსები და მათი გამოყენების პირობები მსოფლიო ოკეანის ბიოლოგიური რესურსები აღემატება ხმელეთის  ბიოლოგიურ რესურსებს. მათი ძირითადი ნაწილი გვხვდება ეკვატორულ და ტროპიკული სარტყელის შელფურ ზოლში. პოლუსებისკენ მცირდება. კაცობრიობა არაარსებითად მოიხმარს მსოფლიოს რესურსებს. თევზჭერით გამოირჩევა – იაპონია, პერუ, აშშ, ჩინეთი, ნორვეგია, ინდოეთი, ესპანეთი და სხვა. განსაკუთრებით მდიდარია ატლანტის და წყნარი ოკეანის აკვატორია ზომიერ სარტყელში. წყალმცენარეებიდან – უპირველესია ქლორელა (მიკროსკოპული) რომელიც 1 დღე-ღამეში საკუთარ წონასთან შედარებით 3000-ჯერ იზრდება და 200-ჯერ მეტ ჟანგბადს გამოყოფს, ფლორის წარმომადგენლებს შორის უპირველესია ცხიმებისა და ცილების შემცველობით. დაბინძურებული თევზპროდუქტები ხშირად წამლავს ადამიანს. მაგ.: იაპონიაში ადამიანების მოწამვლის 15000 შემთხვევა დაფიქსირდა.

ნიადაგის ფუნქციები და მიწის რესურსების გამოყენების პრობლემები

  ნიადაგი ლითოსფეროს ზედა, ფხვიერი ფენა, რომელიც ყალიბდება ატმოსფერო, ჰიდროსფერო და ბიოსფერო ურთიერთქმედების შედეგად.

ნიადაგწარმომქმნელი ფაქტორები: ჰავა, რელიეფი, დრო. ჰავა – განაპირობებს ნიადაგის წყლის რეჟიმს, რაც გამოწვეულია, ნალექების რაოდენობით, აორთქლებითა და აოთრქლებადობით, ნიადაგწარმომქმნელი პროცესების ინტენსივობას, მცენარეების საკვების შეთვისების უნარს. რელიეფის გავლენა – დაკავშირებულია ადგილის სიმაღლესთან, ექსპოზიციასთან, საქარე ფერდობებთან, დახრილობასთან. ეს ყველაფერი განაპირობებს ნიადაგში სითბოსა და ტენს. დრო – ნიადაგის სრულყოფილი სტრუქტურის ჩამოყალიბებას ათეული ათასობით წელი სჭირდება. საუკუნეებში იცვლებოდა ადგილის ჰავა, რამაც განაპირობა მრავალფეროვანი ნიადაგის ტიპები. ნიადაგწარმოქმნის ფაქტორების გეოგრაფიული განაწილების მიხედვით განიხილავენ პოლარულ, სუბპოლარულ, ზომიერ, სუბტროპიკულ და ტროპიკულ სარტყელს.

ნიადაგის გლობალური ფუნქციები. ნიადაგის გენეტიკურადაა დაკავშირებული გეოგრაფიული გარსის სხვა კომპონენტებთან (რომელ სფეროზე როგორ მოქმედებს? – ჩამოთვლა) და რა ფუნქციებს ასრულებს ნიადაგი – მაგ. შთანთქავს და გამოსცემს სითბოს, კავშირშია ბიოსფეროსთან, წარმოიქმნება ჰუმუსი, შეიცავს ბაქტერიებს, იცავს ლითოსფეროს, დაცვა ეროზიისა და გამოფიტვისაგან. მიწის რესურსების და მისი გამოყენების პრობლემები მისი საშუალებით კაცობრიობა თითქმის მთლიანად (954) იკმაყოფილებს სასურსათო მოთხოვნილებას. ცნობილია, რომ 1 ადამიანის გამოსაკვებად საჭიროა 0,1 ჰა მიწის დამუშავება. 1) მიწის ფართობის ხვედრითი წილი სწრაფად მცირდება 1960 წ. 0,5 ჰა – 1 სულზე, ამჟამად – 0,2 ჰა, მისი უკმარისობა და პრობლემებია არამდგრად და მთიან და მრავალმოსახლიან სახელმწიფოებში. 2) პრობლემა – იცვლება   ნიადაგის სტრუქტურა, მასზე გავლენას ახდენს ანთროპოლოგიური ფაქტორებიც და ბუნებრივიც. განსაკუთრებით მოქმედებს ტექნიკა და აგროწესი, ძოვება, გადაძოვება, ხშირი რწყვა, ქიმიური სასუქები, ცოცხალი სამყაროს განადგურება. გაიზარდა ეროზიის ფაქტორები, რელიეფი შეიცვალა, ასევე მიკროკლიმატი, შენდება დასახლებული პუნქტები, და. ა. შ. და მივდივართ ნიადაგის ნაყოფიერების დაკარგვამდე. ასევე – ინტენსიური სოფლის მეურნეობის გავლენა და ექსტენსიური – სოფლის მეურნეობის გავლენა. ე. ი. თანამედროვე მსოფლიოში ნიადაგის ნაყოფიერების და სტრუქტურის შენარჩუნება გლობალური პრობლემა გახდა.

ნიადაგზე ანთროპოგენური ზემოქმედების ფორმები და მასშტაბები. ნიადაგზე ადამიანის ზემოქმედება რამდენიმე ფორმით ვლინდება: მექანიკური, აგრომელიორაციული, ქიმიური, ცოცხალი სამყაროს განადგურებით, სასოფლო-სამეურნეო ზემოქმედებით. მექანიკური ზემოქმედება – წიაღისეულის მოპოვება, მშენებლობა, საბრძოლო მოქმედებებით.   აგრომელიორაციულიზემოქმედება – რწყვა, ამოშრობა და ა. შ.   ქიმიური ზემოქმედება  – სასუქები, პესტიციდები, მყარი ნარჩენები, სამარხები (რადიაციული, ორგანული ნაგვის), ასევე მნიშვნელოვანია ტყეების განადგურება. გავლენა – ინდუსტრია, ძოვება, სოფლის მეურნეობა, ტყის ჩეხვა, მცენარეთა დეგრადაცია.

ნიადაგის ეროზია და გაუდაბნოება

  ამჟამად, ადამიანის სამეურნეო საქმიანობის შედეგად დეგრადირებულ მიწებთან ერთად იზრდება ეროზიის შედეგად სახეცვლილი და ნაყოფიერებადაკარგული ტერიტორიული ფართობები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წყლისმიერი და ქარისმიერი (დეფლიაცია) ფაქტორები. განსაკუთრებით წყლისმიერი. გამომწვევი ფაქტორები: 1) ბუნებრივი; 2) ანთროპოლოგიური . 1) ბუნებრივი – ფერდობის დახრილობა, რელიეფის დანაწევრება, ნალექების ინტენსივობა და მცენარეული სიხშირე. ეროზიის მასშტაბებით გამოირჩევა არიდული რეგიონები და მთიანი რეგიონები, სტეპისა და ტყესტეპის ბუნებრივი ზონები. აქტიურია გაუდაბნოების პროცესი – ცენტრალურ ამერიკაში, სამხ. აფრიკაში, დას. და სამხ. ცენტრალურ აზიაში მილიონობით ჰა. ხშირად იგი გაუდაბურების პრობლემებს იწვევს. გაუდაბნოების ძირითადი მიზეზები: 1. ნიადაგის ფიზიკური თვისებების გაუარესება; 2) მცენარეების განადგურება; 3) გრუნტის წყლებში მარილების რაოდენობის ზრდა; 4) ეკოსისტემების თვითაღდგენის უნარის შემცირება, გაუდაბნოებას ცივილურმა სამყარომ “ლანდშაფტის სიკვდილი“ უწოდა – მსოფლიოში 400 მლნ ჰა. საჰარის სამხრეთით გაუდაბნოება იზრდება 6 კმ/წელი სიჩქარით. ადამიანი თავისი სამეურნეო საქმიანობით პროვოცირებას უკეთებს ისეთ ბუნებრივ პროცესებს, რაც არღევს ეკოლოგიურ წონასწორობას, იწვევს შეუქცევად ეკოლოგიურ პროცესებს და ტერიტორიის ჯერ გაუდაბნოებას, შემდეგ კი გაუდაბურებას.

ბიოსფეროს გეოგრაფიული თავისებურებანი. ბიომრავალფეროვნება

  ამჟამად ცნობილია მცენარეთა 500 ათასი და ცხოველთა 1,5 მლნ სახეობა (ძირითადი ნაწილი მწერებია). ბიოსფერო არის გეოგრაფიული გარსის უმნიშვნელოვანესი ნაწილი. იგი აქტიურად მოქმედებს არა მარტო საზოგადოების, არამედ გეოგრაფიული გარსის სხვა ელემენტების განვითარებასა და ტრანსფორმაციაზე.

მსოფლიოს ბიომრავალფეროვნება ბუნებრივ ზონებს შორის მრავალფეროვნებით გამოირჩევა ეკვატორულ ტენიანი ტყის ზონა. ბიომრავალფეროვნება არის სახეობათა ერთობლიობა ყოველ 10 000 კმ2-ზე ენდემების და რელიქტების ჩათვლით. I ადგილზე  ბიომრავალფეროვნებით – კოლუმბია, ბრაზილია, ეკვადორი, ინდონეზია, კოსტა-რიკა.   უმაღლესი მცენარეებით გამოირჩევა – ბრაზილია, კოლუმბია, ჩინეთი, ინდონეზია. ძუძუმწოვრების საერთო რაოდენობით – მექსიკა, ინდონეზია, აშშ, კონგო, ბრაზილია, კენია. ფრინველთა სამყაროთი – კოლუმბია, პერუ, ინდონეზია, ბრაზილია, ეკვადორი. ენდემიზმით– ავსტრალია, ახ. ზელანდია, მადაგასკარი, ინდონეზია, ფიჯი, კუბა. სახეობრივი მრავალფეროვნება საერთო რაოდენობით – ლათინური ამერიკის ეკვატორი და ტროპიკული სარტყლის ქვეყნები, სიმცირით – ტუნდრა, ტყეტუნდრა, უდაბნო. ეკოსისტემებს შორის – ტროპიკული ტყე, მას პლანეტის 8% უჭირავს, თავმოყრილია სახეობების საერთო რაოდენობის 90%. ეკორეგიონი – დედამიწაზე ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული, გლობალური მნიშვნელობის რეგიონი. მისი რიცხვი 200-მდეა. მათ შორის 25 “ცხელი რეგიონია“ – “კრიტიკული“, მათ შორის კავკასიაც. მათი დაცვით მსოფლიოს მრავალფეროვნება გადარჩება. გადაშენება – 180 სახეობის ძუძუმწოვრები (ბოლო 2 საუკუნეში) და ფრინველი გადაშენების პირასაა – საერთო რაოდენობის მეათედი. სულ უფრო აქტიური ხდება მცენარეების და ცხოველების გამოყენება წამლებში. 25 სამკურნალო მედიკამენტიდან, რომელიც ძალიან საჭიროა ნახევარი მცენარეებისაგან მზადდება. მათი გაყიდვის საერთო მოცულობა 100 მილიარდ დოლარს აღემატება. ტყის ჩეხვას განსაკუთრებით უარყოფითი შედეგები მოსდევს მთიან რეგიონში დიდი დახრილობის ფერდობებზე.

  1. აქტიურდება გეოდინამიკური პროცესები (ზვავი, მეწყერი, ღვარცოფი)
  2. მოსახლეობა რჩება სათბობის, სამშენებლო, ტყის ნობათის, სამკურნალო და სხვ. გარეშე
  3. შრება წყაროები
  4. იზრდება ზედაპირული ჩამონადენი, აორთქლება
  5. იცვლება ბუნებრივი გარემო, ცხოველური, მცენარეული სამყარო, ნიადაგი
  6. იწყება ცხოველთა მასიური მიგრაცია.

არიდული         რეგიონები – განიცდის დეგრადაციას. ხდება გაუდაბნოება. წყალ-ჭაობიანი ტერიტორიები – გარდა ადგილობრივი სახეობებისა, აქ თავს იყრიან გადამფრენი ფრინველების გუნდები. ამ ტერიტორიების აქტიურად ათვისება ხდება, რასაც ცუდი ეკოლოგიური შედეგები მოსდევს. ბიომრავალფეროვნების         შემცირებაზე  მოქმედებს: ასევე 1. ტყის გაჩეხვა; 2. ქალაქების შენება; 3. ეკოლოგიური სიბინძურე (გამონაბოლქვი და ა. შ.); 3. ახალი სახეობების ჩასახლება; 4. ძველი სახეობების შეუგუებლობა ახალთან (ინტროდუქცია); ამის გამო 5. მონოკულტურული გარემოს შექმნა; 6. საკვანძო სახეობების განადგურება, რომელიც მთლიანად ეკოსისტემაზე აისახება და იწვევს “ნგრევას“; 7. არარაციონალური ბუნებათსარგებლობა.

 

 

ტყის რესურსების გამოყენება და მასთან დაკავშირებული პრობლემები

  ტყის მნიშვნელობა გადამწყვეტ როლს ასრულებს. 1. ჰიდროლოგიურ რეჟიმში; 2. ეროზიულ პროცესებში; 3. სინოტივე; 4. მოსავლიანობა; 5. ქარსაფარი; 6. სანიტარულ-ჰიგიენური; 7. ნიადაგდაცვითი; 8. წყაროები; 9. ესთეტიკური; 10. რეკრეაციული; 11. საექსპლუატაციო; 12. რესურსი; 13. საავტომობილო მაგისტრალების დაცვითი.

ანთროპოგენური ზემოქმედების ფორმები და მასშტაბები ყველაზე მეტად ადამიანის ზემოქმედებით შემცირდება ფართოფოთლოვანი, შერეული, ხმელთაშუაზღვისპირა, სუბტროპიკი, მუსონური ტყეები. ასევე ტროპიკული ტენიანი ტყე. ტყის მტერი – ხანძარი, წყალსაცავების მშენებლობა, ჰაერის დაბინძურება ქიმიური ნივთიერებით, მავნებლები, გადაძოვება (ზედა მთის ტყეებში), საახალწლო ნაგვის ჭრა, ტურისტების მიერ დაბინძურება, და ა. შ. ექსპლუატაცია.

 

ბუნებრივი კატასტროფები

  ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს: მიწისძვრები, ვულკანები, წყალდიდობა,  ცუნამი. სამახსოვრო: ვულკანების მოქმედებას მარტო კატასტროფა არ მოაქვს. მათი მოქმედების შედეგია დედამიწაზე ლითონური, ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვების საბადოები, თერმული წყლები, გეიზერები.

ტექნოგენური კატასტროფები

  1) განსაკუთრებით საშიშია აეს-ებზე მომხდარი ავარიები (ჩერნობილი, ფუკუსიმა). 2) ტანკერებზე (ნავთობმზიდებზე) მომხდარი ავარიები. მაგ. 1978 წ. ატლანტის ოკეანეში საფრანგეთთან “ამოკო კადისი“. 230 ათასი ტონა ჩაიღვარა 2 ათას კვ. კმ-ზე. 3) ნავთობის ჩაღვრა ხმელეთზე (სპარსეთის ყურე, ციმბირი); 4) ქიმიური ნივთიერებები და შხამქიმიკატების დიდი რაოდენობით გამოფრქვევა. 1984 წ. ინდოეთში დაიღუპა მყისიერად 3000, დაზიანდა 1,5 მლნ ინდოელი; 5) მჟავური წვიმები – ინდუსტრიული რეგიონებისთვის დამახასიათებელი. ზიანი გარემოს. ცუნამი – ბუნებრივი კატასტროფებიდან : .1 ცუნამის შედეგად: 1) ხმელეთზე გამოდის ზღვის ფსკერის ნალექი და სილა 2) იცვლება წყლის ტემპერატურა, რასაც მოსდევს კლიმატური ანომალიები 3) წყალში ფენობრივად გადაადგილდება ცოცხალი სამყარო 4) წარმოიქმნება თანამდევი ტალღები, რასაც ხშირად კატასტროფული ხასიათი აქვს.

 

VIII თავი. გლობალური პრობლემები: მომავლის პერსპექტივები

 

კაცობრიობის მომავლის განსაზღვრის მიზნით ჩამოყალიბდა ახალი დისციპლინათშორისი სამეცნიერო მიმართულება (ფუტუროლოგია) გლობალური პროგნოზირება. რომელიც არსებული ტენდენციების საფუძველზე ცდილობს წარმოაჩინოს მომავლის სურათი. განსაკუთრებით ფასეულია ე. წ. “რომის კლუბში“ გაერთიანებულ მეცნიერთა ნაშრომები. მოკლედ, ისმის კითხვა: ელის თუ არა ჩვენ პლანეტას კატასტროფა? იქნება თუ არა დედამიწაზე სიცოცხლე? არსებობს ორი მიმართულება – პესიმისტური და ოპტიმისტური. მკვლევართა უმრავლესობა შორს დგას ორი უკიდურესობიდან და მიაჩნია, რომ საფრთხე ნამდვილად არის, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე რამდენად სწორად, ერთიანი ძალისხმევით და დასაბუთებულ ღონისძიებებს გაატარებს მსოფლიო პრობლემის გადასაჭრელად. მსოფლიოს საფრთხეები: 1. ელ. დათბობა; 2. მიწის დეგრადაცია; 3. ხმელეთის წყლების და ოკეანეების დაბინძურება; 4) ტყეების განადგურება; 5) ეკოლოგიური წონასწორობის დარღვევა (სტიქიური კატასტროფები და უბედურებები); 6) სამრეწველო საწარმოების და ავტომობილების ზრდა; 7. ოზონის ფენის რღვევა.

 

 

 

 

მე10 კლასის მასალა

საერთაშორისო ეკონომიკური კავშირების გეოგრაფია

 თანამედროვე საერთაშორისო-ეკონომიკური ურთიერთობის ზოგადი ნიშნები  

ექსპორტი ( გატანა,)-ქვეყანში წარმოებული ჰ იმპორტი შემოტანა.

თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია: 1. ეროვნული ეკონომიკის გახსნილობა; 2. ქვეყნებს შორის ეკონომიკის კავშირების მუდმივი ზრდა. დღეს მსოფლიოში იშვიათია ეკონომიკურ იზოლაციაში მყოფი ქვეყანა, უმრავლესობის ეკონომიკა საერთაშორისო ბაზრის გავლენას განიცდის. კონტინენტებს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებლით 1 სულზე ლიდერობს (1 ს. – 8 000 $). მას ორჯერ ჩამორჩება ჩრდ. ამერიკა და ავსტრალია და ოკეანეთი; 15-ჯერ აზია და ლათ. ამერიკა.   ექსპორტის მოცულობით  – გამოირჩევიან ლუქსემბურგი, ბელგია, ნიდერლანდები, შვეიცარია და გერმანია. მაღალი კვოტით – სინგაპური (75%) ირლანდია, ბელგია, ნიდერლანდები, მალაიზია. იაპონიაში ექსპორტის კვოტა 13%. აშშ – 8 (დაბალია).   იზრდება განვითარებადი სამყაროს როლი. ადრე თუ ისინი მხოლოდ ნედლეულის ექსპორტიორებად ითვლებოდნენ, დღეს ბევრი მათგანი დამუშავებითი მრეწველობის (მანქანათმშენებლობის, მეტალურგიის, ქიმიური მრეწველობის) მწარმოებლად და ექსპორტიორად გვევლინებიან. მაგრამ მაინც განვითარებადი ქვეყნების უმრავლესობა ნედლეულის წყაროდ რჩება განვითარებული ქვეყნებისთვის, რაც ამწვავებს ურთიერთობებს. გაეროს მიერ მიღებულ იქნა ახალი საერთაშორისო ეკონომიკური წესრიგი, რომელიც ითვალისწინებს დეკლარაციას, სამოქმედო პროგრამას, სახელმწიფოთა ეკონომიკური უფლებებისა და მოვალეობების დადგენას. ქარტიის ინიციატორები განვითარებადი ქვეყნები იყვნენ. ეს დოკუმენტები ითვალისწინებდნენ – 1) ბუნებრივ რესურსებზე და სამეურნეო საქმიანობაზე სრული ეროვნული სუვერენიტეტის დამყარებას; 2) საერთაშორისო ვაჭრობის პირობების გადასინჯვას; 3) ნედლეულზე რეალური ფასების დაწესებას; 4) “ჩრდილოეთსა და სამხრეთს“ შორის ტექნოლოგიური უთანაბრობის შემცირებას; 5) ვალების გადავადებას; 6) საერთაშორისო მონოპოლიებზე კონტროლს თანამედროვე საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებს განსაზღვრავს თავისუფალი ეკონომიკური ზონების (თეზ) არსებობა. ეს არის ქვეყანაში მოხერხებული ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდგომარეობით გამორჩეული ტერიტორია, სადაც მოქმედებს განსაკუთრებული სამართლებრივი და ორგანიზაციული ნორმები:

  1. დაშვებულია საქონლის უბაჟოდ ან შეღავათით გატანა-შემოტანა;
  2. განსხვავებული სავალუტო-საფინანსო  ურთიერთობები;
  3. უცხოური (მსოფლიოს) კაპიტალის მოსაზიდად ხელსაყრელი გარემოს შექმნა.

თეზ-ები იქმნება ძირითადად ნავსადგურებთან, სატრანსპორტო კვანძებთან, საერთაშორისო აეროპორტებთან, მას შეიძლება სხვადასხვა პროფილი ჰქონდეს, მაგრამ ყველა მათგანი წარმატებულად ვერ ჩაითვლება. მსოფლიოში 1000-მდე თეზ-ია.

v   საერთაშორისო ვაჭრობა სამი მთავარი მაჩვენებლით განისაზღვრება: 1) ბრუნვა, 2) სასაქონლო სტრუქტურა და 3) გეოგრაფიული განაწილება.   1) ბრუნვა 1960 – იყო 263 მლრდ, XXI  ს-ში 10 ტრილიონი – ე. ი. გაიზარდა ამასთან ვაჭრობის მოცულობის ზრდის ტემპები, აღემატება წარმოების ზრდისას.     2) სასაქონლო სტრუქტურა – ნედლეულის და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ხვედრითი წილი მცირდება, მზა პროდუქტის იზრდება.   3) ვაჭრობის გეოგრაფია – დიდი უპირატესობით ლიდერობს ევროპა – მსოფლიოს 52%, აზიის – 21%, ჩრდ. ამერიკის 15%, ლათ. ამერ. და დსთ – 4,4%. საგარეო სავაჭრო ბრუნვით: I ადგილზე მსოფლიოში – გერმანია, რომელიც ბევრად აღემატება იმპორტს. იმპორტი (შემოტანა) მეტია ექსპორტზე –  I დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთში II ადგილზე საგარეო საქონელბრუნვით – აშშ-ში, III – იაპონია. გაიზარდა – ახალი ინდუსტრიული ქვეყნების წილი, ასევე ჩინეთის, სპარსეთის ყურის, რუსეთი – ძირითადად ნედლეულის ექსპორტიორია (ნავთობი, აირი, ხე-ტყე, შავი და ფერადი ლითონები). ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორები – აშშ-კანადა, გერმანია-საფრანგეთი, გერმანია-ნიდერლანდები, აშშ-მექსიკა. v  საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სხვა ფორმები: საერთაშორისო საფინანსო საკრედიტო ურთიერთობები კაპიტალის გატანის ორი ძირითადი ფორმა არსებობს: ა) საერთაშორისო სესხები და კრედიტები, სადაც ფულის გაცემები მაღალგანვითარებული ქვეყნების და ნავთობის იმპორტიორები არიან. ბ) პირდაპირი კაპიტალდაბანდებები – როცა ტნკ-ბი და მდიდარი სახელმწიფოები აბანდებენ კაპიტალს, დებენ ინვესტიციებს. ასე იქმნება ე. წ. მეორე ეკონომიკა, რომელსაც ხშირ შემთხვევაში გაცილებით დიდი მოგება მოაქვს (სხვაგან აგებენ ქარხნებს). ამჟამად ყველაზე მომგებიანია კაპიტალის დაბანდება დამუშავებით მრეწველობაში (განსაკუთრებით მეცნიერებატევად დარგებში) და მომსახურების სფეროში. თანამედროვე მსოფლიოში 3 მთავარი საფინანსო-საკრედიტო ცენტრი ჩამოყალიბდა: 1. აშშ; 2) დასავლეთ ევროპა და 3) იაპონია აშშ – დიდი ხნის მანძილზე იყო კაპიტალის მთავარი ექსპორტიორი, განსაკუთრებით “მეორე ეკონომიკის“ (ტნკ) ამერიკული კაპიტალის გატანა ძირითადად ევროპაში ხდება. ვითარება შეიცვალა: დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ გაუთანაბრა კაპიტალი გატანით აშშ-ს. იაპონიამ გაუსწრო აშშ-ს.

განვითარებად ქვეყნებში – კაპიტალის ექსპორტით 2 რეგიონი გამოირჩევა: 1. სპარსეთის ყურის; 2. ახალი ინდუსტრიული ქვეყნები (აზიაში).

საერთაშორისო საწარმოო თანამშრომლობა: ვლინდება  1) წარმოების საერთაშორისო სპეციალიზაციით 2) კოოპერირებაში. 1) მაგალითად სხვადასხვა ქვეყნები უშვებენ მანქანის სხვადასხვა დეტალებს 2) ეს ყველა დეტალი იწყობა ერთ სათავო საწარმოში. 3) თანამშრომლობა კაპიტალურ მშენებლობაში (მაგ. გზების, სამრეწველო ობიექტების და ა. შ.). მშენებლობა ერთ ქვეყანაში სხვა ქვეყნების დახმარებით. 4) ერთობლივი საწარმოები. ერთ-ერთი ყველაზე ახალი ზრდადი  ფორმა – სამეცნიერო-ტექნიკური კავშირები. ძირითადად ვლინდება სამეცნიერო ტექნიკური. ცოდნის გაცვლაში ან ყიდვა-გაყიდვაში, აგრეთვე ერთობლივი კვლევებისა და პროექტების შემუშავებასა და განხორციელებაში. სამეცნიერო – ტექნიკური  კავშირების ყველაზე გავრცელებული ფორმებია: ლიცენზიები. პატენტები და ნოუჰაუ (ანუ ე. წ. ტექნიკური გამოცდილებით) ვაჭრობა. წამყვან ადგილზე აშშ. ადრე იაპონია   ყიდვებით (პატენტებით) პირველ ადგილზე იყო. ახლა თვითონ ყიდის. საერთაშორისო მომსახურეობის ფორმებია: – სატრანსპორტო (განსაკუთრებით – საზღვაო), საბანკო, საინფორმაციო, სარეკლამო. სხვა ფორმები: საერთაშორისო კულტურული, სპორტული, საერთაშორისო ტურიზმი და ა. შ.

საერთაშორისო ტურიზმი

turizm1fffffffffff

  ტურიზმის სახეები: რეკრეაციული (გამაჯანსაღებელი), შემეცნებითი, საქმიანი ანუ ბიზნეს-ტურიზმი, სამეცნიერო, შოპ-ტურიზმი, სპორტული, რელიგიური (პილიგრიმები), ღვინის, ეკო და ა. შ. არჩევენ უცხოურ ტურიზმს (უცხოელი ტურისტების ჩამოსვლა ამა თუ იმ ქვეყანაში) და საზღვარგარეთულ ტურიზმს (მოცემული ქვეყნიდან ტურისტების წასვლა სხვა ქვეყანაში) ტურისტების საერთო რაოდენობა 25000000 – 1950 წ.; 1 მლრდ – 2010 წ. მათგან შემოსავალი 900 მილიარდი დოლარი.

საერთაშორისო ტურიზმის ზოგადი გეოგრაფიული სურათი: ყველაზე მეტი ტურისტს იზიდავს ევროპა 65% – მათი უმეტესობა ევროპელია. ამერიკის და აზიის ხვედრითი წილი (12-13%). ლათინ. ამერიკაში ჩადის 5%. აფრიკაში 2,5%, ავსტრალიისა  და ოკეანეთის – 1,5%. ჩასულ ტურისტთა რაოდენობით – I ადგილზეა საფრანგეთი – 76,8 მლნ; აშშ – 59,7 მლნ;     იტალია 43,6 მლნ;     გერმანია 22 მლნ. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის  მიხედვით – ყველაზე მეტი შემოსავალი აქვს: აშშ – 103 მლრდ; ესპანეთი – 52 მლრდ; საფრანგეთი – 46 მლრდ; ესპანეთში უფრო მეტია რადგან აქ დასასვენებლად ჩადიან და დიდი დროით.   მსოფლიო ქალაქების მიხედვით – I ადგილზეა პარიზი და ლონდონი – 15,4 მლნ და 14,6 მლნ. ნიუ-იორკი, ანტალია, სინგაპური, კუალა-ლუმპური, ჰონკონგი, დუბაია, ბანგკოკი და სტამბული. საზღვარგარეთ წასულ ტურისტთა რაოდენობით I ადგილზეა – გერმანელები, I ადგილზე არიან ასევე დახარჯული თანხის რაოდენობით, შემდეგ აშშ, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იაპონია.   ეროვნულ შემოსავალში ტურიზმის ხვედრითი წილი – საფრანგეთი 7%; შვეიცარია 11%; ესპანეთი 22%; ბაჰამის კუნძულები – 80%. v  ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების ტერიტორიული განაწილება ტურისტულ-რეკრეაციული რესურსები განსაზღვრავენ ქვეყნის განვითარების დონესა და ხასიათს. განასხვავებენ ბუნებრივ-რეკრეაციულ, კულტურულ-შემეცნებით რესურსებს. ბევრ განვითარებულ ქვეყანაში ტურიზმის რეკრეაციული და შემეცნებითი ხასიათი ერთმანეთს ავსებს და მრავალმხრივია. ხშირად რამდენიმე ტიპის ტურისტული რესურსის შეხამება ხდება (მაგ. სამთო-სათხილამურო, შემეცნებითი, რეკრეაციული, შოპ. ტურიზმი). ხშირია რეკრეაციული + რელიგიური ტურიზმი.

ეკონომიკური განვითარების და ცხოვრების დონის გეოგრაფიული სურათი

 ერთობლივი შიდა პროდუქტი და ერთიანი ეროვნული პროდუქტი არის ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრების დონის მაჩვენებელი. ეშპ (მშპ) არის სახელმწიფო საწარმოების, ასევე კერძო ფირების მიერ შექმნილი პროდუქცია + მომსახურების სფეროს ჯამური ღირებულება – ოღონდ ქვეყნის შიგნით (მხოლოდ ეროვნული ეკონომიკის მიერ შექმნილი) ეეპ (მეპ) არის იგივე წესი, მხოლოდ აქ იგულისხმება როგორც ქვეყნის შიგნით,  ასევე ქვეყნის გარეთ (უცხოური ინვესტიციებითაც შექმნილი). სხვანაირი განმარტება – ქვეყნის შიგნით და გარეთ, მატერიალური და არამატერიალური მეურნეობის დარგების ჯამური ღირებულება არის მთლიანი ეროვნული პროდუქტი (ანუ ეეპ) ეეპ და ეშპ  იზომება  მთლიანადაც და 1 სულ მოსახლეზეც. იგი წარმოდგენას გვიქმნის მოსახლეობის და ქვეყნის კეთილდღეობაზეც. ეეპ : მოსახლეობის რაოდენობა = 1 სულზე ეეპ. ნომინალური ღირებულება გამოსახული მყარ ვალუტაში.

ეეპ- ნომინალური ღირებულება და მყიდველობითი უნარის პარიტეტი.   ნომინალური ღირებულება (ეეპ-სი)  გამოსახულია ციფრებში. ვალუტაში $-ში; მთლიან მსოფლიოში 63 ტრილ. $. აქედან 22% – 1/4,5 ტრილიონი – 1შშ-ზე მოდის. I – აშშ; II – ჩინეთი (5,8 ტრილ); III – იაპონია (565 ტრილ), შემდეგ გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ბრაზილია, იტალია, ინდოეთი, კანადა.   რადგან ბევრ ქვეყანაში დოლარის მსყიდველობითი უნარი განსხვავებულია, არსებობს იაფი და ძვირი ქვეყნები. ამიტომ ეშპ გამოსახატავად უკეთესია გამოვიყენოთ მყიდველობითი უნარი, რომელიც უკეთ გამოხატავს ეეპ-ს სიდიდეს. ეეპ-ს მყიდველობითი უნარით მსოფლიოში ეშპ – 74 ტრილიონი $ – აშშ, ჩინეთი, იაპონია, ინდოეთი, გერმანია, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, ბრაზილია, საფრანგეთი და იტალია. განსხვავდება ეშპ-ს ნომინალური და მყიდველობითი მაჩვენებლები. განსაკუთრებით მოსახლეობის 1 სულ მოსახლეზე გაანგარიშებით. მაგ. წლიური ნომინალური 1 სულზე 2010 წ. = 9,8 ათას (მსოფლიოში) საშუალოდ, ხლო მყიდველობითი უნარის პარიტეტი 10,9 ათასი $ 1 სულზე. ზოგჯერ ეეპ-ს განსაზღვრავენ საათობრივად (და არა 1 სულ მოსახლეზე). თუ რა ღირებულების პროდუქცია იქმნება ამა თუ იმ ქვეყანაში საშუალოდ 1 სთ-ში (ეს ფაქტობრივად შრომის პროდუქტიულობის მაჩვენებელია), თუ ამის მიხედვით დავალაგებთ ქვეყნებს: 1. ნორვეგია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, აშშ და ბელშია. მხოლოდ   ეშპ–ს მონაცემებით ვერ გაიგებ ქვეყნის ცხოვრების ეკონომიკური განვითარების სრულ სურათს. მაგ. არაბულ ქვეყნებში ეშპ მაღალია, მაგრამ მათ მაღალგანვითარებულ ქვეყნებად ვერ ჩავთვლით, რადგან ეშპ-ს უდიდესი ნაწილი ნავთობიდანაა მიღებული. 2010 წლისთვის ეშპ-ს მოცულობიდან მსოფლიოში, სოფლის მეურნეობის წილად მოდიოდა 6%, მრეწველობაზე 30,9%, ხოლო მომსახურეობაზე 63,1%. აქედან აშშ, გერმანია, დიდი ბრიტანეთი – სოფლის მეურნეობის წილი 1%. საფრანგეთი და იტალია – 2%. ყველა განვითარებულ ქვეყანაში პრაქტიკულად 5%-ზე ნაკლებია. შედარებით მაღალია – 10% – ჩინეთში, ინდოეთში, ინდონეზიაში, თურქეთში, ირანში. მომსახურების ხვ. წილი – საფრანგეთი 75,5%; დიდი ბრიტანეთი 77,5%; აშშ – 76,8%.

ჯინის კოეფიციენტი როდესაც სახელმწიფო ზოგად ეკონ. მდგომარეობაზე ვლაპარაკობთ, განსაკუთრებით ეშპ – 1 სულზე, ეს მაჩვენებელი გაშუალებულია. სინამდვილეში სიმდიდრის უდიდეს ნაწილი ბევრგან მცირე მოსახლეობის ხელშია, ხოლო საშუალო და ღარიბ ფენებს ნაკლები აქვთ შემოსავალი. ამიტომ: სიმდიდრის უთანაბრო განაწილებას გამოხატავს ჯინის კოეფიციენტი, რომელიც შეიძლება იცვლებოდეს 0-დან (რაც აბსოლუტურად თანაბარ განაწილებას ნიშნავს) 100-მდე (სრული უთანაბრობა). ყველაზე დაბალი ჯინის კოეფიციენტი შვედეთშია (23) – რაც იმის მაჩვენებელია, სიმდიდრე ამ ქვეყანაში ყველაზე თანაბრად ნაწილდება, შემდეგ – შვედეთი, ფინეთი, ისლანდია, დანია და გერმანია.   რაც შეეხება ყველაზე მაღალ ხელფასს – I – აშშ – 52 ათასი წლიურად, შემდეგ ლუქსემბურგი, შვეიცარია, ირლანდია, ნორვეგია, ნიდერლანდები (51 ათასიდან 45 ათასამდე წლიური).

ჰუმანური განვითარების  ინდექსი ეშპ-ს მაჩვენებელი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასა და მატერიალურ კეთილდღეობაზე გვიქმნის წარმოდგენას. მაგრამ მოსახლეობის ცხოვრების დონეზე სხვა პარამეტრებსაც მოიცავს (მაგ. კულტურული, ეკოლოგიური, ჯანდაცვა,   განათლება, კრიმინალი).   მოსახლეობის ცხოვრების დონის განსაზღვრისათვის გამოიყენება ჰუმანური (ადამიანური) განვითარების ინდექსი, რომელიც 3 პარამეტრისაგან (ინდიკატორისაგან) შედგება:   1 . ეშპ – 1 სულზე. 2. მოსახლეობის განათლების დონე. 3. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა. ამასთან მნიშვნელოვანია სამივე მაჩვენებლის სიმაღლე. პგი – 0-დან 1-მდე მერყეობს.   მიღებულია მისი დაყოფა 4 დონედ.

1. ძალიან მაღალი 0,800-ზე მეტი. 2. მაღალი (0,700-0,800). 3. საშუალო (0,500). 4) დაბალი ((0,500-ზე ნაკლები).   “ჰგი“-ით ლიდერები: ნორვეგია – 0,943; ავსტრალია  – 0,929; ნიდერლანდები – 0,911; აშშ – 0,910; ახალი ზელანდია და კანადა – 0,908. საქართველოში პგი – განათლების დონით მსოფლიოს ოცეულშია მაღალია, სიცოცხლის საშ. ხანგრძლივობა. ეშპ-თი ასეულშიც ვერ ხვდება – და ამის გამო პგი-თ საქართველო 74-75 ადგილს იყოფს ბოსნია-ჰერცოგოვინასთან ერთად (0,733) – იგი საგრძნობლად უსწრებს აზერბაიჯანს (0,700 – 91-ე ადგილი) და სომხეთს, მიუხედავად იმისა, რომ ეშპ-თი ორჯერ ჩამორჩება აზერბაიჯანს.   ქვეყნების უთანაბრო განვითარებას – ჯინის კოეფიციენტის გარდა გამოხატავს ეშპ 1 სულზე (რამდენად აღემატება) ეშპ-ს 1 სულზე.

ერთი ქვეყნის

მაჩვენებელი

 

მეორე ქვეყნის

მაჩვენებელი

ე. ი. ერთი ქვ.ეშპ : მეორე ქვ.ეშპ-ზე.

მაშ. ეშპ 1 სულზე (ჩრდ.კორეაში)

ეშპ – 1 სულზე (სამხრ. კორეაში)= 15-ჯერ აღემატება სამხ. კორეა ორ მოსაზღვრე ქვეყანას შორის 1 სულზე ეშპ-ს შეფარდება ერთმანეთთან, რაც გვიჩვენებს, რამდენად აღემატება ერთი ქვეყნის ეშპ 1 სულზე მისი მეზობელი ქვეყნის ანალოგიურ მაჩვენებელს. მაგ. ბოცვანაში 33-ჯერ აღემატება მეზობელ ზიმბაბვეს. ჩრდ. კორეა 15-ჯერ ჩამორჩება სამხრ. კორეას. ნორვეგია-რუსეთი – 3,9-ჯერ.

 

 

მოსახლეობა

  მოსახლეობის სტრუქტურა ტერმინები საინტერესოა: განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს მნიშვნელოვნად განასხვავებენ შრომითი რესურსის ხარისხის მიხედვით, რაც შრ. რესურსის პროფესიული სტრუქტურითა და მათი განათლების დონით გამოიხატება. მიგრაციები.

.v  მიგრაციების ფორმები, სახეები, მიზეზები.   v  საერთაშორისო მიგრაციების ზოგადი ისტორიული სურათი ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე ხდებოდა მიგრაციები:

  1. ადრეულ ეტაპზე – საძოვრებისთვის, მომთაბარე ტომები, ბინადარ ცხოვრებაზე გადასვლა.
  2. ამერიკის აღმოჩენა
  3. კაპიტალიზმის გამარჯვება ანუ ბატონ-ყმობის გაუქმება – მოსახლეობა დაიძრა აშშ-ს, კანადის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიისაკენ.
  4. XIX ს-ის მეორე ნახევრიდან ევროპისკენ
  5. XX ს. ინდოეთიდან და ჩინეთიდან მასობრივი გასვლა მსოფლიოსაკენ.
  6. “ტვინების გადინება“
  7. XX ს. რუსეთიდან კომუნისტური დიქტატურის შემდეგ
  8. პირველი, მეორე მსოფლიო ომების შემდეგ
  9. გამომრჩა “ჯვაროსნული ომები“

თანამედროვე საერთაშორისო მიგრაციები თანამედროვე მიგრაციები მკვეთრად განსხვავდება სხვა ეპოქებისაგან.   ინტენსიური მიგრაციები: 1) II მსოფლიო ომის შემდეგ, გერმანელების შეკრება გერმანიის ახალ საზღვრებში. 2) აღმ. ევროპაში კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ ხალხის წასვლა ემიგრაციაში. 3) ებრაელების “ალია“ ახლადშექმნილ ისრაელის სახელმწიფოში. 4) ინდოეთიდან პაკისტანის გამოყოფის შემდეგ მუსლიმების და ინდუისტების გადასვლა-გადმოსვლა. 5) ევროპელების მიგრაცია ყოფილი კოლონიებიდან ტროპიკებში. 6) 50-იანი წლებიდან – სოციალურ-ეკონომიკური მიგრაციები.   გამოიკვეთა მიგრანტთა მიზიდვის  3 მთავარი ცენტრი: 1) დას. ევროპა; 2) ჩრდ. ამერიკა; 3) სპარსეთის უბის ნავთობმომპოვებელი არაბული ქვეყნები. 1) დას. ევროპა – 50-60-იან წლებში იმიგრაციის ქვეყნები იყვნენ: გერმანია, საფრანგეთი, შვეიცარია, ბენილუქსი, დიდი ბრიტანეთი. ხალხი ჩადიოდა სამხ. ევროპიდან. მოგვიანებით გაძლიერდა სამხ. ევროპა და თვითონ გახდა იმიგრაციის ქვეყნები (სოც. ქვეყნები, აფრიკიდან, სამხ. სამხ.-აღმ. აზიიდან). 2) აშშ – ძირითადად მოსახლეობა იზრდება მექანიკური მოძრაობის ხარჯზე (წელიწადში მლნ) ადრე ჩადიოდნენ ევროპიდან, მერე აზიიდან, ამჟამად ლათინ. ამერიკიდან და სოც. ქვეყნებიდან. 3) სპარსეთის ყურის ქვეყნებში ჩადიან ძირითადად არაბული ქვეყნებიდან.

“ტვინების გადინება“ მაღალკვალიფიციური კადრების და მეცნიერების გადასვლა სხვა ქვეყნებში სამუშაოდ  და საცხოვრებლად..  მიგრაციის ქვეყნებია ასევე ახალი ზელანდია, ავსტრალია, სარ-ი, ისრაელი (მუდმივად საცხოვრებლად ჩადიან). მიგრაციებს მოყვება – ქსენოფობია, რასიზმი, კრიმინალიზმი და ა. შ.

 

მოსახლეობის ტერიტორიული განაგება. განსახლების ფორმები

 მოსახლეობის არათანაბარი განლაგების მიზეზები.   1) მოსახლეობის სიმჭიდროვე (გამომწვევი ფაქტორები: ბუნებრივ-გეოგრაფიული, ისტორიულ-ეკონომიკური, დემოგრაფიული) ვერტიკალური ზონალობაც.

მოსახლეობის განლაგების ძირითადი თავისებურებანი მოსახლეობის განაგება უთანაბროა ნახევარსფეროებშიც: აღმოსავლეთ ნახევარსფეროში – 80%; დას. – 20%; ჩრდ. ნახევარსფ. – 90%;  სამხრ. – 10%. ქვეყნის ნაწილების მიხედვით – აზიაში – მსოფლ. მოსახლეობის 60%. თუმცა სიმჭიდროვით ჩამორჩება ევროპას. ვერტიკალური ზონალობის მიხედვით – ანდებში და ტიბეტში დასახლებულია 5000 მ-ზე მკვდარი ზღვის სოფლები – 400 მ-ზე. მსოფლ. მოსახლ. 0,5% (ნახევარი) ზღვის ან ოკეანის სანაპიროდან 200 კმ-ის დაშორებით ცხოვრობს. v  მოსახლეობის სიმჭიდროვე 1) ყველაზე დიდი და მჭიდროდ დასახლებული რეგიონია: აღმოსავლეთ, სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია. აქ საშ. სიმჭიდროვე 250 კაცი 1 კმ2-ზე. ზოგან 1000 კაცი. აქ თავმოყრილია მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი. 2) მეორე რეგიონი ევროპა (ჩრდ. ევროპის გამოკლებით) – 120-150 კ/კმ2-ზე, ზოგგან 500. რუსეთის და კავკასიის ჩათვლით. 3) აშშ ჩრდ.-აღმ. (ატლანტის ოკეანესა და დიდ ტბებს შორის)    კანადის სამხ.-აღმ. (12-150; 190-200). ასევე მაღალი სიმჭიდროვეა ცალკეულ არეალებში: ბრაზილიის სამხ.-აღმ., ნიგერიის სანაპირო ზოლში, ნილოსის ხეობის ქვემო წელში, და დელტაზე, ცენტრ. ამერიკაში, კარიბის ზღვის კუნძულებზე, კალიფორნიაში. განვითარებად ქვეყნებში სიმჭიდროვე სასოფლო დასახლებებშია, განვითარებულში ქალაქის დასახლებებში. v  განსახლების ზოგადი ნიშნები. სასოფლო განსახლება.   არსებობს განსახლების ორი სახე: ქალაქი და სოფელი. მათ შორის განსხვავების 3 პარამეტრი არსებობს (ე. ი. განსახლების ფორმების მიზეზები). 1) მოსახლეობის რაოდენობა 2) წარმოების ხასიათი 3) განაშენიანების ფორმა. განვითარებადში სხვაობა ქალაქი-სოფელი შორის იზრდება, განვითარებულში მცირდება. დღეისათვის მსოფლიოში სოფლად ცხოვრობს 3,5 მლრდ ადამიანი, ხოლო სოფელთა საერთო რაოდენობა 15-16 მილიონი უნდა იყოს. მათ შორის დიდი ნაწილი მოდის აღმოსავლეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და სამხრეთ აზიაზე, სწორედ იმ რეგიონებში, რომელიც მოსახლეობის სიმჭიდროვით გამოირჩევა. სოფლებში შევიდა ქალაქური ცხოვრების წესი, ანუ რურბანიზაციის პროცესი გაღრმავდა.

ურბანიზაცია და ქალაქების გეოგრაფი

  ურბანიზაცია ურბანიზაციის დონე – გამოიყენება ურბანიზაციის რაოდენობრივ მახასიათებლად, ანუ ქალაქის მოსახლეობის ხვედრითი წილი მთელ მოსახლეობაში.   ურბანიზაციის ხარისხი – დიდ ქალაქებში მცხოვრებთა ხვედრითი წილი მთელ მოსახლეობაში, ან მეტროპოლიის ხარისხი – დიდი ქალაქების მოსახლეობის ხვედრითი წილი მთელ საქალაქო მოსახლეობაში. იმის გამო, რომ ქალაქის ცნება განსხვავებულია, ცალკე სხვადასხვა ქვეყნის ქალაქების შედარება ერთმანეთთან სრულ სურათს არ გვაძლევს. განვითარებად – ქვეყნებში ქალაქების მოსახლეობის ხვედრითი წილი იზრდება სწრაფად, სოფლიდან მიგრანტების ხარჯზე. უსახლკაროები სახლდებიან ბიდონვილებში (იგივეა რაც ფაველა, არაფორმალური ქალაქი), ეს ზრდის უმუშევრობას, კრიმინალს და ა. შ. რურალიზაცია  – ეს ადამიანები ქალაქში ამკვიდრებენ სოფლური ცხოვრების წესს. რასაც რურალიზაცია ეწოდება. განვითარებულ ქვეყნებში – ქალაქის მოსახლეობა ნელა იზრდება, ანუ უცვლელია ან იკლებს. აის მიზეზი შეძლებული ფენების ქალაქიდან გასვლა და ქალაქგარეთ დამკვიდრებაა. რურბანიზაცია (სუბურბანიზაცია).

ქალაქების კლასიფიკაცია და ტიპოლოგია ზოგადად მსოფლიოს მასშტაბით ქალაქში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 20000 კაცზე ნაკლებია – ეწოდება პატარა ქალაქი, წვრილი ქალაქი (5-10 ათასი). უწვრილესი ქალაქი – 5000 კაცზე ნაკლები. საშუალო 20 000, დიდი – 100 ათასი. მსხვილ ქალაქები – 500 0000, უმსხვილესი 1 მლნ-ზე მეტი. ახლა მსოფლიოში 450 “მილიონიანი“ ქალაქია. თბილისი მე-19 ადგილზეა. გიგანტი – 5 მლნ-ზე მეტი მცხოვრებით “ზეგიგანტი“ – 10 მლნ-ზე მეტი.   ფუნქციების მიხედვით: მრეწველობის, საკურორტო, საუნივერსიტეტო, სატრანსპორტო, საკვანძო (მოკლედ მონო და პოლიფუნქციური ქალაქები) v  ქალაქის მიკროგეოგრაფია. ქალაქი შედგება: 1. ცენტრისაგან (ამერიკაში მრავალსართულიანი, რადგან მიწა ძვირია; ევროპაში ფეხით მოსიარულეთა უბნები, მუზეუმები, კაფეები, რატუშა, მოედანი). ევროპაში საქმიანი კვარტალი ამერიკულს გავს, ოღონდ ცენტრიდან რამდენიმე კმ-ით არის დაშორებული, და ცენტად არ მიაჩნია. 2. სამრეწველო-სატრანსპორტო კვანძებისაგან (სადაც ქარხნები, ფაბრიკები, რკინიგზის სადგურებია). 3) საცხოვრებელი რაიონები. გააჩნია რომელი სოციალური ფენისაა. მდიდრები – ვილებში, საშუალო – ფეშენ კვარტლებში, ნაკლები – სტანდარტული პროექტების ბინებში, ღარიბები – ბიდონვილებში. განვითარებული ქვეყნების ქალაქის ცენტრებს ძირითადად სავაჭრო ფუნქცია აქვს. ცენტრად კოლონიალისტების მიერ აშენებული კვარტალი მიაჩნიათ. აქ დიდია განსხვავება მდიდრებისა და ღარიბების უბნებს შორის.

საქალაქო განსახლება. აგლომერაციები და მეგაპოლისები ძველ და შუა საუკუნეებში საქალაქო განსახლებისთვის დამახასიათებელი ნიშანი იყო ქალაქების იზოლირებული განვითარება ერთმანეთის მიმართ. მათ შორის საწარმოო კავშირები უკიდურესად სუსტი იყო. ე. ი. საქალაქო განსახლება ერთიან სისტემას, ფაქტობრივად არ ქმნიდა. მდგომარეობა შეიცვალა ინდუსტრიულ ეპოქაში. დიდი ქალაქების გარშემო შეიქმნა ქალაქი-თანამგზავრები, მრავალი დასახლებული პუნქტისაგან შემდგარი ერთიანი ურბანიზაციული არეალი – საქალაქო აგლომერაცია. როგორც წესი აგლომერაციაში 1 ცენტრალური ქალაქია – ე. ი. მონოცენტრულია, მაგ. პარიზის. მაგრამ შეიძლება იყოს პოლიცენტრული. ასეთი აგლომერაციას კონურბაცია ეწოდება. მეგაპოლისები – ანუ აგლომერაციების აგლომერაციები, რამდენიმე ასეულ კმ-ზე გადაჭიმულ ერთიან ურბანიზებულ არეალს, ქალაქების უწყვეტ ზოლს. ტოკაიდო, ჩიპიტსი (აშშ დიდი ტბები-ჩიკაგო-პიტსბურგი), სან-სანი (სან-ფრანცისკო-სან-დიეგო-აშშ წყნარი ოკეანის სანაპირო), რაინის (შვეიცარია, ბელგია, გერმანია, საფრანგეთი, ჰოლანდია), ინგლისი (ლონდონი, მანჩესტერი, ბირმინჰემი, ლივერპული). ეთნიკური ჯგუფები? (გამოყენებული სურათები ატვირთულია ქართული ვიკიპედიიდან , და მითითებული საიტებიდან.         ნ.მ.)

სამახსოვროები, სხვადასხვა საინტერესო ინფორმაცია.   მშპ-ის ნომინალური ღირებულება: მთლიანად მსოფლიოში 63 ტრილიონი დოლარი. აქედან 22%  აშშ (14,5 ტრილიონი), II ჩინეთი (5,8 ტრილიონი), III იაპონია (5,5 ტრილიონი)   მაღალი მშპ -ს მქონე ქვეყნები:გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ბრაზილია, იტალია, ინდოეთი   ლიდერი ქვეყნები ნომინალური მშპ-თი 1 სულზე და   მყიდველობითი უნარის პარიტეტით:  

ნომინალური ლუქსემბურგი – 102,2 ათასინორვეგია – 84ყატარი – 75შვეიცარია – 65არაბთა ემირატები – 57 მყიდველობითიუნარისპარიტეტით ყატარი – 88,5 ათასილუქსემბურგი – 82,3სინგაპური – 56,8ნორვეგია – 52,1ბრუნეი – 48,3

2010 წ. მონაცემებით მთლიანად მსოფლიოში მშპ საერთო მოცულობიდან სოფლის მეურნეობის წილად მოდიოდა 6,0%, მრეწველობაზე – 30,9%, მომსახურებაზე 63,1%. ჯინის კოეფიციენტით (ანუ სიმდიდრის თანაბრად განაწილების მიხედვით) მნიშვნელოვანი ქვეყნები – სკანდინავიის ქვეყნები + გერმანია. ყველაზე  თანაბრად არის განაწილებული სიმდიდრე  შვედეთში, შემდეგ ნორვეგია, ფინეთი, ისლანდია, დანია და გერმანია. ყველაზე დიდი კოეფიციენტი – 70 % ნამიბიაში. საქართვხელო – 42%.   ყველაზე მაღალი ხელფასი – აშშ (52 ათასი წლიური) – ლუქსემბურგი, შვეიცარია, ირლანდია, ნორვეგია და ნიდერლანდები (51 ათასიდან 45 ათასამდე).   ჰუმანური განვითარების ინდექსით: 1. ნორვეგია – 0,943, ავსტრალია – 0,929, ნიდერლანდები ((0,911), აშშ (0,910), ახალი ზელანდია და კანადა (0,908). ბოლო ადგილები – ჩადი (0,328), მოზამბიკი (0,329), ბურუნდი (0,316), ნიგერია (0,295), კონგო (0,286).   გლობალიზაციის ინდექსები გლობალიზაციის ჯგუფური ინდექსით: I ბელგია (92,9), ავსტრია (92,5), ნიდერლანდები, შვეიცარია. ეკონომიკური გლობალიზაციით: სინგაპური, ირლანდია, ლუქსემბურგი (ადამიანი, საზოგადოება, ბუნება), პოლიტიკური გლობალიზაციით: საფრანგეთი, ბელგია, იტალია (ადამიანი, საზოგადოება). სოციალური გლობალიზაციით: შვეიცარია, ავსტრია, კანადა.     დედამიწის მოსახლეობამ 1 მილიარდს 1830 წ. მიაღწია. დღეს 1 მლრდ-ით მატებას 12-15 წელი სჭირდება.

  • ამჟამად მსოფლიოში სოფლად ცხოვრობს 3,5 მლრდ კაცი (ადამიანი). სოფლების რიცხვი 15-16 მლნ.
  • ახლა მსოფლიოში 450 “მილიონიანი“ ქალაქია.
  • საქართველოში – თბილისი 2005 წ. მონაცემებით 319-ე ადგილზეა.
  •  
  • ყველაზე მეტი უნივერსიტეტი ინდოეთშია (8 000), აშშ (4 000)
  • უმაღლესდამთავრებულთა და სტუდენტთა რაოდენობით ყოველ 1000 მცხოვრებზე ლიდერობენ: სკანდინავია, აშშ, ისრაელი, იაპონია, კანადა, დიდი ბრიტანეთი და  საქართველო.
  • ცნობილია სამეცნიერო-კვლევითი არეალები “ტექნოპარკები“, მაგ. “სილიკონის ველი“-ა, სადაც სტენფორდის უნივერსიტეტის და სან-ხოსეს გამოთვლითი მანქანების… ბაზაზე შეიქმნა  ელექტრონული ტექნიკის სამეცნიერო საწარმოო ცენტრი 10 კლ. გვ. 180
  • გლობალიზაციის ინდექსები
  • გლობალიზაციის ჯგუფური ინდექსის მიხედვით (ან რამდენად ჩაბმულია ქვეყანა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, გლობალურ საქმიანობაში) პირველ ადგილზეა ბელგია (92,9), ავსტრია (92,5), ნიდერლანდები (91,9) და შვეიცარია (90,5). საქართველო (61,3) 181-ე ადგილზეა.
  •  
  • ეკონომიკური კუთხით გლობალიზებულია  – სინგაპური,  ირლანდია, ლუქსემბურგი (ბოლო ადგილები – ჩრდ. კორეა, კუბა, კაბო-ვერდე), საქართველო – 138-ე ადგილზეა.
  •  
  • პოლიტიკური გლობალიზაცია – საფრანგეთი, ბელგია და იტალია.
  •  
  • სოციალური – შვეიცარია, ავსტრია, კანადა. საქართველო – 94-ე ადგილზეა.

           სხვადასხვა:

v  სკანდინავიის ხალხები (ფინელების გარდა) ძველი გერმანული ტომების შთამომავლები არიან.    IX-XI სს. “ვიკინგების ეპოქა“   სკანდინავიელი მეკობრეები. ვიკინგებმა დაასახლეს ისლანდია, ფარერის კუნძულები, ჩრდ. საფრანგეთი (ნორმანდია) და სიცილია. მათი მცირე რაზმი ბაგრატ IV-ის ჯარშიც მსახურობდა. მათ ვარიაგებს უწოდებდნენ.

  • ევროპაში უძველესია სერეკის ეროვნული პარკი – ლაფლანდიაში (535 ჰა).
  •  
  • ავსტრიული ცეკვა ლენდლერი საფუძვლად დაედო ვალსს.
  •  
  • მდ. დუნაიზე მდებარეობს 4 დედაქალაქი, ვენა, ბრატისლავა, ბელგრადი და ბუდაპეშტი.
  •  
  • მსოფლიოს პირველი ეროვნული პარკია – იელოსტოუნის ეროვნული პარკი, რომელიც დაარსდა აშშ-ში, 1872 წ. 1 მარტს. მდებარეობს ვაიომინგის, მონტანას და აიდაჰოს შტატების ტერიტორიაზე. პარკში ბევრი გეიზერია. 1978 წლიდან იუნესკოს სიაშია.
  •  
  • ka.wikipedia.org – აშშ-ს ეროვნული პარკები, იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლები. მსოფლიოს მემკვიდრეობის სია (ამ სიაში სხვადასხვა ქვეყნებია შესული).
  •  
  • აფრიკის ეროვნული პარკები: ნგორონგორო, სერენმეტის, კილიმანჯაროს, სტოან-ტაუნი, კონდოას, სელუსის და სხვა.
  •  
  • ყველაზე დიდი ნაკრძალი არამარტო კანადაში მთელს ამერიკაში) ვუდ-ბუფალო (4,5 მლნ. ჰა) (იცავენ ბიზონებს, არის სტეპი)

 

Posted on 25/11/2013, in გლობალური პრობლემების გეოგრაფია. Bookmark the permalink. დატოვე კომენტარი.

დააკომენტარეთ: