Category Archives: ფიზიკური გეოგრაფია(კონსპექტი)

გეოგრაფიის სამუშაო რვეული

წარმოდგენილი სამუშაო რვეული წლების განმავლობაში გამოიყენებოდა, როგორც დამხმარე სასწავლო რესურსი, დღეს გაყიდვაში აღარაა, ამიტომ შევეცადე ასეთი სახით წარმომედგინა .
ბევრი დავალება პირდაპირ არ იკითხება, გათვლილია იმაზე, რომ მოსწავლე ამოაპრინტერებს მოცემულ გვერდს და შეასრულებს დავალებას.(ნ.მ.)
20131111_212803 20131111_212813 20131111_212822 20131111_212829 20131111_212832 20131111_212841 20131111_212849 20131111_212858 20131111_212911 20131111_212915 20131111_212918 20131111_212921 20131111_212929 20131111_212939 20131111_212951 20131111_212958 20131111_213008 20131111_213024 20131111_213032 20131111_213039 20131111_213046 20131111_213050 20131111_213103 20131111_213113 20131111_213128 20131111_213134 20131111_213207 20131111_213706 20131111_213714 20131111_213724

ლითოსფერო

ლითოსფეროს შესახებ ინფორმაცია და სლაიდშოუები იხილეთ პოსტში—- “პრეზენტაციები.”  სადაც მოცემულია თემები:    “დედამიწა ჩვენი პლანეტა”      “ლითოსფერო”_(ვარიანტი 1 და მე-2)

ლითოსფერო ეწოდება მანტიის ზედა ნაწილს და დედამიწის ქერქს.  იგი გეოგრაფიული გარსის ქვედა, მყარი და უმიშვნელოვანესი ნაწილია. ლითოსფერო გეოგრაფიულ გარსში ძირითადი დედამიწის ქერქის სახითაა წარმოდგენილი.

დედამიწის ქერქი ჩვენი პლანეტის ყველაზე ზედა, თხელი ფენაა, რომელიც დედამიწის საერთო მასის 0.5%-ია.

დედამიწის ქერქი ორგვარია: კონტინენტური და ოკეანური. ორივე წარმოდგენილია ქანების სახით და ძირითადად აგებულია მინერალებით. ლითოსფეროს მინერალურ შედგენილობაში 100-მდე ქიმიური ელემენტია, რომელთა უდიდეს ნაწილს ჟანგბადი, სილიციუმი, ალუმინი, რკინა, კალციუმი და მაგნიუმი წარმოადგენს. ჟანგბადი ლითოსფეროში წარმოდგენილია არა თავისუფალი, არამედ ლითონებთან ნაერთების სახით, ამის გამო, დედამიწის ქერქის შედგენილობის თითქმის ნახევარი ჟანგბადზე მოდის, რის გამოც მას ზოგჯერ ჟანგბადის გარსსაც უწოდებენ.

დედამიწის ქერქში მინერალები უმეტესწილად უწვრილესი ნაწილაკების სახითაა გაბნეული, მაგრამ არცთუ  იშვიათად საბადოების სახითაც გვხდება. საბადოებში მინერალთა მხოლოდ 2%-ია თვითნებადი სახით.

ქანები და მინარალური რესურსები

ქანები სამგვარია.

მაგმურია დედამიწის ქერქში შეჭრის და შემდგომ გაცივების შედეგად წარმოშობილი ქანები. დედამიწის ქერქში მაგმურ ქანებს შორის ყველაზე გავრცელებულია გრანიტი და ბაზალტი.

დანალექი ქანები წარმოიქმნება როგორც ზღვებისა და ოკეანეების ფსკერზე, ისე ხმელეთის ზედაპირზე  დედამიწის ქერქის ამგები ქანისა  ან ცოცხალ ორგანიზმთა ნარჩენებისგან.

მეტამორფული ანუ სახეშეცვლილი მაგმური და დანალექი ქანები დედამიწის ქერქში მაღალი წნევისა და ტემპერატურის არეალში ყალიბდება.

მინერალური რესურსების კლასიფიცირება და გამოყენება

მინერალური რესურსების კლასიფიცირება, უპირველეს ყოვლისა მათი სამეურნეო დანიშნულების და გამოყენების მიხედვით ხორციელდება. იგი იყოფა სათბობ-ენერგეტიკულ, ლითონურ, არალითონურ, ტექნიკურ და სამშენებლო მასალების მინერალურ რესურსებად.

მინერალური რესურსები ამოწურვად ბუნებრივ რესურსებს მიეკუთვნება. მინერალური რესურსების უდიდესი ნაწილის მოპოვება ხორციელდება როგორც შახტური, ისე ღია კარიერული წესით. პირველი მეთოდი ძვირადღირებული და საშიშია, მეორე კი იაფი და ეკოლოგიურად გაუმართლებელი. ღია კარიერული წესით სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისას იცვლება რელიეფის ფორმა, მიკროკლიმატი, ჰიდროლოგიური რეჟიმი, ნადგურდება ცხოველთა და მცენარეთა სამყარო, ვითარდება კატასტროფული გეოდინამიური პროცესები, ბინძურდება ზედაპირული და მიწისქვეშა წყლები.

ნიადაგი

ნიადაგი გეოგრაფიული გარსის უმნიშვნელოვანესი ნაწილია,

თუმცა იგი ყველგან არ გვხვდება.ნიადაგი არაა ოკეანეებისა და  წყალსატევების ფსკერზე,მყინვარებითა და უდაბნოებით

დაკავებული ტერიტორიებზე.

ლექსიკონი:

ნიადაგიდედამიწის ქერქის                  ნიადაგში ერთდროულად არის წარმოდგენილი გეოგრაფიული

ყველაზე ფხვიერი ნაწილი,                    გარსის როგორც ცოცხალი,ისე არაცოცხალი სამყარო.მასში აის–

რომელიც შექმნილია ქანების,                ახება და მისი მეშვეობით ხორციელდება კავშირურთიერთობა

ცოცხალი და არეცოცხალი                      ბიოსფეროს,ლითოსფეროს,ჰიდროსფეროსა და ბიოსფეროს შო–

ორგანიზმების,ჰავისა და                        რის.

რელიეფის ურთიერთქმედ–

ების შედეგად.ნიადაგს ახას–                    ნიადაგის ნაყოფიერებას განსაზღვრავს მცენარეებისთვის საკ–

იათებს ნაყოფიერება,რითიც                     მარისი მინერალური და ორგანული ნივთიერებების რაოდენ–

უზრუნველყოფს მცენარეთა                     ობა და ტენის მარაგი.

ზრდა–განვითარებას.

მიწათსარგებლობამიწის                        ნიადაგებს ახასიათებს გეოგრაფიული გავრცელების არაერთი

გამოყენაბის ისტორიულად                        თავისებურება,რომელთაგან მნიშვნელოვანია:ზონალობა(ჰო–

ჩამოყალიბებული და კანონით                  რიზონტული და ვერტიკალური) და მოზაიკურობა.

განსაზღვრული წესი.                                   ნიადაგის ჰორიზონტალურ ზონალობას (ვაკეებზე) ძირითა–

აგრონომია–მეცნიერება სასოფლო–        დად განსაზღვრავს კლიმატური ფაქტორები–ჰაერის ტემპერ–

სამეურნეო პროდუქციის წარ–                   ატურა და დანესტიანება,ხოლო ვერტიკალური ზონალობა

მოების შესახებ.                                             მთებში სითბოს,მცენარეულობის და ცხოველთა სამყაროს სი–

მიწის ფონდი–მიწების ერთობლი–        მაღლებრის განაწილებას უკავშირდება.

ობა,მათი ფუნქციებიცა და დანიშ–

ნულების მიხედვით.                                     მიწათსარგებლობის პრობლემებიდან განსაკუთრებით აქტუ–

მიწის რესურსებიმიწები,რომლე–        ალურია წყლისმიერი და ქარისმიერი ეროზია,დამლაშება,

ბიც გამოიყენებოდა და გამოიყე–               ალუვიური ნიადაგების დატბორვა და დაბინძურება,მცენარ–

ნება სოფლის მეურნეობაში,ან                     ეულობის განადგურება,რელიეფის გარდაქმნა და სხვ.

შესაძლებელია მათი ათვისება

სასოფლო სამეურნეო მიზნე–                        კაცობრიობამ უკვე ,,მოსპო’’ 2 მლრდ ჰა ერთ დროს ნაყოფი–

ბისათვის.                                                          ერი მიწები.მათ აღდგენას კი ათეულობით წლები დასჭირ–

დება.

მსოფლიო მიწის ფონდი 130 მლნ კვ/კმ–ის ტოლია,რაც თი–

თქმის 20 მლნ კვ/კმ–ით ნაკლებია ხმელეთის ფართობზე.

მიწის პერსპექტიულ რესურსებად კაცობრიობა ტროპიკუ–

ლი და სუბტროპიკული სარტყლის ტყიანი ტერიტორიებ–

ის ნიადაგებს,არიდული და მთიანი რეგიონების საძოვრ–

ებს მიიჩნევს.