Monthly Archives: მარტი 2016
მიგრაციის პრობლემები დღეს
მიგრაციის პრობლემები
მიგრაცია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი,გლობალური პრობლემაა,რადგან იგი არამხოლოდ დემოგრაფიული,არამედ სერიოზული სოციალური,ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემაც არის და არაერთ სირთულეს ქმნის მსოფლიოს მთელ რიგ ქვეყნებში. თანამედროვე მიგრაციების მთავარი მიზეზი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებია.ეს თანაბრად ეხება როგორც შიდა,ისე გარე მიგრაციებს.
შიდა მიგრაციების ყველაზე გავრცელებული სახეა მიგრაცია „სოფელი-ქალაქი“.განვითარებულ ქვეყნებში უკვე დაიწყო ეს პროცესი:მოსახლეობის მიგრაცია ქალაქიდან სოფელში. განსხვავებული ვითარება განვითარებად ქვეყნებში,სადაც სოფლიდან ქალაქში მიგრაციამ დიდი მაშტაბებს მიაღწია. ასეთი სახის მიგრაცია იწვევს შიმშილის საფრთხეს და ამიტომ ყოველწლიურად ათეულობით მილიონი ადამიანი ცდილობს ქალაქში ჩავიდეს. სწორედ ეს უღარიბესი მასა ავსებს ქალაქს უმუშევართა და კრიმინალთა რიგებს,რაც უკიდურესად ამძაფრებს ქალაქის პრობლემებს.
საერთაშორისო მიგრაციები
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროკავშირი დიდი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა ლტოლვილთა კრიზისის კუთხით.მიგრანტთა ტალღამ,რომელმაც აგვისტოში თავის პიკს მიაღწია, მთელ ევროპას გადაუარა და ადამიანთა ყველა მასა,პოლიტიკოსები,ეკონომისტები და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები, ჩართო ამ საკითხის დებატებში.ევროპაში შემომსვლელ მიგრანტთა ნაკადი აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ევროპელი ლიდერებისთვის დიდი გამოწვევა გახდა.დღეს ევროპა დილემის წინაშეა: ერთის მხრივ, ჰუმანიზმის იდეა, როგორც ევროპული ღირებულება, მეორე მხრივ კი უსაფრთხოების საკითხი.კრიზისი უმწვავეს ფაზაშია შესული და მოითხოვს სწრაფ რეაგირებას სახელმწიფოთა მხრიდან.
მართლაც, გაცილებით დიდი პრობლემაა საერთაშორისო მიგრაციები,რომელიც ძალიან გახშირდა და გამწვავდა. 2015 წლის პირველი 9 თვეში ევროკავშირის სასაზღვრო უწყების „ფრონტექსის“ მონაცემებით ევროპის სახელმწიფოებში 710 ათას მიგრანტზე მეტი ჩავიდა, რამაც უკიდურესად დაძაბა სასაზღვრო ქვეყნების მდგომარეობა. რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ იტალია, მალტა და საბეძნეთი,რის გამოც ისინი იძულებულები არიან დაარღვიონ დუბლინის რეგულაცია, რაც მთელ რიგ პრობლემებს იწვევს ევროპაში. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით საბერძნეთის საზღვრებს ყოველ კვირას ადგება 9000 მიგრანტი,რაც მიმდინარე კრიზისულ პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
2015 წელს გაიმართა ევროკავშირის საგანგებო სამიტი ბრიუსელში სადაც მიმდინარეობდა დებატები ამ საკითხთან დაკავშირებით. ევროკავშირის სამიტამდე შედგა ბალკანეთის ნახევარკუნძულის სამი სახელმწიფოს, ბულგარეთის რუმინეთისა და სერბეთის (პირველი ორი სახელმწიფო კავშირის წევრია, სერბეთი – კანდიდატი) პრემიერ-მინისტრების შეხვედრა. ამ შეხვედრის შემდეგ ბულგარეთის პრემიერმა, ბოიკო ბორისოვმა განაცხადა, რომ ბალკანეთის ქვეყნები არ აპირებენ ბუფერული ზონის როლის შესრულებას და მზად არიან მიგრანტებისთვის ჩაკეტონ საკუთარი საზღვრები, თუ ამას გააკეთებენ გერმანია და ავსტრია.უნგრეთს უკვე ჩაკეტილი აქვს საზღვარი სერბეთთან და ხორვატიასთან, რის გამოც ლტოლვოლებს ავსტრიისა და გერმანისკენ მიმავალი გზა გაუგრძელდათ. ამან დამატებითი პრობლემები შექმნა სერბეთში, ხორვატიაში, სლოვენიასა და რუმინეთში. ჩატარდა ევროკავშირის საგანგებო სამიტი, რომლის მოწვევის ინიციატორიც იყო ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი. მას დაესწრო კავშირის წევრი 10 სახელმწიფოს პირველი პირი. სამიტზე გადაწყდა ლტოლვილების მიმღები ცენტრების გაფართოვება და ახლების აგება. უფრო კონკრეტულად ამ ცენტრებში კიდევ 100 ათასი ადამიანის დაბინავების პირობების შექმნა. ამ პროექტისთვის თანხებს გამოყოფს ევროპის საინვესტიციო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და ევროსაბჭოს განვითარების ბანკი. ლტოლვილთა მიღების ცენტრები გაიხსნება სხვადასხვა ქვეყნებში, უმთავრესად ბალკანეთში. საბერძნეთში, რადგან ეს ქვეყანა გეოგრაფიულად აზიიდან წამოსული ლტოლვილებისთვის ევროპის მთავარი ჭიშკარია, უნდა გაიხსნას რამდენიმე დამატებითი ცენტრი, რომელიც 30 ათას ადამიანს დაიტევს. კიდევ 20 ათასი კაცის განთავსების ადგილს შექმნის გაეროს ლტოლვილთა კომიტეტი. გაერო აიღებს პასუხისმგებლობას აგრეთვე ბალკანეთის ნახევარკუნძულის სხვადახვა ქვეყანაში მიმღები ცენტრების გახსნაზე, რომლებიც მთლიანობაში 50 ათას ადამიანს დაიტევენ. სწორედ ბალკანეთის ქვეყნებზე გადის გზა, რომლის საშუალებითაც ლტოლვილებს სურთ გერმანიასა და სკანდინავიის სახელმწიფოებში მოხვედრა. ბალკანეთის პატარა სახელმწიფოების რესურსები კი ლტოლვილთა მიღების თვალსაზრისით უკვე თითქმის ამოწურულია. ისე ბალკანეთის გარდა სირიელმა ლტოლვილებმა უკვე დაიწყეს ნორვეგიაში გადასვლა რუსეთის მხრიდანაც.
მიგრანტთათვის სასურველი ქვეყნებია გერმანია და შვდეთი ( გერმანიაში მათ აძლევენ 231 ევროს, ხოლო შვედეთში 271 ევროს).გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის სიტყვებით, ეს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ტესტია, რომლის ჩაბარებაც უწევს ევროპას.ჟან-კლოდ იუნკერმა მოუწოდა ყველა ქვეყანას აქტიური მონაწილეობა მიღოს მიგრანტების რეგისტრაციაში და ეს პროცესი უბრალოდ არ გადაულოცოს მეზობელ სახელმწიფოებს (ამ საქმეში მთავარი შეუთანხმებლობა ხორვატიასა და სლოვენიას შორის არის).ასევე სასაზღვრო ქვეყნებში ეს დიდი პრობლემაა.მაგალითად იტალია აღარ არეგისტრირებს ლტოლვილებსა და მიგრანტებს და პირიქით, ის ხელს უწყობს მათ ჩრდილოეთისკენ მოძრაობას,რადგან იტალიაში ფიზიკურად აღარ არის ადგილი მიგრანტთათვის. ხშირია შემთხვევები როდესაც იტალიის პოლიცია მიგრანტებს ტოვებს რკინიგზის სადგურებში ან ქალაქის მთავარ მოედნებზე. ჟან-კლოდ იუნკერის აზრით, აუცილებელია ლტოლვილები უზრუნველყონ ღამის გასათევი შენობებით. „დაუშვებელია, რომ თანამედროვე ევროპაში ადამიანებს სიცივეში მინდორში ეძინოთ“ – განაცხადა მან.
აგვისტოს თვეში,ლიბიის სანაპიროსთან მიგრანტებით სავსე ნავი ჩაიძირა; დაიღუპა შვიდი ადამიანი. „როიტერის“ თანახმად, იანვრიდან მოყოლებული, ხმელთაშუა ზღვაში 2500 მიგრანტი დაიღუპა, რომლებიც აფრიკაში, სირიაში და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში არსებულ ურთულესი ვითარებიდან თავის დაღწევას ცდილობდნენ. ამასთან დაკავშირებით,ევროპაში არსებული კრიზისის ხელშეწყობაში ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტერეზა მეიმ „შენგენის ხელშეკრულებაც“ დაადანაშაულა და მოითხოვა ევროკავშირმა გაამკაცროს თავისუფლად გადაადგილებისთან დაკავშირებული წესები. შენგენის კანონში შესწორებების შეტანას ემხრობა ზოგიერთი ევროპული მთავრობა, თუმცა ევროპის კომისიის განცხადებით, წესების შეცვლის აუცილებლობა არ არსებობს. იტალიის პრემიერის მატეო რენცის აზრით, “დაღუპულ მიგრანტთა რაოდენობის ზრდა აიძულებს ევროკავშირს ებრძოლოს ამ პრობლემას… ამას დასჭირდება თვეები, თუმცა ჩვენ გვექნება თავშესაფრის ძებნასთან დაკავშირებული ერთიანი ევროპული პოლიტიკა.“
მიგრაციამ მთელი რიგი პრობლემები გამოიწვია არამარტო მიმღებ, არამედ გამცემ ქვეყნებში.
გავლენა ქვეყნებზე საიდანაც მიემგზავრებიან
1. ირღვევა სქესობრივ- ასაკობრივი სტრუქტურა (მიგრაციაში ახალგაზრდები მიდიან); 2. შობადობა იკლებს; 3.სამუშაო ასაკის მოსახლეობის გადინება.( 15-65წწ.) მუშახელის ნაკლებობა; 4ასაკოვანი მოსახლეობის ზრდა საერთო რაოდენობაში და სხა 5. კვალიფიცირებული კადრების ნაკლებობა; 6. თანხები, რაც სახელმწიფომ დახარჯა თავის მოქალაქეზე (ანუ ინვესტიციები) იკარგება; 7. პიროვნული- ოჯახის რღვევა, ნოსტალგია და სხვ.
გავლენა ქვეყნებზე საითაც მიემგზავრებიან
მიგრანტები ქვეყანასი ჩასვლის მერე ქმნიან მთელ რიგ პრობლემებს. ხსირ შემთხვევასი ისინი ფიქრობენ ,რომ იშოვიან სამუშაოს,მაგრამ არ უმართლებთ,ამიტომ უერთდებიან უმუშევრთა რიცხვს.ბევრი მათგანი ლუკმა-პურის საშოვნელად მათხოვრობას იწყებს,უკავშირდებიან და ერთვებიან კრიმინალური მენტალიტეტის ადამიანებს.
ქვეყნებს შიგნით მიმდინარეობს მთელი რიგი დაძაბულობები ადგილობრივ მოსახლეობასა და მიგრანტებს შორის როგორებიცაა რასიზმი და სხვა ეთნიკური დაძაბულობები.ამ პრობლემასთან დაკავშირებით კვიპროსის მაგალითი თვალსაჩინოა. კვიპროსის ხელისუფლება აცახედბს, რომ ქვეყანა მიიღებს მხოლოდ ქრისტიანებს და არა მუსლიმებს,იგივე ვითარებაა სლოვაკეთშიც. მიგრანტებს ასევე ექმნებათ პრობლემები მკვიდრ მოსახლეობასთან,რაც გამოიხატება კულტურულს შუთავსებლობაში და ინტეგრაციის სირთულეში. მათთვის კიდევ ერთი მეტად ხშირი პრობლემაა ენობრივი ბარიერები. დღესდღეობით რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ ევროპის ქვეყნები. ამ ქვეყნებში იმატა კრიმინალმა და ტერორიზმის სახეებმა. ბოლო დროს განვითარებულმა ტერაქტებმა საფრანგეთში დიდ საშიშროებაში ჩააგდო მთელი იგი ქვეყნები.სწორედ ამიტომ 2015 წლის ნოემბერში ჩატარდა ვალეტას სამიტი,სადაც ევროპის ლიდერი ქვეყნების წარმომადგენლებმა იმსჯელეს ამ პრობლემასთან დაკავშირებით. ამ სამიტზე გადაწყდა რომ ევროკავშირი გაუგზავნიდა თურქეთს და აფრიკას 1,800000 ევროს,რათა მათ აღარ გამოეშვათ მიგრანტთა დიდი ნაკადი ევროპისკენ და შეექმნათ მათვის კარგი პირობები საცხოვრებლად.
ევროკავშირმა დააწესა კვოტების სისტემა. კვოტების შემოღების წინააღმდეგნი იყვნენ უნგრეთი, რუმინეთი,ჩეხეთი,ფინეთი და სლოვაკეთი, თუმცა ხმათა უმრავლესობით ევროკავშირმა შემოიღო ეს სისტემა. ამჟამად მიმდინარეობს ქვეყნებში აღრიცხვები და უახლოეს მომავალში დადგინდება თუ რომელ ქვეყანაში რამდენი მიგრანტი შევა.
პრობლემები: 1. რასობრივი; 2. კულტურული; 3. რელიგიური; 4. ენობრივი ბარიერი. 5. განათლება (სხვა); 6. კვალიფიკაციის დაბალი დონე და ცხოვრების განსხვავებული სტილი და ტრადიციები; 7. კონკურენტული სამუშაო ძალა; 8. ქსენოფობია; 9. რასიზმი; 10. მაწანწალები; 11. კრიმინალები; 12. უსახლკაროები; 13. დაავადებები; 14. ნოსტალგია. ეს პრობლემები ამერიკაშიც კი დაიწყო.
იმიგრაცია ნაკლებად პრობლემური გამოდგა სპარსეთის უბის ქვეყნებისათვის რადგანაც იქ ძირითადად მუსულმენების მიგრაცია შეიმჩნევა, ამიტომ ადვილია კულტურული ადაპტაცია, ენობრივი ბარიერი და რელიგიური ერთობა.
ექსპერტების პროგნოზები
კლაუს ზეგბერსი – აღმოსავლეთ ევროპის კვლევითი ინსტიტუტის პროფესორი (გერმანია):
წელს ევროკავშირს რამდენიმე სერიოზულ გამოწვევასთან ექნება საქმე. პირველი ეს არის მიმდინარე ევროკრიზისი. იმისთვის, რომ ევრო გამყარებულიყო, საჭირო იყო ერთიანი საგადასახადო სისტემის და სოციალური პოლიტიკის შექმნა, მაგრამ პოლიტიკური მიზეზების გამო ეს შეუძლებელი გახდა. მეორეა თვითდაჯერებული რუსეთის მთავრობა, რომელიც იგნორირებას უკეთებს საერთაშორისო სამართლის ნორმებს. მესამე არის ტერორიზმის საფრთხე, რომელიც შეიწლება წელსაც განმეორდეს. მეოთხეა მასობრივი მიგრაციის პროცესი ჩრდილოეთ აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან. რამდენი მიგრანტი მოაწყდება ევროპას, რთული სათქმელია. არ არის გამორიცხული, ლტოლვილთა ნაკადმა კიდევ მოიმატოს. შესაბამისად აუცილებელია აღდგეს კონტროლი ევროკავშირის საზღვრებზე, სწრაფად მოხდეს ლტოლვილის სტატუსის გაცემა, ხოლო ის ადამიანები, ვინც ამ სტატუსს ვერ მიიღებენ, სასწრაფოდ დააბრუნონ სამშობლოში.
შიშტოფ ფედოროვიჩი – აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის პროფესორი (პოლონეთი):
2016 წელს ევროკავშირის უმთავრესი პრობლემა ლტოლვილები იქნებიან. მიგრაციული კრიზისი მდგომარეობას მხოლოდ გაართულებს. იძულებით გადაადგილებული პირები ევროკავშირის ტერიტორიაზე შეიძლება უკრაინიდან და პოლონეთიდან მოხვდნენ. ამ ფონზე გაიზრდება იმ ევროპული ქვეყნების რიცხვი, რომლებიც მიგრანტების მიღების წინააღმდეგნი იქნებიან (უნგრეთი, ჩეხეთი, პოლონეთი). ჩემი ქვეყანა, სადაც 38 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, იძულებული იქნება 8-9 ათასი ლტოლვილი მიიღოს. პრინციპში ეს ბევრი არ არის, მაგრამ ჩვენმა პოლიტიკოსებმა არ იციან, ამ ხალხს რა მოუხერხონ. ესენი არიან ადამიანები აბსოლუტურად განსხვავებული მენტალიტეტით, რელიგიით. მემარჯვენე პარტიები მათი მიღების კატეგორიული წინააღმდეგნი არიან. წელს ევროკავშირის უმთავრესი ამოცანა იქნება შეინარჩუნოს შენგენის შეთანხმება. ამისთვის აუცილებელია ევროკავშირის საზღვრებზე კონტროლის გაძლიერება. კერძოდ, საბერძნეთის საზღვარს, ყოველგვარი კონტროლის გარეშე, ათიათასობით მიგრანტი კვეთს. თუ არ იქნება კონტროლის პირველი ხაზი, მაშინ შექმნიან ”მცირე შენგენის” ზონას, სადაც ჰოლანდია, ბელგია, ლუქსემბურგი და გერმანია შევლენ. არსებობს ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის ალბათობაც. კიდევ ერთი გამოწვევა არის რუსეთის ურთიერთობა ევროკავშირთან. მაგალითად, წელს რუსეთ-პოლონეთის ურთიერთობა მხოლოდ დამძიმდება.
თემა დაამუშავა მარიამ სააკასვილმა მე-11 კლასი
გამოყენებულია ინტერნეტრესურსი და გეოგრაფიის მე-11 კლასის სახელმძღვანელო.