ლითოსფერო

ლითოსფეროს შესახებ ინფორმაცია და სლაიდშოუები იხილეთ პოსტში—- “პრეზენტაციები.”  სადაც მოცემულია თემები:    “დედამიწა ჩვენი პლანეტა”      “ლითოსფერო”_(ვარიანტი 1 და მე-2)

ლითოსფერო ეწოდება მანტიის ზედა ნაწილს და დედამიწის ქერქს.  იგი გეოგრაფიული გარსის ქვედა, მყარი და უმიშვნელოვანესი ნაწილია. ლითოსფერო გეოგრაფიულ გარსში ძირითადი დედამიწის ქერქის სახითაა წარმოდგენილი.

დედამიწის ქერქი ჩვენი პლანეტის ყველაზე ზედა, თხელი ფენაა, რომელიც დედამიწის საერთო მასის 0.5%-ია.

დედამიწის ქერქი ორგვარია: კონტინენტური და ოკეანური. ორივე წარმოდგენილია ქანების სახით და ძირითადად აგებულია მინერალებით. ლითოსფეროს მინერალურ შედგენილობაში 100-მდე ქიმიური ელემენტია, რომელთა უდიდეს ნაწილს ჟანგბადი, სილიციუმი, ალუმინი, რკინა, კალციუმი და მაგნიუმი წარმოადგენს. ჟანგბადი ლითოსფეროში წარმოდგენილია არა თავისუფალი, არამედ ლითონებთან ნაერთების სახით, ამის გამო, დედამიწის ქერქის შედგენილობის თითქმის ნახევარი ჟანგბადზე მოდის, რის გამოც მას ზოგჯერ ჟანგბადის გარსსაც უწოდებენ.

დედამიწის ქერქში მინერალები უმეტესწილად უწვრილესი ნაწილაკების სახითაა გაბნეული, მაგრამ არცთუ  იშვიათად საბადოების სახითაც გვხდება. საბადოებში მინერალთა მხოლოდ 2%-ია თვითნებადი სახით.

ქანები და მინარალური რესურსები

ქანები სამგვარია.

მაგმურია დედამიწის ქერქში შეჭრის და შემდგომ გაცივების შედეგად წარმოშობილი ქანები. დედამიწის ქერქში მაგმურ ქანებს შორის ყველაზე გავრცელებულია გრანიტი და ბაზალტი.

დანალექი ქანები წარმოიქმნება როგორც ზღვებისა და ოკეანეების ფსკერზე, ისე ხმელეთის ზედაპირზე  დედამიწის ქერქის ამგები ქანისა  ან ცოცხალ ორგანიზმთა ნარჩენებისგან.

მეტამორფული ანუ სახეშეცვლილი მაგმური და დანალექი ქანები დედამიწის ქერქში მაღალი წნევისა და ტემპერატურის არეალში ყალიბდება.

მინერალური რესურსების კლასიფიცირება და გამოყენება

მინერალური რესურსების კლასიფიცირება, უპირველეს ყოვლისა მათი სამეურნეო დანიშნულების და გამოყენების მიხედვით ხორციელდება. იგი იყოფა სათბობ-ენერგეტიკულ, ლითონურ, არალითონურ, ტექნიკურ და სამშენებლო მასალების მინერალურ რესურსებად.

მინერალური რესურსები ამოწურვად ბუნებრივ რესურსებს მიეკუთვნება. მინერალური რესურსების უდიდესი ნაწილის მოპოვება ხორციელდება როგორც შახტური, ისე ღია კარიერული წესით. პირველი მეთოდი ძვირადღირებული და საშიშია, მეორე კი იაფი და ეკოლოგიურად გაუმართლებელი. ღია კარიერული წესით სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისას იცვლება რელიეფის ფორმა, მიკროკლიმატი, ჰიდროლოგიური რეჟიმი, ნადგურდება ცხოველთა და მცენარეთა სამყარო, ვითარდება კატასტროფული გეოდინამიური პროცესები, ბინძურდება ზედაპირული და მიწისქვეშა წყლები.

Posted on 08/10/2013, in ფიზიკური გეოგრაფია(კონსპექტი). Bookmark the permalink. დატოვე კომენტარი.

დააკომენტარეთ:

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: