Category Archives: საქართველოს გეოგრაფია

სამახსოვროები

საქართველოს სახელმწიფო საზღვარი

ჩრდილოეთით – იწყება დაბა ლესელიძესთან, მიუყვება მდინარე ფლოუს, ჩრდ. საზღვარი ჩრდილოეთიდან ემთხვევა კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედს,(მოიცავს მარუხის. ქლუხორის, ბეჩოს, წანერის, მამისონის ზეკარის, ერწოს , როკის უღელტეხილებს).
მთა ვაციქპარსიდან ( ან მთა ზილგახოხიდან ) შავ კლდემდე საზღვარი გადადის ჩრდილო ფერდობზე, იქ , სადაც მდინარეების თერგის, ასას, არღუნის და სულაკის აუზებია და სადაც ცხოვრობენ პირიქითას ხევსურები, თუშები და მოხევეები. მთა დიკლოსმთიდან მთა ტინოვროსომდე საქ. ჩრდ. საზღვარი კვლავ კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედს მიუყვება (ამ მონაკვეთზე ყადორის უღელტეხილია).

აღმოსავლეთ საზღვარი იწყება: მთა ტინოვროსოდან, გასდევს მდ.მაწისწყალს , ლაგოდეხისწყლის და ალაზნის ხეობებს, კვეთს ალაზნის ვაკეს და აღწევს მინგეჩაურის წყალსაცავამდე.

სამხრეთ საზღვარი მინგეჩევირის წყალსაცავიდან გასდევს მდინარე ივრის მარცხენა ნაპირს, შემდეგ იორ–მტკვრის შუამდინარეთს, კვეთს ჯანდარის ტბას, მტკვრის და ხრამის შეერთების ადგილს წითელ ხიდთან, მიუყვება მდინარე დებედას, გაივლის ლოქის ქედის თხემზე,შემდეგ ჯავახეთისა და სამსარის ქედებზე, კვეთს ნინოწმინდა–ერევნის საავტომობილო მაგისტრალს, ჯავახეთის ვულკანურ ზეგანს, თითქმის შუაზე ჰყოფს ხოზაფინის ანუ კარწახის ტბას, მეორედ კვეთს მდინარე მტკვარს სოფელ ვარძიასთან; აქედან მიუყვება ერუშეთის მთიანეთს, მდ. ფოცხოვისწყალს, არსიანის ქედს , ადის შავშეთის ქედის თხემზე,კვეთს მდინარე ჭოროხს, ლაზისტანის ქედის ჩრდ. აღმ. ფერდობს და სოფელ სარფს კვეთს შუაზე.