საქართველოს რეგიონები

 

ბლოგის   სტუმართა  საყურადღებოდ!

(ბლოგის ავტორი ნ.მ.)

იმ მიზნით, რომ  თემის გარშემო მოძიებული და დამუშევებული მასალა  მეტ ინფორმაციას შეიცავდეს მკითხველისთვის, ბლოგში ნაჩვენები  ზოგი პრეზენტაცია  შეგნებულოად არის  წარმოდგენილი  იმდაგვარად, რომ , სლაიდები შეიცავს  ვრცელ ინფორმაციას  რომელზედაც ისაუბრებენ მომხსენებლები(პრეზენტატორები).

სინამდვილეში  მასზე(სლაიდებზე)  წარმოდგენილი უნდა იყოს ( ბულეტების ან სხვა თქვენთვის სასურველი ფორმით) მოკლე ტექსტური, გრაფიკული , ან სხვა სახის ინფორმაცია, რომელიც ერთგვარი გეგმის სახით  ადვილად დასანახი და აღსაქმელი იქნება აუდიტორიისთვის.

ამგვარად , აქ მოცემული სლაიდშოუები უნდა გადამუშავდეს,  დაიხვეწოს  და თქვენთვის სასურველი ფორმით წარედგინოს აუდიტორიას.

საბოლოო სახით  უკვე დახვეწილი  პრეზენტაციის  მაგალითად შეგიძლიათ ბლოგზევე ნახოთ  პრეზენტაცია: „მდგრადი განვითარება“,  „რელიეფის სტიქიური მოვლენები“ და სხვ.

გთავაზობს ონლაინ  მისამართებს, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ კარგი  პრეზენტაციების შექმნის ინსტრუქციებსა და შეფასების კრიტერიუმებს.

  • როგორ გავაკეთოთ წარმატებული პრეზენტაცია (მოხსენება)

http://www.rogor.ge/article_506_rogor-gavaketot-warmatebuli-prezentacia-moxseneba.html

  • როგორ გავაკეთოთ საუკეთესო პრეზენტაცია

https://www.youtube.com/watch?v=NXl_epeuKsk

  • როგორ გავაკეთოთ საუკეთესო პრეზენტაცია pauer point ში

https://ihow.ge/%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%99%E1%83%94%E1%83%97%E1%83%9D%E1%83%97-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%90/

სარჩევი

ამ გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ ჩამოთვლილი თემები და პრეზენტაციები 

  • საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა 1
  • საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა 2
  • 1.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა-პრეზენტაცია
  • 2.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა-პრეზენტაცია
  • 3.მცხეთა–მთიანეთი
  • მცხეთა–მთიანეთი  -პრეზენტაცია
  • 4.ქვემო ქართლი
  • ქვემო ქართლი -პრეზენტაცია
  • 5.სამცხე-ჯავახეთი
  • სამცხე-ჯავახეთი-პრეზენტაცია
  • 6.გურია
  • გურია-პრეზენტაცია
  • 7.კახეთი
  • კახეთი-პრეზენტაცია
  • 8.სამეგრელო–ზემო სვანეთი
  • სამეგრელო–ზემო სვანეთი-პრეზენტაცია
  • 9.შიდა ქართლი
  • შიდა ქართლი-პრეზენტაცია
  • 10.რაჭა-ლეჩხუმი  ქვემო სვანეთი
  • რაჭა-ლეჩხუმი  ქვემო სვანეთი-პრეზენტაცია
  • 11.იმერეთი
  • იმერეთი-პრეზენტაცია
  • 12.თბილისი
  • თბილისი-პრეზენტაცია

——————————————————————————————————————–

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა

https://docs.google.com/presentation/d/e/2PACX-1vR-a9Lv_tQP4sSQf0ng9opeSl7eUHdDiZKXCLzlNGs1iV_qn2dRMbut8xaxKFSMjFDYIfcLDGIq3fnK/pub?start=false&loop=false&delayms=3000

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა

მდებარეობა – საქართველოს სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი.
მოსაზღვრე რეგიონები – თურქეთი, სამცხე-ჯავახეთი, გურია.
ფართობი – 2,9 ათასი კვ.კმ (საქართველოს 4,1%).
მოსახლეობა – 399 ათასი კაცი (საქართველოს 7%).
ადმინისტრაციული ერთეულები – 5 რაიონი (ქობულეთის, ქედის, შუახევის, ხულოს, ხელვაჩაურის).
ქალაქი – 2 (ბათუმი, ქობულეთი).
დაბა – 7 (ქედა, ოჩხამური, ჩაქვი, შუახევი, ხელვაჩაური, მახინჯაური, სულო).
სოფელი – 329.
რელიეფი – სანაპირო ზოლში: დაბლობები (ქობულეთის – კოლხეთის სამხრეთ-დასავლეთით, კახაბრისა და გონიოს – მდ.ჭოროხის დელტაში), გორაკ-ბორცვები; ქედები (შავშეთის, არსიანის, აჭარა-იმერეთის). უმაღლესი მწვერვალი – ყანლის მთა – ზ.დ. 3007მ.
ჰავა – ნოტიო სუბტროპიკული. იანვრის საშუალო ტემპერატურა +7,10C, ზაფხულის +22 +240C. ატმოსფერული ნალექები – 4550 მმ (მთა მტირალაზე), 800-1000 მმ (აჭარის ქვაბულში).
მდინარეები – აჭარისწყალი, კინტრიში, ჭოროხი, ქვაბლიანი და სხვ.
წიაღისეული რესურსები – საშენი მასალები (ქვიშები, თიხები, ქვიშაქვები), სპილენძი, მინერალური წყლები.
მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვე – 140კაცი/კვ .კმ. სანაპირო ზოლში – 300-350 კაცი/კვ.კმ, მთაში – 50-150 კაცი/კვ.კმ.
მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა – ქართველები (83%), რუსები (7,5%), სომხები (4%), ბერძნები (1,8%) და სხვ.
ქალაქის მოსახლეობა – 48%.
მნიშვნელოვანი საწარმოები – ნავთობგადამამუშავებელი, მანქანათმშენებელი, ელექტროტექნიკური, გემთმშენებელი ქარხნები, ფარმაცევტული, მსუბუქი და კვების მრეწველოს საწარმოები —ჩაის ფაბრიკები….
აგრარული მიმართულება – მეციტრუსეობა, მეჩაიეობა, მეთამბაქოეობა, ტექნიკური და მარცვლეული კულტურები, მესაქონლეობა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა

მცხეთა–მთიანეთი
მდებარეობა – საქართველოს ჩრდილო–აღმოსავლეთი ნაწილი.
მოსაზღვრე რეგიონები – რუსეთი (ოსეთი, ინგუშეთი, ჩაჩნეთი); კახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი.
ფართობი – 6,7 ათასი კვ.კმ (საქართველოს 9,6%).
მოსახლეობა – 125 ათასი კაცი.
ადმინისტრაციული ცენტრი – მცხეთა (8,0 ათასი მცხოვრები).
ადმინისტრაციული ერთეულები – 5 რაიონი (მცხეთის, თიანეთის, დუშეთის, ყაზბეგის, ახალგორის).
ქალაქი – 2 (მცხეთა, დუშეთი).
დაბა – 7 (ზაჰესი, ყაზბეგი, ახალგორი, ფასანაური, ჟინვალი, თიანეთი, სიონი).
სოფელი – 483.
რელიეფი – ვაკეები (შიდა ქართლის, მუხნარ–საგურამოს), ქედები (გვერდითი, ქართლის, კახეთის, ალევის, გუდამაყრის, სხალტბის, საგურამო–იალნოს), უღელტეხილები (ჯვრის, დათვიჯვრის, გუდამაყრის); ქვაბულები, პლატოები, ხეობები (დარიალის, მტკვრის, არაგვის, ქსნის). უმაღლესი მწვერვალი – მყინვარწვერი (ყაზბეგი) – ზ.დ 5033მ.
ჰავა – ნოტიო ცივი, ზომიერად ნოტიო თბილი, ზომიერად მშრალი სუბტროპიკული.
მდინარეები – თერგი, ასა, არღუნი, არაგვი, იორი, მტკვარი და სხვა.
ტბები – ბაზალეთი.
წიაღისეული რესურსები – საშენი მასალები: ტუფი, კვარცის ქვიშა; მინერალური წყლები.
მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვე – 21 კაცი/კვ. კმ.
მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა – ქართველები (90%), ოსები (6%), სომხები, აზერბაიჯანელები, ასირიელები და სხვა.
ქალაქის მოსახლეობა – 30%
აგრარული მიმართულება – მესაქონლეობა, მეხილეობა, მევენახეობა, მებოსტნეობა, მარცვლეული კულტურები.
ტრანსპორტი – სარკინიგზო, საავტომობილო (საქართველოს სამხედრო გზა).
კურორტები – ახტალა, გუდაური, ფასანაური, სიონი.
ღირსშესანიშნაობები – ქალაქი–მუზეუმი მცხეთა (ჯვრის მონასტერი, სვეტიცხოვლის ტაძარი), ანანურის სამონასტრო კომპლექსი, გერგეტის სამება, ზედაზნის მონასტერი, არმაზის სამონასტრო კომპლექსი, კოშკური დასახლება მუცო, ლომისის ეკლესია, ბეთლემის გამოქვაბული, შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსი, შატილი (სოფელი პირიქითა ხევსურეთში, ზ.დ. 1400მ) და სხვ.

ქვემო ქართლი

 

მდებარეობასაქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი.

მოსაზღვრე რეგიონები-მცხეთა-მთიანეთი, შიდა ქართლი, აზერბაიჯანი, სომხეთი, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი.

ფართობი-6,5 ათასი კმ2  (საქართველოს 9,3%).

მოსახლეობა- 600 ათასი კაცი (საქართველოს 11%)

ადმინისტრაციული ცენტრი-რუსთავი (160 ათასი მცხოვრები)

ადმინისტრაციული ერთეული- 6 რაიონი (დმანისის, წალკის, ბოლნისის, გარდაბნის, მარნეულის, თეთრიწყაროს.)

ქალაქი-7(მარნეული,თეთრიწყარო,გარდაბანი, წალკა, ბოლნისი,რუსთავი,დმანისი).

რელიეფი-უმაღლესი მწვერვალი სამსარი(3284 მ)  უდაბლესი ადგილი-წითელ ხიდთან ზ.დ. 260მ.  მაღლობები (იაღლუჯის), პლატოები(გომარეთის,წალკის,დმანისის და სხვ.) ვაკე(ქვემო ქართლის), ქედები (ჯავახეთის, სამსარის, თრიალეთის, ლოქის).

ჰავა-ზომიერად მშრალი სუბტროპიკული; ივლისის საშუალო ტემპერატურა +250(რუსთავი), +180(მანგლისი), +160(წალკა);  ატმოსფერული ნალექები-700-800მმ (პლატოებზე), 400მმ (ვაკეზე).

მდინარეები-ალგეთი,მაშავერა,მტკვარი,ხრამი და სხვ.

ტბები-ჯანდარი.

წიაღისეული რესურსები-ნავთობი(თელეთი,რუსთავი), სპილენძი და პოლიმეტალები(მადნეული), სამშენებლო მასალები და სხვ.

მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვე-92 კაცი კვ.კმ.

მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა-რუსები(6%), სომხები(7%), ბერძნები(8%), ქართველები(35%),აზერბაიჯანელები (40%).

ქალაქის მოსახლეობა-44%.

აგრარული მიმართულება-მებოსტნეობა, მევენახეიბა, მეკარტოფილეობა, მებაღჩეობა,მეხილეობა, ტექნიკური კულტურები, სარძეო მეცხოველეობა,მეფრინველეობა.

ტრანსპორტი-მილსადენი, საავტომობილო,სარკინიგზო.

ღირსშესანიშნაობები-ბეთანიის ტაძარი, სამშვილდე(ციხე ქალაქის ნანგრევები),ბოლნისის სიონი,ფიტარეთის მონასტერი,ხუნანის ციხე-ქალაქის ნანგრევები, ბირთვისის ნანგრევები,დმანისის ნანგრევები,წმინდა ანტონის მონასტერი (ნორიოსთან), ნადარბაზევის სასახლე და სხვ.

სამცხე-ჯავახეთი
მდებარეობა: საქართველოს ცენტრალურ-სამხრეთი ნაწილი
მოსაზღვრე რეგიონები: სომხეთი, თურქეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, გურია, აჭარა, იმერეთი
ფართობი: 6.4 ათასი კვ.მ (საქართველოს ტერიტორიის 9.1%)
მოსახლეობა: 208 ათასი კაცი (საქართველოს მოსახლეობის 4.7%)
ადმინისტრაციული ცენტრი: ახალციხე(25 ათასი მცხოვრები)
ადმინისტრაციული ერთეულები: 6 მუნიციპალიტეტი(ახალციხის, ახალქალაქის, ადიგენის, ასპინძის, ბორჯომის, ნინოწმინდის)
ქალაქი: 5(ახალქალაქი, ახალციხე, ბორჯომი, ვალე, ნინოწმინდა)
სოფელი: 25
დაბა: 6(ადიგენი, აბასთუმანი, ასპინძა, ახალდაბა, ბაკურიანი, წაღვარი
რელიეფი: ქედები(სამსარის, ჯავახეთის, არსიანის, აჭარა-იმერეთის)
ქვაბულები(ახალციხის)
პლატოები(ახალქალაქის)
ჰავა: იანვრის საშუალო ტემპერატურა -2.1°(ბორჯომი); -7.2°(ახალქალაქი);
ივლისის საშუალო ტემპერატურა +20.4°(ახალციხე); +16°(ახალქალაქი)
ატმოსფერული ნალექები-500-600მმ
აჭარა-იმერეთუსა და თრიალეთის ქედების ფერდობებზე-1000-1200 მმ
მდინარეები: ქვაბლიანი, მტკვარი, ბორჯომულა, ურაველი, გუჯარეთისწყალი და ა.შ.
ტბები: ხოზაფინი, ფარავანი, მადათაფა, ტაბაწყური, საღამო, ხანჩალი და სხვ.
წიაღისეული რესურსები: აქატი, ტუფი, ბაზალტი, დიადომიტი, ანდეზიტი, თაბაშირი, მარმარილო, მინერალური წყლები. მურა ნახშირი(ახალციხე)
მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვე-32კაცი/კვ.კმ
მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა-ქართველები, რუსები, სომხები, ბერძნები და ა.შ.
ქალაქის მოსახლეობა 37%
მნიშვნელოვანი საწარმოები- მსუბუქი და კვების მრეწველობის საწარმოები, მინერალური წყლების („ბორჯომი“) ქარხნები.
სამრეწველო პროდუქციის ღირებულება-8.2მლნ ლარი, საქართველოს სამრეწველო პროდუქციის 0.8%, აქედან 80% მოდის ბორჯომის რაიონზე.
აგრარული მიმართულება-მეკარტოფილეობა, მეხილეობა, მეცხოველეობა. სავარგულების 20% უკავია სახნავებს, 70%საძოვრებს.
ტრანსპორტი-საავტომობილო, სარკინიგზო, საავიაციო(ახალქალაქის ადგილობრივი დანიშნულების აერტოპორტი)
ჯავახეთის დაცული ტერტორიები 2011 წელს შეიქმნა მოიცავს ჯავახეთის ეროვნულ პარკს, ბუღდაშენის, ხანჩალის, მადათაფას, სულდას და კარწახის აღკვეთილებს.

კურორტები და ღირშესანიშნაობები: ბაკურიანი, ცემი, ბორჯომი, აბასთუმანი, წაღვერი და ა.შ.
ვარძია(კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი), ზარზმის მონასტერი, აწყურის ციხე, საფარის მონასტერი, ციხე-ქალაქი თმოგვი, ხერთვისის ცოხესიმაგრე, სამსარი(გამოქვაბულ-მონასტერი), ქალაქი წუნდა, ოქროსციხე და ა.შ.

გურია

  • მდებარეობა – საქართველოს ცენტრალური სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი.
  • მოსაზღვრე რეგიონები – აჭარა, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი.
  • ფართობი – 2 ათასი კვ.კმ (საქართველოს 2.9%).
  • მოსახლეობა – 161 ათასი კაცი (საქართველოს 3%).
  • ადმინისტრაციული ცენტრი – ოზურგეთი (23 ათასი მცხოვრები).
  • ადმინისტრაციული ერთეულები – 3 რაიონი (ოზურგეთის, ჩოხატაურის, ლანჩხუთის).
  • ქალაქი – 2 (ოზურგეთი, ლანჩხუთი).
  • დაბა – 2 (ურეკი, ნასკირალი, ლაითური, ჩოხატაური).
  • სოფელი – 182.
  • რელიეფი – დაბლობები (კოლხეთის), გორაკ-ბორცვები, ქედები (აჭარა-იმერეთის).
  • ჰავა – დაბლობ ნაწილში: ნოტიო სუბტროპიკული. ივლისის საშუალო ტემპერატურა +22 +23°C, ატმოსფერული ნალექები – 1800-2000მმ. მთაში: იანვრის საშუალო ტემპერატურა -5.2°; ივლისის – +13.4°; ატმოსფერული ნალექები – 1600მმ.
  • მდინარეები – სუფსა, ნატანები და სხვა.
  • ტბები – პალიასტომი.
  • წიაღისეული რესურსები – ბენტონიტური და კერამიკული თიხები, ნავთობი, მაგნეტეტური ქვიშები, მინერალური წყლები.
  • მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვე – 80 კაცი/კვ.კმ (ოზურგეთის რაიონში 136 კაცი/კვ.კმ, ჩოხატაურის რაიონში – 32 კაცი/კვ.კმ).
  • მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა – ქართველები (93.3%), რუსები, სომხები).
  • ქალაქის მოსახლეობა – 48%.
  • მრეწველობის მიმართულება – კვების მრეწველობა (80%-ზე მეტი).
  • აგრარული მიმართულება – სუბტროპიკული კულტურები (ციტრუსები, ჩაი), მევენახეობა, მემარცვლეობა, სარძევე-სახორცე მესაქონლეობა, მეფრინველეობა.
  • ტრანსპორტი – საავტომობილო, სარკინიგზო, მილსადენი (სუფსის ტერმინალი).

კახეთი

(სამახსოვროები)

  • ფართობი 12,2 ათასი კმ2
  • მოსახლეობა 405 ათასი ადამიანი

შიდა კახეთს  ეკუთვნის რაიონები: ახმეტა, თელავი, ყვარელი, ლაგოდეხი და გურჯაანის  ნაწილი, ხოლო გარე კახეთშია საგარეჯო და გურჯაანის ნაწილი, ქიზიყის შემადგენლობაშია დედოფლისწყაროს და სიღნაღის რაიონები.

აღკვეთილები: ილტოს, ლაგოდეხის, იორის, ყორუღის, ჭაჭუნას და ალაზნის ჭალის. ბუნების ძეგლები: არწივის ხეობა,ჯუმას ყურე, ტახტი-ტეფას და ქილაკუპრას ტალახის ვულკანები.

ნაკრძალები: თუშთის-ახმეტის რ-ნი, ბაწარას-ახმეტის რ-ნი( დაცულია უთხოვარი და სხვ), ბაბანეულის-ახმეტის რ-ნი (ძელქვა დასხვ), მარიამჯვრის-საგარეჯოს რ-ნი, ლაგოდეხისლაგოდეხის რ-ნი-, ვაშლიჯვრის, ვაშლოვანის-დედოფლისწყაროს რ-ნი- (დაცულია არიდული ნათელი ტყეები საკმევლის ტყეები,სამერცხლე კლდეები და სხვ).

ბუნ. ძეგლები: არწივის ხეობა, სამგურისწყლის ჩანჩქერი (ახმეტის რ.- ს პანკისის ხეობა), დურუჯის ლოდი (ყვარელი), ჯუმას ყურე, ტახტი-ტეფას ტალახის ვულკანები..

1833 წელს სიღნაში და საგარეჯოში მალაკნები ჩაასახლეს, სოფ. კრასნოგორსკში და ულიანოვკაში. ბაცბები ცხოვრობენ სოფელ ალვანში. უდები (ან უდინები) ცხოვრობენ სოფ. ზინობიანში და ისინი არიან ძველი ალბანელები პირდაპირი შთამომავლები.

სამეგრელო–ზემო სვანეთი

  • მდებარეობა საქართველოს ცენტრალური ჩრდილო–დასავლეთი ნაწილი.
  • ფართობი – 7,4 ათასი კვ.კმ, საქართველოს ტერიტორიის 10,6%. ზემო სვანეთში 13 ათასი კაცი.
  • მოსაზღვრე რეგიონები – რუსეთი(ყარაჩაი–ჩერქეზეთი, ყაბარდო–ბალყარეთი) აფხაზეთი, გურია, იმერეთი, რაჭა–ლეჩხუმი–ქვემო სვანეთი.
  • მოსახლეობა – 466 ათასი კაცი, საქართველოს მოსახლეობის 11%
  • ადმინისტრაციუი ცენტრი – ზუგდიდი (50 ათასი მცხოვრებით)
  • ადმინისტრაციული ერთეულები – სულ 8 მუნიციპალიტეტი: ზუგდიდის, სენაკის, აბაშის, მარტვილის, ხობის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, მესტიის.
  • ქალაქები – სულ 8 ქალაქი: ფოთი, ზუგდიდი, აბაშა, მარტვილი, სენაკი, წალენჯიხა, ჯვარი, ხობი.
  • ქალაქის მოსახლეობა – 40%
  • დაბა– 2:მესტია და ჩხოროწყუ.
  • სოფელი – სულ 494.
  • მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვე – 58 კაცი/კვ.კმ, ვაკეზე 100–200კაცი/კვ.კმ, მესტიის რნ-ში 6%
  • მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა – 95%- ქართველები 2%- რუსები და სხვ.
  • რელიეფი – მრავალფეროვანი–ზღვისპირა დაბლობიდან მაღალმთიან კავკსიონამდე. ქვაბულები – ზემო სვანეთის, ქედები – კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი, ეგრისის, სვანეთის, მწვერვალები– შხარა(ზ.დ 5068მ), უშბა, თეთნულდი, შოთა რუსთაველის პიკი, ჯანღა.
  • ჰავა – დაბლობ ნაწილში ნოტიო სუბტროპიკული, იანვრის საშუალო ტემპერატურა +4 +6C°, ზაფხულის ტემპერატურა  +22-დან  +23C°; ატმოსფერული ნალექების რაოდენობა– 1500–2000მმ.
  • მდინარეები – ენგური, რიონი, ხობი, ტეხური და სხვა.
  • ტბები – პალიასტომი.
  • კურორტები და ღირშესანიშნაობები: ცაიში, ლუგელა, ლებარდე, სქური, მარტვილის ეკლესია,  ცაიშის სამონასტრო კომპლექსი, რუხის ციხე, ციხე-ქალაქი ნოქალაქევი, უშგული, ხაიშის დასახლება , ადიშის ეკლესია და კოშკები,ხაწვანის  სათხილამურო  კომპლექსი.
    • კაცობურის აღკვეთილი – აბაშა.
    • კოლხეთის ეროვნული პარკი – (ზუგდიდი, აბაშა, სენაკი, ხობისა და ლანჩხუთის რაიონებში.)
    • ნოღა – ოდიშის რ.
    • კორცხელი – ზუგდიდის რ.
    • აბაშა – საქართველოში ფართობით ყველაზე პატარა რაიონი.
    • დაბა მესტია – ზემო სვანეთის ცენტრი. ყველაზე დიდი რაიონია საქართველოში. 
    • იმერეთი
    • შიდა ქართლი
  • მდებარეობა საქართველოს ჩრდილოეთ-ცენტრალური ნაწილი
  • მოსაზღვრე რეგიონები- რუსეთი (ჩრდილოეთ ოსეთი), მცხეთა-მთიანეთი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, იმერთი, რაჩა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი.)
  • ფართობი  5.7 ათასი კვ.კმ (საქართველოს 8.2%)
  • მოსახლეობა- 460 ათასი კაცი (საქართველოს 8.5%)
  • ადმინისტრაციული ცენტრი გორი (68 ათასი მცხოვრები)
  • ადმნისტრაციული ერთეული-  5 რაიონი ( ქარელი, გორი, კასპი, ჯავი, ხაშური.)
  • ქალაქი5 (ცხინვალი, გორი, კასპი, ხაშური, ქარელი.)
  • დაბა- 5 (აგარა, ყორნისი, სურამი, ჯავა, კვაისი.)
  • სოფელი- 250
  • რელიეფი- ვაკეები (ტირიფონ-მუხრანის, მუხრან-საგურამოს, საამილახვროს), ქედები (კავკასიონის, თრიალეთის, ალევის, ხარულის), უღელტეხილები(როკის-ზ.დ. 2995მ.).ჰავა- ზომიერი, თბილი ტენიანი (ზოგან მშრალი). ივლისის საშუალო ტემპერატურა +22+24°C. იანვრის ნაკლებია 0°C-ზე. ატმოსფერული ნალექები- 500-600 მმ.
  • მდინარეები- მტკვარი (90 კმ), ლიახვი,  თეძამი, ძამა და სხვა.
  • ტბები- ყელის ტბა.
  • წიაღისეული რესურსები-  დოლომიტები, კირქვები, მერგელები,  კერამიკული თიხები, მინერალური წყლები.
  • ოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვე-  75 ათასი კაცი/კვ.კმ.
  • მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა- სამაჩაბლოს (ყოფილი სამხრეთ ოსეთის) გარდა: ქართველები (83%), ოსები (9%), აზერბაიჯანელები (2%), სომხები (2%), რუსები (2%). სამაჩაბლოში: ოსები (65%), ქართველები (29%).
  • ქალაქის მოსახლეობა- 34%
  • აგრალური მიმართულებამეხილეობა, მებოსტნეობა, მარცვლეული, კულტურები.
  • ტრანსპორტი- საავტომობილო სარკინიგზო მილსადენი
  •  
  • რაჭა-ლეჩხუმი  ქვემო სვანეთი-პრეზენტაცია
  •  
    • ქვემო ქართლი 
  • მდებარეობასაქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი.მოსაზღვრე რეგიონები-მცხეთა-მთიანეთი, შიდა ქართლი, აზერბაიჯანი, სომხეთი, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი.
  • ფართობი-6,5 ათასი კმ2  (საქართველოს 9,3%).მოსახლეობა- 600 ათასი კაცი (საქართველოს 11%)
  • ადმინისტრაციული ცენტრი-რუსთავი (160 ათასი მცხოვრები)
  • ადმინისტრაციული ერთეული- 6 რაიონი (დმანისის, წალკის, ბოლნისის, გარდაბნის, მარნეულის, თეთრიწყაროს.)
  • ქალაქი-7(მარნეული,თეთრიწყარო,გარდაბანი, წალკა, ბოლნისი,რუსთავი,დმანისი).
  • რელიეფი-უმაღლესი მწვერვალი სამსარი(3284 მ) 
  • უდაბლესი ადგილი-წითელ ხიდთან ზ.დ. 260მ. 
  • მაღლობები (იაღლუჯის),
  • პლატოები(გომარეთის,წალკის,დმანისის და სხვ.)
  • ვაკე(ქვემო ქართლის),
  • ქედები (ჯავახეთის, სამსარის, თრიალეთის, ლოქის).
  • ჰავა-ზომიერად მშრალი სუბტროპიკული; ივლისის საშუალო ტემპერატურა +250(რუსთავი), +180(მანგლისი), +160(წალკა);  ატმოსფერული ნალექები-700-800მმ (პლატოებზე), 400მმ (ვაკეზე).
  • მდინარეები-ალგეთი,მაშავერა,მტკვარი,ხრამი და სხვ.
  • ტბები-ჯანდარი.
  • წიაღისეული რესურსები-ნავთობი(თელეთი,რუსთავი), სპილენძი და პოლიმეტალები(მადნეული), სამშენებლო მასალები და სხვ.
  • მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვე-92 კაცი კვ.კმ.
  • მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა-რუსები(6%), სომხები(7%), ბერძნები(8%), ქართველები(35%),აზერბაიჯანელები (40%).
  • ქალაქის მოსახლეობა-44%.
  • აგრარული მიმართულება-მებოსტნეობა, მევენახეიბა, მეკარტოფილეობა, მებაღჩეობა,მეხილეობა, ტექნიკური კულტურები, სარძეო მეცხოველეობა,მეფრინველეობა.
  • ტრანსპორტი-მილსადენი, საავტომობილო,სარკინიგზო.
  • ღირსშესანიშნაობები-ბეთანიის ტაძარი, სამშვილდე(ციხე ქალაქის ნანგრევები),ბოლნისის სიონი,ფიტარეთის მონასტერი,ხუნანის ციხე-ქალაქის ნანგრევები, ბირთვისის ნანგრევები,დმანისის ნანგრევები,წმინდა ანტონის მონასტერი (ნორიოსთან), ნადარბაზევის სასახლე და სხვ.

სამახსოვროები

 

  • ალგეთის ეროვნული პარკი მდებარეობს თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში.
  • გარდაბნის აღკვეთილი მდებარეობს გარდაბნისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების საზღვარზე.
  • ხორხების მღვიმე და საყინულე მდებარებს თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ კლდეისში.
  • სამშვილდის კანიონი მდებარებს თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში.
  • ბედენის ,, ბუმბერაზთა ქვაფენილი’’ მდებარეობს წალკაში.
  • ჭივჭავის ჩანჩქერი მდებარეობს სამშვილდესთან, დაშფაშის ხეობაში.
  • ბერთის ვოკლუზი მდებარეობს წალკის რაიონში, სოფელ ბერთაში.

ქალაქები და მათი ძველი სახელები

    • მარნეული -1947 წლამდე
    • ბორჩალო.გარდაბანი- ყოფილი -ყარაყაია.
    • ბოლნისი-1947 წლამდე- დაბა ლუქსემბურგი.
    • თეთრი წყარო – რაიონშია საკურორტო დაბა – მანგლისი.
    • დმანისი – 1947 წლამდე -ბაშკიჩეთი.
    • ნინოწმინდა-წითელწყარო
    • სენაკი- ცხაკაია
    • მარტვილი-გეგეჭკორი

დაცული აღკვეთილები

  • აჯამეთის აღკვეთილი (ყოფ. სახელმ. ნაკრძალი) ბაღდათის რ. სოფ. ვარციხე – ბაღდათისა და ზესტაფონის;
  • ლაგოდეხის აღკვეთილი. ლაგოდეხი, ვაშლოვანის ქ. 105 – ლაგოდეხის;
  • ილტოს აღკვეთილი – ახმეტის;
  • ყორუღის აღკვეთილი. ქ. საგარეჯო, მამისაშვილის 1. 22 – საგარეჯოს;
  • გარდაბნის აღკვეთილი. ქ. გარდაბანი, აღმაშენებლის 127 – გარდაბნისა და მარნეულის;
  • იორის აღკვეთილი, სიღნაღის რ–ნი, სოფ. ნუკრიანი – სიღნაღის;
  • ჭაჭუნის აღკვეთილი, დედოფლისწყარო – დედოფლისწყაროს;
  • კაცობურის აღკვეთილი, ქ.აბაშა, ჯორჯიკიას ქ. 2 – აბაშის;
  • ქობულეთის აღკვეთილი, ქ. ქობულეთი ლესელიძის ქ. 4 – ქობულეთის;
  • ნეძვის აღკვეთილი, ქ. ბორჯომი, მესხეთის ქ. 23 – ბორჯომის;
  • ქცია–ტაბაწყურის აღკვეთილი – ბორჯომის;
  • თეთრობის აღკვეთილი – ახალქალაქის;
  • კარწახის ჭაობის აღკვეთილი – ახალქალაქის;
  • სულდის ჭაობის აღკვეთილი – ახალქალაქის;
  • ხანჩალის ტბის აღკვეთილი – ნინოწმინდის;
  • ბუღდაშენის ტბის აღკვეთილი – ნინოწმინდის.
  • მოქანავე ლოდები
    1. ზემო ერმანის ლოდი მდებარეობს ნასოფლარ ზემო ერმანთან (სამაჩაბლო), მდინარე ერმანისწყლის (დიდი ლიახვის ერთ-ერთი მდგენლის) ხეობაში, ზღვის დონიდან 2300 მეტრის სიმაღლეზე.
    2. ქუაქანცალიას მოქანავე ლოდი მდებარეობს მდინარე ინწრის სათავეებში, მთა ყვირას მასივზე (წალენჯიხის მუნიციპ-ი), ზღვის დონიდან 1800 მეტრის სიმაღლეზე.
    3. დურუჯის ლოდი მდებარეობს მდინარე დურუჯის მარცხენა ნაპირის რუყეზე (ყვარლის მუნიციპ-ი), ქალაქ ყვარლის ცენტრიდან ჩრდილო-დასავლეთით 2,5 კილომეტრზე, ზღვის დონიდან 440 მეტრის სიმაღლეზე.

    კლდის სვეტები

  • კაცხის სვეტი მდებარეობს სოფელ კაცხის (ჭიათურის მუნიციპ-ი) სანახებში, მდინარე ყვირილას მარჯვენა შენაკადის – კაცხურის აუზში, ზღვის დონიდან 650 მეტრის სიმაღლეზე.
  • საირმის „ეროზიული მოწმე“ მდებარეობს მდინარე წაბლარისწყალის მარცხენა ნაპირზე, კურორტ საირმის (ბაღდათის მუნიციპ-ი) მისადგომებთან, ზღვის დონიდან 800 მეტრის სიმაღლეზე.
  • ბოდორნის კლდის სვეტები  მდინარე არაგვის მარჯვენა ჩამოხვეწილ ფლატეებზე, სოფელ ბოდორნიდან (დუშეთის მუნიციპ-ი) 2 კილომეტრზე მდებარეობს, ზღვის დონიდან 750 მეტრის სიმაღლეზე.
  • ქვაკაცა მდებარეობს აჭარა-იმერეთის ქედის სამხრეთ ტოტზე (შუახევის მუნიციპ-ი), ზღვის დონიდან 2350 მეტრის სიმაღლეზე. ჭვანისწყლის მარჯვენა შენაკადის – ხევისღელის სათავეში. აქ აღმართულია სხვადასხვა ზომის სამი შთენილი, რომლებიც ტუფბრექჩიებით არის აგებული. ერთ-ერთი მათგანის სიმაღლე 7 მეტრია, ხოლო დიამეტრი 4,5-5 მეტრს აღწევს. სვეტი ადამიანის ქანდაკებას მოგვაგონებს, რის გამოც მას „ქვაკაცა“ შეარქვეს.
  • ვრის ხეობაში, ვარძიის სამონასტრო კომპლექსიდან 3 კილომეტრზე, ზღვის დონიდან 1465 მეტრის სიმაღლეზე.
  • საირმის სვეტისებრი კლდეები მდებარეობს მდინარე რიონის მარჯვენა მხარეს, სოფლებს – ალპანასა (ცაგერის მუნიციპ-ი) და ჭრებალოს (ამბროლაურის მუნიციპ-ი) შორის, ზღვის დონიდან 900 მეტრის სიმაღლეზე.
    • საქართველოს ძირითადი მწვერვალები
  • შხარა-           5203 მ. კავკასიონი ქედი (მთ.წყალგ.ქედი)
  • დომბაიულგენი-   4040 მ.  კავკასიონი ქედი (მთ.წყალგ.ქედი)
  • ჯანღა-                     5050 მ. კავკასიონის ქედი
  • შოთა რუსთაველის პიკი-4960 მ. კავკასიონის ქედი
  • ჭაუხი–                     3853 მ.  აღმ. კავკასიონის ქედი
  • თეთნულდი          3476 მ. კავკასიონის ქედი(უღვირის ქედი)
  • ზეკარა–                  3828 მ. ცენტრლ. კავკასიონის ქედი
  • მილიონა–              3700 მ. აღმ.კავკასიონის ქედი
  • სპელეოლოგების პიკი-2758 მ. კავკასიონის ქედი
  • ჭანჭახი–               4430 მ. რაჭის კავკასიონის ქედი
  • თბილისასწვერი-4060 მ. რაჭის კავკასიონის ქედი
  • ნაქერალა–           1570 მ. რაჭის  ქედი
  • ხალაწა–               3941 მ. რაჭის ქედი
  • მყინვარწვერი– 5033 მ. ხოხის ქედი
  • უშბა–                 4696 მ. ბალის ქედი
  • თებულოს მთა -4507 მ. პირიქითას ქედი
  • ლაჰილი(ლაილა)–            4010 მ. სვანეთის ქედი
  • შავი კლდე-        3578 მ. კახეთის კავკასიონის ქედი
ü
    •  

Posted on 03/04/2017, in ეს საინტერესოა. Bookmark the permalink. დატოვე კომენტარი.

დააკომენტარეთ:

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: