.
მეურნეობა იყოფა ორ ნაწილად: მატერიალური და არამატემატერიალური წარმოების დარგებია:(მოცემულია ზემოთ სქემაში)
მატერიალური წარმოების დარგებია:
1) მრეწველობა (იგი მოიცავს: მოპოვებით და დამუშავებით დარგებს)
სათბობ-ენერგეტიკული,მანქანათმშენებლობა, მეტალურგია, ქიმიური მრეწველობა, ხე-ტყის მრეწველობა, მსუბუქი მრეწველობა, კვების მრეწველობა
2) სოფლის მეურნეობა (მემცენარეობა და მეცხოველეობა)
3) ტრანსპორტი(სარგინიგზო, საავტომობილო, საავიაციო, საზღვაო, მილსადენი, ელექტრონული, სამდინარო რომელიც არ გვაქვს საქართველოში)
4)კავშირგაბმულობა(ფოსტა, რადიო, ტელევიზია, ინტერნეტი, მობილური, ფიჭური, ტელეგრაფი,)
5) ვაჭრობა(საშინაო და საგარეო)
6) მშენებლობა(სახლები, ხიდები , გვირაბები და ა.შ)
არამატერიალური ( არასაწარმოო)დარგებია: 1) განათლება 2) ჯანდაცვა 3) სპორტი 4) ადმინისტრაციული მართვა 5) საშინაო კომუნალური მეურნეობა 6) ტურიზმი
7) მომსახურეობის სფერო( ბანკები, სასტუმროები, კაზინოები, სალონები და ა.შ.)
რაც უფრო მაღალგანვითარებულია ქვეყანა მით უფრო კარგათ ავს განვითარებული მომსახურეობის სფერო.
განვითარებული ქვეყნების მეურნეობის სტრუტურაში წამყვანი ადგილი აქვს მომსახურეობის სფეროს, მეორე ადგილზე- ინდუსტრია, მესამეზე- სოფლის მეურნეობა(ზოგჯერ 3 დან 5 პროცენტამდე)
მეურნეობის პირველადი დარგებია:მოპოვებითი,(სოფლის მეურნეობა, წიაღისეული)
მეორადი-დამუშავებითი,ასევე მშენებლობა ,მესამეული დარგები- სქემაშია ქვემოთ.

განვიხილოთ თვითოეული დარგი:
მრეწველობის დარგები მოიცავს: მოპოვებით და დამუშავებით მრეწვწლობას.
მოპოვებითი–ტყის ექსპლუატაცია, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება, ენერგიის წარმოება, თევზჭერა.
დამუშავებითი : მანქანათმშენებლობა, ქიმიური მრეწველობა, მსუბუქი მრეწვწლობა, მეტალურგია- შავი და ფერადი მეტალურგია,კვების მრეწველობა და ა.შ.)
- სათბობ ენერგეტიკული მრეწველობა, რომელიც შედგება სათბობის მოპოვებისა და ენერგეტიკისგან.
ენერგეტიკა
ენერგეტიკის ტრადიციული დარგებია:
1.ჰიდროელექტროსადგურები- მუშობს წყალზე)
2.თბოელექტროსადგურები( სათბობი- ქვანახშირი,ნავთობი, , ბუნებრიი აირი, ნავთობი, საწვავი ფიქლები, საყოფაცხოვრებო ნარჩენები)
3.ატომური ელექტროსადგურები(იყენებს ურანს.)
სათბობის მრეწველობა : ნავთობი, ბუნებრივი აირი, ქვანახშირი, ტორფი, საყოფაცხოვრებო ნარჩენები, საწვავი ფიქლები.
ლიდერი ქვეყნები: მდინარის წყლის გამოყენებით – ლათინო ამერიკა; ქვანახშირის გამოყენებით – ჩინეთის; ბუნებრივი აირის გამოყენებით – რუსეთი.
სამახსოვროები:
ნავთობი – მსოფლიოს ყოველწლიურად 3 მლრდ. ტონა იწარმოება. დაზვერილი მარაგი – 300 მლრდ.ტ (ძირითადი აზიაში). ნავთობი ძირითადი ნედლეულია ქიმიური მრეწველობისთვის, რისგანაც 200-ზე მეტი დასახელების პროდუქცია იქმნება.
ნავთობის მომპოვებელი ქვეყნებია: საუდის არაბეთი, კუვეითი, ირანი, ერაყი, არაბთა გაერთიანებული ემირატები, რუსეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, თურქმენეთი, უზბეკეთი. ასევე ინდონეზია, ჩინეთი, აფრიკიდან – ნიგერია. ლათინო ამერიკიდან – ვენესუელა და მექსიკა. განვითარებული სამყაროდან: აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი და ნორვეგია.
ნავთობ პროდუქტებია: ნავთი, ბენზინი, მაზუთი, საპოხი ზეთები.
ქვანახშირი კვლავ რჩება ენერგიის უმთავრეს წყაროდ.
ნახშირი – თბოენერგო ენერგეტიკის და მეტალურგიის ნედლეულია.
შახტური წესით მოიპოვებენ – (აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია).
კარიერული წესით – ჩინეთი, ავსტრალია, კანადა, კოლუმბია, ინდონეზია.
გერმანია – რურის, პოლონეთი – სილეზიის, საფრანგეთი – ჩრდილო ნაწილი, აშშ.
ბუნებრივი აირი – მარაგი 150 ტრლნ. ტ. მოპოვება 3 ტრლნ. მეტრ/კუბს.
მოპოვება:ჩრდ. ზღვის, მექსიკის ყურის, სამხ-აღმოსავლეთ აზიაში.
ძირითადი მარაგი: რუსეთი39%; აშშ, კანადა, თურქმენეთი და სპარსეთის ყურის ქვეყნები- 32%.
ელექტროენეერგეტიკა
• მსოფლიოში მოხმარებული ენერგიის 40% ზე მეტი ელექტრიენერგიაზე მოდის.
• ყველა ქვეყნის ელ-სადგურების საერთო სიმძლავრე 3 მლნ მეგავატია.
• წლიური გამომუშავება 12.5 ტრილიონის კილოვატი/საათია.
• 2.3 თბიელექტროსადგურებზე მოდის, 0.2 ჰიდროელექტროსადგურებზე, მე-3 ადგილზე- ატომური ელ-სადგურები 13%.
• ჰესებით გამომუშავებული ელ-ენერგია ყველაზე იაფია და ეკოლოგიურად სუფთა.
გამოირჩევა : ნორვეგია, ნეპალი, ისლანდია, ტანზანია და შრი-ლანკაში ენერგიის 9/10 ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის/
• ჰიდროელექტროსადგურებს წამყვანი ადგილი უკავია : შვეიცარიაში, კანადაში, ვენესუელაში, ჩილესა და სამხ. ამერიკის არაერთ ქვეყანაში.
• მაქსიმალური გამოყენების მაჩვენებლით გამოირჩევა იაპონია, აშშ, კანადა, ევროპის მრავალი ქვეყანა.
ატომური ელექტრო სადგურები : ენერგიის 2/3 ატომურ სადგურებზე მოდის საფრანგეთში, ლიტვასა და მელგიაში.
დამუშავებითი მრეწველობა:
- 2. მსუბუქი მრეწველობა: საფეიქრო, ტყავ-ფეხსაცმლის – საგალანტერიო, ქსოვილების წარმოება და (აბრეშუმის, შალის, და ა.შ.)
3.მანქანათმშენებლობა: მსუბუქი და მძიმე მანქანების წარმოება, სასოფლო სამეურნეო ტექნიკის, ტვითმფრინავმშენებლობა, ვაგონმშენებლობა, ძუსტი ხელსაწყოთმშენებლობა(კომპიუტერული, მობილურები და ა.შ.საყოფაცხოვრებო ტექნიკის და ა/შ.)
4.ქიმიური მრეწველობა: საყოფაცხოვრებო ფხვნილები და ნაწარმი, ფარმაცეფტული, პარფიუმერია, სასუქები და ა.შ.
- კვების მრეწველობა:ხორცპროდუქტების წარმოება, პურ-ფუნთუშეულის, საკონსერვო, მარცვლეულის რძის და ზვის პროდუქტების და ა.შ.
- შავი და ფერადი მეტალურგიის:
შავი მეტალურგიის წარმოება:იყენებს ქრომს,დარიშხანს ,რკინას.
არსებობს სრული ციკლის მეტალურგიული კომბინატი- რომელიც უშვებს თუჯს, ფოლადს და ნაგლინს, და არასრული ციკლის მეტალურგიული კომბინატი. რომელიც უშვებს მხოლოდ ორს.
ფერადი მეტალურგია:
მსუბუქი ფერადი მეტალების წარმოება, როგორიცააალუმინის ბოქსიტები. მისი წარმოების დროს ითვალისწინებენ იმას ,რომ მისი გადატანა დიდ მანძილზე რენტაბელურია რადგან შედარები დიდი რაოდენობით ფერადი მეტალია ქანსი, მაგრამ იმისთვის ,რომ რენტაბელური(მომგებიანი )იყოს წარმოება საჭიროა დიდი რაოდენობით წყალი და ელეწტროენერგია, სასურველია იაფი.
მძიმე ფერადი ლითონების შხვევაში(სპილენძი, ტყვია-თუთია,ნიკელი, კალა) ლითონის შემცველობა მცირეა ამიტომ ჯობს ადგილზევე იქნეს გადამუშავებული, წინააღმდეგ შემთხვევასი მისი მიღება არარენტაბელური იქნება.
- ხე-ტყის და საშენ მასალათა მრეწველობა:ავეჯის,ქაღალდის,წებოს და 20000 ზე მეტი დასახელების ნაწარმის მიღება.
საშენ მასალათა მრეწველობა: იყენებს ქვიშაქვას, ტუფს,მარმარილოს,გრანიტს, ბაზალტს, მერგელს, გადაამუშავებს და იღებს ცემენტს,საამშენბლო კონსტრუქციებს, კერამიკულ ნაწარმს აგურს და ა.შ.
სოფლის მეურნეობა სოფლის მეურნეობა არის მატერიალური წარმოების დარგი, რომლის დანიშნულებაა მოსახლეობის მომარაგება კვების პროდუქტებით და ნედლეულით. იგი აწვდის ნედლეულს მრეწველობის სხვა და სხვა დარგებს.(მაგალითად: ტყავ –ფეხსაცმლის , საგალანტერიო და სხვა)
სოფლის მეურნეობა იყოფა დარგებად:მეცხოველეობა და მემცენარეობა.
მეცხოველეობა-მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი საქონელი, მეფრინველეობა, მებოცვრეობა მეფუტკრეობა,მეაბრეშუმეობა.
მემცენარეობა: ერთწლიანი, მრავალწლიანი და ტექნიკური კულტურები(თამბაქო, მზესუმზირა, შაქრის ჭარხალდა შქრის ლერწამი, ბამბა და სხვ.).
კავშირგაბმულობა: (ფოსტა, რადიო, ტელევიზია, ინტერნეტი, მობილური, ფიჭური, ტელეგრაფი, ფაქსი)
ტრანსპორტის გეოგრაფია
ტრანსპორტი მატერიალური წარმოების დარგი, რომელიც დაკავშირებულია მგზავრების გადაყვანასთან და ტვირთის გადატანასთან.
ტვირთბრუნვა არის ტვირთის გადატანა გარკვეულ დროში გარკვეულ მანძილზე და იზომება ტონა კილომეტრებით. კონკრეტული ობიექტების შემთხვევაში, როგორიცაა აეროპორტები ნავსადგურები,სარკინიგზო სადგურები , გამოითვლება წლის განმავლობაში მიღებული და გაგზავნილი ტვირთების ჯამით. (იზომება ტონებში).
ტერმინები:
მგზავრბრუნვა არის გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა გარკვეულ დროში, გარკვეულ მანძილზე იზომება მგზავრთ / კილომეტრებით. კონკრეტული ობიექტების შემთხვევაში, როგორიცაა აეროპორტები ნავსადგურები,სარკინიგზო სადგურები , გამოითვლება წლის განმავლობაში მიღებული და გაგზავნილი მგზავრების რაოდენობის ჯამით.
ტრანზიტი არის ტვირთის ანუ მგზავრის გატანა ერთი პუნქტიდან მეორეში, მესამეს გავლით. მაგისტრალი – მთავარი სატრანსპორტო გზა .
სატრანსპორტო კვანძი არის სატრანსპორტო გზების გადაკვეთაზე მდებარე პუნქტი რომელშიც თავს იყრის რამდენიმე სახის ტრანსპორტი და ხდება მათ შორის ტვირთის გაცვლა.
სამახსოვროები:
საქართველოში: პირველი სარკინიგზო მაგისტრალი შეიქმნა 1872 წელს, ფოთი – ზესტაფონის დამაკავშირებელ ხაზზე. ამჟამად საქართველოში რკინიგზის სიგრძე 1600 კმ-ია. ვიწრო ლიანდაგიანი რკინიგზა გვაქვს ბორჯომ – ბაკურიანში. საავტომობილო გზების სიგრზე არის 22 ათასი კმ. საზღვაო ტრანსპორტის ინტენსიური განვითარება დაიწყო 1967 წელს. სამახსოვროები პირველად რადიო შეიქმნა 1925 წელს. შავ-თეთრი ტელევიზია – 1957 წელს. ფერადი ტელევიზია კი – 1968 წელს. რეკრეაციული მკურნალობა იგივეა რაც საკურარტო მეურნეობა და ტურიზმი. კურორტი არის ტერიტორია სადაცა არის ხელსაყრელი პირობები დასვენებისა და მკურნალობისთვის.
ვაჭრობა
ექსპორტი – საქონლის გატანა საზღვარგარეთ რეალიზაციისთვის. იმპორტი – საზღვარგარეთიდან გასაყიდად შემოტანა.
ვაჭრობის სალდო= ექსპორტ- იმპორტი . სალდო დადებითია თუ ექსპორტი მეტია იმპორტზე.
სავაჭრო ბალანსი= ექსპორტ – იმპორტი;
საქონელბრუნვა= ექსპორტს+ იმპორტი;
You must be logged in to post a comment.