ქვეყნები
ამერიკის შეერთებული შტატები
• დედაქალაქი – ვაშინგტონი
• მოსახლეობა – 281 421 906 მაცხოვრებელი
• უდიდესი ქალაქი – ნიუ-იორკი (8 175 133 მაცხოვრებელი)
• რელიგია – პროტესტანტები(58%), კათოლიკები(24%), მართლმადიდებლები(3%), მუსლიმანები(1%), იუდაისტები (1%).
• ფართობი – 9.629 მილიონი კვადრატული კილომეტრი
• საზღვრები – 19 928 კმ (საზღვაო), 9 656 (სახმელეთო)
• ოფიციალური ენა – ინგლისური
• ბიუჯეტი – 1 782 000 მლნ $ (2010). ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე შეადგენს 47.284 $-ს
• ვალუტა – აშშ დოლარი (USD)
• უმაღლესი მწვერვალი – მაკ-კინლი (6 194მ)
• მმართველობა – ფედერაციული სახელმწიფო. ამერიკის პრეზიდენტი წარმოადგენს სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურს, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს. საკანონმდებლო ორგანო: ორპალატიანი კონგრესი, რომელიც შედგება სენატისაგან(ზედა პალატა 100 წევრი) და წარმომადგენლობითი პალატისაგან(ქვედა პალატა 435წევრი).
შეერთებული შტატები ფართობისა და მოსახლეობის სიდიდის მიხედვით მსოფლიოს პირველ ათ სახელმწიფოს შორის შედის. აშშ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ეთნიკურად მრავალფეროვანი და მულტიკულტურული ქვეყანაა, სადაც მრავალი იმიგრანტი ცხოვრობს. ეკონიმიკის მაჩვენებლით აშშ-ს მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია.ქვეყანა არის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი და ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის (ნატო) ლიდერი. ერთობლივი ეროვნული პროდუქტის მოცულობით მას პირველი ადგილი უჭირავს მსოფლიოში (14.657 მლრდ $).
დიდი ბრიტანეთი
• დედაქალაქი – ლონდონი
• მოსახლეობა – 63 181 775 მაცხოვრებელი
• უდიდესი ქალაქი – ლონდონი (7 418 000 მაცხოვრებელი)
• რელიგია – ანგლიკანიზმი,კათოლიციზმი, პრესვიტერიანიზმი
• ფართობი – 244 013 კვადრატული კილომეტრი
• საზღვრები – 8 257 კმ
• ოფიციალური ენა – ინგლისური
• ბიუჯეტი – 2 228 მილიონი
• ვალუტა – ფუნტი სტერლინგი (GBP)
• უმაღლესი მწვერვალი – ბენ-ნევისი(1343 მ)
• მმართველობა – უნიტარული სახელმწიფო, საპარლამენტო მონარქია. სახელმწიფოს მეთაური ბრიტანეთში მეფობენ უინძორთა დინასტიის წარმომადგენლები. მთავრობის მეთაურს წარმოადგენს პრემიერ-მინისტრი. საკანონმდებლო ორგანო არის ორპალატიანი პარლამენტი: ლორდთა პალატა(738 წევრი) და თემთა პალატა (646 წევრი).
ქვეყანა არის დიდი შვიდეულის, ევროკავშირის,გაეროს უშიშროების საბჭოს, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრი. ევროკავშირის მაშტაბის მას პირველი ადგინი უჭირავს როგორც სამხედრო ასევე ენერგეტიკული რესურსების მიხედვით. ერთობლივი ეროვნული პროდუქტის მოცულობა 36 357$ დოლარს შეადგენს.
იტალია
• დედაქალაქი – რომი
• მოსახლეობა -60 600 214 მაცხოვრებელი
• უდიდესი ქალაქი – რომი (2 456 021 მაცხოვრებელი)
• რელიგია – კათოლიციზმი
• ფართობი – 301 338 კვადრატული კილომეტრი
• საზღვრები – 7 500 კმ
• ოფიციალური ენა – იტალიური
• ბიუჯეტი – 504 000 მლნ $
• ვალუტა – ევრო (EUR)
• მწვერვალი უმაღლესი – მთა მონბლანი (4807 მ)
• მმართველობა – საპარლამენტო რესპუბლიკა რომლის მეთაურს წარმოადგენს პრეზიდენტი, ხოლო მთავრობის მეთაური არის პრემიერ-მინისტრი. საკანონმდებლო ორგანო არის ორპალატიანი პარლამენტი, შედგება რესპუბლიკის სენატისა (315 წევრი) და დეპუტატთა პალატისაგან (630 წევრი).
იტალია ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა. საშუალო სიმჭიდროვე შეადგენს 200 კაცას 1 კმ² – ზე. დაახლოებით 60 % ქალაქში ცხოვრობს, რომელთა შორისაც უდიდესებია რომი, მილანი, ტურინი და ნეაპოლში. იტალიის პირველი დონის ქვედანაყოფი რეგიონია. იტალიის შემადგენლობაში შედის 20 რეგიონი. ხუთ რეგიონს ავტონომიური რეგიონის სტატუსი აქვს. რეგიონები თავის მხრივ პროვინციებად იყოფა. 2010 წლის მონაცემებით ქვეყანაში სულ 110 პროვინციაა. პროვინციებზე დაბალი დონის ქვედანაყოფია კომუნა, იგივე მუნიციპალიტეტი. იტალიაში 8 101 კომუნაა.
საფრანგეთი
• დედაქალაქი – პარიზი
• მოსახლეობა – 65 950 000 მაცხოვრებელი
• უდიდესი ქალაქი – პარიზი (2 181 374 მაცხოვრებელი)
• ფართობი – 640 679 კვადრატული კილომეტრი
• საზღვრები – საზღვაო – 3,010 კმ; სახმელეთო — 2,250 კმ.
• ოფიციალური ენა – ფრანგული
• ბიუჯეტი – 2 739 მლნ $
• ვალუტა – ევრო (EUR)
• უმაღლესი მწვერვალი – მონბლანი 4 807 მ
• რელიგია – ევანგელიკური ქრისტიანობა, კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი
• მმართველობა – საფრანგეთი არის უნიტარული, ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკა, ძლიერი დემოკრატიული ტრადიციებით.ქვეყანას ყავს ორი ლიდერი პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი.საფრანგეთის პარლამენტი არის ორპალატიანი საკანონმდებლო ორგანო, რომელიც მოიცავს ეროვნულ კრებასა (ქვედა პალატა) და სენატს (ზედა პალატას).
საფრანგეთი არის განვითარებული ქვეყანა და მსიყდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით აქვს ევროპაში მეორე, ხოლო მსოფლიოში მეშვიდე უდიდესი ეკონომიკა. მთლიანი შიდა პროდუქტისმიხედვით მას მეხუთე ადგილი უკავია მსოფლიოში. საფრანგეთს ყველაზე ხშირად სტუმრობენ, ის ყოველწლიურად 83 მილიონ უცხოელ ტურისტს მასპინძლობს. საფრანგეთს გააჩნია მეექვსე უმსხვილესი სამხედრო ბიუჯეტი და 29-ე უდიდესი არმია მსოფლიოში. საფრანგეთი არის გაეროს დამფუძნებელი, ნატოს, დიდი შვიდიანის, ევროკავშირის წევრი.
გერმანია
• დედაქალაქი – ბერლინი
• მოსახლეობა – 81 799 600 მაცხოვრებელი
• უდიდესი ქალაქი – ბერლინი, მიუნხენი, ჰამბურგი
• ფართობი – 357 021 კვადრატული კილომეტრი
• საზღვრები – საზღვაო — 892 კმ; სახმელეთო — 3 767 კმ.
• ოფიციალური ენა – გერმანული
• ბიუჯეტი – 3.089 ტრილიონი $
• ვალუტა – ევრო (EUR)
• უმაღლესი მწვერვალი -ცუგშპიცე (2 962 მ)
• რელიგია – კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი
• მმართველობა – გერმანია ფედერაციული, საპარლამენტო რესპუბლიკაა და 13 სუბიექტს აერთიანებს. სახელმწიფოს მეთაურად ითვლება პრეზიდენტი. მთავრობის მეთაურად კი კანცლერი. გერმანიის პარლამენტი ორპალატიანია : ქვედა-ბუნდესტაგი(614 დეპუტატი) და ზედა-ბუნდესრატი(69 მოხელე).
ეკონომიკური პოტენციალით გერმანია უძლიერესი ქვეყანაა ევროპაში, და არამარტო ევროპაში. „დიდი რვიანის“ ქვეყნებს შორის, იგი მხოლოდ აშშ-სა და იაპონიას ჩამორჩება. მომსახურების სფეროს უდიდესი დარგებია ტრანსპორტი და საბანკო-საფინანსო საქმე. ენერტიკა ვითარდება როგორც ადგილობრივ, ასევე შემოტანილ ნედლეულზე. მანქანათმშენებლობა და ქიმიური ინდუსტრია ქვეყნის მრეწველობის წამყვანი დარგებია. მანქანათმშენებლობის წამყვანი სფეროა საავტომობილირო ინდუსტრია, დარგის სიძლიერით მას კონკურენტი არა ჰყავს ევროპაში.
ესპანეთი
• დედაქალაქი – მადრიდი
• მოსახლეობა – 45 116 894 მაცხოვრებელი
• უდიდესი ქალაქი – მადრიდი (3 619 00 მაცხოვრებელი)
• ფართობი – 504 782 კვადრატული კილომეტრი
• ოფიციალური ენა – ესპანური
• ბიუჯეტი – 1.261 ტრილიონი
• ვალუტა – ევრო (EUR)
• უმაღლესი მწვერვალი – პიკო დე ტეიდე 3.718
• რელიგია – კათოლიციზმი
• მმართველობა -ესპანეთი კონსტიტუციური მონარქიაა, საკანონმდებლო ორგანოა გენერალური კორტესები, რომელიც შედგება სენატისა (256 წევრი) და კონგრესისაგან (350 წევრი), სახელმწიფოს მეთაურია მეფე ხუან კარლოს I . ესპანეთის სამეფოს შემადგენლობაში შედის 17 ავტონომიური რეგიონი, აგრეთვე ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროზე მდებარე ორი ავტონომიური ქალაქი.
ესპანეთი ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა, ერთობლივი ეროვნული პროდუქტის მოცულობით (570 მლრდ $) მსოფლიოში მე-10 ადგილი უკავია.2008 წლის მონაცემებით ესპანეთში 58,7 მილიონი ტურისტი ჩავიდა. ესპანეთი მსოფლიოს ყველაზე მონახულებად ქვეყნებს შორის მესამე ადგილზეაქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში, მსგავსად სხვა პოსტინდუსტრიული ქვეყნებისა, წამყვანი პოზიცია უკავია მომსახურების სფეროს. უდიდესია ტურიზმის როლი. მრეწველობაში, ძირითადად უცხოური კაპიტალის დამხარებით ვითარდება ულტრათანამედროვე დარგები, მიმდინარეობს ტრადიციული დარგების მოდერნიზაცია. მნიშვნელოვანია აგრობიზნესის როლი, რაშიც წამყვანია მემცენარეობა.
კანადა
• დედაქალაქი – ოტავა
• მოსახლეობა – 35 159 300 მაცხოვრებელი
• უდიდესი ქალაქი – ტორონტო (5,583,064 მაცხოვრებელი)
• ფართობი – 9 984 670 კვადრატული კილომეტრი
• ოფიციალური ენა -ფრანგული, ინგლისური
• ბიუჯეტი – 1.274 ტრილიონი
• ვალუტა – კანადური დოლარი (CAD)
• უმაღლესი მწვერვალი – მთა ლოგანია (5951 მ)
• რელიგია -კათოლიციზმი, მართლმადიდებლური და სხვა ქრისტიანული რელიგიები.
• მმართველობა – სახელმწიფო სისტემა: დემოკრატიული ფედერაციული კონსტიტუციური მონარქია.სახელმწიფოს მეთაური: დიდი ბრიტანეთის დედოფალი (1952 წლიდან), რომლის წარმომადგენელია გენერალ-გუბერნატორი.მთავრობის მეთაური: პრემიერ-მინისტრი.საკანონმდებლო ორგანო: ორპალატიანი პარლამენტი (105+301 წევრი).
თუ კანადა ტერიტორიის მხრივ მეორე ქვეყანაა მსოფლიოში, მოსახლეობის რაოდენობის მხრივ იგი არ შედის მსოფლიოს პირველ ოცდახუთეულ სახელმწიფოთა შორის. მშპ საერთო მოცულობით ქვეყანა პირველი ათეულის წევრია, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს გაანგარიშებით იგი მსოფლიოს პირველ 25 სახელმწიფოთა შორისაა, რაც შეეხება ადამიანის განვითარების ინდექსს, ამ მხრივ კანადას კონკურენტი არ ჰყავს. კანადა პოსტინდუსტრიული ქვეყანაა.
Posted on 24/05/2014, in ეს საინტერესოა. Bookmark the permalink. დატოვე კომენტარი.
დატოვე კომენტარი
Comments 0