მშვიდობის შენარჩუნების და განიარაღების პრობლემა
§ 2.4. მშვიდობის შენარჩუნების და განიარაღების პრობლემა
თანამედროვეობის ყველაზე დიდი პრობლემაა ბირთვული ომის თავიდან აცილება და საყოველთაო მშვიდობის უზრუნველყოფა.
ამის ალბათობა ახლა გაცილებით ნაკლებით, თუმცა არა გარანტირებული. ატომური ომის საშიშროება აღარ არსებობსო – ვერ ვიტყვით – ბევრი მკვლევარი ფიქრობს, რომ ატომური ომის საშიშროება რეალურია, უბრალოდ მონაწილეები შეიცვალნენ: დაპირისპირება – “დასავლეთი-აღმოსავლეთი“ შეიცვალა “ჩრდილოეთი-სამხრეთი“-თ. ცივი ომი დამთავრდა და დაიწყო “ცივი მშვიდობა“, რაც არანაკლებ საფრთხეს შეიცავს და ახალ პრობლემებს აჩენს.
მშვიდობისა და განიარაღების პრობლემა ცივი ომის პერიოდში
II მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა ახალი გეოპოლიტიკური წესრიგი, რომელიც ცნობილია იალტა-პოტსდამის სისტემის სახელით. მისი შინაარსი გამოიხატება სოციალისტურ და კაპიტალისტურ სამყაროდ დაყოფაში. არც ომი იყო და არც მშვიდობა. დაპირისპირება მწვავე და გლობალური გახდა იმის გამო, რომ ორივე მხარეს ბირთვული იარაღი ჰქონდა. პირველად შექმნა აშშ-მ ატომური იარაღი და გამოიყენა 1945 წ. ხიროსიმასა და ნაგასაკში (იაპონია).
1949 წ. სსრკ-მ ატომური ბომბი გამოსცადა – დაიწყო გამალებული შეიარაღება.
50-იან წლებში ბირთვული სახელმწიფო გახდა დიდი ბრიტანეთი, 1960 – საფრანგეთი, 1964 – ატომური ბომბი გამოსცადა ჩინეთმა. 70-იან წლებში ისრაელმა, 90-იან წლებში ინდოეთმა და პაკისტანმა.
მაგრამ ყველაზე დიდი საფრთხე აშშ-სთვის სსრკ იყო. დაიდო ხელშეკრულება (1963 წ.) ჰაერში, წყალში და ხმელეთზე ატომური იარაღის გამოცდის აკრძალვის შესახებ. ხელშეკრულება სტრატეგიული იარაღის შეზღუდვის შესახებ (1972-1979 წ.). მაგრამ ბირთვული ომის საფრთხე არ შენელებულა.
“პერესტროიკის“ დროს დადებულმა ხელშეკრულებამ საშუალო სიშორის ატომური იარაღის ევროპიდან გატანის და იარაღის შეზღუდვის შესახებ შეამცირა ბირთვული ომის ალბათობა. ხოლო სსრ-ს დაშლამ ეს საფრთხე მინიმუმამდე დაიყვანა.
მშვიდობის შენარჩუნების და განიარაღების პრობლემა ცივი ომის შემდეგ
- ფუკოიამამ – “ისტორიის დასასრული“ უწოდა ცივი ომის დამთავრებას და ბირთული კატასტროფისაგან განთავისუფლებას.
ირაციონალური და რაციონალური ძალების მუდმივი ბრძოლა დამთავრდა. დადგა საყოველთაო მშვიდობის ხანა.
სამაგიეროდ საკმაოდ სერიოზული საშიშროების წინაშე დადგა სამყარო:
1) გაიზარდა ბირთვული სახელმწიფოების რიცხვი. ატომური იარაღის შექმნაზე ინტენსიურად მუშაობენ ირანი და ჩრდილოეთ კორეა.
ატომური იარაღი აღმოჩნდა ისეთ ქვეყანაში, რომელთაც ტერიტორიული კონფლიქტი აქვთ, ასევე მუსულმანურ და ტოტალიტარულ, კომუნისტურ ქვეყნებში.
2) ბიპოლარული მსოფლიოს დაპირისპირების პოლუსები შეიცვალა: “დასავლეთი-აღმოსავლეთი“ – “ჩრდილოეთი-სამხრეთი“. განვითარებული, განვითარებადი სამყაროს დაპირისპირება კაპლანი.
ასევე მრავალპოლუსიანი სამყარო (აშშ, ევროკავშირი, ჩინეთი, იაპონია, რუსეთი).
3) პანტინგტონი – ცივილიზაციათა შესახებ.
4) გამოიკვეთა სახიფათო ტენდენცია – რუსეთმა ადრე ნაკისრი ზოგიერთი ხელშეკრულების შესრულებაზე უარი თქვა, ცალმხრივად შეაჩერა სამხედრო ბაზების ლიკვიდაცია და ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების პროგრამა. პარალელურად მიმდინარეობდა ატომური შეიარაღების ზრდა და მოდერნიზაცია.
5) მშვიდობის მიღწევის გზაზე გადაულახავი წინააღმდეგობაა სახელმწიფოთაშორისი და შიდასახელმწიფოებრივი კონფლიქტების ზრდა და გამწვავება, რაც გლობალურ პრობლემად იქცა.
§ 2. შეიარაღებული კონფლიქტები
როგორც გლობალური პრობლემა II მსოფლიო ომის შემდეგ გაიზარდა კონფლიქტების რიცხვი, რაც გამოწვეულია:
1) სახელმწიფოთა რაოდენობის ზრდით
2) კოლონიების ან ტოტალიტარული ქვეყნების საზღვრები გაავლეს მეტროპოლიებმა, რამაც უამრავი ტერიტორიული კონფლიქტი წარმოშვა.
3) სეპარატიზმი და ირედენტიზმი.
სეპარატიზმი – (ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის ან ფართო ავტონომიის სტატუსის მიღების მიზნით სახელმწიფო გამოყოფის თეორია (ობიექტური, სერიოზული მიზეზის გარეშე მაგ. ეთნიკური უმცირესობა არ წარმოადგენს დაპყრობილ, ანექსირებულ ხალხს, არ განიცდის დევნას).
ირედენტიზმი – მიზანი – ისტორიულ სამშობლოსთან ტერიტორიის მიერთებას (ირედენტა ნიშნავს დასაბრუნებელს).
სეცერია – სეპარატიზმის უკიდურესი ფორმა – მიზანი ტერიტორიის სრული გამოყოფა.
ტრაიბალიზმი – ტომობრივ-კლანური კავშირების გადამწყვეტი როლი პოლიტიკურ ცხოვრებაში (აფრიკაში – რუანდაში ხუტუს და ტუტრის ტომების ბრძოლამ 1 მლნ. კაცი შეიწირა).
კონფლიქტების ხასიათი საგრძნობლად შეიცვალა:
- დიდ სახელმწიფოებს შორის კონფლიქტები პრაქტიკულად აღარ არის (ბირთვული იარაღის შიშით).
- შემცირდა შეიარაღებული დაპირისპირებების ხანგრძლივობა (საერთაშორისო ორგანიზაციათა და მსოფლიო თანამეგობრობის დამსახურება).
- შეიცვალა კონფლიქტების გეოგრაფია, გადაინაცვლა, სამხრეთში.
- კონფლიქტების უმრავლესობა ლოკალურია და ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციებს არ ითვალისწინებს.
- დიდი სახელმწიფოები პატარა სახელმწიფოებს გავლენის ქვეშ აქცევენ არა ომით, არამედ ცივილიზებული დახვეწილი ხერხებით.
უმთავრესი საერთაშორისო კონფლიქტი
1. პალესტინის კონფლიქტი
1947 წ. ნოემბერში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია – პალესტინის ტერიტორიაზე ორი დამოუკიდებელი (არაბული და ებრაული) სახელმწიფოს შექმნის შესახებ. ქ. იერუსალიმზე კი უნდა დაწესებულიყო სპეციალური რეჟიმი.
1948 წ. გამოცხადდა ისრაელის დამოუკიდებლობა, რასაც მეზობელი არაბული ქვეყნები მტრულად შეხვდნენ და 4-ჯერ განახორციელეს მის წინააღმდეგ აგრესია. ოთხივე ომში ისრაელმა გაიმარჯვა, დაეუფლა პალესტინის არაბული სახელმწიფოსთვის გამოყოფილ ტერიტორიას, ხოლო იერუსალიმი მის ხელში გადავიდა.
ამის მერე არაბულმა ქვეყნებმა აღიარეს ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობა, ხოლო სანაცვლოდ ისრაელმა დაუბრუნა ეგვიპტეს სინას ნახევარკუნძული.
დაიწყო მოლაპარაკება ისრაელსა და პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციებს შორის. რის შედეგადაც ისრაელმა ცნო ღაზას სექტორისა და დასავლეთ სანაპიროს ავტონომია და მზადაა დაეთანხმოს პალესტინის დამოუკიდებელ სახელმწიფოს შექმნას, ამ საზღვრებში. გადაუჭრელია იერუსალიმის საკითხი. იგი ისრაელმა დედაქალაქად გამოაცხადა და მისი არც ერთი ნაწილის დათმობას არ აპირებს.
კვიპროსის კონფლიქტი
1960 წლიდან ამ ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა. მოსახლეობა – 78% ბერძნები, 18% თურქები, დუალისტური სახელმწიფოა. 1974 წელს ბერძნებმა მოითხოვეს საბერძნეთთან შეერთება. მოახდინეს გადატრიალება და საბერძნეთთან შეერთება გამოაცხადეს. საპასუხოდ თურქეთმა ჯარი გადასხა, და ტერიტორიის 40%-ის ოკუპაცია შეძლო. ამ ტერიტორიაზე გამოცხადდა ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა, რომელიც მხოლოდ თურქეთმა ცნო, საბერძნეთთან შეერთების მსურველთა მცდელობა აღიკვეთა და კვიპროსის რესპუბლიკა აღდგა. თურქულმა ნაწილმა უარი თქვა კვიპროსის რესპუბლიკის სტატუსზე და ამის გამო კონფლიქტი გაჭიანურდა.
ბოსნიის და კოსოვოს კონფლიქტი
იუგოსლავიის დაშლის შემდეგ, დამოუკიდებლობა გამოაცხადა ბოსნია-ჰერცოგოვინამ. ამ ქვეყანაში 38% სერბები არიან. დამოუკიდებლობას სერბებმა მხარი არ დაუჭირეს და სერბეთთან შეერთება მოინდომეს. ამას მოჰყვა შეიარაღებული კონფლიქტი, სადაც ერთ მხარეს იყვნენ სერბები, მეორეზე ბოსნიელი ხორვატები და მუსლიმანები. გაეროს უშიშროების საბჭომ ბოსნიაში გაეროს ჯარები გაგზავნა სისხლისღვრის შესაჩერებლად. კონფლიქტი დაკონსერვდა. ქვეყანა გაიყო ორ ნაწილად: 1 – ბოსნია-ჰერცოგოვინის (მუსლიმანურ-ხორვატიული) ფედერაციად და სერბეთის რესპუბლიკად. უსაფრთხოებას გაერო იცავს.
კოსოვო
მსგავსი პრობლემა წარმოიშვა სერბეთის ალბანელებით დასახლებულ ავტონომიურ მხარეში – კოსოვოში. ანტისერბულმა გამოსვლებმა ისეთი მასშტაბები მიიღეს ქვეყანაში, რომ სერბეთმა “ჭკუა ასაწავლა“ სეპარატისტებს და ეთნოწმენდა განახორციელა. ჩაერია ნატო ფართომასშტაბიანი ოპერაციებით. კოსოვოს მისცეს დამოუკიდებლობა და დაუწესეს გაეროს კონტროლი. რასაც არ ეთანხმება სერბეთი და რუსეთი.
სხვა კონფლიქტები
საქართველო – რუსეთი
ინდოეთი – პაკისტანი
ირანი – ერაყი
სომხეთი – აზერბაიჯანი
მაროკო – ალჟირი
შიდასახელმწიფოებრივი კონფლიქტები უფრო ძნელი გადასაწყვეტია
საერთაშორისო კონფლიქტების 55% მოგვარდა. ხოლო შიდა კონფლიქტების 20%.
3 ჯგუფი
- ეთნიკურ-რელიგიური
- სამოქალაქო ომი (გარე ძალების პროვოცირებული, რათა მოიყვანონ მათთვის მისაღები მთავრობა)
- არშემდგარი სახელმწიფოების (კლანურ-მაფიოზური, ნარკოტიკული კონტროლის, ეკონომიკის დარგზე) შეიარაღებული დაპირისპირება.
3.3. საერთაშორისო ტერორიზმი
სახეები და ფორმები:
- პოლიტიკური ტერორიზმი – დაკავშირებულია სახელმწიფო მოწყობასთან.
- სოციალური ტერორიზმი – მემარცხენე-მემარჯვენე ტერორიზმი (ლენინიზმი, მარქსიზმი, ტრადიციონალიზმი).
- ნაციონალური ტერორიზმი (სეპარატისტული).
- მსოფლმხედველობითი – გაბატონებულ ფასეულობებსა და ნორმასთან (ფუნდამენტალისტური და სექტანტური)
ფორმები:
დივერსია, გატაცება, თავდასხმა, მკვლელობა, ძარცვა (ექსპროპრიაცია), ჰაიჯეკინგი (სატრანსპორტო სახეობების ხელში აყვანა, მძევლები).
თანამედროვე ტერორიზმი
რაოდენობამ აიღო, აქტები მასშტაბური გახდა. ძირითადად – რელიგიურ-ფუნდამენტალისტური და ეთნიკურ-ტომობრივი.
განსაკუთრებით საფრთხისშემცველი – აშშ-სთვის ისლამისტური ტერორისტული ორგანიზაციები:
“ჯიჰად ალ ისლამი“ და “ჰამასი“ – სუნიტური, რომელთაც საღვთო ომი აქვთ გამოცხადებული.
“თალიბანი“ – ავღანეთში.
“ლაშქარე თაიბი“ – პაკისტანი
“ჯამაათ ალ ისლამია“ – მიზანი ცენტრალური აზიის სახელმწიფოების შექმნა.
“ალ ქაიდა“ – 2001 წლის 11 სექტემბერი.
საფრთხე ყველგანაა – ამიტომ იძულებული ხარ გაანადგურო ტერორიზმში ეჭვმიტანილი ყველა პირი, რაც უფრო ამწვავებს კონფლიქტს.
ირლანდიის ორგანიზაცია “ირა“ – მიზანი ორი ირლანდიის გაერთიანება.
ბასკების “ეტა“ – 2010 წ. უარი თქვა ტერორზე.
“ღმერთის არმია“ – აშშ
“აუმ სენრიკიუ“ – იაპონია
“რუხი მგლები“ – თურქეთში და ა. შ.
ხშირია სახელმწიფოს მხარდაჭერა ტერორისტებისადმი (შეფარვით).
3. 4. დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის პრობლემები
ტერორიზმის ფორმები (ბრძოლის)
პროგრესული და კონსერვატიული (არაფერს არ უთმობენ)
Posted on 25/11/2013, in გლობალური პრობლემების გეოგრაფია. Bookmark the permalink. დატოვე კომენტარი.
დატოვე კომენტარი
Comments 0