ქარები

ქარები

 ქარი არის ჰაერის მოძრაობა ატმოსფეროში დედამიწის ზედაპირის თითქმის პარარელურად.
ქარი წარმოიქმნება ატმოსფეროში წნევის არათანაბარი ჰორიზონტალური განაწილების გამო. ჰაერის მოძრაობაზე მოქმედებს კორიოლისის ძალა, ხახუნის ძალა, მრუდ-ხაზოვანი ტრაექტორიის დროს — ცენტრიდანული ძალაც.
ხახუნის ძალის გავლენა მნიშვნელოვანია მხოლოდ ატმოსფეროს ქვედა ფენაში, ე.წ. ხახუნის ფენაში (1000-1500 მ სიმაღლემდე). ხახუნის ფენის ზევით, თავისუფალ ატმოსფეროში, ქარი თითქმის გეოსტროფულ ქარს წარმოადგენს.
ქარს ახასითებს მიმართულება და სიჩქარე. მიმართულებად ითვლება ჰორიზონტის მხარე, საიდანაც იგი ქრის (გამოსახავენ აზიმუტით ან რუმბებით); სიჩქარე გამოისახება მ/წმ, კმ/სთ, კვანძებით ან ბალებით ბოფორტის სკალის მიხედვით. დედამიწის ზედაპირთან ქარს აკვირდებიან ანემომეტრით, ანემოგრაფით, ფლუგერითა და სხვ; თავისუფალ ატმოსფეროში — ბურთ-პილოტით. ქარის სიჩქარესა და მიმართულებას ხმელეთის ზედაპირზე აქვს მკაფიოდ გამოხატული დღეღამური სვლა; ღამით ქარის სიჩქარე მინიმუმს აღწევს, ნაშუადღევს — მაქსიმუმს.

ზღვაზე დღეღამური სვლა არ შეიმჩნევა. ქარის სიჩქარის წლიური სვლა არსებითად დაკავშირებულია ატმოსფეროს ზოგადი ცირკულაციის თავისებურებებთან. დედამიწის ზოგიერთ ადგილას იცის ადგილობრივი ქარები (ბორა, ბრიზი, სიროკო, ფიონი , ხორშაკიდა სხვ.), რომლებიც დაკავშირებულია ატმოსფერული ადგილის ცირკულაციასთან, ადგილის რელიეფთან და სხვ.

cirkulaciuri procesebi

ცირკულაციური პროცესები

განარჩევენ ქარების ორ ტიპს: მუდმივი და დროებითი
მუდმივი ქარებია : პასატები და დასავლური ქარები
დროებითი ქარებია : მუსონები და ბრიზები

პასატები – მუდმივი ქარები, რომლებიც ორივე ნახევარსფეროს ტროპიკული სარტყლიდან ქრის ეკვატორის მიმართულებით. დედამიწის ზედაპირთან ხახუნის შედეგად ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გარდაიქმნება ჩრდილო-აღმოსავლეთის, ხოლო სამხრეთ ნახევარსფეროში სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარებად.

მუსონები — ჰაერის მასების მდგრადი სეზონური გადატანა დედამიწის ზედაპირთან და ტროპოსფეროს ქვედა ნაწილში. მუსონების მიმართულება მკვეთრად იცვლება წელიწადის დროების მიხედვით.

მუსონებს იწვევს კონტინენტისა და ოკეანეების ზედაპირზე ატმოსფერული წნევის მაღალი (ანტიციკლონი) და დაბალი (ციკლონი) არეების მდებარეობის სეზონური ცვალებადობა და ურთიერთქმედება. ყველაზე გამოკვეთილად თავს იჩენს ეკვატორული აფრიკის, სამხრეთ- და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტროპიკულ ქვეყნებში.

მუსონი

მუსონი

ბრიზი  — დღეღამური პერიოდულობის ქარი, წარმოიქმნება ზღვის, დიდი ტბისა და წყალსაცავის სანაპიროებზე წყლისა და ხმელეთის არათანაბარი გათბობა-გაცივების შედეგად.

ბრიზი დღე-ღამეში ორჯერ იცვლის მიმართულებას. დღისით ზღვიდან გამთბარი სანაპიროსკენ ქრის — დღის ანუ ზღვის ბრიზი, ხოლო ღამით — გაგრილებული სანაპიროდან ზღვისაკენ — ღამის ან ხმელეთის ბრიზი; დღის ბრიზი ჩვეულებრივ მოიცავს რამდენიმე ასეული მეტრიდან 1-2 კმ-მდე სისქის ჰაერის ფენას. მისი სიჩქარე იშვიათად აღემატება 1-5 მ/წმ.

ბრიზს დიდი მნიშვნელობა აქვს ამინდის დღეღამური ცვალებადობისათვის, განსაკუთრებით ტროპიკებში. მაგ., ბრიზს არსებითი მნიშვნელობა აქვს დღეღამური ამინდის სვლისათვის, განსაკუთრებით ტროპიკებში, სადაც ზღვის ბრიზი დაბლა სწევს ჰაერის ტემპერატურას, ზრდის ტენიანობას. ამასთანავე დიდ სიმაღლეებზე ფიქსირდება უკუდინება.

brizebi

ბრიზები

ძლიერი ქარები(შტორმები)

ტორანადო (ხშირად მოიხსენიება როგორც ციკლონი) — ძლიერი, საშიში, მბრუნავი ჰაერის სვეტი, რომელიც დედამიწის ზედაპირს ეხება და ღრუბლების შეჯახების დროს წარმოიქმნება. ტორნადო სხვადასხვა ფორმისა და ზომისაა, მაგრამ, ძირიათადად, შესქელებული საკვამურის ფორმა აქვს, რომლის ვიწრო მხარეც დედამიწიდან ყველაფერს ისრუტავს და ხშირად მტვრის ღრუბლებს ტოვებს. ტორნადოების უმეტესობას აქვს ქარის სიჩქარე 110 მილი საათში (177 კმ) და სიგრძით დაახლოებით 80 მეტრია. სანამ გაქრება, იგი რამდენიმე კილომეტრს გაივლის. ყველაზე საშიში ტორნადოების ქარის სიჩქარე 300 მილს აღწევს საათში (480კმ) და სიგრძით 3 კმ-ია. გაქრობამდე გაივლის 10000 კმ–ს.

tornado

ტორნადო

ტროპიკული ციკლონი(ტაიფუნი) — მეტეოროლოგიაში შტორმის სისტემა დახურული ცირკულაციით დაბალი წნევის ცენტრის ირგვლივ, რომელსაც ორთქლიანი ჰაერის მასების ამაღლებითა და კონდენსაციით გამოთავისუფლებული სიმხურვალე იწვევს.

მათი სიძლიერისა და მდებარეობის მიხედვით არსებობს რამდენიმე ტერმინი, რომლითაც ტროპიკული ციკლონები მოიხსენიება, მათ შორის: ტროპიკული დეპრესია, ტროპიკული შტორმი, ქარიშხალი და ტაიფუნი.

ტაიფუნი

ტაიფუნი

ტროპიკულ ციკლონებს შეუძლია ექსტრემალურად ძლიერი ქარების, ტორნადოებისა და ტორენციული წვიმების (მეწყერისა და მყისიერი წყალდიდობის შემქმენლი) წარმოქმნა, რაც ყველაზე მძიმედ სანაპირო რაიონებში აისახება. მიუხედავად იმისა, რომ ტროპიკული ციკლონების ეფექტი მოსახლეობაზე შეიძლება კატასტროფული იყოს, მათ ასევე გვალვიან პირობებში დედამიწისთვის საჭირო ნესტი მოაქვს უზარმაზარი რაოდენობით. ციკლონებს სიმხურვალე გააქვს ტროპიკებიდან, რაც გლობალური ატმოსფერული ცირკულაციის მნიშვნელოვანი მექანიზმია, რომელიც დედამიწის ტროპოსფეროს წონასწორობის შენარჩუნების საშუალებას იძლევა.

ბორა-ძლიერი და ცივი გრიგალი. წარმოქმნის მიზეზი- ზღვასა და მიმდებარე ხმელეთზე წნევის  სხვაობა.ბორა  ქრის ზღვისპირა ქედის კალთებიდან. ცნობილია ნოვისიბირსკის ბორა.

Posted on 29/12/2013, in ეს საინტერესოა, მსოფლიოს გეოგრაფია and tagged , , , , , , . Bookmark the permalink. დატოვე კომენტარი.

დააკომენტარეთ:

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: