Category Archives: გლობალური პრობლემების გეოგრაფია

G გლობალიზაცია

გლობალიზაციის არსი და ნიშნები

ტერმინი გლობალიზაცია პირველად 1983 წელს გამოჩნდა და ამ ტერმნით ცალკეულ პროდუქტთა ბაზრების შერწყმის მოვლენა აღინიშნა. ხოლო გლობალიზაცია იმ ფართო მნიშვნელობით,რომელიც ერთიანი მსოფლიო საზოგადოების ჩამოყალიბებას, ეროვნულ და სახელმწიფოებრივ განსხვავებულობის თანდათანობით წაშლას, საზღვრებისა და შეზღუდვების გაუქმებას გულისხმობს, 1990 წლიდან გამოიყენება.

განასხვავებენ გლობალიზაციის ხუთ სხვადასხვა შინაარსობრივ დატვირთვას. პირველია internacionalizacia, roca globalizaciaSi gulisxmoben saxelmwifoTa Soris kavSirebis gaaqtiurebas da sazRvrebis rolis ganuxrel Semcirebas; meorea liberalizacia, rac gamoixateba Ria integrirebul ekonomikaSi da mosaxleobis Tavisufal mimosvlaSi; mesame mniSvnelobiT globalizacia aris universalizacia anu materialuri Tu sulieri Rirebulebebis farTod gavrceleba msoflios nebismier kuTxeSi; meoTxe mniSvnelobiT(ase aRiqmeba is ganviTarebad qveynebSi da gansakuTrebul gaRizinaebas iwvevs) globalizacia aris dasavluri civilizaciis rolis gabatoneba anu vesternizacia da pirvel rigSi misi amerikuli forma; dabolos, globalizacia ganixileba deteritorizaciis mniSvnelobiT, roca geografiuli adgilmdebareoba, manZili da teritoiriuli sazRverbbi TavianT pirvandel mniSvnelobas kargavs.

cxadia globalizacia Zalze rTuli da mtkivneuli procesia. gardauvalia, eraTi mxriv, globaluri politikuri, ekonomikuri Tu kulturuli procesebis da, meore mxriv adgilobrivi(lokaluri) interesebis Tanaarseboba, romlebic zogjer avseben, xsir SemTxvevaSi ki, upirispirdebian erTmaneTs. amitom globalizacia sxvadasxva regionSi sxvadasxvagvarad vlindeba. globaluri procesebis regionuli ganviTarebis scenaris, maT lokaluri Tavisebuerebis gamosaxatavad gamoiyeneb termini-glokalizacia.

Gglobalizacia: miTi Tu realoba?

Gglobalizacia, rogorc rTuli da winaaRmdegobrivi procesi, SeuZlebelia calsaxad SevafasoT amitom gamoyofen mkvlevarTa sam kategorias: hiperglobalistebs skeptikosebs da transformacionistebs.

Hhiperglobalistebi amtkiceben, rom globalizacia Tvisobrivad sruliad axali eraa kacobriobis istoriaSi, romelsac Tamamad SeiZleba ewodos globaluri era. maTi azriT eri-saxelmwifoebis epoqa damTavrda.ekonomikurma globalizaciam warmoebis, vaWrobis d finansebis transnacionaluri qselis Camoyalibebis meSveobiT ekonomikis denacionalizacia gamoiwvia. es aris sazRverebs gareSe ekonomika, romelsac emorCileba saxelmwifo. Sesabamisad erovnuli saxelmwifos roli ganuxrelad sustdeba, iSleba Zveli ierarqia, Cndeba da Zlierdeba axali faseulobebi, rac erTiani, globaluri civilizaciis Camoyalibebis winapirobas qmnis.

TviT hiperglobalistebic araerTgvarovnad afaseben globalizaciis process: Tu neoliberalebi progresulad miiCneven sabazro principebis dominirebas saxelmwifo xelisuflebaze, neomarqsistebi Tanamedrove globalizacias globaluri kapitalizmis naTel gamovlinebas uwodeben. magram miuxedavad ideologiuri gansxvavebisa, orive Tanxmdeba, rom globalizacia upirveles yovlisa, ekonomikuri movlenaa, romelzec damokidebulia politika.

skeptikosebs TavianTi mosazrebis dasadastureblad xSirad mohyavT statistikuri monacemebi. kerZod 1870-1914 wlebSi urTierTobis intensifikacia nacionalur ekonomikebs Soris gacilebiT maRali iyo vidre dRevandel dRes. Aase rom gobalizacia miTia.saerTaSoriso ekonomikaSi globalizaciis nacvlad saqme gvaqvs regionalizaciasTan, radgan msoflio ekonomika viTardeba sami mTavari savaWro safinanso blokis mimarTulebiT- CrdiloeTi amerika, evropa, azia-wynari okeanuri sartyeli.

skeptikosebisTvis sruliad miuRebelia eri-saxelmwifoebis epoqis dasruleba. maTi azriT saxelmwifo aris da iqneba msoflio politikis ZiriTadi aqtori.

transformacionistebi ar iziareben hiperglobalistebis mosazrebas imis Taobaze, rom Tanamedrove periodi globaluri era, magram globalizacias arc miTad aRiqvmen. isini aRiareben rom saxelmwifoebis roli Semcirda, magram saxelmwifoTa sistemis kvdomaze laparakic zedmetia.ubralod saxelmwifoTa da regionTaSoris urTierTobam transformacia ganicada.

rac Seexeba mosaxleobas isini iyofian globalistebad-vinc pozitiurad uyurebs am process; antiglobalistebad-negatiurad uyureben da nawili ki neitraluri Sexedulebisaa.

Gglobalizaciis indeqsi

Gglobalizaciis procesis intensivobis gamosaxatavad anu ramdenadaa Cabmuli qveyana globalizaciis procesSi iyenebn specialur sidides-globalizaciis indeqsi. globalizaciis indeqsi izomeba asbaliani sistemiT

2010wlis monacemebiT globalizaciis jamuri indeqsis mixedviT pirvel adgilzea belgia(92,9) mas mosdeven avstria(92,5) niderlandebi(91,9) da Sveicaria (90,5).bolo adgilebs inawileben solomonis kunZulebi(26,3)Kkiribati (25,5) da mianma(20,7). Aam maCvenebliT (61,3) saqarTvelo msoflios 181 saxelmwifodan 69-e adgilzea.

Eekonomikuri kuTxiT yvelaze globalizebuli qveynebia singapuri, irlandia da luqsemburgi. xolo bolo adgilebzea CrdioloeT korea, kuba da kabo-verde. saqarTvelo 30_e saxelmwifoa.

politikuri gloalizaciis mixedviT pirvel adgilzea safrangeTi da mas mosdeven belgia da italia.autsaiderebi arian butani da kiribati. saqarTvelo 138-ezea

rac Seexeba socialur globalizacias pirveli sameulia Sveicaria, avstria da kanada, xolo siis bolos arian palau, aRmosavleT timori da CrdiloeT korea. saqarTvelo am moncemebiT 94-e saxelmwifoa.

გლობალური გეოგრაფია
ტესტები გეოგრაფიაში

1.რომელი ტერმინი არ ასახავს გლობალიზაციის შინაარსობრივ დატვირტვას?
ა.ინტერნაციონალიზაცია ბ.სოვეტიზაცია
გ.უნივერსალიზაცია დ.ვესტერნიზაცია
2 გლობალიზაციის უმთავრესი ნიშანი არ არის?
ა.ეროვნული საზღვრების მოშლა ბ.გლობალური ეკონომიკა
გ.გლობალური კულტურა დ.გლობალური დანაშაულის გამოვლენა
3გლობალიზაციის მკვლევართა რომელი კატეგორია არ არის ცნობილი გლობალისტიკაში?
ა.ინფორმატიკოსები ბ.სკეპტიკოსები
გ.ტრანსფორმაციონისტები დ.ჰიპერგლობალისტები
4.გლობალიზაციის ჯამური ინდექსის მიხედვით პირველ ადგილზეა:
ა.აშშ ბ. იაპონია გ.ბელგია დ. ავსტრია
5 . ეკონომიკური კუთხით ყველაზე გლობალიზებული ქვეყანაა:
ა.აშშ. ბ.გაერთიანებული სამეფო.გ.სინგაპური დ.იაპონია
6 პოლიტიკური გლობალიზაციის მიხედვით ლიდერობენ:
ა..საფრანგეთი, იტალია, გაერთიანებული სამეფო,
ბ. ბელგია , გერმანია, საფრანგეთი
გ. ბელგია, იტალია,საფრანგეთი
7. სოციალური გლობალიზაციის პირველ სამეულს განეკუთვნება:
ა.შვეიცარია,კანადა , ავსტრია
ბ.აშშ, იაპონია, გერმანია
გ.შვეიცარია, ნორვეგია , შვედეთი
8. ერი სახელმწიფოები ეწოდება ქვეყნებს :
ა.ერთეროვანი მოსახლეობის გამო.
ბ. ძველი ისტორიული დროიდან შემორჩენილ ქვეყნებს
გ. ქვეყნებს რომელშიც ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს,მოქალაქეთა ერთობას,სადაც საკუთარი სურვილით ირჩევენ მთავრობას
9. სახელმწიფოთა რიცხვი განსაკუთრებით სწრაფად გაიზარდა :
ა.პირველი მსოფლიო იმის შემდეგ
ბ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ
გ. სოციალისტური სექტორის დაშლის შემდეგ
10. სუპრასახელმწიფოებრივი მმართველობა გულისხმობს :
ა. ქვეყნის ადმინისტრაციული (შტატი ,პროვინცია, ოლქი და ა.შ.) როლის ზრდას
ბ.საბაზრო ეკონომიკის როლის ზრდას ქვეყნებში
გ.საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციების მზარდ გავლენას სახელმწიფოთა პოლიტიკაზე.
11.გლობალიზაციის მკვლევართა შორის ლიბერალ -ოპტიმისტების წარმომადგენელია
ა.ფრენსის ფუკუიამა ბ. ჯონ მირშეიმერი გ. სამუელ ჰანტინგტონი დ.რობერტ კაპლანი
12. .გლობალიზაციის მკვლევართა შორის რეალისტების წარმომადგენელია:
ა.. ჯონ მირშეიმერი ბ.ფრენსის ფუკუიამა დ.რობერტ კაპლანი
13.გლობალიზაციის მკვლევართა შორის რადიკალების წარმომადგენელია:
ა.ნოამ ჩომსკირი ბ. ჯონ მირშეიმედ. გ. სამუელ ჰანტინგტონი
14.1990 წლებში მსოფლიოში აღიარებულ იქნა კაცობრიობის განვითარების კონცეფცია, რომელსაც ეწოდება:
ა.“ზრდის საზღვრები“ ბ.“მდგრადი განვითარება“ გ.რომის კლუბის კონცეფცია“
დ.“სათბურის ეფექტი“
15.მსოფლიოს მოსახლეობის ბუნებრივი ნამატი სწრაფად იზრდება დემოგრაფიული გადასვლის:
ა.პირველ ფაზაში ბ.მეორე ფაზაში გ, მესამე ფაზაში დ. მეოთხე ფაზაში
16. რეგიონი სადაც ამჟამად შიმშილობა მოსახლეობის მაქსიმალური რაოდენობა არის:
ა.ავსტრალია და ოკეანეთი ბ.ლათინური ამერიკა გ.აფრიკა დ. აზია
17.იპოვეთ შესაბამისობა პრობლემასა და ქვეყნებს შორის.
პრობლემა ქვეყანა
1.საფრანგეთი ა.მაღალი შობადობა
2.აშშ ბ.მიგრაციები
3.ბანგლა-დეში გ.დეპოპულაცია
4.სუდანი, ერაყი დ.კონფლიქტური ზონები
ე.გადამეტსახლება
ვ.საერთაშორის მიგრაციები

18. იპოვეთ შესაბამისობა პრობლემასა და რეგიონებს შორის.
პრობლემა ქვეყანა

1.დას. ევროპა ა.დაბალი სიმჭიდროვე
აღმ. აზია ბ.დემოგრაფიული რეგულაციები
ჩრდ. ამერიკის აღმ სანაპირო გ.ლათინური ამერიკა
ურბანიზაციის პროცესები სწრაფი ზრდა დ.მაღალი სიმჭიდროვე
ე.შიდსის პრობლემა

19.იპოვეთ შესაბამისობა ქვეყნება და ტიპოლოგიურ ჯგუფებს შორის
სახელმწიფო ტიპოლოგიური ჯგუფი
1.იტალია ა.განვითარებადი ქვეყნები
2.ერაყი ბ .ახალი ინდუსტრიული ქვეყანა
3.ბრაზილია გ.მსოფლიოს რვიანის ქვეუანა
4.ინდოეთი დ.ნავთობმომპოვებელი ქვეყანა

20.იპოვეთ შესაბამისობა ქვეყნებსა და ორგანიზაციებს სორის რომელშიც ისინი არიან გაერტიანებულები:
ქვეყანა გაერთიანება
1.ვიეტნამი ა.ნავთობმომპოვებელი
2.ვენესუელა ბ.ევროკავსირი
3.სომხეთი გ.ასეანი
4საბერძნეთი დ.შავი ზღვის ორგანიზაცია

21.სეცესიაარის :
ა. ნაციონალიზმი
ბ. სეპარატიზმისაგრესიულიფორმა
გ. სეპარატიზმისფორმა, რომლისმოთხოვნაასრულიგამოყოფა.
22.რომელირეგიონისთვისარისდამახასიათებელიდეპოპულაცია?
ა. რუსეთისევროპულინაწილისთვის
ბ. ახლოაღმოსავლეთისთვის
გ. ლათინურიამერიკისთვის
23.რაარისექსპანსია?
ა.აგრესია, მძიმესახელმწიფოდანაშაული.
ბ. საერთაშორისოსისტემა
გ. სახელმწიფოტერიტორიისგაფართოებადაგავლენისსფეროსგავრცელებასხვაქვეყნებსადახალხებზე.
24.ევროკავშირისძირითადდოკუმენტს (რომელშიაცგანსაზღვრულიაწევრსახელმწიფოთასამართლებრივი ,პოლიტიკური, ეკონომიკურიდასხვავალდებულებები)
ა.მაასტრიხტისშეთანხმება
ბ.რომისშეთანხმება
გ.ამსტერდამისშეთანხმება
დ. მიერთებისშეთანხმება
25. რომელიამაღალიურბანიზაციისადამოსახლეობისდაბალისიმჭიდროვისქვეყნებისწყვილი?
ა. ჩინეთიდაიაპონია
ბ. კანადადაავსტრალია
გ. აშშდანიდერლანდები
26..ჩამოთვლილიტერმინებიდანრომელიშეესაბამება „ბუნებრივგარემოს“
ა.ბუნებრივიგარემოსისელემენტები, რომელიცმოქმედებსადამიანსადამისსამეურნეოსაქმიანობაზე
ბ. ბუნებისადაგარემოსურთიერთდამოკიდებულებარომელშიციგულისხმებაბუნებრივიპირობებისადარესურსებისრაციონალურიგამოყენება.
გ. ბუნებრივიანუმნიშვნელოდგარდაქმნილიაბიოტურიდაბიოტურიკომპონენტებისერთობლიობა.
27. რომელიტერმინიასახავსგაუდაბურებას.?
ა. ნახევარუდაბნოსფართობისზრდა.
ბ. ადამიანისმიერსაცხოვრებელიგარემოსმიტოვება
გ. არქტიკულიუდაბნოებისზრდა
28.გლობალური ენერგეტიკული პრობლემის გადაჭრის ყველაზე პერსპექტიული გზა არის:
ა.ენერგიის ბ.ატომური სადგურების აგება გ.ამოუწურავი ენერგიისრესურსების გამოყენება- ათვისება
29.ქალაქის პრობლემებს მიეკუთვნება:
ა.ატმოსფეროს დაბინძურება ბ.ქალაქის მყარი ნარჩენები
გ.ტრანსპორტი და ენერგომოხმარება დ.სამივე პასუხი სწორია
30. ჩასვით გამოტოვებული სიტყვები:
გლობალურ ეკოლოგიურ კრიზისს აუცილებლად მოჰყვება ……….. კრიზისი, ეპიდემიების ……….და ………….დაავადებების ზრდა, კვების პროდუქტების და სასმელი წყლის …………, მოსახლეობის რაოდენობის სწრაფი……… .
( შეიარაღებული, გავრცელება, ეკონომიკური,დაბინძურება, ამოწურვა , ომები,ონკოლოგიური, დემოგრაფიული,დაბინჩურება კლება.)
31.ბოლო წლებში განვითარებადი(მესამე სამყაროს ,ან პერიფერიის ) ქვეყნების აღსანიშნავად იყენებენ ტერმინს……….. ………, რადგანაც მათი უმრავლესობა ……….. ნახევარსფეროშია,ხოლო განვითარებულ ანუ …………ქვეყნებს უწოდებენ ………… ……….., რადგანაც ისინი …………ნახევარსფეროში მდებარეობენ.
(ბირთვის, მთავარ, გლობალურ სამხრეთს, გლობალურ ჩამორჩენილს, გლობალურ ჩრდილოეთს, ჩრდილო, სამხრეთ, დასავლეთ, აღმოსავლეთს)
32. სასურსათო პრობლემის გადაჭრის საქმეში …………ქვეყნებს დაეხმარა ე.წ …………
რევოლუცია,რისი საშულებითაც მათ შეძლეს დაეკმაყოფილათ მოთხოვნები ……..პროდუქტზე.და მაინც არასაკმარისი კვების „სარტყელი“ ორ პოლუსს მოიცავს:პირველი…….. ……… და მეორე …………აზია.
(ტროპიკული აზია, ტროპიკული აფრიკა, სამხრეტი, ჩრდილოეთი, აღმოსავლეთი,
შავი, მწვანე,საკვებ, კალორიულ, იაფ.)
33.ტერორიზმის ძირითადი სახეებს არ განეკუთვნება;
ა.პილიტიკური ტერორიზმი ბ.სოციალური ტეორიზმი.
გ .ნაციონალური ტეორიზმი დ. ეკოლოგიური ტერორიზმი
34.ტერორიზმის ძირითადი ფორმებია:
ა.ჰაიჯეკინგი ბ.დივერცია გ.გატაცება დ.ექსპოპრიაცია ე.ყველა პასუხი სწორეა
35.ტეორიზმის ახალი ფორმაა:
ა.ძარცვა ბ.მკვლელობა დ. მძევლებია აყვანა დ.კიბერტერორიზმი
36.საქართველოს როლი გლობალური სანედლეულო- ენერგეტიკული პრობლემის გადაჭრაში განსაკუთრებით გაიზრდება:
ა.ნაბუქოს პროექტით. ბ. შავი ზღვის გავლენით დ.ხუდონჰესის აგებით
37.საქართველოში გლობალური ეკოლოგიური პროცესები:
ა.მწვავედ აისახა მყინვარების დნობით ბ. ნაწილობრივ აისახა გლობალური დათბობით გ. მცირედ აისახა
38.რასიზმის თეორიაში განარჩევენ ორ მიმართულებას, ბიოლოგიურს და :
ა.ფსიქოლოგიურს ბ.ეკონომიკურს გ.გენეტიკურს დ.ინტელექტუალურს
39.რელიგიური ნიადაგის საფუძველზე მებრძოლ ტერორისტულ ორგანიზაციას არ წარმოადგენს:
ა.“ალქაიდა“ ბ.“ჰესბოლა“ გ.“მთავარი არმია“ დ.“ღმერთის არმია“
40.ტექნოგენური კატასტროფებიდან ყველაზე საშიში და გლობალური გარემოს მომცველი არის:
ა.ატომური ელექტროსადგურების აფეთქებები
ბ.ნავთობმზიდი გემებიდან ნავთობისჩაღვრა
გ.ცათამბრჯენების ნგრევა მიწისძვრით.

****გლობალური პრობლემების გეოგრაფია

  image gl

 

 

                          გლობალური პრობლემების გეოგრაფია

გაკვეთილების მოკლე მონახაზი მე– 11 კლასის სახელმძღვანელოს   მიხედვით.( ავტორები– ზ.დავითაშვილი , ნ.ელიზბარაშვილი)      

  ნინო მთიულიშვილი                                       

1.1.გლობალიზაციის არსი და ნიშნები

ტერმინი გლობალიზაცია პირველად 1983 წელს გამოჩნდა და ამ ტერმინით ცალკეულ პროდუქტთა ბაზრების შერწყმის მოვლენა აღინიშნა. ხოლო გლობალიზაცია იმ ფართო მნიშვნელობით, რომელიც ერთიანი მსოფლიო საზოგადოების ჩამოყალიბებას, ეროვნულ და სახელმწიფოებრივი განსხვავებულობის თანდათანობით წაშლას, საზღვრებისა და შეზღუდვების გაუქმებას გულისხმობს1990 წლიდან გამოიყენება.   განასხვავებენ გლობალიზაციის ხუთ სხვადასხვა შინაარსობრივ დატვირთვას.

1. ინტერნაციონალიზაციაროცა გლობალიზაციაში გულისხმობენ სახელმწოფოთა შორის კავშირების გააქტიურებას და საზღვრების როლის განუხრელ შემცირებას;

2. ლიბერალიზაცია, რაც გამოიხატება ღია ინტეგრირებულ ეკონიმოკაში და მოსახლეობის თავისუფალ მიმოსვლაში;

3. უნივერსალიზაცია-ამ მნიშვნელობით გლობალიზაცია არის    მატერიალური თუ სულიერი ღირებულებების ფართოდ გავრცელება მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში;

4. ვესტერნიზაცია -ამ მნიშვნელობით(ასე აღიქმება ის განვითარებად ქვეყნებში და განსაკუთრებულ გაღიზიანებას იწვევს) გლობალიზაცია არის დასავლური ცივილიზაციის როლის გაბატონება, პირველ რიგში მისი ამერიკული ფორმა;

5. გლობალიზაცია განიხილება დეტერიტორიზაციის მნიშვნელობითა- როცა გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, მანძილი და ტერიტორიული საზღვრები თავიანთ პირვანდელ მნიშვნელობას კარგავს.

ცხადია გლობალიზაცია ძალზე რთული და მტკივნეული პროცესია. გარდაუვალია, ერთი მხრივ, გლობალური პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კულტურული პროცესების და მეორე მხრივ ადგილობრივი(ლოკალური) ინტერესების თანაარსებობა, რომლების ზოგჯერ ავსებენ, ხშირ შემთხვევაში კი, უპირისპირდებიან ერთმანეთს. ამიტომ გლობალიზაცია სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვაგვარად ვლინდება.  

გლობალური პროცესების რეგიონული განვითარების სცენარის, მათი ლოკალური თავისებურების გამოსახატავად გამოიყენება ტერმინიგლოკალიზაცია(ან გლოსალიზაცია)

გლობალიზაცია: მითი თუ რეალობა? images sikete tu გლობალიზაცია, როგორც  რთული და წინააღმდეგობრივი პროცესი შეუძლებელია ცალსახად შევაფასოდ. გამოყოფენ   გლობალიზაციის შემფასებელთა და მკვლევართა სამ კატეგორიას:  ჰიპერგლობალისტებს, სკეპტიკოსებს და ტრანსფორმაციონისტებს.   ჰიპერგლობალისტები ამტკიცებენ, რომ გლობალზაცია   სრულიად ახალი ერაა კაცობრიობის ისტორიაში, რომელსაც თამამად შეიძლება ეწოდოს გლობალური ერა. მათი აზრით ერი-სახელმწიფოების ეპოქა დამთავრდა. ეკონომიკურმა გლობალიზაციამ წარმოების, ვაჭრობის და ფინანსების ტრანსნაციონალური ქსელის ჩამოყალიბების მეშვეობით ეკონომიკის დენაციონალიზაცია გამოიწვია. ეს არის საზღვრების გარეშე ეკონომიკა, რომელსაც ემორჩილება სახელმწიფო. შესაბამისდ ეროვნული სახელმიფოს როლი განუხრელად სუსტდება. იშლება ძველი  იერარქია, ჩნდება და ძლიერდება ახალი ფასეულობები, რაც ერთიანი, გლობალური ცივილიზაციის ჩამოყალიბების წინაპირობას ქმნის. თვით ჰიპერგლობალისტების არაერთგვაროვნად აფასებენ გლობალიზაციის პროცესს: თუ ნეოლიბერალები პროგრესულად მიიჩნევენ საბაზრო პრინციპების დომინირებას სახელმწიფო ხელისუფლებაზე, ნეომარქსისტები თანამედროვე გლობალიზაციას გლობალური კაპიტალიზმის ნათელ გამოვლინებას უწოდებენ. მაგრამ მიუხედავად იდეოლოგიური განსხვავებისა, ორივე თანხმდება, რომ გლობალიზაცია უპირველეს ყოვლისა ეკონომიკური მოვლენაა, რომელზეც დამოკიდებულია პოლიტიკა.

სკეპტიკოსებს ანუ ანტიგლობალისტებს  თავიანთი მოსაზრების დასადასტურებლად ხშირად მოჰყავთ სტატისტიკური მონაცემები. კერძოდ 1870-1914 წლებში ურთიერთობის ინტენსიფიკაცია ნაციონალურ ეკონომიკებს შორის გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე დღევანდელ დღეს. ასე რომ გლობალიზაცია მითია. საერთაშორისო ეკონომიკაში გლობალიზაციის ნაცვლად საქმე გვაქვს რეგიონალიზაციასთან, რადგან მსოფლიო ეკონიმიკა ვითარდება სამი მთავარი სავაჭრო საფინანსო ბლოკის მიმართულებით: ჩრდილოეთი ამერიკა, ევროპა, აზია-წყნარი ოკეანური სარტყელი. სკეპტიკოსებისთვის სრულიად მიუღებელია ერი- სახელმწიფოების ეპოქის დასრულება. მათი აზრით სახელმწიფო არის და იქნება მსოფლიო პოლიტიკის ძირითადი აქტორი.

ტრანსფორმაციონისტები არ იზიარებენ ჰიპერგლობალისტების მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ თანამედროვე პერიოდი გლობალური ერაა, მაგრამ გლობალიზაციას არც მითად აღიქვამენ. ისინი აღიარებენ, რომ სახელმწიფოს როლი შემცირდა, მაგრამ სახელმწიფოთა სისტემის კვდომაზე ლაპარაკიც ზედმეტია. უბრალოდ სახელმწიფოთა და რეგიონთაშორისმა ურთიერთობამ ტრანსფორმაცია განიცადა. რაც შეეხება მოსახლეობას, ისინი იყოფიან გლობალისტებად-ვინც პოზიტიურად უყურებს ამ პროცესს,   ანტიგლობალისტებად-ნეგატიურად უყურებენ და ნაწილი კი, ნეიტრალური შეხედულებისაა.

გლობალიზაციის ინდესი გლობალიზაციის პროცესის ინტენსივობის გამოსახატავად ანუ რამდენადაა ჩაბმული ქვეყანა გლობალიზაციის პროცესში, იყენებენ სპეციალურ  სიდიდეს-გლობალიზაციის ინდექსს. გლობალიზაციის ინდექსი იზომება ასბალიანი სისტემით.   2010 წლის მონაცემებით გლობალიზაციის ჯამური ინდექსის მიხედვით პირველ ადგილზეა ბელგია(92,9)

 

გლობალიზაციის ინდექსი1

ევროკავშირის შტაბ ბინა-ბელგია

მას მოსდევენ ავსტრია(92,5) ნიდერლანდები(91,9) და შვეიცარია(90.5) ბოლო ადგილებს ინაწილებენ სოლომონის კუნძულები (26,3) კირიბატი(25,5) და მიანმა(20,7). ამ მაჩვენებლით (61,3) საქართველო მსოფლიოს 181 სახელმწიფოდან 69-ე ადგილზეა   . ეკონომიკური კუთხით ყველაზე გლობალიზებული ქვეყნებია სინგაპური

სინგაპური

, ირლანდია და ლუქსემბურგი. ხოლო ბოლო ადგილებზეა: ჩრდილოეთი კორეა, კუბა და კაბო-ვერდე. საქართველო 30-ე სახელმწიფოა.

ოლიტიკური  გლობალიზაციის მიხედვით პირველ ადგილზეა საფრანგეთი და მას მოსდევენ ბელგია და იტალია. აუტსაიდერები არიან ბუტანი და კირიბატი. საქართველო 138-ეზეა.   რაც შეეხებ

სოციალური გლობალიზაციის პირველი სამეულია – შვეიცარია,ავსტრია კანადა.ხოლო სიის ბოლოს არიან -პალაუ, აღმოსავლეთ ტიმორი და ჩრდილოეთ კორეა. საქართველო ამ მონაცემებით 94-ე სახელმწიფოა.

ეკონომიკური გლობალიზაციის ლიდერები არიან:სინგაპური,ირლანდია ლუქსემბურგი.

 

§ 1.2. გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის ის­ტო­რი­უ­ლი ანა­ლო­გე­ბი

 

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დღეს­დღე­ო­ბით გლო­ბა­ლი­ზა­ცია ახა­ლი ფე­ნო­მე­ნი­ა, კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში შე­იძ­ლე­ბა მო­ი­ძებ­ნოს მი­სი არა­ერ­თი ანა­ლო­გი, რო­მე­ლიც თა­ვი­სი ში­ნა­არ­სით ჰგავს გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ას.   პო­ლი­ტი­კუ­რი გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის ნა­ლო­გე­ბი ის­ტო­რი­ა­ში ფაქ­ტობ­რი­ვად არ მო­ი­ძებ­ნე­ბა, (თუ არ ჩავ­თვლით დრო­ე­ბით სამ­ხედ­რო კო­ა­ლი­ცი­ებს), რად­გა­ნაც სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და ზე­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი კავ­ში­რე­ბი XIX სა­უ­კუ­ნის ბო­ლომ­დე უც­ნო­ბი იყო.

ეკო­ნო­მი­კუ­რი გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის ანა­ლო­გე­ბი გვაქვს დი­დი გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი აღ­მო­ჩე­ნე­ბი­დან XIX ს-მდე, რო­ცა ეკო­ნო­მი­კუ­რი კავ­ში­რი იმა­ზე ინ­ტენ­სი­უ­რი იყო, ვიდ­რე დღეს არის. სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი სის­ტე­მის (მოშ­ლამ) შექ­მნამ და ბი­პო­ლა­რულ­მა სამ­ყა­რომ დრო­ე­ბით შე­ა­ფერ­ხა ეს პრო­ცე­სი, მაგ­რამ „‪ცივი ომი­ს“ დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცია გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ა­ში გა­და­ი­ზარ­და.

კულ­ტუ­რუ­ლი გლო­ბა­ლი­ზა­ცია ად­რე­ულ ეპო­ქებ­ში გვხვდე­ბა(რომაული, ელინისტური და სხვ კულტურა),  მაგ­რამ კულ­ტუ­რის გლობალიზაცია გუ­ლის­ხმობს არა კულ­ტუ­რა­თა შექ­მნას, არა­მედ ზე­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი გლო­ბა­ლუ­რი კულ­ტუ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას.

 

რე­ლი­გი­ე­ბის გავ­ლე­ნა

 

რამ­დე­ნი­მე რე­ლი­გი­ის გავ­რცე­ლე­ბა უკ­ვე თა­ვი­სე­ბუ­რი (რე­ლი­გი­უ­რი) გლო­ბა­ლი­ზა­ცია იყო. რელიგიის გავრცელების საუკეთესო საშუალება იყო ენა, რომლითაც ერთი რელიგიის მიმდევრები ლოცულობდნენ, მაგ.არაბული ენა ,რომლითაც მუსულმანები ყურანს(ზოგადად ლოცვებს) კითხულობდნენ. არაბული ენის ცოდნამ ხელი შეუწყო ისლამის გავრცელებას ,რაც თავისთავად გლობალიზაციის ხელშემწყობი ფაქტორიც არის.ერ­თი რე­ლი­გი­ის ხალხს სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და მე­ტი სა­ერ­თო აქვთ ერ­თმა­ნეთ­თან, ვიდ­რე თა­ვი­სი თვის­ტომ­თან, რო­მე­ლიც სხვა რე­ლი­გი­ებს აღი­ა­რებს.  უნდა ითქვას,რომ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, კულ­ტუ­რის გლო­ბა­ლი­ზა­ცია რე­ლი­გი­ამ ვერ შეძ­ლო. მაგ: ქარ­თვე­ლე­ბი და რუ­სე­ბი ორი­ვე მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბი არი­ან, მათ აქვთ სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, მაგ­რამ რუ­სუ­ლი და ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რა მკვეთ­რად გან­სხვავ­დე­ბა ერ­თმა­ნე­თი­სა­გან.

 

იმ­პე­რი­ე­ბი

2013101910104219782 imperiebi 

imagesimperie

კულ­ტუ­რუ­ლი გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის ნიშ­ნე­ბი გვხვდე­ბა:

  1. მა­კე­დო­ნე­ლის დროს, აღ­მო­სავ­ლუ­რი და ბერ­ძნუ­ლი კულ­ტუ­რე­ბის სინ­თე­ზის შე­დე­გად წარ­მოქ­მნი­ლი ელი­ნიზ­მის სა­ხით.
  2. რო­მის იმ­პე­რი­ა­ში რო­მა­უ­ლი კულ­ტუ­რი­სა ლა­თი­ნუ­რი ენის გავ­ლე­ნით.
  3. ბი­ზან­ტი­ის იმ­პე­რი­ა­ში მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი რე­ლი­გი­ი­სა და ბერ­ძნუ­ლი ენის შერწყმის სა­ფუძ­ველ­ზე.
  4. არაბ­თა ხა­ლი­ფატ­ში ის­ლა­მუ­რი რე­ლი­გი­ი­სა და არა­ბუ­ლი ენის სა­ფუძ­ველ­ზე.
  5. ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რი­ა­ში თურ­ქუ­ლი ეთ­ნო­სის სა­ფუძ­ველ­ზე.
  6. ბრი­ტა­ნე­თის იმ­პე­რი­ა­ში ტექ­ნი­კუ­რი პროგ­რე­სის წყა­ლო­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის გაც­ვლა სწრა­ფი და ყო­ველ­დღი­უ­რი გახ­და კო­ლო­ნი­ებს შო­რის (ინ­გლი­სუ­რი ენის გავ­რცე­ლე­ბა)
  7. რუ­სე­თის იმ­პე­რი­ა­ში რუ­სი­ფი­კა­ცი­ის სა­ხით. მაგ­რამ სა­ერ­თო რუ­სუ­ლი კულ­ტუ­რა ვერ ჩა­მო­ყა­ლიბ­და.
  8. საბ­ჭო­თა იმ­პე­რი­ა­ში კულ­ტუ­რუ­ლი გლო­ბა­ლი­ზა­ცია აშ­კა­რად ხდე­ბო­და. შე­იქ­მნა ახა­ლი ის­ტო­რი­უ­ლი ერ­თო­ბა „საბჭოთა ხალხი“.

იდე­ო­ლო­გი­ე­ბი

 hs stalini

კულ­ტუ­რუ­ლი გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის ერ­თ-ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რი არის არა­რე­ლი­გი­უ­რი, სე­კუ­ლა­რუ­ლი იდე­ო­ლო­გი­ე­ბის წარ­მოქ­მნა და გავ­რცე­ლე­ბა.

სო­ცი­ა­ლიზ­მი -კო­მუ­ნიზ­მის იდეოლოგიის მიმდევრები  ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ მთელ მსოფ­ლი­ო­ში დამ­ყარ­დე­ბა უკ­ლა­სო, სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, პო­ლი­ტი­კუ­რი საზღ­ვრე­ბი აღარ იარ­სე­ბებს, მო­ის­პო­ბა კულ­ტუ­რუ­ლი გან­სხვა­ვე­ბე­ბი ხალ­ხებს შო­რის, ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა ახა­ლი სინ­თე­ზუ­რი ენა.

ლი­ბე­რა­ლიზ­მი გუ­ლის­ხმობს და­სავ­ლუ­რი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის მსოფ­ლი­ო­ში გავ­რცე­ლე­ბას და მისი   დამ­კვიდ­რე­ბის იდე­ო­ლო­გი­ად გვევ­ლი­ნე­ბა. სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ნორ­მად იქ­ცა მი­სი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი: დე­მოკ­რა­ტი­ა, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მი, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი, თვით­გა­მორ­კვე­ვა.

                                                              1.3 გლობალიზაცია და სახელმწიფო

გლობალიზაციის ერთ–ერთ ძირითად თავისებურებას წარმოადგენს მისი დეტერიტორიზაცია, ანუ სახელმწიფო (ეროვნული) საზღვრების თანდათანობით მოშლა. შესაბამისად, ძირეულად იცვლება სახელმწიფოს მნიშვნელობა და როლი. თუ აქამდე იგი საზოგადოების პოლიტიკური ორგანიზაციის ძირითადი ფორმა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაქტობრივად ერთადერთი სუბიექტი იყო, გლობალიზაცის ეპოქაში მისი მნიშვნელობა აშკარად მცირდება. სახელმწიფოს როლს ინაწილებენ საზოგადოებრივი და არასამთავრობო ორგანიზაციები და ტრანსნაციონალური კორპორაციები.

სახელმწიფოს ფუნქციებზე გლობალიზაციის ერაში ორი განსხვავებული თვალსაზრისი არსებობს: ერთის მიხედვით, გლობალიზაციას ბევრი არაფერი შეუცვლია და სახელმწიფო კვლავ საერთაშორისო ურთიერთობების ძირითად სუბიექტად(ანტიგლობალისტების ანუ სკეპტიკოსების წარმოდგენა.) მეორე შეხედულებით კი გლობალიზაცია სახელმწიფოს კვდომაზე მიანიშნებს, მის ფუნქციებს სხვა ორგანიზაციები ინაწილებენ და მომავალი ერთიანი, სახელმწიფო საზღვრებს მოკლებული მსოფლიოს ეკუთვნის (გლობალისტური ხედვა).

თანამედროვე სახელმწიფო: ანტიგლობალისტური ხედვა

თანამედროვე სახელმწიფოები დასავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში XVIII_XIX  საუკუნეებში  წარმოიშვნენ, თუმცა პირველი ასეთი სახელმწიფოები (ჰოლანდია, ინგლისი) XVII საუკუნიდან არსებობენ. თანამედროვე სახელმწიფოდ ითვლება ისეთი ქვეყანა, სადაც ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს, ანუ მოქალაქეთა ერთობას, რომელიც საკუთარი სურვილით ირჩევს თავის ხელისუფლებას. ასეთ სახელმწიფოებს ერ–სახელმწიფოებსაც უწოდებენ, რადგან ამ ქვეყნებში ერი პოლიტიკური ცნებაა და სახელმწიფოს ემთხვევა, ხოლო მისი ყველა მოქალაქე თავს ერთი ერის წარმომადგენლად მიიჩნევს, (მიუხედავად იმისა, საიდან არის წარმოშობით და რომელ ეთნიკურ ჯგუფს ეკუთვნის) ცხადია, დღეს არსებული ქვეყნებიდან ყველას ვერ ვუწოდებთ ერ_სახელმწიფოს (განსაკუთრებით აფრიკის, ნაწილობრივ აზიის ქვეყნებს), მაგრამ პრაქტიკულად ყველა ქვეყანა მიიჩნევს, რომ ის საკუთარი მოქალაქეობის ნება–სურვილს გამოხატავს და ასრულებს.

სახელმწიფოების რიცხვი განსაკუთრებით სწრაფად გაიზარდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ამასთან, ბევრ ქვეყანაში შეიცვალა პოლიტიკური რეჟიმი. სახელმწიფოთა უმრავლესობა დღეს დემოკრატიული მმართველობის გზას ადგას, ხოლო ავტორიტარული, მით უფრო ტოტალიტარული რეჟიმების რიცხვი განუხრელად მცირდება.

ის ფაქტი, რომ სახელმწიფოთა რიცხვი იზრდება და ყოველი ახლად შექმნილი სახელმწიფოს მთავარი მიზანი სახელმწიფოებრივი სრუქტურების გაძლიერებაა, ანტიგლობალისტებისთვის საკმარისი არგუმენტია იმის დასამტკიცებლად, რომ ერი_სახელმწიფოების ეპოქა კი არ მთავრდება, არამედ პირიქით უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. გარკვეული, ტრანსფორმაცია კი, რასაც სახელმწიფოები განიცდიან გლობალიზაციის პროცესში, მათს ახალ როლსა და ფუნქციებე მიანიშნებს.

გლობალიზაციის პერიოდში რამდენადმდე შეიცვალა სახელმწიფოს პოლიტიკას დაქვემდებარებული კონტიგენტი. თუ უწინ სახელმწიფოს პოლიტიკა საკუთარ მოსახლეობაზე იყო გათვლილი, გლობალიზაციის გავლენით სახელმწიფო თავის ინტერესებს სხვებზეც ავრცელებს და ამით ეროვნულ საზღვრებს უგულებელყოფს. მეორე თავისებურება იმაში გამოიხატება რომ, გლობალიზაციამ ხელი შეუწყო სახელმწიფოთა შორის უფრო ხშირ და ინტენსიურ კონსულტაციებს, რაც ერთობლივი პოლიტიკის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. დამახასიათებელი მოვლენაა ისიც, რომ გლობალიზაციამ საგრძნობლად შეამცირა სახელმწიფოთა შორის ომების შესაძლებლობა. დღევანდელ დღეს კონფლიქტის ყველაზე გავრცელებულ ფორმად იქცა შიდა დაპირისპირება სახელმწიფოს ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ და არა ტერიტორიული კონფლიქტი სახელმწიფოებს შორის.

ერი–სახელმწიფო თანამედროვე მსოფლიიოში: გლობალისტური ხედვა

გლობალისტების აზრით, სახელმწიფო იქცა დანაწევრებულ არენად, სადაც როგორც საერთაშორისო(სამთავრობო და არასამთავრობო), ისე სხვადასხვა შინაური ძალები სულ უფრო  ხშირად გვევლინებიან პოლიტიკის წარმმართველ ძალად. აქედან გამომდინარე, პირდაპირი კავშირი ტერიტორიასა და პოლიტიკურ ძალას შორის აღარ არსებობს. ახალი საერთაშორისო და ტრანსნაციონალური ინსტიტუტი, შიდა სამოქალაქო ორგანიზაციებთან ერთად შეუკავშირდნენ სახელმწიფოებს და სუვერენიტეტი საზიარო ძალად აქციეს, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, სახელმწიფო სუვერენიტეტის რაღაც ნაწილი არასახელმწიფოებრივი სუბიექტების ხელში აღმოჩნდა.

ეს ცვლილებები განსაკუთრებით კარგად ჩანს საერთაშორისო ორგანიზაციების რაოდენობის ზრდის მაგალითზე. თუ xx საუკუნის დასაწყის სულ 37 სამთავრობათაშორისო და 176 არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, საუკუნის ბოლოს მათმა რიცხვმა, შესაბამისად, 260_ს და 5500_ს გადააჭარბა. ამას უნდა დაემატოს საერთაშორისო შეხვედრებისა და კონფერენციების სწრაფად მზარდი და მრავალმხრივი როლი, სადაც ერთობლივად წყდება მსოფლიო პოლიტიკის აქტუალური საკითხები. ასეთ პირობებში კი ძნელია  სახელმწიფო აბსოლიტურ სუვერენად მიიჩნიო. ამიტომ გლობალისტებისთვის უდავო ფაქტია, რომ ეროვნული ხელისუფლება თანდათან იზღუდება სხვა სახელისუფლო(ლოკალური, რეგიონული, გლობალური) სისტემებით ე.ი. იზღუდება სახელმწიფოს მთავარი ნიშანი _სუვერენიტეტი.

ამ თვალსაზრისით განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ისეთი ზესახელმწიფოებრივი(სუპრანაციონალური) ორგანიზაცია, როგორიც არის ევროკავშირი. ის უფრო მეტია ვიდრე ჩვეულებრივი საერთაშორისო ორგანიზაცია, სადაც სახელმწიფოები სრულად ინარჩუნებენ სუვერენიტეტს და თავიანთ ინტერესებს ორგანიზაციის რეკომენდაციებსა და დადგენილებებზე მაღლა აყენებენ. ევროკავშირი თავისებური, რეგიონული მასშტაბის გლობალიზაციის მაგალითია: საერთო მოქალაქეობა, საერთო პარლამენტი, ერთიანი თავდაცვის სისტემა, უვიზო მიმოსვლა, საერთო პასპორტი, ერთიანი ვალუტა და სხვა მრავალი ატრიბუტი გვიჩვენებს, რომ საქმე გვაქვს ზესახელმწიფოს ჩანასახთან. ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ნებაყოფლობით თქვეს უარი სახელმწიფო სუვერენიტეტის რაღაც ნაწილზე და ეს ფუნქცია ევროკავშირს გადასცეს, ანუ სრულ ეროვნულ სუვერენიტეტზე მაღლა მოსახლეობის ეკონომიკური კეთილდღეობა დააყენეს

რეგიონული ორგანიზაციის წევრობა ავალდებულებს სახელმწიფოს, გაითვალისწინოს  ორგანიზაციის სხვა წევრი–ქვეყნების ინტერესებიც და ზოგჯერ უარი თქვას საკუთარ სურვილზე, ხოლო საერთაშორისო არენაზე არა მარტო თავისი, არამედ გაერთიანების სხვა წევრების სახელითაც გამოვიდეს.

აქედან გამომდინარეობს გლობალისტების მთავარი დასკვნა: სახელმწიფო სუვერენიტეტი წარსულის კუთვნილება ხდება და მსოფლიო პოლიტიკა აღარ არის დაფუძნებული სუვერენულ სახელმწიფოებრივობაზე.  ასეთ შემთხვევაში ბუნებრივად იბადება კითხვა: მაშ როგორ ხორციელდება მმართველობა თანამედროვე გლობალიზებულ მსოფლიოში?

გლობალისტების პასუხი ასეთია: თანამედროვე პოლიტიკაში შენარჩუნებულია სახელმწიფო მმართველობა, მაგრამ იგი მჭიდროდ არის გადახლართული  სუბსახელწიფოებრივ, საბაზრო და სამოქალაქო საზოგადოებრივ მმართველობასთან.

არ შეიძლება არ ავღნიშნოთ სუპერსახელმწიფოების გავლენა თანამედროვე პოლიტიკაში და მათ შორის ამერიკის ,ინგლისის,რუსეთის გავლენა მთელი რიგი ქვეყნების გეოპოლიტიკაზე.

    სუბსახელწიფოებრივ მმართველობაში  იგულისხმება ქვეყნის ადმინისტრაციული ერთეულების (შტატი, პროვინცია, ოლქი და ა.შ.) როლის ზრდა მმართველობაში და ისეთი ფნქციების აღება თავის თავზე, რომელიც ადრე მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა იყო. გლობალიზაციის ეპოქაში ჩვეულებივი ამბავი გახდა სხვადასხვა ქვეყნების სუბსახელმწიფოებრივი ერთეულების უშუალო კონტაქტები ერთმანეთთან, ცენტრალური ხელისუფლების გვერდის ავლით., ასეთი „რეგიონის დიპლომატია“ ადრე  სრულიად წარმოუდგენელი იყო, დღეს კი სახელმწიფო სუვერენიტეტის გაზიარების ნათელი მაგალითია.

სუპრასახელმწიფოებრივი მმართველობა გულისხმობს საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების სულ უფრო მზარდ გავლენას სახელმწიფოთა პოლიტიკაზე და მათ მიერ სახელმწიფო სუვერენიტეტის განაწილებას. ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაციის როლი იმდენად დიდია მთელი რიგი განვითარებადი სახელმწიფოს შიდა პოლიტიკაშიც კი (მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ა.შ.), რომ ისინი ამ ქვეყნების ბატონ–პატრონად მიიჩნევიან  და ანტიგლობალისტური მოძრაობის განსაკუთრებულ სამიზნეებად არიან ქცეული.

საბაზრო გლობალური მმართველობა თანამედროვე მმართველობის ფორმები არ ამოიწურება მარტო ოფიციალური ორგანოების მმართველობით სუბსახელმწიფოებრივიც და სუპრასახელმწიფოებრივიც დონეზე. გლობალიზაციის ეპოქაში ბაზარი ასრულებს უდიდეს როლს გლობალურ მმართველობაში და ავსებს იმ ხარვეზს, რომელიც ხელისუფლების მოღვაწეობას აქვს. განსაკუთრებულად მზარდ როლს თამაშობენ ტრანსნაციონალური კორპორაციები, კომერციული ბანკები და სხვადასხვა ფონდები.

გლობალური სამოქალაქო  საზოგადოების მმართველობა. საბაზრო ინსტიტუციების გარდა, სახელმწიფოს მართვაში არასახელმწიფოებრივი სექტორიდან სხვა ორგანიზაციებიც  იღებენ მონაწილეობას. ამ თვალსაზრისით სულ უფრო დიდ როლს თამაშობს არასამთავრობო, არაკომერციული,  ე.წ. „მესამე სექტორი“–სამოქალაქო საზოგადოება. მისი ამოცანაა ხელი შეუწყოს იმ პრობლემების გადაჭრას, რომელთა მოგვარება მხოლოდ სამთავრობო და კომერციულ ორგანიზაციათა დონეზე შეუძლებელია.

მმართველობის ჩამოთვლილ ფორმებს, მიუხედავად მათი განსხვავებული შინაარსისა, ერთი საერთო ნიშანი აერთიანებს: ისინი საგრძნობლად ამცირებენ სახელმწიფო სუვერენიტეტის მნიშვნელობას და ხელს უწყობენ სახელმწიფოს როლის შემცირებას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. გლობალისტები მიიჩნევენ, რომ სწორედ ამაში გამოიხატება გლობალიზაციის არსი სახელმწიფოსთან მიმართებაში.

                            1.4 გლობალიზაცა და საერთაშორისო ურთიერთობები

ქვემომთ მითითებული ლინკით იხილეთ პრეზენტაცია- გლობალიზაციის თეორეტიკოსები

„ცივი ომის“  შემდგომი მსოფლიოს რთული და მრავალმხრივი სურათი სრულიად განსხვავებული და ურთიერთ საწინმდეგო დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა. ამიტომ სხვადასხვა ავტორები მკვეთრად განსხვავებულ შეფასებას აძლევენ თანამედროვე საერთაშორისო  ვითარებას. მკვლევართა ეს მრავალრიცხოვანი ჯგუფები, საბოლოოდ, სამ ძირითად ბანაკად შეიძლება დავყოთ :

ლიბერალ–ოპტიმისტები, რომლებიც თანამედროვე საერთაშორისო სისტემაში მსოფლიო განვითარების უზარმაზარ პოტენციალს ხედავენ და ამტკიცებენ, რომ იმაზე ბევრად უკეთესი  და ბედნიერი დრო დადგა, ვიდრე აქამდე ყოფილა;

რეალისტები , რომლებიც ფიქრობენ, რომ მსოფლიო ისევე (თუ უფრო მეტად არა) საშიში და დაძაბულია, როგორც ცივი ომის  პერიოდში და მანამდე;

 რადიკალები, რომლებიც აცხადებენ, რომ საერთაშორისო  წესრიგი ისეთივე უთანასწორო და ექსპლუტატორულია, როგორც უწინ იყო.

  ლიბერალ–ოპტიმისტები.  ამ მიმართულების ყველაზე ცნობილი წამომადგენლია, ამერიკელი მეცნიერი ფრენსის ფუკუიამა.

მისი აზრით, ცივი ომის დამთავრებასთან ერთად ისტორიაც დამთავრდა, რადგან ისტორია სხვა არაფერია, თუ არა დაპირისპირება რაციონალურ და ირაციონალურ ძალებს შორის. საბჭოთთა კავშირის დაშლითა და კომუნისტური რეჟიმების კრახით კი ბოლო მოეღო უკანასკნელ ირაციონალურ ძალას(საბჭოთა სექტორს). შესაბამისად , დადგა ახალი ეპოქა, რომელიც ლიბერალურ–დემოკრატიული ღირებულებების გლობალურ დამკვიდრებასა და გავრცელებას ითვალისწინებს. იწყება ეკონომიკური აღმავლობის ხანა და პოლიტიკა ნაკლებად აქტუალური ხდება. სახემწიფოს როლი მცირდება და დგება გლობალიზაციის ეპოქა. მოკლედ, კაცობრიობის ისტორიის ყველაზე საშიში და სისხლიანი მოვლენები  უკვე გავლილია და მსოფლიოს საშიშროება აღარ ემუქრება. ეს ოპტიმიზმი ემყარება რწმენას, რომ ლიბერალურ–დემოკრატიული რეჟიმები ერთმანეთში არ ომობენ და მთელ მსოფლიოში დემოკრატიის დამკვიდრება თავისთავად გამორიცხავს ომის საფრთხეს. გარდა ამისა, სწრაფად იზრდება საერთაშორისო ორგანიზაციების, ტრანსნაციონალური კორპორაციების, არასამთავრობო სექტორის როლი. სახელმწიფოები და ხალხები სულ უფრო მეტად არიან ერთმანეთზე დამოკიდებული, რაც ასევე მკვეთრად ამცირებს ომის საშიშროებას .

რეალისტები. თანამედროვე მსოფლიოს ლიბერალურ–ოპტიმისტურ ხედვას მკვეთრად ეწინააღმდეგება რეალისტების პესიმიტური შეხედულებები.  რეალისტებისთვის გლობალიზაცია მითია. ერი–სახელმწიფოები დიდხანს იქნებიან სართაშორისო ურთიერთობების ძირითადი, ფაქტობრივად, ერთადერთი სუბიექტები. პოლიტიკას უწინებურად ეროვნული ინტერესები წარმართავს, ხოლო ძალა განსაზღვრავს სახელმწიფოს ადგილს საერთაშორისო  სისტემაში.რაც შეეხება გეოპოლიტიკურ წესრიგს, აქ მაინცდამაინც სასიკეთო ცვლილებები არ მომხდარა და მდგომარეობა უფრო დაძაბული და გაურკვეველი გახდა.

პოლოტოლოგი  ჯონ მირშეიმერი  სხვა კუთხით ხედავს  საერთაშორისო ურთიერთობებს. კერძოდ,მის ნაშრომში „უკან მომავლისკენ“,იგი მიიჩნევს,რომ

ჯონ მირშეიმერი

ცივმა ომმა მსოფლიო გადაარჩინა ქაოსს, რადგან ბიპოლარული წონასწორობა გამორიცხავდა დიდი მასშტაბის ომს. ცივი ომის დამთავრების შემდეგ ეს წონასწორობა დაირღვა, სტაბილურობის მთავარი გარანტი იყო ორპოლუსიანი სისტემა,(კაპიტალისტური და სოციალისტური სამყარო)რომელიც დაიშალა და ამ მოვლენამ მხოლოდ ახალი პრობლემები შეუქმნა სამყაროს. კომუნიზმის ნგრევამ  მოსპო ის ბარიერი, რომელიც აკავებდა ეთნიკურ დაპირისპირებას საბჭოთა კავშირსა და აღმოსავლეთ ევროპაში. შესაბამისად, ეს რეგიონი მუდმივი ეთნოკონფლიქებისთვის არის განწირული და მთელ კონტინენტს უკან, ქაოსისკენ აბრუნებს. მომავალში, რაც უფრო განვითარდებიან სოციალისტური სექტორის ყოფილი ქვეყნები, მით მეტად მოითხოვენ დამოუკიდებლობას და ეს დაუსრულებლად   მუდმივი კონფლიქტის და დაპირისპირების მიზეზი გახდება.

ამერიკელი მეცნიერის, სამეულ ჰანტინგტონის თეორიის მიხედვით , რომლიც მან წარმოადგინა ნაშრომში „ცივილიზაციათა შეჯახება“, იგი  მიიჩნევს რომ,

სამეულ ჰანტინგტონის

უკანკსნელ საუკუნეებში მიმდინარე ყველა დიდი ომი იყო დაპირისპირება დინასტიებს, ეკლესიებს, იმპერიებს  თუ იდეოლოგიებს შორის. ეს იყო ევროპის „შინა ომები“. XXI საუკუნე კი იქნება გლობალური დაპირისპირების საუკუნე   –  გაჩაღდება ომი ცივილიზაციებს შორის. ცივი ომის დამთავრების შემდეგ მთავარ წინააღმდეგობად იქცა დაპირისპირება მსოფლიო ცივილიზაციებს, განსაკუთრებით კი, დასავლურ ცივილიზაციას და სხვა  მუსულმანურ ცივილიზაციებს შორის. დასავლურ ცივილიზაციას(აშშ, ევროპა) უნივერსალურობის პრეტენზია აქვს და გლობალიზაციაც, ფაქტობრივად, სხვა არაფერია, თუ არა დასავლური ცივილიზაციის დანარჩენ მსოფლიოზე თავს მოხვევა. ეს კი მძაფრ პროტესტს იწვევს სხვა ცივილიზაციების მხრიდან (ისლამური, კონფუციური, მართლმადიდებლური) და მსოფლიო ომის საფრთხეს რეალურს ხდის.

არსებობს მესამე შეხედულება (ამერიკული ანალიტიკოსის, რობერტ კაპლანის წიგნი „მომავალი ანარქია“ ),

, რობერტ კაპლანის

რომელიც მსოფლიოს მთავარ  საშიშროებას გლობალურ სამხრეთში ანუ განვითარებად სამყაროში ხედავს. ამ მოსაზრებით განვითარებად ქვეყნებში და განსაკუთრებით  დასავლეთ აფრიკაში არსებული  ვითარება, ლიბერალურ–ოპტიმისტურ ხედვას ყოველგარ საფუძველს აცლის, რადგან მომავლის სურათი ერთობ მძიმე და უიმედოა.აფრიკა და, საერთოდ, განვითარებადი სამყაროს დიდი ნაწილი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. უკიდურესი სიღარიბე, შიმშილი, ავადმყოფობა, დაპირისპირება კლანებს შორის, კორუფცია, და სხვა მოვლენები არის მიზეზი იმ ქაოსისა და ანარქიისა, რაც ამ სმყაროში სუფევს. ამას ემატება მოსახლეობის სწრაფი ზრდა (გაორკეცებას სულ 20–25 წელი სჭირდება), რაც სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს. ეს ყველაფერი ხდება იმ დროს, როცა მდიდარ ჩრდილოეთში , ანუ განვითარებულ სამყაროში, ცხოვრების დონე და პირობები ყოველწლიურად უმჯობესდება, ხოლო მოსახლეობის ზრდა ნულოვანია ან უარყოფითი. ამ ვითარებაში შიმშილით სიკვდილის საშიშროების წინაშე მდგარი  მილიონობით ღატაკი დიდხანს ვეღარ გაჩერდება ასეთ მდგომარეობაში  და იმ სამყაროს მოერგება , სადაც ცხოვრების უკეთესი პირობებია. სწორედ ეს, სამხრეთიდან წამოსული ანარქია იქნება თანამედროვე მსოფლიო წესრიგის დამანგრეველი ფაქტორი და ყველაზე დიდი საშიშროება კაცობრიობისათვის.(თანამედროვე მიგრაციები განვითარებადი სამყაროდან ევროპაში ამის საუკეთესო მაგალითია)

რადიკალები. რადიკალების სახელით მემარცხენე შეხედულების მკვლევარები არიან ცნობილნი. ისინი მსოფლიო პოლიტიკის მთავარ პრობლემას კაპიტალისტური ეკონომიკის ექსპლუატატორულ ბუნებაში ხედავენ. მათგან პირველ რიგში უნდა გამოვყოთ მარქსისტები და ნეომარქსისტები, რომელთა პოზიციები სოციალისტური სისტემის კრახის შემდეგ საგრძნობლად შეირყა, მაგრამ მაინც ანგარიშგასაწევ ძალად რჩებიან.

რადიკალების შეხედულებით (ამერიკელი მეცნიერი ნოამ ჩომსკი)

ნოამ ჩომსკი

]თანამედროვე მსოფლიო კვლავ რჩება ბიპოლარულ სამყაროდ, რომლის პოლუსებსაც წარმოადგენენ განვითარებული კაპიტალისტური სახელმწიფოები (ექსპლუატატორები) და განვითარებადი ქვეყნები (ექსპლუატირებულები). მთავარ იპერიალისტურ და ექსპანსიონისტურ ძალად რჩება აშშ, რომლის მიზანია არა ის რომ დემოკრატია დაამკვიდროს მსოფლიოში არამედ პირიქით, შეუზღუდოს არჩევნის შესაძლებლობა მსოფლიოს მოსახლეობის ფართო მასებს და თავისი გავლენით ქვეშ მოიქციოს ისინი.

თანამედროვე საერთაშორისო სისტემის გლობალური ტენდენციები

ცივი ომის დამთავრების შემდეგ მსოფლიოში ბევრი რამ შეიცვალა , მათ შორის საერთაშორისო ვითარებაც. მაგრამ ძალიან ძნელია ცალსახა პასუხი გაეცეს კითხვას: რა არის ის ძირითადი, რაც განასხვავებს თანამედროვე ეპოქას (გლობალიზაციის ერას) ცივი ომის პერიოდისგან? ბევრი მკვლევარი ამტკიცებს რომ, რომ მთავარი ტენდენცია, რაც ცივი ომის  შემდგომი მსოფლიოსთვის არის დამახასიათებელი, შეიძლება რამდენიმე სიტყვით გამოიხატოს–ეს არის დასავლური სამყაროს სრული უპირატესობის მიღწევა მსოფლიო ცხოვრების ყველა სფეროში.   ეს პასუხი არ იქნება ამომწურავი, რადგან  საერთაშორისო სისტემა ძალიან სწრაფად ცვალებადი ფენომენია და შეუძლებელია ერთი კონკრეტული ნიშნით დახასიათდეს.

სოციალისტური სისტემის კრახის შემდეგ კაპიტალიზმი დარჩა ერთადეთ საყოველთაო, გლობალურ სისტემად. მისი საყოველთაობა იმდენად აშკარა და უდავოა, რომ თვით ტერმინი „კაპიტალიზმი“  თითქმის აღარ გამოიყენება–იგულისხმება, რომ ეს ფორმაცია უნივერსალური და უალტერნატივოა. ცივი ომი ორი ეკონომიკური სისტემის დაპირისპირება იყო, რომელშიც ერთი მხარის  სრულმა გამარჯვებამ განაპირობა მსოფლიოს ეკონომისკის გარდაქმნა ერთიან, საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებულ სისტემად. მეტისმეტად გაიზარდა ტრანსნაციონალური კორპორაციების და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების (განსაკუთრებით მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო  ფონდის) როლი. ისინი ცდილობენ, რომ ხელი შეუწყონ განვითარებადი და ყოფილი სოციალისტური ქვეყნების ეკონომიკის „საბაზრო რელსებზე“ გადაყვანას. მათი ქმედებები საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მიერ აღიქმება, როგორც ახალი იმპერიალიზმი. ეს კი საგრძნობლად ძაბავს მდგომარეობას.

კიდევ ერთი თავისებურებაა ეკონომიკის პრიმატი, რომელიც სულ უფრო აშკარა ხდება და ამიტომაც ბევრი ფიქრობ, რომ თანამედროვე ეპოქა გეოპოლიტიკის გეოეკონომიკით  შეცვლის პროცესია. ამ პროცესს დადებითთან ერთად (პროდუქციის ზრდა, მოსახლეობის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება) ბევრი  უარყოფითი მხარე აქვს(სტიქიურობა, კრიზისი, ინფლაცია), რაც მძიმედ აისახება მოსახლეობის ყოფა–ცხოვრებაზე. ეს ფაქტობრივად, უკონტროლო პროცესია, მას მხოლოდ ბაზარი არეგულირებს, მაგრამ სხვა, უკეთესი ალტერნატივა არ არსებობს.

გლობალიზაციის ეპოქის ერთ–ერთი ძირითადი თავისებურებაა მანამდე არსებული ბიპოლარული საერთაშორისო  სისტემის შეცვლა. მკვლევართა ნაწილი ფიქრობს, რომ თანამედროვე მსოფლიო გამოკვეთილად უნიპოლარულია, სადაც ძალის ერთადერთ პოლუსს აშშ წარმოადგენს. სწორედ ეს აძლევს საბაბს ანტიგლობალისტებს, რომ გლობალიზაციაში ამერიკანიზაცია დაინახონ და იგი ამერიკულ იმპერიალიზმად მონათლონ. თუმცა, უკანასკნელ წლებში ევროკავშირისა და ჩინეთის სწრაფი დაწინაურება, რუსეთის ხელახალი გაძლიერება თუ იაპონიისა და აზიის ხალი ინდუსტრიული სახელმწიფოების ეკონომიკური წარმატებები ბევრს აფიქრებინებს, რომ საერთაშორისო სისტემა მრავალპოლუსიანი ანუ მულტიპოლარული  ხდება.

ამასთანავე, მკვლევართა აზრით, ცივი ომის დამთავრება სრულიადაც არ ნიშნავს ბიპოლარიზმის მოწყობას საერთაშორისო სისტემაში. უბრალოდ, თუ ადრე დაპირისპირებულ მხარეებს დასავლეთი(განვითარებული კაპიტალისტური ქვეყნები) და აღმოსავლეთი(სოციალისტური სამყარო)  წარმოადგენდნენ, ახლა ძირითად მოწინააღმდეგებად განვითარებული ჩრდილოეთი და განვითარებადი სამხრეთი იქცნენ. სწორედ ეს მიაჩნია ბევრს თანამედროვეობის ძირითად წინააღმდეგობად და მთავარ გლობალურ პოლიტიკურ საფრთხედ.

განვითარებადი, ანუ მესამე სამყარო იმდენად რთული და წინააღმდეგობრივია, რომ ზოგიერთი მკვლევარი ეჭქვეშ აყენებს მის ერთ კატეგორიაში გაერთიანებას. ამასთანავე, ცივი ომის დამთავრების შემდეგ განვითარებადი ქვეყნების უმრავლესობაში ცოტა რამ თუ შეიცვალა, ზოგიერთ მათგანში მდგომარეობა გაუარესდა კიდეც, რადგან მათ საბჭოთა კავშირის დახმარება მოაკლდათ, ასე რომ  ჩრდილოეთში  „კაპიტალიზმის ტრიუმფი“ სამხრეთში კაპიტალიზმის კრიზისად იქცა.

აღნიშნული ზოგადი სურათის საფუძველზე ცალკეული ავტორები ატკიცებენ, რომ მოხდა საერთაშორისო პოლიტიკის გლობალიზაცია – სახელმწიფოები აღარ არიან საერთაშორისო ურთიერთობების მთავარი სუბიექტები(აქტორები). შესაბამისად, თვითონ ცნებები – „საერთაშორისო ურთიერთობები “ და „საერთაშორისო პოლიტიკა“–მოძველდა და ისინი „მსოფლიო პოლიტიკით“ ან „გლობალური პოლიტიკით“ უნდა შეიცვალოს.

 

აუცილებლად ნახეთ პრეზენტაცია:   ეკონომიკის და კულ;ტურის გლობალიზაცია —

 

https://docs.google.com/presentation/d/e/2PACX-1vT-I2yXbWRklxOdoLl6pgm-XUQ_b08WPG3sVw8MiK5xB_KHdw4ksu1AA-_nMSosjY5qAh8V_b8X_JOO/pub?start=false&loop=false&delayms=3000

§1.5. ეკო­ნო­მი­კის გლო­ბა­ლი­ზა­ცია

2920664_f260fuli 

გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­მა დი­დი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კა­ზე და თვი­სობ­რი­ვად შეც­ვა­ლა იგი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეროვ­ნუ­ლი ეკო­ნო­მი­კე­ბი კვლა­ვაც დიდ როლს თა­მა­შო­ბენ ქვეყ­ნე­ბის ეკო­ნო­მი­კა­ში, სა­ხელ­მწი­ფო­თა რო­ლი სუს­ტდე­ბა, იზ­რდე­ბა ტრანსნაციონალური კორპორაციების(ტნკ-ე­ბის) რა­ო­დე­ნო­ბა და მა­თი გავ­ლე­ნა. დამ­ყარ­და მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კუ­რი წეს­რი­გის ახა­ლი წე­სე­ბი. ეკონომიკის გლობალიზაციაში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­მი მთა­ვა­რი ინ­სტი­ტუ­ტის გავლენა და როლი:

  1. სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დი, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­ვა­ლუ­ტო კურ­სის რე­ჟიმს და გა­და­უ­დე­ბელ დახ­მა­რე­ბას იმ ქვეყ­ნე­ბი­სათ­ვის, რომ­ლე­ბიც ფი­ნან­სურ კრი­ზის­ში აღ­მოჩ­ნდნენ.
  1. რე­კონ­სტრუქ­ცი­ი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ბან­კი, რომ­ლის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი და ამო­ცა­ნაა მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნებ­ში კერ­ძო ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი­სა და ეკო­ნო­მი­კის რე­კონ­სტრუქ­ცი­ი­სათ­ვის აღ­დგე­ნის ხე­ლის შეწყ­ო­ბა.
  2. ვაჭ­რო­ბი­სა ტა­რი­ფე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი შე­თან­ხმე­ბა – მსოფ­ლიო სა­ვაჭ­რო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა, (1995) რო­მელ­მაც მიზ­ნად და­ი­სა­ხა სა­ერ­თა­შო­რი­სო ვაჭ­რო­ბის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ა.

ეკონომიკური გლობალიზაცია   ძირითადად გამოიხატება :   ფინანსების გლობალიზაციით, ვაჭრობის გლობალიზაციით და წარმოების გლობალიზაციით.

ფი­ნან­სე­ბის გლო­ბა­ლი­ზა­ცია — ნიშ­ნავს ფი­ნან­სუ­რი ბაზ­რე­ბის და­ახ­ლო­ე­ბას, შერ­წყმას და ერ­თი­ა­ნი ფი­ნან­სუ­რი ბაზ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, რომ­ლის დრო­საც გე­ოგ­რა­ფი­ულ მდე­ბა­რე­ო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ბას კარ­გავს. მი­სი ნიშ­ნე­ბი­ა:

  1. ზე­ტე­რი­ტო­რი­ულ ფუ­ლის არ­სე­ბო­ბა (ევ­რო, 2002), აშშ დო­ლა­რი.
  2. სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ვაჭ­რო­ბა (ტე­ლე­ფო­ნით, ინ­ტერ­ნე­ტით, ფაქ­სით)
  3. ოფ­შო­რულ ცენ­ტრე­ბის (თა­ვი­სუ­ფა­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზო­ნე­ბის) წარ­მოქ­მნა ანუ სა­ბან­კო-­სა­ვა­ლუ­ტო ოპე­რა­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა ისეთ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც ინ­ვეს­ტორს სთა­ვა­ზო­ბენ ძა­ლი­ან და­ბალ გა­და­სა­ხადს და გა­მარ­ტი­ვე­ბულ მომ­სა­ხუ­რე­ბას (მსოფ­ლი­ო­ში 500-ზე მე­ტი ოფშორული ზონაა).

ვაჭ­რო­ბის გლო­ბა­ლი­ზა­ცია

globalizationekonomika

 

  1. 1.    უცხ­ო­უ­რი სა­ქონ­ლის შეს­ვლა მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ერ ბა­ზარ­ზე. მა­გა­ლი­თად: “ნესკაფე “ 200-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში იყი­დე­ბა, რაც იწ­ვევს ად­გი­ლობ­რივ მე­წარ­მე­თა მძაფრ პრო­ტესტს და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას.
  2. 2.    ელექ­ტრო­ნუ­ლი ვაჭ­რო­ბა (საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თით, ტე­ლე­ფო­ნით, ინ­ტერ­ნე­ტით, რომლის რაოდენობამ 2008 წელს ტრი­ლი­ონ დო­ლარს გა­და­ა­ჭარ­ბა. ახლა გაორმაგებულია)

წარ­მო­ე­ბის გლო­ბა­ლი­ზა­ცია

globalization1makd 

ტრანს ნაციონალური კორპორაციების (ტნკ-ს) რო­ლის სწრა­ფი ზრდა და გავრცელება. თუ მსოფ­ლიო სა­ხელ­მწი­ფო­ებს და ტნკ-ებს მა­თი წლი­უ­რი შე­მო­სავ­ლის მი­ხედ­ვით და­ვა­ლა­გებთ პირ­ველ 100-ე­ულ­ში მოხ­ვდე­ბა 53 ტნკ და 47 სა­ხელ­მწი­ფო. ყვე­ლა­ზე მძლავ­რი ტნკ არის „ჯენერალ მო­ტორ­სი“, რო­მე­ლის ბიუჯეტიც  უს­წრებს და­­ნიას და ნორ­ვე­გი­ას ერთად აღებულს.

images amerikanizacia

ფოტოზე-ამერიკანიზაცია

§1.6. კულ­ტუ­რის გლო­ბა­ლი­ზა­ცია

 

ადა­მი­ა­ნი იმ შემ­თხვე­ვა­ში ით­ვლე­ბა გარ­კვე­უ­ლი ეროვ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლად, თუ ამა­ვე ეროვ­ნუ­ლი კულ­ტუ­რის მა­ტა­რე­ბე­ლი­ა:

  1. 1.        კოს­მო­პო­ლი­ტუ­რი კულ­ტუ­რა: სხვა არა­ფე­რია თუ არა და­სავ­ლე­თის, კერ­ძოდ აშ­შ-ის მა­სობ­რი­ვი კულ­ტუ­რის მთელ მსოფ­ლი­ო­ში გავ­რცე­ლე­ბა, რო­ცა ყვე­ლა­ფე­რი ეროვ­ნუ­ლი იკარ­გე­ბა (მაკ­დო­ნა­ლი­ზა­ცი­ა, კო­კა­კო­ლი­ზა­ცი­ა, ერ­თნა­ი­რი გა­და­ცე­მე­ბი მთელ მსოფლიოში- მაგ: “ვოისი”, ერ­თი და იგი­ვე მუ­სი­კა, ფილ­მე­ბი, ერ­თნა­ი­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბი) ყვე­ლა­ფე­რი ეს აყა­ლი­ბებს უე­როვ­ნე­ბო კოს­მო­პო­ლი­ტი ადა­მი­ა­ნის ტიპს, რი­სი მი­ზე­ზიც კულ­ტუ­რის ჰო­მო­გე­ნი­ზა­ცია ანუ ეროვ­ნულ კულ­ტუ­რე­ბის ისე­თი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა რო­ცა იქ­ნე­ბა ერ­თი, არა­ე­როვ­ნული, კოს­მო­პო­ლი­ტუ­რი, გლო­ბა­ლუ­რი კულ­ტუ­რა.
  2. 2.        პო­ლა­რი­ზა­ცია — სკეპ­ტი­კო­სე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ კულ­ტუ­რის ჰო­მო­გე­ნი­ზა­ცია მი­თი­ა. გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ამ უკუ­შე­დე­გი მო­ი­ტა­ნა. ხდე­ბა არა კულ­ტუ­რე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, არა­მედ მა­თი მზარ­დი და­პი­რის­პი­რე­ბა და ეროვ­ნუ­ლი კულ­ტუ­რე­ბის და­შო­რე­ბა, ერ­თმა­ნე­თის მი­მართ მტრუ­ლად გან­წყო­ბა (ან­ტი­და­სავ­ლუ­რი გან­წყო­ბე­ბი ის­ლა­მურ სამ­ყა­რო­ში).
  3. 3.        ჰიბ­რი­ზი­და­ცია — ამ ცნე­ბა­ში იგუ­ლის­ხმე­ბა ეროვ­ნუ­ლი კულ­ტუ­რე­ბის და­ახ­ლო­ე­ბა და ურ­თი­ერ­თგამ­დიდ­რე­ბა.

კულ­ტუ­რის გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის ფორ­მე­ბი:

  1. ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი და ინ­ტერ­ნე­ტი
  2. კულ­ტუ­რის ტნკ-ე­ბი (CNN, ABS, CBS)
  3. რა­დიო და მუ­სი­კის ინ­დუს­ტრი­ა.
  4. ტე­ლე­ვი­ზია (BBC, MTV)
  5. ინ­გლი­სუ­რი ენის გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ა, რა­საც რამ­დე­ნი­მე გა­რე­მო­ე­ბამ შე­უწყო ხე­ლი.  კერძოდ:

ა) ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი ქვეყ­ნე­ბის (აშშ, ინ­გლი­სი, კა­ნა­და) მძლავ­რი გავ­ლე­ნა. ბ) უძ­ლი­ე­რე­სი ეკო­ნო­მი­კა და გავ­ლე­ნა მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე. გ) სა­მეც­ნი­ე­რო ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბა ე) რეკ­ლა­მის გავ­რცე­ლე­ბა. თ) ინ­ტერ­ნე­ტი. ი) ადა­მი­ა­ნუ­რი ფაქ­ტო­რი. ეს ყვე­ლა­ფე­რი ინ­გლი­სუ­რი ენის სი­მარ­ტი­ვემ გა­ხა­და შე­საძ­ლე­ბე­ლი.

 

1.7.გლო­ბა­ლი­ზა­ცია  სი­კე­თე თუ საფრთხე

images sikete tu

გლობალიზაციის სიკეთე

პო­ლი­ტი­კის გლობალიზაციის: გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის ეპო­ქამ­დე სა­ხელ­მწი­ფო იყო „ლეგიტიმური ძა­ლა­დო­ბი­ს“ ინ­სტი­ტუ­ტი ანუ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა, რო­მელ­საც კა­ნო­ნი­ე­რი უფ­ლე­ბა ჰქონ­და, გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა ძა­ლა თა­ვი­სი შე­ხე­დუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ხო­ლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­ჭი­რო და აუ­ცი­ლე­ბელ ბო­რო­ტე­ბად აღიქ­მე­ბო­და. დღეს­დღე­ო­ბით, ფრაგ­მენ­ტა­ცია ად­გილს უთ­მობს ინ­ტეგ­რა­ცი­ას პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რა ხდე­ბა ერ­თობ­ლი­ვად, ხში­რად კონ­სე­სუ­სის სა­ფუძ­ველ­ზე სულ უფ­რო ბევრ ქვე­ყა­ნას შო­რის ხორ­ცი­ელ­დე­ბა უვი­ზო მი­მოს­ვლა, გა­და­ად­გილ­ება სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებს შო­რის, კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი.   ეკო­ნო­მი­კის გლობალიზაციის: ფაქ­ტი­ა, რომ ყა­ლიბ­დე­ბა გლო­ბა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კა.  ამა­ში დიდ როლს თა­მა­შო­ბენ ტნკ-ე­ბი. თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ო­ში სულ უფ­რო მე­ტი ხალ­ხი მო­იხ­მარს ერ­თნა­ირ პრო­დუქ­ცი­ას. ასეთ დროს ნაკ­ლე­ბად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი­ა, თუ სად არის წარ­მო­ე­ბუ­ლი ეს პრო­დუქ­ტი, უფ­რო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რო­მე­ლი ფირ­მის ნა­წარ­მია ის. ადა­მი­ანს შე­უძ­ლია სახ­ლი­დან გა­უს­ვლე­ლად შე­ას­რუ­ლოს სა­ვაჭ­რო და სა­ფი­ნან­სო ოპე­რა­ცი­ე­ბი.   კულ­ტუ­რის გლობალიზაციის: მიმ­დი­ნა­რე­ობს სუ­ლი­ე­რი და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რის და­ახ­ლო­ე­ბის და ურ­თი­ერთ გამ­დიდ­რე­ბის პრო­ცე­სი, რაც და­დე­ბი­თი და პროგ­რე­სუ­ლი მოვ­ლე­ნა­ა. კულ­ტუ­რუ­ლი გა­უცხ­ო­ე­ბის აღ­მოფ­ხვრა ხალ­ხთა შო­რის ამ­ცი­რებს და­პი­რის­პი­რე­ბა­სა და კონ­ფლიქ­ტე­ბის საფ­რთხეს.

გლო­ბა­ლი­ზა­ცია   საფ­რთხე

 

პო­ლი­ტი­კის გლობალიზაციის: არ­სე­ბობს ში­ში, რომ სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის რო­ლის დაკ­ნი­ნე­ბა გა­მო­იწ­ვევს ქა­ოსს და ანარ­ქი­ას, მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი უმარ­თა­ვი გახ­დე­ბა. პო­ლი­ტი­კის გლო­ბა­ლი­ზა­ცია სი­ნამ­დვი­ლე­ში გა­მო­იწ­ვევს პა­ტა­რა ქვეყ­ნე­ბის „ჩაყლაპვას” დი­დი ქვეყ­ნე­ბის მი­ერ. სა­კუ­თა­რი ეროვ­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს არ­სე­ბო­ბა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის შე­სუს­ტე­ბა უდი­დეს ეროვ­ნულ ტრა­გე­დი­ად მი­იჩ­ნე­ვა და გა­ი­გი­ვე­ბუ­ლია ერის ყო­ფნა­-არ­ყოფ­ნას­თან. ეკო­ნო­მი­კის გლობალიზაციის: მთა­ვარ საფ­რთხეს წარ­მო­ად­გენს ტნკ-ე­ბის მი­ერ ეროვ­ნუ­ლი ეკო­ნო­მი­კე­ბის შე­ვიწ­რო­ვე­ბა თან­და­თან გა­მო­დევ­ნა ბაზ­რი­დან. ტნკ-ებისა და მა­ღალ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის მი­ერ გა­მოშ­ვე­ბულ პრო­დუქ­ცია უკონ­კუ­რენ­ტო­ა, რაც აფერ­ხებს ად­გი­ლობ­რი­ვი პრო­დუქ­ტის გა­სა­ღე­ბას, მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი უმუ­შევ­რად რჩე­ბა ასეთ შემ­თხვე­ვა­ში სა­ხელ­მწი­ფო იძუ­ლე­ბუ­ლია გა­ა­ტა­როს პრო­ტექ­ცი­ო­ნის­ტუ­რი პო­ლი­ტი­კა (სუბ­სი­დი­ე­ბი, კვო­ტე­ბი, ტა­რი­ფე­ბი). სე­რი­ო­ზუ­ლი გლო­ბა­ლუ­რი პრობ­ლე­მაა სა­მუ­შაო ძა­ლის ინ­ტე­ნსი­უ­რი მიგ­რა­ცი­ა. ემიგ­რა­ცი­ის ქვეყ­ნე­ბი კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მუ­შა ხე­ლის გა­რე­შე რჩე­ბა, ირ­ღვე­ვა სქე­სობ­რივ­-ა­სა­კობ­რი­ვი სტრუქ­ტუ­რა. იმიგ­რა­ცი­ის ქვეყ­ნებ­ში პრობ­ლე­მა ექმ­ნე­ბა ად­გი­ლობ­რივ მუ­შა­ხელს, უცხ­ო­ელ­თა მო­ძა­ლე­ბა ცვლის რა­სობ­რივ­-ეთ­ნი­კურ შე­მად­გენ­ლო­ბას, რაც ქსე­ნო­ფო­ბი­ას იწ­ვევს. კულ­ტუ­რის გლობალიზაციის: არა­და­სავ­ლუ­რი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის ქვეყ­ნებ­ში (ა­ზი­ა, აფ­რი­კა, ლა­თი­ნუ­რი ამე­რი­კა) გლო­ბა­ლი­ზა­ცია გა­ი­გი­ვე­ბუ­ლია ვეს­ტერ­ნი­ზა­ცი­ას­თან­ – და­სავ­ლუ­რი კულ­ტუ­რის ექ­სპან­სი­ას­თან. ყვე­ლა­ფე­რი იც­ვლე­ბა უე­როვ­ნე­ბო, კოს­მო­პო­ლი­ტუ­რი, სა­ერ­თო კულ­ტუ­რით, რო­მე­ლიც სხვა არა­ფე­რია თუ არა და­სავ­ლუ­რი კულ­ტუ­რი­სა და ცხოვ­რე­ბის წე­სის გა­ბა­ტო­ნე­ბა. მიმ­დი­ნა­რე­ობს კულ­ტუ­რის ამე­რი­კა­ნი­ზა­ცი­ა. კულ­ტუ­რის ტრან­სფორ­მა­ცია ლო­გი­კუ­რი, კა­ნონ­ზო­მი­ე­რი პრო­ცე­სია და ამ­აში არა­ნა­ი­რი საფ­რთხე და ტრა­გე­დია არ უნ­და ვე­ძი­ოთ.

§ 3.1. მშვიდობის შენარჩუნების და განიარაღების პრობლემა

images mSvidoba

  თანამედროვეობის ყველაზე დიდი პრობლემაა ბირთვული ომის თავიდან აცილება და საყოველთაო მშვიდობის უზრუნველყოფა. ამის ალბათობა ახლა გაცილებით ნაკლებით, თუმცა არა გარანტირებული. ატომური ომის საშიშროება აღარ არსებობსო – ვერ ვიტყვით – ბევრი მკვლევარი ფიქრობს, რომ ატომური ომის საშიშროება რეალურია, უბრალოდ მონაწილეები შეიცვალნენ: დაპირისპირება – “დასავლეთი-აღმოსავლეთი“ შეიცვალა “ჩრდი­ლო­ეთი-სამხრეთი“-თ. ცივი ომი დამთავრდა და დაიწყო “ცივი მშვიდობა“, რაც არანაკლებ საფრთხეს შეიცავს და ახალ პრობლემებს აჩენს.

მშვიდობისა და განიარაღების პრობლემა ცივი ომის პერიოდში

II მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა ახალი გეოპოლიტიკური წესრიგი, რომელიც ცნობილია იალტა-პოტსდამის სისტემის სახელით. მისი შინაარსი გამოიხატება სოციალისტურ და კაპიტალისტურ სამყაროდ დაყოფაში. არც ომი იყო და არც მშვიდობა. დაპირისპირება მწვავე და გლობალური გახდა იმის გამო, რომ ორივე მხარეს ბირთვული იარაღი ჰქონდა. პირველად შექმნა აშშ-მ ატომური იარაღი და გამოიყენა 1945 წ. ხიროსიმასა და ნაგასაკში (იაპონია). 1949 წ. სსრკ-მ ატომური ბომბი გამოსცადა – დაიწყო გამალებული შეიარაღება. 50-იან წლებში ბირთვული სახელმწიფო გახდა დიდი ბრიტანეთი, 1960 – საფრანგეთი, 1964 – ატომური ბომბი გამოსცადა ჩინეთმა. 70-იან წლებში ისრაელმა, 90-იან წლებში ინდოეთმა და პაკისტანმა.   მაგრამ ყველაზე დიდი საფრთხე აშშ-სთვის სსრკ იყო. დაიდო ხელშეკრულება (1963 წ.) ჰაერში, წყალში და ხმელეთზე ატომური იარაღის გამოცდის აკრძალვის შესახებ. ხელშეკრულება სტრატეგიული იარაღის შეზღუდვის შესახებ (1972-1979 წ.). მაგრამ ბირთვული ომის საფრთხე არ შენელებულა. “პერესტროიკის“ დროს დადებულმა ხელშეკრულებამ საშუალო სიშორის ატომური იარაღის ევროპიდან გატანის და იარაღის შეზღუდვის შესახებ შეამცირა ბირთვული ომის ალბათობა. ხოლო სსრ-ს დაშლამ ეს საფრთხე მინიმუმამდე დაიყვანა.

მშვიდობის შენარჩუნების და განიარაღების პრობლემა ცივი ომის შემდეგ

 

  1. ფუკოიამამ – “ისტორიის დასასრული“ უწოდა ცივი ომის დამთავრებას და ბირთული კატასტროფისაგან განთავისუფლებას.

ირაციონალური და რაციონალური ძალების მუდმივი ბრძოლა დამთავრდა. დადგა საყოველთაო მშვიდობის ხანა. სამაგიეროდ საკმაოდ სერიოზული საშიშროების წინაშე დადგა სამყარო: 1)      გაიზარდა ბირთვული სახელმწიფოების რიცხვი. ატომური იარაღის შექმნაზე ინტენსიურად მუშაობენ ირანი და ჩრდილოეთ კორეა. ატომური იარაღი აღმოჩნდა ისეთ ქვეყანაში, რომელთაც ტერიტორიული კონფლიქტი აქვთ, ასევე მუსულმანურ და ტოტალიტარულ, კომუნისტურ ქვეყნებში.   2)      ბიპოლარული მსოფლიოს დაპირისპირების პოლუსები შეიცვალა: “დასავლეთი-აღმოსავლეთი“ – “ჩრდილოეთი-სამხრეთი“. განვითარებული, განვითარებადი სამყაროს დაპირისპირება კაპლანი. ასევე მრავალპოლუსიანი სამყარო (აშშ, ევროკავშირი, ჩინეთი, იაპონია, რუსეთი).   3)      პანტინგტონი – ცივილიზაციათა შესახებ.   4)      გამოიკვეთა სახიფათო ტენდენცია – რუსეთმა ადრე ნაკისრი ზოგიერთი ხელშეკრულების შესრულებაზე უარი თქვა, ცალმხრივად შეაჩერა სამხედრო ბაზების ლიკვიდაცია და ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების პროგრამა. პარალელურად მიმდინარეობდა ატომური შეიარაღების ზრდა და მოდერნიზაცია.   5)      მშვიდობის მიღწევის გზაზე გადაულახავი წინააღმდეგობაა სახელმ­წი­ფო­თა­შორისი და შიდასახელმწიფოებრივი კონფლიქტების ზრდა და გამწვავება, რაც გლობალურ პრობლემად იქცა.

§ 3.2. შეიარაღებული კონფლიქტები როგორც გლობალური პრობლემა

capt.1055282093.france_strikes_par127 (1)omi

  როგორც გლობალური პრობლემა II მსოფლიო ომის შემდეგ გაიზარდა კონფლიქტების რიცხვი, რაც გამოწვეულია: 1)      სახელმწიფოთა რაოდენობის ზრდით 2)      კოლონიების ან ტოტალიტარული ქვეყნების საზღვრები გაავლეს მეტროპოლიებმა, რამაც უამრავი ტერიტორიული კონფლიქტი წარმოშვა. 3)      სეპარატიზმი და ირედენტიზმი. სეპარატიზმი – (ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის ან ფართო ავტონომიის სტატუსის მიღების მიზნით სახელმწიფო გამოყოფის თეორია (ობიექტური, სერიოზული მიზეზის გარეშე მაგ. ეთნიკური უმცირესობა არ წარმოადგენს დაპყრობილ, ანექსირებულ ხალხს, არ განიცდის დევნას).   ირედენტიზმი – მიზანი – ისტორიულ სამშობლოსთან ტერიტორიის მიერთებას (ირედენტა ნიშნავს დასაბრუნებელს).   სეცერია – სეპარატიზმის უკიდურესი ფორმა – მიზანი ტერიტორიის სრული გამოყოფა. ტრაიბალიზმი – ტომობრივ-კლანური კავშირების გადამწყვეტი როლი პოლიტიკურ ცხოვრებაში (აფრიკაში – რუანდაში ხუტუს და ტუტრის ტომების ბრძოლამ 1 მლნ. კაცი შეიწირა).

კონფლიქტების ხასიათი საგრძნობლად შეიცვალა:

  1. დიდ სახელმწიფოებს შორის კონფლიქტები პრაქტიკულად აღარ არის (ბირთვული იარაღის შიშით).
  2. შემცირდა შეიარაღებული დაპირისპირებების ხანგრძლივობა (საერთაშორისო ორგანიზაციათა და მსოფლიო თანამეგობრობის დამსახურება).
  3. შეიცვალა კონფლიქტების გეოგრაფია, გადაინაცვლა, სამხრეთში.
  4. კონფლიქტების უმრავლესობა ლოკალურია და ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციებს არ ითვალისწინებს.
  5. დიდი სახელმწიფოები პატარა სახელმწიფოებს გავლენის ქვეშ აქცევენ არა ომით, არამედ ცივილიზებული დახვეწილი ხერხებით.

უმთავრესი საერთაშორისო კონფლიქტები

1. პალესტინის კონფლიქტი 1947 წ. ნოემბერში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია – პალესტინის ტერიტორიაზე ორი დამოუკიდებელი (არაბული და ებრაული) სახელმწიფოს შექმნის შესახებ. ქ. იერუსალიმზე კი უნდა დაწესებულიყო სპეციალური რეჟიმი. 1948 წ. გამოცხადდა ისრაელის დამოუკიდებლობა, რასაც მეზობელი არაბული ქვეყნები მტრულად შეხვდნენ და 4-ჯერ განახორციელეს მის წინააღმდეგ აგრესია. ოთხივე ომში ისრაელმა გაიმარჯვა, დაეუფლა პალესტინის არაბული სახელმწიფოსთვის გამოყოფილ ტერიტორიას, ხოლო იერუსალიმი მის ხელში გადავიდა. ამის მერე არაბულმა ქვეყნებმა აღიარეს ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობა, ხოლო სანაცვლოდ ისრაელმა დაუბრუნა ეგვიპტეს სინას ნახევარკუნძული. დაიწყო მოლაპარაკება ისრაელსა და პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციებს შორის. რის შედეგადაც ისრაელმა ცნო ღაზას სექტორისა და დასავლეთ სანაპიროს ავტონომია და მზადაა დაეთანხმოს პალესტინის დამოუკიდებელ სახელმწიფოს შექმნას, ამ საზღვრებში. გადაუჭრელია იერუსალიმის საკითხი. იგი ისრაელმა დედაქალაქად გამოაცხადა და მისი არც ერთი ნაწილის დათმობას არ აპირებს.

კვიპროსის კონფლიქტი

  1960 წლიდან ამ ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა. მოსახლეობა – 78% ბერძნები, 18% თურქები, დუალისტური სახელმწიფოა. 1974 წელს ბერძნებმა მოითხოვეს საბერძნეთთან შეერთება. მოახდინეს გადატრიალება და საბერძნეთთან შეერთება გამოაცხადეს. საპასუხოდ თურქეთმა ჯარი გადასხა, და ტერიტორიის 40%-ის ოკუპაცია შეძლო. ამ ტერიტორიაზე გამოცხადდა ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა, რომელიც მხოლოდ თურქეთმა ცნო, საბერძნეთთან შეერთების მსურველთა მცდელობა აღიკვეთა და კვიპროსის რესპუბლიკა აღდგა. თურქულმა ნაწილმა უარი თქვა კვიპროსის რესპუბლიკის სტატუსზე და ამის გამო კონფლიქტი გაჭიანურდა.

ბოსნიის და კოსოვოს კონფლიქტი

  იუგოსლავიის დაშლის შემდეგ, დამოუკიდებლობა გამოაცხადა ბოსნია-ჰერცოგოვინამ. ამ ქვეყანაში 38% სერბები არიან. დამოუკიდებლობას სერბებმა მხარი არ დაუჭირეს და სერბეთთან შეერთება მოინდომეს. ამას მოჰყვა შეიარაღებული კონფლიქტი, სადაც ერთ მხარეს იყვნენ სერბები, მეორეზე ბოსნიელი ხორვატები და მუსლიმანები. გაეროს უშიშროების საბჭომ ბოსნიაში გაეროს ჯარები გაგზავნა სისხლისღვრის შესაჩერებლად. კონფლიქტი დაკონსერვდა. ქვეყანა გაიყო ორ ნაწილად: 1 – ბოსნია-ჰერცოგოვინის (მუსლიმანურ-ხორვატიული) ფედერაციად და სერბეთის რესპუბლიკად. უსაფრთხოებას გაერო იცავს.

კოსოვო

  მსგავსი პრობლემა წარმოიშვა სერბეთის ალბანელებით დასახლებულ ავტონომიურ მხარეში – კოსოვოში. ანტისერბულმა გამოსვლებმა ისეთი მასშტაბები მიიღეს ქვეყანაში, რომ სერბეთმა “ჭკუა ასაწავლა“ სეპარატისტებს და ეთნოწმენდა განახორციელა. ჩაერია ნატო ფართომასშტაბიანი ოპერაციებით. კოსოვოს მისცეს დამოუკიდებლობა და დაუწესეს გაეროს კონტროლი. რასაც არ ეთანხმება სერბეთი და რუსეთი.

სხვა კონფლიქტები

  საქართველო – რუსეთი ინდოეთი – პაკისტანი ირანი – ერაყი სომხეთი – აზერბაიჯანი მაროკო – ალჟირი

შიდასახელმწიფოებრივი კონფლიქტები უფრო ძნელი გადასაწყვეტია

  საერთაშორისო კონფლიქტების 55% მოგვარდა. ხოლო შიდა კონფლიქტების 20%.    გამოყოფენ შიდა კონფლიქტების 3 ჯგუფს

  1. ეთნიკურ-რელიგიური
  2. სამოქალაქო ომი (გარე ძალების პროვოცირებული, რათა მოიყვანონ მათთვის მისაღები მთავრობა)
  3. არშემდგარი სახელმწიფოების (კლანურ-მაფიოზური, ნარკოტიკული კონტროლის, ეკონომიკის დარგზე) შეიარაღებული დაპირისპირება.

3.3. საერთაშორისო ტერორიზმი გლობალური პოლიტიკური პრობლემა

Cars have been set on fire by demonstrators during a protest against the seventh WTO Ministerial Conference

სახეები და ფორმები:

  1. პოლიტიკური ტერორიზმი – დაკავშირებულია სახელმწიფო მოწყობასთან.
  2. სოციალური ტერორიზმი – მემარცხენე-მემარჯვენე ტერორიზმი (ლენინიზმი, მარქსიზმი, ტრადიციონალიზმი).
  3. ნაციონალური ტერორიზმი (სეპარატისტული).
  4. მსოფლმხედველობითი – გაბატონებულ ფასეულობებსა და ნორმასთან (ფუნდამენტალისტური და სექტანტური)

ფორმები: დივერსია, გატაცება, თავდასხმა, მკვლელობა, ძარცვა (ექსპროპრიაცია), ჰაიჯეკინგი (სატრანსპორტო სახეობების ხელში აყვანა, მძევლები).

თანამედროვე ტერორორიზმი

თანამედროვე მსოფლიოში ტერორისტული აქტები მასშტაბური გახდა. ძირითადი მიზეზები: რელიგიურ-ფუნდამენტალისტური და ეთნიკურ-ტომობრივი. განსაკუთრებით საფრთხისშემცველი – აშშ-სთვის ისლამისტური ტერორისტული ორგანიზაციები: “ჯიჰად ალ ისლამი“ და “ჰამასი“ – სუნიტური, რომელთაც საღვთო ომი აქვთ გამოცხადებული. “თალიბანი“ – ავღანეთში. “ლაშქარე თაიბი“ – პაკისტანი “ჯამაათ ალ ისლამია“ – მიზანი ცენტრალური აზიის სახელმწიფოების შექმნა. “ალ ქაიდა“ – 2001 წლის 11 სექტემბერი. საფრთხე ყველგანაა – ამიტომ იძულებული ხარ გაანადგურო ტერორიზმში ეჭვმიტანილი ყველა პირი, რაც უფრო ამწვავებს კონფლიქტს. ირლანდიის ორგანიზაცია “ირა“ – მიზანი ორი ირლანდიის გაერთიანება. ბასკების “ეტა“ – 2010 წ. უარი თქვა ტერორზე. “ღმერთის არმია“ – აშშ “აუმ სენრიკიუ“ – იაპონია “რუხი მგლები“ – თურქეთში და ა. შ. ხშირია სახელმწიფოს მხარდაჭერა ტერორისტებისადმი (შეფარვით).

3. 4. დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის პრობლემები

320px-2008_G8_Summit_Antiglobalist_Demonstration_March-3

 რა ღირებულებები უდევს საფუძვლად დემოკრატიას? 1.საერო და საეკლესიო ხელისუფლების განცალკევება. 2.კანონის უზენაესობა 3.სოციალური პლურალიზმი და სამოქალაქო საზოგადოება. 4.წარმომადგენლობითი ორგანოები. 5.ინდივიდუალიზმი.

 

4.3. სასურსათო პრობლემები: შიმშილის გეოგრაფია.   imagessimsuqne ყველაზე ძლიერი, ძველი გლობალური პრობლემაა.

შიმშილი ორი ძირითადი ფორმით ვლინდება: 1. ქრონიკული (ნახევრადშიმშილი) – არასრული კვება; 2) სრული შიმშილი – რომელიც დაკავშირებულია ხშირად ექსტრემალურ მოვლენებთან (ომი, გვალვა და ა. შ.) და სიკვდილიანობას იწვევს. hamburgeri kveba სრულფასოვანი კვების სამედიცინო ნორმები: საშუალო დღიური ნორმა:2400-2500 კკალ – აუცილებელი. 1800 კკალ-ზე ნაკლები – არასრული კვება, 1000 კკალ. – კრიტიკული ზღვარი – სრული შიმშილი. გაეროს მონაცემებით: XXI ს-ის დასაწყისში ნახევარი მსოფლიოს მოსახლეობა არასრულად იკვებება დაახლოებით 500 მლნ. კაცი, 550 მლნ-მდე სრულ შიმშილს განიცდის.

v სასურსათო პრობლემა და განვითარებადი ქვეყნები

   ეს პრობლემა ძირითადად მათ ეხებოდათ, მაგრამ “მწვანე რევოლუციის“ წყალობით ბევრმა განვითარებულმა ქვეყანამ შეძლო მთლიანად ან თითქმის მთლიანად დაეკმაყოფილებინა მოთხოვნები, თუმცა ეკოლოგიურად არასასურველი პროდუქტით (გენმოდიფიცირებული).

არასაკმარისი კვების „სარტყელია” – ტროპიკული აფრიკა და სამხრეთ აზია. პრობლემის გადაჭრაში ეხმარება ჰუმანიტარული დახმარებები. სურსათის  იმპორტის დიდი ნაწილი განვითარებადი ქვეყნებიდანაა (აშშ-60%). მოაკლდათ სსრკ-ს დახმარება.

პრობლემის გადაჭრის გზები

სასურსათო პროდუქციის  ზრდის ორი გზა არსებობს.ექსტენსიური და ინტესიური:

მაგრამ მისი სრული  გადაჭრისთვის სურსათის ზრდასთან ერთად საჭიროა  სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური, ფსიქოლოგიურ კულტურული გარდაქმნები, რაც დიდ დროს  მოითხოვს.

ექსტენსიური სოფლის მეურნეობა: ახალი სასოფლო-სამეურნეო მიწების ათვისებას, პირუტყვის სულადობის ზრდას და საზღვაო-სარეწაო არიალის გაფართოებას გულისხმობს. ძირითადად ათვისებისთვის პერსპექტიულ მიწებად ლათინურ ამერიკის მიწები, ტროპიკები და სუბტროპიკები მოიაზრება; მაგ. ბრაზილია  გამოკვებავს 900 მილ. ადამიანს  და აფრიკის სავანების ზონაში).

ინტესიური: ეს გზა განვითარებული ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი, უკანასკნელ დროს განვითარებადშიც. გულისხმობს მოსავლიანობის და სულადობის ზრდას ქიმიზაციით, მექანიზაციით, ირიგაციით, გენური ინჟინერიით, კარგი ჯიშებით. დედამიწას 33 მლრდ ადამიანის გამოკვება შეუძლია. ზოგი 12-13 მლრდ-ს ასახელებს.

4.4.    სიღარიბის პრობლემა

imagesOOOOOOOOOOOOOOOOOO

WWW.RU-AN.INFO 

სიღარიბე მხოლოდ ფინანსური შემოსავლების სიდიდით არ განისაზღვრება. იგი უამრავი სხვა პარამეტრისაგან შედგება: უმუშევრობის დონე, საბინაო პირობები, სამომხმარებლო კალათა, და ა. შ. სიღარიბე შეფარდებითი ცნებაა!

v  უმუშევრობა

უმუშევრად ითვლება პირი, ვისაც არ აქვს ანაზღაურებადი სამუშაო, მაგრამ აქვს სურვილი. ნახევრადუმუშევარი – დროებითი სამუშაოს მქონე.   ფუნქციური უმუშევრობა – არასპეციალობით დასაქმება.

პრობლემები განვითარებად ქვეყნებში გამოწვეულია: სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული ჩამორჩენილობით, მოსახლეობის სწრაფი ზრდით,  სოფლების დაცლით, მიწის დეგრადაციით, პროფესიის უქონლობით. ისინი ეძებენ “შავ სამუშაოს“, მიდიან მიგრაციებში, რაც იწვევს ქსენოფობიას, რასიზმს, აგრესიას იმის გამო, რომ იქაურ უმუშევრებს ართმევენ ადგილებს.

უმუშევრობი პრობლემა განვითარებულ ქვეყნებში ძირითადად “ფუნქციური უმუშევრობა“ – როცა კვალიფიციური კადრი ვერ პოულობს სამსახურს სპეციალობით. ადვილია “შავი სამუშაოს“ მოძებნა – აქ მოთხოვნილება დიდია, მას ავსებენ ხშირად მიგრანტები. უმუშევრებს ეძლევათ დახმარება, რაც საარსებო მინიმუმზე დიდია საგრძნობლად.

უსახლკარობა მომთაბარე ცხოვრებას ეწევა 120 მლნ ადამიანი. უსახლკაროა: ევროკავშირის ქვეყნებში – 3 მლნ, აშშ-ში – 2 მლნ, იაპონიაში – 200 ათასი, კანადასა და ავსტრალიაში – 150 და 100 ათასი შესაბამისად, ასევე პოსტსაბჭოთა ქვეყნებში…

საარსებო მინიმუმი და სამომხმარებლო კალათა  საარსებო  მინიმუმი: ის აუცილებელი მინიმალური თანხა, რაც საჭიროა, რომ ადამიანმა იარსებოს, ანუ არ იშიმშილოს და ელემენტარული ყოფითი მოთხოვნილებები დაიკმაყოფილოს. სამომხმარებლო კალათა (როგორ ანაწილებს ადამიანი მიღებულ შემოსავალს): რაც ნაკლებია შემოსავალი, მით მეტი იხარჯება კვებაზე. გსნვითარებულ ქვეყნებში კი საკვებზე იხარჯება შემოსავლის 20%.დანარჩენი ხმარდება სულიერი  და მატერიალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.

 4.5 .ჯანმრთელობის დაცვის პრობლემები

images jand

უკანასკნელ ათწლეულებში გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა. შემცირდა სიკვდილიანობის კოეფიციენტი, იკლო ეპიდემიებმა, დამარცხდა დაავადებები. გაიზარდა ახალი დაავადების ტენდენცია. ე. ი. ჯანდაცვა სერიოზულ გლობალურ პრობლემად დარჩა. v  სიკვდილიანობის და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა განვითარებად ქვეყნებში ახალგაზრდების ხვედრითი წილი მაღალი. განვითარებულში ხანდაზმულთა ხვედრითი წილი გაზრდილია. სიკვდილიანობის სტანდარტიზებული მაჩვენებელი გამოითვლება  ცალკე ასაკობრივი ჯგუფის მიმართ.თუ სიკვდილიანობის კოეფიციენტს არა მთელი მოსახლეობის არამედ ცალკეული ასაკობრივი ჯგუფის მიმართ  გამოვთვლით აღმოჩნდება, რომ განვითარებად ქვეყნებში (განსაკუთრებით უღარიბეს ქვეყნებში) სიკვდილიანობის კოეფიციენტი რამდენიმეჯერ ჭარბობს განვითარებული ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებელს. ეს კოეფიციენტი პირდაპირ კავშირშია, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ განვითარებასთან; ჯანდაცვასთან და არ არის დამოკიდებული ასაკობრივ სტრუქტურაზე. განვითარებულ ქვეყნებში სიკვდილიანობის სტანდარტის მაჩვენებელი დაბალია.   ჩვილთა სიკვდილიანობა – ყველაზე     მაღალია ანგოლაში, ავღანეთში.სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა – ყველაზე მაღალია იაპონიაში – 82 წ. საქართველოში – 76,3 წ.; სვაზილენდში – 31 წ.  ყოველ 1000 კაცზე 150 კვდება – ანგოლაში, ლიბერიაში, იაპონიაში – 3 . ექიმთა რაოდენობის საშუალო მაჩვენებელია– ყოველ 100000 კაცზე 300 ექიმი (ასეა ევროპაში და სხვა განვითარებულ ქვეყნებში, ასევეა  საქართველოშიც)

  დაავდების გავრცელების პრობლემები ძველი დაავადებები, ინფექციები (“ისპანკამ“ 20 მლნ ადამიანი იმსხვერპლა) დამარცხდა, მაგრამ არა მთლიანად. დღეს გავრცელების საფრთხე მოდის მიგრაციებიდან. მოიშალა დაავადების საზღვრები. იზრდება სიმსივნური, გულ-სისხლძარღვთა, ნერვული და ფსიქიკური დაავადები, შიდისი, ნარკომანია (კეთრით 3 მლნ კაცია დაავადებული, მათი იზოლირება ე. წ. ლეპროზორიუმებში ხდება).

შიდსი გლობალური პრობლემაა. ის 1981 წ. გამოჩნდა.    2007 წ. შიდსით დაავადებულთა რაოდენობამ 39,6 მლნ ადამიანი შედგინა. განსაკუთრებით დიდი რაოდენობაა ტროპიკულ აფრიკაში. ამავე რეგიონზე მოდის შიდსით დაღუპულთა  ნახევარზე მეტი. მალარიით ყოველწლიურად 500 მლნ კაცი ავადდება, ხოლო 3-4 მლნ კვდება. შავი ჭირი – 1346–1351 წლების პანდემიამ დედამიწის მოსახლეობის 1/4 შეიწირა.მსოფლიოს არ ახსოვს უფრო დიდი სიკვდილიანობა, ევროპაში ზოგიერთ ქალაქში მხოლოდ 10-15% გადარჩა.ეს დაავადება ახლა იშვიატად გვხვდება .უკანასკნელად 1994 წელს ინდოეთში დაფიქსირდა.

4.6.განათლების პრობლემები

imagesganatlbi

უაღრესად მნიშვნელოვანია და მრავლისმომცველი. როცა უწიგნურობაზეა -წერა-კითხვის უცოდინართა  საუბარი, ( იგულისხმება  15 წელს ზემოთ მოსახლეობა). 1 მლრდ-ზე მეტმა ადამიანმა არ იცის წერა-კითხვა. 95,6% – განვითარებად ქვეყანაზე მოდის. აშშ-ს “ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო“-ს მონაცემებით მსოფლიოში სულ 4 ქვეყანაა, სადაც მოზრდილ მოსახლეობაში წერა-კითხვის ცოდნის ასპროცენტიანი მაჩვენებელია. მათ შორის: 1. ლუქსემბურგი,  2. ნორვეგია, 3. ფინეთი, 4. საქართველო. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი – ბუტანი, ავღანეთი, ბურკინა-ფასო.

v  დაწყებითი და საშუალო განათლება სავლედბულო და  უფასოა, მაგრამ მილიონობით განვითარებადი ქვეყნის ბავშვი ვერ ახერხებს სკოლაში სიარულს. პრობლემაა არა მარტო მოუხერხებლობა, არამედ ხარისხი. მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა ის, რომ   ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებიში არსებობდა– ფუნქციური უწიგნურობა . ფუნქციური უწიგნურობის შემთხვევაში მოქალაქე თითქოს იღებს  განათლებას, მაგრამ საერთაშორისო სტანდარტებს ბევრად ჩამორჩება.

მსოფლიოს  დღის წესრიგში დადგა ევროპისა და ამერიკის დონესთან გათანაბრება და ერთიანი საგანმანათლებლო სივრცის შექმნა.   განათლების ზოგადი პრინციპების და სტანდარტების შეცვლასთან ერთად არ უნდა მოხდეს ეროვნულ საგანმანათლებლო პროგრამასა და მშობლიურ ენასა და ლიტერატურაზე უარის თქმა.!

უმაღლესი განათლების პრობლემებიდან მტავარია   განათლების ხარისხი და პრაქტიკული მოთხოვნილებებთან შესაბამისობა. ამჟამად მიმდინარეობს უმაღლესი განათლების რეფორმა. (ე. წ. ბოლონიის პროცესი).  რომლის მიზანია , ამ  მ პროცესში ჩართული ნებისმიერი ქვეყნის  უნივერსიტეტის სტუდენტმა დაუბრკოლებლად განაგრძოს  სწავლა  სხვა ქვეყნის უნივერსიტეტში, ხოლო დიპლომი ევროპის ნებისმიერი ქვეყნისთვის ვარგისი იყოს.

4.7.კრიმინალური პრობლემები. დანაშაულის გეოგრაფია

a-620x330 krimin

  1. ძალადობრივი დანაშაული (დივერსია, ტერორიზმი, მკვლელობა და ა. შ.). მკვლელობა ყველაზე მეტია კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში. ყოველ 100 ათას ადამიანზე 40 მკვლელობაა. ყველაზე ცოტაა იაპონიაში, სინგაპურში, ჰონკონგში, სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებში.
  2. საკუთრების ხელყოფის, “კანონიერი ქურდობის“ ინსტიტუტი სსრკ-ს სივრცეში.
  3. საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის (მოძრაობის წესები, ნაგვის დაყრა…).
  4. ნარკობიზნესი: ჰეროინი – ავღარეთი, პაკისტანი, ბირმა, ტაილანდი, ლაოსი; ჰაშიში, მარიხუანა – აფრიკა, მექსიკა; კოკაინი – კოლუმბია, ეკვადორი, პერუ, ბოლივია.
  5. ტრეფიკინგი – მსხვერპლი  ყოველწლიურად 1 მლნ კაცი. მიმღები ქვეყნები – გერმანია, იტალია, ჰოლანდია, ესპანეთი, საბერძნეთი, ახლო აღმოსავლეთი.დონორი ქვეყნები–რუსეთი უკრაინა, ბელორუსი,მოლდოვა, რუმინეთი, ბულგარეთ.
  6. კორუფცია – პირველ რიგში პოლიტიკური კორუფცია.ყველაზე ნაკლებად კორუფციული სკანდინავიის ქვეყნებია. პრობლემური – პოსტსაბჭოთა სივრცე .

 

  1. 4.8.განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური ჩამორჩენილობის პრობლემა

  სამყაროსთვის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და ძნელად დასაძლევი პრობლემაა  განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური ჩამორჩენილობის პრობლემა. ეს პრობლემა გლობალურია და სერიოზულ საფრთხეს უქმნის მთელ მსოფლიოს.  იგი სერიოზულ პრობლემებს უქმნის სამყაროს და მისი გადაჭრის გზები მოითხოვს მსოფლიოს ქვეყნების კომპლექსურ, ერთობლივ ძალისხმევას.

განვითარებად ქვეყნებს მიეკუთვნება  150 ქვეყანა, მათ შორის უმეტესი   ყოფილი კოლონიაა,  ასევე აზიისა და ლათინური ამერიკის ქვეყნები.    ამ ქვეყნებს მესამე სამყაროს ქვეყნებს უქოდებდნენ . ტერმინი “მესამე სამყარო ცივი ომის პერიოდში წარმოიშვა. ამ დროს არსებობდა განვითარებული კაპიტალისტური- ანუ “პირველი სამყაროს “, სოციალისტური , ანუ “მეორე სამყაროს” და დანარჩენი “მესამე სამყაროს“ ქვეყნები. სოციალისტური სამყაროს დაშლის შემდეგ სხვაგვარ დაყოფას იყენებენ, გამოყოფენ ბირთვის, პერიფერიულ და ნახევრად პერიფერიულ ქვეყნებს.

  1. ბირთვი-  პირველი სამყარო – განვითარებული + ზოგიერთი ყოფილი სოციალისტური ქვეყანა;
  2. ნახევრადპერიფერიული ქვეყნები – რომლებიც განვითარებადიდან განვითარებულში გადავიდნენ (ნავთობმომპოვებელი არაბული და ე. წ. ახალი ინდუსტრიული ქვეყნები), ასევე ყოფილი სოციალისტური ქვეყნები;
  3. პერიფერიული ქვეყნები – მესამე სამყარო – განვითარებადი ქვეყნები, რომელთაც “გლობალური სამხრეთი“ უწოდეს.

განვითარებადი ქვეყნების პოტენციალი და ეკონომიკური მდგომარეობა

განვითარებადი ქვეყნების ჩამორჩენილობა განპირობებულია ისტორიული, კულტურულ-პოლიტიკური, სოციალური თავისებურებებით. განვითარებადი ქვეყნების ბუნებრივი რესურსული პოტენციალი ბევრად მეტი აქვთ, ვიდრე განვითარებულს. მაგალითად, ნავთობის 90%-ზე მეტი, ბუნებრივი აირი 70%, ფერადი ლითონი დ 70%, შავი ლითონი დ 60%. ასევე აღდგენადი რესურსების უდიდესი მარაგი (მიწის, წყლის, ტყის) ასევე აგროკლიამტური, თუმცა ისინი ნაკლებად იყენებენ ამ უპირატესობას. ხდება რესურსების დატაცება-ექსპლუატაცია, რაც იწვევს მიწის დეგრადაციას და ეკოლოგიურ პრობლემებს. ეს ქვეყნები (განვითარებადი) მსოფლიოს მეურნეობაში ექსპორტიორები არიან და რესურსების გამოლევა კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში აყენებს მათ. გარდა ამისა იზრდება ნედლეულის ფასი, რაც მზა პროდუქციის ფასს ზრდის და ეს კი ზრდის ეკონომიკურ დისპროპორციას განვითარებულ და განვითარებად სამყაროებს შორის. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ განვითარებადი სამყაროს ჩამორჩენის მიზეზი მათი კულტურული ჩამორჩენილობაა, შრომის დაბალი კულტურა და ტრადიციები. ამიტომ მიზეზები თავის თავში უნდა ეძებონ. გამოსავალი თვითგარდაქმნაა. თვითონ განვითარებად ქვეყნებში ამ აზრს არ იზიარებენ და მთავარ დამნაშავედ დასავლეთის ქვეყნებსა და მეურნეობის ლიბერალიზაციას მიიჩნევენ. ფიქრობენ, რომ საჭიროა ახალი ეკონომიკური წესრიგი და მეტი დახმარება დასავლეთის ქვეყნებისაგან.

დაპირისპირება მდიდარი  ჩრდილოეთი- ღარიბი სამხრეთი

რუკაზე -მდიდარი ჩრდილოეთი,ღარიბი სამხრეთი

ცივი ომის დამთავრების შემდეგ პოლუსები “დასავლეთი-აღმოსავლეთი“ შეიცვალა “ჩრდილოეთი-სამხრეთით“. ცივი ომის დამთავრების შემდეგ განვითარებად სამყაროში ბევრგან გაუარესდა მდგომარეობა: 1) მოაკლდათ დახმარება სსრკ-დან; 2) კრახი განიცადა ეკონომიკური განვითარების ე. წ. მესამე გზამ (ერთი იყო კაპიტალისტური, მეორე სოციალისტური, მესამე განვითარებადი). ეს ქვეყნები საბაზრო ეკონომიკისაკენ შებრუნდნენ და უფრო მეტად აღმოჩნდნენ სავალალო მდგომარეობაში. 3) ათწლიანმა რეფორმამ, რომელსაც მსოფლიო ბანკი ახორციელებდა შედეგი ვერ გამოიღო.

 მეცნიერები ასკვნიან, რომ ტრიუმფს ჩრდილოეთში მოყვა კრახი სამხრეთში. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა უღატაკეს ქვეყნებში (სულ 40 ქვეყანა, 28 ტროპიკულ აფრიკაში). გაუსაძლისი მდგომარეობის გამო  ღარიბი ქვეყნებიდან  მოსახლეობა მიდის მიგრაციაში  მდიდარი ჩრდილოეთის ქვეყნებში(ხშირად არალეგალურად), რაც უფრო ძაბავს მდგომარეობას, აჩენს კონფლიქტებს .პრ  ოგნოზით: განვითარებადი სამყარო მიაწყდება განვითარებულს რაც გააღრმავებს დაპირისპირებას და კონფლიქტებს დაიწყება ანარქია! სწორედ ეს ანარქია იქნება მსოფლიო წესრიგის დამანგრეველი და ყველაზე დიდი საშიშროება კაცობრიობისათვის  (რობერტ კაპლანი- წიგნი”მომავალი ანარქია”).

5.1.გლობალური დემოგრაფიული პრობლემები

 

                              მოსახლეობის დინამიკის ზოგადი სურათი.

მოსახლეობის ზრდა განსხვავებულ პრობლემებს აჩენს სხვადასხვა ქვეყნებში.
ქვენოთ მოცემული  ბმულის საშუალებით აუცილებლად ნახეთ(ძალიან საინტერესოა)  ფილმი “მოსახლეობის  დემორაფიული პრობლემები”

https://www.facebook.com/paraleli42/videos/149926156881511

https://www.facebook.com/paraleli42/videos/149926156881511

პრობლემები განვითარებულ ქვეყნებშიდაბერების რუკა

დემოგრაფიული დაბარების რუკა

დეპოპულაცია,მისი გამომწვევი მიზეზები და პრობლემები:

მიზეზები: ქალის როლი საზოგადოებაში,ქალის ემანსიპაციი ხარისხი, ოჯახის დაგაგმვის სტილი, ქორწინების მაღალი ასაკი( 30 წლის  ზევით), კარიერა, სამედიცინო მომსახურების მაღალი დონე,  კონტრაცეპტივები,  რელიგიის მომდევრების სიმცირე, ქალაქური განსახლების სიჭარბე, მაღალი  სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა(რის გამოც ახალგაზრდების ხვედრითი წილი დაბალია), ნარკოტიკები, შიდცი  პანდემია და ა.შ.

დეპოპულაციის შედეგად გამოწვეული პრობლემები  1) შობადობის დაბალი დონე (დეპოპულაცია) 2) ხანდაზმულთა ხვედრითი წილის ზრდა (დემოგრაფიული დაბერება; 3) სამუშაო ძალის დეფიციტი; 4) იმიგრანტ მოსახლეობაში განვითარებადი სამყაროდან ჩასული სხვადასხვა რასის ადამიანების რიცხვის ზრდა და ამის გამო წარმოქმნილი პრობლემები :  რასიზმი, ეთნოკონფლიქტები,უმუშევრობა,კრიმინალის ზრდა, ქალაქებში  ემიგრანტთა კვარტლების ზრდა(მაგ.ჩაინატაუნები), “არაფორმალური ქალაქების”- ბიდონვილების ზრდა,9)  არალეგალური მიგრაციების ზრდა და სხვა

განვითარებული სამყაროს თითქმის ყველა ქვეყანა დემოგრაფიული გადასვლის IV ფაზაშია (როცა შობადობის კოეფიციენტი დაბალია, ხოლო სიკვდილიანობის კოეფიციენტი მაღალი) იცვლება მოსახლეობის სტრუქტურა, იზრდება ხანდაზმულთა ხვედრითი წილი და შესაბამისად შ. კ. (უახლოვდება) ს. კ.-ს და ბუნებრივი მატება = 0.   ბოლო ეტაპზე სიკვდილიანობის კოეფიციენტი  მეტია შობადობის კოეფიციენტზე  და იწყება დეპოპულაცია. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ევროპაში.  შობადობის მატება ხდება  იმიგრანტების ხარჯზე. სამაგიეროდ ემიგრანტების მომატების გამო  იწყება რასიზმი, ეთნოპრობლემები და სხვ . მუშავდა დემოგრაფიული პოლიტიკა , რომელიც შობადობის წახალისებას  გულისხმობს( ფულადი, ადმინისტრაციული   და სხვა საშუალებებით). 

ასეთ ქვეყნებში მომავალში ადგილობრივები შეიძლება უმცირესობაში აღმოჩნდნენ. ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებში დეპოპულაციას ემიგრაციებიც დაემატა და მკვეთრად შემცირდა მოსახლეობის რიცხვი. როცა ბუნებრივ კლებას ემატება მექანიკური კლებ,ა მდგომარეობა კატასტროფულია (ასეთია საქართველოც, სადაც ყოველწლიურად მოსახლეობა 40000 კაცით მცირდება მექანიკური მოძრაობით).

პრობლემები განვითარებად ქვეყნებში: (აზია, აფრიკა, ლათინური ამერიკა)

დემოგრაფიული აფეთების რუკა

დემოგრაფიული აფეთქების რუკა

პრობლემების გამომწვევი მიზეზები:

 განვითარებად  ქვეყნებში შობადობის მაღალი დონე და      “დემოგრაფიული აფეთქება” ანუ , მოსახლეობის მკვეთრი მატება სერიოზულ პრობლემას უქმნის, როგორც ამ ქვეყნებს ასევე, მთლიანად სამყაროს. 

პრობლემების გამომწვევი მიზეზები: განათლების დაბალი დონე,   სამედიცინო მომსახეურების დაბალი ხარისხი(ან არქონა), სქესობრივ- ასაკობრივი სტუქტურაში ახალგაზრდების მაღალი ხვედრითი წილი, დაბალი ქორწინების ასაკი, ქალის უუფლებობა,ოჯახის დაგეგმვაში მისი იგნორირება, რელიგია, ტრადიციები,  სასოფლო დასახლებების სიჭარბე, მეურნეობის სტილი(ყველა ბავშვი ახალი მუშახელია მიწის დასამუშავებლად)და სხვ.

პრობლემები:

1)მოსახლეობის უკონტროლო ზრდა; 2) მოსახლეობის გაორკეცება 20-25 წელში; 3) ახალგაზრდების ხვედრითი წილის ზრდა და აქედან პრობლემები განათლებისა და დასაქმების კუთხით; 4) უმუშევრობა და სიღარიბე; 5) მასობრივი მიგრაციები ქვეყნის შიგნით და გარეთ; 6) შიმშილის საფრთხე; 7) სურსათის პრობლემა; 8) მიწის დეგრადაცია  9)სიკვდილიანობის ზრდა 10) სასურსათო რესურსების  დეფიციტი.  11)  ეპიდემიები12) ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობა13) დაბალი სიცოცხლის საშუალო  ხანგრძლივობა.14 ქალაქების უკონტროლო ზრდა.15)კრიმინალის ზრდა  და სხვ.

a8520 qoTnebi

პლანეტის გადამეტსახლების საფრთხე (დედამიწა ვერ შეძლებს ენერგომომარაგებას და გამოკვებას!).

ყველაზე მაღალი შობადობაა   ბანგლადეშში, აფრიკაში ზაირი, გვინეა-ბისაუ, ლიბერია, ნიგერია..

:ფერტილობის “ასაკი არის ასაკი როდესაც ადამიანი რეპროდუქციის ასაკშია, ანუ შეუძლია გააჩინოს შვილი.     “ფერტილობის“ მიხედვით (შვილების რაოდენობით 1 ქალზე) : [პურველ ადგილზეა მალი  7,38; უგანდა 6,8 მსოფლიოს  საშუალო მაჩვენებელია 2,4 ბავშვი. უკანასკნელ ადგილზე  ჰონკონგი, აომინი(ჩინეთი), სინგაპური და ტაივანი, რადგან აქ ძირითადად ქალაქის მოსახლეობაა.

პროგნოზით ,2050 წლისათვის პირველ ათეულში  ადგილს განვითარებული ქვეყნებიდან  მხოლოდ აშშ ინარჩუნებს. დანარჩენი ქვეყნები იქნებიან:ინდოეთი, ჩინეთი, პაკისტანი,ნიგერია, ინდონეზია,ბრაზილია ბანგლადეში,ეთიოპია,კონგო(ზაირი). უმუშევართა რიცხვი 2050 წლისათვის 3მლრდ 150 მილიონი იქნება.

დემოგრაფიული დატვირთვა = 15 წლამდე ასაკის ბავშვების რაოდენობა  გაყოფილი შრომის­უ­ნა­რი­ანი ასაკის რაოდენობაზე. ხშირად განვითარებად სამყაროში 15 წლამდე ასაკის მოსახლეობა მეტია ვიდრე შრომისუნარიანი მოსახლეობა.

 

 5.2. მიგრაციის პრობლემები

EXODUS OF GEORGIANS FROM ABKHAZIE

 

Read the rest of this entry

მშვიდობის შენარჩუნების და განიარაღების პრობლემა

§ 2.4. მშვიდობის შენარჩუნების და განიარაღების პრობლემა

 

თანამედროვეობის ყველაზე დიდი პრობლემაა ბირთვული ომის თავიდან აცილება და საყოველთაო მშვიდობის უზრუნველყოფა.

ამის ალბათობა ახლა გაცილებით ნაკლებით, თუმცა არა გარანტირებული. ატომური ომის საშიშროება აღარ არსებობსო – ვერ ვიტყვით – ბევრი მკვლევარი ფიქრობს, რომ ატომური ომის საშიშროება რეალურია, უბრალოდ მონაწილეები შეიცვალნენ: დაპირისპირება – “დასავლეთი-აღმოსავლეთი“ შეიცვალა “ჩრდი­ლო­ეთი-სამხრეთი“-თ. ცივი ომი დამთავრდა და დაიწყო “ცივი მშვიდობა“, რაც არანაკლებ საფრთხეს შეიცავს და ახალ პრობლემებს აჩენს.

 

მშვიდობისა და განიარაღების პრობლემა ცივი ომის პერიოდში

 

II მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა ახალი გეოპოლიტიკური წესრიგი, რომელიც ცნობილია იალტა-პოტსდამის სისტემის სახელით. მისი შინაარსი გამოიხატება სოციალისტურ და კაპიტალისტურ სამყაროდ დაყოფაში. არც ომი იყო და არც მშვიდობა. დაპირისპირება მწვავე და გლობალური გახდა იმის გამო, რომ ორივე მხარეს ბირთვული იარაღი ჰქონდა. პირველად შექმნა აშშ-მ ატომური იარაღი და გამოიყენა 1945 წ. ხიროსიმასა და ნაგასაკში (იაპონია).

1949 წ. სსრკ-მ ატომური ბომბი გამოსცადა – დაიწყო გამალებული შეიარაღება.

50-იან წლებში ბირთვული სახელმწიფო გახდა დიდი ბრიტანეთი, 1960 – საფრანგეთი, 1964 – ატომური ბომბი გამოსცადა ჩინეთმა. 70-იან წლებში ისრაელმა, 90-იან წლებში ინდოეთმა და პაკისტანმა.

მაგრამ ყველაზე დიდი საფრთხე აშშ-სთვის სსრკ იყო. დაიდო ხელშეკრულება (1963 წ.) ჰაერში, წყალში და ხმელეთზე ატომური იარაღის გამოცდის აკრძალვის შესახებ. ხელშეკრულება სტრატეგიული იარაღის შეზღუდვის შესახებ (1972-1979 წ.). მაგრამ ბირთვული ომის საფრთხე არ შენელებულა.

“პერესტროიკის“ დროს დადებულმა ხელშეკრულებამ საშუალო სიშორის ატომური იარაღის ევროპიდან გატანის და იარაღის შეზღუდვის შესახებ შეამცირა ბირთვული ომის ალბათობა. ხოლო სსრ-ს დაშლამ ეს საფრთხე მინიმუმამდე დაიყვანა.

 

 

მშვიდობის შენარჩუნების და განიარაღების პრობლემა ცივი ომის შემდეგ

 

  1. ფუკოიამამ – “ისტორიის დასასრული“ უწოდა ცივი ომის დამთავრებას და ბირთული კატასტროფისაგან განთავისუფლებას.

ირაციონალური და რაციონალური ძალების მუდმივი ბრძოლა დამთავრდა. დადგა საყოველთაო მშვიდობის ხანა.

სამაგიეროდ საკმაოდ სერიოზული საშიშროების წინაშე დადგა სამყარო:

1)      გაიზარდა ბირთვული სახელმწიფოების რიცხვი. ატომური იარაღის შექმნაზე ინტენსიურად მუშაობენ ირანი და ჩრდილოეთ კორეა.

ატომური იარაღი აღმოჩნდა ისეთ ქვეყანაში, რომელთაც ტერიტორიული კონფლიქტი აქვთ, ასევე მუსულმანურ და ტოტალიტარულ, კომუნისტურ ქვეყნებში.

2)      ბიპოლარული მსოფლიოს დაპირისპირების პოლუსები შეიცვალა: “დასავლეთი-აღმოსავლეთი“ – “ჩრდილოეთი-სამხრეთი“. განვითარებული, განვითარებადი სამყაროს დაპირისპირება კაპლანი.

ასევე მრავალპოლუსიანი სამყარო (აშშ, ევროკავშირი, ჩინეთი, იაპონია, რუსეთი).

3)      პანტინგტონი – ცივილიზაციათა შესახებ.

4)      გამოიკვეთა სახიფათო ტენდენცია – რუსეთმა ადრე ნაკისრი ზოგიერთი ხელშეკრულების შესრულებაზე უარი თქვა, ცალმხრივად შეაჩერა სამხედრო ბაზების ლიკვიდაცია და ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების პროგრამა. პარალელურად მიმდინარეობდა ატომური შეიარაღების ზრდა და მოდერნიზაცია.

5)      მშვიდობის მიღწევის გზაზე გადაულახავი წინააღმდეგობაა სახელმ­წი­ფო­თა­შორისი და შიდასახელმწიფოებრივი კონფლიქტების ზრდა და გამწვავება, რაც გლობალურ პრობლემად იქცა.

 

 

§ 2. შეიარაღებული კონფლიქტები

 

როგორც გლობალური პრობლემა II მსოფლიო ომის შემდეგ გაიზარდა კონფლიქტების რიცხვი, რაც გამოწვეულია:

1)      სახელმწიფოთა რაოდენობის ზრდით

2)      კოლონიების ან ტოტალიტარული ქვეყნების საზღვრები გაავლეს მეტროპოლიებმა, რამაც უამრავი ტერიტორიული კონფლიქტი წარმოშვა.

3)      სეპარატიზმი და ირედენტიზმი.

 

სეპარატიზმი – (ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის ან ფართო ავტონომიის სტატუსის მიღების მიზნით სახელმწიფო გამოყოფის თეორია (ობიექტური, სერიოზული მიზეზის გარეშე მაგ. ეთნიკური უმცირესობა არ წარმოადგენს დაპყრობილ, ანექსირებულ ხალხს, არ განიცდის დევნას).

ირედენტიზმი – მიზანი – ისტორიულ სამშობლოსთან ტერიტორიის მიერთებას (ირედენტა ნიშნავს დასაბრუნებელს).

სეცერია – სეპარატიზმის უკიდურესი ფორმა – მიზანი ტერიტორიის სრული გამოყოფა.

ტრაიბალიზმი – ტომობრივ-კლანური კავშირების გადამწყვეტი როლი პოლიტიკურ ცხოვრებაში (აფრიკაში – რუანდაში ხუტუს და ტუტრის ტომების ბრძოლამ 1 მლნ. კაცი შეიწირა).

კონფლიქტების ხასიათი საგრძნობლად შეიცვალა:

  1. დიდ სახელმწიფოებს შორის კონფლიქტები პრაქტიკულად აღარ არის (ბირთვული იარაღის შიშით).
  2. შემცირდა შეიარაღებული დაპირისპირებების ხანგრძლივობა (საერთაშორისო ორგანიზაციათა და მსოფლიო თანამეგობრობის დამსახურება).
  3. შეიცვალა კონფლიქტების გეოგრაფია, გადაინაცვლა, სამხრეთში.
  4. კონფლიქტების უმრავლესობა ლოკალურია და ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციებს არ ითვალისწინებს.
  5. დიდი სახელმწიფოები პატარა სახელმწიფოებს გავლენის ქვეშ აქცევენ არა ომით, არამედ ცივილიზებული დახვეწილი ხერხებით.

 

 

უმთავრესი საერთაშორისო კონფლიქტი

 

1. პალესტინის კონფლიქტი

1947 წ. ნოემბერში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია – პალესტინის ტერიტორიაზე ორი დამოუკიდებელი (არაბული და ებრაული) სახელმწიფოს შექმნის შესახებ. ქ. იერუსალიმზე კი უნდა დაწესებულიყო სპეციალური რეჟიმი.

1948 წ. გამოცხადდა ისრაელის დამოუკიდებლობა, რასაც მეზობელი არაბული ქვეყნები მტრულად შეხვდნენ და 4-ჯერ განახორციელეს მის წინააღმდეგ აგრესია. ოთხივე ომში ისრაელმა გაიმარჯვა, დაეუფლა პალესტინის არაბული სახელმწიფოსთვის გამოყოფილ ტერიტორიას, ხოლო იერუსალიმი მის ხელში გადავიდა.

ამის მერე არაბულმა ქვეყნებმა აღიარეს ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობა, ხოლო სანაცვლოდ ისრაელმა დაუბრუნა ეგვიპტეს სინას ნახევარკუნძული.

დაიწყო მოლაპარაკება ისრაელსა და პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციებს შორის. რის შედეგადაც ისრაელმა ცნო ღაზას სექტორისა და დასავლეთ სანაპიროს ავტონომია და მზადაა დაეთანხმოს პალესტინის დამოუკიდებელ სახელმწიფოს შექმნას, ამ საზღვრებში. გადაუჭრელია იერუსალიმის საკითხი. იგი ისრაელმა დედაქალაქად გამოაცხადა და მისი არც ერთი ნაწილის დათმობას არ აპირებს.

 

 

კვიპროსის კონფლიქტი

 

1960 წლიდან ამ ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა. მოსახლეობა – 78% ბერძნები, 18% თურქები, დუალისტური სახელმწიფოა. 1974 წელს ბერძნებმა მოითხოვეს საბერძნეთთან შეერთება. მოახდინეს გადატრიალება და საბერძნეთთან შეერთება გამოაცხადეს. საპასუხოდ თურქეთმა ჯარი გადასხა, და ტერიტორიის 40%-ის ოკუპაცია შეძლო. ამ ტერიტორიაზე გამოცხადდა ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა, რომელიც მხოლოდ თურქეთმა ცნო, საბერძნეთთან შეერთების მსურველთა მცდელობა აღიკვეთა და კვიპროსის რესპუბლიკა აღდგა. თურქულმა ნაწილმა უარი თქვა კვიპროსის რესპუბლიკის სტატუსზე და ამის გამო კონფლიქტი გაჭიანურდა.

 

ბოსნიის და კოსოვოს კონფლიქტი

 

იუგოსლავიის დაშლის შემდეგ, დამოუკიდებლობა გამოაცხადა ბოსნია-ჰერცოგოვინამ. ამ ქვეყანაში 38% სერბები არიან. დამოუკიდებლობას სერბებმა მხარი არ დაუჭირეს და სერბეთთან შეერთება მოინდომეს. ამას მოჰყვა შეიარაღებული კონფლიქტი, სადაც ერთ მხარეს იყვნენ სერბები, მეორეზე ბოსნიელი ხორვატები და მუსლიმანები. გაეროს უშიშროების საბჭომ ბოსნიაში გაეროს ჯარები გაგზავნა სისხლისღვრის შესაჩერებლად. კონფლიქტი დაკონსერვდა. ქვეყანა გაიყო ორ ნაწილად: 1 – ბოსნია-ჰერცოგოვინის (მუსლიმანურ-ხორვატიული) ფედერაციად და სერბეთის რესპუბლიკად. უსაფრთხოებას გაერო იცავს.

 

 

 

კოსოვო

 

მსგავსი პრობლემა წარმოიშვა სერბეთის ალბანელებით დასახლებულ ავტონომიურ მხარეში – კოსოვოში. ანტისერბულმა გამოსვლებმა ისეთი მასშტაბები მიიღეს ქვეყანაში, რომ სერბეთმა “ჭკუა ასაწავლა“ სეპარატისტებს და ეთნოწმენდა განახორციელა. ჩაერია ნატო ფართომასშტაბიანი ოპერაციებით. კოსოვოს მისცეს დამოუკიდებლობა და დაუწესეს გაეროს კონტროლი. რასაც არ ეთანხმება სერბეთი და რუსეთი.

 

 

სხვა კონფლიქტები

 

საქართველო – რუსეთი

ინდოეთი – პაკისტანი

ირანი – ერაყი

სომხეთი – აზერბაიჯანი

მაროკო – ალჟირი

 

 

შიდასახელმწიფოებრივი კონფლიქტები უფრო ძნელი გადასაწყვეტია

 

საერთაშორისო კონფლიქტების 55% მოგვარდა. ხოლო შიდა კონფლიქტების 20%.

 

3 ჯგუფი

  1. ეთნიკურ-რელიგიური
  2. სამოქალაქო ომი (გარე ძალების პროვოცირებული, რათა მოიყვანონ მათთვის მისაღები მთავრობა)
  3. არშემდგარი სახელმწიფოების (კლანურ-მაფიოზური, ნარკოტიკული კონტროლის, ეკონომიკის დარგზე) შეიარაღებული დაპირისპირება.

 

 

3.3. საერთაშორისო ტერორიზმი

 

სახეები და ფორმები:

  1. პოლიტიკური ტერორიზმი – დაკავშირებულია სახელმწიფო მოწყობასთან.
  2. სოციალური ტერორიზმი – მემარცხენე-მემარჯვენე ტერორიზმი (ლენინიზმი, მარქსიზმი, ტრადიციონალიზმი).
  3. ნაციონალური ტერორიზმი (სეპარატისტული).
  4. მსოფლმხედველობითი – გაბატონებულ ფასეულობებსა და ნორმასთან (ფუნდამენტალისტური და სექტანტური)

 

ფორმები:

დივერსია, გატაცება, თავდასხმა, მკვლელობა, ძარცვა (ექსპროპრიაცია), ჰაიჯეკინგი (სატრანსპორტო სახეობების ხელში აყვანა, მძევლები).

 

 

თანამედროვე ტერორიზმი

 

რაოდენობამ აიღო, აქტები მასშტაბური გახდა. ძირითადად – რელიგიურ-ფუნდამენტალისტური და ეთნიკურ-ტომობრივი.

განსაკუთრებით საფრთხისშემცველი – აშშ-სთვის ისლამისტური ტერორისტული ორგანიზაციები:

“ჯიჰად ალ ისლამი“ და “ჰამასი“ – სუნიტური, რომელთაც საღვთო ომი აქვთ გამოცხადებული.

“თალიბანი“ – ავღანეთში.

“ლაშქარე თაიბი“ – პაკისტანი

“ჯამაათ ალ ისლამია“ – მიზანი ცენტრალური აზიის სახელმწიფოების შექმნა.

“ალ ქაიდა“ – 2001 წლის 11 სექტემბერი.

საფრთხე ყველგანაა – ამიტომ იძულებული ხარ გაანადგურო ტერორიზმში ეჭვმიტანილი ყველა პირი, რაც უფრო ამწვავებს კონფლიქტს.

ირლანდიის ორგანიზაცია “ირა“ – მიზანი ორი ირლანდიის გაერთიანება.

ბასკების “ეტა“ – 2010 წ. უარი თქვა ტერორზე.

“ღმერთის არმია“ – აშშ

“აუმ სენრიკიუ“ – იაპონია

“რუხი მგლები“ – თურქეთში და ა. შ.

ხშირია სახელმწიფოს მხარდაჭერა ტერორისტებისადმი (შეფარვით).

 

 

 

3. 4. დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის პრობლემები

 

ტერორიზმის ფორმები (ბრძოლის)

პროგრესული და კონსერვატიული (არაფერს არ უთმობენ)