ავტორის მიმართვა

 

ძვირფასო ბლოგის სტუმრებო.

იმ შემთხვევაში, თუ ამ ბლოგზე გამოქვეყნებულ მასალას

გამოიყენებთ, გთხოვთ, მიუთითოთ წყარო. ბლოგის მუშაობა

დაცულია საავტორო უფლებებით.

 

ბლოგის ავტორი ნ.მ.

 

*********სააბიტურო გამოცდების დამხმარე მასალა

Magnolia Blossom

                     

                           საქართველოს გეოგრაფია

 

საქართველოს დროშა

საქართველოს გერბი

საქართველოს ჰიმნი

დამხმარე მასალაში მოცემული ინფორმაცია გადმოცემულია ძალიან მარტივი,  ბავშვებისთვის ადვილად გასაგები ენით.

საქართველოსფიზიკური   რუკა

საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა გეოპოლიტიკური მდებარეობა  სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებთან ერთად გულისხმობს მეზობელ ქვეყნებში არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობას  და მოცემული ქვეყნის  მომგებიან (ან არამომგებიან) პოზიციას მათ მიმართ …

საქათველოს მომგებიანი პოლიტიკურ გეოგრაფიული მდებარეობა: 1.მდებარეობს ევროპა- აზიის გზაგასაყარზე.     2. აქვს გასასვლელი შავი ზღვით მსოფლიო ოკეანეში.3. აქვს ოროგრაფიული საზღვარი(კავკასიონი, მცირე კავკასიონი) და ჰიდროგრაფიული საძღვარი(შავი ზღვა, მდ. ალაზანი) სხვა ქვეყნებთან.   4.მესამე არგუმენტი ორმაგად მომგებიანია რადგან საზღვარი კავკასიონთან არის ამავე დროს საზღვარი არაერთმორწმუნე და სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის მოსახლეობასთან.   5.საქართველოს ესაზღვრება ნატოს წევრი ქვეყანა-თურქეთი.6.ტერიტორია კომპაქტურად არის განფენილი.7.მდებარეობს გზაჯვარედინზე-ევროპა-აზიის და ჩრდ.-სამხრ-ის მიმართულებით. 8.საქართველოს მდებარეობა კლიმატური პირობების  თველსაზრისით მომგებიანია რადგანაც  იგი  მდებარეობს სუბტროპიკულ კლიმატურ სარტყელში . ეს სარტყელი კი საუკეთესოა ადამიანის საცხოვრებელად. (ამინდი ,ბუნება, ბიომრავალფეროვნება, და სხვ).  9.იმის გამო, რომ საქართველო წარმოადგენს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ რგოლს და ქრისტიანული და ისლამური ცივილიზაციის საზღვარს, იგი ყოველთვის შედიოდა მსოფლიოს  წამყვანი სახელმწიფოების გეოპოლიტიკურ  ინტერესებში(თუმცა, ეს ინტერესი ზოგჯერ წამგებიანიც იყო) . 10. ამავე მიზეზით, საქართველოს ეროვნული, ისედაც   მრავალფეროვანი კულტურა , გამდიდრებულია   დასავლეთისა და  აღმოსავლეთის კულტურის ელემენტებით.

საქართველოს ესაზღვრება ოთხი ქვეყანა. ჩრდილოეთით – რუსეთი ( ყველაზე გრძელი საზღვარი ) აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით – აზერბაიჯანი. სამხრეთ-დასავლეთით – თურქეთი. თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა, ხოლო დანარჩენი დსთ-ს წევრები ანუ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები.

საქართველოს ფიზ-გეოგრაფიული მდებარეობა საქართველო გეოგრაფიულად მდებარეობს ევრაზიის კონტინენტზე, ევროპასა და აზიას შორის მოქცეულ იმ უძველეს სატრანსპორტო მაგისტრალზე რომელსაც “კავკასიის ყელს” უწოდებენ. ფიზ. გეოგრაფიულად მდებარეობს ალპურ –ჰიმალაური დანაოჭების ქვეყანათა ცენტრში. დიდი და მცირე კავკასიონის სახით წარმოდგენილია ალპურ–ჰიმალაური დანაოჭების შიდა და გარე ზოლი. საქართველო მდებარეობს ჩრდ. განედის   41.03 და 43,35   და აღმ. გრძედის 40, 04–46 ,44 

( მითითითებულია  გრადუსები და მინუტები)  შორის.  იგი მერიდიანის გასწვრივ გადაჭიმულია 275 კმ-ზე. პარალელის გასწვრივ 560 კმ.ზე. გეოგრაფიული ცენტრი –სურამის გადასასვლელთან, ხარაგაულის რაიონი, სოფელი ხევა . ფართობი 69700 კმ2. სანაპირო ხაზის სიგრძე 1970კმ.მათ შორის სახმელეთო– 1660, საზღვაო –310კმ. პირდაპირი მანძილი თბილისიდან შავ ზღვამდე 260 კმ.   აღმოსავლეთ  საზღვრამდე–110 კმ. ჩრდილო საზღვრამდე 110კმ. სამხრეთ საზღვრამდე –55 კმ. 

 

უშუალოდ მოსაზღვრე ქვეყნები 1) რუსეთის ფედერაცია ––898 კმ.(რუსეთის მხრიდან საქართველოს ესაზღვრება – კრასნოდარის მხარე, ყარაჩაი–ჩერქეზეთი, ყაბარდო– ბალყარეთი , ჩრდ.ოსეთი , ინგუშეთი, ჩეჩნეთი და დაღესტანი.) 2) აზერბაიჯანი (აღმოსავლეთით და სამხ/აღმოსავლეთით  428 კმ) 3), სომხეთი ( სამხრეთით–210კმ.)  4) თურქეთი( სამხრეთით– 266 კმ– ზე)

.მოსახლეობის მიხედვით საქართველო 117 ე ადგილზეა მსოფლიოში, ხოლო ევროპაში ფართობის და მოსახლეობის  მიხედვით 25–ე ადგილზე.

 

უშუალოდ არამოსაზღვრე–მეზობელი ქვეყნები :უკრაინა, რუმინეთი, ბულგარეთი სირია, ერაყი, ირანი, თურქმენეთი, უზბეკეთი და ყაზახეთი.

 

უშუალოდ არამოსაზღვრე–მეზობელი ქვეყნების რუკა

საქართველოში მცხოვრები  მოსახლეობა მიეკუთვნება  ოთხ ენობრივ ოჯახს : 1. იბერიელ-კავკასიური – (ქართველები , აფხაზები , ჩეჩნები , ინგუშები , ყაბარდოელები , ჩერქეზები ) 2. ინდო – ევროპული – ა) სლავური (რუსები და უკრაინელები) ბ) სომხური (სომხები) გ) ირანული (სპარსელები, ქურთები , ოსები) 3. ალთაური – (ყველა თურქულ ენაზე მოსაუბრე ხალხი) თურქეთი, აზერბაიჯანელები , ყარაჩაელები , ბალყარელები 4. სემიტურ – ქამიტური – არაბები და ებრაელები. საქართველო მდებარეობს ქრისტიანული და მუსულმანური რელიგიის საზღვარზე. ფართობით – 121 – ე ადგილზეა მოსახლეობით – 117 – ე, მშპ მოცულობით – 118 – ე.  

ენები                

   საქართველოს უკიდურესი წერტილები: 1) უკიდურესი ჩრდილოეთ წერტილი – სოფელი აიბგა. 2) უკიდურესი სამხრეთი წერტილები – მთა ოკუზდაღთან ( სომხეთთან სასაზღვრო ზოლი) ან ელდარის  დაბლობის სამხრეთი ნაწილი. 3) უკიდურესი დასავლეთი – დაბა ლესელიძე , სადაც მდინარე ფსოუ უერთდება შავ ზღვას 4) უკიდურესი აღმოსავლეთი – ალაზნის და აგრიჩაის შეერთების ადგილი.    

                                     კავკასია

კავკასიის რუკა

   კ ა ვ კ ა ს ი ა .კავკასიის ფართობია 440000 კმ/2. კავკასიის მთავარი ოროგრაფიული ერთეულია კავკასიონი, რის გამოც რეგიონს დაერქვა კავკასიის რეგიონი.  მას ჩრდილოეთით ესაზღვრება ყუმა -მანიჩის ღრმული. სამხრეთით – თურქეთ და ირანი. დასავლეთით შავი ზღვა . აღმოსავლეთით კასპიის ზღვა. კავკასიის შემადგენლობაში შედის 4 სახელმწიფო:რუსეთი, საქართველო,სომხეთი და აზერბაიჯანი

კავკასია იყოფა სამ ნაწილად :

1) იმიერ კავკასია ანუ ჩრდილოეთ კავკასია.   იმიერკავკასიაში შედის რუსეთის ფედერაცია და მასში შემავალი ავტონომიური რესპუბლიკები და მხარეები.

მხარეებია : კრასნოდარი და სტავროპოლი. ავტონომიური რესპუბლიკებია –  ადიღე ( მაიკოპი) ყარაჩაი – ჩერქეზეთი (ჩერკესკი) ყაბარდო – ბალყარეთი (ნალჩიკი) ჩრდილო – ოსეთი (ვლადიკავკაზი) ინგუშეთი (მაგასი) ჩეჩნეთი (გროზნო) დაღესტანი (მახაჩკალა).

ჩამოთვლილთაგან საქართველოს არ ესაზღვრება ადიღეს  ავტონომიური რესპუბლიკა  და სტავროპოლის მხარე. აქედან ყველაზე დიდი საზღვარი  საქართველოს აქვს ყარაჩაი-ჩერქეზეთთან,  ყველაზე პატარა- ინგუშეთთან.

2 ) კავკასიონი , რომელიც გადაჭიმულია ტამანის ნახევარკუნძულიდან აფშერონის ნახევარკუნძულამდე 1100 კმ – ზე , სიგანე – 180 კმ . უმაღლესი მწვერვალი იალბუზი. საქართველოს ფარგლებში–შხარა.

3) ამიერკავკასია ანუ სამხრეთ კავკასია. ამიერკავკასიაში შედის საქართველო , სომხეთ და აზერბაიჯანი.

 

კავკასიაში გამოიყოფა 8 ფიზიკურ – გეოგრაფიული ერთეული : 1) იმიერ კავკასია 2) ჩრდილო შავიზღვისპირეთი 3) კავკასიონი 4) კოლხეთის დაბლობი 5) აღმოსავლეთ ამიერ კავკასია 6) მცირე კავკასიონი 7) ჯავახეთ – სომხეთის ვულკანური მთიანეთი 8) ჰირკანის ოლქი.ქედან საქართველოს ტერიტორიაზე არ ვრცელდება იმიერ კავკასია , ჩრდილო შავიზღვისპირეთი და ჰირკანის ოლქი.   

kavlk1 

ევროპასა და აზიას შორის  საზღვრის გავლების ვერსიები

1) თუ საზღვარი გავლებულია ყუმა – მანიჩის ღრმულზე მაშინ მთელი კავკასია შედის აზიაში. 2) თუ საზღვარი გავლებულია კავკასიონზე მაშინ იმიერ კავკასია შედის ევროპაში ხოლო ამიერ კავკასია – აზიაში. 3) თუ საზღვარი გავლებულია მტკვარზე , ყვირილასა და რიონზე მაშინ საქართველოს ნაწილი ხვდება აზიაში ნაწილი – ევროპაში ( ჰეროდოტეს ვერსია ) 4) თუ საზღვარს გავავლებთ ამიერ კავკასიის ქვეყნების საზღვარძე თურქეთთან და ირანთან მაშინ მთელი კავკასია ხვდება ევროპაში . ეს არის დღევანდელი საზღვარი. 5)თუ საზღვარი გავლებულია ჯავახეთ – სომხეთის ვულკანური მთიანეთის ჩრდილოეთ ნაწილზე ,მაშინ თურქეთის და ირანის მცირე ნაწილი შედის ევროპაში.                                                                                                                                                

  საქართველოს ტერიტორია  და საზღვრები

ფართობი 69,700  კმ/კვადრატი.  ხოლო საზღვრების სიგრძე 1970 კმ, აქედან სახმელეთო საზღვრის სიგრძე   -1660 კმ,  საზღვაო – 31o- 315კმ.

მე-20 საუკუნეში საქართველოს დაკარგული ტერიტორიები:

1921 წელს რუსეთის იმპერიის დამხობის შემდეგ საქართველომ პოლიტიკური დამოუკიდებლობა აღიდგინა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფართობი 1921 წლის დასაწყისისთვის 93 ათას კმ/2 -ს შეადგენდა(დღეს 69700კმ/კვადრ.)

1921 წლის თებერვალში   ბოლშევიკური რუსეთის მიერ მოხდა საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა.

ძალდატანებითი გასაბჭოების და ანექსიის შედეგები:

1921 წლის 16 მარტის რუსეთ-თურქეთის ყარსის ხელსშეკრულებით თურქეთს გადაეცა ყოფილი ბათუმის ოლქის სამხრეთი ნაწილი (მაჭახელა, ბორჩხა, მაკრაილი), ასევე, ართვინის და არდაგანის ოლქები, რომელთა ტერიტორიული მოცულობა შეადგენდა 10 ათასამდე კვადატულ კილომეტრს 160 ათასი მცხოვრებით.

1921 წლის 21 მაისის დადგენილებით, აფხაზეთი სავსებით ჩამოაცილეს საქართველოს და იგი დამოუკიდებელ სოციალისტურ რესპუბლიკად გამოაცხადეს. ეს იყო გაუგონარი რამ ამ ძირძველი ქართული მიწა-წყლის მიმართ. ბოლოს, როგორც იქნა, შეიცვალა ეს გადაწყვეტილება და 1921 წლის 16 დეკემბრის ხელახალი განჩინებით, აფხაზეთი ავტონომიური რესპუბლიკის უფლებებით კვლავ შეიყვანეს საქართველოს შემადგენლობაში.

ასევე, აჭარასაც მიენიჭა ავტონომიის სტატუსი, რასაც საფუძვლად დაედო განსხვავებული სარწმუნოებრივი ფაქტორი, რაც ასევე ნაკარნახევი იყო მოსკოვ-ანკარის გარიგებით.

გაცილებით უფრო უსამართლო იყო ეგრეთწოდებული „სამხრეთ ოსეთის“ პოლიტიკური ერთეულის შექმნა ზემო ქართლის, ანუ ისტორიული დვალეთის მიწა-წყალზე. სტალინმა და ორჯონიკიძემ შექმნეს „სამხრეთ ოსეთის რევკომი“. კურიოზი ის იყო, რომ შეიქმნა ოსური ეროვნული ხელისუფლება, მაგრამ იქ  არ  იყო  ოსური მოსახლეობა. ამ ვაკუუმის შესავსებად საბჭოთა რუსეთის მიერ ფინანსური და სხვა სახის დახმარებით უკან დააბრუნეს ერთის მხრივ დვალეთიდან გახიზნული ოსები, მაგრამ რამდენადაც ეს არ იყო საკმარისი რეგიონში ოსური უმრავლესობის შესაქმნელად, თვით  ჩრდილოეთ ოსეთის მკვიდრი მოსახლეობაც ჩამოასახლეს სამაჩაბლოში. ამის გარდა, ოსებისათვის ფართო დასასახლებელი რეგიონის შექმნის მიზნით, „სამხრეთ ოსეთს“ მიაკუთვნეს გორის, დუშეთის, შორაპნისა და რაჭის მაზრების 40 ქართული სოფელი. ასევე უსაფუძვლოდ დაუდგინეს დედაქალაქად ქ. ცხინვალი, სადაც იმ დროს ოთხი თუ ხუთი ოსური ოჯახი ცხოვრობდა მხოლოდ.

რაც შეეხება შინაური მეზობლების – სომხეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის დაჯილდოებას ქართული მიწა-წყლით, ეს უშუალოდ სტალიმა და ორჯონიკიძემ განახორციალეს. კერძოდ, იმავე 1921 წელს სომხეთს გადასცეს ლორე-ალავერდის მხარე, სულ 2367 კვადრატული კილომეტრი 38 000 მოსახლით. 1922 წელს აზერბაიჯანს გადასცეს ზაქათელის ოლქი (ისტორიული საინგილო), გარეჯის ველი და ყარაიაზის სექტორი, ელდარი – 4553 კვადრატული კილომეტრის ფართობი და 92 600 მცხოვრებით. რუსეთს დაუმტკიცეს (ტერიტორიულ ნაკლებობას განიცდიდა და იმიტომ) არა მარტო ტუაფსეს აქეთ მდებარე სოჭის მხარე, არამედ აფხაზეთის კუთვნილი ტერიტორიის ნაწილი (პილენკოვო).

სულ, საქართველოს გასხვისებული ტერიტორიების ოდენობა 15 853 კვადრატულ კილომეტრს აღემატებოდა, ხოლო მასზე მცხოვრებთა რიცხვი 292 257 სულს შეადგენდა.

1944 წელს საქართველოს შემოუერთეს 6 ათასი კმ/2-ის ტერიტორია ჩრდ. კავკასიაში -მდ. ყუბანის  ზემო დინების აუზი( ქლუხორის რაიონი) და ჩეჩნეთ -ინგუშეთის მაღალმთიანი რეგიონი( ახალხევის რაიონი) 1957 წელს ეს ტერიტორიაები კვლავ რუსეთმა დაიბრუნა.

წყარო: საქართველოს პარლამენის ბიბლიოთეკიდან მოპოვებული მონაცემები.

საქართველოს სახელმწიფო საზღვარი

ჩრდილოეთით – იწყება დაბა ლესელიძესთან, მიუყვება მდინარე ფსოუს. ჩრდ. საზღვარი ჩრდილოეთიდან ემთხვევა კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედს,(მოიცავს მარუხის. ქლუხორის, ბეჩოს, წანერის, მამისონის ზეკარის, ერწოს , როკის უღელტეხილებს). მთა ვაციქფარსიდან ( ან მთა ზილგახოხიდან ) შავ კლდემდე საზღვარი გადადის ჩრდილო ფერდობზე, იქ , სადაც მდინარეების თერგის, ასას, არღუნის და სულაკის აუზებია და სადაც ცხოვრობენ პირიქითას ხევსურები, თუშები და მოხევეები. მთა დიკლოსმთიდან მთა ტინოვროსომდე საქართველოს ჩრდილოეთ საზღვარი კვლავ კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედს მიუყვება (ამ მონაკვეთზე ყადორის და ახალსოფლის  უღელტეხილებია).

აღმოსავლეთ საზღვარი იწყება: მთა ტინოვროსოდან, გასდევს მდ.მაწისწყალს , ლაგოდეხისწყლის და ალაზნის ხეობებს, კვეთს ალაზნის ვაკეს და აღწევს მინგეჩაურის წყალსაცავამდე.

სამხრეთ საზღვარი მინგეჩევირის წყალსაცავიდან გასდევს მდინარე ივრის მარცხენა ნაპირს, შემდეგ იორ–მტკვრის შუამდინარეთს, კვეთს ჯანდარის ტბას, მტკვრის და ხრამის შეერთების ადგილს წითელ ხიდთან, მიუყვება მდინარე დებედას, გაივლის ლოქის ქედის თხემზე, შემდეგ ჯავახეთისა და სამსარის ქედებზე, კვეთს ნინოწმინდა–ერევნის საავტომობილო მაგისტრალს, ჯავახეთის ვულკანურ ზეგანს, თითქმის შუაზე ჰყოფს ხოზაფინის ანუ კარწახის ტბას, მეორედ კვეთს მდინარე მტკვარს სოფელ ვარძიასთან; აქედან მიუყვება ერუშეთის მთიანეთს, მდ. ფოცხოვისწყალს, არსიანის ქედს , ადის შავშეთის ქედის თხემზე,კვეთს მდინარე ჭოროხს, ლაზისტანის ქედის ჩრდ. აღმ. ფერდობს და სოფელ სარფს კვეთს შუაზე.

საქართველოს ბარიერული საზღვარი აქვს რუსეთთან, ხოლო ყველაზე კონტაქტური საზღვარი აზერბაიჯანთან .                                                    

 

საქართველოს ფიზიკურ-გეოგრაფიული ნაწილები

დასავლეთ საქართველო- წარმოდგენილია სურამის(ლიხის) ქედის დასავლეთით. მოიცავს  შავი ზღვის მდინარეთა აუზებს.

აღმოსავლეთ საქართველო– წარმოდგენილია სურამის(ლიხის )ქედის აღმოსავლეთით, მოიცავს მდინარე მტკვრის შუა და ქვემო დინების აუზებს.

ჩრდილოეთ საქართველო წარმოდგენილია მთავარი წყალგემყოფი ქედის ჩრდილოეთით, მოიცავს ისტორიულ-გეოგრაფიულ პროვინციებს -ხევს, თუშეთსა და პირიქითა ხევსურეთს.

სამხრეთ საქართველო- მოიცავს ისტორიულ-გეოგრაფიულ პროვინციებს მესხეთსა და ჯავახეთს(მდინარე მტკვრის ზემო დინების აუზს)

 

საქართველოს ტერიტორიულ ადმინისტრაციული მოწყობა

საქართველოში წარმოდგენილია სამსაფეხურიანი ტერიტორიულ ადმინისტრაციული ერთეულები:

ზედააჭარის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკები, მხარეები,(12 სამხარეო ერთეული. იხ. ქვემოთ) და დედაქალაქი თბილისი.

შუარაიონი, ექვსი ქალაქი რომლებიც არ შედიან რაიონების შემადგენლობაში.

ქვედა სოფელი, თემი, დაბა, ქალაქი.

საქართველოს  თანამედროვე სამხარეო დაყოფა

საქართველო დაყოფილია 12 სამხარეო ერთეულად:

საქართველოს საქართველოს ისტორიულ- გეოგრაფიული პროვინციები

ვისაც    გაინტერესებს  აღნიშნული  საკითხი,  იხილეთ მოცემულ მისამართზე, სადაც ძალიან საინტერესოდ და დეტალურადაა წარმოდგენილი ეს მასალა. –    http://saunje.ge/index.php?id=109

(თქვენ სკოლის პროგრამის ფარგლებში გევალებათ მოცემულ რუკაზე დატანილი ისტორიულ -გეოგრაფიული პროვინციების ცოდნა)

  საქართველოს გეომორფოლოგიური    დარაიონება

გეომორფოლოგიური დარაიონება, ანუ დარაიონება, რომელიც  ითვალისიწინებს ერთგავროვანი რელიეფის ფორმების დაჯგუფებას რელიეფის   იერის, წარმოშობის, ისტორიულ განვითარებისა და დინამიკის მიხედვით.

  საქართველოს რელიეფის ფორმები   საქართველოს ტერიტორიის 54 % მთებია ; 33 % გორაკ – ბორცვები და მთისწინეთები ; 13 % – ვაკე – დაბლობები . საქართველოს ტერიტორიის საშუალო სიმაღლეა 1230 მ.  გამოიყოფა რელიეფის სამი ძირითადი ფორმა : კავკასიონი , მთათა შორისი ბარი და მცირე კავკასიონი. ( დარაიონება მსგავსი რელიეფის ფორმების, წარმოშობის ასაკის,განვითარების ისტორიის მიხედვით)

საქართველოში გამოიყოფა სამი გეომორფოლოგიური ზონა: 1) კავკასიონი 2) მთათაშორისი ბარი 3) მცირე კავკასიონი( რომელიც მოცავს ნაოჭა ოლქს და ვულკანურ ზეგანს)

1) კავკასიონი

  • აგებულია კრისტალური ფიქლებით, გრანიტებით და ძველი დანალექი ქანებით.
  • გადაჭიმულია ტამანის და აფშერონის ნახევარკუნძულებს შორის.1300–1500 კმ–ზე.
  • იყოფა სამ ნაწილად: დასავლეთ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილებად.
  • უმაღლესი მწვერვალი იალბუზი. საქართველოს ფარგლებში– შხარა.

კავკასიონი იყოფა სამ ნაწილად:

დასავლეთ კავკასიონი––––– უმაღლესი მწვერვალი – დომბაიულგენი(აფხაზეთი)

სურათზე მთა დომბაიულგენი.

285px-Домбай-Ульгенkkk

ცენტრალური კავკასიონი––––უმაღლ. მწვერვალი შხარა;

ცენტრალური კავკასიონი მდებარეობს იალბუზისა და მყინვარწვერის მერიდიანებს შორის. ყველაზე მაღალი არის ცენტრალური კავკასიონი, ე.წ. “ბეზენგის” ,” ხალდეს” კედელი.

bbbbbbbbbbbbbbbbbbbbbbbbbb

11258353_687252551401172_9171781499323888180_nsvaneTiსურათზე შხარა

ushba

სურათზე უშბა(სვანეთი)

აღმოსავლეთ კავკასიონი–– უმაღლესი მწვერვალი- თებულოს მთა

(სურათზე თებულოს მთა)

tebulosmta

ფოტოზე-თუშეთის კავკასიონი.

კავკასიონის შემადგენლობაში შედის:

გაგრის,ბზიფის,ჩხალთის, კოდორის, სვანეთის, ეგრისის, ლეჩხუმის ,შოდა–კედელას , რაჭის, ლიხის , ხარულის, ალევის, დვალეთის,მთიულეთის ,გუდამაყრის. გვერდითი ქედები: ხოხის, შანის, კიდეგანის, ხევსურეთის პირიქითას, მაკრატელას,ასევე  აწუნთის და სხვ.

მათ შორის:

გასწვრივი ქედებია:   ბზიფის ჩხალთის, კოდორის, სვანეთის, ეგრისის, ლეჩხუმის რაჭის, ხოხისა და თუშეთის.

მთავარი ქედის მართობული ქედებია:გაგრის, გერმუხის, ხარულის, ლომის–ალევის, მთიულეთის, გუდამაყრის, ქართლისა და კახეთის.

კავკასიონის შემადგენლობაში შედის ასევე   ქვაბულები  ზემო სვანეთის, ქვემო სვანეთის, რაჭის და ლეჩხუმის .

მთათაშორისი ბარი მოიცავს :

ოლხეთის დაბლობს,იმერეთის მაღლობს, შიდა ქართლის ბარს, ქვემო ქართლის ბარს, ალაზნის ვაკეს , ივრის ზეგანს,შირაქისა და ელდარის დაბლობებს, საგურამო–იალნოსა და ცივ–გომბორის ქედებს. ლიხის ქედი მთათაშორის ბარში შემაერთებელია ცენტრალური კავკასიონისა და მცირე კავკასიონის ქედების.

მცირე კავკასიონი

1) ნაოჭა ოლქი– მოიცავს : აჭარა–იმერეთის(მესხეთის ) ქედს, არსიანის ქედს, შავშეთის  ქედს, თრიალეთისა და ლოქის ქედებს   და ახალციხის ქვაბულს.

2) ვულკანური ზეგანი: ერუშეთის მთიანეთს, ნიალისყურის ქედს, სამსარის და ჯავახეთის ქედებს, ჯავახეთის ვულკანურ ზეგანს ანუ ახალქალაქის პლატოს, ჭოჭიანას, წალკის, გომარეთისა და დმანისის პლატოებს.( ანუ ქვემო ქართლის პლატოებს).                                                                           .                                       

                       

  ძირითადი უღელტეხილები და ქედები

საქართველოს   ქედები

ქედები გაგრის,  ბზიფის,  ჩხალთის, კოდორის,

სვანეთის,  ეგრისის, ლეჩხუმის ,შოდა–კედელას ,

რაჭის,  ლიხის ,  გერმუხის, ხარულის, ალევის,

მთიულეთის ,    გუდამაყრის , ქართლის, კახეთის,

გვერდითი ქედები-ხოხის,  შანის,  კიდეგანის, ხევსურეთის , პირიქითას, აწუნთის.

ცივ–გომბორის , საგურამო–იალნოს, სამგურალის.

აჭარა–იმერეთის(მესხეთის ), შავშეთის,  არსიანის,  ,ლოქის,  ჯავახეთის,  სამსარის,  ნიალისყურის ,ერუშეთის.                                                              

   საქართველოს    მნიშვნელოვანი    უღელტეხილები:

მარუხის , ქლუხორის ,ბეჩოს, წანერის,

მამისონის,ზეკარის ,ერწოს, როკის,

ჯვრის, გუდამაყრის ,დათვიჯვრის,აბანოს, ყადორის, ახალსოფლის.

გომბორის,რიკოთის ,ნაქერალას.

გოდერძის, ცხრაწყაროს, ზეკარის.

რომელი უღელტეხილები რასთან გვაკავშირებს:

სანჩარო,მარუხის , ქლუხორის ––  აფხაზეთი——-  ყარაჩაი –ჩერქეზეთთან.

ბეჩო, მესტია, ტვიბერი ––– ყაბარდო– ბალყარეთთან.

მამისონი, ზეკარი, როკი, თრუსო–ჩრდ.ოსეთი.

საქარისღელე, საჯიხვისღელე, სალაშქროღელე––ჩეჩნეთი.

იუკერიგოს, კაჩუს–– ინგუშეთი.

ყადორის, ახალსოფლის  –დაღესტანი.

აბანოს––თუშეთს და კახეთს.

გოდერძის –აჭარას და სამცხე–ჯავახეთს.

ნაქერალას–––იმერეთს და რაჭას.

რიკოთის –დას. და აღმ.საქართველოს.

დათვიჯვრის- პირაქეთა და პირიქითა ხევსურეთს.

ზაგაროს– ზემო და ქვემო სვანეთს.

უღელტეხილი –მხარე.

1) მარუხის , კლუხორის ,სანჩაროს – აფხაზეთში .

2) როკის – შიდა ქართლში

3) ჯვრის –  საქართველოს სამხედრო გზა, დარიალის ხეობა, გამკვეთი ხეობა (საქართვ.-რუსეთის) მცხეთა – მთიანეთში.

4) ნაქერალას -(რაჭას აკავშირებს იმერეთთან)-რაჭის ქედზე

5)  აბანოს     -აკავშირებს(კახეთსა და თუშეთს) , ყადორის, ახალსოფლის(კახეთსა და დაღესტანს)

6) რიკოთის – ლიხის ანუ სურამის ქედზე(დას. და აღმ. საქართველოს) .

7) ზეკარი-(სამცხე ჯავახეთსა  და იმერეთს) მესხეთის ქედზე.

8) გოდერძის – არსიანის ქედზე აჭარაში.აკავშირებს აჭარასა და სამცხე-ჯავახეთს

9) ცხრაწყაროს (-სამცხე-ჯავახეთს შუა ქართლთან) თრიალეთის ქედზე.

10.მამისონი-აკავშირებს რაჭას ჩრდ.ოსეთთან.                                                            

საქართველოს კრისტალური მასივები: ასხის, ძირულის , ლოქის  .ხრამის, ყელის; ბზიფის, ყვირას,მიგარიას,ხვამლის ,(კარსტული)                                                                

საქართველოს ქვაბულები: ზემო სვანეთის(მდინარე ენგური), ქვემო სვანეთის(მდ. ცხენისწყალი). რაჭის(მდ. რიონი) ,ლეჩხუმის ,ჩხალთა-საკენის(მდ.კოდორის) ახალციხის, თბილისის, თიანეთის.თრუსოს,ერწოს,პორიქითას, გომეწრის.   ჟამურას(მდ.ქსანი),მაღნარ-დვალეთის(მდ.ლიახვი), ფშავის( მდ ფშავის არაგვი).

 პლატოები: ფერსათის, ახალქალაქის,  ჭოჭიანას,  გომარეთის,   დმანისის.    

                                               

საქართველოს ქედები და მათი უმაღლესი მწვერვალები  

ქედი        უმაღლესი    მწვერვალი

გაგრის – მ.არაბიკა,  აგეფსთა;   კოდორის–ხოჯალი;    სვანეთის –ლაილა, (ლაჰილი);    ეგრისის–წიქური(ჭიათაგვალა),       ლეჩხუმის– სამერცხლე;       შოდა–კედელას–შოდა;     ლიხის- პერანგა;    ქართლის –ჭიქო;      კახეთის კავკასიონის –შავი კლდე;     გომბორის–ცივი;      არსიანის–ყანლის მთა(კენჭაული);      თრიალეთის-არჯევანი;     მესხეთის ანუ აჭარა–იმერეთის––მეფისწყარო;     შავშეთის -ხევა;    ერუშეთის–გუმბათი;     ჯავახეთის–ლეილიდაღი;     ლოქის–ლალვერი;    ხოხის–ხევი, მყინვარწვერის სახელები :     “ყაზბეგი”, გერგეთი –(ფშავში), თუშეთში–ლომი, მოხევეები– ხევის პატარძალს, ოსები–ურასხოს ეძახიან/

მხარე–უმაღლესი წერტილი:

თუშეთის–ტებულოს მთა(პირიქითას ქედი). რაჭის–ჭანჭახი(რაჭის ქედი); აფხაზეთის–დომბაიულგენი. სვანეთის–შხარა; სამეგრელოს–მ.ჭიათაგვალა(ეგრისის ქედი), ლეჩხუმის–მ.წიქური (ეგრისის ქედი); იმერეთის და გურიის–მეფისწყარო (მესხეთის ქედი); აჭარის –ყანლის მთა(კენჭაული-არსიანის ქედზე);    მესხეთის–გუმბათი(ერუშეთის მთიანეთი);    ჯავახეთის–დიდი აბული(სამსარის ქედი); კახეთის –შავი კლდე; ქვემო ქართლი– ლეილიდაღი;   

მწვერვალები უშბა , შხარა და თეთნულდი, ჯანღა, გისტოლა, შ.რუსთაველის, შხელდა – სამეგრელო – ზემო სვანეთი.    შხარადან იწყება ზემო სვანეთი. მყინვარწვერი, ჯიმარა, სუათისი,  ამალი – მცხეთა მთიანეთშია. შავი კლდე-კახეთი,  დიკლოს მთა-თუშეთი , ტებულოს მთა-თუშეთი  .მწვერვალი ცივი – გომბორის ქედზე- კახეთში. მეფისწყარო – მესხეთის ქედზე,      თრიალეთის ქედზე-მწვერვალი არჯევანი, ყარაყაია. დიდი აბული – სამსარის ქედზე.      მწვ.შოდა – შოდა – კედელას ქედზე.        დომბაი – ულგენი –  ყველაზე მაღალი   მწვერვალია აფხაზეთში.

   საქართველოს რელიეფის ტიპები და ფორმები:  

საქართველოს ტერიტორიის 54 % მთებია ; 33 % გორაკ – ბორცვები და მთის წინეთები ; 13 % – ვაკე – დაბლობები . საქართველოს ტერიტორიის საშუალო სიმაღლეა 1230 მ.  გამოიყოფა რელიეფის სამი ძირითადი ფორმა : კავკასიონი , მთათა შორისი ბარი და მცირე კავკასიონი საქართველოს დიდი ნაწილი ვრცელდება 500 – 1500 მეტრზე. მაღალ მთიანი რელიეფი იწყება დასავლეთ საქართველოში 2000 მ -დან, აღმოსავლეთში 2500 მ-დან. საშალო მთიანი რელიეფი დასავლეთში 500 დან 2000 – მდე . აღმოსავლეთში 800 დან 2500 მდე. დაბალ მთიანი რელიეფი 1000 მდე.

ზეგანი რელიეფის ამაღლებული ადგილია , რომელსაც აქვს მოსწორებული ზედაპირი და დასერილია მდინარეებით. საქართველოში გვაქვს  ივრის ზეგანი ,

პლატო – დედამიწის ზედაპირის ამაღლებული ფორმა, რომლისტვისაც დამახასიატებელია ბრტყელი ან ტალღისებური სუსტად დანაწევრებული რელიეფი. ზოგჯერ  ლავური ნაკადების შეერთებით წარმოქმნილი რელიეფის ამაღლებული ადგილი , რომელიც ნაკლებადაა დასერილი მდინარეებით. საქართველოში გვაქვს: ახალქალაქის ,  ფერსათის ჭოჭიიანას,წალკის , დმანისის, გომარეთის  პლატოები.

ქვაბული – რელიეფის უარყოფითი ფორმაა , რომელიც გარშემოსაზღვრულია მთებით და გორაკ ბორცვებით . ქვაბულებია : თბილისის ,ზემო სვანეთის ,ქვემო სვანეთის, რაჭის , ლეჩხუმის , თიანეთის და ახალციხისდა სხვ.

მაღლობები – რელიეფის უბანი , რომელიც ვაკესთან შედარებით უფრო მაღლაა აზიდული . ვრცელდება 200 დან 500 მდე და გვაქვს იმერეთის მაღლობი.

ვაკეები – ხმელეთის ნაწილი , რომელსაც სწორი ან ტალღოვანი ზედაპირი აქვს . ვრცელდება 2000 – მდე. გვაქვს ბიჭვინთის, ოდიშ-გურიის, სამურზაყანოს,კოლხეთის დაბლობი ,ქობულეთის,კახაბრის და გონიოს, შიდა ქართლის ვაკე , ქვემო ქართლის ვაკე,გარდაბნის და მარნეულის , ალაზნის ვაკე , ელდარის დაბლობი და შირაქის ვაკე .

საქართველოს რელიეფის ფორმირებაში მონაწილებას ღებულობს , როგორც შინაგანი ისე გარეგანი ძალები .

ენდოგენური ძალები  შინაგანი ( მიწისძვრები , ვულკანები ) . მათი მოქმედება  ტექტონიკური პროცესებითაა გამოწვეული, რადგან გვაქვს ახალგაზრდა მთები – კავკასიონი და მცირე კავკასიონი.

ტექტონიკური რელიეფი დედამიწის ვერტიკალურ მოძრაობასთან და მიწისძვრებთან არის დაკავშირებული. მათთან დაკავშირებული რელიეფის ფორმებია: ქედები და მთათაშორისი ქვაბულები.

ვულკანური რელიეფი, ძირითადად, სამხრეთ საქარტველოში( არსიანის ქედი, ერუშეთის მთიანეთი, სამსარის და ჯავახეთის ქედები, ახალქალაქის, წალკის ვულკანური პლატოები) და კავკასიონზე( ყელის ვულკანური მტიანეთი და ყაზბეგის ვულკანური მასივი) გვხვდება. ვულკანურ ფორმებს მიეკუთვნება :ვულკანურინ კონუსები, ლავური ნაკადები, და ვულკანური პლატოები.

გარეგანი ძალები ( ეგზოგენური ) – ქარი , წვიმა , მეწყერი და ა.შ.

ეროზია – ნიადაგის ან ქანის გადარეცხვა გამოწვეული ზედაპირული, დენადი ანუ ნაკადი წყლების მიერ.

დენუდაცია – გადატანა , გადარეცხვა . არიდულ დენუდაციური რელიეფის ფორმები გვხვდება ივრის ზეგანზე , რასაც განაპირობებს არიდული ანუ მშრალი ჰავა . რამაც გააჩინა აქ ბენდლენდები . კარსტრული რელიეფი წარმოიქმნება ზედაპირული და მიწისქვეშა წყლებით , წყალში ადვილად ხსნადი ქანების(კირქვა, დოლომიტი, თაბაშირი, ქვამარილი) გამორეცხვის შედეგად. ყველაზე დიდი კარსტული მღვიმე საქართველოში ახალი ათონია . ყველაზე ღრმა თოვლიანა ბზიფის ქედზე ( 900 მ )  ასევე- ცუცხვათი (ყველაზე მრავალსართულიანი   მსოფლიოში  -12სართული) , სათაფლია. კარსტრული რელიეფის ფორმებია: ძაბრები, ქვაბულები, მღვიმეები, უფსკრულები. აკუმულაცია – დენუდაციის და ეროზიის შედეგად გადატანილი ნაშალი მასალის დალექვა – დაგროვება.

პეტროგენური რელიეფი წარმოიქმნება სხვადასხვა სიმკვრივის ქანების მონაცვლეობით. რელიეფის ფორმები: მოქანავე ლოდები, კანიონები, კირქვული სვეტები. აქვს ტურისტულ – რეკრეაციული დანიშნულება . ასეთია კაცხის სვეტი იმერეთში, ქვაცანცალა სამეგრელო ზემო – სვანეთში  და სხვ.

,

სურათზე: კარსტული უფსკრული კრუბერი-   ყველაზე ღრმა მსოფლიოში.მდებარეობს აფხაზეთში,გაგრის მუნიცეპალიტეტში,მდინარე სანდრიფშის აუზში ძღვ . დ.2250 მეტრზე . სიღრმე 2197 მ. ატარებს რუსი კარსტოლოგის ალექსანდრე კრუბერის სახელს.

რელიეფის რომელი ტიპია დაკავშირებული:

 კირქვებთან–––დაკავშირებულია კარსტული რელიეფის ფორმები მღვიმეები: მაგ: ახალი ათონის, ცუცხვათის

ვულკანურ ქანებთან: ვულკანური მასივები, ლავური ნაფენები.

მყინვარების თანამედროვე მოქმედებასთან: მყინვარული ანუ გლაციალური ტიპის რელიეფი( მხოლოდ კავკასიონზე).

ძველ გამყინვარებასთან: ფორმები– პალეოგლაციალური,–ტროგები , ცირკები,(კავკასიონზე. მცირე კავკასიონზე).

ძველ გამყინვარებასთან:  ფორმები – პალეოგლაციალური – ტროგები, ცირკები, (კავკასიონზე. მცირე კავკასიონზე).

ტროგი–მყინვარის მიერ წარმოქმნილი რელიეფის სპეციფიური ეროზიული ფორმა,ფართო ყუთისებური ხეობა,რომელიც მყინვარის ეგზარაციული მოქმედებით არის გარდაქმნილი.

მყინვარული ცირკი-(კარი)-მყინვარის მოქმედების შედეგად წარმოქმნილი რელიეფის ფორმები.  მთებშიარსებული ამფითიატრისებული ჯამისებური ღრმული,რომელიც კეტევს მყინვარული ხეობის ზედა ნაწილს.

თოვლის ხაზი-სიმაღლე ზღვის დონიდან რომლის ზემოთაცატმოსფრული ნალექების დაგროვება მყინვარის სახით ჭარბობს დნობას და აორთქლებას.

მორენა-მყინვარის მიერ წარმოქმნილი,  დაშლილი  და გადატანილი მასალა.

მყინვარის კვების არე-ტერიტორია, სადაც მყინვარის აკუმულაცია (დაგროვება)  აღემატება მის დნობას(აბლაციას).

წყლის ეროზიულ მოქმედებასთან(ზედაპირულ;ი წყლებით გადარეცხვასთან)–ხეობები, ხრამები, ხევები.

მდინარეების მიერ გადატანილი მასალის დაგროვებასთან: დაკავშირებულია ალუვიური ვაკეების წარმოქმნა(შიდა ქართლი , ქვემო ქართლის ალაზნის ვაკეები) ეროზიულ დენუდაციური რელიეფი დაკავშირებულია ქანების გადარეცხვა –გადატენესთან. წარმოიქმნება ეროზიულ –დენუდაციური რელიეფი(იყო მთა დაიშალა ,წარმოიქმნა ვაკე) არიდულ(მშრალ) –დენუდაციურ ფორმებს ვხვდებით ივრის ზეგანზე– ბედლენდები ანუ უნაყოფო მიწები.  ””’

 

საქართველოს წიაღისეული

ნავთობი– სამგორ პატარძლეული, ტიბაანი. მირზაანი, ტარიბანა შირაქი, სუფსა–ჭალადიდი

ქვანახშირი– ტყიბულ–შაორი (30%) ტყვარჩელი, ახალციხის მურა ნახშირი.

ტორფი– გამოიყენება საქართველოში სასუქად–მდ. ფიჩორა, იმნათი

ანდეზიტი– ბაკურიანი ყაზბეგი

მანგანუმი– ჭიათურა ( აკაკი წერეთელი 1876წ) აჯამეთ-ჩხარის და შქმერის;

მარმარილო –ლოპოტა, სალიეთი,შროსა, სადახლო.

კირქვა,მერგელი-კასპი.

აქატი-ახალციხე, მარნეული;

დოლომიტი-აბანო,ტყვარჩელი;

დიატომიტი- ახალციხე;

დარიშხანი- ცანა(სვანეთი,) ლუხუმი( რაჭა)

მინერალური წყლები

ბარიტი-ჩორდი(რაჭა)

ბენტონიტური თიხები-გუმბრინი(იმერეთი) ასკანა(გურია)

ტორფი-ფიჩორა, იმნათი

 

საქართველოს მდინარეები

მდინარის სააუზო

მდინარის ვარდნა:მდინარის სათავისა შესართავის აბსოლუტურ სიმაღლეებს შორის სხვაობა.

მდინარის საშუალო დახრილობა ეწოდება მისი ვარდნის შეფარდებას მდინარის სიგრძესთან.

მდინარის ხარჯი: წყლის ის რაოდენობა რომელის გაივლის მდინარის განივკვეთში  1 წამში.

მდინარის ჩამონადენი ეწოდება წყლის იმ რაოდენობას რომელიც გაივლის მდინარის მოცემულ განივკვეთში  გარკვეულ პერიოდში(დღეში, თვეში, წელიწადში)

ლი)

საქართველოში 26060 მდინარეა . საქართველოში ამიერკავკასიის წყლის რესურსების 69%-ია.  საქართველოს  მდინარეების 97% –ის სიგრძე არ აღემატება 10 კმ–ს;

წყლის რესურსების განაწილება: დას. საქართველოში წყლის რესურსების-80% , აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში–17%, ჩრდ. საქ, –3%;   მდინარეების აუზების გამყოფად ითვლება ლიხის ქედია და კავკასიონი . ლიხის ქედი საქართველოს ყოფს შავი და კასპიის ზღვის აუზებად . კავკასიონი დასავლეთ საქართველოს გამოყოფს მდინარე ყუბანის აუზისგან, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს- მდინარეების თერგის და სულაკის აუზებისგან. დასავლეთ საქართველოს მდინარეების უმეტესობა დამოუკიდებლად ჩაედინება შავ ზღვაში .  

შავი ზღვის აუზის მდინარეებია ფსოუ, ბზიფი, ხიფსთა, ააფსთა,გუმისთა,  კოდორი ( ამტყელი , ჩხალთა , საკენი ) ღალიძგა, ერისწყალი, ენგური, ხობი, ცივი,რიონი,(თავისი შენაკადებით) ფიჩორი, სუფსა, ნატანები, კინტრიში, ჭოროხი ( აჭირისწყლით  ჩირუხისწყლით სხალთით).

რიონი და ცხენისწყალი სათავეს იღებენ  ფასის მთაში. ჩაედინება შავ ზღვაში ქ ფოთთან. რიონის მარჯვენა შენაკადები ( ტეხური , აბაშა , ცხენისწყალი). მარცხენა შენაკადები (ჯეჯორა, ღარულა, ჯრუჭულა , ყვირილა , დუმალა,ძირულა , საკრაულა , ხანისწყალი , ჩხერიმელა )

დასავლეთ საქართველოს მდინარეები -ფოტო- “საქართველოს ატლასი”დან  ( ავტორი მ. ბლიაძე, ზ.დავითაშვილი)

დას საქ მდინარეები 1

აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეები.  ფოტო- “საქართველოს ატლასი”დან  ( ავტორი მ. ბლიაძე, ზ.დავითაშვილი)

აღმ საქა მდინარ

მტკვარი -გამოირჩევა საქართველოში ყველაზე დიდი წყალშემკრები აუზით.არის საქართველოს ტრანზიტული მდინარე, რადგან სათავე აქვს თურქეთში ,შემდეგ შემოდის საქართველოში და ბოლოს მიედინება აზერბაიჯანში, ჩაედინება კასპიის ზღვაში (1351 კმ.) საქართველოს ფარგლებში მტკვარი 351 კმ-ზე, თბილისში-35 კმ-ზე.

  • მარჯვენა შენაკადები – ( ფარავანი , გუჯარეთისწყალი , ძამა,ტანა , თეძამი,კავთურა, ვერე, ალგეთ , ქცია(ხრამი) , შავწყალა , ფოლადაური ,).
  • მტკვრის მარცხენა შენაკადები – (ფოცხოვის წყალი , ქვაბლიანი , ფრონე , ლიახვი , მეჯუდა , ლეხურა , ქსანი(გამოედინება ყელის ტბიდან).
  • მდინარე  ქვაბლიანი, ასევე მისი შენაკადი ძინძე და სხვ.   დასავლეთ საქართველოში იღებს სათავეს, მაგრამ მიეკუთვნება კასპიის ზღვის  აუზს.
  • არაგვიმტკვრის  მარცხენა შენაკადია.  საქართველოში შვიდი არაგვია :  თეთრი არაგვი ანუ მთიულეთის არაგვი და შავი ანუ გუდამაყრის არაგვი ერთმანეთს შეუერთდება ფასანაურთან  და ჩაედინება ჟინვალის წყალსაცავში. ფშავის არაგვი და ხევსურეთის არაგვი ერთვის ერთმანეთს სოფელ უძილაურთან და ჩაედინება ასევე ჟინვალის წყალსაცავში.ჟინვალის წყალსაცავიდან გამოედინება დედა არაგვი და მტკვარს უერთდება მცხეთასთან.(შავი არაგვი არის ხევშიც.)
აღმ 1ფოტოზე თეთრი და შავი არაგვის შეხვედრა

ალაზანი  სათავეს იღებს ბორბალოს მთაში, მიედინება ალაზნის ველზე, მიუყვება სახელმწიფო საზღვარს, ბოლო 1 კ. აზრბაიჯანის ტერიტორიაზეა, ჩაედინება მინგეჩევირის წყალსაცავში . შენაკადები:  მარჯვენა –ილტო და კისისხევი , მარცხენა:სტორი , ლოპოტა,კაბალი,ინწობა ,ჩელთი,დურუჯი,მაწიმისწყალი,  და სხვ).

ყველაზე, ყველაზე….

  • ყველაზე წყალუხვი მდინარე – რიონი,
  • ყველაზე გრძელი მდინარე – ალაზანი (407 კმ).
  • ენერგეტიკული რესურსებით ყველაზე მდიდარი – ენგური.
  • მყარი ნაშალი მასალის ჩამონატანით – ჭოროხი.
  • ყველაზე დიდი დახრილობა -მდ ტეხურ

ჩრდილოეთ საქართველოს მდინარეები:

თერგი.– სათავეს იღებს ზილგახოხის  მყინვარში,მიედინება საქართველოსა და რუსეთში(ჩრდილოეთი ოსეთშიყაბარდო-ბალყარეთიჩეჩნეთიინგუშეთიდაღესტანი). ქმნის თრუსოს და  დარიალის  ხეობებს. ჩაედინება კასპიის ზღვაში. ასა, არღუნი.

საქართველოს ტბები.

 

 

საქართველოში არის 850 ტბა.  ყველაზე მეტი ტბა კავკასიონის სამხრეთ ფერდობებზეა ისინი მყინვარული წარმოშობისაა ,ხოლო  მხარეებიდან-სამცხე -ჯავახეთში(ვულკანური წარმოშობის).  წარმოშობის მიხედვით ტბები ვიცით ტექტონიკური , მყინვარი , ვულკანური , კარსტრული და მდინარეული . ტბა შეიძლება იყოს გამდინარე და გაუმდინარე ყველა გაუმდინარე ტბა მლაშეა, ხოლო ყველა გამდინარე ტბა მტკნარი.

ყველაზე ,ყველაზე…

ყველაზე დიდი ფართობის ფარავანი      (ვულკანური)

        ვულკანურ-ტექტონიკური ტიპის ტბა სამხრეთ საქართველოში (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი). გაწოლილია აბულ-სამსარისა და ჯავახეთის ქედებს შორის მდებარე ქვაბულში, ზღვის დონიდან 2073 მ სიმაღლეზე. იგი ფართობით, ყველაზე დიდი ტბაა საქართველოში.

. ყველაზე დიდი მოცულობით– ტაბაწყური(ვულკანური),

 

მდებარეობს ჯავახეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ახალქალაქისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის საზღვარზე, ზღვის დონიდან 1991 მეტრის სიმაღლეზე.

ყველაზე ღრმა– რიწა( აფხაზეთი,  ამტყელთან ერთად ნაზვავი ტბებია).    რიწა (101მ).

ყველაზე ღმა ტბა საქართველოში, რომელიც მდებარეობს აფხაზეთში, მდინარე ბზიფის აუზში, ზღვის დონიდან 884 მ.  იგი წარმოიქმნა მდინარე ლაშიფსის დაგუბების შედეგად.

ყველაზე მაღლა მდებარე ზღვ. დონიდან– ყელის(შიდა ქართლი, ხარულის ქედზე),

 

      ვულკანურ-მყინვარული გენეზისის ტბა საქართველოში, ახალგორის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ყელის ვულკანურ ზეგანზე, ზღვის დონიდან 2914 მ სიმაღლეზე(ყველაზე მაღლა მდებარე ტბაა საქართველოში).  ყელის ტბიდან გამოედინება მდ. ქსანი.

ყველაზე მლაშე –პალიასტომი(ზღვის შთენილი). ~

 

სხვა ტბები: ბატეთის, კუმისის,ნადარბაზევის, საღამოს,ხოზაფინის-კარწახის, ხანჩალის,მადათაფას,ჯანდარის,ლოპოტას,ოლე,პასკია,ბაზალეთის,ქაჩალტბა,წვერის,კოპალაძე,წუნდის(სოფ.ხერთვისი),დიდი   ტობავარჩხილის(ეგრისის ქედთან).  აბუდელაურის ტბები. ჯავახეთის ტერიტორიაზე ყველა ტბა ვულკანური წარმოშობისაა. ესენია : ფარავანი, ტაბაწყური, ხანჩალი, საღამო, მადათაფი, ხოზაფინი.  კუმისის და ჯანდარის ტბა – ქვემო ქართლშია, ბაზალეთის ტბა – დუშეთში, ლიsის და კუს ტბა – თბილისში

 საქართველოს ჰავა

მზის რადიაცია არის მზიდან მიღებული სითბოს და სინათლის რაოდენობა.

პირდაპირი რადიაცია არის მზის დისკოდან მიღებული რადიაცია.

გაბნეული რადიაცია არის ცის თაღზე ღრუბლების მიერ გაფანტული რადიაცია.

ჯამური რადიაცია არის პირდაპირი და გაბნეული რადიაციის ჯამი, რომელიც დამოკიდებულია ღრუბლიანობაზე,ჰაერის სიმკვრივესა და  გამჭირვალობაზე. სიმაღლის მატებასთან ერთად იგი მატულობს. მაღალ მთებში აღწევს(2500-3000 )მეტრზე1 50-160 კილო კალორია სანტიმეტრკვადრატს.

არეკლილი რადიაცია არის რადიაციის ნაწილი , რომელიც დედამიწის ზედაპირიდან აირეკლება. რადიაციას ირეკლავს თოვლი და ყინული. რადიაციული ბალანსი არის მიღებულ და არეკლილ სითბოს შორის სხვაობა, რომელიც სიმაღლის მატებასთან ერთად კლებულობს და მაღალ მთებში 0-ის ტოლა .ეს განპირობებეულია  ხანგრძლივი (7-10 თვე)თოვლის საფარითა დ ტყეების არარსებობით( მუქწიწვიანი ტყე საგრძნობლად ამცირებს ალბედოს ზამთარშიც კი).

საქართველოში ძირითადი კლიმატური ბარიერებია: ლიხის ქედი და კავკასიონი და მცირე კავკასიონი.

კავკასიონი  არ უშვებს ჩრდილოეთიდან წამოსულ ჰაერის მასებს.ჰაერის მასები შემოდის    აქ მდინარეთა გამკვეთი ხეობებიდან. ხოლო ლიხის ქედზე დაბალი სიმაღლის გამო ჰაერის მასები ახერხებენ გადაადგილებას, მაგრამ განიცდიან ტრანსფორმაციას,იცვლიან თვისებებს(უფრო მშრალი ან უფრო ტენიანი ხდებიან).

დასავლეთი საქართველოში არის ნოტიო სუბტროპიკული,ზომიერად ნოტიო, ჰავა , ხოლო აღმოსავლეთში მშრალი ნახევრადმშრალი და კონტინენტური.                                                

 საქართველოს ჰავის წარმომქმნელი ფაქტორები:

  1. რადიაცია,2. ატმოსფეროს ცირკულაცია, 3.ქვეფენილი ზედაპირის ხასიათი;

1. რადიაცია ძირითადად დამოკიდებულია ღრუბლიანობაზე,ჰაერის სიმკვრივესა და გამჭვირვალობაზე.

2. ატმოსფეროს ცირკულაცია:  

  ჰაერის მასები საქართველოში შემოდის : ა.დასავლეთიდან            ბ,აღმოსავლეთიდან გ. სამხრეთიდან             დ.დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან ერთდროულად.

3. ქვეფენილი ზედაპირის ხასიათი ძირითადად დამოკიდებულია რელიეფის ფორმაზე, ნიადაგის ფერზე,რელიეფის ექსპოზიციაზე(ადგილის მდებარეობა მზის მიმართ) და ალბედოზე.

ყველაზე. ყველაზე

მაღალი იანვრის საშუალო– ბათუმი+ 7.1სოხუმი.

მინიმალური საშუალო წლიური–ყაზბეგის მაღალმთიანი მეტეოსადგური; აბსოლუტური მინიმუმი–ყაზბეგი–42გრადუსი, კარწახი (სამხრეთ საქ.) და შაორის წყალსაცავთან––40გრ.

აბსოლუტური მაქსიმუმი–+43გრ.–ლათა(მდ.კოდორის აუზში), ჭარნალი(აჭარა). ყველაზე   მეტი ქარიანი ადგილი-ლიხის ქედი.

მაქსიმ.სიჩქარით ქარი ჰქრის – მთა საბუეთთან;

ტენიანობის მაქსიმუმი(ევროპის მასშტაბით)- მთა მტირალა.4500 მმ ნალექი. ტენიანობის მინიმუმი–ელდარი ველი–300 მმ.

საშალო წლიური ტემპერატურა ყველაზე მაღალია სუხომში და ბათუმში. ყველაზე დაბალი -ყაზბეგში.

ფიონი არის მთიანი რეგიონებისთვის დამახასიათებელი აღმავალი და დაღმავალი  ქარი, იგი  ქრის დღისით ბარიდან მთისაკენ, ღამით მთიდან ბარისაკენ(ამიტომ ცივა საღამოს და ღამით მთიან ადგილებში).

წყალსაცავებიაქართველოში გვაქვს 43 წყალსაცავი . დასავლეთ საქართველოში ყველა წყალსაცავი გამოყენებულია ელექტრო ენერგიის მისაღებად, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ელექტრო ენერგიის მისაღებად , საირიგაციოდ (სარწყავად) და სარეკრეაციოდ ( დასასვენებლად) და სხვა მიზნით.

ყველაზე დიდი წყალსაცავი– წალკის,რომელიც მდ.ხრამზე, მის წყალს იყენებს ხრამჰესი.

ყველაზე ახალგაზრდა    ჟინვალის (მდ.არაგვზე)– იყენებს ჟინვალჰესი, თბილისს ამარაგებს წყლით;

ყველაზე ღრმაწყლიანი  გალი–ჯვრის ( მდ. ენგურისა და ერისწყლის ჩამონადენის რეგულირებისა და ენერგეტიკული მიზნით–;)

გალის წყს.–მდ.ერისწყალზე;        ჯვრის  წყს –  მდ ენგურზე,  ტყიბულის წყს.მდ ტყიბულის გადაკეტვით;(იმერეთი) ,       შაორის წყს– რაჭა;       სამგორის წყალსაცავთა კასკადი–შედგება სიონისა და თბილისის წყალსაცავებისგან, იკვებება მდ.იორით;      ალგეთის –მდ.ალგეთზე;       ზონკარის–პატარა ლიახვზე;                                                                                                    

ჰესები: პირველი თბოელექტრო სადგური აშენდა გარდაბანში 1887 წელს.

პირველი ჰიდროელექტრო სადგური აშენდა ბორჯომში 1898 წელს.        აფხაზეთი–სოხუმჰესი, ენგურჰესი,ტყვარჩელის;    იმერეთი– გუმათჰესი,  ვარციხეჰესი ტყიბულჰესი,რიონჰესი;       სამცხე–ჯავახეთი– ხრამჰესი, ჩითახევჰესი.საცხენჰესი; მცხეთა–მთიანეთი-ჟინვალჰესი,სიონჰესი,ზაჰესი;        თბილსრესი–გარდაბანი(ქვემო ქართლი) ეს თბოელექტრისადგურია;  რაჭა –   შაორჰესი–ლაჯანურჰესი; აჭარა– აწ.ჰესი. გალი – ჯვრის კასკადი -გალის წყალსაცავი შექმნილია მდინარე ერისწყალზე,ხოლო ჯვრის წყალსაცავი მდინარე ენგურზე. იგი ყველაზე ღრმაა ( 226მ ). ტყიბულ – შაორის კასკადი ტყიბულის წყალსაცავი შექმნილია მდინარე ტყიბულაზე , შაორის წყალსაცავი კი მდინარე შარეულაზე. ლაჯანურჰესი შექმნილია მდინარე ლაჯანურაზე . გუმისთის , ვარციხის და რიონის წყალსაცავები შექმნილია მდინარე რიონზე. აწ – ჰესი შექმნილია მდინარე აჭარის წყალზე. ჟინვალის წყალსაცავი შექმნილია მდინარე არაგვზე. ალგეთის წყალსაცავი შექმნილია მდინარე ალგეთზე. წალკის წყალსაცავი შექმნილია მდინარე ქცია – ხრამზე. სამგორის წყალსაცავი შექმნილია მდინარე იორზე 1915 წელს ამოქმედდა. (შედგება თბილის და სიონის წყალსაცავებისგან). ხადორის წყალსაცავი შექმნილია მდინარე ალაზანზე ( კახეთში) .ზაჰესი და ორთაჭალჰესი შექმნილია მდინარე მტკვარზე ( თბილისში). ჩითახევჰესი შექმნილია მდინარე მტკვარზე ( სამცხე – ჯავახეთში ).  

  მყინვარები სულ_ 786 მყინვარი (მათი უმრავლესობა ოთხი მდინარის: კოდორის, ენგურის, რიონისა და თერგის აუზში მდებარეობენ)

მყინვარის ტიპები: ხეობის, კარული , დაკიდული;

მდინარე ენგურის აუზში მდებარეობს ყველაზე დიდი მყინვარი– ლეხზირი,რომელიც ენგურის შენაკადის მდ. მესტიაჭალის აუზშია,ასევე   მყინვარი  –  ჭალაათი–მესტიაჭალის აუზში;

მყინვარი წანერი და ტვიბერი – მდ. მულხურას აუზში; მყინვარი ადიში– მდ. ადიშუდას ხეობაში;

გარშემორტყმულია მწვერვალებით თეთნულდი, ადიში, გისტოლა, ლაქუცა;

ყაზბეგის მასივი: მყინვარი– გერგეთი და დევდორაკი(მდ. ამალის აუზი) .

მდ.რიონის აუზში:ედენა,ზოფხიტო,  კირტიშო და თბილისა.

სუათისი– თერგის აუზში; მყინვარის მიერ ამოხრულ ტაფობებს ეწოდება ტროგები და ცირკები.

ტროგი–მყინვარის მიერ წარმოქმნილი რელიეფის სპეციფიური ეროზიული ფორმა,ფართო ყუთისებური ხეობა,რომელიც მყინვარის ეგზარაციული მოქმედებით არის გარდაქმნილი.

მყინვარული ცირკი-(კარი)-მყინვარის მოქმედების შედეგად წარმოქმნილი რელიეფის ფორმები.  მთებში არსებული ამფითიატრისებული ჯამისებური ღრმული,რომელიც კეტევს მყინვარული ხეობის ზედა ნაწილს.

მყინვარის მიერ მოტანილ ნაშალ მასალას ქვია მორენა.      

ჭაობები ჭაობები წარმოიქმნება იმ შემთხვევაში როცა უფრო მეტი ნალექი მოდის ვიდრე ორთქლდება. იგი ჩვეულებრივ დაფარულია წყალმცენარეებით სადაც აქტიურად მიმდინარეობს ტორფწარმომქმნელი პროცესები. მასიური ჭაობებია : ფიჩორა, პალიასტომი,  ფოთის, ერისწალის და ქცია ხრამის ხეობებში. ყველაზე ბევრი გვაქვს კოლხეთის დაბლობზე.    

საქართველოს დაცული ტერიტორიები   

                                           

საქართველოს  ნაკრძალები

(ეს თემა  ბლოგზე ცალკე პოსტშიცაა სურათებით და საქართველოს გეოგრაფიის კატეგორიაში სქემაშია ჩასმული. შეგიძლიათ ძებნაში ჩაწეროთ ნაკრძალები და მონახავთ) დაცული ტერიტორია არის ადგილი სადაც ადამიანის სამეურნეო საქმიანობა მთლიანად არის აკრძალული ან შეზღუდული.

ნაკრძალი არის ტერიტორია სადაც ბუნებრივ მდგომარებაში შენარჩუნებულია მთელი ბუნებრივი კომპლექსი და შესაძლებელია უმნიშვნელო სამეცნიერო, კვლევითი თუ საგანმანათლებლო საქმიანობა.

ეროვნული პარკი არის ტერიტორია, რომლის ამოცანაა ბუნების უნიკალური და დამახასიათებელი ეკოსისტემის შენარჩუნება სამეცნიერო, საგანმანათლებლო და რეკრეაციული მიზნებისთვის. ესენია:ბორჯომ – ხარაგაულის, კოლხეთის, თუშეთის, მტირალას, ყაზბეგის, ალგეთის, თბილისის, ვაშლოვანის, საქართველოს პირველი ნაკრძალი შეიქმნა 1912 წელს – ლაგოდეხის ნაკრძალი შექმნა პოლონელმა ლუდვიგ მლოკოსევიჩმა.

აღკვეთილი არის ტერიტორია, რომლის ამოცანაა ველური სახეობის და არაცოცხალი ობიექტების შენარჩუნება. ამჟამად საქართველოში 44 დაცული ტერიტორიაა, აქედან 16 არის ნაკრძალი ესენია: ბაბანაურის ( კახეთში), ბაწარის, ბიჭვინთის, ბორჯომის, გუმისთს(იმერეთში), ვაშლოვანის(კახეთის), თუშეთის, კინტრიშის (აჭარა), ლაგოდეხისკახეთი), ლიახვის, მარიამ ჯვრის, მიუსერის, სათაფლიის, ფსხუს, ქობულეთის.

აღკვეთილია 10 ესენია : აჯამეთის (იმერეთში), გარდაბნის(ქვემო ქართლი), ილტო ( კახეთი), იორი(კახეთი), ლაგოდეხი (კახეთი), ქობულეთი (აჭარა) .დაცული ლანდშაფტი გვაქვს ორი: თუშეთის და კინტრიშის.

 

მოქანავე ლოდები

  • ზემო ერმანის ლოდი მდებარეობს ნასოფლარ ზემო ერმანთან (სამაჩაბლო), მდინარე ერმანისწყლის (დიდი ლიახვის ერთ-ერთი მდგენლის) ხეობაში, ზღვის დონიდან 2300 მეტრის სიმაღლეზე.
  • ქუაქანცალიას მოქანავე ლოდი მდებარეობს მდინარე ინწრის სათავეებში, მთა ყვირას მასივზე (წალენჯიხის მუნიციპ-ი), ზღვის დონიდან 1800 მეტრის სიმაღლეზე.
  • დურუჯის ლოდი მდებარეობს მდინარე დურუჯის მარცხენა ნაპირის რუყეზე (ყვარლის მუნიციპ-ი), ქალაქ ყვარლის ცენტრიდან ჩრდილო-დასავლეთით 2,5 კილომეტრზე, ზღვის დონიდან 440 მეტრის სიმაღლეზე.

კლდის სვეტები

  • კაცხის სვეტი მდებარეობს სოფელ კაცხის (ჭიათურის მუნიციპ-ი) სანახებში, მდინარე ყვირილას მარჯვენა შენაკადის – კაცხურის აუზში, ზღვის დონიდან 650 მეტრის სიმაღლეზე.
  • საირმის „ეროზიული მოწმე“ მდებარეობს მდინარე წაბლარისწყალის მარცხენა ნაპირზე, კურორტ საირმის (ბაღდათის მუნიციპ-ი) მისადგომებთან, ზღვის დონიდან 800 მეტრის სიმაღლეზე.
  • ბოდორნის კლდის სვეტი მდინარე არაგვის მარჯვენა ჩამოხვეწილ ფლატეებზე, სოფელ ბოდორნიდან (დუშეთის მუნიციპ-ი) 2 კილომეტრზე მდებარეობს, ზღვის დონიდან 750 მეტრის სიმაღლეზე.
  • ქვაკაცა მდებარეობს აჭარა-იმერეთის ქედის სამხრეთ ტოტზე (შუახევის მუნიციპ-ი), ზღვის დონიდან 2350 მეტრის სიმაღლეზე. ჭვანისწყლის მარჯვენა შენაკადის – ხევისღელის სათავეში. აქ აღმართულია სხვადასხვა ზომის სამი შთენილი, რომლებიც ტუფბრექჩიებით არის აგებული. ერთ-ერთი მათგანის სიმაღლე 7 მეტრია, ხოლო დიამეტრი 4,5-5 მეტრს აღწევს. სვეტი ადამიანის ქანდაკებას მოგვაგონებს, რის გამოც მას „ქვაკაცა“ შეარქვეს.
  • ვარძიის კლდის სვეტები მდებარეობს მდინარე მტკვრის ხეობაში, ვარძიის სამონასტრო კომპლექსიდან 3 კილომეტრზე, ზღვის დონიდან 1465 მეტრის სიმაღლეზე.
  • საირმის სვეტისებრი კლდეები მდებარეობს მდინარე რიონის მარჯვენა მხარეს, სოფლებს – ალპანასა (ცაგერის მუნიციპ-ი) და ჭრებალოს (ამბროლაურის მუნიციპ-ი) შორის, ზღვის დონიდან 900 მეტრის სიმაღლეზე.

საქართველოს ფაუნა

 

ფოტო- ქეთი ქერაშვილის

                                 საქართველოს მოსახლეობა

IMG_1394   მეცნიერებას რომელიც შეისწავლის   მოსახლეობას   (და ყველაფერს მოსახლეობის შესახებ)დემოგრაფია ეწოდება.

  (მოსახლეობის შესახებ  დაწვრილებით კითხვა– პასუხი  ნახეთ პოსტებში)                                   მოსახლეობის რაოდენობის დადგენა ხდება მოსახლეობის  აღწერით.საქართველოში მოსახლეობისაღწერა მე20 საუკუნეში ჩატარდა 6-ჯერ.     პირველი-1926წ.    ბოლო 2002 წელს. საქართველოში მოსახლეობის ტერიტორიული განლაგების სამი არეალი არსებობს: კავკასიონი (4%), მცირე კავკასიონი (8%) და მთათა შორისი ბარი(88%).

მოსახლეობის სიმჭიდროვერის მცოვრებთა რაოდენობა1   კმ/2  – ზე. გამოითვლება ფორმულით: მოსახლეობის რაოდენობა  გაყოფილი ფართობზე. დღეს საქართველოში სიმჭიდროვე შეადგენს 67 კაცს ერთ კმ/2-ზე. რეალური სიმჭიდროვე-220 კაცი. საქართველოს ყველაზე მჭიდროდ დასახლებული  არეალია აჭარა და ქვემო ქართლი. სიმჭიდროვე 140 კაცი 1 კმ/2.

მოსახლეობის დინამიკა არის მოსახლეობის რაოდენობის ცვლილება დროის გარკვეულ მონაკვეთში. დინამიკას განსაზღვრავს ორი ფაქტორი : ბუნებრივი მოძრაობა და მექანიკური მოძრაობა.

ბუნებრივი მოძრაობარის სხვაობა შობადობასა და სიკვდილიანობას შორის, რომელიც 1994 წლის მერე გახდა უარყოფითი. 2006 წლიდან გახდა დადებითი. შობადობის კოეფიციენტი არის დაბადებულთა რაოდენობა ყოველ ათას კაცზე ერთი წლის განმავლობაში. გამოითვლება პრომილეებით % .

სიკვდილიანობის კოეფიციენტ არის გარდაცვლილთა რაოდენობა ყოველ ათას კაცზე ერთი წლის განმავლობაში (%).

ბუნებრივი მატების კოეფიციენტი არის შობადობის კოეფიციენტს გამოკლებული სიკვდილიანობის კოეფიციენტი.

 მოსახლეობა წლის ბოლოს  =

  •   = წლის დასაწყისს + წლ. დას./ 1000 X(შ.კ.-ს.კ) + იმიგრანტი- ემიგრანტი                            ანუ
  •  = წლის დასაწყისს  + ბუნებრივი მოძრობა+ მექანიკური მოძრაობა

დეპოპულაცია არის მოსახლეობის კლება.

დემოგრაფიული აფეთქება არის მოსახლეობის სწრაფი მატება.

აღწარმოება არის თაობათა მუდმივი ცვლის და განახლების პროცესი. არის სამი სახის: 1.გაფართოებული,2. მარტივი და 3.შეზღუდული. გაფართოებული არის როცა შვილთა თაობა მეტია მშობლების თაობაზე. მარტივია როცა ტოლია. შეზღუდულია როცა მშობლების თაობა მეტია შვილთა თაობაზე. საქართველოში ამჟამად მარტივი აღწარმოებაა .

მექანიკური მოძრაობა არის სხვაობა იმიგრანტს(ჩამოსულს) და   ემიგრანტს( წასულს) შორის.

მოსახლეობის მიგრაცია არის მოსახლეობის გადაადგილება საცხოვრებლად  ერთი დასახლებული პუნქტიდან მეორეში, დროებით ან მუდმივად , იძულებით, ან ნებაყოფლობით,ქვეყნის შიგნით და გარეთ.

 

მიგრაციას აქვს მახასიათებლები: download 1.დრო (მუდმივი ან დროებითი ან სეზონური)

2.ტერიტორიული ფაქტორი-მიმართლების მიხედვით ორი სახისა: შიდა და გარე.

შიდა მიგრაცია არის – ქვეყნის შიგნით.

შიდა მიგრაციის სახეებია :სოფელი-ქალაქი, ქალაქი-სოფელი,        ქალაქი-ქალაქი. არსებობს კიდევ ქანქარისებური მიგრაცია ,რომელსაც აქვს სისტემატიური სახე,და ადამიანი გადაადგილდება თავისი საცხოვრებელი სახლიდან. (მაგალითად ცხოვრობას რუსთავში და მუშაობს , ან სწავლობს თბილისში) .

გარემიგრაცია არსებობს კონტინენტშორისი და შიდაკონტინენეტური.

3. მოტივაცია გამომწვევი მიზეზების მიხედვით მიგრაცია შეიძლება გამოიწვიოს  ომმა, ეპიდემიამ,  სოციალურმა, პოლიტიკურმა. დემოგრაფიულმა, ბუნებრივმა კატასტროფებმა, ეკონომიკურმა და საომარმა მოქმედებებმა.შეიძლება იყოს შრომითი, სასწავლო, სამკურნალო და სხვა მიზნით გამოწვეული.

4.ფორმის მიხედვით-იძულებითი ან ნებაყოფლობითი,  ლეგალური ან არალეგალური,   ჯგუფურია ან ინდივიდუალური,ორგანიზებული ან არაორგანიზებული.

მიგრაციის სალდო არის სხვაობა იმიგრაციასა და ემიგრაციას შორის. იმიგრანტი არის ჩამოსული. ემიგრანტი – წასული. რე-ემიგრანტი არის წასული და დაბრუნებული.

ლტოლვილი არის პირი რომელიც გარკვეული მიმეზების გამო ტოვებს საცხოვრებელ ადგილს და მიდის სხვა ქვეყანაში.

იძულებით გადაადგილებული პირი არის : რომელიც რჩება თავისივე ქვეყანაში (მათ დევნილებსაც უწოდებენ).

სქესობრივ ასაკობრივი სტრუქტურის მიხედვით ქვეყნები იყოფა ახალგაზრდა და დაბერებულ ერებად. ახალგაზრდა ერებია სადაც ჭარბობს 35-მდე ასაკის მოსახლეობა (აფრიკა, აზია , ლათინური ამერიკა) დაბერებულია სადაც 35-ს გადაცილებულები მეტია (ევროპა , ჩრდ. ამერიკა , მათ შორის საქართველო).

                            მსოფლიოს რასები

მსოფლიოში 4 ძირითადი რასაა: ევროპეიდული, ნეგროიდული, მონგოლოიდური და ავსტრალოიდური. რასები იყოფა ქვერასებად.

რასიზმი და რასობრივი პრობლემები

მსოფლიოს რასების რუკა

რასა – ყველაზე არსებითი გენეტიკური (ანუ მემკვიდრეობითი) ნიშნების ერთობლიობის საფუძველზე მსოფლიოს დაყოფა (კანის, თვალის ფორმის, სიმაღლის, ფერის) მიხედვით.

რასოგენეზი – თეორიაში ორი მიდგომა არსებობს.

  1. მონოცენტრული – თანამედროვე ადამიანის სამშობლო ერთი დიდი რეგიონია.
  2. პოლიცენტრული – რასოგენეზი რამდენიმე ეტაპად განხორციელდა და ყველა ძირითად და გარდამავალ რასას თავისი ჩამოყალიბების კერა აქვს.

რასიზმის თეორიაში განარჩევენ ორ მთავარ მიმართულებას: ბიოლოგისტურსა და ფსიქოლოგისტურს.

 

ბიოლოგისტური ამტკიცებს რომ ადამიანებს შორის გარეგნული განსხვავება განაპირობებს განსხვავებას რასების ინტელექტუალურ დონესა და შესაძლებლობებში (მოკლედ) (ტვინის წონა, თავის ქალის ფორმა და ა. შ.).

ფსიქოლოგისტური – თვითოეულ რასას აქვს თავისი სპეციფიკური მასობრივი სული; რომელიც განსაზღვრავს რასის ისტორიულ ბედს. ფსიქორასიზმი რასიზმის ერთადერთი შეფარული თეორიაა.

ყვითელი რასიზმი – პანაზიანიზმი – აღმოსავლეთ აზიაში ჩამოყალიბდა ყვითელი რასის უპირატესობას უსვამს ხაზს.

შავი რასიზმი “ნეგრიტიუდის“ თეორია – მომავალი შავი რასის ხელშია. რასიზმი საერთაშორისო დანაშაულია.

რასობრივი ურთიერთობის სხვადასხვა ფორმები რასიზმი იყო ამერიკაში, არ იყო ჰავაიზე (პირიქით მოხდა შერწყმა), განსაკუთრებით მწვავედ მიმდინარეობდა რასიზმი  სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. აქ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა რასიზმის განსაკუთრებული ფორმა “აპარტეიდი“. სახელმწიფოს სათავეში თეთრკანიანები მოვიდნენ. აფრიკელები იზოლაციაში აღმოჩნდნენ. შეიქმნა ე. წ. ბანტუსტანები (სულ რვა), რომელიც აპარტეიდის რეჟიმმა ცალკე სახელმწიფოებად გამოაცხადა. მსოფლიოს და დემოკრატიული რეჟიმების ზეწოლით  მოგვიანებით აპარტეიდი გაუქმდა და მოვიდა პრეზიდენტი ნელსონ მანდელა – შავკანიანი უფლებადამცველი.

რასობრივი პრობლემები განსაკუთრებით მწვავეა ქსენოფობიის პრობლემა. ნებისმიერი უცხო მიგრანტის, ჩამოსულის მიმართ მტრული დამოკიდებულება. რასიზმს ამწვავებს მიგრაციები ჩრდილოეთისკენ, ანუ განვითარებული ქვეყნებისაკენ.

მოსახლეობის რასობრივი ანუ ანთროპოლოგიური კლასიფიკაციით (ყველაზე გავრცელებული ტიპოლოგიით) გამოყოფა   ოთხი რასა.rasebi

1. ევროპეიდული – მსოფლიოს 2/5

1.ჩრდილო ევროპეიდული რასა

– სამი განშტოება ჩრდილო (ნორდული) – სკანდინავია, ბალტიისპირეთი, ჰოლანდია, გერმანია, ინგლისი, ამერიკის ნაწილი.

Европеоидная раса - презентация онлайн

2.სამხრეთი ევროპეიდული რასა(ფოტოზე არაბები

 

)      Почему арабы стремятся взять в жены русских девушек?

– ხმელთაშუა ზღვისპირა ბალკანები, კავკასია, არაბები, თურქეთი, ირანი, ავღანეთი, სამხრეთ აზიის, ლათინური ამერიკის ქვეყნები. შუაევროპული – ქვერასა – გარდამავალი ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის. სლავები, გერმანელები, ფრანგები, აშშ, ცენტრალური ევროპა, კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია.

2.   ნეგროიდული – 8%

1) ზანგები

Расы — урок. География, 7 класс.

2)პიგმეები

3)ბუშმენები და ჰოტენტოტები

3. მონგოლოიდური 20%

1) არქტიკული (ესკიმოსები, ჩუქჩები, კორეაკები)

Кто такие эскимосы? - Турист

 

2) ჩრდილო აზიური მონღოლები, ბურიატები, იაკუტელები (რუსეთის და ციმბირის, შორეული აღმოსავლეთის

 3) აღმოსავლეთ აზიური – ჩინელები, კორეელები, ტიბეტელები, 4) ამერიკის შტოს ინდიელები

                              ფოტოზე ჩინელები

Китайцы под впечатлением | Статьи | Известия

4. ავსტრალოიდური რასა 0,3% 

1) ასტრალიის აბორიგენები

 

2) პაპუასები და მელანეზიელები

Колоритные папуасы из Папуа-Новой Гвинеи | Пикабу

 

3) იაპონიის კუნძულ ხოკაიდოზე – აინები

4) შრი-ლანკაზე და ანდამანის კუნძულზე – ვედები

Плен многоликой Индии. Беседа об индуизме и особенностях проповеди Христа  среди индуистов | Православие.фм

5) მალაიზიასა და ფილიპინის ჯუნგლებში  მცხოვრები  – ნეგრიტოსები 

Негритосы: как врожденная способность к биолокации спасла от самого  страшного цунами в истории | Экватор | Яндекс Дзен

შერეული რასები:

მულატი = ევროპეიდი + ნეგროიდი მეტისი = ევროპეიდი + მონღოლოიდი

Картинки по запросу парни мулаты | Люди, Картинки

 

 

 

 

 

სამბო = მონღოლოიდი + ნეგროიდი (ან ავსტრალოიდთან)

Вопрос про политкорректность | Пикабу

მეტისი= მონგოლოიდისა და ევროპეიდის შვილი

 

Мой народ / Страна / Метисы – кто такие?Метис негра и русского

 

 

 

 

 

 

 

რელიგიები გეოგრაფია

(ეს თემა  ამავე ბლოგის ცალკე პოსტებში დეტალურადაა  განხილული.    პოსტში: დამხმარე რესურსები  -ვიქტორინა.”  შეგიძლით ნახოთ თამაში-ვიქტორინა და გაიმყაროთ ცოდნა. თემა- რელიგიები” ვარიანტი1, ვარიანტი 2(მომლოცველობა).
სევე  პოსტში “რელიგიები” იხლეთ  პრეზენტაციები – წარმართული, ეროვნული და მსოფლიო რელიგიები.
(ბლოგის  ავტორი ნინო მთიულიშვილი)
 

                                            რელიგიების რუკა

როგორც ეროვნული,ასევე მსოფლიო რელიგიებში გამოიყოფა პოლითეისტური (მრავალღმერთიანობა) და მონოთეისტური (ერთღმერთიანობა) რელიგიები.                       

 კლასიფიკაციის დროს რელიგიათა რამდენიმე ჯგუფს გამოყოფენ.

  • წარმართული რელიგიები   
  • მსოფლიო რელიგიები 
  •  ეროვნული რელიგიები

 

რელიგიის  ლიდერები  ა.კათოლიკე-პადრე  ბ.ბუდისტი ბერი  გ. ებრაელი  რაბინი დ.მუსლიმი იმამი

რელიგიური წმინდა ადგილები:  ა.ბუდისტების  ბ. მაჰმადიანების -მექა,    გ.ბუდისტების-ლუმბინი(ბუდას დაბადების ადგილი    დ.კათოლიკების წმ. პეტრეს ტაძარი
  • წარმართული რელიგიები:
  • ტოტემიზმი-  (ტომი ან გვარის კავშირი ცხოველთან მცენარესთან)
  • მაგია, ანიმიზმი   —(სულების რწმენა) 
  • ფეტიშიზმი(კერპების რწმენა)   –
  • შამანიზმი- (სულების  რწმენა    )
  • წარმართული პოლითეიზმი- (ყველა მოლენას თავისი ღმერთი ჰყავს—– ბერძნული და რომაული მითოლოგია)

მსოფლიო რელიგიები:

  • ბუდიზმი,

  • ქრისტიანობა

  • ისლამი

                                        ბუდიზმი-   

  • ჰანაიანა.

  • მაჰაიანა

                                    ქრისტიანობა 

1.ნესტორიანელები   –

ასირიელები -მონოფიზიტები(სწამს ღვთის  ადამიანური ბუნება,რომელიც შეიცვალა ღვთიურით)

2.გრეგორიანელები

სომხები- მონოფიზიტები (სწამთ უფლის ღვთიური ბუნების რომელიც შეიცვალა ადამიანურით)

1.მართლმადიდებლობა

ქართველები, რუსები,უკრაინელები, ბელორუსები,ბერძნები, სლოვაკები, და სხვ.

მართლმადიდებლური სექტები: ხლისტები, დუხობორები, სტაროვერცები,სკოფცები,მოლოკნები და სხვ

 2. კათოლიციზმი– 

რომის პაპის მრევლი- იტალიელები,ესპანელები,ირლანდიელები, პოლონელები და სხვ.  ყველაზე დიდი კათოლოკური ქვეყანა- ბრაზილია.

3.   პროტესტანტიზმი

იყოფა მიმართულებებად:

  • ლუთერანიზმი (გერმანელები),
  • კალვინზმი(ფრანგები)
  • ანგლიკანიზმი(ინგლისელები)
  • პრესვიტერიანიზმი(შოტლანდიელები).

პროტესტენტული სექტები:

  • იაღოველები
  • ორმოცდაათიანელები
  • მორმონები
  • კვაკერები,
  • ადვენტისტები
  • და სხვ.

                                             ისლამი

  • შიიზმი – აზერბაიჯანელები, ირანელები
  • სუნიზმი- დანარჩენი მუსლიმური სამყარო
  •  
  • სექტები ისლამში –ვაჰაბიტები, ბაჰაისტები, დრუზები, ისმაელიტებიდა სხვ

                               ეროვნული რელიგიები:

  • ინდურიინდუიზმი, კრიშნაიზმი, სინკჰიზმი ჯაიანიზმი.
  • ჩინური-    კონფუციზმი, დაოსიზმი
  •   იუდაიზმი–ებრაული;      
  • სინტოიზმი–იაპონური;
  • მაზდიანობა –ქურთები,იეზიდები
  • ——————————————————————————————————————-

           ურბანიზაცია

fddf

             (ამ თემაზე ინმორმაცია იხილეთ პოსტში-მოსახლეობის გეოგრაფია)  ავტორი  ნ.მ

 

ურბანიზაცია– ქალაქის როლის ზრდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. რაც გამოიხატება ქალაქის მოსახლებობის ხვედრითი წილის ზრდით და ქალაქური ცხოვრების წესით. საქართველოში აღწევს 52,2 %.

საქართველოში ქალაქად ითვლება დასახლებული პუნქტი თუ მოსახლეობის რაოდენობა 5000-ზე მეტია და   ნახევარზე მეტი  ჩაბმულია არა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში. სულ გვაქვს 98 ქალაქური ტიპის დასახლება. აქედან 54 ქალაქია, 44-დაბა. გვაქვს 3668 სოფელი. ქალაქები ერთმანეთისგან განსხვავდებიან ფუნქციური დანიშნულებით და მოსახლეობის რაოდენობით.

სამრეწველო ქალაქებია: დამუშავებითი – რუსთავი, ზესტაფონი, კასპი, მოპოვებითი – ჭიათურა, ტყიბული, ტყვარჩელი.

სატრანსპორტო კვანძი არის ხაშური და სამტრედია. სანავსადგურო – ფოთი და ბათუმი. საკურორტო – ბორჯომი, ბაკურიანი, ქობულეთი და ა.შ .

აგლომერაცია შედარებით მცირე ტერიტორიაზე იმ ქალაქების თავმოყრა რომლებიც ერთმანეთთან მჭიდრო საწარმოო ეკონომიკურ კავშირში იმყოფებიან, ფაქტიურად ერთიან ორგანიზმს წარმოადგენენ. საქართელოში სამ ქალაქს აქვს აგლომერაცია:თბილისს, ქუთაისს და ბათუმს.

 ურბანიზაციის დონე – გამოიყენება ურბანიზაციის რაოდენობრივ მახასიათებლად, ანუ ქალაქის მოსახლეობის ხვედრითი წილი მთელ მოსახლეობაში.

ურბანიზაციის ხარისხი – დიდ ქალაქებში მცხოვრებთა ხვედრითი წილი მთელ მოსახლეობაში, ან მეტროპოლიის ხარისხი – დიდი ქალაქების მოსახლეობის ხვედრითი წილი მთელ საქალაქო მოსახლეობაში. იმის გამო, რომ ქალაქის ცნება განსხვავებულია, ცალკე სხვადასხვა ქვეყნის ქალაქების შედარება ერთმანეთთან სრულ სურათს არ გვაძლევს.

 

განვითარებად – ქვეყნებში ქალაქების მოსახლეობის ხვედრითი წილი იზრდება სწრაფად, სოფლიდან მიგრანტების ხარჯზე. უსახლკაროები სახლდებიან ბიდონვილებში (იგივეა რაც ფაველა, არაფორმალური ქალაქი,ბარაკები, ქოხმახები,), ეს ზრდის უმუშევრობას, კრიმინალს და ა. შ.

რურალიზაცია  – ქალაქში სოფლური ცხოვრების წესის დამკვუდრება.  განვითარებულ ქვეყნებში – ქალაქის მოსახლეობა ნელა იზრდება, ან    უცვლელია ან იკლებს. ამის მიზეზი შეძლებული ფენების ქალაქიდან გასვლა და ქალაქგარეთ დამკვიდრებაა.

რურბანიზაცია  –ქალაქური ცხოვრების წესის სოფლებში შესვლა და დამკვიდრება.(სუბურბანიზაცია).

ქალაქების კლასიფიკაცია და ტიპოლოგია ზოგადად მსოფლიოს მასშტაბით ქალაქში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 20000 კაცზე ნაკლებია – ეწოდება პატარა ქალაქი, წვრილი ქალაქი (5-10 ათასი). უწვრილესი ქალაქი – 5000 კაცზე ნაკლები. საშუალო 20 000, დიდი – 100 ათასი. მსხვილ ქალაქები – 500 0000, უმსხვილესი 1 მლნ-ზე მეტი. ახლა მსოფლიოში 450 “მილიონიანი“ ქალაქია.გიგანტი  ქალაქები–– 5 მლნ-ზე მეტი მცხოვრებით . “ზეგიგანტი“ – 10 მლნ-ზე მეტი.  

ფუნქციების მიხედვით:

მონოფუნქციური ქალაქები და პოლიფუნქციური ქალაქები:

 ქალაქის მიკროგეოგრაფია.  ქალაქი შედგება:          1. ცენტრისაგან (ამერიკაში მრავალსართულიანი, რადგან მიწა ძვირია; ევროპაში–ფეხით მოსიარულეთა უბნები, მუზეუმები, კაფეები, რატუშა, მოედანი). ევროპაში საქმიანი კვარტალი ამერიკულს გავს, ოღონდ ცენტრიდან რამდენიმე კმ-ით არის დაშორებული, და ცენტად არ მიაჩნია. 2. სამრეწველო-სატრანსპორტო კვანძებისაგან (სადაც ქარხნები, ფაბრიკები, რკინიგზის სადგურებია). 3) საცხოვრებელი რაიონები. გააჩნია რომელი სოციალური ფენისაა. მდიდრები – ვილებში, საშუალო – ფეშენ კვარტლებში, ნაკლებად შეძლებულები – სტანდარტული პროექტების ბინებში, ღარიბები – ბიდონვილებში. განვითარებული ქვეყნების ქალაქის ცენტრებს ძირითადად სავაჭრო ფუნქცია აქვს. ცენტრად კოლონიალისტების მიერ აშენებული კვარტალი მიაჩნიათ. აქ დიდია განსხვავება მდიდრებისა და ღარიბების უბნებს შორის.

საქალაქო განსახლება. აგლომერაციები და მეგაპოლიები ძველ და შუა საუკუნეებში საქალაქო განსახლებისთვის დამახასიათებელი ნიშანი იყო ქალაქების იზოლირებული განვითარება ერთმანეთის მიმართ. მათ შორის საწარმოო კავშირები უკიდურესად სუსტი იყო. ე. ი. საქალაქო განსახლება ერთიან სისტემას, ფაქტობრივად არ ქმნიდა. მდგომარეობა შეიცვალა ინდუსტრიულ ეპოქაში. დიდი ქალაქების გარშემო შეიქმნა ქალაქი-თანამგზავრები, მრავალი დასახლებული პუნქტისაგან შემდგარი ერთიანი ურბანიზაციული არეალი  ანუ – საქალაქო აგლომერაცია. როგორც წესი აგლომერაციაში 1 ცენტრალური ქალაქია – ე. ი. მონოცენტრულია, მაგ. პარიზის. მაგრამ შეიძლება იყოს პოლიცენტრული. ასეთი აგლომერაციას კონურბაცია ეწოდება

მეგაპოლისები –  ეწოდება აგლომერაციების აგლომერაციებს, რამდენიმე ასეულ კმ-ზე გადაჭიმულ ერთიან ურბანიზებულ არეალს, ქალაქების უწყვეტ ზოლს.  მსოფლიოში ცნობილი , მნიშვნელოვანი აგლომერაციებია: ტოკაიდო, ჩიპიტსი (აშშ დიდი ტბები-ჩიკაგო-პიტსბურგი), სან-სანი (სან-ფრანცისკო-სან-დიეგო-აშშ წყნარი ოკეანის სანაპირო), რაინის (შვეიცარია, ბელგია, გერმანია, საფრანგეთი, ჰოლანდია), ინგლისი (ლონდონი, მანჩესტერი, ბირმინჰემი, ლივერპული). ეთნიკური ჯგუფები?

 

————————————————————————————————————————–

        მეურნეობის სტრუქტურა

 

ამ თემის უკეთ გასაცნობათ შეგიძლიათ ნახოთ პოსტი –  მეურნეობა , რომელიც  ამავე ბლოგზეა.(ბლოგის ავტორი ნ.მ.)

vvvvv

   მეურნეობა იყოფა ორ ნაწილად: მატერიალური და არამატემატერიალური წარმოების დარგებია:(მოცემულია ზემოთ სქემაში)

მატერიალური წარმოების დარგებია:

1) მრეწველობა(სათბობ-ენერგეტიკული,

     მანქანათმშენებლობა, მეტალურგია, ქიმიური მრეწველობა, ხე-ტყის მრეწველობა, მსუბუქი მრეწველობა, კვების მრეწველობა

2) სოფლის მეურნეობა (მემცენარეობა და მეცხოველეობა)

3) ტრანსპორტი(სარგინიგზო, საავტომობილო, საავიაციო, საზღვაო, მილსადენი, ელექტრონული, სამდინარო რომელიც არ გვაქვს საქართველოში) 4)

კავშირგაბმულობა(ფოსტა, რადიო, ტელევიზია, ინტერნეტი, მობილური, ფიჭური, ტელეგრაფი,

 5) ვაჭრობა(საშინაო და საგარეო)

6) მშენებლობა

    არამატერიალური ( არასაწარმოო)დარგებია: 1) განათლება 2) ჯანდაცვა 3) სპორტი 4) ადმინისტრაციული მართვა 5) საშინაო კომუნალური მეურნეობა 6) ტურიზმი

   7) მომსახურეობის სფერო( ბანკები, სასტუმროები, კაზინოები, სალონები და ა.შ.)

საბანკო ქსელის სქემა

რაც უფრო მაღალგანვითარებულია ქვეყანა მით  უფრო კარგათ აქვს განვითარებული მომსახურეობის სფერო.

განვითარებული ქვეყნების მეურნეობის სტრუქტურაში წამყვანი ადგილი აქვს მომსახურეობის სფეროს, მეორე ადგილზე- ინდუსტრია, მესამეზე- სოფლის მეურნეობა(ზოგჯერ 3 დან 5 პროცენტამდე)

მეურნეობის პირველადი დარგებია:მოპოვებითი(სოფლის მეურნეობა, წიაღისეულის  მოპოვება)

მეორადი დარგებია-დამუშავებითი მრეწველობა,ასევე მშენებლობა ,მესამეული დარგები სქემაშია  ქვემოთ.

ff

საწარმოები 1.რუსთავის მეტალურგიული კომბინატი 2.რუსთავის ქიმიური კომბინატი 3.რუსთავის ქიმიური ბოჭჯოს ქარხანა 4. რუსთავ – ცემენტის ქარხანა 5. თბილისის საწარმოო გაერთიანება „ჩარხ-მშენებელი“ 6. თბილისის საწარმოო გაერთიანება „ელმავალ-მშენებელი“ 7. თბილისის საავიაციო ქარხანა 8. თბილისი ავეჯის კომბინატი 9. ქუთაისის საავტომობილო ქარხანა 10. ქუთაისის ავეჯის კომბინატი 11. ბათუმის გემთმშენებელი ქარხანა 12. ბათუმის ავეჯის ქარხანა 13. ბათმის ნავთობ გადამამუშავებელი ქარხანა 14. ზესტაფონის ვ.ნიკოლაძის ფერო შენადნობის ქარხანა 15. მადნეულის სამთო გამამდიდრებელი კომბინატი, ბოლნისის მიდამეობში დაბა კაზრეთში 16. საგარეჯოს აგურის ქარხანა 17. მეტეხის აგურის ქარხანა 18. კასპის ცემენტის და შიფერის ქარხანა 19. ახალდაბაში ავეჯის კომბინატი .

მიწა – საერთო ეროვნული სიმდიდრე მიწათსარგებლობა ადათით და კანონით დადგენილი მიწის გამოყენების წესი და მიწით სარგებლობის ცოდნა. მიწის კადასტრი – ყოველმხრივი და სარწმუნო ცნობების ერთობლიობა, მიწის ბუნებრივი და სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ. მიწის რეკულტივაცია ნიშნავს მიწის პროდუქტიულობის აღდგენას. მიწის მელიორაცია არის კომპლექსური ღონისძიებების ჩატარება ნიადაგის პროდუქციულობის ასამაღლებლად.

სოფლის მეურნეობა სოფლის მეურნეობა არის მატერიალური წარმოების დარგი, რომლის დანიშნულებაა მოსახლეობის მომარაგება კვების პროდუქტებით და ნედლეულით. იგი  აწვდის ნედლეულს მრეწველობის სხვა და სხვა დარგებს.(მაგალითად: ტყავ –ფეხსაცმლის , საგალანტერიო და სხვა) სოფლის მეურნეობა იყოფა დარგებად:მეცხოველეობა და მემცენარეობა.

მეცხოველეობა-მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი საქონელი, მეფრინველეობა, მებოცვრეობა  მეფუტკრეობა,მეაბრეშუმეობა.

მემცენარეობა: ერთწლიანი, მრავალწლიანი და ტექნიკური კულტურები(თამბაქო, მზესუმზირა, შაქრის ჭარხალი და სხვ.).                                         

                           ტრანსპორტის გეოგრაფია

ტრანსპორტი მატერიალური წარმოების დარგი,  რომელიც დაკავშირებულია მგზავრთა გადაყვანასთან და ტვირთის გადატანასთან.

     ტვირთბრუნვა არის ტვირთის გადატანა გარკვეულ დროში გარკვეულ მანძილზე და იზომება ტონა კილომეტრებით.

მგზავრბრუნვ არის გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა გარკვეულ დროში, გარკვეულ მანძილზე იზომება მგზავრთ / კილომეტრებით.  

 ტრანზიტი არის ტვირთის ანუ მგზავრის გატანა ერთი პუნქტიდან მეორეში, მესამეს გავლით. მაგისტრალი – მთავარი სატრანსპორტო გზა .    

სატრანსპორტო კვანძი არის სატრანსპორტო გზების გადაკვეთაზე მდებარე პუნქტი რომელშიც თავს იყრის რამდენიმე სახის ტრანსპორტი და ხდება მათ შორის ტვირთის გაცვლა.   

პირველი სარკინიგზო მაგისტრალი შეიქმნა 1872 წელს, ფოთი – ზესტაფონის დამაკავშირებელ ხაზზე. ამჟამად საქართველოში რკინიგზის სიგრძე 1600 კმ-ია.       ვიწრო ლიანდაგიანი რკინიგზა გვაქვს ბორჯომ – ბაკურიანში. საავტომობილო გზების სიგრზე არის 22 ათასი კმ. საზღვაო ტრანსპორტის ინტენსიური განვითარება დაიწყო 1967 წელს.  

  სამახსოვროები  

  პირველად რადიო შეიქმნა 1925 წელს. შავ-თეთრი ტელევიზია – 1957 წელს. ფერადი ტელევიზია კი – 1968 წელს

. რეკრეაციული მეურნეობა  გულისხმობს, საკურორტო მეურნეობას და  დასვენებას. კურორტი არის ტერიტორია სადაც არის ხელსაყრელი პირობები დასვენებისა და მკურნალობისთვის.

ექსპორტისაქონლის გატანა საზღვარგარეთ. იმპორტი – საზღვარგარეთიდან გასაყიდად შემოტანა.

ეროვნული შიდა პროდუქტი  არის სახელმწიფო საწარმოების და კერძო ფირმების მიერ , ქვეყნის სიგნით და გარეთ, შექმნილი პროდუქტის და მომსახურების სფეროს ჯამური ღირებულება. სხვანაირად: ერთობლივი ეროვნული პროდუქტი არის, მატერიალური და არამატერიალური დარგების შემოსავლის ჯამური რირებულება. ეეპ    1 სულზე გამოსათვლელად ეეპ უნდა გავყოთ მოსახლეობის რაოდენობაზე. თუ 10000 დოლარზე მეტი გამოვიდა -უმდიდრესი ქვეყანაა, თუ 1000 დოლარზე ნაკლებია განვითარებადი ქვეყნის სტატუსი აქვს.

  მეურნეობის განვითარების სტრუქტურის მიხედვით ქვეყნები იყოფა:      1) ინდუსტრიული 2) აგრარული 3) ინდუსტრიულ – აგრარული 4) აგრარულ – ინდუსტრიული საქართველო არის აგრარულ – ინდუსტრიული ქვეყანა.                                         

  საზოგადოების განვითარების სტადიები:   

    მარქსისტული მეცნიერების საფუძველზე დაყრდნობით კაცობრიობის ისტორიაში გამოიყოფა ხუთი საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაცია. 1) პირველყოფილი თემური 2) მონათმფლობელური 3) ფეოდალური 4) კაპიტალისტური 5) სოციალისტური ზოგიერთმა სახელმწიფომ მხოლოს ერთ საზოგადოებრივ-ეკონომიკურ ფორმაციაში იარსება მაგ: ბაბილონი და ასურეთი ( მარტო მონათმფლობელურ ეპოქაში) ზოგმა მხოლოდ ორში მაგ : საფრანგეთი და ინგლისი ( ფეოდალიზმი და კაპიტალიზმი) ხოლო საქართველომ იარსება ხუთივეში.  

დასავლურ მეცნიერებაში საზოგადოების ისტორიას ყოფენ სტადიებად: 1) პრიმიტიული 2) აგრარული 3) ინდუსტრიული 4) პორტ – ინდუსტრიული 5) საყოველთაო კეთილდღეობა    

   სოციალიზმი სოციალიზმი სახემწიფოებრივი და საზოგადოებრივი წყობილებაა, რომლის ეკონომიკის საფუძველია წარმოების საშუალებაზე საზოგადოებრივი სახელმწიფო საკუთრება. ყოფილი სოციალისტური ქვეყნებია: პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, უნგრეთი, ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნები( ბოსნია-ჰერცოგოვინა, მაკედონია სერბეთი, ხორვატია, სლოვენია, მონტენეგრო, კოსოვო )                                              

  კაპიტალიზმი კაპიტალიზმი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი წყობილებაა, რომლის ეკონომიკის საფუძველია წარმოების საშუალებაზე სხვადასხვაგვარი (სახელმწიფო, კერძო და სააქციო ) საკუთრების ფორმებში. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებია: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, რუსეთ, უკრაინა, ბელორუსია, მოლდოვა, ყაზახეთი, შუა აზიის ქვეყნები( თურქმენეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი ).

ქვეყნები ეკონომიკური განვითარების დონის მიხედვით.

დიდი რვიანის ქვეყნები: აშშ, იაპონია, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, იტალია, კანადა, რუსეთი.

განვითარებული ქვეყნებია: დიდი რვიანის ქვეყნები , დას. ევროპის დანარჩნი ქვეყნები, ავსტრია, ახალი ზელანდია, სამხ. აფრიკის რესპუბლიკა , ისრაელი, სინგაპური, ტაივანი, კვიპროსი, სლოვენია.

განვითარებადი ქვეყნები: აზიის, აფრიკის და ლათინური ამერიკის ქვეყნები.

ახალი ინდუსტრიული ქვეყნებია: მექსიკა, ბრაზილია, ინდოეთი, თურქეთი, ჩინეთი, მალაიზია, ფილიპინები, ტაილანდი.

  მოსახლეობის სოციალური შემადგენლობა საბჭოთა კავშირის შექმნამდე მოსახლეობის 80%-ზე მეტს გლეხები შეადგენდნენ. ასევე იყვნენ თავადაზნაურები, ხოლო ძალიან ცოტა იყო მუშათა კლასი და ბურჟუაზია. საბჭოთა სისტემის დროს არსებობდა სამი სოციალური ფენა: მუშები(55%), კოლმეურნე გლეხები და მოსამსახურეები (დამლაგებელი, ექიმი, ინჟინერი, მასწავლებელი) და ძალიან ცოტა სხვა ფენის წარმომადგენელი მაგ: რელიგიის წარმომადგენლები. საბჭოთა კავშირის დაშლი მერე გაჩნდა შემდეგი ფენები: გლეხები, მუშები, ვაჭრები, ფერმერები, ბიზნესმენები და მოსამსახურეები.

         მევენახეობა საქართველოში  .ვაზის ჯიშები სამარკო ღვინოები

ოჯალეში, ქართული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში. გავრცელებულია სამეგრელოსა და აფხაზეთის რაიონებში (სენაკი, მარტვილი, ზუგდიდი, სოხუმი, გუდაუთა, გაგრა). მწიფს ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის შუა რიცხვებში. აქვს ცილინდრულ-კონუსური, ფრთიანი მტევანი; მუქი ლურჯი, საშუალო ზომის მრგვალი ან ოდნავ ოვალური მარცვალი. შაქრიანობა მერყეობს 21,2-იდან 24,3%-მდე, მჟავიანობა 7-9 ‰. ოჯალეშიგან ამზადებენ მუქ-წითელ მაღალხარისხოვან ორიგინალურ მშრალ ან ნახევრად ტკბილ სუფრის ღვინოს — „ოჯალეშს“. ლეჩხუმში გავრცელებული ოჯალეში ანუ ორბელური ოჯალეში საფრანგეთიდანაა შემოტანილი, რომლის ნამდვილი სახელწოდებაა „მერლო“.

ალექსანდროული — ქართული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში. იზრდება საშუალო ინტენსივობით. ნაყოფს იძლევა ყლორტების 70-90%, მტევნის საშუალო წონაა 90-100 გ. ყურძენი მწიფდება სექტემბრის ბოლოს, საშუალო მოსავლიანობა 55-60 ც/ჰა-ზე. გავრცელებულია ამბროლაურისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში. როცა ყურძნის შაქრიანობა 27-28%-ია, მჟავიანობა კი – 6-8%, აყენებენ მაღალი ღირსების ბუნებრივად ნახევრად ტკბილ წითელ ღვინოს “ხვანჭკარას” (ძირითადად ხვანჭკარის მირკომუნიციპალიტეტში), ხოლო ნაკლებშაქრიანობისას (20-21%) სუფრის ღვინოს – ” ალექსანდროულს”.

ცოლიკოური — თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში. გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს რაიონებში. ვენახის ფართობისა და არეალის მიხედვით ცოლიკოურს რქაწითლის შემდეგ პირველი ადგილი უჭირავს საქართველოში. ცოლიკოური საგვიანო სიმწიფის ჯიშია. ივითარებს საშუალო ზომის კონუსურ ან განიერკონუსურ, მომრგვალომარცვლიან მტევანს.გამოირჩევა უხვმოსავლიანობით, ღვინის მაღალი ხარისხით, სოკოვან დაავადებათა მიმართ გამძლეობით, გარემოსადმი კარგი შეგუების უნარით. სამრეწველო ჯიშია, მისგან აყენებენ ადილობრივი და ევროპული ტიპის სუფრის და ბუნებრივად ნახევრადტკბილ ღვინოებს. ცოლიკოურს, როგორც უძველეს ქართულს ჯიშს, აქვს მრავალი ვარიაცია და კლონი.

საფერავი — ქართული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში. ივ. ჯავახიშვილის განმარტებით საფერავი ეკუთვნის ზოგად ჯიშთა ჯგუფს, თუმცა წარმომავლობით კახური უნდა იყოს. გავრცელებული იყო თითქმის მთელ საქართველოში. არსებობს ორი სახეობა – დიდი და პატარა საფერავი. კახეთში გავრცელებული ყოფილა ასევე “განჯური საფერავი”. მოსავლიანობის, შაქრის დიდი შემცველობისა და საღებავის სიუხვით ძვირფას ვაზის ჯიშად ითვლება. საჭმელად ნაკლებად იხმარება, უპირატესად საღვინე ჯიშია. საფერავისგან დაყენებული წითელი ღვინო გამოირჩევა სურნელით, ფერითა და სიმაგრით. იყენებენ სხვა ღვინოების გაუმჯობესებისა და შეფერადებისთვის. დაძველების მიხედვით მისგან დაყენებული ღვინის მარკებია “საფერავი” (ერთ წლიანი), “ქინძმარაული” (ორ წლიანი) და “მუკუზანი” (სამი და ზევით).

ალადასტური, ქართული ვაზის ჯიში. მისი ყლორტების 75-77% ნაყოფის მომცემია. ნაყოფი წითელია, საღვინე და სუფრისა. მტევანი საშუალოდ 200 გ იწონის. მწიფდება ოქტომბრის შუა რიცხევებში, ინახება გაზაფხულამდე, ტრანსპორტაბელურია. მოსავლიანობა – ჰექტარზე 70-100 ცენტნერი. ალადასტური გავრცელებულია ჩოხატაურის, ოზურგეთის, ვანისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში. მისგან აყენებენ წითელ ღვინოს, რომელსაც ალკოჰოლისა და მჟავიანობის ჰარმონიული შეფარდება, საუკეთესო სხეულოანობა და სასიამოვნო სურნელება აქვს. გადამწიფებული ყურძნისაგან მზადდება მაღალხარისხოვანი, ნახევრად ტკბილი ღვინო “ალადასტური”.

ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო “ტვიში

გეოგრაფიული მდებარეობა _ მევენახეობის სპეციფიკური ზონა “ტვიში” მდებარეობს ლეჩხუმში, ცაგერის ადმინისტრაციულ რაიონში, მდ. რიონის მარჯვენა სანაპირო ზოლში; ჩრდილო განედის 42031׀ და აღმოსავლეთ გრძედის 42054׀კოორდინატებზე, ზღვის დონიდან 435 მ სიმაღლეზე. სპეციფიკური ზონა მოიცავს რაჭის ქედის უკიდურესი დასავლეთი დაბოლოებისა და ხვამლის მასივის აღმოსავლეთ დაქანებებს. იგი მოიცავს სოფლებს: ტვიშსა და ალპანას

კახეთი- საფერავი. რქაწითელი, ხიხვი ჩხავერი,მწვანე .სამარკო ღვინო-გურჯაანი, საფერავი, ენისელი, მუკუზანი, თელიანი, ქინძმარაული, ალავერდი ბადაგონი, ტიბაანი. 

იმერეთი-ცოლიკაური, ციცქა, კრახუნა ალადასტური, ძველშავი სამარკო ღვინო-იგივე 

ქართლი-ჩინური, ტვიში, გორული მწვანე,თავკვერი, ბუდეშური, 

რაჭა-ალექსანდროული, გუჯარეთული, სამარკო ღვინო- ხვანჭკარა, ალექსანდროული.

 ლეჩხუმი-უსახელოური, ოჯალეში. 

გურია-იზაბელა,ადესა, ალადასტური, კლარჯული.

ქართული ხორბალი

მსოფლიოში 27 სახეობის ხორბალი არსებობს, ამათგან 23 არის კულტურული სახეობა, დანარჩენი ველურია. ამ 23_დან 14 არის ქართული ხორბლის ჯიში. ესენია დიკა, ასლი, თავთუხი, დოლისპური, იფქლი და სხვა.

რით გამოირჩევა ქართული ხორბალი და რით განსხვავდება იგი სხვა, უცხოური ჯიშებისაგან?

ხორბლის ქართულ ჯიშებს (”მახა”, ”ზანდური”, ”თავთუხი”, ”დიკა”, ”დოლისპური”, ”ასლი” და სხვ.) გააჩნია ის უნიკალური თვისებები, რაც ძალზე ბევრ უცხოურ და განსაკუთრებით, თანამედროვე ჯიშებს არ გააჩნია.

 ეს თვისებებია ყინვის მიმართ გამძლეობა, გვალვის მიმართ გამძლეობა, მავნებლების მიმართ გამძლეობა, სტაბილურმოსავლიანობა, მაღალი გემური თვისებები და ა.შ (აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული პური დიდი ხანი ინახება და საერთოდ არ ობდება).


—————————————————————————————————————————

 

                               სამახსოვროები

ოლიმპიადები, ოლიმპიური სახეობები:

ზამთრის სახეობები:

  • ბიათლონი – ნორვეგია
  • ბობსლეი – შვეიცარია
  • თხილამურებით რბოლა – ნორვეგია
  • სათხილამურო ორჭიდი – ნორვეგია
  • სამთო თხილამურობა – ნორვეგია
  • სკელეტონი – შვეიცარია
  • სნოუბორდი – აშშ
  • ფიგურული ციგურაობა – ჰოლანდია
  • ქერლინგი – შოტლანდია
  • ყინულის ჰოკეი – კანადა
  • შორტ-ტრეკი – დიდი ბრიტანეთი
  • ჩქაროსნული ციგურაობა – ჰოლანდია
  • ციგაობა – ავსტრია
  • ზაფხულის სახეობები:
  • აკადემიური ნიჩბოსნობა – ინგლისი
  • აფროსნობა – ჰოლანდია
  • ბადმინტონი – ინდოეთი
  • ბალახის ჰოკეი – ინგლისი
  • ბატუტზე ხტომა – აშშ
  • ბეისბოლი – აშშ
  • ბერძნულ-რომაული ჭიდაობა – საბერძნეთი
  • ველოსპორტი – საფრანგეთი
  • თავისუფალი ჭიდაობა – ინგლისი-აშშ
  • კალათბურთი – აშშ
  • კრივი – ინგლისი
  • მაგიდის ჩოგბურთი – ინგლისი
  • მშვილდოსნობა – შვეიცარია-ინგლისი
  • მხატვრული ტანვარჯიში – საფრანგეთი
  • ნიჩბოსნობა ბაიდარითა და კანოეთი – ინგლისი
  • პლაჟის ფრენბურთი – აშშ
  • სასტენდო სროლა – აშშ
  • სპორტული ტანვარჯიში – საბერძნეთი
  • ტაეკვანდო – კორეა
  • ტყვიის სროლა – შვეიცარია
  • ფარიკაობა – საფრანგეთი, იტალია
  • ფეხბურთი – ინგლისი
  • ფრენბურთი – აშშ
  • ჩოგბურთი – საფრანგეთი
  • ცურვა – იტალია
  • ცხენოსნობა – საფრანგეთი
  • ძალოსნობა – საფრანგეთი, იტალია
  • ძიუდო – იაპონია
  • წყალბურთი – ინგლისი
  • წყალში ხტომა – დიდი ბრიტანეთი
  • ხელბურთი – დანია

არაოლიმპიური სახეობები:

  • აერონავტიკა – პორტუგალია
  • ავტოსპორტი – გერმანია
  • აიკიდო – იაპონია
  • აკრობატიკა – სსრკ
  • ალპინიზმი – შვეიცარია
  • ამერიკული ფეხბურთი – აშშ
  • ბილიარდი – ინდოეთი
  • ბოულინგი – ჩრდ. ამერიკა
    გელური (ირლანდიური) ხელბურთი – ირლანდია
  • გოლფი – შოტლანდია
  • გორგოლაჭებით ქროლა – აშშ
  • დარტსი – ინგლისი
  • დელტაპლანერიზმი – აშშ
  • კარატე – იაპონია
  • კარტინგი – აშშ
  • კრიკეტი – ინგლისი
  • მკლავჭიდი – ეგვიპტე
  • მოტობურთი – საფრანგეთი
  • ნავსამოტორო შეჯიბრი – დიდი ბრიტანეთი
  • რაგბი – ინგლისი
  • სამბო – სსრკ
  • სკეიტბორდინგი – აშშ
  • სუმო – იაპონია
  • ფუტზალი – ურუგვაი
  • ქართული ჭიდაობა – საქართველო
  • შაში – საბერძნეთი
  • წყალთხილამურობა – საფრანგეთი
  • ჭადრაკი – ინდოეთი
  • ჰოკეი გორგოლაჭებზე – აშშ
  • ჰორსბოლი – საფრანგეთი

 

საერთაშორისო ორგანიზაციები

(წლების  თანმიმდევრულად დალაგების მიხედვით, გაგიადვილდებათ სწავლა)
ორგანიზაცია შექმნის წელი შტაბ-ბინა
წითელი ჯვარი 1863 ჟენევა
სოკი 1894 ლოზანა(შვეიცარია)
თანამეგობრობა 1931 ლონდონი
საერთაშორისო სავალუტო ფონდი (გაეროს) 1944 ვაშინგტონი
მსოფლიო ბანკი (გაეროს) 1944 ვაშინგტონი
გაერო 1945 ნიუ-იორკი
იუნესკო 1946 პარიზი
ნატო 1949 ბრიუსელი
ევროსაბჭო 1949 სტრანსბურგი
ევროგაერთიანება 1957 ბრიუსელი
ოპეკი 1960 ვენა
WWF 1961 ქ.გლანდი (შვეიცარია)
ასეანი 1967 ჯაკარტა(ინდონეზია)
გრინპისი 1971 ამსტერდამი(ნიდერლანდები)
დსთ 1991 მინსკი(ბელორუსია)
ევროკავშირი 1992 ბრიუსელი
ბისეკი 1992 სტამბული(თურქეთი)
ეუთო 1995 ვენა(ავსტრია)
WTO(მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაცია) 1995 ჟენევა
სუამი 1997  
გაეროს საერთაშორისო სასამართლო   ჰააგა
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო   სტრანსბურგი
რომის კლუბი    

 

 

 
   

 ტრადიციული ენერგორესურსების    დადებითი და უარყოფითი მხარეები

ჰიდროელექტოსადგური
დადებითი
უარყოფითი
ვიყენებთ ჰიდრორესურსს, რომელიც ამოუწურავია
იაფი ენერგია
მისი  აგება ჯდება ძვირი.
იწვევს გარემოს დატბორვას და ეკოსისტემის განადგურებას.
ააქტიურებს ზვავებს, მიწისძვრებს, მეწყერს
იწვევს ადამიანთა და ცხოველთა მიგრაციას
დაზიანების შემთხვევაში მოსდევს დიდი ტექნოგენური კატასტროფა
თბოელექტროსადგური
+
მისი აგება ჯდება იაფი
შეიძლება ავაგოთ ისეთ ადგილას, სადაც არ არის ჰიდროენერგია და  ვერ ავაგებთ ჰიდროელექტროსადგურს
გამონაბოლქვები
ის ფეთქებადსაშიშია
საწვავის მუდმივი მომარაგება სჭირდება, ეს კი ძვირი ჯდება
უტილიზაცია – ნარჩენების განადგურება ძნელია
ატომური ელექტროსადგური
                            +              
                   –
შეგვიძლია ავაგოთიქ სადაც ხელმისაწვდომი არაა თესის”და” ჰესის” აგება.
მცირე რაოდენობის ნედლეული სჭირდება.
ვერ ავაგებთ სეისმურად აქტიურ რეგიონში
ურანი შესყიდვა ძვირი ჯდება
ურანის ნარჩენების მოშორება ძნელია (რადიაციული სარკოფაგით  მიწაში  დამარხვის შემთხვევაშიც კი გარკვეული რაოდენობის რადიაცია  გამოასხივებს)
მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში იწვევს მსოფლიო დონის კატასტროფას.
(და სხვა…)

ბლოგზე დაიდო საქართველოს      რეგიონების       მოკლე მიმოხილვა და სამახსოვროები.

 ბლოგის ავტორი ნ.მ.

 

 

 

 

****გლობალური პრობლემების გეოგრაფია

  image gl

 

 

                          გლობალური პრობლემების გეოგრაფია

გაკვეთილების მოკლე მონახაზი მე– 11 კლასის სახელმძღვანელოს   მიხედვით.( ავტორები– ზ.დავითაშვილი , ნ.ელიზბარაშვილი)      

  ნინო მთიულიშვილი                                       

1.1.გლობალიზაციის არსი და ნიშნები

ტერმინი გლობალიზაცია პირველად 1983 წელს გამოჩნდა და ამ ტერმინით ცალკეულ პროდუქტთა ბაზრების შერწყმის მოვლენა აღინიშნა. ხოლო გლობალიზაცია იმ ფართო მნიშვნელობით, რომელიც ერთიანი მსოფლიო საზოგადოების ჩამოყალიბებას, ეროვნულ და სახელმწიფოებრივი განსხვავებულობის თანდათანობით წაშლას, საზღვრებისა და შეზღუდვების გაუქმებას გულისხმობს1990 წლიდან გამოიყენება.   განასხვავებენ გლობალიზაციის ხუთ სხვადასხვა შინაარსობრივ დატვირთვას.

1. ინტერნაციონალიზაციაროცა გლობალიზაციაში გულისხმობენ სახელმწოფოთა შორის კავშირების გააქტიურებას და საზღვრების როლის განუხრელ შემცირებას;

2. ლიბერალიზაცია, რაც გამოიხატება ღია ინტეგრირებულ ეკონიმოკაში და მოსახლეობის თავისუფალ მიმოსვლაში;

3. უნივერსალიზაცია-ამ მნიშვნელობით გლობალიზაცია არის    მატერიალური თუ სულიერი ღირებულებების ფართოდ გავრცელება მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში;

4. ვესტერნიზაცია -ამ მნიშვნელობით(ასე აღიქმება ის განვითარებად ქვეყნებში და განსაკუთრებულ გაღიზიანებას იწვევს) გლობალიზაცია არის დასავლური ცივილიზაციის როლის გაბატონება, პირველ რიგში მისი ამერიკული ფორმა;

5. გლობალიზაცია განიხილება დეტერიტორიზაციის მნიშვნელობითა- როცა გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, მანძილი და ტერიტორიული საზღვრები თავიანთ პირვანდელ მნიშვნელობას კარგავს.

ცხადია გლობალიზაცია ძალზე რთული და მტკივნეული პროცესია. გარდაუვალია, ერთი მხრივ, გლობალური პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კულტურული პროცესების და მეორე მხრივ ადგილობრივი(ლოკალური) ინტერესების თანაარსებობა, რომლების ზოგჯერ ავსებენ, ხშირ შემთხვევაში კი, უპირისპირდებიან ერთმანეთს. ამიტომ გლობალიზაცია სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვაგვარად ვლინდება.  

გლობალური პროცესების რეგიონული განვითარების სცენარის, მათი ლოკალური თავისებურების გამოსახატავად გამოიყენება ტერმინიგლოკალიზაცია(ან გლოსალიზაცია)

გლობალიზაცია: მითი თუ რეალობა? images sikete tu გლობალიზაცია, როგორც  რთული და წინააღმდეგობრივი პროცესი შეუძლებელია ცალსახად შევაფასოდ. გამოყოფენ   გლობალიზაციის შემფასებელთა და მკვლევართა სამ კატეგორიას:  ჰიპერგლობალისტებს, სკეპტიკოსებს და ტრანსფორმაციონისტებს.   ჰიპერგლობალისტები ამტკიცებენ, რომ გლობალზაცია   სრულიად ახალი ერაა კაცობრიობის ისტორიაში, რომელსაც თამამად შეიძლება ეწოდოს გლობალური ერა. მათი აზრით ერი-სახელმწიფოების ეპოქა დამთავრდა. ეკონომიკურმა გლობალიზაციამ წარმოების, ვაჭრობის და ფინანსების ტრანსნაციონალური ქსელის ჩამოყალიბების მეშვეობით ეკონომიკის დენაციონალიზაცია გამოიწვია. ეს არის საზღვრების გარეშე ეკონომიკა, რომელსაც ემორჩილება სახელმწიფო. შესაბამისდ ეროვნული სახელმიფოს როლი განუხრელად სუსტდება. იშლება ძველი  იერარქია, ჩნდება და ძლიერდება ახალი ფასეულობები, რაც ერთიანი, გლობალური ცივილიზაციის ჩამოყალიბების წინაპირობას ქმნის. თვით ჰიპერგლობალისტების არაერთგვაროვნად აფასებენ გლობალიზაციის პროცესს: თუ ნეოლიბერალები პროგრესულად მიიჩნევენ საბაზრო პრინციპების დომინირებას სახელმწიფო ხელისუფლებაზე, ნეომარქსისტები თანამედროვე გლობალიზაციას გლობალური კაპიტალიზმის ნათელ გამოვლინებას უწოდებენ. მაგრამ მიუხედავად იდეოლოგიური განსხვავებისა, ორივე თანხმდება, რომ გლობალიზაცია უპირველეს ყოვლისა ეკონომიკური მოვლენაა, რომელზეც დამოკიდებულია პოლიტიკა.

სკეპტიკოსებს ანუ ანტიგლობალისტებს  თავიანთი მოსაზრების დასადასტურებლად ხშირად მოჰყავთ სტატისტიკური მონაცემები. კერძოდ 1870-1914 წლებში ურთიერთობის ინტენსიფიკაცია ნაციონალურ ეკონომიკებს შორის გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე დღევანდელ დღეს. ასე რომ გლობალიზაცია მითია. საერთაშორისო ეკონომიკაში გლობალიზაციის ნაცვლად საქმე გვაქვს რეგიონალიზაციასთან, რადგან მსოფლიო ეკონიმიკა ვითარდება სამი მთავარი სავაჭრო საფინანსო ბლოკის მიმართულებით: ჩრდილოეთი ამერიკა, ევროპა, აზია-წყნარი ოკეანური სარტყელი. სკეპტიკოსებისთვის სრულიად მიუღებელია ერი- სახელმწიფოების ეპოქის დასრულება. მათი აზრით სახელმწიფო არის და იქნება მსოფლიო პოლიტიკის ძირითადი აქტორი.

ტრანსფორმაციონისტები არ იზიარებენ ჰიპერგლობალისტების მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ თანამედროვე პერიოდი გლობალური ერაა, მაგრამ გლობალიზაციას არც მითად აღიქვამენ. ისინი აღიარებენ, რომ სახელმწიფოს როლი შემცირდა, მაგრამ სახელმწიფოთა სისტემის კვდომაზე ლაპარაკიც ზედმეტია. უბრალოდ სახელმწიფოთა და რეგიონთაშორისმა ურთიერთობამ ტრანსფორმაცია განიცადა. რაც შეეხება მოსახლეობას, ისინი იყოფიან გლობალისტებად-ვინც პოზიტიურად უყურებს ამ პროცესს,   ანტიგლობალისტებად-ნეგატიურად უყურებენ და ნაწილი კი, ნეიტრალური შეხედულებისაა.

გლობალიზაციის ინდესი გლობალიზაციის პროცესის ინტენსივობის გამოსახატავად ანუ რამდენადაა ჩაბმული ქვეყანა გლობალიზაციის პროცესში, იყენებენ სპეციალურ  სიდიდეს-გლობალიზაციის ინდექსს. გლობალიზაციის ინდექსი იზომება ასბალიანი სისტემით.   2010 წლის მონაცემებით გლობალიზაციის ჯამური ინდექსის მიხედვით პირველ ადგილზეა ბელგია(92,9)

 

გლობალიზაციის ინდექსი1

ევროკავშირის შტაბ ბინა-ბელგია

მას მოსდევენ ავსტრია(92,5) ნიდერლანდები(91,9) და შვეიცარია(90.5) ბოლო ადგილებს ინაწილებენ სოლომონის კუნძულები (26,3) კირიბატი(25,5) და მიანმა(20,7). ამ მაჩვენებლით (61,3) საქართველო მსოფლიოს 181 სახელმწიფოდან 69-ე ადგილზეა   . ეკონომიკური კუთხით ყველაზე გლობალიზებული ქვეყნებია სინგაპური

სინგაპური

, ირლანდია და ლუქსემბურგი. ხოლო ბოლო ადგილებზეა: ჩრდილოეთი კორეა, კუბა და კაბო-ვერდე. საქართველო 30-ე სახელმწიფოა.

ოლიტიკური  გლობალიზაციის მიხედვით პირველ ადგილზეა საფრანგეთი და მას მოსდევენ ბელგია და იტალია. აუტსაიდერები არიან ბუტანი და კირიბატი. საქართველო 138-ეზეა.   რაც შეეხებ

სოციალური გლობალიზაციის პირველი სამეულია – შვეიცარია,ავსტრია კანადა.ხოლო სიის ბოლოს არიან -პალაუ, აღმოსავლეთ ტიმორი და ჩრდილოეთ კორეა. საქართველო ამ მონაცემებით 94-ე სახელმწიფოა.

ეკონომიკური გლობალიზაციის ლიდერები არიან:სინგაპური,ირლანდია ლუქსემბურგი.

 

§ 1.2. გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის ის­ტო­რი­უ­ლი ანა­ლო­გე­ბი

 

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დღეს­დღე­ო­ბით გლო­ბა­ლი­ზა­ცია ახა­ლი ფე­ნო­მე­ნი­ა, კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში შე­იძ­ლე­ბა მო­ი­ძებ­ნოს მი­სი არა­ერ­თი ანა­ლო­გი, რო­მე­ლიც თა­ვი­სი ში­ნა­არ­სით ჰგავს გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ას.   პო­ლი­ტი­კუ­რი გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის ნა­ლო­გე­ბი ის­ტო­რი­ა­ში ფაქ­ტობ­რი­ვად არ მო­ი­ძებ­ნე­ბა, (თუ არ ჩავ­თვლით დრო­ე­ბით სამ­ხედ­რო კო­ა­ლი­ცი­ებს), რად­გა­ნაც სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და ზე­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი კავ­ში­რე­ბი XIX სა­უ­კუ­ნის ბო­ლომ­დე უც­ნო­ბი იყო.

ეკო­ნო­მი­კუ­რი გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის ანა­ლო­გე­ბი გვაქვს დი­დი გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი აღ­მო­ჩე­ნე­ბი­დან XIX ს-მდე, რო­ცა ეკო­ნო­მი­კუ­რი კავ­ში­რი იმა­ზე ინ­ტენ­სი­უ­რი იყო, ვიდ­რე დღეს არის. სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი სის­ტე­მის (მოშ­ლამ) შექ­მნამ და ბი­პო­ლა­რულ­მა სამ­ყა­რომ დრო­ე­ბით შე­ა­ფერ­ხა ეს პრო­ცე­სი, მაგ­რამ „‪ცივი ომი­ს“ დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცია გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ა­ში გა­და­ი­ზარ­და.

კულ­ტუ­რუ­ლი გლო­ბა­ლი­ზა­ცია ად­რე­ულ ეპო­ქებ­ში გვხვდე­ბა(რომაული, ელინისტური და სხვ კულტურა),  მაგ­რამ კულ­ტუ­რის გლობალიზაცია გუ­ლის­ხმობს არა კულ­ტუ­რა­თა შექ­მნას, არა­მედ ზე­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი გლო­ბა­ლუ­რი კულ­ტუ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას.

 

რე­ლი­გი­ე­ბის გავ­ლე­ნა

 

რამ­დე­ნი­მე რე­ლი­გი­ის გავ­რცე­ლე­ბა უკ­ვე თა­ვი­სე­ბუ­რი (რე­ლი­გი­უ­რი) გლო­ბა­ლი­ზა­ცია იყო. რელიგიის გავრცელების საუკეთესო საშუალება იყო ენა, რომლითაც ერთი რელიგიის მიმდევრები ლოცულობდნენ, მაგ.არაბული ენა ,რომლითაც მუსულმანები ყურანს(ზოგადად ლოცვებს) კითხულობდნენ. არაბული ენის ცოდნამ ხელი შეუწყო ისლამის გავრცელებას ,რაც თავისთავად გლობალიზაციის ხელშემწყობი ფაქტორიც არის.ერ­თი რე­ლი­გი­ის ხალხს სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და მე­ტი სა­ერ­თო აქვთ ერ­თმა­ნეთ­თან, ვიდ­რე თა­ვი­სი თვის­ტომ­თან, რო­მე­ლიც სხვა რე­ლი­გი­ებს აღი­ა­რებს.  უნდა ითქვას,რომ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, კულ­ტუ­რის გლო­ბა­ლი­ზა­ცია რე­ლი­გი­ამ ვერ შეძ­ლო. მაგ: ქარ­თვე­ლე­ბი და რუ­სე­ბი ორი­ვე მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბი არი­ან, მათ აქვთ სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, მაგ­რამ რუ­სუ­ლი და ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რა მკვეთ­რად გან­სხვავ­დე­ბა ერ­თმა­ნე­თი­სა­გან.

 

იმ­პე­რი­ე­ბი

2013101910104219782 imperiebi 

imagesimperie

კულ­ტუ­რუ­ლი გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის ნიშ­ნე­ბი გვხვდე­ბა:

  1. მა­კე­დო­ნე­ლის დროს, აღ­მო­სავ­ლუ­რი და ბერ­ძნუ­ლი კულ­ტუ­რე­ბის სინ­თე­ზის შე­დე­გად წარ­მოქ­მნი­ლი ელი­ნიზ­მის სა­ხით.
  2. რო­მის იმ­პე­რი­ა­ში რო­მა­უ­ლი კულ­ტუ­რი­სა ლა­თი­ნუ­რი ენის გავ­ლე­ნით.
  3. ბი­ზან­ტი­ის იმ­პე­რი­ა­ში მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი რე­ლი­გი­ი­სა და ბერ­ძნუ­ლი ენის შერწყმის სა­ფუძ­ველ­ზე.
  4. არაბ­თა ხა­ლი­ფატ­ში ის­ლა­მუ­რი რე­ლი­გი­ი­სა და არა­ბუ­ლი ენის სა­ფუძ­ველ­ზე.
  5. ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რი­ა­ში თურ­ქუ­ლი ეთ­ნო­სის სა­ფუძ­ველ­ზე.
  6. ბრი­ტა­ნე­თის იმ­პე­რი­ა­ში ტექ­ნი­კუ­რი პროგ­რე­სის წყა­ლო­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის გაც­ვლა სწრა­ფი და ყო­ველ­დღი­უ­რი გახ­და კო­ლო­ნი­ებს შო­რის (ინ­გლი­სუ­რი ენის გავ­რცე­ლე­ბა)
  7. რუ­სე­თის იმ­პე­რი­ა­ში რუ­სი­ფი­კა­ცი­ის სა­ხით. მაგ­რამ სა­ერ­თო რუ­სუ­ლი კულ­ტუ­რა ვერ ჩა­მო­ყა­ლიბ­და.
  8. საბ­ჭო­თა იმ­პე­რი­ა­ში კულ­ტუ­რუ­ლი გლო­ბა­ლი­ზა­ცია აშ­კა­რად ხდე­ბო­და. შე­იქ­მნა ახა­ლი ის­ტო­რი­უ­ლი ერ­თო­ბა „საბჭოთა ხალხი“.

იდე­ო­ლო­გი­ე­ბი

 hs stalini

კულ­ტუ­რუ­ლი გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის ერ­თ-ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რი არის არა­რე­ლი­გი­უ­რი, სე­კუ­ლა­რუ­ლი იდე­ო­ლო­გი­ე­ბის წარ­მოქ­მნა და გავ­რცე­ლე­ბა.

სო­ცი­ა­ლიზ­მი -კო­მუ­ნიზ­მის იდეოლოგიის მიმდევრები  ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ მთელ მსოფ­ლი­ო­ში დამ­ყარ­დე­ბა უკ­ლა­სო, სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, პო­ლი­ტი­კუ­რი საზღ­ვრე­ბი აღარ იარ­სე­ბებს, მო­ის­პო­ბა კულ­ტუ­რუ­ლი გან­სხვა­ვე­ბე­ბი ხალ­ხებს შო­რის, ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა ახა­ლი სინ­თე­ზუ­რი ენა.

ლი­ბე­რა­ლიზ­მი გუ­ლის­ხმობს და­სავ­ლუ­რი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის მსოფ­ლი­ო­ში გავ­რცე­ლე­ბას და მისი   დამ­კვიდ­რე­ბის იდე­ო­ლო­გი­ად გვევ­ლი­ნე­ბა. სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ნორ­მად იქ­ცა მი­სი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი: დე­მოკ­რა­ტი­ა, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მი, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი, თვით­გა­მორ­კვე­ვა.

                                                              1.3 გლობალიზაცია და სახელმწიფო

გლობალიზაციის ერთ–ერთ ძირითად თავისებურებას წარმოადგენს მისი დეტერიტორიზაცია, ანუ სახელმწიფო (ეროვნული) საზღვრების თანდათანობით მოშლა. შესაბამისად, ძირეულად იცვლება სახელმწიფოს მნიშვნელობა და როლი. თუ აქამდე იგი საზოგადოების პოლიტიკური ორგანიზაციის ძირითადი ფორმა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაქტობრივად ერთადერთი სუბიექტი იყო, გლობალიზაცის ეპოქაში მისი მნიშვნელობა აშკარად მცირდება. სახელმწიფოს როლს ინაწილებენ საზოგადოებრივი და არასამთავრობო ორგანიზაციები და ტრანსნაციონალური კორპორაციები.

სახელმწიფოს ფუნქციებზე გლობალიზაციის ერაში ორი განსხვავებული თვალსაზრისი არსებობს: ერთის მიხედვით, გლობალიზაციას ბევრი არაფერი შეუცვლია და სახელმწიფო კვლავ საერთაშორისო ურთიერთობების ძირითად სუბიექტად(ანტიგლობალისტების ანუ სკეპტიკოსების წარმოდგენა.) მეორე შეხედულებით კი გლობალიზაცია სახელმწიფოს კვდომაზე მიანიშნებს, მის ფუნქციებს სხვა ორგანიზაციები ინაწილებენ და მომავალი ერთიანი, სახელმწიფო საზღვრებს მოკლებული მსოფლიოს ეკუთვნის (გლობალისტური ხედვა).

თანამედროვე სახელმწიფო: ანტიგლობალისტური ხედვა

თანამედროვე სახელმწიფოები დასავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში XVIII_XIX  საუკუნეებში  წარმოიშვნენ, თუმცა პირველი ასეთი სახელმწიფოები (ჰოლანდია, ინგლისი) XVII საუკუნიდან არსებობენ. თანამედროვე სახელმწიფოდ ითვლება ისეთი ქვეყანა, სადაც ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს, ანუ მოქალაქეთა ერთობას, რომელიც საკუთარი სურვილით ირჩევს თავის ხელისუფლებას. ასეთ სახელმწიფოებს ერ–სახელმწიფოებსაც უწოდებენ, რადგან ამ ქვეყნებში ერი პოლიტიკური ცნებაა და სახელმწიფოს ემთხვევა, ხოლო მისი ყველა მოქალაქე თავს ერთი ერის წარმომადგენლად მიიჩნევს, (მიუხედავად იმისა, საიდან არის წარმოშობით და რომელ ეთნიკურ ჯგუფს ეკუთვნის) ცხადია, დღეს არსებული ქვეყნებიდან ყველას ვერ ვუწოდებთ ერ_სახელმწიფოს (განსაკუთრებით აფრიკის, ნაწილობრივ აზიის ქვეყნებს), მაგრამ პრაქტიკულად ყველა ქვეყანა მიიჩნევს, რომ ის საკუთარი მოქალაქეობის ნება–სურვილს გამოხატავს და ასრულებს.

სახელმწიფოების რიცხვი განსაკუთრებით სწრაფად გაიზარდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ამასთან, ბევრ ქვეყანაში შეიცვალა პოლიტიკური რეჟიმი. სახელმწიფოთა უმრავლესობა დღეს დემოკრატიული მმართველობის გზას ადგას, ხოლო ავტორიტარული, მით უფრო ტოტალიტარული რეჟიმების რიცხვი განუხრელად მცირდება.

ის ფაქტი, რომ სახელმწიფოთა რიცხვი იზრდება და ყოველი ახლად შექმნილი სახელმწიფოს მთავარი მიზანი სახელმწიფოებრივი სრუქტურების გაძლიერებაა, ანტიგლობალისტებისთვის საკმარისი არგუმენტია იმის დასამტკიცებლად, რომ ერი_სახელმწიფოების ეპოქა კი არ მთავრდება, არამედ პირიქით უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. გარკვეული, ტრანსფორმაცია კი, რასაც სახელმწიფოები განიცდიან გლობალიზაციის პროცესში, მათს ახალ როლსა და ფუნქციებე მიანიშნებს.

გლობალიზაციის პერიოდში რამდენადმდე შეიცვალა სახელმწიფოს პოლიტიკას დაქვემდებარებული კონტიგენტი. თუ უწინ სახელმწიფოს პოლიტიკა საკუთარ მოსახლეობაზე იყო გათვლილი, გლობალიზაციის გავლენით სახელმწიფო თავის ინტერესებს სხვებზეც ავრცელებს და ამით ეროვნულ საზღვრებს უგულებელყოფს. მეორე თავისებურება იმაში გამოიხატება რომ, გლობალიზაციამ ხელი შეუწყო სახელმწიფოთა შორის უფრო ხშირ და ინტენსიურ კონსულტაციებს, რაც ერთობლივი პოლიტიკის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. დამახასიათებელი მოვლენაა ისიც, რომ გლობალიზაციამ საგრძნობლად შეამცირა სახელმწიფოთა შორის ომების შესაძლებლობა. დღევანდელ დღეს კონფლიქტის ყველაზე გავრცელებულ ფორმად იქცა შიდა დაპირისპირება სახელმწიფოს ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ და არა ტერიტორიული კონფლიქტი სახელმწიფოებს შორის.

ერი–სახელმწიფო თანამედროვე მსოფლიიოში: გლობალისტური ხედვა

გლობალისტების აზრით, სახელმწიფო იქცა დანაწევრებულ არენად, სადაც როგორც საერთაშორისო(სამთავრობო და არასამთავრობო), ისე სხვადასხვა შინაური ძალები სულ უფრო  ხშირად გვევლინებიან პოლიტიკის წარმმართველ ძალად. აქედან გამომდინარე, პირდაპირი კავშირი ტერიტორიასა და პოლიტიკურ ძალას შორის აღარ არსებობს. ახალი საერთაშორისო და ტრანსნაციონალური ინსტიტუტი, შიდა სამოქალაქო ორგანიზაციებთან ერთად შეუკავშირდნენ სახელმწიფოებს და სუვერენიტეტი საზიარო ძალად აქციეს, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, სახელმწიფო სუვერენიტეტის რაღაც ნაწილი არასახელმწიფოებრივი სუბიექტების ხელში აღმოჩნდა.

ეს ცვლილებები განსაკუთრებით კარგად ჩანს საერთაშორისო ორგანიზაციების რაოდენობის ზრდის მაგალითზე. თუ xx საუკუნის დასაწყის სულ 37 სამთავრობათაშორისო და 176 არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, საუკუნის ბოლოს მათმა რიცხვმა, შესაბამისად, 260_ს და 5500_ს გადააჭარბა. ამას უნდა დაემატოს საერთაშორისო შეხვედრებისა და კონფერენციების სწრაფად მზარდი და მრავალმხრივი როლი, სადაც ერთობლივად წყდება მსოფლიო პოლიტიკის აქტუალური საკითხები. ასეთ პირობებში კი ძნელია  სახელმწიფო აბსოლიტურ სუვერენად მიიჩნიო. ამიტომ გლობალისტებისთვის უდავო ფაქტია, რომ ეროვნული ხელისუფლება თანდათან იზღუდება სხვა სახელისუფლო(ლოკალური, რეგიონული, გლობალური) სისტემებით ე.ი. იზღუდება სახელმწიფოს მთავარი ნიშანი _სუვერენიტეტი.

ამ თვალსაზრისით განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ისეთი ზესახელმწიფოებრივი(სუპრანაციონალური) ორგანიზაცია, როგორიც არის ევროკავშირი. ის უფრო მეტია ვიდრე ჩვეულებრივი საერთაშორისო ორგანიზაცია, სადაც სახელმწიფოები სრულად ინარჩუნებენ სუვერენიტეტს და თავიანთ ინტერესებს ორგანიზაციის რეკომენდაციებსა და დადგენილებებზე მაღლა აყენებენ. ევროკავშირი თავისებური, რეგიონული მასშტაბის გლობალიზაციის მაგალითია: საერთო მოქალაქეობა, საერთო პარლამენტი, ერთიანი თავდაცვის სისტემა, უვიზო მიმოსვლა, საერთო პასპორტი, ერთიანი ვალუტა და სხვა მრავალი ატრიბუტი გვიჩვენებს, რომ საქმე გვაქვს ზესახელმწიფოს ჩანასახთან. ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ნებაყოფლობით თქვეს უარი სახელმწიფო სუვერენიტეტის რაღაც ნაწილზე და ეს ფუნქცია ევროკავშირს გადასცეს, ანუ სრულ ეროვნულ სუვერენიტეტზე მაღლა მოსახლეობის ეკონომიკური კეთილდღეობა დააყენეს

რეგიონული ორგანიზაციის წევრობა ავალდებულებს სახელმწიფოს, გაითვალისწინოს  ორგანიზაციის სხვა წევრი–ქვეყნების ინტერესებიც და ზოგჯერ უარი თქვას საკუთარ სურვილზე, ხოლო საერთაშორისო არენაზე არა მარტო თავისი, არამედ გაერთიანების სხვა წევრების სახელითაც გამოვიდეს.

აქედან გამომდინარეობს გლობალისტების მთავარი დასკვნა: სახელმწიფო სუვერენიტეტი წარსულის კუთვნილება ხდება და მსოფლიო პოლიტიკა აღარ არის დაფუძნებული სუვერენულ სახელმწიფოებრივობაზე.  ასეთ შემთხვევაში ბუნებრივად იბადება კითხვა: მაშ როგორ ხორციელდება მმართველობა თანამედროვე გლობალიზებულ მსოფლიოში?

გლობალისტების პასუხი ასეთია: თანამედროვე პოლიტიკაში შენარჩუნებულია სახელმწიფო მმართველობა, მაგრამ იგი მჭიდროდ არის გადახლართული  სუბსახელწიფოებრივ, საბაზრო და სამოქალაქო საზოგადოებრივ მმართველობასთან.

არ შეიძლება არ ავღნიშნოთ სუპერსახელმწიფოების გავლენა თანამედროვე პოლიტიკაში და მათ შორის ამერიკის ,ინგლისის,რუსეთის გავლენა მთელი რიგი ქვეყნების გეოპოლიტიკაზე.

    სუბსახელწიფოებრივ მმართველობაში  იგულისხმება ქვეყნის ადმინისტრაციული ერთეულების (შტატი, პროვინცია, ოლქი და ა.შ.) როლის ზრდა მმართველობაში და ისეთი ფნქციების აღება თავის თავზე, რომელიც ადრე მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა იყო. გლობალიზაციის ეპოქაში ჩვეულებივი ამბავი გახდა სხვადასხვა ქვეყნების სუბსახელმწიფოებრივი ერთეულების უშუალო კონტაქტები ერთმანეთთან, ცენტრალური ხელისუფლების გვერდის ავლით., ასეთი „რეგიონის დიპლომატია“ ადრე  სრულიად წარმოუდგენელი იყო, დღეს კი სახელმწიფო სუვერენიტეტის გაზიარების ნათელი მაგალითია.

სუპრასახელმწიფოებრივი მმართველობა გულისხმობს საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების სულ უფრო მზარდ გავლენას სახელმწიფოთა პოლიტიკაზე და მათ მიერ სახელმწიფო სუვერენიტეტის განაწილებას. ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაციის როლი იმდენად დიდია მთელი რიგი განვითარებადი სახელმწიფოს შიდა პოლიტიკაშიც კი (მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ა.შ.), რომ ისინი ამ ქვეყნების ბატონ–პატრონად მიიჩნევიან  და ანტიგლობალისტური მოძრაობის განსაკუთრებულ სამიზნეებად არიან ქცეული.

საბაზრო გლობალური მმართველობა თანამედროვე მმართველობის ფორმები არ ამოიწურება მარტო ოფიციალური ორგანოების მმართველობით სუბსახელმწიფოებრივიც და სუპრასახელმწიფოებრივიც დონეზე. გლობალიზაციის ეპოქაში ბაზარი ასრულებს უდიდეს როლს გლობალურ მმართველობაში და ავსებს იმ ხარვეზს, რომელიც ხელისუფლების მოღვაწეობას აქვს. განსაკუთრებულად მზარდ როლს თამაშობენ ტრანსნაციონალური კორპორაციები, კომერციული ბანკები და სხვადასხვა ფონდები.

გლობალური სამოქალაქო  საზოგადოების მმართველობა. საბაზრო ინსტიტუციების გარდა, სახელმწიფოს მართვაში არასახელმწიფოებრივი სექტორიდან სხვა ორგანიზაციებიც  იღებენ მონაწილეობას. ამ თვალსაზრისით სულ უფრო დიდ როლს თამაშობს არასამთავრობო, არაკომერციული,  ე.წ. „მესამე სექტორი“–სამოქალაქო საზოგადოება. მისი ამოცანაა ხელი შეუწყოს იმ პრობლემების გადაჭრას, რომელთა მოგვარება მხოლოდ სამთავრობო და კომერციულ ორგანიზაციათა დონეზე შეუძლებელია.

მმართველობის ჩამოთვლილ ფორმებს, მიუხედავად მათი განსხვავებული შინაარსისა, ერთი საერთო ნიშანი აერთიანებს: ისინი საგრძნობლად ამცირებენ სახელმწიფო სუვერენიტეტის მნიშვნელობას და ხელს უწყობენ სახელმწიფოს როლის შემცირებას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. გლობალისტები მიიჩნევენ, რომ სწორედ ამაში გამოიხატება გლობალიზაციის არსი სახელმწიფოსთან მიმართებაში.

                            1.4 გლობალიზაცა და საერთაშორისო ურთიერთობები

ქვემომთ მითითებული ლინკით იხილეთ პრეზენტაცია- გლობალიზაციის თეორეტიკოსები

„ცივი ომის“  შემდგომი მსოფლიოს რთული და მრავალმხრივი სურათი სრულიად განსხვავებული და ურთიერთ საწინმდეგო დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა. ამიტომ სხვადასხვა ავტორები მკვეთრად განსხვავებულ შეფასებას აძლევენ თანამედროვე საერთაშორისო  ვითარებას. მკვლევართა ეს მრავალრიცხოვანი ჯგუფები, საბოლოოდ, სამ ძირითად ბანაკად შეიძლება დავყოთ :

ლიბერალ–ოპტიმისტები, რომლებიც თანამედროვე საერთაშორისო სისტემაში მსოფლიო განვითარების უზარმაზარ პოტენციალს ხედავენ და ამტკიცებენ, რომ იმაზე ბევრად უკეთესი  და ბედნიერი დრო დადგა, ვიდრე აქამდე ყოფილა;

რეალისტები , რომლებიც ფიქრობენ, რომ მსოფლიო ისევე (თუ უფრო მეტად არა) საშიში და დაძაბულია, როგორც ცივი ომის  პერიოდში და მანამდე;

 რადიკალები, რომლებიც აცხადებენ, რომ საერთაშორისო  წესრიგი ისეთივე უთანასწორო და ექსპლუტატორულია, როგორც უწინ იყო.

  ლიბერალ–ოპტიმისტები.  ამ მიმართულების ყველაზე ცნობილი წამომადგენლია, ამერიკელი მეცნიერი ფრენსის ფუკუიამა.

მისი აზრით, ცივი ომის დამთავრებასთან ერთად ისტორიაც დამთავრდა, რადგან ისტორია სხვა არაფერია, თუ არა დაპირისპირება რაციონალურ და ირაციონალურ ძალებს შორის. საბჭოთთა კავშირის დაშლითა და კომუნისტური რეჟიმების კრახით კი ბოლო მოეღო უკანასკნელ ირაციონალურ ძალას(საბჭოთა სექტორს). შესაბამისად , დადგა ახალი ეპოქა, რომელიც ლიბერალურ–დემოკრატიული ღირებულებების გლობალურ დამკვიდრებასა და გავრცელებას ითვალისწინებს. იწყება ეკონომიკური აღმავლობის ხანა და პოლიტიკა ნაკლებად აქტუალური ხდება. სახემწიფოს როლი მცირდება და დგება გლობალიზაციის ეპოქა. მოკლედ, კაცობრიობის ისტორიის ყველაზე საშიში და სისხლიანი მოვლენები  უკვე გავლილია და მსოფლიოს საშიშროება აღარ ემუქრება. ეს ოპტიმიზმი ემყარება რწმენას, რომ ლიბერალურ–დემოკრატიული რეჟიმები ერთმანეთში არ ომობენ და მთელ მსოფლიოში დემოკრატიის დამკვიდრება თავისთავად გამორიცხავს ომის საფრთხეს. გარდა ამისა, სწრაფად იზრდება საერთაშორისო ორგანიზაციების, ტრანსნაციონალური კორპორაციების, არასამთავრობო სექტორის როლი. სახელმწიფოები და ხალხები სულ უფრო მეტად არიან ერთმანეთზე დამოკიდებული, რაც ასევე მკვეთრად ამცირებს ომის საშიშროებას .

რეალისტები. თანამედროვე მსოფლიოს ლიბერალურ–ოპტიმისტურ ხედვას მკვეთრად ეწინააღმდეგება რეალისტების პესიმიტური შეხედულებები.  რეალისტებისთვის გლობალიზაცია მითია. ერი–სახელმწიფოები დიდხანს იქნებიან სართაშორისო ურთიერთობების ძირითადი, ფაქტობრივად, ერთადერთი სუბიექტები. პოლიტიკას უწინებურად ეროვნული ინტერესები წარმართავს, ხოლო ძალა განსაზღვრავს სახელმწიფოს ადგილს საერთაშორისო  სისტემაში.რაც შეეხება გეოპოლიტიკურ წესრიგს, აქ მაინცდამაინც სასიკეთო ცვლილებები არ მომხდარა და მდგომარეობა უფრო დაძაბული და გაურკვეველი გახდა.

პოლოტოლოგი  ჯონ მირშეიმერი  სხვა კუთხით ხედავს  საერთაშორისო ურთიერთობებს. კერძოდ,მის ნაშრომში „უკან მომავლისკენ“,იგი მიიჩნევს,რომ

ჯონ მირშეიმერი

ცივმა ომმა მსოფლიო გადაარჩინა ქაოსს, რადგან ბიპოლარული წონასწორობა გამორიცხავდა დიდი მასშტაბის ომს. ცივი ომის დამთავრების შემდეგ ეს წონასწორობა დაირღვა, სტაბილურობის მთავარი გარანტი იყო ორპოლუსიანი სისტემა,(კაპიტალისტური და სოციალისტური სამყარო)რომელიც დაიშალა და ამ მოვლენამ მხოლოდ ახალი პრობლემები შეუქმნა სამყაროს. კომუნიზმის ნგრევამ  მოსპო ის ბარიერი, რომელიც აკავებდა ეთნიკურ დაპირისპირებას საბჭოთა კავშირსა და აღმოსავლეთ ევროპაში. შესაბამისად, ეს რეგიონი მუდმივი ეთნოკონფლიქებისთვის არის განწირული და მთელ კონტინენტს უკან, ქაოსისკენ აბრუნებს. მომავალში, რაც უფრო განვითარდებიან სოციალისტური სექტორის ყოფილი ქვეყნები, მით მეტად მოითხოვენ დამოუკიდებლობას და ეს დაუსრულებლად   მუდმივი კონფლიქტის და დაპირისპირების მიზეზი გახდება.

ამერიკელი მეცნიერის, სამეულ ჰანტინგტონის თეორიის მიხედვით , რომლიც მან წარმოადგინა ნაშრომში „ცივილიზაციათა შეჯახება“, იგი  მიიჩნევს რომ,

სამეულ ჰანტინგტონის

უკანკსნელ საუკუნეებში მიმდინარე ყველა დიდი ომი იყო დაპირისპირება დინასტიებს, ეკლესიებს, იმპერიებს  თუ იდეოლოგიებს შორის. ეს იყო ევროპის „შინა ომები“. XXI საუკუნე კი იქნება გლობალური დაპირისპირების საუკუნე   –  გაჩაღდება ომი ცივილიზაციებს შორის. ცივი ომის დამთავრების შემდეგ მთავარ წინააღმდეგობად იქცა დაპირისპირება მსოფლიო ცივილიზაციებს, განსაკუთრებით კი, დასავლურ ცივილიზაციას და სხვა  მუსულმანურ ცივილიზაციებს შორის. დასავლურ ცივილიზაციას(აშშ, ევროპა) უნივერსალურობის პრეტენზია აქვს და გლობალიზაციაც, ფაქტობრივად, სხვა არაფერია, თუ არა დასავლური ცივილიზაციის დანარჩენ მსოფლიოზე თავს მოხვევა. ეს კი მძაფრ პროტესტს იწვევს სხვა ცივილიზაციების მხრიდან (ისლამური, კონფუციური, მართლმადიდებლური) და მსოფლიო ომის საფრთხეს რეალურს ხდის.

არსებობს მესამე შეხედულება (ამერიკული ანალიტიკოსის, რობერტ კაპლანის წიგნი „მომავალი ანარქია“ ),

, რობერტ კაპლანის

რომელიც მსოფლიოს მთავარ  საშიშროებას გლობალურ სამხრეთში ანუ განვითარებად სამყაროში ხედავს. ამ მოსაზრებით განვითარებად ქვეყნებში და განსაკუთრებით  დასავლეთ აფრიკაში არსებული  ვითარება, ლიბერალურ–ოპტიმისტურ ხედვას ყოველგარ საფუძველს აცლის, რადგან მომავლის სურათი ერთობ მძიმე და უიმედოა.აფრიკა და, საერთოდ, განვითარებადი სამყაროს დიდი ნაწილი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. უკიდურესი სიღარიბე, შიმშილი, ავადმყოფობა, დაპირისპირება კლანებს შორის, კორუფცია, და სხვა მოვლენები არის მიზეზი იმ ქაოსისა და ანარქიისა, რაც ამ სმყაროში სუფევს. ამას ემატება მოსახლეობის სწრაფი ზრდა (გაორკეცებას სულ 20–25 წელი სჭირდება), რაც სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს. ეს ყველაფერი ხდება იმ დროს, როცა მდიდარ ჩრდილოეთში , ანუ განვითარებულ სამყაროში, ცხოვრების დონე და პირობები ყოველწლიურად უმჯობესდება, ხოლო მოსახლეობის ზრდა ნულოვანია ან უარყოფითი. ამ ვითარებაში შიმშილით სიკვდილის საშიშროების წინაშე მდგარი  მილიონობით ღატაკი დიდხანს ვეღარ გაჩერდება ასეთ მდგომარეობაში  და იმ სამყაროს მოერგება , სადაც ცხოვრების უკეთესი პირობებია. სწორედ ეს, სამხრეთიდან წამოსული ანარქია იქნება თანამედროვე მსოფლიო წესრიგის დამანგრეველი ფაქტორი და ყველაზე დიდი საშიშროება კაცობრიობისათვის.(თანამედროვე მიგრაციები განვითარებადი სამყაროდან ევროპაში ამის საუკეთესო მაგალითია)

რადიკალები. რადიკალების სახელით მემარცხენე შეხედულების მკვლევარები არიან ცნობილნი. ისინი მსოფლიო პოლიტიკის მთავარ პრობლემას კაპიტალისტური ეკონომიკის ექსპლუატატორულ ბუნებაში ხედავენ. მათგან პირველ რიგში უნდა გამოვყოთ მარქსისტები და ნეომარქსისტები, რომელთა პოზიციები სოციალისტური სისტემის კრახის შემდეგ საგრძნობლად შეირყა, მაგრამ მაინც ანგარიშგასაწევ ძალად რჩებიან.

რადიკალების შეხედულებით (ამერიკელი მეცნიერი ნოამ ჩომსკი)

ნოამ ჩომსკი

]თანამედროვე მსოფლიო კვლავ რჩება ბიპოლარულ სამყაროდ, რომლის პოლუსებსაც წარმოადგენენ განვითარებული კაპიტალისტური სახელმწიფოები (ექსპლუატატორები) და განვითარებადი ქვეყნები (ექსპლუატირებულები). მთავარ იპერიალისტურ და ექსპანსიონისტურ ძალად რჩება აშშ, რომლის მიზანია არა ის რომ დემოკრატია დაამკვიდროს მსოფლიოში არამედ პირიქით, შეუზღუდოს არჩევნის შესაძლებლობა მსოფლიოს მოსახლეობის ფართო მასებს და თავისი გავლენით ქვეშ მოიქციოს ისინი.

თანამედროვე საერთაშორისო სისტემის გლობალური ტენდენციები

ცივი ომის დამთავრების შემდეგ მსოფლიოში ბევრი რამ შეიცვალა , მათ შორის საერთაშორისო ვითარებაც. მაგრამ ძალიან ძნელია ცალსახა პასუხი გაეცეს კითხვას: რა არის ის ძირითადი, რაც განასხვავებს თანამედროვე ეპოქას (გლობალიზაციის ერას) ცივი ომის პერიოდისგან? ბევრი მკვლევარი ამტკიცებს რომ, რომ მთავარი ტენდენცია, რაც ცივი ომის  შემდგომი მსოფლიოსთვის არის დამახასიათებელი, შეიძლება რამდენიმე სიტყვით გამოიხატოს–ეს არის დასავლური სამყაროს სრული უპირატესობის მიღწევა მსოფლიო ცხოვრების ყველა სფეროში.   ეს პასუხი არ იქნება ამომწურავი, რადგან  საერთაშორისო სისტემა ძალიან სწრაფად ცვალებადი ფენომენია და შეუძლებელია ერთი კონკრეტული ნიშნით დახასიათდეს.

სოციალისტური სისტემის კრახის შემდეგ კაპიტალიზმი დარჩა ერთადეთ საყოველთაო, გლობალურ სისტემად. მისი საყოველთაობა იმდენად აშკარა და უდავოა, რომ თვით ტერმინი „კაპიტალიზმი“  თითქმის აღარ გამოიყენება–იგულისხმება, რომ ეს ფორმაცია უნივერსალური და უალტერნატივოა. ცივი ომი ორი ეკონომიკური სისტემის დაპირისპირება იყო, რომელშიც ერთი მხარის  სრულმა გამარჯვებამ განაპირობა მსოფლიოს ეკონომისკის გარდაქმნა ერთიან, საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებულ სისტემად. მეტისმეტად გაიზარდა ტრანსნაციონალური კორპორაციების და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების (განსაკუთრებით მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო  ფონდის) როლი. ისინი ცდილობენ, რომ ხელი შეუწყონ განვითარებადი და ყოფილი სოციალისტური ქვეყნების ეკონომიკის „საბაზრო რელსებზე“ გადაყვანას. მათი ქმედებები საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მიერ აღიქმება, როგორც ახალი იმპერიალიზმი. ეს კი საგრძნობლად ძაბავს მდგომარეობას.

კიდევ ერთი თავისებურებაა ეკონომიკის პრიმატი, რომელიც სულ უფრო აშკარა ხდება და ამიტომაც ბევრი ფიქრობ, რომ თანამედროვე ეპოქა გეოპოლიტიკის გეოეკონომიკით  შეცვლის პროცესია. ამ პროცესს დადებითთან ერთად (პროდუქციის ზრდა, მოსახლეობის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება) ბევრი  უარყოფითი მხარე აქვს(სტიქიურობა, კრიზისი, ინფლაცია), რაც მძიმედ აისახება მოსახლეობის ყოფა–ცხოვრებაზე. ეს ფაქტობრივად, უკონტროლო პროცესია, მას მხოლოდ ბაზარი არეგულირებს, მაგრამ სხვა, უკეთესი ალტერნატივა არ არსებობს.

გლობალიზაციის ეპოქის ერთ–ერთი ძირითადი თავისებურებაა მანამდე არსებული ბიპოლარული საერთაშორისო  სისტემის შეცვლა. მკვლევართა ნაწილი ფიქრობს, რომ თანამედროვე მსოფლიო გამოკვეთილად უნიპოლარულია, სადაც ძალის ერთადერთ პოლუსს აშშ წარმოადგენს. სწორედ ეს აძლევს საბაბს ანტიგლობალისტებს, რომ გლობალიზაციაში ამერიკანიზაცია დაინახონ და იგი ამერიკულ იმპერიალიზმად მონათლონ. თუმცა, უკანასკნელ წლებში ევროკავშირისა და ჩინეთის სწრაფი დაწინაურება, რუსეთის ხელახალი გაძლიერება თუ იაპონიისა და აზიის ხალი ინდუსტრიული სახელმწიფოების ეკონომიკური წარმატებები ბევრს აფიქრებინებს, რომ საერთაშორისო სისტემა მრავალპოლუსიანი ანუ მულტიპოლარული  ხდება.

ამასთანავე, მკვლევართა აზრით, ცივი ომის დამთავრება სრულიადაც არ ნიშნავს ბიპოლარიზმის მოწყობას საერთაშორისო სისტემაში. უბრალოდ, თუ ადრე დაპირისპირებულ მხარეებს დასავლეთი(განვითარებული კაპიტალისტური ქვეყნები) და აღმოსავლეთი(სოციალისტური სამყარო)  წარმოადგენდნენ, ახლა ძირითად მოწინააღმდეგებად განვითარებული ჩრდილოეთი და განვითარებადი სამხრეთი იქცნენ. სწორედ ეს მიაჩნია ბევრს თანამედროვეობის ძირითად წინააღმდეგობად და მთავარ გლობალურ პოლიტიკურ საფრთხედ.

განვითარებადი, ანუ მესამე სამყარო იმდენად რთული და წინააღმდეგობრივია, რომ ზოგიერთი მკვლევარი ეჭქვეშ აყენებს მის ერთ კატეგორიაში გაერთიანებას. ამასთანავე, ცივი ომის დამთავრების შემდეგ განვითარებადი ქვეყნების უმრავლესობაში ცოტა რამ თუ შეიცვალა, ზოგიერთ მათგანში მდგომარეობა გაუარესდა კიდეც, რადგან მათ საბჭოთა კავშირის დახმარება მოაკლდათ, ასე რომ  ჩრდილოეთში  „კაპიტალიზმის ტრიუმფი“ სამხრეთში კაპიტალიზმის კრიზისად იქცა.

აღნიშნული ზოგადი სურათის საფუძველზე ცალკეული ავტორები ატკიცებენ, რომ მოხდა საერთაშორისო პოლიტიკის გლობალიზაცია – სახელმწიფოები აღარ არიან საერთაშორისო ურთიერთობების მთავარი სუბიექტები(აქტორები). შესაბამისად, თვითონ ცნებები – „საერთაშორისო ურთიერთობები “ და „საერთაშორისო პოლიტიკა“–მოძველდა და ისინი „მსოფლიო პოლიტიკით“ ან „გლობალური პოლიტიკით“ უნდა შეიცვალოს.

 

აუცილებლად ნახეთ პრეზენტაცია:   ეკონომიკის და კულ;ტურის გლობალიზაცია —

 

https://docs.google.com/presentation/d/e/2PACX-1vT-I2yXbWRklxOdoLl6pgm-XUQ_b08WPG3sVw8MiK5xB_KHdw4ksu1AA-_nMSosjY5qAh8V_b8X_JOO/pub?start=false&loop=false&delayms=3000

§1.5. ეკო­ნო­მი­კის გლო­ბა­ლი­ზა­ცია

2920664_f260fuli 

გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­მა დი­დი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კა­ზე და თვი­სობ­რი­ვად შეც­ვა­ლა იგი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეროვ­ნუ­ლი ეკო­ნო­მი­კე­ბი კვლა­ვაც დიდ როლს თა­მა­შო­ბენ ქვეყ­ნე­ბის ეკო­ნო­მი­კა­ში, სა­ხელ­მწი­ფო­თა რო­ლი სუს­ტდე­ბა, იზ­რდე­ბა ტრანსნაციონალური კორპორაციების(ტნკ-ე­ბის) რა­ო­დე­ნო­ბა და მა­თი გავ­ლე­ნა. დამ­ყარ­და მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კუ­რი წეს­რი­გის ახა­ლი წე­სე­ბი. ეკონომიკის გლობალიზაციაში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­მი მთა­ვა­რი ინ­სტი­ტუ­ტის გავლენა და როლი:

  1. სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დი, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­ვა­ლუ­ტო კურ­სის რე­ჟიმს და გა­და­უ­დე­ბელ დახ­მა­რე­ბას იმ ქვეყ­ნე­ბი­სათ­ვის, რომ­ლე­ბიც ფი­ნან­სურ კრი­ზის­ში აღ­მოჩ­ნდნენ.
  1. რე­კონ­სტრუქ­ცი­ი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ბან­კი, რომ­ლის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი და ამო­ცა­ნაა მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნებ­ში კერ­ძო ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი­სა და ეკო­ნო­მი­კის რე­კონ­სტრუქ­ცი­ი­სათ­ვის აღ­დგე­ნის ხე­ლის შეწყ­ო­ბა.
  2. ვაჭ­რო­ბი­სა ტა­რი­ფე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი შე­თან­ხმე­ბა – მსოფ­ლიო სა­ვაჭ­რო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა, (1995) რო­მელ­მაც მიზ­ნად და­ი­სა­ხა სა­ერ­თა­შო­რი­სო ვაჭ­რო­ბის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ა.

ეკონომიკური გლობალიზაცია   ძირითადად გამოიხატება :   ფინანსების გლობალიზაციით, ვაჭრობის გლობალიზაციით და წარმოების გლობალიზაციით.

ფი­ნან­სე­ბის გლო­ბა­ლი­ზა­ცია — ნიშ­ნავს ფი­ნან­სუ­რი ბაზ­რე­ბის და­ახ­ლო­ე­ბას, შერ­წყმას და ერ­თი­ა­ნი ფი­ნან­სუ­რი ბაზ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, რომ­ლის დრო­საც გე­ოგ­რა­ფი­ულ მდე­ბა­რე­ო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ბას კარ­გავს. მი­სი ნიშ­ნე­ბი­ა:

  1. ზე­ტე­რი­ტო­რი­ულ ფუ­ლის არ­სე­ბო­ბა (ევ­რო, 2002), აშშ დო­ლა­რი.
  2. სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ვაჭ­რო­ბა (ტე­ლე­ფო­ნით, ინ­ტერ­ნე­ტით, ფაქ­სით)
  3. ოფ­შო­რულ ცენ­ტრე­ბის (თა­ვი­სუ­ფა­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზო­ნე­ბის) წარ­მოქ­მნა ანუ სა­ბან­კო-­სა­ვა­ლუ­ტო ოპე­რა­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა ისეთ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც ინ­ვეს­ტორს სთა­ვა­ზო­ბენ ძა­ლი­ან და­ბალ გა­და­სა­ხადს და გა­მარ­ტი­ვე­ბულ მომ­სა­ხუ­რე­ბას (მსოფ­ლი­ო­ში 500-ზე მე­ტი ოფშორული ზონაა).

ვაჭ­რო­ბის გლო­ბა­ლი­ზა­ცია

globalizationekonomika

 

  1. 1.    უცხ­ო­უ­რი სა­ქონ­ლის შეს­ვლა მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ერ ბა­ზარ­ზე. მა­გა­ლი­თად: “ნესკაფე “ 200-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში იყი­დე­ბა, რაც იწ­ვევს ად­გი­ლობ­რივ მე­წარ­მე­თა მძაფრ პრო­ტესტს და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას.
  2. 2.    ელექ­ტრო­ნუ­ლი ვაჭ­რო­ბა (საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თით, ტე­ლე­ფო­ნით, ინ­ტერ­ნე­ტით, რომლის რაოდენობამ 2008 წელს ტრი­ლი­ონ დო­ლარს გა­და­ა­ჭარ­ბა. ახლა გაორმაგებულია)

წარ­მო­ე­ბის გლო­ბა­ლი­ზა­ცია

globalization1makd 

ტრანს ნაციონალური კორპორაციების (ტნკ-ს) რო­ლის სწრა­ფი ზრდა და გავრცელება. თუ მსოფ­ლიო სა­ხელ­მწი­ფო­ებს და ტნკ-ებს მა­თი წლი­უ­რი შე­მო­სავ­ლის მი­ხედ­ვით და­ვა­ლა­გებთ პირ­ველ 100-ე­ულ­ში მოხ­ვდე­ბა 53 ტნკ და 47 სა­ხელ­მწი­ფო. ყვე­ლა­ზე მძლავ­რი ტნკ არის „ჯენერალ მო­ტორ­სი“, რო­მე­ლის ბიუჯეტიც  უს­წრებს და­­ნიას და ნორ­ვე­გი­ას ერთად აღებულს.

images amerikanizacia

ფოტოზე-ამერიკანიზაცია

§1.6. კულ­ტუ­რის გლო­ბა­ლი­ზა­ცია

 

ადა­მი­ა­ნი იმ შემ­თხვე­ვა­ში ით­ვლე­ბა გარ­კვე­უ­ლი ეროვ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლად, თუ ამა­ვე ეროვ­ნუ­ლი კულ­ტუ­რის მა­ტა­რე­ბე­ლი­ა:

  1. 1.        კოს­მო­პო­ლი­ტუ­რი კულ­ტუ­რა: სხვა არა­ფე­რია თუ არა და­სავ­ლე­თის, კერ­ძოდ აშ­შ-ის მა­სობ­რი­ვი კულ­ტუ­რის მთელ მსოფ­ლი­ო­ში გავ­რცე­ლე­ბა, რო­ცა ყვე­ლა­ფე­რი ეროვ­ნუ­ლი იკარ­გე­ბა (მაკ­დო­ნა­ლი­ზა­ცი­ა, კო­კა­კო­ლი­ზა­ცი­ა, ერ­თნა­ი­რი გა­და­ცე­მე­ბი მთელ მსოფლიოში- მაგ: “ვოისი”, ერ­თი და იგი­ვე მუ­სი­კა, ფილ­მე­ბი, ერ­თნა­ი­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბი) ყვე­ლა­ფე­რი ეს აყა­ლი­ბებს უე­როვ­ნე­ბო კოს­მო­პო­ლი­ტი ადა­მი­ა­ნის ტიპს, რი­სი მი­ზე­ზიც კულ­ტუ­რის ჰო­მო­გე­ნი­ზა­ცია ანუ ეროვ­ნულ კულ­ტუ­რე­ბის ისე­თი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა რო­ცა იქ­ნე­ბა ერ­თი, არა­ე­როვ­ნული, კოს­მო­პო­ლი­ტუ­რი, გლო­ბა­ლუ­რი კულ­ტუ­რა.
  2. 2.        პო­ლა­რი­ზა­ცია — სკეპ­ტი­კო­სე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ კულ­ტუ­რის ჰო­მო­გე­ნი­ზა­ცია მი­თი­ა. გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ამ უკუ­შე­დე­გი მო­ი­ტა­ნა. ხდე­ბა არა კულ­ტუ­რე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, არა­მედ მა­თი მზარ­დი და­პი­რის­პი­რე­ბა და ეროვ­ნუ­ლი კულ­ტუ­რე­ბის და­შო­რე­ბა, ერ­თმა­ნე­თის მი­მართ მტრუ­ლად გან­წყო­ბა (ან­ტი­და­სავ­ლუ­რი გან­წყო­ბე­ბი ის­ლა­მურ სამ­ყა­რო­ში).
  3. 3.        ჰიბ­რი­ზი­და­ცია — ამ ცნე­ბა­ში იგუ­ლის­ხმე­ბა ეროვ­ნუ­ლი კულ­ტუ­რე­ბის და­ახ­ლო­ე­ბა და ურ­თი­ერ­თგამ­დიდ­რე­ბა.

კულ­ტუ­რის გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის ფორ­მე­ბი:

  1. ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი და ინ­ტერ­ნე­ტი
  2. კულ­ტუ­რის ტნკ-ე­ბი (CNN, ABS, CBS)
  3. რა­დიო და მუ­სი­კის ინ­დუს­ტრი­ა.
  4. ტე­ლე­ვი­ზია (BBC, MTV)
  5. ინ­გლი­სუ­რი ენის გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ა, რა­საც რამ­დე­ნი­მე გა­რე­მო­ე­ბამ შე­უწყო ხე­ლი.  კერძოდ:

ა) ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი ქვეყ­ნე­ბის (აშშ, ინ­გლი­სი, კა­ნა­და) მძლავ­რი გავ­ლე­ნა. ბ) უძ­ლი­ე­რე­სი ეკო­ნო­მი­კა და გავ­ლე­ნა მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე. გ) სა­მეც­ნი­ე­რო ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბა ე) რეკ­ლა­მის გავ­რცე­ლე­ბა. თ) ინ­ტერ­ნე­ტი. ი) ადა­მი­ა­ნუ­რი ფაქ­ტო­რი. ეს ყვე­ლა­ფე­რი ინ­გლი­სუ­რი ენის სი­მარ­ტი­ვემ გა­ხა­და შე­საძ­ლე­ბე­ლი.

 

1.7.გლო­ბა­ლი­ზა­ცია  სი­კე­თე თუ საფრთხე

images sikete tu

გლობალიზაციის სიკეთე

პო­ლი­ტი­კის გლობალიზაციის: გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის ეპო­ქამ­დე სა­ხელ­მწი­ფო იყო „ლეგიტიმური ძა­ლა­დო­ბი­ს“ ინ­სტი­ტუ­ტი ანუ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა, რო­მელ­საც კა­ნო­ნი­ე­რი უფ­ლე­ბა ჰქონ­და, გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა ძა­ლა თა­ვი­სი შე­ხე­დუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ხო­ლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­ჭი­რო და აუ­ცი­ლე­ბელ ბო­რო­ტე­ბად აღიქ­მე­ბო­და. დღეს­დღე­ო­ბით, ფრაგ­მენ­ტა­ცია ად­გილს უთ­მობს ინ­ტეგ­რა­ცი­ას პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რა ხდე­ბა ერ­თობ­ლი­ვად, ხში­რად კონ­სე­სუ­სის სა­ფუძ­ველ­ზე სულ უფ­რო ბევრ ქვე­ყა­ნას შო­რის ხორ­ცი­ელ­დე­ბა უვი­ზო მი­მოს­ვლა, გა­და­ად­გილ­ება სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებს შო­რის, კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი.   ეკო­ნო­მი­კის გლობალიზაციის: ფაქ­ტი­ა, რომ ყა­ლიბ­დე­ბა გლო­ბა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კა.  ამა­ში დიდ როლს თა­მა­შო­ბენ ტნკ-ე­ბი. თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ო­ში სულ უფ­რო მე­ტი ხალ­ხი მო­იხ­მარს ერ­თნა­ირ პრო­დუქ­ცი­ას. ასეთ დროს ნაკ­ლე­ბად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი­ა, თუ სად არის წარ­მო­ე­ბუ­ლი ეს პრო­დუქ­ტი, უფ­რო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რო­მე­ლი ფირ­მის ნა­წარ­მია ის. ადა­მი­ანს შე­უძ­ლია სახ­ლი­დან გა­უს­ვლე­ლად შე­ას­რუ­ლოს სა­ვაჭ­რო და სა­ფი­ნან­სო ოპე­რა­ცი­ე­ბი.   კულ­ტუ­რის გლობალიზაციის: მიმ­დი­ნა­რე­ობს სუ­ლი­ე­რი და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რის და­ახ­ლო­ე­ბის და ურ­თი­ერთ გამ­დიდ­რე­ბის პრო­ცე­სი, რაც და­დე­ბი­თი და პროგ­რე­სუ­ლი მოვ­ლე­ნა­ა. კულ­ტუ­რუ­ლი გა­უცხ­ო­ე­ბის აღ­მოფ­ხვრა ხალ­ხთა შო­რის ამ­ცი­რებს და­პი­რის­პი­რე­ბა­სა და კონ­ფლიქ­ტე­ბის საფ­რთხეს.

გლო­ბა­ლი­ზა­ცია   საფ­რთხე

 

პო­ლი­ტი­კის გლობალიზაციის: არ­სე­ბობს ში­ში, რომ სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის რო­ლის დაკ­ნი­ნე­ბა გა­მო­იწ­ვევს ქა­ოსს და ანარ­ქი­ას, მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი უმარ­თა­ვი გახ­დე­ბა. პო­ლი­ტი­კის გლო­ბა­ლი­ზა­ცია სი­ნამ­დვი­ლე­ში გა­მო­იწ­ვევს პა­ტა­რა ქვეყ­ნე­ბის „ჩაყლაპვას” დი­დი ქვეყ­ნე­ბის მი­ერ. სა­კუ­თა­რი ეროვ­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს არ­სე­ბო­ბა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის შე­სუს­ტე­ბა უდი­დეს ეროვ­ნულ ტრა­გე­დი­ად მი­იჩ­ნე­ვა და გა­ი­გი­ვე­ბუ­ლია ერის ყო­ფნა­-არ­ყოფ­ნას­თან. ეკო­ნო­მი­კის გლობალიზაციის: მთა­ვარ საფ­რთხეს წარ­მო­ად­გენს ტნკ-ე­ბის მი­ერ ეროვ­ნუ­ლი ეკო­ნო­მი­კე­ბის შე­ვიწ­რო­ვე­ბა თან­და­თან გა­მო­დევ­ნა ბაზ­რი­დან. ტნკ-ებისა და მა­ღალ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის მი­ერ გა­მოშ­ვე­ბულ პრო­დუქ­ცია უკონ­კუ­რენ­ტო­ა, რაც აფერ­ხებს ად­გი­ლობ­რი­ვი პრო­დუქ­ტის გა­სა­ღე­ბას, მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი უმუ­შევ­რად რჩე­ბა ასეთ შემ­თხვე­ვა­ში სა­ხელ­მწი­ფო იძუ­ლე­ბუ­ლია გა­ა­ტა­როს პრო­ტექ­ცი­ო­ნის­ტუ­რი პო­ლი­ტი­კა (სუბ­სი­დი­ე­ბი, კვო­ტე­ბი, ტა­რი­ფე­ბი). სე­რი­ო­ზუ­ლი გლო­ბა­ლუ­რი პრობ­ლე­მაა სა­მუ­შაო ძა­ლის ინ­ტე­ნსი­უ­რი მიგ­რა­ცი­ა. ემიგ­რა­ცი­ის ქვეყ­ნე­ბი კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მუ­შა ხე­ლის გა­რე­შე რჩე­ბა, ირ­ღვე­ვა სქე­სობ­რივ­-ა­სა­კობ­რი­ვი სტრუქ­ტუ­რა. იმიგ­რა­ცი­ის ქვეყ­ნებ­ში პრობ­ლე­მა ექმ­ნე­ბა ად­გი­ლობ­რივ მუ­შა­ხელს, უცხ­ო­ელ­თა მო­ძა­ლე­ბა ცვლის რა­სობ­რივ­-ეთ­ნი­კურ შე­მად­გენ­ლო­ბას, რაც ქსე­ნო­ფო­ბი­ას იწ­ვევს. კულ­ტუ­რის გლობალიზაციის: არა­და­სავ­ლუ­რი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის ქვეყ­ნებ­ში (ა­ზი­ა, აფ­რი­კა, ლა­თი­ნუ­რი ამე­რი­კა) გლო­ბა­ლი­ზა­ცია გა­ი­გი­ვე­ბუ­ლია ვეს­ტერ­ნი­ზა­ცი­ას­თან­ – და­სავ­ლუ­რი კულ­ტუ­რის ექ­სპან­სი­ას­თან. ყვე­ლა­ფე­რი იც­ვლე­ბა უე­როვ­ნე­ბო, კოს­მო­პო­ლი­ტუ­რი, სა­ერ­თო კულ­ტუ­რით, რო­მე­ლიც სხვა არა­ფე­რია თუ არა და­სავ­ლუ­რი კულ­ტუ­რი­სა და ცხოვ­რე­ბის წე­სის გა­ბა­ტო­ნე­ბა. მიმ­დი­ნა­რე­ობს კულ­ტუ­რის ამე­რი­კა­ნი­ზა­ცი­ა. კულ­ტუ­რის ტრან­სფორ­მა­ცია ლო­გი­კუ­რი, კა­ნონ­ზო­მი­ე­რი პრო­ცე­სია და ამ­აში არა­ნა­ი­რი საფ­რთხე და ტრა­გე­დია არ უნ­და ვე­ძი­ოთ.

§ 3.1. მშვიდობის შენარჩუნების და განიარაღების პრობლემა

images mSvidoba

  თანამედროვეობის ყველაზე დიდი პრობლემაა ბირთვული ომის თავიდან აცილება და საყოველთაო მშვიდობის უზრუნველყოფა. ამის ალბათობა ახლა გაცილებით ნაკლებით, თუმცა არა გარანტირებული. ატომური ომის საშიშროება აღარ არსებობსო – ვერ ვიტყვით – ბევრი მკვლევარი ფიქრობს, რომ ატომური ომის საშიშროება რეალურია, უბრალოდ მონაწილეები შეიცვალნენ: დაპირისპირება – “დასავლეთი-აღმოსავლეთი“ შეიცვალა “ჩრდი­ლო­ეთი-სამხრეთი“-თ. ცივი ომი დამთავრდა და დაიწყო “ცივი მშვიდობა“, რაც არანაკლებ საფრთხეს შეიცავს და ახალ პრობლემებს აჩენს.

მშვიდობისა და განიარაღების პრობლემა ცივი ომის პერიოდში

II მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა ახალი გეოპოლიტიკური წესრიგი, რომელიც ცნობილია იალტა-პოტსდამის სისტემის სახელით. მისი შინაარსი გამოიხატება სოციალისტურ და კაპიტალისტურ სამყაროდ დაყოფაში. არც ომი იყო და არც მშვიდობა. დაპირისპირება მწვავე და გლობალური გახდა იმის გამო, რომ ორივე მხარეს ბირთვული იარაღი ჰქონდა. პირველად შექმნა აშშ-მ ატომური იარაღი და გამოიყენა 1945 წ. ხიროსიმასა და ნაგასაკში (იაპონია). 1949 წ. სსრკ-მ ატომური ბომბი გამოსცადა – დაიწყო გამალებული შეიარაღება. 50-იან წლებში ბირთვული სახელმწიფო გახდა დიდი ბრიტანეთი, 1960 – საფრანგეთი, 1964 – ატომური ბომბი გამოსცადა ჩინეთმა. 70-იან წლებში ისრაელმა, 90-იან წლებში ინდოეთმა და პაკისტანმა.   მაგრამ ყველაზე დიდი საფრთხე აშშ-სთვის სსრკ იყო. დაიდო ხელშეკრულება (1963 წ.) ჰაერში, წყალში და ხმელეთზე ატომური იარაღის გამოცდის აკრძალვის შესახებ. ხელშეკრულება სტრატეგიული იარაღის შეზღუდვის შესახებ (1972-1979 წ.). მაგრამ ბირთვული ომის საფრთხე არ შენელებულა. “პერესტროიკის“ დროს დადებულმა ხელშეკრულებამ საშუალო სიშორის ატომური იარაღის ევროპიდან გატანის და იარაღის შეზღუდვის შესახებ შეამცირა ბირთვული ომის ალბათობა. ხოლო სსრ-ს დაშლამ ეს საფრთხე მინიმუმამდე დაიყვანა.

მშვიდობის შენარჩუნების და განიარაღების პრობლემა ცივი ომის შემდეგ

 

  1. ფუკოიამამ – “ისტორიის დასასრული“ უწოდა ცივი ომის დამთავრებას და ბირთული კატასტროფისაგან განთავისუფლებას.

ირაციონალური და რაციონალური ძალების მუდმივი ბრძოლა დამთავრდა. დადგა საყოველთაო მშვიდობის ხანა. სამაგიეროდ საკმაოდ სერიოზული საშიშროების წინაშე დადგა სამყარო: 1)      გაიზარდა ბირთვული სახელმწიფოების რიცხვი. ატომური იარაღის შექმნაზე ინტენსიურად მუშაობენ ირანი და ჩრდილოეთ კორეა. ატომური იარაღი აღმოჩნდა ისეთ ქვეყანაში, რომელთაც ტერიტორიული კონფლიქტი აქვთ, ასევე მუსულმანურ და ტოტალიტარულ, კომუნისტურ ქვეყნებში.   2)      ბიპოლარული მსოფლიოს დაპირისპირების პოლუსები შეიცვალა: “დასავლეთი-აღმოსავლეთი“ – “ჩრდილოეთი-სამხრეთი“. განვითარებული, განვითარებადი სამყაროს დაპირისპირება კაპლანი. ასევე მრავალპოლუსიანი სამყარო (აშშ, ევროკავშირი, ჩინეთი, იაპონია, რუსეთი).   3)      პანტინგტონი – ცივილიზაციათა შესახებ.   4)      გამოიკვეთა სახიფათო ტენდენცია – რუსეთმა ადრე ნაკისრი ზოგიერთი ხელშეკრულების შესრულებაზე უარი თქვა, ცალმხრივად შეაჩერა სამხედრო ბაზების ლიკვიდაცია და ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების პროგრამა. პარალელურად მიმდინარეობდა ატომური შეიარაღების ზრდა და მოდერნიზაცია.   5)      მშვიდობის მიღწევის გზაზე გადაულახავი წინააღმდეგობაა სახელმ­წი­ფო­თა­შორისი და შიდასახელმწიფოებრივი კონფლიქტების ზრდა და გამწვავება, რაც გლობალურ პრობლემად იქცა.

§ 3.2. შეიარაღებული კონფლიქტები როგორც გლობალური პრობლემა

capt.1055282093.france_strikes_par127 (1)omi

  როგორც გლობალური პრობლემა II მსოფლიო ომის შემდეგ გაიზარდა კონფლიქტების რიცხვი, რაც გამოწვეულია: 1)      სახელმწიფოთა რაოდენობის ზრდით 2)      კოლონიების ან ტოტალიტარული ქვეყნების საზღვრები გაავლეს მეტროპოლიებმა, რამაც უამრავი ტერიტორიული კონფლიქტი წარმოშვა. 3)      სეპარატიზმი და ირედენტიზმი. სეპარატიზმი – (ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის ან ფართო ავტონომიის სტატუსის მიღების მიზნით სახელმწიფო გამოყოფის თეორია (ობიექტური, სერიოზული მიზეზის გარეშე მაგ. ეთნიკური უმცირესობა არ წარმოადგენს დაპყრობილ, ანექსირებულ ხალხს, არ განიცდის დევნას).   ირედენტიზმი – მიზანი – ისტორიულ სამშობლოსთან ტერიტორიის მიერთებას (ირედენტა ნიშნავს დასაბრუნებელს).   სეცერია – სეპარატიზმის უკიდურესი ფორმა – მიზანი ტერიტორიის სრული გამოყოფა. ტრაიბალიზმი – ტომობრივ-კლანური კავშირების გადამწყვეტი როლი პოლიტიკურ ცხოვრებაში (აფრიკაში – რუანდაში ხუტუს და ტუტრის ტომების ბრძოლამ 1 მლნ. კაცი შეიწირა).

კონფლიქტების ხასიათი საგრძნობლად შეიცვალა:

  1. დიდ სახელმწიფოებს შორის კონფლიქტები პრაქტიკულად აღარ არის (ბირთვული იარაღის შიშით).
  2. შემცირდა შეიარაღებული დაპირისპირებების ხანგრძლივობა (საერთაშორისო ორგანიზაციათა და მსოფლიო თანამეგობრობის დამსახურება).
  3. შეიცვალა კონფლიქტების გეოგრაფია, გადაინაცვლა, სამხრეთში.
  4. კონფლიქტების უმრავლესობა ლოკალურია და ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციებს არ ითვალისწინებს.
  5. დიდი სახელმწიფოები პატარა სახელმწიფოებს გავლენის ქვეშ აქცევენ არა ომით, არამედ ცივილიზებული დახვეწილი ხერხებით.

უმთავრესი საერთაშორისო კონფლიქტები

1. პალესტინის კონფლიქტი 1947 წ. ნოემბერში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია – პალესტინის ტერიტორიაზე ორი დამოუკიდებელი (არაბული და ებრაული) სახელმწიფოს შექმნის შესახებ. ქ. იერუსალიმზე კი უნდა დაწესებულიყო სპეციალური რეჟიმი. 1948 წ. გამოცხადდა ისრაელის დამოუკიდებლობა, რასაც მეზობელი არაბული ქვეყნები მტრულად შეხვდნენ და 4-ჯერ განახორციელეს მის წინააღმდეგ აგრესია. ოთხივე ომში ისრაელმა გაიმარჯვა, დაეუფლა პალესტინის არაბული სახელმწიფოსთვის გამოყოფილ ტერიტორიას, ხოლო იერუსალიმი მის ხელში გადავიდა. ამის მერე არაბულმა ქვეყნებმა აღიარეს ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობა, ხოლო სანაცვლოდ ისრაელმა დაუბრუნა ეგვიპტეს სინას ნახევარკუნძული. დაიწყო მოლაპარაკება ისრაელსა და პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციებს შორის. რის შედეგადაც ისრაელმა ცნო ღაზას სექტორისა და დასავლეთ სანაპიროს ავტონომია და მზადაა დაეთანხმოს პალესტინის დამოუკიდებელ სახელმწიფოს შექმნას, ამ საზღვრებში. გადაუჭრელია იერუსალიმის საკითხი. იგი ისრაელმა დედაქალაქად გამოაცხადა და მისი არც ერთი ნაწილის დათმობას არ აპირებს.

კვიპროსის კონფლიქტი

  1960 წლიდან ამ ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა. მოსახლეობა – 78% ბერძნები, 18% თურქები, დუალისტური სახელმწიფოა. 1974 წელს ბერძნებმა მოითხოვეს საბერძნეთთან შეერთება. მოახდინეს გადატრიალება და საბერძნეთთან შეერთება გამოაცხადეს. საპასუხოდ თურქეთმა ჯარი გადასხა, და ტერიტორიის 40%-ის ოკუპაცია შეძლო. ამ ტერიტორიაზე გამოცხადდა ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა, რომელიც მხოლოდ თურქეთმა ცნო, საბერძნეთთან შეერთების მსურველთა მცდელობა აღიკვეთა და კვიპროსის რესპუბლიკა აღდგა. თურქულმა ნაწილმა უარი თქვა კვიპროსის რესპუბლიკის სტატუსზე და ამის გამო კონფლიქტი გაჭიანურდა.

ბოსნიის და კოსოვოს კონფლიქტი

  იუგოსლავიის დაშლის შემდეგ, დამოუკიდებლობა გამოაცხადა ბოსნია-ჰერცოგოვინამ. ამ ქვეყანაში 38% სერბები არიან. დამოუკიდებლობას სერბებმა მხარი არ დაუჭირეს და სერბეთთან შეერთება მოინდომეს. ამას მოჰყვა შეიარაღებული კონფლიქტი, სადაც ერთ მხარეს იყვნენ სერბები, მეორეზე ბოსნიელი ხორვატები და მუსლიმანები. გაეროს უშიშროების საბჭომ ბოსნიაში გაეროს ჯარები გაგზავნა სისხლისღვრის შესაჩერებლად. კონფლიქტი დაკონსერვდა. ქვეყანა გაიყო ორ ნაწილად: 1 – ბოსნია-ჰერცოგოვინის (მუსლიმანურ-ხორვატიული) ფედერაციად და სერბეთის რესპუბლიკად. უსაფრთხოებას გაერო იცავს.

კოსოვო

  მსგავსი პრობლემა წარმოიშვა სერბეთის ალბანელებით დასახლებულ ავტონომიურ მხარეში – კოსოვოში. ანტისერბულმა გამოსვლებმა ისეთი მასშტაბები მიიღეს ქვეყანაში, რომ სერბეთმა “ჭკუა ასაწავლა“ სეპარატისტებს და ეთნოწმენდა განახორციელა. ჩაერია ნატო ფართომასშტაბიანი ოპერაციებით. კოსოვოს მისცეს დამოუკიდებლობა და დაუწესეს გაეროს კონტროლი. რასაც არ ეთანხმება სერბეთი და რუსეთი.

სხვა კონფლიქტები

  საქართველო – რუსეთი ინდოეთი – პაკისტანი ირანი – ერაყი სომხეთი – აზერბაიჯანი მაროკო – ალჟირი

შიდასახელმწიფოებრივი კონფლიქტები უფრო ძნელი გადასაწყვეტია

  საერთაშორისო კონფლიქტების 55% მოგვარდა. ხოლო შიდა კონფლიქტების 20%.    გამოყოფენ შიდა კონფლიქტების 3 ჯგუფს

  1. ეთნიკურ-რელიგიური
  2. სამოქალაქო ომი (გარე ძალების პროვოცირებული, რათა მოიყვანონ მათთვის მისაღები მთავრობა)
  3. არშემდგარი სახელმწიფოების (კლანურ-მაფიოზური, ნარკოტიკული კონტროლის, ეკონომიკის დარგზე) შეიარაღებული დაპირისპირება.

3.3. საერთაშორისო ტერორიზმი გლობალური პოლიტიკური პრობლემა

Cars have been set on fire by demonstrators during a protest against the seventh WTO Ministerial Conference

სახეები და ფორმები:

  1. პოლიტიკური ტერორიზმი – დაკავშირებულია სახელმწიფო მოწყობასთან.
  2. სოციალური ტერორიზმი – მემარცხენე-მემარჯვენე ტერორიზმი (ლენინიზმი, მარქსიზმი, ტრადიციონალიზმი).
  3. ნაციონალური ტერორიზმი (სეპარატისტული).
  4. მსოფლმხედველობითი – გაბატონებულ ფასეულობებსა და ნორმასთან (ფუნდამენტალისტური და სექტანტური)

ფორმები: დივერსია, გატაცება, თავდასხმა, მკვლელობა, ძარცვა (ექსპროპრიაცია), ჰაიჯეკინგი (სატრანსპორტო სახეობების ხელში აყვანა, მძევლები).

თანამედროვე ტერორორიზმი

თანამედროვე მსოფლიოში ტერორისტული აქტები მასშტაბური გახდა. ძირითადი მიზეზები: რელიგიურ-ფუნდამენტალისტური და ეთნიკურ-ტომობრივი. განსაკუთრებით საფრთხისშემცველი – აშშ-სთვის ისლამისტური ტერორისტული ორგანიზაციები: “ჯიჰად ალ ისლამი“ და “ჰამასი“ – სუნიტური, რომელთაც საღვთო ომი აქვთ გამოცხადებული. “თალიბანი“ – ავღანეთში. “ლაშქარე თაიბი“ – პაკისტანი “ჯამაათ ალ ისლამია“ – მიზანი ცენტრალური აზიის სახელმწიფოების შექმნა. “ალ ქაიდა“ – 2001 წლის 11 სექტემბერი. საფრთხე ყველგანაა – ამიტომ იძულებული ხარ გაანადგურო ტერორიზმში ეჭვმიტანილი ყველა პირი, რაც უფრო ამწვავებს კონფლიქტს. ირლანდიის ორგანიზაცია “ირა“ – მიზანი ორი ირლანდიის გაერთიანება. ბასკების “ეტა“ – 2010 წ. უარი თქვა ტერორზე. “ღმერთის არმია“ – აშშ “აუმ სენრიკიუ“ – იაპონია “რუხი მგლები“ – თურქეთში და ა. შ. ხშირია სახელმწიფოს მხარდაჭერა ტერორისტებისადმი (შეფარვით).

3. 4. დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის პრობლემები

320px-2008_G8_Summit_Antiglobalist_Demonstration_March-3

 რა ღირებულებები უდევს საფუძვლად დემოკრატიას? 1.საერო და საეკლესიო ხელისუფლების განცალკევება. 2.კანონის უზენაესობა 3.სოციალური პლურალიზმი და სამოქალაქო საზოგადოება. 4.წარმომადგენლობითი ორგანოები. 5.ინდივიდუალიზმი.

 

4.3. სასურსათო პრობლემები: შიმშილის გეოგრაფია.   imagessimsuqne ყველაზე ძლიერი, ძველი გლობალური პრობლემაა.

შიმშილი ორი ძირითადი ფორმით ვლინდება: 1. ქრონიკული (ნახევრადშიმშილი) – არასრული კვება; 2) სრული შიმშილი – რომელიც დაკავშირებულია ხშირად ექსტრემალურ მოვლენებთან (ომი, გვალვა და ა. შ.) და სიკვდილიანობას იწვევს. hamburgeri kveba სრულფასოვანი კვების სამედიცინო ნორმები: საშუალო დღიური ნორმა:2400-2500 კკალ – აუცილებელი. 1800 კკალ-ზე ნაკლები – არასრული კვება, 1000 კკალ. – კრიტიკული ზღვარი – სრული შიმშილი. გაეროს მონაცემებით: XXI ს-ის დასაწყისში ნახევარი მსოფლიოს მოსახლეობა არასრულად იკვებება დაახლოებით 500 მლნ. კაცი, 550 მლნ-მდე სრულ შიმშილს განიცდის.

v სასურსათო პრობლემა და განვითარებადი ქვეყნები

   ეს პრობლემა ძირითადად მათ ეხებოდათ, მაგრამ “მწვანე რევოლუციის“ წყალობით ბევრმა განვითარებულმა ქვეყანამ შეძლო მთლიანად ან თითქმის მთლიანად დაეკმაყოფილებინა მოთხოვნები, თუმცა ეკოლოგიურად არასასურველი პროდუქტით (გენმოდიფიცირებული).

არასაკმარისი კვების „სარტყელია” – ტროპიკული აფრიკა და სამხრეთ აზია. პრობლემის გადაჭრაში ეხმარება ჰუმანიტარული დახმარებები. სურსათის  იმპორტის დიდი ნაწილი განვითარებადი ქვეყნებიდანაა (აშშ-60%). მოაკლდათ სსრკ-ს დახმარება.

პრობლემის გადაჭრის გზები

სასურსათო პროდუქციის  ზრდის ორი გზა არსებობს.ექსტენსიური და ინტესიური:

მაგრამ მისი სრული  გადაჭრისთვის სურსათის ზრდასთან ერთად საჭიროა  სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური, ფსიქოლოგიურ კულტურული გარდაქმნები, რაც დიდ დროს  მოითხოვს.

ექსტენსიური სოფლის მეურნეობა: ახალი სასოფლო-სამეურნეო მიწების ათვისებას, პირუტყვის სულადობის ზრდას და საზღვაო-სარეწაო არიალის გაფართოებას გულისხმობს. ძირითადად ათვისებისთვის პერსპექტიულ მიწებად ლათინურ ამერიკის მიწები, ტროპიკები და სუბტროპიკები მოიაზრება; მაგ. ბრაზილია  გამოკვებავს 900 მილ. ადამიანს  და აფრიკის სავანების ზონაში).

ინტესიური: ეს გზა განვითარებული ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი, უკანასკნელ დროს განვითარებადშიც. გულისხმობს მოსავლიანობის და სულადობის ზრდას ქიმიზაციით, მექანიზაციით, ირიგაციით, გენური ინჟინერიით, კარგი ჯიშებით. დედამიწას 33 მლრდ ადამიანის გამოკვება შეუძლია. ზოგი 12-13 მლრდ-ს ასახელებს.

4.4.    სიღარიბის პრობლემა

imagesOOOOOOOOOOOOOOOOOO

WWW.RU-AN.INFO 

სიღარიბე მხოლოდ ფინანსური შემოსავლების სიდიდით არ განისაზღვრება. იგი უამრავი სხვა პარამეტრისაგან შედგება: უმუშევრობის დონე, საბინაო პირობები, სამომხმარებლო კალათა, და ა. შ. სიღარიბე შეფარდებითი ცნებაა!

v  უმუშევრობა

უმუშევრად ითვლება პირი, ვისაც არ აქვს ანაზღაურებადი სამუშაო, მაგრამ აქვს სურვილი. ნახევრადუმუშევარი – დროებითი სამუშაოს მქონე.   ფუნქციური უმუშევრობა – არასპეციალობით დასაქმება.

პრობლემები განვითარებად ქვეყნებში გამოწვეულია: სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული ჩამორჩენილობით, მოსახლეობის სწრაფი ზრდით,  სოფლების დაცლით, მიწის დეგრადაციით, პროფესიის უქონლობით. ისინი ეძებენ “შავ სამუშაოს“, მიდიან მიგრაციებში, რაც იწვევს ქსენოფობიას, რასიზმს, აგრესიას იმის გამო, რომ იქაურ უმუშევრებს ართმევენ ადგილებს.

უმუშევრობი პრობლემა განვითარებულ ქვეყნებში ძირითადად “ფუნქციური უმუშევრობა“ – როცა კვალიფიციური კადრი ვერ პოულობს სამსახურს სპეციალობით. ადვილია “შავი სამუშაოს“ მოძებნა – აქ მოთხოვნილება დიდია, მას ავსებენ ხშირად მიგრანტები. უმუშევრებს ეძლევათ დახმარება, რაც საარსებო მინიმუმზე დიდია საგრძნობლად.

უსახლკარობა მომთაბარე ცხოვრებას ეწევა 120 მლნ ადამიანი. უსახლკაროა: ევროკავშირის ქვეყნებში – 3 მლნ, აშშ-ში – 2 მლნ, იაპონიაში – 200 ათასი, კანადასა და ავსტრალიაში – 150 და 100 ათასი შესაბამისად, ასევე პოსტსაბჭოთა ქვეყნებში…

საარსებო მინიმუმი და სამომხმარებლო კალათა  საარსებო  მინიმუმი: ის აუცილებელი მინიმალური თანხა, რაც საჭიროა, რომ ადამიანმა იარსებოს, ანუ არ იშიმშილოს და ელემენტარული ყოფითი მოთხოვნილებები დაიკმაყოფილოს. სამომხმარებლო კალათა (როგორ ანაწილებს ადამიანი მიღებულ შემოსავალს): რაც ნაკლებია შემოსავალი, მით მეტი იხარჯება კვებაზე. გსნვითარებულ ქვეყნებში კი საკვებზე იხარჯება შემოსავლის 20%.დანარჩენი ხმარდება სულიერი  და მატერიალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.

 4.5 .ჯანმრთელობის დაცვის პრობლემები

images jand

უკანასკნელ ათწლეულებში გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა. შემცირდა სიკვდილიანობის კოეფიციენტი, იკლო ეპიდემიებმა, დამარცხდა დაავადებები. გაიზარდა ახალი დაავადების ტენდენცია. ე. ი. ჯანდაცვა სერიოზულ გლობალურ პრობლემად დარჩა. v  სიკვდილიანობის და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა განვითარებად ქვეყნებში ახალგაზრდების ხვედრითი წილი მაღალი. განვითარებულში ხანდაზმულთა ხვედრითი წილი გაზრდილია. სიკვდილიანობის სტანდარტიზებული მაჩვენებელი გამოითვლება  ცალკე ასაკობრივი ჯგუფის მიმართ.თუ სიკვდილიანობის კოეფიციენტს არა მთელი მოსახლეობის არამედ ცალკეული ასაკობრივი ჯგუფის მიმართ  გამოვთვლით აღმოჩნდება, რომ განვითარებად ქვეყნებში (განსაკუთრებით უღარიბეს ქვეყნებში) სიკვდილიანობის კოეფიციენტი რამდენიმეჯერ ჭარბობს განვითარებული ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებელს. ეს კოეფიციენტი პირდაპირ კავშირშია, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ განვითარებასთან; ჯანდაცვასთან და არ არის დამოკიდებული ასაკობრივ სტრუქტურაზე. განვითარებულ ქვეყნებში სიკვდილიანობის სტანდარტის მაჩვენებელი დაბალია.   ჩვილთა სიკვდილიანობა – ყველაზე     მაღალია ანგოლაში, ავღანეთში.სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა – ყველაზე მაღალია იაპონიაში – 82 წ. საქართველოში – 76,3 წ.; სვაზილენდში – 31 წ.  ყოველ 1000 კაცზე 150 კვდება – ანგოლაში, ლიბერიაში, იაპონიაში – 3 . ექიმთა რაოდენობის საშუალო მაჩვენებელია– ყოველ 100000 კაცზე 300 ექიმი (ასეა ევროპაში და სხვა განვითარებულ ქვეყნებში, ასევეა  საქართველოშიც)

  დაავდების გავრცელების პრობლემები ძველი დაავადებები, ინფექციები (“ისპანკამ“ 20 მლნ ადამიანი იმსხვერპლა) დამარცხდა, მაგრამ არა მთლიანად. დღეს გავრცელების საფრთხე მოდის მიგრაციებიდან. მოიშალა დაავადების საზღვრები. იზრდება სიმსივნური, გულ-სისხლძარღვთა, ნერვული და ფსიქიკური დაავადები, შიდისი, ნარკომანია (კეთრით 3 მლნ კაცია დაავადებული, მათი იზოლირება ე. წ. ლეპროზორიუმებში ხდება).

შიდსი გლობალური პრობლემაა. ის 1981 წ. გამოჩნდა.    2007 წ. შიდსით დაავადებულთა რაოდენობამ 39,6 მლნ ადამიანი შედგინა. განსაკუთრებით დიდი რაოდენობაა ტროპიკულ აფრიკაში. ამავე რეგიონზე მოდის შიდსით დაღუპულთა  ნახევარზე მეტი. მალარიით ყოველწლიურად 500 მლნ კაცი ავადდება, ხოლო 3-4 მლნ კვდება. შავი ჭირი – 1346–1351 წლების პანდემიამ დედამიწის მოსახლეობის 1/4 შეიწირა.მსოფლიოს არ ახსოვს უფრო დიდი სიკვდილიანობა, ევროპაში ზოგიერთ ქალაქში მხოლოდ 10-15% გადარჩა.ეს დაავადება ახლა იშვიატად გვხვდება .უკანასკნელად 1994 წელს ინდოეთში დაფიქსირდა.

4.6.განათლების პრობლემები

imagesganatlbi

უაღრესად მნიშვნელოვანია და მრავლისმომცველი. როცა უწიგნურობაზეა -წერა-კითხვის უცოდინართა  საუბარი, ( იგულისხმება  15 წელს ზემოთ მოსახლეობა). 1 მლრდ-ზე მეტმა ადამიანმა არ იცის წერა-კითხვა. 95,6% – განვითარებად ქვეყანაზე მოდის. აშშ-ს “ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო“-ს მონაცემებით მსოფლიოში სულ 4 ქვეყანაა, სადაც მოზრდილ მოსახლეობაში წერა-კითხვის ცოდნის ასპროცენტიანი მაჩვენებელია. მათ შორის: 1. ლუქსემბურგი,  2. ნორვეგია, 3. ფინეთი, 4. საქართველო. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი – ბუტანი, ავღანეთი, ბურკინა-ფასო.

v  დაწყებითი და საშუალო განათლება სავლედბულო და  უფასოა, მაგრამ მილიონობით განვითარებადი ქვეყნის ბავშვი ვერ ახერხებს სკოლაში სიარულს. პრობლემაა არა მარტო მოუხერხებლობა, არამედ ხარისხი. მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა ის, რომ   ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებიში არსებობდა– ფუნქციური უწიგნურობა . ფუნქციური უწიგნურობის შემთხვევაში მოქალაქე თითქოს იღებს  განათლებას, მაგრამ საერთაშორისო სტანდარტებს ბევრად ჩამორჩება.

მსოფლიოს  დღის წესრიგში დადგა ევროპისა და ამერიკის დონესთან გათანაბრება და ერთიანი საგანმანათლებლო სივრცის შექმნა.   განათლების ზოგადი პრინციპების და სტანდარტების შეცვლასთან ერთად არ უნდა მოხდეს ეროვნულ საგანმანათლებლო პროგრამასა და მშობლიურ ენასა და ლიტერატურაზე უარის თქმა.!

უმაღლესი განათლების პრობლემებიდან მტავარია   განათლების ხარისხი და პრაქტიკული მოთხოვნილებებთან შესაბამისობა. ამჟამად მიმდინარეობს უმაღლესი განათლების რეფორმა. (ე. წ. ბოლონიის პროცესი).  რომლის მიზანია , ამ  მ პროცესში ჩართული ნებისმიერი ქვეყნის  უნივერსიტეტის სტუდენტმა დაუბრკოლებლად განაგრძოს  სწავლა  სხვა ქვეყნის უნივერსიტეტში, ხოლო დიპლომი ევროპის ნებისმიერი ქვეყნისთვის ვარგისი იყოს.

4.7.კრიმინალური პრობლემები. დანაშაულის გეოგრაფია

a-620x330 krimin

  1. ძალადობრივი დანაშაული (დივერსია, ტერორიზმი, მკვლელობა და ა. შ.). მკვლელობა ყველაზე მეტია კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში. ყოველ 100 ათას ადამიანზე 40 მკვლელობაა. ყველაზე ცოტაა იაპონიაში, სინგაპურში, ჰონკონგში, სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებში.
  2. საკუთრების ხელყოფის, “კანონიერი ქურდობის“ ინსტიტუტი სსრკ-ს სივრცეში.
  3. საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის (მოძრაობის წესები, ნაგვის დაყრა…).
  4. ნარკობიზნესი: ჰეროინი – ავღარეთი, პაკისტანი, ბირმა, ტაილანდი, ლაოსი; ჰაშიში, მარიხუანა – აფრიკა, მექსიკა; კოკაინი – კოლუმბია, ეკვადორი, პერუ, ბოლივია.
  5. ტრეფიკინგი – მსხვერპლი  ყოველწლიურად 1 მლნ კაცი. მიმღები ქვეყნები – გერმანია, იტალია, ჰოლანდია, ესპანეთი, საბერძნეთი, ახლო აღმოსავლეთი.დონორი ქვეყნები–რუსეთი უკრაინა, ბელორუსი,მოლდოვა, რუმინეთი, ბულგარეთ.
  6. კორუფცია – პირველ რიგში პოლიტიკური კორუფცია.ყველაზე ნაკლებად კორუფციული სკანდინავიის ქვეყნებია. პრობლემური – პოსტსაბჭოთა სივრცე .

 

  1. 4.8.განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური ჩამორჩენილობის პრობლემა

  სამყაროსთვის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და ძნელად დასაძლევი პრობლემაა  განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური ჩამორჩენილობის პრობლემა. ეს პრობლემა გლობალურია და სერიოზულ საფრთხეს უქმნის მთელ მსოფლიოს.  იგი სერიოზულ პრობლემებს უქმნის სამყაროს და მისი გადაჭრის გზები მოითხოვს მსოფლიოს ქვეყნების კომპლექსურ, ერთობლივ ძალისხმევას.

განვითარებად ქვეყნებს მიეკუთვნება  150 ქვეყანა, მათ შორის უმეტესი   ყოფილი კოლონიაა,  ასევე აზიისა და ლათინური ამერიკის ქვეყნები.    ამ ქვეყნებს მესამე სამყაროს ქვეყნებს უქოდებდნენ . ტერმინი “მესამე სამყარო ცივი ომის პერიოდში წარმოიშვა. ამ დროს არსებობდა განვითარებული კაპიტალისტური- ანუ “პირველი სამყაროს “, სოციალისტური , ანუ “მეორე სამყაროს” და დანარჩენი “მესამე სამყაროს“ ქვეყნები. სოციალისტური სამყაროს დაშლის შემდეგ სხვაგვარ დაყოფას იყენებენ, გამოყოფენ ბირთვის, პერიფერიულ და ნახევრად პერიფერიულ ქვეყნებს.

  1. ბირთვი-  პირველი სამყარო – განვითარებული + ზოგიერთი ყოფილი სოციალისტური ქვეყანა;
  2. ნახევრადპერიფერიული ქვეყნები – რომლებიც განვითარებადიდან განვითარებულში გადავიდნენ (ნავთობმომპოვებელი არაბული და ე. წ. ახალი ინდუსტრიული ქვეყნები), ასევე ყოფილი სოციალისტური ქვეყნები;
  3. პერიფერიული ქვეყნები – მესამე სამყარო – განვითარებადი ქვეყნები, რომელთაც “გლობალური სამხრეთი“ უწოდეს.

განვითარებადი ქვეყნების პოტენციალი და ეკონომიკური მდგომარეობა

განვითარებადი ქვეყნების ჩამორჩენილობა განპირობებულია ისტორიული, კულტურულ-პოლიტიკური, სოციალური თავისებურებებით. განვითარებადი ქვეყნების ბუნებრივი რესურსული პოტენციალი ბევრად მეტი აქვთ, ვიდრე განვითარებულს. მაგალითად, ნავთობის 90%-ზე მეტი, ბუნებრივი აირი 70%, ფერადი ლითონი დ 70%, შავი ლითონი დ 60%. ასევე აღდგენადი რესურსების უდიდესი მარაგი (მიწის, წყლის, ტყის) ასევე აგროკლიამტური, თუმცა ისინი ნაკლებად იყენებენ ამ უპირატესობას. ხდება რესურსების დატაცება-ექსპლუატაცია, რაც იწვევს მიწის დეგრადაციას და ეკოლოგიურ პრობლემებს. ეს ქვეყნები (განვითარებადი) მსოფლიოს მეურნეობაში ექსპორტიორები არიან და რესურსების გამოლევა კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში აყენებს მათ. გარდა ამისა იზრდება ნედლეულის ფასი, რაც მზა პროდუქციის ფასს ზრდის და ეს კი ზრდის ეკონომიკურ დისპროპორციას განვითარებულ და განვითარებად სამყაროებს შორის. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ განვითარებადი სამყაროს ჩამორჩენის მიზეზი მათი კულტურული ჩამორჩენილობაა, შრომის დაბალი კულტურა და ტრადიციები. ამიტომ მიზეზები თავის თავში უნდა ეძებონ. გამოსავალი თვითგარდაქმნაა. თვითონ განვითარებად ქვეყნებში ამ აზრს არ იზიარებენ და მთავარ დამნაშავედ დასავლეთის ქვეყნებსა და მეურნეობის ლიბერალიზაციას მიიჩნევენ. ფიქრობენ, რომ საჭიროა ახალი ეკონომიკური წესრიგი და მეტი დახმარება დასავლეთის ქვეყნებისაგან.

დაპირისპირება მდიდარი  ჩრდილოეთი- ღარიბი სამხრეთი

რუკაზე -მდიდარი ჩრდილოეთი,ღარიბი სამხრეთი

ცივი ომის დამთავრების შემდეგ პოლუსები “დასავლეთი-აღმოსავლეთი“ შეიცვალა “ჩრდილოეთი-სამხრეთით“. ცივი ომის დამთავრების შემდეგ განვითარებად სამყაროში ბევრგან გაუარესდა მდგომარეობა: 1) მოაკლდათ დახმარება სსრკ-დან; 2) კრახი განიცადა ეკონომიკური განვითარების ე. წ. მესამე გზამ (ერთი იყო კაპიტალისტური, მეორე სოციალისტური, მესამე განვითარებადი). ეს ქვეყნები საბაზრო ეკონომიკისაკენ შებრუნდნენ და უფრო მეტად აღმოჩნდნენ სავალალო მდგომარეობაში. 3) ათწლიანმა რეფორმამ, რომელსაც მსოფლიო ბანკი ახორციელებდა შედეგი ვერ გამოიღო.

 მეცნიერები ასკვნიან, რომ ტრიუმფს ჩრდილოეთში მოყვა კრახი სამხრეთში. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა უღატაკეს ქვეყნებში (სულ 40 ქვეყანა, 28 ტროპიკულ აფრიკაში). გაუსაძლისი მდგომარეობის გამო  ღარიბი ქვეყნებიდან  მოსახლეობა მიდის მიგრაციაში  მდიდარი ჩრდილოეთის ქვეყნებში(ხშირად არალეგალურად), რაც უფრო ძაბავს მდგომარეობას, აჩენს კონფლიქტებს .პრ  ოგნოზით: განვითარებადი სამყარო მიაწყდება განვითარებულს რაც გააღრმავებს დაპირისპირებას და კონფლიქტებს დაიწყება ანარქია! სწორედ ეს ანარქია იქნება მსოფლიო წესრიგის დამანგრეველი და ყველაზე დიდი საშიშროება კაცობრიობისათვის  (რობერტ კაპლანი- წიგნი”მომავალი ანარქია”).

5.1.გლობალური დემოგრაფიული პრობლემები

 

                              მოსახლეობის დინამიკის ზოგადი სურათი.

მოსახლეობის ზრდა განსხვავებულ პრობლემებს აჩენს სხვადასხვა ქვეყნებში.
ქვენოთ მოცემული  ბმულის საშუალებით აუცილებლად ნახეთ(ძალიან საინტერესოა)  ფილმი “მოსახლეობის  დემორაფიული პრობლემები”

https://www.facebook.com/paraleli42/videos/149926156881511

https://www.facebook.com/paraleli42/videos/149926156881511

პრობლემები განვითარებულ ქვეყნებშიდაბერების რუკა

დემოგრაფიული დაბარების რუკა

დეპოპულაცია,მისი გამომწვევი მიზეზები და პრობლემები:

მიზეზები: ქალის როლი საზოგადოებაში,ქალის ემანსიპაციი ხარისხი, ოჯახის დაგაგმვის სტილი, ქორწინების მაღალი ასაკი( 30 წლის  ზევით), კარიერა, სამედიცინო მომსახურების მაღალი დონე,  კონტრაცეპტივები,  რელიგიის მომდევრების სიმცირე, ქალაქური განსახლების სიჭარბე, მაღალი  სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა(რის გამოც ახალგაზრდების ხვედრითი წილი დაბალია), ნარკოტიკები, შიდცი  პანდემია და ა.შ.

დეპოპულაციის შედეგად გამოწვეული პრობლემები  1) შობადობის დაბალი დონე (დეპოპულაცია) 2) ხანდაზმულთა ხვედრითი წილის ზრდა (დემოგრაფიული დაბერება; 3) სამუშაო ძალის დეფიციტი; 4) იმიგრანტ მოსახლეობაში განვითარებადი სამყაროდან ჩასული სხვადასხვა რასის ადამიანების რიცხვის ზრდა და ამის გამო წარმოქმნილი პრობლემები :  რასიზმი, ეთნოკონფლიქტები,უმუშევრობა,კრიმინალის ზრდა, ქალაქებში  ემიგრანტთა კვარტლების ზრდა(მაგ.ჩაინატაუნები), “არაფორმალური ქალაქების”- ბიდონვილების ზრდა,9)  არალეგალური მიგრაციების ზრდა და სხვა

განვითარებული სამყაროს თითქმის ყველა ქვეყანა დემოგრაფიული გადასვლის IV ფაზაშია (როცა შობადობის კოეფიციენტი დაბალია, ხოლო სიკვდილიანობის კოეფიციენტი მაღალი) იცვლება მოსახლეობის სტრუქტურა, იზრდება ხანდაზმულთა ხვედრითი წილი და შესაბამისად შ. კ. (უახლოვდება) ს. კ.-ს და ბუნებრივი მატება = 0.   ბოლო ეტაპზე სიკვდილიანობის კოეფიციენტი  მეტია შობადობის კოეფიციენტზე  და იწყება დეპოპულაცია. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ევროპაში.  შობადობის მატება ხდება  იმიგრანტების ხარჯზე. სამაგიეროდ ემიგრანტების მომატების გამო  იწყება რასიზმი, ეთნოპრობლემები და სხვ . მუშავდა დემოგრაფიული პოლიტიკა , რომელიც შობადობის წახალისებას  გულისხმობს( ფულადი, ადმინისტრაციული   და სხვა საშუალებებით). 

ასეთ ქვეყნებში მომავალში ადგილობრივები შეიძლება უმცირესობაში აღმოჩნდნენ. ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებში დეპოპულაციას ემიგრაციებიც დაემატა და მკვეთრად შემცირდა მოსახლეობის რიცხვი. როცა ბუნებრივ კლებას ემატება მექანიკური კლებ,ა მდგომარეობა კატასტროფულია (ასეთია საქართველოც, სადაც ყოველწლიურად მოსახლეობა 40000 კაცით მცირდება მექანიკური მოძრაობით).

პრობლემები განვითარებად ქვეყნებში: (აზია, აფრიკა, ლათინური ამერიკა)

დემოგრაფიული აფეთების რუკა

დემოგრაფიული აფეთქების რუკა

პრობლემების გამომწვევი მიზეზები:

 განვითარებად  ქვეყნებში შობადობის მაღალი დონე და      “დემოგრაფიული აფეთქება” ანუ , მოსახლეობის მკვეთრი მატება სერიოზულ პრობლემას უქმნის, როგორც ამ ქვეყნებს ასევე, მთლიანად სამყაროს. 

პრობლემების გამომწვევი მიზეზები: განათლების დაბალი დონე,   სამედიცინო მომსახეურების დაბალი ხარისხი(ან არქონა), სქესობრივ- ასაკობრივი სტუქტურაში ახალგაზრდების მაღალი ხვედრითი წილი, დაბალი ქორწინების ასაკი, ქალის უუფლებობა,ოჯახის დაგეგმვაში მისი იგნორირება, რელიგია, ტრადიციები,  სასოფლო დასახლებების სიჭარბე, მეურნეობის სტილი(ყველა ბავშვი ახალი მუშახელია მიწის დასამუშავებლად)და სხვ.

პრობლემები:

1)მოსახლეობის უკონტროლო ზრდა; 2) მოსახლეობის გაორკეცება 20-25 წელში; 3) ახალგაზრდების ხვედრითი წილის ზრდა და აქედან პრობლემები განათლებისა და დასაქმების კუთხით; 4) უმუშევრობა და სიღარიბე; 5) მასობრივი მიგრაციები ქვეყნის შიგნით და გარეთ; 6) შიმშილის საფრთხე; 7) სურსათის პრობლემა; 8) მიწის დეგრადაცია  9)სიკვდილიანობის ზრდა 10) სასურსათო რესურსების  დეფიციტი.  11)  ეპიდემიები12) ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობა13) დაბალი სიცოცხლის საშუალო  ხანგრძლივობა.14 ქალაქების უკონტროლო ზრდა.15)კრიმინალის ზრდა  და სხვ.

a8520 qoTnebi

პლანეტის გადამეტსახლების საფრთხე (დედამიწა ვერ შეძლებს ენერგომომარაგებას და გამოკვებას!).

ყველაზე მაღალი შობადობაა   ბანგლადეშში, აფრიკაში ზაირი, გვინეა-ბისაუ, ლიბერია, ნიგერია..

:ფერტილობის “ასაკი არის ასაკი როდესაც ადამიანი რეპროდუქციის ასაკშია, ანუ შეუძლია გააჩინოს შვილი.     “ფერტილობის“ მიხედვით (შვილების რაოდენობით 1 ქალზე) : [პურველ ადგილზეა მალი  7,38; უგანდა 6,8 მსოფლიოს  საშუალო მაჩვენებელია 2,4 ბავშვი. უკანასკნელ ადგილზე  ჰონკონგი, აომინი(ჩინეთი), სინგაპური და ტაივანი, რადგან აქ ძირითადად ქალაქის მოსახლეობაა.

პროგნოზით ,2050 წლისათვის პირველ ათეულში  ადგილს განვითარებული ქვეყნებიდან  მხოლოდ აშშ ინარჩუნებს. დანარჩენი ქვეყნები იქნებიან:ინდოეთი, ჩინეთი, პაკისტანი,ნიგერია, ინდონეზია,ბრაზილია ბანგლადეში,ეთიოპია,კონგო(ზაირი). უმუშევართა რიცხვი 2050 წლისათვის 3მლრდ 150 მილიონი იქნება.

დემოგრაფიული დატვირთვა = 15 წლამდე ასაკის ბავშვების რაოდენობა  გაყოფილი შრომის­უ­ნა­რი­ანი ასაკის რაოდენობაზე. ხშირად განვითარებად სამყაროში 15 წლამდე ასაკის მოსახლეობა მეტია ვიდრე შრომისუნარიანი მოსახლეობა.

 

 5.2. მიგრაციის პრობლემები

EXODUS OF GEORGIANS FROM ABKHAZIE

 

Read the rest of this entry

სამხრეთი ამერიკა

ფართობი – 17,8 მლნ კვ.კმ
მოსახლეობა – 410 მილიონი კაცი 

სამხრეთ ამერიკის კონცხები:

ჩრდილოეთით: გალინასის კონცხი;

სამხრეთით-ფროუორის კონცხი;

არმოსავლეთით-კაბუ-ბრანკუს კონცხი;

დასავლეთით- პარინიასის კონცხი;


სამხრეთ ამერიკის პოლიტიკური რუკა

 

სამხრეთ ამერიკა

სამახსოვროები

  • ფართობი 18 მლნ. კმ/კვადრატი.
  • სანაპირო ხაზის სიგრძე 26000 კმ.
  • გადაჭიმულობა ჩრდილოეთიდან სამხრეთით- 7000კმ, დასავლეთიდან აღმოსავლეთით -5000კმ.
  • უმაღლესი მწვერვალი – აკონკაგუა  -6962  მ
    ყველაზე დაბალი ადგილი – ვალდესი (არგენტინა) 40 მეტრი
    ყველაზე გრძელი მდინარე – ამაზონი 6440 კილომეტრი
    ყველაზე დიდი ტბა – მარაკაიბო 13312 კვ.კმ.
    ყველაზე მაღალი ჩანჩქერი – ანხელი (ვენესუელა) 979 მეტრი, მდინარე ჩურუნზე
    ყველაზე დიდი კუნძული – ცეცხლვანი მიწა 46360. კვ.კმ
    ყველაზე დიდი უდაბნო – პატაგონიის 673 000 კვ.კმ
    ყველაზე დიდი ქვეყანა  – ბრაზილია 8,5 მლნ კვ.კმ
    ყველაზე პატარა ქვეყანა – სურინამი 163270 კვ.კმ
    ყველაზე დიდი ქალაქი – სან-პაული (ბრაზილია) 11,2 მლნ კაცი
  • უმაღლესი დასახლებული ადგილი მსოფლიოში- სოფელი აკონკალკილჩა.
  • უდიდესი მდინარე წყალუხვობით ამაზონი,სათავე  მდ. მარანიონი,რომელიც იწყება ზღვ.დონიდან  4840 მეტრზე ,პერუს ანდებში. ამაზონის სიგრზე 6437კმ.  სიგანე შუა და ქვემო წელში- 5-20 კმ,შესართავთან 80-150კმ, მაქსიმალური სიღრმე ქ. ობიდუსთან 135მ. 
  • ყველაზე დიდი ქვეყანა კათოლიკეთა რაოდენობით ,  (მსოფლიოში-ბრაზილია.
  • ყველაზე დიდი ჭაობი მსოფლიოში-პანატალას ჭაობი , 150000 კმ/კვადრატი.
  • ყველაზე მაღლა მდებარე ტბა მსოფლიოში-ტიტიკაკა, ტექტონიკური წარმოშობის, სიმაღლე 3812მ .
  • ყველა ქვეყანაში სახელმწიფო ენაა ესპანური, გარდა ბრაზილიისა (პორტუგალიური,) გაიანაში( ინგლისური) სურინამში( ჰოლანდიური) და საფრანგეთი გვიანაში( ფრანგული).
  • ადმინისტრაციული მოწყობის  მიხედვით ფედერაციული ქვეყნებია: ვენესუელა,  ბრაზილია და არგენტინა.
  • მმართველობის მიხედვით ყველა ქვეყანა  საპრეზიდენტო მმართველობისაა.

ნომენკლატურა

უნძულები:

ტრინიდატი, ქარზურგა კუნძულები, ცეცხლოვანი მიწა, ფოლკლენდის ანუ მალვინის კუნძულები(დიდი ბრიტანეთი),  გალაპაგუსის კ-ები, ჩილოე.

მთები, ზეგნები-–ანდები.( ნახეთ დოკუმენტური ფილმი:ანდების ველური ბუნება–mjhit.ge/index.php?FID=1&id=24284)   გვიანის ზეგანი,ბრაზილიის ზეგანი, პატაგონია.

დაბლობები:

ორინოკოს დაბლობი, ამაზონის დაბლობი, ლა–პლატის დაბლობი.

უდაბნო:  ატაკამა

სამხრეთ ამერიკის მდინარეები

 

ამაზონი(სათავე- უკაიალი,მარანიონი. შენაკადები-  ჟურუა,პურუსი,მადეირა,ჟაპურა,  ტაპაჟოსი, ისა,  რიუ–ნეგრუ)

მაგდალენა, ორინოკო,რიუ-ნეგრუ, სან-ფრანცისკუ.

პარანა- პარაგვაით , ურუგვაით, რიო–სალდოთი.

რიო–ნეგრო.

ფოტოზე-  მდ.ამაზონის მეანდრა


 

ფოტოზე-ტბა  ტიტიკაკა

ტბები:   მარაკაიბო, ტიტიკაკა,პოოპო.ალგო-არხენტინო,ბუენოს აირესი, ლიან-კიჟე.

ვულკანები:

ჩიმბორასო,  კოტოპახი.

ჩანჩქერი:

ანხელი. (მდინარე ჩურუნზე).   იგუასუ

სამხრეთ ამერიკის ჰავა:

ჰავის წარმომქმნელი ფაქტორები:

  1. კონტინენტის განფენილობა
  2. ეკვატორის და ტროპიკების არსებობა
  3. სიმაღლებრივი სარტყელბი(ანდების არსებობა)
  4. ოკეანების სიახლოვე
  5. ოკეანის ცივი დინება(პერუს და დასავლეთი ქარების) და თბილი დინება(ბრაზილიის)
  6.  პასატები,  მუსონები და დასავლეთი ქარები.

სამხრეთ ამერიკის კლიმატური სარტყლები:

ეკვატორული, სუბეკვატორული,  ტროპიკული,  სუბტროპიკული,  ზომიერი,  სიმაღლებრივი  სარტყლები

 

სამხრეთ ამერიკის ფაუნა

ძალიან მაგარი ფილმი “ამაზონის მოცურავე ტყე”

 

 

 

 

 სამხრეთ ამერიკის ენები

 

სამხრეთ ამერიკის ბუნებრივი ზონებიhttps://docs.google.com/presentation/d/e/2PACX-1vTwGyKq0KkEdssTULFXGVrDXVWvXI9T-yiXndYVNzpFdGb9Rf70g_Vd-MQMR3icvAvoa4wDAJFdGeph/embed?start=true&loop=false&delayms=5000

სამხრეთ ამერიკის ღიშესანიშნაობებიhttps://docs.google.com/presentation/d/e/2PACX-1vSvOHunM-NSg7P0AQiTV0cQTf4wm3g7K6JIABbGw7_IvF0H2vK9eC9Be0gyoxCtreb8yQaTh6xLbApE/embed?start=true&loop=false&delayms=3000

მონაცემები ვიკიპედიიდან

samx amer

მეურნეობის დარგობრივი სტრუქტურა

მეურნეობის დარგობრივი სტრუქტურა

ქვეყნების ტიპოლოგია

ქვეყნების ტიპოლოგია

ვიდეო გაკვეთილები და ვებინარები

   მოცემულ გვერდზე წარმოგიდგენთ საქართველოს სხვადასხვა სკოლასა და უნივერსიტეტში მოღვაწე  გეოგრაფების მიერ ჩაწერილ ვიდეოგაკვეთილებს.

მოცემული დამხმარე მასალა განკუთვნილია მოსწავლეებისა  და აბიტურიენტებისთვის. 

მასწავლებლებისა და მოსწავლეების სახელით მადლობას ვუხდი მათ გაწეული  შრომისათვის  (ბლოგის ავტორი ნ.მ.)    პ.კ.ამავე თემებზე ბრეზენტაციები შეგიძლიათ ნახოთ  აქვე  პოსტში- “პრეზენტაციები”

                              საშინაო სკოლა- გაკვეთილები გეოგრაფიაში

საშინაო სკოლის მისამართი

  https://silkschool.ge/lessons#/?s=55

პედაგოგი თინათინ ნანობაშვილი

  • სასაათო სარტყლები და დღეღამური ბრუნვა
  • დედამიწის წლიური ბრუნვა
  • გრადუსთა ბადე და კარტოგრაფიული პროექციები
  • https://www.youtube.com/watch?v=mggnJupaTSc
  • წყალი დედამიწაზე-მსოფლიო ოკეანე

  • რელიეფი

https://www.youtube.com/watch?v=T2LlJzBGls4

  • საქართველოს შიგა წყლები

 პედაგოგი რუსუდან თევზაძე

  • საქართველოს მდებარეობა

https://www.youtube.com/watch?v=WgpgGaTtnZw

პედაგოგი პროფესორი- ზურაბ ჯანელიძე

  • საქართველოს დაცული ტერიტორიები

https://www.youtube.com/watch?v=PUN_dEEKLKc

 

საშინაო სკოლის ვიდეოგაკვეთილებში ასევე იხილეთ

  • საქართველოს მდებარეობა, საზღვრები და მეზობლები. შავი ზღვა
  • საქართველოს ბუნებრივი პირობები და რესურსები
  • საქართველოს რელიეფი
  • საქართველოს სამხარეო ერთეულები (ყველა)
  • და სხვა

 

                                             ვებინარები და ვიდეოგაკვეთილები

დედამიწის ბუნებრივი ზონები

პედაგოგი რუსუდან კვივკვინია

მეურნეობის დარგობრივი სტრუქტურა

  • გეოგრაფია – რუკები და დიაგრამები, მსოფლიოს პოლიტიკური რუკა, ქვეყნების კლასიფიკაცია, მოსახლეობა

  • საერთაშორისო ორგანიზაციები

https://www.youtube.com/watch?v=78ydGotcNBM

მსოფლიოს მოსახლეობის გეოგრაფია

პედაგოგი მაია მაძღარაშვილი

  • გეოგრაფია – გეოგრაფიული დისციპლინები, დედამიწის ფორმა, სიდიდე დედამიწის წრიული და დღეღამური ბრუნვა

https://www.youtube.com/watch?v=A8LX9qOOah8

ატმოსფერო

https://www.youtube.com/watch?v=A8LX9qOOah8&list=PL8cBMN5lb1jWRJfJFXF_oxZhQHTnD1WH6&index=12&t=0s

  • გეოგრაფიული რუკა და მოგზაურები

https://www.youtube.com/watch?v=TS40TBMOjwo

დავალებების განხილვა ტოპოგრაფიული რუკის გამოყენებით. ლითოსფერო

  • დედამიწის წლიური ბრუნვა

https://www.youtube.com/watch?v=OFBRf6GzoRU

  • როგორ გროვდებოდა გეოგრაფიული  ცოდნა

https://www.youtube.com/watch?v=vuaUX2Yj8eE

  • რუკა და ლითოსფერო

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები

https://www.youtube.com/results?search_query=%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%90+-+%E1%83%93%E1%83%98%E1%83%93%E1%83%98+%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%3B+%E1%83%92%E1%83%94%E1%83%92%E1%83%9B%E1%83%90+%E1%83%93%E1%83%90+%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%90

  • ჰიდროსფერო

https://www.youtube.com/watc

h?v=JHPzfT_8XgQ

ჰიდროსფერო, ბიოსფერო

მსოფლიოს რეგიონები,ქვეყნები და დედაქალაქები

ევროპის რეგიონები

ევროპის რეგიონები1

 

ევროპის პოლიტიკური რუკა

ევროპის პოლიტიკ რუკა

ევროპის  რეგიონები,ქვეყნები და დედაქალაქები

ჩრდილოეთი ევროპა

სკანდინავიის რეგიონი

  • ნორვეგია-ოსლო
  • ფინეთი-ჰელსინგი
  • დანია- კოპენჰაგენი 
  • ისლანდია- რეიკიავიკი

ბალტიისპირეთის რეგიონი

  • ლატვია-რიგა
  • ლიტვა ვილნიუსი
  • ესტონეთი ტალინი

ჩრდილო -დასავლეთი ევროპა

ირლანდია -დუბლინი

დიდი ბრიტანეთი:

  • ინგლისი-ლონდონი
  • შოტლანდია ედინბურგი
  • ჩრდილო ირლანდია-ბელფასტი
  • უელსი-კარდიფი

 

ცენტრალური ევროპა

  • პოლონეთი-ვარშავა
  • ჩეხეთი-პრაღა
  • სლოვაკეთი -ბრატისლავა
  • უნგრეთი-ბუდაპეშტი
  • ავსტრია-ვენა
  • შევიცარია-ბერნი
  • ლიხტენშტეინი-ვადუცი
  • გერმანია-ბერლინი

დასავლეთი ევროპა(

სოციალისტური ქვეყნების დაშლამდე “დასავლეთ ევროპად” მოიხსენიებდნენ ევროპის კაპიტალისტურ ქვეყნებს)

საფრანგეთი-პარიზი

ბენილუქსის რეგიონი

  • ბელგია-ბრიუსელი
  • ნიდერლანდები-ამსტერდამი
  • ლუქსემბურგი-ლუქსემბურგი
  •  

 

აზიის რეგიონები

აზიის რეგიონების რუკააზიის პოლიტიკური რუკა

აზიის პოლიტ რუკა

სამხრეთ დასავლეთი აზია

აზიის პოლიტ სამხრეთ დას

ამხრეთ ამერიკა

სამხრეთ ამერიკის რეგიონები

სამხ ამერილი პოლიტიკური

ჩრდილოეთ ამერიკა

e183a9e183a0e18393e18398e1839ae1839d-e18390e1839be18394e183a0e18398e18399e18398e183a1-e183a0e183a3e18399e18390

ჩრდილოეთ ამერიკა

ჩრდილოეთი ამერიკა  კონტინენტი დედამიწის ჩრდილოეთ და დასავლეთ ნახევარსფეროებში. . ჩრდილოეთ ამერიკის უდიდესი ქვეყნებია: კანადააშშ და მექსიკა. კონტინენტის ფართობი კუნძულების გარეშე შეადგენს 20,36 მლნ კმ²-ს, კუნძულებთან ერთად კი 24,709 მლნ კმ²-ს.

ონტინენტის უკიდურესი წერტილები:

 ჩრდილოეთი- მერჩისონის კონცხი,  71°50′ ჩ. გ. 94°45′ დ. გ.

 სამხრეთით — მარიატოს კონცხი,  7°12′ ჩ. გ. 80°52′ დ. გ.

 დასავლეთით — პრინც უელსის კონცხი,  65°35′ ჩ. გ. 168°05′ დ. გ.

 აღმოსავლეთით— სენტ-ჩარლზის კონცხი,  52°24′ ჩ. გ. 55°40′ დ. გ.

ჩრდილო ამერიკის ფიზიკური  რუკა

ტერიტორიების მიერთება

ფართობი – 22,5 მლნ კვ.კმ
მოსახლეობა – 528 მილიონი კაცი 
უმაღლესი მწვერვალი – მაკ-კინლი (ალასკა) 6019 მეტრი
ყველაზე დაბალი ადგილი – სიკვდილის ველი (აშშ) 86 მეტრი
ყველაზე გრძელი მდინარე – მისისიპი მისურით (აშშ) 6,275 კილომეტრი
ყველაზე დიდი ტბა – ზემო ტვა 82414 კვ.კმ.
ყველაზე მაღალი ჩანჩქერი – იოსემიტის (კალიფორნია) 739 მეტრი
ყველაზე დიდი კუნძული – გრენლანდია 2 მლნ. კვ.კმ
ყველაზე დიდი ნახევარკუნძული – ლაბრადორის 16 ათასი კვ.კმ
ყველაზე დიდი უდაბნო – დიდი აუზის უდაბნო 492 000 კვ.კმ
ყველაზე დიდი ქვეყანა (ფართობით) – კანადა 997061 კვ.კმ
ყველაზე პატარა ქვეყანა – ნევისი 269 კვ.კმ
ყველაზე დიდი ქალაქი – მეხიკო (მექსიკა

კუნძულები

გრელანდია , კანადის არქტიკული არქიპელაგი , ბაფინის მიწა.
ლაბრადორის ნახ,კ. ნიუფაუნდლენდი,
ბერმუდის და ბაჰამის კ.ები

დიდი ანტილიის კუნძულები:კუბა,ჰაიტი,იამაიკა,პუერტორიკო.

მცირე ანტილიის კუნძულები:ბარბუდა,გავადელუპე,დომინიკა,მარტინიკა,გრენადა.

ფდლორიდის , იუკატანის, კალიფორნიის და ალასკის ნ.კ ები .
დედოფალ შარლოტას, ვანკუვერის, კადიაკის, ალეუტის კ.ები

მთები და მთიანეთები:

კორდილიერები( კლდოვანი, კასკადოვანი, სანაპიროს, სიერა–ნევადა ), აპალაჩის მთები, მექსიკის მთიანეთი.

დაბლობები:

ჰუდზონისპირა,მექსიკისპირა,მისისიპის,დიდი ვაკეები, ცენტრალური ვაკეები;

მდინარეები:

იუკონი,მაკენზი,ნელსონი–სასკაჩევანით,წმინდა ლავრენტი,მისისიპი( მისურით, არკანზასით, იჰაიოთი).კოლუმბია,კოლორადო, რიო–გრანდე( საზღვარი ლათინო ამერიკასა და ანგლოამერიკას შორის)

ტბები:

დიდი დათვის, მონების დიდი ტბა, ათაბასკა,ვინაპეგი,

ე.წ.––ამერიკის ხმელთაშუაზღვისპირეთი––– 5 ტბა-ზემო, ერის, ონტარიოს,მიჩიგანის და ჰურონის ტბები.

დიდი მლაშე ტბა და ნიკარაგუა.

სრუტეები:

ჰუდზონის, დევისის,წმინდა ლავრენტის, ფლორიდის, იუკატანის, პანამის არხი, ბერინგის სრუტე.

ყურეები:

ჰუდზონის ,დევისის, ფანდის, წმ.ლავრენტის,კალიფორნიის, ალიასკის.

ზღვები:

ბოფორტის, ბაფინის, გრენლანდიის, სარგასოს, კარიბის, ჩუკოტკის.

მწვერვალები: (მაკ-კინლი)—დენალი,მიტჩელი,ლოგანი

ჩანჩქერები: ნიაგარა(ერისა და ონტარიოს ტბებს შორის) იოსემიტის(კალიფორნია

ჰავის წარმომქმნელი ფაქტორები:

  1. კონტინენტის განფენილობა(იგი ყველა ჰავის სარტყელშია, გარდა ეკვატორულისა)
  2. რელიეფის ფორმები, სიმაღლებრივი სარტყელბი(კორდილიერები არსებობა) . მეორეს მხრივ ვაკეების გადაჭიმულობა ვრცელ ტერიტორიაზე ხელს უწყობს არქტიკული და ტროპიკული ჰაერის მასების გადაადგილებას.
  3. ოკეანების სიახლოვე(წყნარი ოკეანიდან მონაბერ ტენიან ჰაერს დასავლეთიდან კორდილიერები ეღობება და თითქმის მთელი ტენი დასავლეთის ქარპირა კალთებზე რჩება.
  4. ოკეანის დინებები :ცივი დინება(კალიფორნიის, ალასკის) და თბილი დინება( გოლფსტრიმის). ასევე , ის,რომ კონტინენტის დიდი ნაწილის ტენის წყარო, ატლანტის ოკეანიდან შემოსული ჰაერია.
  5.  პასატები,  მუსონები.

Сквшдщ фьукшлшы лдшьфеш

ბუნებრივი ზონები:

ჩრდ ამ ბუნ ზონ

არქტიკული და სუბარქტიკული სარტყლის ბუნებრივი ზონები:ტუნდარა და ტყეტუნდრა.

ზომიერი სარტყლის: ტაიგა(წიწვოვანი ტყეების), შერეული და ფართოფოთლოვანი ტყეების , ტყესტეპების და სტეპების(პრერიები) ,ნახევარუდაბნოების და უდაბნოების.

სუბტროპიკულ გეოგრაფიულ სარტყელში-ხეშეშფოთლოვანი მარადმწვანე ტყეების,ნოტიო სუბტროპიკული ტყეების.

ტროპიკულ კლიმატურ სარტყელში უკავია კონტინენტის მკვეთრად დავიწროებული სამხრეთი ნაწილი. შედგება 3 ბუნებრივი ზონისგან:1. წყნარ ოკეანესთან-სანაპირო უდაბნო,2. ზეგნებზე (მაგ მექსიკაში-ტროპიკული სავანები და ნათელი ტყეები.)3.მექსიკის ყურესთან- ნოტიო ტროპიკული ტყეები.

ჩრდილო ამერიკის ცოცხალი სამყარო და ბუნება

ჩრდილო  და სამხრეთ ამერიკის ენები

    რელიგიები

ჩრდილო ამერიკის რასები

 

ქვეყნები მმართველობის მიხედვით

გეგმა და რუკა, ორიენტირება

ონლაინ სწავლება-შემაჯამებელი სამუშაოები გეოგრაფიაში 7,8,9,10,11 კლასებისთვის

ემაჯამებელი სამუშაო გეოგრაფიაში-თემა : ლითოსფერო, ატმოსფერო,ჰიდროსფერო,ბიოსფერო



მე- 7 კლასის შემაჯამებელი სამუშაო

შენიშვნა: მე-4 სლაიდის პასუხი შეცდომითაა,უნდა იყოს— სქემა 1

მე-8 კლასის შემაჯამებელი დავალება

თემა: სამხრეთი ამერიკა

მე-9კლასის შემაჯამებელი დავალება

თემა: საქართველოს მდებარეობა, გეომორფოლოგია

ე-11 კლასის შემაჯამებელი სამუშაო

თემა: გლობალური პრობლემები

კონტინენტები

აფრიკა

სამხრეთ ამერიკის ბუნებრივი ზონები

სამხრეთ ამერიკის ღიშესანიშნაობები

ლითოსფერო, ჰიდროსფერო ,ატმოსფერო ბიოსფერო პრეზენტაციები

თემა: ლითოსფერო, ატმოსფერო, ჰიდროსფერო ,ბიოსფერო

ლითოსფერო ვარიანტი 1

https://docs.google.com/presentation/d/e/2PACX-1vTN4K56I_vSje7QMU9AcZJEZVbWIPz6bscMYf5ejjy-ES0FOLkVhAUnrzNCR4BU5Vk4ihX9Lh8i6A71/pub?start=false&loop=false&delayms=3000

ლითოსფერო

https://docs.google.com/presentation/d/e/2PACX-1vTOxzFdc6faRPOLcJQYALfJD000krHut2OxfeoBW8Z8NZe-B_IheRhbRkFnB45oO4__ttNbWkoLW9Ja/embed?start=true&loop=false&delayms=3000

ლითოსფერო

ლითოსფერო ეწოდება მანტიის ზედა ნაწილს და დედამიწის ქერქს.  იგი გეოგრაფიული გარსის ქვედა, მყარი და უმიშვნელოვანესი ნაწილია. ლითოსფერო გეოგრაფიულ გარსში ძირითადი დედამიწის ქერქის სახითაა წარმოდგენილი.

დედამიწის ქერქი ჩვენი პლანეტის ყველაზე ზედა, თხელი ფენაა, რომელიც დედამიწის საერთო მასის 0.5%-ია.

დედამიწის ქერქი ორგვარია: კონტინენტური და ოკეანური. ორივე წარმოდგენილია ქანების სახით და ძირითადად აგებულია მინერალებით. ლითოსფეროს მინერალურ შედგენილობაში 100-მდე ქიმიური ელემენტია, რომელთა უდიდეს ნაწილს ჟანგბადი, სილიციუმი, ალუმინი, რკინა, კალციუმი და მაგნიუმი წარმოადგენს. ჟანგბადი ლითოსფეროში წარმოდგენილია არა თავისუფალი, არამედ ლითონებთან ნაერთების სახით, ამის გამო, დედამიწის ქერქის შედგენილობის თითქმის ნახევარი ჟანგბადზე მოდის, რის გამოც მას ზოგჯერ “ჟანგბადის გარსსაც” უწოდებენ.

დედამიწის ქერქში მინერალები უმეტესწილად უწვრილესი ნაწილაკების სახითაა გაბნეული, მაგრამ არცთუ  იშვიათად საბადოების სახითაც გვხდება. საბადოებში მინერალთა მხოლოდ 2%-ია თვითნებადი სახით.

ქანები და მინარალური რესურსები

ქანები სამგვარია.

მაგმურია დედამიწის ქერქში შეჭრის და შემდგომ გაცივების შედეგად წარმოშობილი ქანები. დედამიწის ქერქში მაგმურ ქანებს შორის ყველაზე გავრცელებულია გრანიტი და ბაზალტი.

დანალექი ქანები წარმოიქმნება როგორც ზღვებისა და ოკეანეების ფსკერზე, ისე ხმელეთის ზედაპირზე  დედამიწის ქერქის ამგები ქანისა  ან ცოცხალ ორგანიზმთა ნარჩენებისგან.

მეტამორფული ანუ სახეშეცვლილი მაგმური და დანალექი ქანები დედამიწის ქერქში მაღალი წნევისა და ტემპერატურის არეალში ყალიბდება.

მინერალები ქანებს აძლევენ საოცარ შეფერილობას .

ზოგიერთი ქანი წყალში იხსნება(  დოლომიტი,ცარცი,კირქვა,ქვამარილი) და წარმოქმნის უცნაურ ფორმებს

ზოგი   ქანი   ადვილედ    დასამუშავებელია  და   მას     ადამიანი  ითვისებს

მინერალური რესურსების კლასიფიცირება და გამოყენება

მინერალური რესურსების კლასიფიცირება, უპირველეს ყოვლისა მათი სამეურნეო დანიშნულების და გამოყენების მიხედვით ხორციელდება. იგი იყოფა სათბობ-ენერგეტიკულ, ლითონურ, არალითონურ, ტექნიკურ და სამშენებლო მასალების მინერალურ რესურსებად.

მინერალური რესურსები ამოწურვად ბუნებრივ რესურსებს მიეკუთვნება. მინერალური რესურსების უდიდესი ნაწილის მოპოვება ხორციელდება როგორც შახტური, ისე ღია კარიერული წესით. პირველი მეთოდი ძვირადღირებული და საშიშია, მეორე კი იაფი და ეკოლოგიურად გაუმართლებელი. ღია კარიერული წესით სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისას იცვლება რელიეფის ფორმა, მიკროკლიმატი, ჰიდროლოგიური რეჟიმი, ნადგურდება ცხოველთა და მცენარეთა სამყარო, ვითარდება კატასტროფული გეოდინამიური პროცესები, ბინძურდება ზედაპირული და მიწისქვეშა წყლები.

უცნაური და საინტერესო მინერალები ნახეთ მოცემულ მისამართებზე

https://retroa.livejournal.com/2188.html

თემა- ატმოსფერო

ატმოსფერო

ლითოსფერო

ჰიდროსფერო- ბიოსფერო