ქალაქის პრობლემები

ქალაქური   პრობლემები

მოკვდავთა თვისებაა, დაიწყონ ფიქრი პრობლემაზე, მხოლოდ მას შემდეგ, როცა პრობლემა თვალწინ უდგებათ. რას ვიზამთ, ასე გვჩვევია, თუმცა კარგია პრობლემის გაჩენის შემდგომ მაინც რომ ვფიქრობთ მის აღმოფხვრაზე.
კაცობრიობის სადგომზე, პირველი ქალაქები ჯერ კიდევ ძვ.წ. IV-III ათასწლეულში წარმოიშვნენ.  ქალაქი უმნიშნველოვანეს როლს ასრულებდა და ასრულებს ნებისმიერი ქვეყნის განვითარებაში. თუ ადრე მას მხოლოდ სავაჭრო ან თავდაცვითი ფუნქცია ჰქონდა, ამჟამად ის განსაზღვრავს ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კულტურული ცხოვრების დონეს.  ამიტომაც, ქალაქებისკენ, საქალაქო ცხოვრების წესისკენ ლტოლვა, კაცობრიობის ისტორიის შეუქცევადი პროცესია.  განვითარებად ქვეყნებში მუდმივად იზრდება ქალაქის მაცხოვრებელთა რაოდენობა, მაშინ როცა განვითარებულში საქმე პირიქითაა. მოკლედ, ასეა თუ ისე ქალაქი მსოფლიო მოსახლეობის ნახევრის ყოველდღიურობას შეადგენს და მის „სიმპატიურობას“ თან სდევს „ქალაქური“ პრობლემებიც.
მოგვეხსენება რომ, ცხოვრების დონის, ეკონომიკური სიძლიერისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით ქვეყნები იყოფიან ორ ნაწილად. შესაბამისად არსებობენ განვითარებული ქვეყნებისა და განვითარებადი ქვენების ქალაქები.  არსებობს პრობლემები, რომლებიც ერთნაირად  შეიძლება არსებობდეს როგორც ერთში, ისევე მეორეში, თუმცა სახასიათო პრობლემებიც მრავლადაა.
ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა, ჩემი აზრით, ქალაქის კლიმატში და მის ეკოლოგიურ გარემოში მდგომარეობს. ქალაქებში კლიმაური პირობები მნიშნველოვნად განსხვავდება მიმდებარე ტერიტორიებისგან, რომ აღარაფერი ვთქვათ სასოფლო დასახლებებზე. ქალაქში მაღალი ტემპერატურა და ჩახუთულობა იგრძნობა. ასევე მაღალია მტვრის შემცვლელობა. თუმცა, მარტივ მაგალითად რომ ავიღოთ,  სავარაუდოდ, მტვრიანობა გაცილებით ნაკლები უნდა იყოს განვითარებული ქვეყნების იმ ნაწილში, სადაც გზები, გამთენიისას ირეცხება. ასევე ნაკლები იქნება ჰაერში ნახშირორჟანგის შემცვლელობა ისეთ ქალაქებში სადაც საავტომობილო ტრანსპორტი ნაკლებადაა განვითარებული. ალბათ ასეთი ქალაქები მრავლად იქნება განვითარებად ქვეყნებში. თუმცა ევროპის განვითარებული ქვეყნის ერთ-ერთ პატარა ქალაქში, ნიდაში, თითქმის ყველა მოსახლე ველოსიპედით და ფეხით გადაადგილდება. შესაბამისად ჰაერი გაცილებით უფრო სუფთაა იმავე ქვეყნის სხვა ქალაქებისგან.
ქალაქები დღეს უმეტესად მრავალფუნქციონურები არიან და ითავსებენ ბიზნეს ცენტრების, ტრანზიტული ქალაქებისა და მნიშვნელოვანი სავაჭრო გარემოს ფუნქციებს, ასევე არაერთ ქალაქშია „ქანქარისებური მიგრაცია“  და ეს ყველაფერი საკმაოდ ზრდის სატრანსპორტო ნაკადებს. ასე რომ, მნიშვნელოვან პრობლემებს შორის დგას სატრანსპორტო პრობლემაც.  დიდ და ცხოვრების სწრაფი სტილით მცხოვრებ ქალაქებში ჩვეულებრივი მოვლენაა საცობი, სმოგი და გამონაბოლქვი. ტრანსპორტის ინტენსიური მოძრაობა საკმაოდ ზრდის ხმაურს . სწორედ  ამ ხმაურითა და ცხოვრების სწრაფი ტემპით არის გამოწვეული, რომ ქალაქის მოსახლეობაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება ნერვული აშლილობაა. აღსანიშნავია რომ ისეთი დაგეგმარების ქალაქებში, სადაც ძველი უბნები ცენტრშია მოთავსებული და იქვეა ქალაქის საქმიანი და ადმინისტრაციული ცენტრები, ტრანპორტით გამოწვეული ვიბრაცია საფრთხეს უქმნის ავარიულ, ისტორიულ შენობებს.
ძველი ნაგებობები ვახსენე და აქვე ვისაუბრებ ქალაქის კულტურული და ისტორიული ფასეულობების შენარჩუნების პრობლემებზე. ძველ ქალაქებში, თუნდაც ისეთში, როგორიცაა თბილისი, გასაკვირი ფაქტი არაა ის რომ მისი აშენებისა და დაგეგმარების დროს გათვალიქსწინებული არ იყო გზების სიდიდის აუცილებლობა, ასევე მრავლადაა ცენტრში, მცირე ზომის საცხოვრებელი კვარტლები რომლებიც მთლიანად ძველი და არაესთეტიკური სახლებისაგან შედგება. წვრილი ქუჩები და ძველებური უბნები ქალაქის იერ-სახის და ისტორიის წარმომადგენლები არიან. თუცმა განვითარებადი ქვეყნების ქალაქებში მუდმივად დგას გზების გაფართოების, ძველი განაშენიანების ახლით ჩანაცვლების და ახალი მაღალსართულიანი შენობების აუცილებლობა. მსგავსი პრობლემები განვითარებულ ქვეყნებს ნაკლებად აწუხებთ. თუმცა ჩემი აზრით ეს უფრო მეტაც ქალაქის სიძველეზეა დამოკიდებული. ლატვიის დედაქალაქ რიგაში, ძველი უბანი, ძველი ციხესიმაგრის რამოდენიმე კარიბჭითაა შემოსაზღვრული და შეხვალთ თუ არა იქ, თავი მე-15 საუკუნის მიწირულში გეგონებათ.  ზუსტადაა შენარჩუნებული  ქუჩებისა და სახლების ფასადები. ვერ იხილავთ ვერც ერთ ახალ აშენებულ სახლს. ძველ სტილში გადაწყვეტილ კაფეებში, რომლების წვრილ ქუჩებზეა განლაგებული, ლატვიურ ნაციონალურ სამოსში გამოწყობილი პერსონალი გემსახურებათ. თუმცა ქალაქის ამ ნაწილში, მოქალაქეები ჩვეულებრივად ცხოვრობენ. უბანს ფუნქცია დაკარგული არ აქვს. კარიბჭის გარეთ კი ნამდვილი ევროპული ქალაქის ხედი იშლება. ვფიქრობ ეს იდეალური გადაწყვეტაა სააუკუნეების წინ აშენებული ქალაქის დღევანდელობასთან შერწმისთვის. მითუმეტეს თუ ქვეყანა ტურისტულ ზონადაც ითვლება.
კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც, ვფიქრობ მხოლოდ განვითარებადი ქვენების ქალაქებს  უნდა აწუხებდეს, და  ჩემთვისაც დიდ დისკომფორტს ქმნის , მდგომარეობს იმაში,  რომ ასეთ ქალაქში ნაკლებადაა შანსი იყიდო ბრენდული, ხარისხიანი და ნამდვილი საქონელი. მრავლადაა კომპანიები, რომლებიც საქონელს უშვებენ ცალკე განვითარებული ქვეყნების მოსახლეობისთვის, და ცალკე განვითარებადის. რით განვსხვავდები მე, თბილისის მაცხოვრებელი ფრანკფურტის მაცხოვრებლისგან, როდესაც მინდა მეცვას იგივე კარგი ხარისხის,  მაისური, ან არ მინდა, ტექნიკა   რომელსაც ვყიდულობ, განკუთვნილი იყოს პოსტ საბჭოთა კავშრის ქვეყნებისთვის. რა თქმა უნდა 21-ე საუკუნეში გამოსავალი ყოველთვის არსებობს , თუმცა დამეთანხმეთ  ეს ყოველივე   ნამდვილად ქმნის , გარკვეულ დისკომფორტს და პრობლემებს შორის უნდა განიხილებოდეს.
და ბოლოს, რთული და დატვირთული დღის შემდეგ, ნებისმიერ ადამიანს სჭირდება დასვენება, განტირთვა და კვირაში ერთხელ მაინც ყოველდღიურობისგან მოწყვეტა. გართობის საშუალებები გინდ განვითარებად და გინდ განვითარაბულ ქალაქებში, მოდი ვაღიაროთ და მრავლადაა. მითუმეტეს თუ არის სურვილი, და თუ არის საზოგადოება, რომელთანაც ეს კარგად გამოდის, შესაძლებლობები ხშირად შეუზრუდავია. თუმცა ეს ყოველივე მაინც ყოველდღიურობასთან ასოცირდება. მანქანების ხმაური, შენს გარშემო ადამიანები რომლებსაც მუდამ სადღაც ეჩქარებათ და ისევ და ისევ საშინლად უსუფთაო ჰაერი… ქალაქებში, აქ ქალაქის გარეუბნებში, ნაკლებად მოიძებნება ისეთი ადგილები, სადაც ჰაერი შედარებით სუფთაა, სიწყნარეა და  შესაძლებელი იქნება ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად დასვენება, ოჯახის წევრებთან ერთად, მშვიდ გარემოში ყოფნა და იმ ქვაბიდან დროებით ამოსვლა, სადაც ცხოვრება დუღს.

ნინო ცერცავძე
მე-10 კლასი. (2011წელი)

Advertisements

Posted on 24/05/2013, in ეს საინტერესოა. Bookmark the permalink. Leave a comment.

დააკომენტარეთ:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: