მოსახლეობის გეოგრაფია
მოსახლეობის გეოგრაფია
თემა: მოსახლეობის გეოგრაფია(ამ თემაზე დეტალური ინფორმაცია
იხილეთ პოსტში **** “სააბიტურო გამოცდების დამხმარე მასალა”
1. მოსახლეობის რაოდენობა, ტერიტორიული განლაგება და დინამიკა;
2. დემოგრაფიული მდგომარეობა და მიგრაცია;
3. ქალაქების და სოფლების გეოგრაფია. ურბანიზაცია;
4. ეთნიკური ჯგუფები და რელიგიები;
5. ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობა
საკითხი 1.მოსახლეობის რადენობა , ტერიტორიული განლაგება და დინამიკა;
რაზე ვისაუბროთ:
1)რა არის მოსახლეობის დინამიკა ?- მოსახლეობის რაოდენობის ცვლა დროის გარკვეულ შუალედში.
2) რამდენი ვართ ჩვენ? 2002 წლის აღწერით 4 601 500კაცი)
რა არის საყოველთაო აღწერა.? რამდენი აღწერა ჩატარდა საბჭოთა პერიოდიდან დღემდე ? ( სულ 7 , 1- ლი 1921 წელს , ბოლო 2015.) რა მიზნით ატარებენ დღეს აღწერებს.?
3)რა არის კამერალური აღწერა.———–( არის კაბინეტური)
როდის იყო მოსახლეობის რაოდენობა ყველაზე ცოტა საქართველოში- 1801 წელს მოს. რაოდ/იყო 785 000 ყველაზე მეტი 1989- 5443 000.
4) რა ვითარება იყო -60-80 იან წლებში – მექანიკური მოძრაობა უარყოფითი იყო , ბევრი ხალხი გადიოდა ქვეყნიდან რუსული პოლიტიკის გამო, მაგრამ შობადობა იყო მაღალი და ამიტომ მოსახლეობის რაოდენობა მაინც იზრდებოდა.
5 )როდის შემცირდა მოსახლეობა ?— როცა ბუნებრივი მატება შემცირდა . 1990-1996 წლებში. ხოლო 1997 წელს სიკვდილიანობამ გადააჭარბა შობადობას.დღეს დეპოპულაციაა.
6)რა არის მოსახლეობის სიმჭიდროვე და როგორ გამოითვლება იგი : — არის მოსახლეობის რაოდენობა 1კვ / კმ ზე ` უდრის მოს. რაოდენობა გაყოფილი ტერიტორიის ფერთობზე. საქართველოში სიმჭიდროვე = 63 კაცს ( 1989 წელს 77 კაცს) რეალური = 220 კაცს.
7) როგორია მოსახლეობის განლაგება ზღვის დონიდან ?—0 დან – 800 მ მდე -89 % ,
800-1800 მ მდე 9 % ,2400 მეტრის ზევით მუდმივი მოსახლეობა არ არის.
8) მოსახლეობის ტერიტორიული განლაგება : კავკასიონის მთიანეთში 4 % . მთათაშორის ბარში 8 8 % ხოლო სამხრეთ მთიანეთში 8 %.
9 )რა არის დინამიკის განმსაზღვრელი ფაქტორი: ბუნებრივი და მექანიკური მოძრაობა.
10) როგორია კვლევის შედეგად გრაფიკული გამოსახულება? ( გრაფიკი – ერთ ღერძზე მოს რაოდ . მეორეზე წლები, ან ტერიტორიის ფერთობი და ა.შ.)
თემა: დემოგრაფიული მდგომარეობა.
რაზე ვისაუბროთ :
1) რა არის ბუნებრივი მოძრაობა. რა ფაქტორები განაპირობებს სიკვდილიანობას და შობადობას ? განაპირობებს: ფერტილური ასაკის მოსახლეობის სიჭარბე, სოციალური მდგომარეობა , რელიგია ტრადიციები , ყოფითა, განათლება, მედიცინა, ქალთა უფლებები , ქორწინების ასაკი ,ურბანიზაცია. გეოგრაფიული გარემო .პოლიტიკური მდგომარეობა და ა.შ.
2) რა არის შობადობის კოეფიციენტი, სიკვდილიანობის კოეფიციენტი . როგორ გამოითვლება იგი? როდის არის ბუნებრივი მატება? კლება ანუ დეპოპულაცია?
3) 60-80 წლებში იყო ბუნ/ მატება , 1991 წლიდან რატომ დაიწყო კლება ? — ( შობადობა ნაკლებია- 1997 წლიდან – ხოლო 2002 წელს 2-ჯერ ნაკლები ბავშვი დაიბადა ვიდრე 1989 . 2006 წელს დაიწყო მატება —.კოეფიციენტი = 1, 3 პრომილეს)
4)სად არის საქართველოში ყველაზე მაღალი მატება? კლება? (მაღალი შობედობის მაჩვენებელი –აჭარა- მუსულმანები, შიდა ქართლი – სომხები, ქვემო ქართლი- მუსულმანები), მოსახლეობის კლება— სვანეთი ,რაჭა –ლეჩხუმი, მთიანი რეგიონები.)
5) ბუნებრივი მატების ხასიათი განსაზღვრავს აღწარმოებას. აღწარმოება არის თაობათა ცვლის და განახლების პროცესი. არსებობს მარტივიაღწარმოება( როცა შვილების თაობა თითქმის იგივეა რაც მამების) . შეზღუდული( მშობლების თაობა მეტია ) , და გაფართოებული აღწარმოება ( შვილების თაობა მეტია მშობლების თაობაზე.)
უნდა იცოდეთ:
6) რას ნიშნავს ახალგაზრდა და დაბერებული ერები ?
თემა:მიგრაცია
7) რას ნიშნავს მიგრაცია? იმიგრანტი, ემიგრანტი? რეემიგრანტი? მიგრაციის სალდო?( თუ იმიგრანტი მეტია ემიგრანტზე მიგრაციის სალდო დადებითია .)
8) რა არის მიგრაციის მოტივაცია( ომი, ეპიდემია, რელიგიური, პოლიტიკური და სხვა სახის დევნა და ა.შ.), დროის ფაქტორის მიხედვით მიგრაცია შეიძლება იყოს-მუდმივი და დროებითი—სეზონური, ქანქარისებური), ტერიტორიული ფაქტორი ( შიდა და გარე)ფორმის მიხედვით- იძულებითი,ნებაყოფლობითი,ინდივიდუალური,ჯგუფური,სტიქიური, დაგეგმილი და სხვ.
9)რამდენი მიგრაციის ტალღა იყო საქართველოში : 3. 1921 – საქართველოს გასაბჭოების დროს 1945 მეორე მსოფლიო ომის დროს და 1991- სსრკ დაშლის შემდეგ. როცა მოსახლეობა შემცირდა 20 % ით.
10) ვინ არის ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული პირი?
რა ვითარებაა ახლა?
ქალაქებისა და სოფლების გეოგრაფია
თემა:ურბანიზაცია
რაზე ვისაუბროთ:
1)ქალაქის განსაზღვრის საყოველთაო კრიტერიუმი არსებობს თუ არა..საქართველოში რას ეწოდება ქალაქი. რა არის მონოფუნქციური და პოლიფუნქციური ქალაქი. რამდენია თბილისის მოსახლეობა .რამდენჯერ ჩამორჩება ქუთაისი თბილისს.
2) რა არის ურბანიზაცია? რამდენია საქართველოში ურბანიზაციის დონე (52% , ქალაქის მოსახლეობის 40 % თბილისზე მოდის .)
რურბანიზაცია არის ქალაქური ცხოვრების წესის დამკვიდრება სოფლად.
რურალიზაცია არის სოფლური ცხოვრების წესის დამკვიდრება ქალაქში.
ურბანიზაციის ხარისხი?რა არის სუპერურბანიზაცია? ბიდონვილი?
დასახლებათა სისტემა ? მეგაპოლისი?
3) ქალაქების დაჯგუფებას წარმოშობის დროისა და მიზეზების მიხედვით გენეტიკური კლასიფიკაცია ეწოდება. ჩამოთვალე ძველი( ქუთაისი , ვანი ციხე- გოჯიმცხეთა უფლის ციხე ) შავი ზღვის სანაპიროს ბერძნული კოლონიები – პიტიუნტი, დიოსკურია, გიენოსი, ფასისი ) , , კაპიტალიზმის დროს წარმოშობილი,ხაშური , ზესტაფონი, ბორჯომი, ჭიათურა ), დამუშავებითი მეურნეობის განვითარების დროს წარმოშობილი, ( ,ჭიათურა, ტყიბული, ტყვარჩელი, მადნეული ,) საკურორტო , სამხედრო სტრატეგიული მიზნით შექმნილი – ( თბილისი , გორი, თელავი, სიღნაღი, ახალციხე )
4) რამდენი სოფელია საქართველოში ?( 1989 წ-. 4314, 2002 წელს 3668 სოფელი. -162 მათ შორის მუდმივი მოსახლეობის გარეშე. Aმას უნდა დაემატოს 494 აფხაზეთის და 358 სამხ. ოსეთის სოფლები სადაც აღწერა არ ჩატარებულა.
5) რამდენი კაცია პატარა სოფლებში (200 ) საშუალო 200დან 1000 ) და დიდ (1000 მეტი) რეგიონების მიხედვით — კახეთში- 1150 კაცი საშუალოდ , იმერეთში- 690, რაჭა- ლეჩხუმში- 165, საშუალოდ საქართველოში —569 კაცი.
პატარა სოფლებს გაქრობა ემუქრება! რატომ?
ყველაზე დიდი სოფლებია : სადახლო -9500, დიღომი 8800 , ყარაჯალა 8000 კაცი.
ეთნიკური ჯგუფები , და რელიგიები
რაზე ვისაუბროთ:
1) რა არის ეთნოსი ? ეთნოგენეზი? (ეთნოსის წარმოშობის და განვითარების პროცესი)
2) როგორი იყო ქართველების ხვედრითი წილის დინამიკა ? ( 90 იან წლებში 90 % ; 1939წ. 60 % მდე შემცირდა, რადგან რუსეთის იმპერია აყო დაინტერესებული დაესახლებინა სხვადასხვა ეროვნების ხალხები და გაეტარებინა “გათიშე და იბატონეს” პრინციპი .1989წ ეს მაჩვენებელი გაიზარდა , 2002წ 83,8 % შეადგინა.
3) საქართველოში ქართველების გარდა აფხაზები ერთადერთი ხალხია ჩვენს ქვეყანაში, რომელთაც სხვა სამშობლო არ აქვთ. 1886 წლისთვის აფხაზების რაოდენობა 38 ათასს არ აღემატებოდა და ისინი გუდაუთასა და ოჩამჩირეში ცხოვრობდნენ, სოხუმში ამ პერიოდში სულ 3 აფხაზი ცხოვრობდა , 1989 –წელს 96 ათასი აფხაზი, 2002 წ – აფხაზეთის მთელი მოსახლეობა 240 ათასს უდრიდა საიდანაც აფხაზი 70 ათასი იყო.
ოსები
ებრაელები
ქურთი გოგონა
4) სხვა ეროვნებებიდან ყველაზე მეტნი იყვნენ სომხები 437 ათასი, აზერბაიჯანლები 307 ათასი , რუსები 341 ათასი . დარჩნენ-67 ათ.
5) რელიგიური ჯგუფებიდან საქართველოში ცხოვრობენ ქრისტიანული რელიგიის მიმდევრები –მართმადიდებლები(ქართველები, რუსები, ბერძნები, ოსები ) , კათოლიკეები( ქართველები , ასირიელები,პოლონელები) გერმანელები- ლუთერანები, იეღოველები, 50 იანელები , ცოტა დარჩნენ სტაროვერცები და მალაკნები – თეთრიწყაროს რაიონში. ასევე –დუხობორები, სომხები- გრიგონიანელები. მუსულმანური რელიგიის ქართველები, ქისტები , დაღესტანელები, ოსების ნაწილი, აფხაზები. ქურთები- იეზიდები. ებრაელები- იუდეველები.-( ცხოვრობდნენ თბილისში , ქუთაისში , სურამში, რაჭაში)
6) ქართველური ენების გგუფს მიეკუთვნება ქართული . სვანური მეგრული და ლაზური ენები.საქართველოსი 17 დიალექტია. სოფლიოს 14 დამწერლობიდან ერთი ქართული დამწერლობაა. დიალექტში გამოიყოფა კილოები. ქართული გვარები აქვთ არაქართველებს: ებრაელებს, ქისტებს , ოსებს, და აფხაზებს.
ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობა.
რაზე ვისაუბროთ;
1) დაასახელეთ მატერიალური წარმოების დარგები ? არამატერიალური წარმოების დარგები ?
2) რა არის ეეპ და ეშპ? როგორ გამოითვლება 1 სულ მოსახლეზე?
3) როგორია სახელმწიფოების კლასიფიკაცია ამ ნიშნით/ ?
4) რამდენი იყო საქართველოში ეშპ 1 სულზე ? როგორ შეიცვალა ? რამდენია დღეს?
რა არის ჰუმანური განვითარების ინდექსი? რა მაჩვენებლებით განისაზღვრება იგი?
Posted on 01/12/2014, in ეს საინტერესოა. Bookmark the permalink. დატოვე კომენტარი.
დატოვე კომენტარი
Comments 0