მსოფლიო რელიგიები

ქრისტიანობა

ქრისტიანობა, ბუდიზმთან და ისლამთან ერთად, ერთ-ერთი მსოფლიო რელიგიაა. მას დაახლოებით 2 მილიარდი მიმდევარი ჰყავს. არსებობს 3 ძირითადი მიმართულება: 1)კათოლიციზმი  2)პროტესტანტობა   3)მართლმადიდებლობა. მათ შესახებ დაწვრილებით ვისაუბრებთ ჩვენს პრეზენტაციაში, თუმცა დავიწყოთ ზოგადი მიმოხილვით.

ქრისტიანობის მთავარი არსი მდგომარეობს იესო ქრისტესადმი რწმენაში, როგორც მესიის, მხსნელისა და სამების მეორე პირისადმი. ქრისტიანული სწავლების მთავარი წყაროა წმინდა წიგნი ბიბლია. ქრისტიანობა არის გამოცხადებითი რელიგია, ანუ არ არის რომელიმე ადამიანის მიერ მოფიქრებული, არამედ ღვთის მიერაა ჩვენთვის განცხადებული, რისი დიდი მაგალითიცაა იესო ქრისტეს განკაცება და მისი სწავლება.

ეკლესიის ისტორია იყოფა 4 პერიოდად:

  • მასში შედის სამი ქვეპერიოდი (1წ.-313წ.)

1.მოციქულთა ეპოქა

2.მოციქულთა მოწფეთა ეპოქა

  1. წმ. მამათა ეპოქა

2) მსოფლიო კრებების პერიოდი ( 313წ.-843წ.)

3) გაყოფის ისტორია და კონსტანტინოპოლის დაცემა (843წ.-1453წ.)

4) ადგილობრივი ეკლესიების ისტორია (1453წ.-დღემდე)

ახლა კი განვიხილოთ ქრისტიანობის წარმოშობა. ის იუდაიზმის წიაღში, პალესტინაში წარმოიშვა. თავდაპირველად მას ჰქონდა იუდაურ-ქრისტიანული სახე, ყველა პირველი ქრისტიანი იყო ებრაელი, თუმცა ეს მალევე შეიცვალა. ქრისტიანული მოძღვრება არანაირად არ ეწინააღმდეგება იუდაიზმის სწავლებას, ის ემყარება ძველ აღთქმას და მასში გადმოცემული წინასწარმეტყველებების აღსრულებას. თუმცა იუდაელებმა არ მიღეს იესო ქრისტე, როგორც მესია, ამიტომ მათი ნაწილი გახდა ქრისტიანი და გამოეყო მათ. ქრისტიანებს უყურებდნენ როორც სექტას, მოსეს რჯულის დამრღვევებს.

ეკლესიის დაარსებად მიჩნეულია სულთმოფენობის დღე, როდესაც ამაღლებიდან მეათე დღეს ციდან გადმოვიდა ღვთაებრივი ცეცხლი და ქრისტეს მოწაფეებს ცეცხლის ენების სახით დაადგა თავზე. სულიწმინდის მადლი 120 მოწაფეზე გადმოვიდა და პირველივე დღეს 3000 ადამიანი მოაქცია. ამ ყოველივეს შემდეგ მოციქულებმა უფრო თმამად დაიწყეს ქადაგება. თომა ინდოეთში და სპარსეთში ქადაგებდა, ანდრია კავკასიასა და ბალკანეთში, მარკოზი-ეგვიპტეში. პირველ ქრისტიანებს დევნიდნენ, დასცინოდნენ და სხვადასხვა ბრალდებებს უყენებდნენ. მოციქულებიდან იოანეს გარდა ყველამ მოწამეობრივად დაამთავრა სიცოცხლე. თუმცა იოანე ღვთისმეტყველს ცხოვრებაში უამრავი წამების გაძლება მოუწია და მისი აღსასრული ძალიან საინტერესოა. როცა ის მიხვდა რომ გარდაცვალების ჟამი მოახლოებული იყო, ჯვრის ფორმის საფლავში ჩაწვა, მისმა შვიდმა მოწაფემ კი მიწა დააყარა და დამარხა, თუმცა შემდეგ როცა დანარჩენიები მოვიდნენ და საფლავი ამოთხარეს, სხეული იქ არ დახვდათ, ლეგენდაც არსებობს, რომ წმ. იოანეჯერაც ჩვენს შორის დადის, ჩვენ კი მას ვერ ვცნობთ.

კვლავ მივუბრუნდეთ ქრისტიანთა დევნას. პირველი დიდი მდევნელი იყო რომის იმპერატორი ნერონი, მან რომის ხანძარი, რომელმაც მისი ძალიან დიდი ნაწილი გადაწვა, ქრისტიანებს დააბრალა და ამის გამო ბევრი ქრისტიანი აწამა. შემდეგი იმპერატორები ვესპანსიანე და ტიტეოსი ქრისტიანებს არ დევნიდნენ, თუმცა მომდევნო მასობრივი დევნა დომენციანეს დროს დაიწყო.

ქრისტიანებს დევნიდა:

  • უბრალო ხალხი
  • რომის ხელისუფლება
  • იმდროინდელი ინტელექტუალები

ამ ყველაფრის მიზეზები კი იყო, რომ ქრისტიანობა:

  • არ იყო ნებადართულ რელიგიათა სიაში.
  • მას ჰქონდა ჩაკეტილი ორგანიზაციის სახე, რაც ეჭვს იწვევდა.
  • ითვლებოდა რომისთვის საშიშ რელიგიად, რადგან არ ჰქონდა არც ნაციონალური და არც სოციალური საზღვრები.

ბრალდებები რასაც უყენებდნენ :

  • ათეიზმი. რადგან წარმართულ ღმერთებს არ სცემდნენ თაყვანს და ამბობდნენ, რომ ისინი კერპები იყვნენ.
  • კაციჭამიობა. ზიარებას ანუ ქრისტეს სისხლისა და ხორცის მიღებას, ისინი გებულობდნენ პირდაპირად და ეგონათ, რომ ფარულად ხდებოდა ჩვილის მოკვლა ან მსგავსი რიტუალი.
  • გარყვნილება. წარმართულ სარწმუნოებაში არ სეიძლებოდა ქალისა და კაცის ერთად ლოცვა, რაც დაშვებული იყო ქრისტიანობაში, თან რადგან ქრისტიანების შეკრებები ხშირად ღამე ხდებოდა, მათ ეჭვი ჰქონდათ, რომ გარყვნილებას ჰქონდა ადგილი.
  • მაგიის გამოყენება. როგორც ვიცით ქრისტიანები მხნედ და მყარად იდგნენ, როდესაც მათ აწამებდნენ, ამიტომ ეგონათ, რომ მსგავსი რამის მიღწევა მხოლოდ მაგიის გამოყენებით იყო შესაძლებელი.

ქრისტიანთა დევნა 313წლამდე გაგრძელდა, ამ პერიოდის განმავლობაში სული იყო 10 დიდი დევნა. ყველაფერი მილანის ედიქტით დასრულდა, როდესაც კონსტანტინე დიდმა ქრისტიანობა ნაბადართულ რელიგიათა სიაში შეიყვანა.

განვიხილოთ მეორე პერიოდი – მსოფლიო კრებები

  •  პირველი საეკლესიო კრება ჩატარდა ნიკეაში(დღევანდელი თურქეთის ტერიტორია) 325წ.-ს. კრება მოიწვია ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა. აქ მხილებულ იქნა არიოზული მწვალებლობა. ალექსანდრიელი პრესვიტერი ამბობდა, რომ ძე ღმერთი ქმნილებაა, ანუ უარყოფდნენ მის ღვთაებრიობას. ამ კრებაზე დამტკიცდა მამისა და ძის ერთარსობის დოგმატი. ასევე დაწესდა თუ როდის უნდა აღინიშნოს აღდგომის დღესასწაული. ამავე კრებაზე მიიღეს 7 პუნქტიანი მრწამსი და 20 კანონი.
  •  მეორე მსოფლიო საეკლესიო კრება გაიმართა კონსტანტინოპოლში 381წელს იმპერატორ თეოდოს დიდის დროს. მას ესწრებოდა 150 ეპისკოპოსი. ის დაკავსირებული იყო მამის, ძის და სულიწმინდის ერთობის საკითხზე. მათ კიდევ უფრო დახვეწეს მრწამსი. ასევე რომის სტატუსს გაუტოლდა კონსტანტინოპოლის კათედრა.
  • 431წ.-ს ეფესოში(მცირე აზია)  ჩატარდა მე-3 კრება, იმპერატორ თეოდოს მცირის ზეობაში (408-450). ის მოწვეულ იქნა კონსტანტინოპოლის პატრიარქ ნესტორის (428-431) ცრუსწავლების განსასჯელად. ნესტორიანელები წმ. მარიამს არ უწოდებდნენ ღვთისმშობელს. ისინი ქრისტეს ყოფდნენ ორად: ადამიან პიროვნებად და ღმერთ იროვნებად. კრებამ ეს ერესი დაგმო, ნესტორი ეკლესიიდან განკვეთა და პატრიარქობა ჩამოართვა.

შემდგომში ნესტორიანელებმა თავი ირანის იმპერიას შეაფარეს, რადგან ირანი მფარველობას უწევდა ყველა ანტიბიზანტიურ იდეოლოგიას. 499წელს სელევკიის კრებაზე შექმნეს თავიანთი ეკლესია, რომელსაც სათავეში ჩაუდგა აღმოსავლეთის კათალიკოსი. ირანიდან ნესტორიანელობა გავრცელდა შუა აზიაში, ინდოეტსა და ჩინეთში. წყაროებიტ დასტურდება მათი არსებობა საქარტველოშიც მეექვსე საუკუნეში.

  • შემდეკი მსოფლიო კრება ჩატარდა ქალკედონში 451წელს. მისი მოწვევის მიზეზი იყო ნესტორიანელების დევნაში ჩამოყალიბებული ახალი ერესის განხილვა, რომელიც ცნობილია მონოფიზიტობის სახელით. მათ სწამდათ რომ ქრისტეს ჰქონდა მხოლოდ ღვთაებრივი ბუნება, ადამიანურ ბუნებას კი მისთვის შეურაცხმყოფელად თვლიდნენ. მათი აზრით დედის საშოში ეს ორი ბუნება ერთმანეთს შეერწყა და ღვთაებრივმა ბუნებამ სძლია, ამიტომ მხოლოდ ის დარჩა. ამ კრებაზე სწორ მიმდინარეობად დიოფიზიტური სწავლება დადგინდა, რომელიც მიიჩნევს, რომ ღმერთს აქვს 2ბუნება: ადამიანური და ღვთაებრივი. მონოფიზიტობის გამოყოფამ პირველი ყველაზე დიდი განხეთქილება გამოიწვია ეკლესიაში. რომის უსაბრთხოებასაც დიდი საბრთხე დაემუქრა. ერესმა ბიზანტიის იმპერიის პერიფერიებში გადაინაცვლა და ეროვნული კლასების იდეოლოგია გახდა: სომხების, ეგვიპტური კოპტების და ნაწილობრივ სირიელებისაც. ბიზანტიას არ სურდა აღმოსავლეთ პროვინციების დათმობა და ამიტომ მომდევნო კრება მოიწვია.
  • 553წ.-ს კონსტანტინოპოლში ჩატარდა მეხუთე მსოფლიო საეკლესიო კრება. მას ესწრებოდა 165 ეპისკოპოსი და მოწვეულ იქნა დიოფიზიტებისა და მონოფიზიტების შესარიგებლად, თუმცა ამან რათქმაუნდა არ გამოიღო არანაირი შედეგი.

მეექვსე საუკუნეში მონოფიზიტობა გაიყო ორ შტოდ: 1. რომელიც დიოფიზიტობას უახლოვდებოდა ეწოდება სევერიანობა.  2.ივლიანიტობა.   პირველი ქრისტეს ხორცს ხრწნადად მიიჩნევდა, მეორე კი ამაღლებამდეც უხრწნელად. სომხური ეკლესია ჯერ ივლიანიტობას ემხრობოდა, შემდეგ კი სევერიანელთა სირიულ განშტოებას იაკობიტობას დაუახლოვდა.

  • მეექვსე მსოფლიო კრება ისევ კონსტანტინოპოლში მოიწვიეს 680წელს, მისი ინიციატორი იყო კონსტანტინე მეოთხე. კრება მონოფელიტური სწავლების წინააღმდეგ შეიკრიბა. მას ესწრებოდა 243 ეპისკოპოსი. მათი სწავლებით ქრისტეში იყო ერთი პიროვნება და ორი ბუნება(ღვთაებრივი და ადამიანური), მაგრამ მასში აღიარებდნენ ერთ მოქმედებას და 1 ნებას. თუმცა დიოფელიტები ორ მოქმედებასა და ორ ნებას აღიარებდნენ. ეს ყოველივე რომ გასაგებ ენაზე დავიყვანოთ, მოვიყვან მაგალითს: გავარვარებული დანა, რომ ნაჭერს დავარტყათ ის მას არამარტო გაჭრის არამედ დაწვავს, ანუ ერთ პიროვნებას აქვს ორი მოქმედება, მისი ორი ბუნებიდან გამომდინარე. ამიტომ ცხადია ამ კრებაზე მონოფელიტური სწავლება ერესად იქნა აღიარებული, დაიწყევლა და ყველა მისი თხზულება დაიწვა. ამჟამად მონოფელიტების ნაშთად მიიჩნევენ მარონიტებს, რომლებიც შემორჩნენ ლიბიასა და სირიაში.
  • ნიკეაში გაიმართა მეშვიდე საეკლესიო კრება 787წელს. ის მოწვეულ იქნა დედოფალ ირინეს მიერ და მიეძღვნა ხატმებრძოლეობის საკითხს. დამტკიცდა ხატების თაყვანისცემა და ეს არ ჩაითვალა კერპთაყვანისმცემლობად, რადგან ჩვენ თაყვანს ვცემთ არა თვითონ ნივთს, არამედ მასზე გამოხატულ პირველ სახეს.

IX-ს დან დასავლეთსა და აღმოსავლეთ ეკლესიებს შორის დაიწყო დაპირისპირება და გაუცხოება.  IX,  X,  XI საუკუნეების დოგმატურმა უთანხმოებებმა და კამათმა გამოიწვია 1054წელს სქიზმა ანუ განხეთქილება, ეს მოხდა დოგმატუ და კანონიკურ საფუძვლებზე. ეკლესია ორ ნაწილად გაიყო:  აღმოსავლეთის კათოლიკე და რომის კათოლიკე ეკლესიები. გაყოფამ გააღრმავა მათ შორის განსხვავებები. მოდით ჩამოვთვალოთ ძირითადები:

  • სულიწმინდის გამომავლობის საკითხი. კათოლიკეების სწავლების მიხედვით, სულიწმინდა გამოდის არამარტო მამისგან არამედ ძისგანაც.
  • კათოლიკობა სამოთხე და ჯოჯოხეთთან ერთად აღიარებს შუალედურ სამყოფელს, განსაწმენდელს ანუ სალხინებელს.
  • ის კრძალავს სასულიერო პირთა ქორწინებას. ეს ხდება სამღვდელოებს სიწმინდისა და ავტორიტეტის დაცვის და მათი განმტკიცების მიზნით.
  • მართლმადიდებლობისგან განსხვავებით მას აქვს ერთი ცენტრი – ვატიკანი, რომელსაც სათავეში რომის პაპი უდგას.
  • განსხვავებები საეკლესიო საიდუმლოებათა შესრულებაში. მაგ: ნათლობის დროს კათოლიკურ ეკლესიაში სავალდებულო არაა წყლით განბანა და შესხურებაც საკმარისია. მირონცხება მხოლოდ 8წლის ასაკიდან ხდება და არა ნათლობისას. განსხვავებულია ზიარების წესიც.ტრაპეზთან მისვლა შეუძლიათ საერო პირებსაც (მათ შორის ქალებსაც). ღვთისმსახურების დროს მიღებულია ჯდომა და ა.შ.
  • მიჩნეულია რომ პაპი სარწმუნოებაზე საუბრისას შეცდომას არასდროს უშვებს (ეს გამოაცხადეს 1870წლის ვატიკანის კრებაზე). მას პეტრე მოციქულის მემკვიდრედ აღიარებენ.
  • მრწამსში შეიტანეს ცვლილება და ფილიოკე („და ძისგან“) დაუმატეს.

ამჟამად კათოლიციზმს ყავს 1,1 მილიარდი მიმდევარი მსოფლიოს 235 ქვეყანაში, რაც მთელი ქრისტიანების 52%-ია. მათი უმრავლესობა სამხრეთ, ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში; ლათინურ ამერიკაში;  ტროპიკული აფრიკის ქვეყნებში ( საფრანგეთისა და პორტუგალიის ძველი კოლონიები ) და ფილიპინებში.

მართლმადიდებლობა – ის ისევე როგორც კათოლიციზმი 1054 წელს წარმოიშვა განხეთქილების გამო, როგორც ცალკე მიმდინარეობა. მასში თავმოყრილია და ყველაზე მეტად სახეცვლილების გარეშეა შემორჩენილი ქრისტიანული დოგმები და როგორც უკვე განვიხილეთ შვიდივე მსოფლიო საეკლესიო კრების გადაწყვეტილებები. მართლმადიდებლობის ბურჯის – ბიზანტიის დაცემის შემდეგ, მის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა რამდენიმე დამოუკიდებელი ეკლესია. ამჟამად არსებობს 18 მართლმადიდებლური ეკლესია და 15 მათ შორის ავტოკეფალურია:  1) კანსტანტინოპოლის  2)ალექსანდრიის  3) ანტიოქიის   4) იერუსალიმის   5) რუსეთის   6) საქართველოსი   7) სერბეთის   8) რუმონეთის   9) ბულგარეთის   10) კვიპროსის   11) ელადის   12) ალბანეთის   13) პოლონეთის   14) ჩეხეთისა და სლოვაკიის   15) ამერიკის

პროტესტანტიზმი – XVIს.-ის რეფორმაციიდან გამომდინარე, რელიგიურ მოძღვრებათა და მიმდინარეობათა საერთო სახელწოდება. ის დაუიპირისპირდა რომის კატოლიკურ ეკლესიას და ჩამოაყალიბა ახალი ქრისტიანული მრწამსი. ის მოიცავს რამდენიმე ეკლესიასა და სექტას. ფუძემდებლებად ითვლებიან: მ.ლუთერი, ჰ.ცვინგლი და ჟ.კალვინი. პროტესტანტიზმში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ორ დოგმას: 1) ქრისტიანობის უმთავრეს ავტორიტეტად ითვლება საღვთო წერილი (ბიბლია – ძველი და ახალი აღთქმა)   2) ეფუძნება ავგუსტინე ნეტარის მოძღვრებას.  პროტესტანტთა აღიარებით ეკლესიის ერთადერთი თავია იესო ქრისტე და მას არ სჭირდება არც პაპი და არც საეკლესიო იერარქია. მათ უარყვეს ღმრთისმშობლის, ანგელოზთა და სხვა წმინდანთა თაყვანისცემა, ასევე კათოლიკური წარმოდგენები სალხინებელზე. აღკვეთილია მარხვა, ხატები და წმ. ნაწილები რადგან ამას კერპმსახურებად მიიჩნევენ. აკრძალეს საეკლესიო მუსიკა (გარდა ლუთერანული ეკლესიისა), შეამცირეს საეკლესიო დღესასწაულები, შვიდი საიდუმლოებიდან დატოვეს მხოლოდ ორი: ნათლობა და ზიარება, გაამარტივეს ღვთისმსახურება.

XIXს.-ის   70-იანი წლებისთვის პროტესტანტული ეკლესიები ითვლიდნენ დაახლოებით 225 მილიონ მიმდევარს. მათი ინიციატივით დაიწყო ე.წ. ეკუმენური მოძრაობა – ქრისტიანული ეკლესიების გაერთიანება. 1948 წლიდან  მას ხელმძღვანელობს ეკლესიათა მსოფლიო საბჭო. განვიხილოთ მისი ქვემიმდინარეობები:

  • ლუთერანიზმი – XVIს.-ში გერმანიაში აღმოცენდა რეფორმაციის დროს. ის ეფუძნება მარტინ ლუთერის მოძღვრებას და მასში მოცემულია პროტესტანტიმის ძირითადი დებულებები. ლუთერანიზმმა შეინარჩუნა საკურთხეველი, ჯვარი, ორღანი, რელიგიური ფერწერა(ხატების გარდა). ის გერმანიაში ოფიზიალურ სარწმუნოებად (კათოლიციზმის სწორად) იქნა აღიარებული აგსბურგის რელიგიური ზავით (1555წ.). 1970წლის მონაცემებით მას დაახლოებით 75 მილიონი მიმდევარი ყავს ( პროტესტანტების 1/3). უმეტესობა ცხოვრობს: გერმანიაში(37მლნ.), შვეიცარიაში, ფინეთში, ნორვეგიაში, ისლანდიაში, ა.შ.შ-ში, ჩეხოსლოვაკიაში, უნგრეთში, ესტონეთსა და ლატვიაში.
  • კალვინიზმი – წარმოიშვა საფრანგეთში ასევე XVIს-ში. ის საშუალოა ლუთერისა და ცვინგლის შეხედულებათა შორის. საფუზველია ბედისწერის, პრედესტინაციის (წინასწარ განსაზღვრულობის) დოქტრინა. პრესვიტარები ხელმძღვანელობდენ საეკლესიო საქმეებს, ამიტომ მას მეორენაირად „პრესვეტარიანულსაც“ უწოდებენ. დანარჩენი საკითხები პროტესტანტიზმის მსგავსია. კალვინიზმი გავრცელებულია ევროპის რამდენიმე ქვეყანაში: ჰოლანდიაში, ინგლისში, შოტლანდიაშიასევე ჩრდილოეთ ამერიკასა(კანადა) და სამხრეთ აფრიკის კავშირში.
  • ანგლიკანიზმი – ინგლისში ჩაისახა XVIს-ში. ის კულტითა და ორგანიზაციული პრინციპებით ახლოს დგას კათოლიკურ ეკლესიასთან. ინგლისის მეფე ჰენრი VIII-მ მხარი დაუჭირა გამოყოფას და ინგლისის ეკლესია ჩამოაშორა რომისას და სამეფო ხელისუფლებას დაუქვემდებარა. ანგლიკანურ ეკლესიას სათავეში უდგას პრიმასი – კენტერბერის არქიეპისკოპოსი, მას მოსდევს იორკის ეპისკოპოსი, 20-მდე ეპისკოპოსი და სასულიერო პირები. ეპისკოპოსთა დიდი ნაწილი ლორდთა პალატის წევრია. საეკლესიო გადაწყვეტილებებს ამტკიცებს პარლამენტი.ინგლისის გარდა ანგლიკანური ეკლესია არსებობს ირლანდიაში, უელსში, შოტლანდიაში, კანადაში, ავსტრალიაში, სამხრეთ აფრიკაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და სხვ. მათი საერთო რიცხვი 80 მილიონამდეა და ისინი ქმნიან ანგლიკანურ ეკლესიათა კავშირს.

საბოლოოდ ჩვენს პრეზენტაციას დავამთავრებთ სიტყვებით „საქმე მოციქულთა“-დან: „და ვიდრე ისინი ცას შეჰყურებდნენ, მისი ამაღლებისას, აჰა, წარუდგა მათ ორი კაცი, თეთრი სამოსით, რომლებმაც უთხრეს მათ: კაცნო გალილეველნო, რას დამდგარხართ და შეჰყურებთ ცას? ეს იესო, რომელიც თქვენგან ამაღლდა ზეცად, ისევე მოვა, როგორც ზეცად ამავალი იხილეთ იგი“. ამიტომ ყველა ქრისტიანი, კონფესიური განსხვავებების მიუხედავად, უნდა მოელოდეს უფლის მეორედ მოსვლას. რამეთუ ქრისტიანული მოძღვრება მხოლოდ თეორია  ან სწავლება კი არ არის ზნეობის შესახებ, არამედ ეს არის ცხოვრება და სწავლება, გადარჩენის ანუ სულის ცხონების შესახებ, რაშიც განსაკუთრებული როლი სარწმუნოების სიწმინდეს და უფლის მცნებებით ცხოვრებას ენიჭება. რაც მთელი სისავსით გადმოცემულია მართლმადიდებლურ საეკლესიო მოძღვრებაში.

თემა დაამუშავეს და წარმოადგინეს მე-10 კლასის მოსწავლეებმა:  ნინო ჭამტურიამ, ანამარია….

ისლამი

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44

 

Posted on 21/03/2015, in ეს საინტერესოა. Bookmark the permalink. დატოვე კომენტარი.

დააკომენტარეთ:

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: