ეს აუცილებლად ნახეთ, საინტერესოა! ( დაემატა ახალი მასალა…)

ლიბიის უდაბნო(თეთრი უდაბნო) მდებარეობს ჩრდილოეთ აფრიკაში, საჰარის უდაბნოს ჩრდილო-აღმოსავლეთით. მოიცავს ეგვიპტის ტერიტორიას ნილოსის დასავლეთით, აღმოსავლეთ ლიბიას და ჩრდილო-დასავლეთ სუდანს ნუბიის უდაბნოსთან ერთად. აქვს დაახლოებით მართკუთხედის ფორმა. უდაბნოს ზედაპირი დაფარულია ქვიშითა და კირქვებით, რაც თეთრ შეფერილობას აძლევს, ამიტომ ხშირად მას „თეთრ უდაბნოს“ უწოდებენ.
ამ ადგილის არქიტექტორი დროა, ქარი საუკეთესო მოქანდაკე, ქვიშა და კირქვა მისი მოკავშირეებია. ცარცივით თეთრ ლანდშაფტს სხვადასხვა ფორმებით(რომლების უდაბნოს ქარებმა შექმნა) სხვადასხვა სახელებიც აქვს, მაგალითად, აქ არის “სოკო”, “ნაყინი”, “წიწილა”, “კარავი” და ა.შ

ef39c602feee7ebeec6d5089სანკინგშანი–არის ეროვნული პარკი,რომელიც მდებარეობს ჩინეთის პროვინცია ჯიანხის (Jiangxi) ქალაქ შანგრაოს (Shangrao)მახლობლად.მიუხედავად იმისა,რომ მცირე ადგილს მოიცავს–ულამაზესი ადგილია! თავისი განსაკუთრებული ხედების წყალობით ის შეტანილ იქნა როგორც  მსოფლიო მემკვიდრეობისმე-7-ე ძეგლი.ამ ადგილის ხიბლი არის უჩვეულო და უცნაური გრანიტის კლდეების და სვეტების კომბინაცია კლიმატის სეზონურ ცვლილებებთან რომელიც წარმოქმნის ნისლს და ულამაზეს დაისს.უამრავი ჩანჩქერის,ბასეინის და წყაროების წყალობით ეს ადგილი უაღრესად დამამშვიდებელ ეფექტს ახდენს მნახველზე! ლეგენდის თანახმად მუ-გომ (Mu-Go )რომელიც იყო აღმოსავლური ღმერთი(the “Lord of the East” )მოისურვა შეექმნა ბაღი თავისი მეუღლე ინისთვის(“Yin” ) და მან ოთხი ელენმენტის(მიწა,წყალი,ჰაერი,ცეცხლი)ერთად შეჯერების მეშვეობით შექმნა ეს ბაღი სანკინგშანი(Sanqingshan). strange-places-sanqingshan გოლიათის ქვაფენილი -ეს არის ჩრდილოეთ ირლანდიაში მდებარე ბუნებრივი საოცრება – დიდი ხნის წინ ვულკანის ამოფრქვევის შედეგად შექმნილი 40 000-მდე ბაზალტის სვეტი, რომლებიც ერთმანეთზეა მიბჯენილი და მნახველზე უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს. გოლიათის ქვაფენილი 1986 წელს ”იუნესკომ” მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშიც შეიტანა. დღეისათვის ის ტურისტთა ერთ-ერთი საყვარელი ადგილია ჩრდილოეთ ირლანდიაში. ამ საოცრების ასახსნელად დღესაც არსებობს ირლანდიური მითი:უძველეს დროში, ირლანდიაში ცხოვრობდა ერთი კეთილი გოლიათი, სახელად ფინი. მისი სიმაღლე 16 მეტრს აღწევდა, თუმცა სხვა გოლიათებთან შედარებით ის მაინც პატარა იყო… ზღვის გადაღმა კი, შოტლანდიაში იყო ფინის მეტოქე გოლიათი, სახელად ბინანდონერი. ორივე გოლიათი ერთმანეთს ეძახდა ზღვის გადაღმა და საბრძოლველად იწვევდა. სტუმართმოყვარე ფინმა გადაწყვიტა ბილიკი გაეკეთებინა შოტლანდიამდე, რათა გოლიათებს შებრძოლების საშუალება ჰქონოდათ. მართლაც, ფინმა ბილიკი გააკეთა, მაგრამ საქმე ისეთი დამღლელი იყო, რომ მალე ჩაეძინა… მეორე დილით, ფინის ცოლმა იუნამ გოლიათის ნაბიჯების ხმა გაიგონა, ეს ბინანდონერი მოაბიჯებდა ბილიკზე, ფინს კი კვლავ ღრმა ძილით ეძინა. მოხერხებულმა იუნამ თავის მძინარე ქმარს ჩვილი ბავშვის ტანსაცმელი ჩააცვა… ამასობაში შოტლანდიელი გოლიათიც მოვიდა, ის მართლაც გიგანტური იყო, ფინი მასთან ვერაფერს გახდებოდა. ბინანდონერი ღრიალებდა: ”ფინი სად არის? ლაჩარი ფინი…” იუნამ კი შეაჩერა: ”ჩუმად! თორემ ახალშობილს გააღვიძებ!..” ბინანდონერმა მძინარე ფინს შეხედა და გაიფიქრა… ”თუკი ეს მისი პატარა შვილია, თვითონ ფინი ხომ უზარმაზარი იქნება…” და შიშმა მოიცვა… სასწრაფოდ მიტრიალდა და იგივე ბილიკით თავის ქვეყანაში, შოტლანდიაში გაიქცა, თანაც ისე, რომ გზადაგზა ბილიკის სვეტებს ანადგურებდა, ვაი თუ ფინი უკან გამომედევნოსო… afd8286c4ead cc4nzსაოცარი ლურჯი ხვრელი- ასე უწოდებენ მსოფლიოში ერთერთ ყველაზე დიდ წყალქვეშა ლურჯ ხვრელს, რომელიც მდებარეობს ბელიზში. ხვრელი გარშემორტყმულია რიფებით. ის წრეს მოგაგონებთ, რომლის რადიუსიც 305 მეტრია. ეს ხვრელი პირველად აღმოაჩინა Jacques-Yves Cousteau-მ, 1971 წელს. მან წაიყვანა თავისი გემი „კალიფსო“ (რატომღაც მეკობრეებში დეივი ჯონსის სატრფოსაც კალიფსო ჰქვია და ალბათ დამთხვევაა ) და წყალქვეშა ნავები, რათა შეესწავლა ეს ხვრელი. ამის შემდეგ გაჩნდა ჭორები, რომ ამ დროს Cousteau-მ შვილი დაკარგა გაურკვეველ ვითარებაში, მაგრამ მალევე ეს ჭორები გამოირიცხა, რადგან ბიჭი ვერტმფრენით ჩამოვარდა. ლურჯ ხვრელთან დაკავშირებით ხალხმა არაერთი ჭორი შეთხზა, რადგან ის მისტიურ ადგილად მიაჩნდათ. Cousteau-ს უნდოდა ხვრელის გარშემო შემორტყმული რიფის განადგურება, რათა შეეღწია თავისი გემით ლურჯ ხვრელში. ასეც მოიქცა, მან მხოლოდ რიფის პატარა ნაწილი ააფეთქა და ამით ლურჯ ხვრელში შესასვლელი გზა გახსნა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ხვრელის მონახულება/შესწავლა. ბელიზის ლურჯ ხვრელში აღმოაჩინეს უამრავი სახეობის თევზი, რომელთა შორისაა ისეთი იშვიათი თევზები როგორიცაა თევზი „ანგელოზი“ და „მფრინავი“ თევზი. ასევე იშვიათი სახეობის ზვიგენები. ლურჯი ხვრელის უფრო ღრმა ადგილებში სიცოცხლე აღარ არსებობს, რადგან სიღრმეში წყალი ბრუნავს და თევზებიც არ ჩერდებიან ასეთ პირობებში. ადგილობრივი მაცხოვრებლები ფიქრობენ, რომ ბელიზის ლურჯი ხვრელი მსოფლიოს საოცრებებში უნდა შეიტანონ. ლურჯი ხვრელის სიღრმეში საოცრად სუფთა წყალია. მილიონი წლის განმავლობაში ლურჯი ხვრელი გახლდათ მშრალი გამოქვაბული, რომელშიც იყო მასიური სტალაქტიდები და სტალაგმიტები. როცა გამყინვარება დამთავრდა, ადიდებულმა ზღვებმა და ოკეანეებმა გამოქვაბული წყლით ამოავსო. ამიტომაც მყვინთავები ლურჯი ხვრელის სიღრმეში დღესაც ხვდებიან სხვადასხვა ფორმის სტალაქტიდებს და სტალაგმიტებს. ლურჯი ხვრელის გამოქვაბულის გამო რამოდენიმეჯერ დიდი (12 ბალიანი) მიწისძვრაც მოხდა, რადგან გამოქვაბულის კედლები და სხვადასხვა ფორმის შვერილები ფორმას იცვლის, ხანდახან ინგრევა კიდეც. შავი ხვრელის დასავლეთ ნაწილში აღმოაჩინეს ვიწრო გვირაბი, რომელსაც შევყავართ უზარმაზარ მღვიმეში. აქ ძირი მეტად რბილი მიწითაა დაფარული და წყალი დაახლოებით წელამდეა. ასეთი კიდევ 2 მღვიმე აღმოაჩინეს, ერთერთში გიგანტური კუს ჩონჩხები იპოვნეს, თუმცა კუს ჩონჩხი არ ყოფილა ერთადერთი და უკანასკნელი, ბევრ ისეთ ჩონჩხს წააწყდნენ, რომლის ვინაობაზეც დღემდე დაობენ. სწორედ ამ ჩონჩხების წყალობით მივიდნენ მეცნიერები იმ დასკვნამდე, რომ ბელიზი მილიონობით წლის წინათ ჩვეულებრივი მშრალი გამოქვაბული იყო.

1.ლურჯი ხვრელი

2.აფრიკის თვალი

imagesstrange-places-eye-africaესკიმოსები ამერიკის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით მდებარე მსოფლიოს უდიდესი კუნძულის,გრენლანდიის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ძირძველი მცხოვრებნი ესკიმოსები შეადგენენ. დანარჩენები ევროპელები,ძირითადად კი დანიელები არიან – გრენლანდია დანიის სახელმწიფო ტერიოტორიას წარმოადგენს. ესკიმოსები მიეკუთვნებიან მონღოლოიდურ რასას და მთელ გრენლანდიაზე 50 ათასამდე მცხოვრებია.აქედან ესკიმოსების რაოდენობა 40 ათასამდეა.ისინი 50-მდე პატარა ქალაქში ან სოფელში ცხოვრობენ.ისინი ცხოვრობდნენ ნახევრად მიწურებში,რომელსაც სელაპის ცხიმის ჭრაქით ანათებდნენ.მათი სამოსი მორგებულია ცივი კლიმატის პირობებს და არიან უბადლო მონადირეები,ზოგჯერ აწყობენ ზეიმებს რაც ამრავალფეროვნებს მათ ცხოვრება და ხანგრძლივ პოლარულ ღამეებს. 52841_original Eskimo_Family_NGM-v31-p564-2 ვულკანი “კელიმუტუ” ვულკანი “კელიმუტუ” მდებარეობს ინდონეზიის კუნძულ ფლორესზე,ზღვის დონიდან 1639 მეტრ სიმაღლეზე.მის კალთებზე მდებარეობს კრატერული წარმოშვების სამი ტბა.აღსანიშნავია,რომ კრატერზე განთავსებული სამივე ტბა სხვადასხვა შეფერილობისაა და დროთა განმავლობაში იცვლიან კიდეც ფერებს,რის გამოც ერთობ პოპულარულია ტურისტებში და ინდონეზიის ერთ-ერთ ღირშესანიშნაობადაც მიიჩნევა.ბოლო ამოფრქვევა ამ ვულკანისა დაფიქსირდა 1968 წელს.აღსანიშნავია,რომ კელიმუტუს ვულკანის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს ტბა ტივუ-ატა-მბულუ (მოხუცების ტბა),ხოლო დანარჩენ ორ ტბას კი ტივუ-ნუა-მური-კოოტ-ტაი (ბიჭებისა და გოგონების ტბა) და ტივუ-ატა-პოლო (მოჯადოებული ტბა) ჰქვიათ.ვულკანის ძირში მდებარეობს სოფელი მონი,რომლის მაცხოვრებლებიც დარწმუნებული არიან,რომ გარდაცვლილთა სულები მიდიან ამ ტბებში და სწორედ ეს გახლავთ მიზეზი მათი ფერის ცვალებადობისა.ხოლო ფერის ცვალებადობა გამოწვეულია ამ სულების გაბრაზებით.ვულკანზე ასვლა შესაძლებელია სპეციალური მარშუტით და მასზე ასვლას სამ საათამდე დრო სჭირდება.ვულკან “კელიმუტუ”-ზე განლაგებული სამი ულამაზესი ტბა დღემდე უდიდეს ინტერესს იწვევს ტურისტებში და სპეციალური ტურებიც არსებობს ინდონეზიაში ამ მარშრუტისა. href=”https://geocodna.files.wordpress.com/2013/02/672771_original.jpg”&gt;672771_original 87699714_4_Kraternoe_ozero_Kelimutu___ostrov_Flores_Indonezi მდინარე “ონიქსი”<a “ონიქსი” – წარმოადგენს ყველაზე გრძელ მდინარეს ანტარქტიდის კონტინინენტისა,რომელიც სათავეს იღებს ტბა “Brownwort”-გან და მიედინება “რაიტის ხეობაში”,რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს “მაკ-მიორდოს” მშრალი ხეობის ნაწილს.მისი სიგრძე 30 კილომეტრია და ჩაედინება ვანდას ტბაში.აღსანიშნავია,რომ აღნიშნული მდინარე მიედინება ისეთ რაიონებში,რომელიც გამოირჩევა მზის ინსოლაციით და ანტარქტიდის კონტინენტისათვის,საკმაოდ მაღალი ტემპერატურითაც.წყლის დონე მდინარეში იმატებს სეზონურ ცვალებადობასთან ერთად.იგი შეიცავს რამდენიმე შენაკადს.მდინარე “ონიქსი” მხოლოდ თებერვალსა და მარტში გარდაიქმნება შენაკადად,ხოლო სხვა პერიოდებში კი მშრალი კალაპოტის მქონე ხდება,ცივი ტემპერატურის და კლიმატის გამო.მიუხედავად იმისა,რომ მდინარეში არ ბინადრობს არცერთი სახეობის თევზი,მასში ბინადრობენ მიკროორგანიზმები.ასევე მასში ხარობენ წყალმცენარეები,რომელთა ხილვაც მდინარეში პრობლემას არ წარმოადგენს,რადაგნ კარგად ჩანან წყლის ზედაპირიდან.აღნიშნული მდინარის ერთ-ერთ სანაპიროზე მდებარეობს “ვანდას არქტიკული სადგური”,რომელიც 1968 წელს იქნა დაარსებული.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ სწორედ ამ არქტიკულ სადგურთან იქნა დაფიქსირებული დღემდე სარეკორდო ტემპერატურა ანტარქტიდის კონტინენტისა,რომელმაც +15 გრადუსი-ცელსიუსით შეადგინა. 2 onyx-river-516194-ga tumblr_lwyk8fM3ro1qmz5khმარილის ტბა ეს ტბა წარმოადგენს უსასრულ ველს.ის მსოფლიოში უდიდესი მარილის ტბაა. მისი შიდა ნაწილი დაფარულია საკვები მარილის ფენით – 2-8 მ. სისქით. წვიმების სეზონში ეს მლაშობი იფარება წყლის თხელი ფენით , რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდ სარკედ გარდაიქმნება. მდებარეობს პოტოსისა და ორუროს დეპარტამენტებში, ანდების დაბოლოებაზე, ზღვის დონიდან 3,656 მეტრზე.მისი ფართობი 10,582 კმ²-ია. ჩამოყალიბდა რამდენიმე პრეისტორიული ტბის ტრანსფორმაციის შედეგად.ის განსაკუთრებით მდიდარია ლითიუმით. სწორედ აქ მდებარეობს მსოფლიო ლითიუმის მარაგის 50-70%.%.ამ ტერიტორიაზე გაედინება მთავარი სატრანსპორტო გზა, რომელიც კვეთს ბოლივიის ალტიპლანოს. ტბაზე ბინადრობს ვარდისფერი ფლამინგოების რამდენიმე სახეობა. იდეალური სიბრტყისა და მინიმალური დახრილობის, სუფთა და გამჭვირვალე ჰაერის გამო, ეს რეგიონი იდეალურია დედამიწის თანამგზავრული დაკვირვებისათვის ალტიმეტრული დაკალიბრების მეთოდით. Piles_of_Salt_Salar_de_Uyuni_Bolivia_Luca_Galuzzi_2006_auyuni1Bolivia_Salar_Uyuni_11e2067ec26049ef92ed2a545613b740“ტე-პინაკლსის უდაბნო” “ტე-პინაკლსის უდაბნო” – გახლავთ მცირე ფართობის მქონე უდაბნო,რომელიც მდებარეობს ავსტრალიის კონტინენტის დასავლეთ ნაწილში.თარგმანით “ტე-პინაკლსის უდაბნო”,აღნიშნავს “წვერმახვილი კლდეების უდაბნოს”.ასეთი უცნაური დასახელება ამ უდაბნომ მიიღო მასში არსებული მცირე ზომის (1 მეტრიდან – 1,5 მეტრი) სიმაღლის წვეტოვანი ქვების გამო,რომლებიც განლაგებულია უდაბნოს დაბლობებეში.უახლოესი დასახლებული პუნქტი გახლავთ ქალაქი სერვანტესი,რომლისგანაც “ტე-პინაკლსის უდაბნო” ორი საათის სავალზეა.იგი წარმოადგენს ნამბურგის ეროვნული პარკის ტერიტორიას.აღსანიშნავია,რომ აღნიშნული უდაბნო ულამაზესი ხედებით გამოირჩევა,რის გამოც მის დასათვალიერებლად წელიწადში 250,000 ტურისტი სტუმრობს. pustyn-fotografiy-udivitelnyh-eto-interesno-poznavatelno-kar Pinnacles 2114164985_59db02fa58 rub-al-khali11 ”რუბ-ელ-ხალის უდაბნო” – “რუბ-ელ-ხალის უდაბნო” – (არაბულ ენაზე აღნიშნავს ცარიელ კვარტალს),მდებარეობს ახლო აღმოსავლეთში,არაბეთის ნახევარკუნძულზე,კერძოდ საუდის არაბეთის,ომანის,იემენისა და არაბეთის გაერთიანებული ემირატების ტერიტორიაზე.სახელიც ამ უდაბნოს შეირჩა იმისათვის,რომ იგი აბსოლუტურად უკაცრიელი უდაბნოა და წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე დიდ ქვიშიან უდაბნოს.მისი სიგრძე 1200 კილომეტრია,ხოლო სიგანე 650 კილომეტრი.საერთო ფართობი რუბ-ელ-ხალის უდაბნოსა შეადგენს 650,000 კვადრატულ კილომეტრს.ასევე ეს უდაბნო მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე ცხელ უდაბნოდ მსოფლიოში,სადაც საშუალო ტემპერატურა ივლისსა და აგვისტოში 47 გრადუსიდან 50 გრადუსამდე მერყეობს.ამ მიზეზთა გამო იგი დედამიწის ყველაზე მშრალ უდაბნოდ არის მიჩნეული.დიუნების სიმაღლე ხშირ შემთხვევაში 250 მეტრ სიმაღლეს შეადგენს.უდაბნო პირველად სრულად გაიარა ინგლისელმა არაბეთის ნახევარკუნძულის მკვლევარმა – ბერტრან სიდნი თომასმა 1930-1931 წლებში.იგი განეკუთვნება არიდული უდაბნოების კატეგორიას. 5 66615 f_6129308 “რუაკანას ჩანჩქერი” – ინგლისურ ენაზე “Ruacana Falss”,წარმოადგენს ჩანჩქერს აფრიკის კონტინენტის სამხრეთ დასავლეთით,მდინარე კუნენეზე,რომელიც თავის მხრივ ატლანტის ოკეანის აუზს წარმოადგენს.იგი მდებარეობს აფრიკული სახელმწიფოს ნამიბიის ჩრდილოეთ ტერიტორიაზე,ქალაქ რუაკანას სიახლოვეს.ჩანჩქერის წყალვარდნის სიმაღლე 124 მეტრს შეადგენს და შეიცავს რამდენიმე წყალვარდნილს.ამ ადგილებში მდინარის მაქსიმალური სიგანე 695 მეტრია.”რუაკანას ჩანჩქერი” მდინარე კუნენეზე,მდებარეობს ანგოლისა და ნამიბიის სახელმწიფო საზღვრებს შორის.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ აღნიშნული ჩანჩქერი ულამაზეს ბუნებრივ ლანდშაფტს ქმნის და მის სანახავად უამრავი ტურისტიც ჩადის,შესაბამისად “რუაკანას ჩანჩქერი” ამ რეგიონის ერთ-ერთ ულამაზეს ღირშესანიშნაობადაც არის მიჩნეული. Ruacana Falls ruacanaimg_3448 href=”https://geocodna.files.wordpress.com/2013/02/66615.jpg”&gt; რორაიამას მთა “რორაიმას მთა” მდებარეობს ვენესუელის (კანაიამას ეროვნული პარკი),ბრაზილიის (შტატ რორაიმაში) და გაიანის (მისი უმაღლესი წერტილი) საზღვარზე.მისი სიმაღლე 2 774 მეტრია ზღვის დონიდან.ამ მთის პლატოს ფართობი შეადგენს 34 კვადრატულ კილომეტრს.რორაიმას ეროვნული პარკი გეოლოგიური თვალსაზრისით დედამიწის ერთ-ერთი უძველესი ადგილია და მისი ასაკი 2 მილიარდ წელს შეადგენს.რორაიმას თავზე მუდმივად ღრუბელია.1884 წელს მთის მწვერვალზე პირველად ავიდა ექსპედიცია სერ ევერარდ თარნის ხელმძღვანელობით.ამ ექსპედიციის წევრთა მონათხრობმა შთააგონა ცნობილ მწერალს,სერ ართურ კონან დოილს,თავისი სათავგადასავლო რომანის, “დაკარგული ქვეყნის” დაწერა.ამ მთის რაიონში სათავეს იღებს უდიდესი მდინარეები,ისეთები როგორებიც არიან – ორინოკო,ამაზონი და ესეკობო.რორაიმას მთა ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია დედამიწაზე,რომლის ნახვაზეც არცერთი ბუნების მოყვარული არ იტყვის უარს.

mount roraima10130_188Mount_Roraima_Venezuela24511-1195ed74

  დრაკონის ხეები სოკოტრას არქიპელაგი, იემენი დაახლოებით 6 მილიონი წლის წინ აფრიკის კონტინენტს პატარა ნაწილი გამოეყო, რომელმაც არაბეთის ნახევარკუნძულისკენ აიღო გეზი. საწყის მდებარეობას რამდენიმე ასეული კილომეტრით დაშორდა და 4 ნაწილად გაიყო. 6 მილიონი წელი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ აქ ახალი და უნიკალური ეკოსისტემა ჩამოყალიბებულიყო: მცენარეების სახეობების მესამედს, რეპტილიების 90%-სა და მოლუსკების თითქმის 100%-ს სხვაგან ვერსად შეხვდებით. აქ, ცხადია, ვერ ნახავთ რვახელა და ხუთთვალა არსებებს, რომლებიც გაურკვეველ ენაზე საუბრობენ, სამაგიეროდ იხილავთ დრაკონის ხეებს – სოკოს მსგავს მცენარეებს, რომლებსაც ყოველ წელს “სისხლი” სდით. ასევე კიტრის ხეს – უფორმო თეთრ პრიალა ღეროს, რომელსაც თავზე მწვანე “კიტრები” ამოსვლია. ან სულაც სოკოტრას უდაბნოს ვარდი – ასევე ხე, ერთდროულად სასაცილოც და საზიზღარიც. იზოლირების მიუხედავად, როგორც კვლევა აჩვენებს, არქიპელაგი ჯერ კიდევ 1.5 მილიონი წლის წინ იყო დასახლებული. 2008 წელს რუსმა არქეოლოგმა ვალერი ჟუკოვმა აქ ქვის იარაღები აღმოაჩინა, რომლებიც მიეკუთვნებიან ოლდუვაის კულტურას (2.7-1 მილიონი წლის წინ). აღმოჩენა სენსაციური იყო იმ მხრივ, რომ გაურკვეველია, როგორ მოხვდა აქ იმ ეპოქის წარმომადგენელი – homo habilis, იგივე “მარჯვე ადამიანი”. დღევანდელი ადამიანისთვის კი სოკოტრაზე მოხვედრა პრობლემა არაა – ამისთვის როგორც საჰაერო, ისე საზღვაო გზები არსებობს. ტურისტებისთვის საუკეთესო სეზონი თებერვალი და მარტია – დანარჩენ დროს, განსაკუთრებით აპრილიდან სექტემბრამდე პერიოდში, საკმაოდ მკაცრი და უსიამოვნო ამინდია გაუთავებელი წვიმებითა და ძლიერი ქარებით. dracaena-draco 1307437071_socotra_dragon_tree ბაბილონური რუკა ბაბილონური მსოფლიო რუკა “ბაბილონური მსოფლიო რუკა” – წარმოადგენს თიხის ფირფიტას გვიანდელი ბაბილონური პერიოდისა შუამდინარეთიდან,რომელზეც გამოსახულია ცნობილი “ბაბილონური მსოფლიო რუკა”,იგი შეიცავს,ისევე როგორც ნამდვილ გეოგრაფიულ ობიექტებს,ასევე მითოლოგიურ ელემენტებსაც.ანალიზის და შესწავლის შემდეგ მეცნიერების მიერ დადგენილ იქნა,რომ აღნიშნული რუკა ტოპოგრაფების მიერ შედგენილი იყო ჩვ.წ.აღ-მდე VIII საუკუნის მიწურულსა და VII საუკუნის დასაწყისისთვის.სტრუქტურულად თიხის ფირფიტა სამ ნაწილად არის დაყოფილი: გეოგრაფიული რუკა წარწერებით,ტექსტი – რომელიც გამოსახულია მის წინა მხარეს და ტექსტი – რომელიც გამოსახულია მის უკანა ნაწილზე.ჯერჯერობით დადგენილი არ არის ზუსტად,რა კავშირი აქვს და თუ აქვს საერთოდ ტექსტურ ელემენტებს თავად რუკასთან.რადგან აღნიშნული ტექსტები შეიცავს მითოლოგიურ ელემენტებს.თავდაპირველი ადგილი თუ სად იქნა აღმოჩენილი “ბაბილონური მსოფლიოს რუკა” უცნობია,თუმცა ახალბაბილონური დოკუმენტების მიხედვით იგი ნაპოვნი იქნა ძველი შუმერების უძველეს ქალაქ – სიპარში (თანამედროვე ერაყის ტერიტორია).ბოლომდე დღემდე გარკვეული არ გახლავთ დანიშნულება ამ რუკისა.ზოგიერთი მეცნიერის ვარაუდით ფირფიტა შეიცავს ცალკეულ ინფორმაციულ ელემენტებს,ილუსტრაციებს,მიოლოგიურ ტექსტს და ლიტერატურულ ნაწარმოებსაც კი.მიუხედავად ამისა სრულიად ნათელია აღნიშნული რუკის დანიშნულება,რადგან იგი შექმნილ იქნა იმისათვის,რომ მოეთხროთ ადამიანებისათვის შორეული მიწებისა და ობიექტების შესახებ.კარტოგრაფიული თვალსაზრისით რუკაზე დატანილი გეოგრაფიული ადგილმდებარეობები შეიცავს ძალიან ბევრ შეცდომებს.თუმცა იმ დროისათვის იგი მართლაც უნიკალური გეოგრაფიული რუკა გახლდათ.საჯაროდ რუკის შესახებ ცნობილი გახდა ფართო საზოგადოებისათვის 1889 წელს და უდიდესი ინტერესი გამოიწვია მეცნიერებში,ისტორიკოსებსა და კარტოგრაფებში.მიუხედავად იმისა,რომ რუკა ძლიერ დაზიანებულია და დიდი ნაწილი მისი დაკარგულია,მაინც უდიდესი ინტერესების მატარებელი გეოგრაფიული და ისტორიული ღირებულებისაა.”ბაბილონის მსოფლიო რუკა” დღესდღეობით დაცულია დიდი ბრიტანეთის ეროვნულ მუზეუმში – ლონდონში და წარმოადგენს ერთადერთ ცნობილ დღემდე შემორჩენილ უძველეს მსოფლიო რუკას შუამდინარეთის რეგიონი დან. godawa_3_203-03-01/69 გამოყენებულია ვებ/გვერდები geniosi.ge ,wikipedia.org მასალების მოწოდებისთვის დიდი მადლობა მოსწ.დათო მზარეულაშვილს.

Advertisements

Posted on 27/02/2013, in ეს საინტერესოა. Bookmark the permalink. 3 Comments.

  1. ra lamazia. zalian momewona.. didi madloba.

  2. Rezi Lobzhanidze

    dzalian momwons es blogi da girchevt visac ar ginaxavt daatvalierot

  3. ra lamaziaa ❤ da dzalian sainteresoaa ❤ gmadlobtt..

დააკომენტარეთ:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: