Category Archives: საქართველოს გეოგრაფია

სამახსოვროები

პროექტი – გაიცანით ჩემი საქართველო

მარიამ იმერლიშვილი – http://allshares.ge/download.php?id=6E24DA9593

რატი პერტია –

კარსტული მღვიმეები

სხვავას მღვიმე

კარსტული მღვიმეებით მდიდარია რაჭაც. უშოლთისციხისშარეულისცხრაჯვარის და სხვა მღვიმეებისაგან გამოირჩვა სხვავას საყინულერომელიც არის ბუნებრივი გამოქვაბული სოფშუასხვავის (ამბროლაურის რაიონისამხრეთით (4კმზე. 1310 ზეგამომუშავებულია ქვედა ცარცულ კირქვებშისაყინულეში არის საუკუნული ყინულის სვეტებიკასკადებიჰაერის ტემპერატურა მთელი წლის განმავლობაში 0 c-ზედაბალიამყინვარს აქ მღვიმის ბოლოში ჩასული თოვლი წარმოშობსადგილობრივი მოსახლეობასამედიცინო საჭიროებისთვის უხსოვარი დროიდან იყენებს აქაურ ყინულს.

 

სხვავას საყინულე

წყარო:http://natia-tatka.blogspot.com

სათაფლიას მღვიმე

ქუთაისის მახლობლად, მდინარეების რიონისა და ცვენისწყლის წყალგამყოფი ნაკრძალის ტერიტორიაზე. იგი წარმოაგდენს დერეფნული ტიპის მღვიმეს, რომელსაც აქვს განშტოებები და დარბაზები. მღვიმის კომპლექსის საერთო სიგრძე-900მ-ია, სიღრმე 10მ, ხოლო სიგანე 12მ. სათაფლიის მღვიმე მდიდარია სტალაქტიტებით, სტალაგმიტებით, სვეტებითა და ფარდებით.
მღვიმე ცნობილია იმით, რომ აქ ნაპოვნია დინოზავრის ნაკვალევი (ზ.დ. 360მ სიმაღლეზე). აღსანიშნავია, რომ მათი ნაკვალევით ასე მდიდარი (200მდე) ადგილი ჯერ არსად არ არის მიკვლეული.

 

                      ცოტნე დადიანის უფსკრული

 


კარსტული უფსკრული ყვირის მასივზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტშიზღვის დონიდან 1580 მეტრზე, გამომუშავებულია ზედა ცარცულ კირქვებში. გამოკვლეული ნაწილის სიღრმე 52 მ, ჯამური სიგრძე 300 მეტრი. სხვადსხვა დონეზე ივითარებს მშრალ დარბაზებს, სადაც არის სტალაქტიტსტალაგმიტური ნაღვენთები. გვხვდება ნგრეული მასალა. ჰაერის ტემპერატურა 5.5ºC.

წყარო:ka.wikipedia.org

სტალაქტიტი

გამოქვაბულის თაღიდან კონუსისებურ სვეტად  ჩამოგრძელებული შვერილირომელიც გაჩენილია ჩამოჟონილი კირიანი წყლის წვეთებისაგან.

სტალაგმიტი

გამოქვაბულის ძირიდან კონუსისებურ სვეტად აღმართული შვერილირომელიც გაჩენილია თაღიდან ჩამონადენი კირიანი წყლის წვეთებისაგან.

წყარო:nplg.gov.ge

საკაჟია

კარსტრული მღვიმე სოფელ გოდოგნის (თერჯოლის მუნიციპალიტეტიმიდამოებშიმდინარე წყალწითელის ხეობის მარცხენა კალთაზე. არ არის სტალაქტიტური ნაღვენთები. წარმოადგენს მრავალფენიან არქეოლოგიურ ძეგლსმღვიმის ჯამური სიგრძე 35 სიღრმე 20 აიგანე 6 სიმაღლე 4 აღმოაჩინეს 1914 წელს.

1973 წელს გათხრების დროს ზედაპალეოლითური ფენის ქვეშ 1,5 სიღრმეზე გამოვლინდა მუსტიეური ფენებიამ ფენებში ნაპოვნია ცხოველთა ძვლები, დანები, წვეტიანი ნივთები, აგრეთვე ძვლისა და რქის ნაკეთობანი.

წყარო:http://ka.wikipedia.org

ნავენახევის მღვიმე 

კარსტული მღვიმე, რომელიც მდებარეობს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავენახევის ტერიტორიაზეზღვის დონიდან 235 მისი საერთო სიგრძე 250მ. მღვიმე გამოირჩევა განსაკუთრებული ბენიბერივი ფორმებით: სტალაქტიტებით,სტაგმიტებით და სტალაგმატებით. არის 2 სართულიანი და შედგება 4 დარბაზისგან. მღვიმისთვის დამახასიათებელია მუდმივი ტემპერატურა რომელიც ზამთარ–ზაფხულ 14 ° შეადგენს.

წყარო:www.interneti.ge

ნავენახევის მღვიმე

თეკენთერის მღვიმე 

კარსტული ჭა ცაგერის მუნიციპალიტეტშიხვამლის კირქვულ მასივზემდებარეობს ზღვის    დონიდან 1620  სიმაღლეზემღვიმე 16  სიღრმისააგვირაბში დაგუბებული წყლის სიღრმე 3-4 იაფსკერზე გამდინარე ცივი და ანკარა წყალი გამოიყენება სასმელად.

წყარო:ka.wikipedia.org
ტყიბულა–ძევრულის მღვიმე
მდებარეობს ოკრიბა–არგვეთის კირქვული ქედის ზოლში. მღვიმის შესასვლელი  ახალსოფლის ქვაბულთან, კლდოვანი ფლატის ძირში იხსნება ზ.დ 490 მ–ზე. არის ეროზიულ–კოროზიული წარმოშობის, მასში კაფიოდ გამოიყოფა ვერტიკალური (ჯამური სიგრძე 280 მ) და სუბჰორიზონტული (სიგრძე 1800 მ) მონაკვეთები. ასევე მღვიმეშჰი ვხვდებით საჩქეფეეებს და ტბებს.

ხორხების ყინულოვანი მღვიმე 

მდებარეობს თეთრიწყაროს რაიონში, სოფელი პატარა კლდეისის მიდამოების, მდ.კლდეისსთან. იგი მდებარეობს ზ.დ. 1400 მ სიმაღლეზე. ხორხების ყინულოვანი მღვიმე დღემდე არსებობს. ლავური ღვრის ქვიან ზედაპირში ტექტონიკური ან გრავიაციული პროცესების შედეგად წარმოშობილია ხვრელები , რომლის ფსკერზეც შეგვიძლია დავინახოთ ბროლივით გამჭირვალე ყინული.

წყალტუბოს მღვიმე 

თეთრაკარსტული მღვიმე წყალტუბოს კასტრული მღვიმე მდებარეობს კოლხეთის დაბლობის აღმოსავლეთ ნაწილში,წყალტუბოს საქალაქო საკრებულოს ტერიტორიაზე,სოფელ ხომულის მიდამოებში, 100  სიმაღლეზემღვიმე დერეფნული ტიპისაამაქსიმალური სიმაღლე 8 სიგანე 30 ჯამური სიგრძე 100 მრავლადაა სტალაქტიტებისტალაგმიტებისვეტებიგამოყენებულია სამკურნალო მიზნებისათვის.

ნოღის მღვიმე

მდებარეობს ოდიშის ვაკეზე, მდ. შების სათვაეებში. არის ზ.დ. 310 მ-ზე. მღვიმის შესასვლელის სიმაღლე 1,5 მ, სიგანე 4 მ. შესასვლელიდან 150 მეტრში მღვიმე ორ ნაწილად იყოფა. ამჟამად გამოკვლელულია მღვიმის სიგრძის მხოლოდ 200 მეტრი და აღმოჩენილია ნაკადული, რომელიც გამოსასვლელთან ხვრელში იკარგება.

არსენ ოქროჯანაშვილის  მღვიმე 

მარტვილის მუნიციპალიტეტი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში. მდებარეობს ზ.დ. 750 მ-ზე. მღვიმე (შესასვლელის სიმაღლე 25 მ; სიგანე – 11 მ) მიემართება სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. ჯამური სიგრძეა 1150 მარსენ ოქროჯანაშვილის მღვიმიდან გადმოედინება 234 მ სიმაღლის კასკადოვანი ჩანჩქერი, რომელიც საფეხურებად არის წარმოდგენილი.

გარახის მღვიმე 

ჩხოროწუს რ-ნი, მდინარე ოჩხომურის შენაკადი – ბუმეს ხეობა; სოფელ გარახის ტერიტორია. აბს. სიმაღლე – 250მ. ერთ-ერთი ყველაზე უფრო ეფექტური კლასტო-კარსტული მღვიმეა კავკასიაში. სიგრძე 400მ. იხსნება ფლატეში დარბაზის („ვესტიბულის”) სახით. დარბაზს აქვს 20მ სიგრძე, 15მ სიგანე, 7მ სიმაღლე. დარბაზის ფსკერს კვეთს ანკარა ნაკადული, რომელიც ტალანიდან გამოდის. ტალანში შესული ადამიანი თავს თითქოს მეტროპოლიტენის სადგურში გრძნობს. ვრცელი დრეფნის (სიმაღლე 10მ) ძველ ფსკერში ჩაჭრილია ეროზიული კანიონი, მის კიდეებს ბრტყელი ტერასები გასდევს. კანიონი მეტროს მატარებლოს სამოძრაო „თხრილს” შეიძლება შევადაროთ, ტერასები კი მგზავრთა სადგომ ბაქნებს.

წყარო:http://filagi.pirveliskola.edu.ge/page-11.html

გარახის მღვიმე

კორცხელის მღვიმეკარსტული მღვიმე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფკორცხელის ტერიტორიაზემდინარე ჯუმის (ენგურის მარცხენა შენაკადიმარცხენა ნაპირასზღვის დონიდან 150  გამომუშავებულია ნეოგენურ ქვიშაქვებშისუბჰორიზონტალურ ფსკერიანი დერეფნული ტიპის გამჭოლი მღვიმეკორცხელის მღვიმეს საშუალო სიმაღლე 3 ჯამური სიგრძე – 790 ჰაერის ტემპერატურა 14-15°C (ივლისი1966). გადის ნაკადული.

ყალიჩონის მღვიმე

მდებარეობს ჩხოროწყუს რაიონში, მდ.ბუმის ხეობაში. მღვიმე ზ.დ. 250 მ-ზე მდებარეობს, არის კლასტოკარსტული და ყველაზე გრძელი მღვიმე საქართველოში(სიგრძე და სიგანე 3-4 მ). ბოლო დარბაზში გვხვდება ნაღვენთი წარმონაქმნები და მღვიმეში გაედინება პატარა ნაკადული. საშ. ტემპერატურა არის 13,5-14°C.

ლეწურწუმე

მღვიმე რომელიც მდებარეობს სოფელი ლეწურწუმის მიდამოებში კერძოდ სამეგრელოზემო სვანეთის  მხარის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტშიზღვის დონიდან 246 მეტრის სიმაღლეზეკირქვული წარმონაქმნისაა. სიმაღლე 4მ,სიგანე 6მ.

ასევე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მდე­ბა­რე­ობს კრუ­ბე­რის სა­ხე­ლო­ბის უფ­ს­კ­რუ­ლი, რო­მე­ლიც უღ­რ­მე­სია დე­და­მი­წა­ზე, ქარ­თ­ველ­მა მკვლე­ვა­რებ­მა მას პირ­ვე­ლად 1960 წელს მი­აკ­ვ­ლი­ეს პროფ. ლე­ვან მა­რუ­აშ­ვი­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით, თით­ქ­მის 150 მ სიღ­რ­მემ­დე. აფხა­ზეთ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გა­მო ქარ­თ­ველ მკვლე­ვა­რებს მღვი­მე­ში მუ­შა­ო­ბის გაგ­რ­ძე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა აღარ მი­ე­ცათ. 2009 წლის გა­ზაფხულ­ზე დსთ-ს ქვეყ­ნე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ­მა სპე­ლე­ო­სა­ექ­ს­პე­დი­ციო რაზ­მ­მა მას­ში 2191  სიღ­რ­მემ­დე ჩა­აღ­წია.  

პრომეთეს მღვიმის სტალაქტიდები და სტალაგმიტები



საქართველოს კურორტები, ისტორიული ძეგლები

რეგიონი
კურორტი
ისტორიული (  ) და ბუნების ძეგლები (Ω )
კახეთი
ახტალა (გურჯაანი) – სამკურნალო ტალახი
ალავერდი, გრემი, შუამთა, იყალთო, დავით გარეჯა, უჯარმა.
Ω- არწივის ხეობა, ტახტი-ტეფა და ჯუმას ყურე დედოფლისწყაროს რ-ში
შიდა ქართლი
ჯავა – მინერალური წყალი
უფლისციხე,  სამთავისი, რუისი, ურბნისი, ყინწვისი, ქვათახევი, ატენის სიონი
სამცხე-ჯავახეთი
ბორჯომი – ბალნეო-კლიმატური;
ბაკურიანი (ბორჯომის რ-ნი) – სამთო კლიმატური ზ.დ. 1700მ
ვარძია , ზარზმა, საფარა, აწყურის ციხე, ხერთვისი, თმოგვი.
გურია
ურეკი (ოზურგეთის რ-ნი) – ზღვისპირა;
ბახმარო (ჩოხატაურის რ-ნი) – სამთო-კლიმატური ზ.დ. 1926მ
აფხაზეთი
სოხუმი, გაგრა, ბიჭვინთა, გუდაუთა, ახალი ათონი – ზღვისპირა
ბედიის მინასტერი (ოჩამჩირე)
Ω- ახალი ათონის მღვიმე, აბრსკილის მღვიმე, თოვლიანა, გეგას ჩანჩქერი.
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ანაკლია – ზღვისპირა;
მესტია – სამთო-კლიმატური;
ლებარდე (მარტვილის რ-ნი) – ბალნეოლოგიური;
ცაიში (ზუგდიდის რ-ნი) – ბალნეოლოგიური.
ზუგდიდის დადიანების სასახლე, უშგული ზემოსვანეთში ზ.დ. 2200მ-ის სიმაგლეზე – იუნესკო იცავს.
Ω- ქვაცანცალა – მოქანავე ლოდი წალენჯიხის რ-ში.
რაჩა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
უწერა, შოვი
ნიკორწმინდა, ბარაკონი
Ω სხვავას მღვიმე
იმერეთი
საირმე და ზვარე – მინერალური წყალი
წყალტუბო – ბალნეოლოგიური (თერმული წყალი)
ბაგრატის ტაძარი და გელათი (ქუთაისი),
ვანის ნაქალაქარი, მოწამეთა.
Ω- სათაფლიის მღვიმე, ცუცხვათის მღვიმე (ტყიბული), კაცხის სვეტი (ჭიათურა),
ოკაცეს კანიონი და ჩანჩქერი (ხონის რ-ნი), თეთრას, ყუმისთავის ანუ „პრომეთეს“ (წყალტუბო), იაზონის (ქუთაისი), ნაგარევის, საკაჟიის და ნავენახევის მღვიმეები (თერჯოლა), ტობას ჩანჩქერი აბაშისწყალზე, საირმის ეროზიული მოწმე(20მ)
მცხეთა-მთანეთი
გუდაური – სამთო კლიმატური, ფასანაური, სიონი
მცხეთა ქალაქი მუზეუმი (იცავს იუნესკო), სვეტიცხოველი, ანანური, შატილი, არმაზის ციხე, შიო-მღვიმე, გერგეთის სამება.
Ω- ბოდორნის სვეტი
აჭარა
ბათუმი, ქობულეთი მწვანე კონცხი და მახინჯაური -ზღვისპირა
Ω- ქვაკაცა (შუახევი)
ქვემო ქართლი
მანგლისი,  კიკეთი და კოჯორი – სამთო-კლიმატური
ბოლნისის სიონი, ბეთანია, დმანისის ნაქალაქარი, ბირთვისისციხე, ფიტარეთი, წუღრუღაშენი.
Ω- დამბაშის ხეობა

საქართველოს ქედები


შოდა-კედელას ქედი წყარო:wikipedia.org
საქართველოს ქედები

გაგრის,ბზიფის,ჩხალთის, კოდორის
სვანეთის, ეგრისის, ლეჩხუმის ,შოდა–კედელას ,
რაჭის, ლიხის , ხარულის, ალევის,
მთიულეთის ,გუდამაყრის ,ხევსურეთის ,პირიქითას,
ქართლის, კახეთის , ცივ–გომბორის , საგურამო–იალნოს.
აჭარა–იმერეთის(მესხეთის ), შავშეთის,არსიანის, თრიალეთის,ლოქის
ჯავახეთის, სამსარის ,ერუშეთის.

საქართველოს მნიშვნელოვანი უღელტეხილები:

მარუხის , ქლუხორის ,ბეჩოს, წანერის,
მამისონის,ზეკარის ,ერწოს, როკის,
ჯვრის, გუდამაყრის ,აბანოს, ყადორის ახალსოფლის.
გომბორის,რიკოთის ,ნაქერალას.
გოდერძის, ცხრაწყაროს, ზეკარის.

საქართველოს კრისტალური მასივები:

ასხის, ძირულის , ლოქის  .ხრამის, ყელის;

 ბზიფის, ყვირას,მიგარიას,ხვამლის ,

საქართველოს ქვაბულები:

ზემო სვანეთის, ქვემო სვანეთის. რაჭის ,ლეჩხუმის ,
ახალციხის, თბილისის, თიანეთის.თრუსოს,ერწოს.

პლატოები:

ფერსათის,ახალქალაქის,ჭოჭიანას, გომარეთის,დმანისის.

საქართველოს ქედები და მათი უმაღლესი მწვერვალები

ქედი– უმ.მწვერვალი

გაგრის – მ.არაბიკა;

სვანეთის –ლაილა;

ეგრისის–წიქური(ჭიათაგვალა)

ლეჩხუმის– სამერცხლე;

შოდა–კედელას–შოდა;

ლიხის- პერანგა;

ქართლის –ჭიქო;

კახეთის კავკასიონის –შავი კლდე;

გომბორის–ცივი;

არსიანის–ყანლის მთა;

თრიალეთის-არჯევანი;

მესხეთის ანუ აჭარა–იმერეთის––მეფისწყარო;

შავშეთის ხევა;

ერუშეთის–გუმბათი;

ჯავახეთის–ლეილიდაღი;

ლოქის–ლალვერი;

ხოხის–ხევი,

მყინვარწვერის სახელები– :ყაზბეგი”, გერგეთი –(ფშავში), თუშეთში–ლომი, მოხევეები– ხევის პატარძალს, ოსები–ურასხოს ეძახიან.

მხარე–უმაღლესი წერტილი:

თუშეთის–ტებულოს მთა(პირიქითას ქ–დი)

რაჭის–ჭანჭახი(რაჭის ქ–დი)

აფხაზეთის–დომბაიულგენი

სვანეთის–შხარა;

სამეგრელოს–მ.ჭიათაგვალა(ეგრისის ქედი)

ლეჩხუმის–მ.წიქური (ეგრისის ქ–დი);

იმერეთის და გურიის–მეფისწყარო (მესხეთის ქ–დი);

აჭარის –ყანლის მთა(არსიანის ქ–დი)

მესხეთის–გუმბათი(ერუშეთის მთიანეთი)

ჯავახეთის–დიდი აბული(სამსარის ქ–დი)

კახეთის –შავი კლდე;

ქვემო ქართლი– ლეილიდაღი;

სამახსოვრო(იხილე გამოცდების წინ)

ტბები–850

წარმოშობის მიხედვით ტბები შეიძლება იყოს ტექტონიკური, მყინვარული,    სუფოზური,ვულკანური, კარსტული,შთენილი,და სხვ.

შეიძლება იყოს გამდინარე, ან გაუდინარი.     გაუდინარი    ტბები მლაშეა.

ყველაზე დიდი ფართობით– ფარავანი      (ვულკანური);

ყველაზე დიდი მოცულობით– ტაბაწყური(ვულკანური)

ყველაზე ღრმა– რიწა( აფხაზეთი,  ამტყელთან ერთად ნაზვავი ტბები);

ყველაზე მაღლა მდებარე ზღვ. დონიდან– ყელის(შიდა ქართლი, ხარულის ქედზე)საიდანაც გამოედინება მდ.ქსანი.

ყველაზე მეტი ტბა–1. კავკასიონის სამხრეთ ფერდობებზე  მყინვარული წარმოშობის 2.სამცხე–ჯავახეთში( ვულკანური წარმოშობის)

ყველაზე მლაშე –პალიასტომი(ზღვის შთენილი,  ლაგუნური,  მლაშე)

სხვა ტბები:

ბატეთის, კუმისის,ნადარბაზევის, საღამოს,ხოზაფინის-კარწახის, ხანჩალის, მადათაფას,ჯანდარის,ლოპოტას,ოლე,პასკია,ბაზალეთის,ქაჩალტბა,წვერის,კოპალაძე,წუნდის(სოფ.ხერტვისი),დიდი ტობავარჩხილის(ეგრისის ქედთან),აბუდელაურის ტბები.


მდინარეები

საქართველოში ამიერკავკასიის წყლის რესურსების 69%-ია.

მდინარეები მიეკუთვნებიან–შავი ზღვის და კასპიის ზღვის აუზს.

მათ შორის მთავარი წყალგამყოფია ლიხის ქედი . სულ 26060 მდინარეა , აქედან 97% –ის სიგრძე არ აღემატება 10 კმ–ს;

წყლის რესურსების განაწილება:         დას. საქართველოში წყლის რესურსების 80% ,          

                                                                          სამხრეთ და  აღმ. საქ.–17%            

                                                                            ჩრდ. საქ, –3%;

ყველაზე დიდი მდინარე სიგრძით  ალაზანი;

ყველაზე წყალუხვი  – რიონი;

რიონი და ცხენისწყალი სათავეს იღებენ  ფასის მთაში;

( მარჯვენა შენაკადები:ტეხურა ჩხენისწყალი, ტეხურა;

მარცხენა შენაკადები:ჯრუჭულა,ყვირილა , ძირულა დუმალა, საკრაულა,ჯეჯორა,ჩხერიმელა,   ხანისწყალი)

ყველაზე დიდი მყარი ჩამონადენით– ჭოროხი;

ყველაზე დიდი ენერგეტიკული მარაგით–ენგური;

ყველაზე დიდი დახრილობა-მდ.ტეხურს

მდინარე რომელის დასავლეთ საქართველოში იღებს სათავეს,მაგრამ მიეკუთვნება მდ.მტკვრის აუზს:ქვაბლიანი, ძინძე.

მყინვარები

სულ_ 786 მყინვარი (მათი უმრავლესობა ოთხი მდინარის: კოდორის, ენგურის, რიონისა და თერგის აუზში მდებარეობენ)

მყინვარის ტიპები: ხეობის, კარული , დაკიდული;

პალეოგლაციალური ფორმები- კარები, ტროგები, ცირკები, ვერძის შუბლები.

ყველაზე დიდი– ლეხზირი–მდებარეობს მდ. მესტიაჭალის აუზში;

ჭალაათი– მესტიაჭალის აუზში;

წანერი– მდ. მულხურას აუზში;

ტვიბერი–მულხურას აუზი;

მყინვარი ადიში– მდ. ადიშუდას ხეობაში; გარშემორტყმულია მწვერვალებით თეთნულდი, ადიში, გისტოლა, ლაქუცა;

ყაზბეგის მასივი: მყინვარი– გერგეთი და დევდორაკი(მდ. ამალის აუზი)

მყინვარი თბილისა– მდ.რიონის სათავეებში.ასევე რიონის აუზში:ედენა,ზოფხიტო და კირტიშო.
სუათისი– თერგის აუზში;

წყალსაცავები:

ყველაზე დიდი წყალსაცავი– წალკის ;

გალი–ჯვრის ( მდ. ენგურისა და ერისწყლის ჩამონადენის რეგულირებისა და ენერგეტიკული მიზნით–ყველაზე ღრმაწყლიანი;)

გალის–მდ.ერისწყალზე;

ენგურის –მდ.ენგურზე;

სიონის–იორზე;

შაორ ტყიბულის წყალსაცავის კასკადი–შექმნილია მდ. ტყიბულის გადაკეტვით;(იმერეთი) , შაორის – რაჭა;

სამგორის წყალსაცავთა კასკადი–შედგება სიონისა და თბილისის წყალსაცავებისგან;იკვებება მდ.იორით;

წალკის ( მდ.ხრამზე)–მის წყალს იყენებს ხრამჰესი;

ჟინვალის (მდ.არაგვზე)–ყველაზე ახალგაზრდა , იყენებს ჟინვალჰესი, თბილისს ამარაგებს წყლით;

ალგეთის –მდ.ალგეთზე;

ზონკარის–პატარა ლიახვზე;
ჰესები:

აფხაზეთი–სოხუმჰესი, ენგურჰესი,ტყვარჩელის;

იმერეთი–გუმათჰესი,ვარციხეჰესი,ტყიბულჰესი,რიონჰესი;

სამცხე–ჯავახეთი– ხრამჰესი, ჩითახევჰესი.საცხენჰესი;

მცხეთა–მთიანეთი–ჟინვალჰესი,სიონჰესი,ზაჰესი;

თბილსრესი–გარდაბანი(ქვემო ქართლი)თბოელექტრისადგური;

შაორჰესი– რაჭა –ლაჯანურჰესი,შაორჰესი;

საქართველოს ჰავის წარმომქმნელი ფაქტორები:

1. რადიაცია,2. ატმოსფეროს ცირკულაცია, 3.ქვეფენილი ზედაპირის ხასიათი;

 რადიაცია ძირითადად დამოკიდებულია ღრუბლიანობაზე,ჰაერის სიმკვრივესა და გამჭვირვალობაზე.

2. ატმოსფეროს ცირკულაცია:

ჰაერის მასები საქართველოში შემოდის :
ა.დასავლეთიდან

ბ.აღმოსავლეთიდან

გ. სამხრეთიდან

დ.დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან ერთდროულად.

3. ქვეფენილი ზედაპირის ხასიათი ძირითადად დამოკიდებულია რელიეფის ფორმაზე, ნიადაგის ფერზე,რელიეფის
ექსპოზიციაზე და ალბედოზე.

ყველაზე. ყველაზე…

მაღალი იანვრის საშუალო– ბათუმი+ 7.1;სოხუმი

მინიმალური საშუალო წლიური–ყაზბეგის მაღალმთიანი მეტეოსადგური;

აბსოლუტური მინიმუმი–ყაზბეგი–42გრადუსი; კარწახი (სამხრეთ საქ.) და შაორის წყალსაცავთან––40გრ.

აბსოლუტური მაქსიმუმი–+43გრ.–ლათა(მდ.კოდორის აუზში), ჭარნალი(აჭარა).

მეტი ქარიანი ადგილი-ლიხის ქედი.

ქარის მაქსიმ.სიჩქარით– მთა საბუეთი;

ტენიანობის მაქსიმუმი(ევროპის მასშტაბით)- მთა მტირალა.4500 მმ ნალექი
ტენიანობის მინიმუმი–ელდარის ველი-300 მმ ნალექი.

საქართველოს გეომორფოლოგიური დარაიონება

( დარაიონება მსგავსი რელიეფის ფორმების, წარმოშობის ასაკის,განვითარების ისტორიის მიხედვით)

საქართველოში გამოიყოფა სამი გეომორფოლოგიური ზონა:

1) კავკასიონი

2) მთათაშორისი ბარი

3) მცირე კავკასიონი( რომელიც მოცავს ნაოჭა ოლქს და ვულკანურ ზეგანს)

1) კავკასიონი

აგებულია კრისტალური ფიქლებით, გრანიტებით და ძველი დანალექი ქანებით.გადაჭიმულია ტამანის და აფშერონის ნახევარკუნძულებს შორის.1300–1500 კმ–ზე.იყოფა სამ ნაწილად: დასავლეთ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილებად.უმაღლესი მწვერვალი იალბუზი. საქართველოს ფარგლებში– შხარა.

დასავლეთ კავკასიონი––––– უმაღლესი მწვერვალი – დომბაიულგენი;

ცენტრალური კავკასიონი––––უმარღლ. მწვერვალი შხარა;ცენტრალური კავკასიონი მდებარეობს იალბუზისა და მყინვარწვერის მერიდიანებს შორის.

აღმოსავლეთ კავკასიონი–––– თებულოს მთა;

გასწვრივი ქედები:ბზიფის ჩხალთის, კოდორის, სვანეთის, ეგრისის, ლეჩხუმის რაჭის, ხოხისა და თუშეთის.

მთავარი ქედის მართობული ქედები:გაგრის, გერმუხის, ხარულის, ლომის–ალევის, მთიულეთის, გუდამაყრის, ქართლისა და კახეთის.

კავკასიონის შემადგენლობაში შედის ასევე ზემო სვანეთის, ქვემო სვანეთის, რაჭის და ლეჩხუმის ქვაბულები.

მთათაშორისი ბარი მოიცავს :

კოლხეთის დაბლობს,იმერეთის მაღლობს, შიდა ქართლის ბარს, ქვემო ქართლის ბარს, ალაზნის ვაკეს , ივრის ზეგანს,შირაქისა და ელდარის დაბლობებს, საგურამო–იალნოსა და ცივ–გომბორის ქედებს.

ლიხის ქედი მთათაშორის ბარში შემაერთებელია ცენტრალური კავკასიონისა და მცირე კავკასიონისქედების.

მცირე კავკასიონი

1) ნაოჭა ოლქი– მოიცავს : აჭარა–იმერეთის(მესხეთის ) ქედს, არსიანის ქედს, შავშეთის, თრიალეთისა და ლოქის ქედებს.და ახალციხის ქვაბულს.

2) ვულკანური ზეგანი:ერუშეთის მთიანეთს, სამსარისდა ჯავახეთის ქედებს, ჯავახეთის ვულკანურ ზეგანს ანუ ახალქალაქის პლატოს, წალკის,გომარეთისა და დმანისის პლატოებს.( ანუ ქვემო ქართლის პლატოებს).

რელიეფის რომელი ტიპია დაკავშირებული:

კირქვებთან–––დაკავშირებულია კარსტული რელიეფის ფორმები მღვიმეები: მაგ: ახალი ათონის, ცუცხვათის,ბზიფის ქედზე– კარსტული უფსკრული თოვლიანა ერთერთი ყველაზე ღრმა მსოფლიოში.

ვულკანურ ქანებთან: ვულკანური მასივები, ლავური ნაფენები.

მყინვარების თანამედროვე მოქმედებასთან: მყინვარული ანუ გლაციალური ტიპის რელიეფი( მხოლოდ კავკასიონზე)

ძველ გამყინვარებასთან: ფორმები– პალეოგლაციალური,–ტროგები , ცირკები,(კავკასიონზე. მცირე კავკასიონზე)

წყლის ეროზიულ მოქმედებასთან–(ზედაპირულ;ი წყლებით გადარეცხვასთან)–ხეობები, ხრამები, ხევები.

მდინარეების მიერ გადატანილი მასალის დაგროვებასთან: დაკავშირებულია ალუვიური ვაკეების წარმოქმნა(შიდა ქართლი , ქვემო ქართლის ალაზნის ვაკეები)

ეროზიულ დენუდაციური რელიეფი დაკავშირებულია ქანების გადარეცხვა –გადატენესთან. წარმოიქმნება ეროზიულ –დენუდაციური რელიეფი(იყო მთა დაიშალა ,წარმოიქმნა ვაკე)

არიდულ(მშრალ) –დენუდაციურ ფორმებს ვხვდებით ივრის ზეგანზე– ბედლენდები ანუ უნაყოფო მიწები.

სასარგებლო წიაღისეული

ნავთობი– სამგორ პატარძლეული, ტიბაანი. მირზაანი, ტარიბანა შირაქი, სუფსა–ჭალადიდი

ქვანახშირი– ტყიბულ–შაორი (30%) ტყვარჩელი, ახალციხის მურა ნახშირი.

ტორფი– გამოიყენება საქართველოში სასუქად–მდ. ფიჩორა, იმნათი

ანდეზიტი– ბაკურიანი ყაზბეგი

მანგანუმი– ჭიათურა ( აკაკი წერეთელი 1876წ) აჯამეთ-ჩხარის და შქმერის;

მარმარილო –ლოპოტა, სალიეთი,შროსა, სადახლო.

კირქვა,მერგელი-კასპი.

აქატი-ახალციხე, მარნეული;

დოლომიტი-აბანო,ტყვარჩელი;

დიატომიტი- ახალციხე;

დარიშხანი- ცანა(სვანეთი,) ლუხუმი( რაჭა)

მინერალური წყლები-იცით…

ბარიტი-ჩორდი(რაჭა)

ბენტონიტური თიხები-გუმბრინი(იმერეთი) ასკანა(გურია)

ტორფი-ფიჩორა, იმნათი

 

მოსახლეობის გეოგრაფია

თემა: მოსახლეობის გეოგრაფია
1. მოსახლეობის რაოდენობა, ტერიტორიული განლაგება და დინამიკა;
2. დემოგრაფიული მდგომარეობა და მიგრაცია;
3. ქალაქების და სოფლების გეოგრაფია. ურბანიზაცია;
4. ეთნიკური ჯგუფები და რელიგიები;
5. ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობა

საკითხი 1.მოსახლეობის რადენობა , ტერიტორიული განლაგება და დინამიკა;
რაზე ვისაუბროთ:

1)რა არის მოსახლეობის დინამიკა ( მოსახლეობის რაოდენობის ცვლა დროის გარკვეულ შუალედში)

2) რამდენი ვართ ჩვენ? 2002 წლის აღწერით 4601500კაცი) რა არის აღწერა.? რამდენი აღწერა ჩატარდა საბჭოთა პერიოდიდან დღემდე ? ( სულ 6 , 1- ლი 1921 წელს , ბოლო 2002.) რა მიზნით ატარებენ დღეს აღწერებს.)

3)რა არის კამერალური აღწერა.———–( არის კაბინეტური – ჩატარდა 1801 წელს მოს. ღაოდ/იყო 785000 კაცი და -2006 წელს ასევე კამერალური მოს . რაოდ. 4401500 )

4) რა ვითარება იყო -60-80 იან წლებში – მექანიკური მოძრაობა უარყოფითი იყო , ბევრი ხალხი გადიოდა ქვეყნიდან რუსული პოლიტიკის გამო, მაგრამ შობადობა იყო მაღალი და ამიტომ მოსახლეობის რაოდენობა მაინც იზრდებოდა.

5 )როდის შემცირდა მოსახლეობა ?— როცა ბუნებრივი მატება შემცირდა . 1990-1996 წლებში. ხოლო 1997 წელს სიკვდილიანობამ გადააჭარბა შობადობას.

6)რა არის მოსახლეობის სიმჭიდროვე და როგორ გამოითვლება იგი : — არის მოსახლეობის რაოდენობა 1კვ / კმ ზე ` უდრის მოს. რაოდენობა გაყოფილი ტერიტორიის ფერთობზე. საქართველოში სიმჭიდროვე = 63 კაცს ( 1989 წელს 77 კაცს) რეალური = 220 კაცს.

7) როგორია მოს განლაგება ზღვის დონიდან —0 დან – 800 მ მდე 89 % 800-1800 მ მდე 9 % , 2400 მეტრის ზევით მუდმივი მოსახლეობა არ არის.

8) მოს ტერიტორიული განლაგება : კავკასიონის მტიანეთში 4 % . მთათაშორის ბარში 8 8 % ხოლო სამხრეთ მთიანეთში 8 %.
9 )რა არის დინამიკის განმსაზღვრელი ფაქტორი: ბუნებრივი და მექანიკური მოძრაობა. 10) როგორია კვლევის შედეგად გრაფიკული გამოსახულება? ( გრაფიკი – ერთ ღერძზე მოს რაოდ . მეორეზე წლები, ან ტერიტორიის ფერთობი და ა.შ.
თემა: დემოგრაფიული მდგომარეობა და მიგრაციები.
რაზე ვისაუბროთ :
1) რა არის ბუნებრივი მოძრაობა. რა ფაქტორები განაპირობებს სიკვდილიანობას და შობადობას ( ფერტილური ასაკის მოსახლეობის სიჭარბე, სოციალური მდგომარეობა , რელიგია ტრადიციები . ყოფითი ,განათლება, მედიცინა, ქალთა უფლებები , ურბანიზაცია. Gგეოგრაფიული გარემო .პოლიტიკური მდგომარეობა და ა.შ. )

2) რა არის შობადობის ( სიკვდილიანობის კოეფიციენტი . როგორ გამოითვლება იგი? როდის არის ბუნებრივი მატება? კკლება? )

3) 60-80 წლებში იყო ბუნ/ მატება , 1991 წლიდან რატომ დაიწყო კლება ? — ( შობადობა ნაკლებია- 1997 წლიდან – ხოლო 2002 წელს 2ჯერ ნაკლები ბავშვი დაიბადა ვიდრე 1989 . 2006 წელს დაიწყო მატება —.კოეფიციენტი = 1, 3 პრომილეს)

4)სად არის საქართველოში ყველაზე მაღალი მატება? კლება? (მაღალი აჭარა- მუსულმანები, შიდა ქართლი – სომხები ), მოსახლეობის კლება— სვანეთი ,რაჭა –ლეჩხუმი, მთიანი რეგიონები.)

5) ბუნებრივი მატების ხასიათი განსაზღვრავს აღწარმოებას. აღწარმოება არის თაობათა ცვლის და განახლების პროცესი. არსებობს მარტივიაღწარმოება( როცა შვილების თაობა თითქმის იგივეა რაც მამების) . რთული( მამების მეტია ) , და შეზღუდული ( შვილების მეტია . საქართველო ახლა მარტივიდან გადავიდა შეზღუდულ აღწარმოებაზე.)

6) რას ნიშნავს ახალგაზრდა და დაბერებული ერები ?

7) რას ნიშნავს მიგრაცია?იმიგრანტი, ემიგრანტი? რეემიგრანტი? Mმიგრაციის სალდო?( თუ იმიგრანტი მეტია საქლდო დადებითია .)

8) რა არის მიგრაციის მოტივაცია, დროის ფაქტორი. -(მუდმივი და დროებითი—სეზონური, ქანქარისებური) ტერიტორიული ფაქტორი ( შიდა და გარე)

9)რამდენი მიგრაციის ტალღა იყო საქართველოში : 3. 1921 –ჟორდანია, ქაქუცა ჩოლოყაშვილის დროს, 1945 მეორე მსოფლ, ომის დროს და 1991- სსრკ დაშლის შემდეგ. როცა მოსახლეობა შემცირდა 20 % ით.

10) ვინ არის ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული პირი?
რა ვითარებაა ახლა?
ქალაქებისა და სოფლების გეოგრაფია
ურბანიზაცია
რაზე ვისაუბროთ:
1)ქალაქის განსაზღვრის საყოველთაო კრიტერიუმი.საქართველოში რას ეწოდება ქალაქი.რა არის მონოფუნქციური და პოლიფუნქციური ქალაქი. რამდენია თბილისის მოსახლეობა (1095000).რამდენჯერ ჩამორჩება Qქუთაისი თბილისს.
2) რა არის ურბანიზაცია? რამდენია საქართველოში ურბანიზაციის დონე (52% , ქალაქის მოსახლეობის 40 % თბილისზე მოდის .) რურბანიზაცია? Uურბანიზაციის ხარისხი?სუპერურბანიზაცია? რურალიზაცია? Bბიდონვილი?
დასახლლებათა სისტემა ? მეგაპოლისი?
3) ქალაქების დაჯგუფებას წარმოშობის დროისა და მიზეზების მიხედვით გენეტიკური კლასიფიკაცია ეწოდება. ჩამოთვალე ძველი( ქუთაისი , ვანი ციხე- გოჯიმცხეთა უფლის ციხე ) შავი ზღვის სანაპიროს ბერძნული კოლონიები – პიტიუნტი, დიოსკურია, გიენოსი, ფასისი ) , , კაპიტალიზმის დროს წარმოშობილი,ხასური , ზეცტაფონი, ბორჯომი ჭიათურა ) დამუშავებითი მეურნეობის განვითარების დროს წარმოშობილი, ( ,ჭიათურა, ტყიბული, ტყვარჩელი, მადნეული ,) საკურორტო , სამხედრო სტრატეგიული მიზნით შექმნილი – ( თბილისი , გორი, თელავი, სიღნაღი, ახალციხე )
4) რამდენი სოფელია საქართველოში ?( 1989 წ-. 4314, 2002 წელს 3668 სოფ. -162 მათშორის მუდმივი მოსახლეობის გარეშე. Aმას უნდა დაემატოს 494 აფხაზეთის და 358 სამხ. ოსეთის სოფლები სადაც აღწერა არ ჩატარებულა.
5) რამდენი კაცია პატარა სოფლებში (200 ) საშუალო 200დან 1000 ) და დიდ (1000 მეტი) რეგიონების მიხედვით — კახეთში- 1150 კაცი საშუალოდ , იმერეთში- 690, რაჭა- ლეჩხუმში- 165, საშუალოდ საქართველოში —569 კაცი.
Pპატარა სოფლებს გაქრობა ემუქრება! რატომ?
ყველაზე დიდი სოფლებია : სადახლო -9500 დიღომი 8800 , ყარაჯალა 8000 კაცი.

ეთნიკური ჯგუფები , და რელიგიები

რაზე ვისაუბროთ:
1) რა არის ეთნოსი ? ეთნოგენეზი? (ეთნოსის წარმოშობის და განვითარების პროცესი)
2) როგორი იყო ქართველების ხვედრითი წილის დინამიკა ? ( 90 იან წლებში 90 % ; 1939წ. 60 % მდე დავიდა, რადგან რუსეთის იმპერია აყო დაინტერესებული დაესახლებინა სხვადასხვა ეროვნების ხალხები და გაეტარებინა გათიშე და იბატონეს პრინციპი .1989წ ეს მაჩვენებელი გაიზარდა , 2002წ 83,8 % შეადგინა.
3) საქართველოში ქართველების გარდა აფხაზები ერთადერთი ხალხია ჩვენს ქვეყანაში რომელთაც სხვა სამშობლო არ აქვთ. 1886 წლისთვის აფხაზების რაოდენობა 38 ათასს არ აღემატებოდა და ისინი გუდაუთასა და ოჩამჩირეში ცხოვრობდნენ, სოხუმში ამ პერიოდში სულ 3 აფხაზი ცხოვრობდა , 1989 –წელს 96 ათასი აფხაზი, 2002 წ – აფხაზეთის მთელი მოსახლეობა 240 ათასს უდრიდა საიდანაც აფხაზი 70 ათასი იყო. O
4) სხვა ეროვნებებიდან ყველაზე მეტნი იყვნენ სომხები 437 ათასი, აზერბაიჯანლები 307 ათასი , რუსები 341 ათასი . დარჩნენ-67 ათ.
5) რელიგიური ჯგუფებიდან საქართველოში ცხოვრობენ ქრისტიანული რელიგიის მიმდევრები –მართმადიდებლები(ქართველები, რუსები, ბერძნები, ოსები ) , კათოლიკეები( ქართველები , ასირიელები,პოლონელები) გერმანელები- ლუთერანები, იეღოველები, 50 იანელები , ცოტა დარჩნენ სტაროვერცები და მალაკნები – თეთრიწყაროს რაიონში. აAსევე –დუხობორები, სომხები- გრიგონიანელები. Mუსულმანური რელიგიის ქართველები, ქისტები , დაღესტანელები, ოსების ნაწილი, აფხაზები. Qქურთები- იეზიდები. Eებრაელები- იუდეველები.-( ცხოვრობდნენ თბილისში , ქუთაისში , სურამში, რაჭაში)
6) ქართველური ენების გგუფს მიეკუთვნება ქართული . სვანური მეგრული და ლაზური ენები.საქართველოსი 17 დიალექტია. Mსოფლიოს 14 დამწერლობიდან ერტი ქართული დამწერლობაა. დიალექტში გამოიყოფა კილოები. ქართული გვარები აქვთ არაქართველებს: ებრაელებს, ქისტებს , ოსებს, და აფხაზებს.
ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობა.
რაზე ვისაუბროთ;
1) დაას ახელეთ მატერიალური წარმოების დარგები ? არამატერიალური წარმოების ?
2) რა არის ეეპ და ეშპ? როგორ გამოითვლება 1 სულ მოსახლეზე?
3) როგორია სახელმწიფოების კლასიფიკაცია ამ ნიშნით/ ?
4) რამდენი იყო საქართველოში ეშპ 1 სულზე ? როგორ შეიცვალა ? რამდენია დღეს?

კავკასია და საქართველო

კავკასიის    რეგიონი

კავკასიის რეგიონი მდებარეობს შავ და კასპიის ზღვებს შორის.ჩრდილოეთით ესაზღვრება ყუმა– მანიჩის ღრმული , სამხრეთით საზღვარი ემთხვევა საქართველოს, სომხეთისდა აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარს თურქეთთან და ირანთან. კავკასიის ფართობი 440 ათასი კმ2.მოიცავს ამიერკავკასიას ( საქ. სომხ. აზერბ.) და იმიერკავკასიას ( რუსეთის ფედერაციის რესპუბლიკებს და მხარეებს: კრასნოდარის და სტავროპოლის მხარეები, ყარაჩაი–ჩერქეზეთი, ადიღე, ყაბარდო–ბალყარეთი , ჩრდ. ოსეთი , ინგუშეთი ,ჩეჩნეთი, და დაღესტნის რესპ.)

კავაკასიაში მცხოვრები ერების ენათა ჯგუფები Read the rest of this entry

საქართველოს სახელმწიფო საზღვარი

ჩრდილოეთით – იწყება დაბა ლესელიძესთან, მიუყვება მდინარე ფლოუს, ჩრდ. საზღვარი ჩრდილოეთიდან ემთხვევა კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედს,(მოიცავს მარუხის. ქლუხორის, ბეჩოს, წანერის, მამისონის ზეკარის, ერწოს , როკის უღელტეხილებს).
მთა ვაციქპარსიდან ( ან მთა ზილგახოხიდან ) შავ კლდემდე საზღვარი გადადის ჩრდილო ფერდობზე, იქ , სადაც მდინარეების თერგის, ასას, არღუნის და სულაკის აუზებია და სადაც ცხოვრობენ პირიქითას ხევსურები, თუშები და მოხევეები. მთა დიკლოსმთიდან მთა ტინოვროსომდე საქ. ჩრდ. საზღვარი კვლავ კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედს მიუყვება (ამ მონაკვეთზე ყადორის უღელტეხილია).

აღმოსავლეთ საზღვარი იწყება: მთა ტინოვროსოდან, გასდევს მდ.მაწისწყალს , ლაგოდეხისწყლის და ალაზნის ხეობებს, კვეთს ალაზნის ვაკეს და აღწევს მინგეჩაურის წყალსაცავამდე.

სამხრეთ საზღვარი მინგეჩევირის წყალსაცავიდან გასდევს მდინარე ივრის მარცხენა ნაპირს, შემდეგ იორ–მტკვრის შუამდინარეთს, კვეთს ჯანდარის ტბას, მტკვრის და ხრამის შეერთების ადგილს წითელ ხიდთან, მიუყვება მდინარე დებედას, გაივლის ლოქის ქედის თხემზე,შემდეგ ჯავახეთისა და სამსარის ქედებზე, კვეთს ნინოწმინდა–ერევნის საავტომობილო მაგისტრალს, ჯავახეთის ვულკანურ ზეგანს, თითქმის შუაზე ჰყოფს ხოზაფინის ანუ კარწახის ტბას, მეორედ კვეთს მდინარე მტკვარს სოფელ ვარძიასთან; აქედან მიუყვება ერუშეთის მთიანეთს, მდ. ფოცხოვისწყალს, არსიანის ქედს , ადის შავშეთის ქედის თხემზე,კვეთს მდინარე ჭოროხს, ლაზისტანის ქედის ჩრდ. აღმ. ფერდობს და სოფელ სარფს კვეთს შუაზე.