საქართველოს ფლორა

საქართველოს ფლორა
(გამოყენებულია wikipedia,org-ის და სხვა საიტების ფოტოსურათები,ასევე ჩვენი მოძიებული მასალები, გეოგრაფიის სახელმძღვანელოები.)

მცენარეთა და ცხოველთა განვითარებასა და მრავალფეროვნებას განაპირობებს  მრავალი ფაქტორი: პალეოგეოგრაფიული განვითარების ისტორია,რელიეფი,კლიმატური პირობები,გეოლოგიური აგებულება,აბსოლიტური სიმაღლე და რელიეფის ექსპოზიცია(მდებარეობა მზის მიმართ) და სხვა.
საქარველოში გვხდება-425 თესლოვანი მცენარე,75-გვიმრისებული,600-ხავსი,650-მღვიერი,7000-სოკოვნები და 2600-წყალმცენარე.
ფლორის განვითარების ისტორია
 მესამეული პერიოდში საქართველოს ფლორა ტროპიკული ხასიათის იყო.  ძირითადად  მარადმწვანე მცენარეებისგან შედგებოდა.აცივების შემდეგ მცენარეთა  ხასიათი ჯერ სუბტროპიკულით, ხოლო შემდეგ ზომიერით შეიცვალა. .

 მეოთხეულში   გამყინვარებას მოყვა ცივი ქვეყნებისთვის დამახასიათებელი მცენარეების წარმომადგენელთა შემოჭრა.  საქართველოს ცალკეული ტერიტორიები,მშრალი გახდა და გავრცელდა სიმშრალის მოყვარული მცენარეები.კავკასიაში უძველესი ფლორის არსებობისთვის ხელსაყრელი ბუნებრივი პირობები შენარჩუნდა ე.წ. რეფუგიუმებში- მხოლოდ კოლხეთსა და თალიზში(აზერბაიჯანი).

 ენდემური მცენარეები-მხოლოდ განსაზვრულ შედარებით მცირე ფართობზე გავრცელებული მცენარეებია.საქართველოში გავრცელებულია: ბიჭვინთის  და ელდარის  ფიჭვი,სამეგრელოს არყი, ქართული ნუში, ძელქვა და სხვა.

 რელიქტური მცენარეები-თანამედროვე მცენარეულ საფარში წარსულ გეოლოგიური პერიოდების ფლორის წარმომადგნელები. საქართველოში გვეხდება:პონტოს მუხა,შქერი,წყავი, უთხოვარი, მოცვი და სხვა.

მცენარეულობის გავრცელების ძირითადი კანონზომიერებანი.
 საქართველოში მცენარეების გავრცელების ფაქტორები:ფლორისტული შედგენილობა,განვითარების ისტორია,რელიეფი,კლიმატური პირობები,გეოლოგიური აგებულება,აბსოლიტური სიმაღლე და რელიეფის ექსპოზიცია(მდებარეობა მზის მიმართ.).

კოლხეთის ფლორის ქვეტყე-ბზა,შქერი,წყავი და ბაძგი.
წყავი
defaultბაძგი
<a href=”https://geocodna.wordpress.com/2012/12/03/
ბზაdefaultშქერი
%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%a4%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%90/images%e1%83%91%e1%83%96%e1%83%90/” rel=”attachment wp-att-547″>imagesბზა
defaultშქერი

 ექსპოზიცია -არის მთის ფერდობის განლაგება მზის მიმართ,მასზეა დამოკიდებული მზის დაცემის კუთხე, სითბური რეჟიმი და დატენინების პირობები.

ტ ყ ე
1. წიწვოვანი ტყეები
საქართველოში ტყის უმეტესი ნაწილი მთებშია გავრცელებული,ვაკეებზე კი ნაკლებადა შემორჩენილი.
მუქწიწვოვანი და წიფნარ-მუქწიწვოვანი ტყები-საქართველოს ტყის 16% მუქწიწვოვან ტყეს უკავია.იგი შედგება:კავკასიური სოჭისგან და აღმოსავლური ნაძვისგან. ისინი წიფელთან ერთდ ქმნიან წიფლნარ-სოჭნარ და წიფლნარ-ნაძვნარ ტყეებს.მუქწიწვოვანი და წიფლნარ-მუქწიწვოვანი ტყე გვხვდება დასავლეთ საქართველოში,აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში ზ.დ. 1400- 2400 მ. ფარგლებში.სოჭისა და ნაძვის გარკვეული ხემცენარეები ეშვება 200-300 მ-მდე.ნაძვის სიცოცხლეა 260-280 წელი.კავკასიური სოჭის 400-500 წელი.
ფიჭვნარი ტყე-საქართველო ფიჭვნარ ტყეში კავკასიური და ბიჭვინთის ფიჭვია წარმოდგენილი.
defaultფიწვნარი

კავკასიური ფიჭვი გავრცელებულია 700-2200 მ. ფარგლებში. ფიჭვნარი გვხვდება დაბალ(შიდა აჭარა,ბორჯომის მიდაომები) და საშუალო (ბაკურანის მიდამოები), ისე მაღალ მთებში (თუშეთი).
ბიჭვინთის ფიჭვი-გავრცელებულია ცალკეული გომორების სახით,შავი ზღვის სანაპიროზე გუდაუთიდან გაგრამდე.აქ იგი კლდოვან ფერდობეზე ხარობს.გამონაკლისია კორომი ბიჭვინთის კონცხზე,სადაც ფიჭვი 200 ჰა-ზეა წარმოდგენილი მაღალტანიანი (25-30მ-მდე) ხეების სახით.

2. კოლხური პოლდომინანტური ტყე.defaultპოლიდომინანტური
3. წაბლნარი
საქართველოში წაბლნარი გავრცელებულია ზ.დ დან 300-1000 მ.სიმაღლეზე და გვხდება როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ(კახეთში).ასევე ამ რაიონებში გავრცელბულია კოლხური პოლიდომინანტურ ტყე.მას პოლიდომინანტურს უწოდებენ იმიტომ,რომ ტყეში მრავალი სხვადასხვა ჯიშის ხემცენარეა გავრცელებული.ტყეში რთულია ერთია ან ორი წამყვანი ანუ დომინანტი მცენარის გამოყოფა.. კოლხურ ტყეში გვხვდება ხემცენარეების და ბუჩქების 50, ხოლო ბალახეულობის 80-მდე სახეობა. ძირითადია:წაბლი,წიფელი,რცხილა, ნეკერჩხალი, არყი,მურყანი და სხვა.პოლიდომინანტურობა ტროპიკული ტყის თვისებაა. კოლხურ ტყეს,მარადმწვანე ქვეტყის გამო ტროპიკული ტყის ნიშნები ახასიათებს.თუმცა გავრცელებულია ფოთოლმცვენი ხეების ბატონობა.ამიტომ კოლხური ტყე ზომიერი სარტყელის ტყეს წააგავს.ამიტომ იგი სუბტროპიკული სარტყელის ტყეა.იგი ვითარდება ნოტიო სუბტროპიული ჰავის პირობეში. გაგრძელებულია დასავლეთ საქართველოს გორაკ ბორცვებზე. დაბალ დასაშუალო მთებში.გავრცელებულია ზ.დ-დან 100-200 მ.-ზე.defaultწაბლნარი
გურია-აჭარის მთისწინეთსა და დაბალ მთებში ფართოდაა განვითარებული ე.წ. კოლხური ჰემი-ჰილეები,რაც რთულ გასასვლელ ტყეს ქმნნის,რომელიც ლიანებითაა გადახლართული.
4. წიფლნარი
საქართველოში წიფლნარი ფართოდაა გავრცელბული.მას ქვეყნის ტყით დაფარული ტერიტორიის 15 % უკავია.საკმარისი ტენიანობის შემთხვევაში 2000-2200 მ სიმაღლეზე გვხვება.ჩრდილოეთ საქარველოში    სადაც შედარებთ ცივი და მშრალი ჰავაა ამ მცენარის გავრცელბისთვის ხელსყრელი პირობები არ ექმნება.მისი გარცელებისთვის საჭიროა ივლისის საშუალოდ 15-19 გრადუსი, ხოლო ნალექების რაოდენობა 700 მმ-ს უნდა აღემატებოდეს.იგი ეკოლოგიური თვისებებით გამოირჩევა და იზრდება ყოველგვარი დაქანების და ექსპოზიციის ფერდობეზე, ასევე ხარობს მწირ ნიადაგებზეც.სიცოცხლის ხანგრძლივობა 220-300 წ.
წიფლნარიdefaultწიფლნარი
5. მუხნარი
defaultმუხნარი
საქართველოში მუხის რამდენიმე სახეობაა გარცელებული.გასაკურებით გარცელებულია ქართული მუხა, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში ზღვის დონიდან 600-1200 მ-სიმაღლეზე გვხდება.ხოლო დასავლეთ საქართველოში 1200 მ-ზე.იგი სინათლის მოყვარული მცენარეა და ადვილად იტანს სიმშრალეს და უარყოფით ტემპერატურას (-30-35 გრადუსამდე).სილამაზით  ცნობილია  იმერეთის მუხა.
6. სხვა ტიპის ტყეები
დაბლობის ლაფნარ-მურყნარი დამხასიათებელია საქართველოს დაბლობებისთვის და გავრცებულია კოლხეთის დაბლობსა და კახეთის ჭარბტენიან ნიდაგზე.მათ დიდი ფართობი ეკავათ,თუმცა ჭაობის დაშრობისა და ტყის ჩეხვის შედეგად მათი რაოდეობა შემცირდა.
ჭალის ტყე(ტუგაის ტიპის მცენარეები)-იგი გავრცელბულია ჭარბტენიან ადგილებზე.მასზე გავლენას ახდენს ნიადაგის უხვტენიანობა,რაც დაკავშირებულია მდინარების სიახლოვესთან, ამიტომ მას ტუგაის უწოდებენ. შეიძლება შეგვხვდეს სტეპსი, ნახევარუდაბნოშიც,რადგან მდინარეების თანმდევი ტყეა.
ზედა და მაღალი მთის ტყეები-გაავრცელებულია მთებში 1700-1800 მ-ზე სიმაღლეზე მეტად.მათ ტყე-მცენარეებისთვის საჭირო თერმული პირობები  გაუარესებული აქვთ, (ანუ მთებში სიცივეა),.ამიტომ ისინი ისეთ ფორმას იღებენ, რომელიც მათ სიცოცხლეს შეუნარჩუნებს არახელსაყრელ პირობებში.მაღალ მთებში ხემცენარეულობის სამი დაჯგუფებაა:
1) ზედა მთის ტყე-დამახასიათებელია ზედა სასზღვრისთვის,საშუალო მთის ტყესთან შედრებით მცირეა,მათი სიმაღლეა 8-16 მ-მდე.დაჩრდილვა 50% ზე ნაკლებია,რაც ხელ უწყობსბუჩქნარისა და ბლახეულობის განვითარებას.
2) მეჩხერი ტყე – გავრცელებულია 1800-2200 მ სიმაღლის ფარგლებში.აქ გვხვდება ნეკერჩხალი,აღმოსავლური მუხა და სხვა.ფართოდაა გავრცლებული სუბალპური მაღალბალახეულობა.
3) ტანბრეცილა ტყე-ემიჯნება სუბალპურ სარტყელს.ტანბრეცილ ტყებს დაბალტანანი 4-5 მეტრის სიმაღლის ხემცენარეულობა(არყი,წიფეელი) და ბუჩქნარი.მათი დაბალი ტანი იმითაა განპირობებული, რომ მას თოვლი აწვება  ამ ზონაში გააქტიურებულია ფიონები, მთა ხეობათა ქარები.

მარადმწვანე ბუჩქნარები

შქერიანი-2 დან 3 მ სიმაღლის მარადმწვანე ბუჩქნარია, რომელიც ცალკე ხემცენარეებისგან იზრდება. იგი გავრცელებულია ტენიან ადგილებში(აჭარა-გურიის ქედში,ნაქერალას ქედზე დ სხვა ადგილბში).მარადმწვაე ხელმცენარეები შქერიანში წარმოდგენილია შქერით,ბაძგით და წყავით. ასევე გვხვდება ფოთოლმცვივანებიდან პონტოს მუხა და მოცვი.

 დეკიანები-გავრცელებულია მაღალმთიან რაიონებში, სადაც მთავარი მცენარეა კავკსიური როდოდენდრონი ანუ დეკა.დაბალი 1 მ-დე სიმაღლის მარადმწვანე ბუჩქი. გავრცელებულია ზღვის დონიდან 2200-2500 მ-ზე. ისინი გვხდება ჩრდილოეთ ფერდობებზე.defaultდეკიანი
მაღალი მთის მდელოები
 მაღალბალახეულობა-საქართველოს მაღალ მთებში,მეჩხერი ტყეების ფარგლებში ფართოდაა გავრცელბული.რომლის სიმაღლე ძირითადად 2 მ ზე მეტია.მაღალბალახეულობა დამახასიათებელია თითქმის ყველანაირი ექსპოზიციის ნაკლებად დაქანებულ ბერდობებისთვის.ჭარბობს დიყი,დუცი ბუერა მთის შროშანი და სხვა.

 სუბალპური მდელოები– საქართველოს მაღალმთიან ნაწილში ზღვის დონიდან 2000-2600 მ სიმაღლეზე გვხდება.სუბალპური მდელოების სადაც ბალახეულობის სიმაღლ 40-60 სმ.ფარგლებში მერყეობს. დამახასიათებელია ხშირი, მრავლიარუსიანი დაჯგუფებები:ჭარბობს ნაირბალახოვანი,პარკოსანი და მარცლოვანი მცენარეები.defaultალპური მდელოები

 ალპური მდელოები-გავრცელებულია ზ.დ-დან 3000-3200 მ.-ზე.მისი მცენარეები მცირე სიმაღლისაა ( 30-40 სმ.) აქ გვხდება მარცვლოვანი მცენარეეულობა.ალპური მდელოებისთვის ტიპიურია ცალკეული ტაბალბალახოვანი დაჯგუფებები,რომელთაც „ალპურ ხალიჩებსაც“ უწოდებენ.აქ მცენარეულობის სიმაღლე არ აღემატება 10 სმ-ს და შორიდან მართლაც ხალიჩას წააგავს.
imagesალპური სუბნივალური
 სუბნივალური მცენარეულობა-გვხდება ალპურ მდელოებსა და მყინვარებს შორის.იქაური მცენარეები ცალკ-ცალკე იზრდებიან. „ხალიჩისებური“ მცენარე მცირე ფართობზე გვხდება.

პერიოდული(მშრალი) ნათელი ტყე,ბუჩქნრი,სტეპი,ნახევარუდაბნოსა და ჭაობის მცენარეულბა

ნათელი ტყე-საქართველოში არიდული, მშრალი რაიონებისთვის მეტად თავისებური მცენარეულობაა დამახასიათებელი.აქ იზრდება საკმლის ხე,აკაკი,ქართული ნეკერჩხალი დ სხვა.ამგვარ მცენარეულ დაჯგუფბას ნეთელ ტყეს უწოდებენ.

შიბლიაკი-ფოთოლმცვენი ბუჩქებია.აღმოსავლეთ ხმელაშუა ზღვიური წარმოშობისაა,გარცელბულია აღმოსავლეთ და სამხრეთ დასავლეთ მშრალ ტერიტორიებზე.გვხდება ზღვის დონდან 600-1000მ.-ზე.აქ გვხდება ძეძვი,რომელიც ეკლიანი,ძნელად გასასვლელი ბუჩქია.

ფრიგინა-დაბალტანიანი ბალიშისებური ფორმის ეკლიანი,მრავალწლიანი მცენარეულობის დაჯგუფებაა.იგი სიმშრალის მოყვარული მცენრეა.ამიტომ გავრცელებულია სახრეთის მშრალ ფერდობეზე.გვხდება ახლციხის ქვაბულში,ივერის ზეგანზე და ქვემო ქართლში.

სტეპის მცენარეულობა-გავრცელებულია სამხრეთ საქართველოში,გვხდება 500-დან 700,1000 მ სიმაღლის ფარგლებში.წარმოდგენილია უროთი და ვაციწვერათი.

უროიანი სტეპი-იგი ევრაზიის სტეპისგან განსხვავდება როგორც ფლორისტული შედგენილობით, ისე სტრუქტურით და სეზონური რიტმიკით.

ვაცისწვერიანი-იგი გარეგნულად ახლოსა ზომიერი სარტყელის სტეპურ მცენარეულობასან.იგი გრცელებულია შედარებით უფო მაღალ ადგილებში,ვიდრე  უროიანები.კერძოდ იქ სადაც შედარებით ცივი ჰავაა.

მთის მდელო სტეპი და სტეპი-ფართოდაა გავრცელებული სამხრეთ საქართველოში ზ.დ-დან 1400-2300 მ-ზე.წარმოადგენს მარცვლოვანი და პარკოსანი ბალახეულობის დაჯგუფებას.

ნახევარუდაბნოს მცენარეულოება-უდაბნოები საქართველოში არ გვხდება.ნახევრუდაბნოები კი გავრცელებულია გარდაბნის მიდმოებში და ელდარის ვაკეზე. 200 -350 მ-ზე წარმოდგენილია ხანმოკლე განვითარების მქონე მცენრეებით- ეფემერებით,  ასევე გვხვდება აბზინდა და ავშანი .defaultაბზ
ჭაობის მცენარეულობა-ძირითადად გავრცელბულია კოლხეთის დაბლობზე,ასევე სამხრეთ საქართველოში და აღმოსალეთ საქართველოს ცალკეულ მდინარეთა ჭალებში.კოლხეთის დაბლობზე გვხდება ჭაობის მურყნარი,ისლიანი ბალახოვანი და სხვა მცენარეულობათა ჭაობები.მთიანი ტერიტორიისთვის კეძოდ ჯავახეთისთვის დამახასიათებელია ისლიანი ჭაობები,პარკოსანი და ნაირბალხოვანი მცენარეულობები.

defaultშქერიimagesბზა

Advertisements

Posted on 03/12/2012, in ეს საინტერესოა. Bookmark the permalink. Leave a comment.

დააკომენტარეთ:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: