მღვიმეები

გარახის მღვიმე მდებარეობა: ჩხოროწუს რ-ნი, მდინარე ოჩხომურის შენაკადი – ბუმეს ხეობა; სოფელ გარახის ტერიტორია. აბს. სიმაღლე – 250მ. დახასიათება: ერთ-ერთი ყველაზე უფრო ეფექტური კლასტო-კარსტული მღვიმეა კავკასიაში. სიგრძე 400მ. იხსნება ფლატეში დარბაზის („ვესტიბულის”) სახით. დარბაზს აქვს 20მ სიგრძე, 15მ სიგანე, 7მ სიმაღლე. დარბაზის ფსკერს კვეთს ანკარა ნაკადული, რომელიც ტალანიდან გამოდის. ტალანში შესული ადამიანი თავს თითქოს მეტროპოლიტენის სადგურში გრძნობს. ვრცელი დრეფნის (სიმაღლე 10მ) ძველ ფსკერში ჩაჭრილია ეროზიული კანიონი, მის კიდეებს ბრტყელი ტერასები გასდევს. კანიონი მეტროს მატარებლოს სამოძრაო „თხრილს” შეიძლება შევადაროთ, ტერასები კი მგზავრთა სადგომ ბაქნებს. ტალანის კედლებში ნეოგენური კონგლკომერატისა და ქვიშაქვის შრეები ზოგან დანაოჭევბულია და ქმნის მორიგეობით მიკროანტიკლინებსა და მიკროსინკლინებს. სხვაგან კედლებიდან ლავგარდანებია გამოშვერილი, ან ფსკერზე, ჩამონტრევის შედეგად, კონგლომერატის დიდი ლოდებია დახვავებული. მთავარი ტალანის გვერდით განშტოებაში, სადაც მხოლოდ ხოცვით შეიძლება შესვლა, არის კალციტის საკმაოდ უხვი ნაღვენთებით მორთული დარბაზი. მისასვლელი: მღვიმესთან მისვლა შეიძლება დაბა ჩხოროწყუდან ბილიკით (მანძილი 5კმ) წყარო –  http://filagi.pirveliskola.edu.ge/page-11.html

კორცხელისმღვიმე,-  კარსტული მღვიმე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. კორცხელის ტერიტორიაზე, მდინარე ჯუმის (ენგურის მარცხენა შენაკადი) მარცხენა ნაპირას, ზღვის დონიდან 150 მ გამომუშავებულია ნეოგენურ ქვიშაქვებში. სუბჰორიზონტალურ ფსკერიანი დერეფნული ტიპის გამჭოლი მღვიმე. კორცხელის მღვიმეს საშუალო სიმაღლე 3 მ, ჯამური სიგრძე – 790 მ. ჰაერის ტემპერატურა 14-15°C (ივლისი1966). გადის ნაკადული ლიტერატურა – ტინტილოზოვი ზ., ქსე, ტ. 5, გვ. 682, თბ., 1980                                                

 ბუნებრივი საყინულეები

საბაწმინდისსაყინულე, – ბუნებრივი საყინულე სამხრეთ ოსეთში სოფელ საბაწმინდის მიდამოებში, ზღვის დონიდან 1100 -ზე, გუდისის ქედის დასავლეთი კალთის ამფითეატრისებრ ამაღლებაში, რომლის კალთები და ძირი მოფენილია ლოდნარით. ლოდნარებს შორის 1,5 – მ მ სიღრმისა და 3-4 მ სიგრძის სიცარიელეებია. მათ ფსკერზე ზაფხულშიც კი 2,3 სმ სისქის ყინული ძევს. ზოგან ყინულის ლოლუების ცაა. ლიტერატურა –  უკლება დ., ქსე, ტ. 8, გვ. 547, თბ., 1984

                                        კლდის სვეტები და კოშკები კაცხის სვეტი –  კირქვის სვეტისებრი დენუდაციური “მოწმე” –

შთენილი კლდე მდებარეობს ჭიათურის რაიონის ტერიტორიაზე, მდინარეების კაცხურისა (ყვირილის მარჯვენა შენაკადი) და ღვითორის (ბუჯის მარცხენა შენაკადი) წყალგამყოფზე. სიმაღლე 40 მეტრია. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ კაცხის სვეტი თავდაპირველად მონოფიზიტ განდეგილთა სამყოფელს წარმოადგენდა, თუმცა ეს მოსაზრება საყოველთაოდ არაა გაზიარებული, სათანადო არგუმენტაციის არქონის გამო. სვეტის ზედა ბაქანზე დგას ორი მცირე ზომის ეკლესია (დღეისათვის ისინი ნანგრევების სახითაა შემორჩენილი). ასეთ ადგილებში სამლოცველოების აგებას მკვლევრები უკავშირებენ მესვეტეობას, რომელიც VI საუკუნეში გავრცელებული იყო წინა აზიასა და, უპირველეს ყოვლისა, სირიაში, რომელთანაც ქრისტიანულ საქართველოს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა. ერთი ეკლესია (V ს.) მშრალადაა ნაშენი ადგილობრივად მოპოვებული, უხეშად დამუშავებული ქვით, აფსიდი კლდეშია გამოკვეთილი. მეორე (VI ს.) ნაგებია ქვემოდან აზიდული კარგად გათლილი კვადრებით, აქვს კრიპტა (ქვედა სართული – სამარხი). არავინ იცის ზუსტად როდის შეწყდა რელიგიური ცხოვრება კაცხის სვეტზე, მაგრამ ვახუშტი ბატონიშვილის დროს აქ ბერები აღარ მოღვაწეობდნენ. კაცხის სვეტის არქიტექტურული ძეგლები 1944 წელს ალექსანდრე ჯაფარიძის ხელმძღვანელობით მთასვლელთა ჯგუფმა ინახულა. ბოლო პერიოდამდე კაცხის სვეტზე ასვლა, ალპინისტური აღჭურვილობის გარეშე, შეუძლებელი იყო. დღეისათვის კაცხის სვეტზე ასვლა შესაძლებელია ყველა მსურეველისთვის. აღდგენილია სვეტის ძირში და თავზე არსებული სამლოცველოები.   წყარო  –  http://saunje.ge/index.php?id=822&lang=ka     

                 

                                                                                   

       კანიონები

ოკაცეს    კანიონი – ბუნების ძეგლი ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა გორდის მიდამოებში. კანიონი მდებარეობს მდინარე ოკაცეს ხეობაში. მდინარის სიგრძე 14 კილომეტრია, ხოლო კანიონის სიგანე ზოგან 3–6 მეტრი, ზოგან 15–20 მეტრია, სიღრმე კი 20-დან 100 მეტრამდე მერყეობს. კანიონს ამშვენებს რამდენიმე წყალუხვი ჩანჩქერი. ერთ-ერთი ტბის ,ოსხაპოს” სიგრძე 60 მეტრია. მდინარე ოკაცეზე რამდენიმე ბუნებრივი ქვახიდია გადებული, ერთი მათგანია ,ბოგა”. კანიონს გააჩნია მღვიმეები, საიდანაც გამოედინება კარსტული წყლები. კანიონის კიროვან ნაპირზე იზრდება საკმაოდ მსხვილი ბზის ხეები. ხეობის ნაპირები ტყის ბუჩქნარითაა დაფარული. სოფლიდან აღმოსავლეთისკენ მიმავალი ბილიკი ხვეულად ეშვება მისი ფსკერისაკენ. აქ კანიონის სიგანე და ქვახიდი 4 მეტრს არ აღემატება, მაშინ როცა სიღრმე 50 მეტრია. კანიონი 2 კილომეტრზეა გადაჭიმული, ის ჯერჯერიბით შეუსწავლელია. ბოგას ქვემოთ, კანიონის სიღრმე მატულობს და 100 მეტრს აღწევს, რადგან ძველი ხეობის ფსკერი ზოგან უკუღმაა დახრილი. გეოლოგებმა აქ აღმოაჩინეს და რუკაზე დაიტანეს ტექტონიკური ნასხლეტი, დედამიწის ქერქის განარღვევი ნაპრალი და ამ ნაპრალის კიდეებს გადაადგილდება. ის ქვემო დინებას გარდიგარდმო ჰკვეთს. ხეობის ქვედა ნაწილი რამდენიმე ათეული მეტრით აწეულია შუა მონაკვეთთან შედარებით. ვულკანური ფორმები

ტყარშეტი — ვულკანური მთა აღმოსავლეთ საქართველოში (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი). აღმართულია მყინვარწვერის მასივის აღმოსავლეთ კალთაზე. სიმაღლე 3360 მ. აგებულია ანდეზიტებითა და დაციტებით. ტყარშეტიდან ეშვება ლავური ნაკადი მდინარე თერგის კალაპოტში. ტყარშეტის კალთები შემოსილია ალპური ბალახეულით.   ლიტერატურა – ჯანელიძე ჭ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 84, თბ., 1986 წელი.  

 

ხორისარი — ვულკანური მთა ხევის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდინარე მთიულეთის არაგვის სათავეებში. სიმაღლე 3736 მ. აგებულია მეოთხეული ანდეზიტებითა და დაციტებით. კონუსის ფორმისაა, ციცაბკალთებიანი. ხორისარზე შემორჩენილია რელიეფის მყინვარული ფორმები. დამახასიათებელია სუბალპური, ალპური და სუბნივალური ლანდშაფტი. ლიტერატურა –  უკლება დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 501, თბ., 1987 წელი. nakrZaleb

 

   მღვიმეები   არსენოქროჯანაშვილისმღვიმე არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმე (ზ.დ. 750 მ) გამომუშავებულია ზედაცარცულშრეებიან კირქვებში. მღვიმე (შესასვლელის სიმაღლე 25 მ; სიგანე – 11 მ) მიემართება სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ, 100 მეტრზე წარმოქმნის 550 მ სიგრძის მეანდრს, ხოლო 850 მეტრზე იკეტება სიფონური ტბით (150 მ/კვ). მღვიმის ჭერის სიმაღლე მერყეობს 8-30 მ ფარგლებში. ძირითადი მაგისტრალი ივითარებს განშტოებებს. პირველი განშტოება შესასვლელიდან 100 მეტრზეა, მეორე პირველი განშტოებიდან 40 მეტრით მაღლაა. აქვს მესამე განშტოებაც. მღვიმის ჯამური სიგრძეა 1150 მ. ქიმიური ნალექებიდან შეინიშნება სტალაქტიდები, სტალაგმიტები, სვეტები; მექანიკური ნალექებიდან – ნგრევის ადგილობრივი მასალა (ლოდები და ალუვიონი). ჰაერის ტემპერატურაა 14.4 გრადუსი. მღვიმეში გაედინება მიწისქვეშა ნაკადი, რომლის დებიტია 0.276 მეტრ კუბი წამში, ხოლო ტემპერატურა – 10.2 გრადუსი. მღვიმე ძნელად მისავალია. მასში გადასაადგილებლად საჭიროა რეზინის ნავი. არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმიდან გადმოედინება 234 მ სიმაღლის კასკადოვანი ჩანჩქერი, რომელიც საფეხურებად არის წარმოდგენილი. წყაროhttp://txlishe.wordpress.com/2012/03/12/%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98/

  თეკენთერისჭა — კარსტული ჭა ცაგერის მუნიციპალიტეტშიხვამლის კირქვულ მასივზე. მდებარეობს ზღვის დონიდან 1620 მ სიმაღლეზე, ადგილ თეკენთერთან. გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. ჭა 16 მ სიღრმისაა. უფრო ღრმად ვრცელდება ნახევრად წყლით ამოვსებული ჰორიზონტალური გვირაბი. ჰავა სტატიურია. გვირაბში დაგუბებული წყლის სიღრმე 3-4 მ-ია. ფსკერზე გამდინარე ცივი და ანკარა წყალი გამოიყენება სასმელად. თეკენთერის ჭაში ჩასვლა შესაძლებელია მხოლოდ წიფლის ხის ფუღუროში შესვლით. ჭა წიფლის გაგრძელებაა ქვემოთკენ, წიფლის ფესვები ჭის კედლებშია გადგმული.

ლიტერატურა – ყიფიანი შ., ტინტილოზოვი ზ., ოქროჯანაშვილი არს., ჯიშკარიანი ვ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 1966.  

  წყალტუბოს რაიონში მღვიმე — თეთრა, კარსტული მღვიმე სოფელ ხომულის მიდამოებში, 100 მ სიმაღლეზე, გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. მღვიმე დერეფნული ტიპისაა. მაქსიმალური სიმაღლე 8 მ, სიგანე 30 მ, ჯამური სიგრძე 100 მ. მშრალია, ციკლგავლილი. მრავლადაა სტალაქტიტებისტალაგმიტები, სვეტები. გამოყენებულია სამკურნალო მიზნებისათვის. ლიტერატურა – ზ.ტინტილოზოვი. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 358, თბ., 1987 წელი. (მოცემული მასალა ამოღებულია ვიკიპედიიდან. წყალტუბოს რაიონის დაცული ტერიტორიების დასახელება –მღვიმეები–ხომლის,პრომეთეს,საწურბლიას,შოლკოტას,ბღერის,დიდიღელეს,მელოურის,ღლიანას.

( წყარო–”ჩვენი ღირსებანი”, წიგნი მეოთხე,თბილისი, 2012 წ,  გვ–111)

სათაფლიის კარსტული მღვიმეები(www.ambebi.ge)

მღვიმური ნაღვენთები მოფარდაგებანი დიდი დარბაზი სათაფლიის   კარსტულიმღვიმეები — კარსტული მღვიმეების ჯგუფი დასავლეთ საქართველოში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში (იმერეთი). ქუთაისის ჩრდილო-დასავლეთით 7 კმ-ზე.მღვიმეები განლაგებულია სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე. მღვიმეთა აბსოლუტური სიმაღლე მერყეობს 275 მეტრიდან 405 მეტრამდე.სათაფლიის მღვიმეთა ჯგუფი მდიდარია, როგორც ესთეტიკურად, ისე ფაუნისტური და ფლორისტულისახეობების სიმრავლით. ამ ტერიტორიაზე განლაგებულია კოლხური ტყერელიქტური და ენდემური ნიმუშებით და დინოზავრის ნაკვალევით. საკუთრივ სათაფლიის მღვიმე ერთ-ერთია იმ 5 გამოქვაბულიდან რომელიც გამოყენებულია ტურისტული მიზნით. საკუთრივ სათაფლიის მღვიმე მდებარებს სამგურალის სერზე, ზღვის დონიდან 360 მეტრზე. იგი გამომუშავებულია ქვედაცარცულ შრეებრივ კირქვებში. მღვიმის შესასვლელი ძაბრისებრი ღრმულის ფსკერზე მდებარეობს.ნ 305 მეტრზე. გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. არის ქიმიური წარმონაქმნები. აქვეა ოღასყურასმღვიმე (სათაფლიის მღვიმის გამოსასვლელი), რომელიც მდებარეობს სამგურალის სერის სამხრეთ კალთაზე. აღსანიშნავია, რომ მღვიმიდან გამოედინება ნაკადი, რომელიც დასაბამს აძლევს მდინარე ოღასყურას.

ლიტერატურა :

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, გვ. 656-657, თბ., 1984 წელი.
  • საღინაძე ი., სასწავლო გეოლოგიური ექსკურსიები ქუთაისის მიდამოებში, თბ.,1961;
  • ყიფიანი შ., ტინტილოზოვი ზ., იმერეთის გორაკ-ბორცვიანი მხარის კარსტული მღვიმეების გეომორფოლოგიური დახასიათება, 1959;
  • ყიფიანი შ., ტინტილოზოვი ზ., სათაფლია-წყალტუბოს მიდამოების კარსტული გამოქვაბულები, 1963;
  • Юзбашьян С.М., К изучению фауны niphargus в грузии, 1942;
  • Канделаки Н, Дзоценидзе Г., Карстовые пешеры Цхалтубо и сатаплия, 1937.

საკაჟია  –  კარსტრული მღვიმე სოფელ გოდოგნის (თერჯოლის მუნიციპალიტეტი) მიდამოებში, მდინარე წყალწითელის ხეობის მარცხენა კალთაზე, 150 მ სიმაღლეზე. გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. არ არის სტალაქტიტური ნაღვენთები, მშრალია. წარმოადგენს მრავალფენიან არქეოლოგიურ ძეგლს. მღვიმის ჯამური სიგრძე 35 მ, სიღრმე 20 მ, აიგანე 6 მ, სიმაღლე 4 მ, აღმოაჩინეს 1914 წელს (რ. შმიდტი, ლ. კოზლოვსკი). საკაჟია ამიერკავკასიაში მიკვლეული პირველი პალეოლითური ძეგლია. მღვიმეს რუდოლფ ვირხოვის სახელი ეწოდა. 1936 . ლიტერატურა:

  • ნიორაძე გ., ქვის ხანის ადამიანი საკაჟიას გამოქვაბულში, თბ., 1953;
  • ნიორაძე მ., ახალი აღმოჩენები საკაჟიას მღვიმეში, «საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე», 1974, ტ. 75, № 3;
  • მისივე, Апхеологические рабиты в пещере Сакажия, იქვე, 1976, ტ. 84, № 1;
  • Габуния Л. К., Ниорадзе М. Г., Векуа А. К., О мустьерском человеке из Сакажия (Западная Грузия), «Вопросы антропологии», 1978, в. 59;
  • ტინტილოზოვი, თუშაბრამიშვილი დ., ქსე, ტ. 8, გვ. 669, თბ., 1984

  ცუცხვათი — სოფელი საქართველოშიიმერეთის მხარის ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ოკრიბა-არგვეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ტყიბულის წყალსაცავის დასავლეთით. სოფლის ტერიტორიაზე აღმოჩენილია პალეოლითური ხანის ნასახლარი ცუცხვათის მღვიმე, მრავალსართულიანი მღვიმური კომპლექსი. ლიტერატურაქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. XI, გვ. 246, თბ., 1987 წელი.    

ნავენახევისმღვიმე  – კარსტული მღვიმე თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავენახევის ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 235 მ. გამომუშავებულია ცარცულ კირქვებში. შესასვლელი (სიმაღლე — 0,6 მ,სიგანე 2მ) ძაბრისებრი ქვაბულის ფსკერზე იხსნება. ორსართულიანია, მეორე სართულზე ვრცელი დარბაზია, რომლის სიმაღლე 15 მ-ია. თანამედროვე ეტაპზე მღვიმის წინა ნაწილში შეინიშნება დროებითი ღვარების ძლიერი გავლენა. ჯამური სიგრძე 200 მ-ს აღწევს. გვხვდება ნგრევის უხვი მასალა, თიხის ნაფენები, განშტოებაში კარგად არის შემონახული ნაწვეთ-ნაღვენთი წარმონაქმნები. მღვიმე კეთილმოწყობილია. ლიტერატურა – ტინტილოზოვი ზ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 288-289, თბ., 1984 წელი.

ხორხების მღვიმე ხორხებისმღვიმე — ყინულოვანი მღვიმე აღმოსავლეთ საქართველოში, თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ბედენის ლავური პლატოს სამხრეთ კიდეზე, მდინარე კლდეისისწყლის აუზში, ზღვის დონიდან 1400 მ სიმაღლეზე. გამომუშავებულია დოლერიტულ ლავებში. მღვიმეს საფეხურებრივი ფსკერი აქვს. საერთო სიღრმე 14 მ. ზაფხულში რამდენიმე შახტში ჩნდება ხოლმე მცირე ყინულის ფენები. ხორხების მღვიმე თავის დროზე მოხსენიებული აქვს თვით ვახუშტი ბაგრატიონს და მას ფრიად მდიდრულად აღწერს, აქედან გამომდინარე სავარაუდოა, რომ მღვიმე თავის დროზე მნიშვნელოვანი პუნქტი იყო.

ლიტერატურა – ტინტილოზოვი ზ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 502, თბ., 1987 წელი.

ყალიჩონას მღვიმე მდებარეობა: ჩხოროწყუს რ-ნი, სოფელი ნაკიანი, 250-260 მ ზღვის დონიდან. დახასიათება. საქართველოს უგრძესი კლასტოკარსტული მღვიმე. სიგრძე – 990 მ. გამომუშავებულია ნეოგენურ კონგლომერატებში. სუბჰორიზონტული ტალანის 18 დარბაზისებურად გაფართოებული უბნით. ტალანი გეგმაში მორკალულია, განშტოებებს თითქმის მოკლებულია. სართულიანობა სუსტად არის გამოსახული. კალციტური ნაღვენთები უხვადაა მე-15 დარბაზში. მღვიმის დანარჩენ ნაწილებში ჭარბობს ნგრეული მასალა. მღვიმე ძირითადად უწყლოა. მხოლოდ მე-18 დარბაზშია წყარო, რომელიც პატარა ნაკადულს წარმოქმნის და იქვე იკარგება ქანებში. გვხვდება ძველი მღვიმური ნაკადის მიერ გამომუშავებული ეროზიული კანიონისებური უბნები. მისასვლელი: დაბა ჩხოროწყუდან 8 კმ ბილიკებით. წყარო  – http://filagi.pirveliskola.edu.ge/page-12.html

 

 

კორცხელისმღვიმე,-  კარსტული მღვიმე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. კორცხელის ტერიტორიაზე, მდინარე ჯუმის (ენგურის მარცხენა შენაკადი) მარცხენა ნაპირას, ზღვის დონიდან 150 მ გამომუშავებულია ნეოგენურ ქვიშაქვებში. სუბჰორიზონტალურ ფსკერიანი დერეფნული ტიპის გამჭოლი მღვიმე. კორცხელის მღვიმეს საშუალო სიმაღლე 3 მ, ჯამური სიგრძე – 790 მ. ჰაერის ტემპერატურა 14-15°C (ივლისი1966). გადის ნაკადული ლიტერატურა – ტინტილოზოვი ზ., ქსე, ტ. 5, გვ. 682, თბ., 1980                                                  ბუნებრივი საყინულეები საბაწმინდის საყინულე, – ბუნებრივი საყინულე სამხრეთ ოსეთში სოფელ საბაწმინდის მიდამოებში, ზღვის დონიდან 1100 -ზე, გუდისის ქედის დასავლეთი კალთის ამფითეატრისებრ ამაღლებაში, რომლის კალთები და ძირი მოფენილია ლოდნარით. ლოდნარებს შორის 1,5 – მ მ სიღრმისა და 3-4 მ სიგრძის სიცარიელეებია. მათ ფსკერზე ზაფხულშიც კი 2,3 სმ სისქის ყინული ძევს. ზოგან ყინულის ლოლუების ცაა. ლიტერატურა –  უკლება დ., ქსე, ტ. 8, გვ. 547, თბ., 1984                                

       კლდის სვეტები და კოშკები კაცხის სვეტი –  კირქვის სვეტისებრი დენუდაციური “მოწმე” – შთენილი კლდე მდებარეობს ჭიათურის რაიონის ტერიტორიაზე, მდინარეების კაცხურისა (ყვირილის მარჯვენა შენაკადი) და ღვითორის (ბუჯის მარცხენა შენაკადი) წყალგამყოფზე. სიმაღლე 40 მეტრია. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ კაცხის სვეტი თავდაპირველად მონოფიზიტ განდეგილთა სამყოფელს წარმოადგენდა, თუმცა ეს მოსაზრება საყოველთაოდ არაა გაზიარებული, სათანადო არგუმენტაციის არქონის გამო. სვეტის ზედა ბაქანზე დგას ორი მცირე ზომის ეკლესია (დღეისათვის ისინი ნანგრევების სახითაა შემორჩენილი). ასეთ ადგილებში სამლოცველოების აგებას მკვლევრები უკავშირებენ მესვეტეობას, რომელიც VI საუკუნეში გავრცელებული იყო წინა აზიასა და, უპირველეს ყოვლისა, სირიაში, რომელთანაც ქრისტიანულ საქართველოს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა. ერთი ეკლესია (V ს.) მშრალადაა ნაშენი ადგილობრივად მოპოვებული, უხეშად დამუშავებული ქვით, აფსიდი კლდეშია გამოკვეთილი. მეორე (VI ს.) ნაგებია ქვემოდან აზიდული კარგად გათლილი კვადრებით, აქვს კრიპტა (ქვედა სართული – სამარხი). არავინ იცის ზუსტად როდის შეწყდა რელიგიური ცხოვრება კაცხის სვეტზე, მაგრამ ვახუშტი ბატონიშვილის დროს აქ ბერები აღარ მოღვაწეობდნენ. კაცხის სვეტის არქიტექტურული ძეგლები 1944 წელს ალექსანდრე ჯაფარიძის ხელმძღვანელობით მთასვლელთა ჯგუფმა ინახულა. ბოლო პერიოდამდე კაცხის სვეტზე ასვლა, ალპინისტური აღჭურვილობის გარეშე, შეუძლებელი იყო. დღეისათვის კაცხის სვეტზე ასვლა შესაძლებელია ყველა მსურეველისთვის. აღდგენილია სვეტის ძირში და თავზე არსებული სამლოცველოები.   წყარო  –  http://saunje.ge/index.php?id=822&lang=ka                                                                                                                კანიონები

ოკაცესკანიონი – ბუნების ძეგლი ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა გორდის მიდამოებში. კანიონი მდებარეობს მდინარე ოკაცეს ხეობაში. მდინარის სიგრძე 14 კილომეტრია, ხოლო კანიონის სიგანე ზოგან 3–6 მეტრი, ზოგან 15–20 მეტრია, სიღრმე კი 20-დან 100 მეტრამდე მერყეობს. კანიონს ამშვენებს რამდენიმე წყალუხვი ჩანჩქერი. ერთ-ერთი ტბის ,ოსხაპოს” სიგრძე 60 მეტრია. მდინარე ოკაცეზე რამდენიმე ბუნებრივი ქვახიდია გადებული, ერთი მათგანია ,ბოგა”. კანიონს გააჩნია მღვიმეები, საიდანაც გამოედინება კარსტული წყლები. კანიონის კიროვან ნაპირზე იზრდება საკმაოდ მსხვილი ბზის ხეები. ხეობის ნაპირები ტყის ბუჩქნარითაა დაფარული. სოფლიდან აღმოსავლეთისკენ მიმავალი ბილიკი ხვეულად ეშვება მისი ფსკერისაკენ. აქ კანიონის სიგანე და ქვახიდი 4 მეტრს არ აღემატება, მაშინ როცა სიღრმე 50 მეტრია. კანიონი 2 კილომეტრზეა გადაჭიმული, ის ჯერჯერიბით შეუსწავლელია. ბოგას ქვემოთ, კანიონის სიღრმე მატულობს და 100 მეტრს აღწევს, რადგან ძველი ხეობის ფსკერი ზოგან უკუღმაა დახრილი. გეოლოგებმა აქ აღმოაჩინეს და რუკაზე დაიტანეს ტექტონიკური ნასხლეტი, დედამიწის ქერქის განარღვევი ნაპრალი და ამ ნაპრალის კიდეებს გადაადგილდება. ის ქვემო დინებას გარდიგარდმო ჰკვეთს. ხეობის ქვედა ნაწილი რამდენიმე ათეული მეტრით აწეულია შუა მონაკვეთთან შედარებით. ვულკანური ფორმები

ტყარშეტი — ვულკანური მთა აღმოსავლეთ საქართველოში (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი). აღმართულია მყინვარწვერის მასივის აღმოსავლეთ კალთაზე. სიმაღლე 3360 მ. აგებულია ანდეზიტებითა და დაციტებით. ტყარშეტიდან ეშვება ლავური ნაკადი მდინარე თერგის კალაპოტში. ტყარშეტის კალთები შემოსილია ალპური ბალახეულით.   ლიტერატურა – ჯანელიძე ჭ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 84, თბ., 1986 წელი.  

ხორისარი — ვულკანური მთა ხევის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდინარე მთიულეთის არაგვის სათავეებში. სიმაღლე 3736 მ. აგებულია მეოთხეული ანდეზიტებითა და დაციტებით. კონუსის ფორმისაა, ციცაბკალთებიანი. ხორისარზე შემორჩენილია რელიეფის მყინვარული ფორმები. დამახასიათებელია სუბალპური, ალპური და სუბნივალური ლანდშაფტი. ლიტერატურა –  უკლება დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 501, თბ., 1987 წელი. nakrZalebi

რიწის დაცული ტერიტორია— კომპლექსური ნაკრძალი საქართველოში, აფხაზეთში გუდაუთის მუნიციპალიტეტში, გაგრიდან 60 კმ-ზე. განლაგებულია მთავარი კავკასიონის სამხრეთ განშტოებაზე, რიწის ტბის გარშემო. ფართობი 16 289 ჰა. დაარსდა 1946 წელს შავი ზღვის სანაპიროს მთიანი კომპლექსური ლანდშაფტის დაცვის მიზნით. ნაკრძალის ტერიტორია დანაწევრებულია ხეობებით. ტყეები მოქცეულია რიწის ტბის გარშემო მდინარეთა ხეობებში. ზღვის დონიდან 300-600 მ სიმაღლეზე ტყის მასივებში ჭარბობს მუხა, რცხილა, ცაცხვი, ბზა და სხვა. 600-1800 მ-ზე გავრცელებულია კავკასიური სოჭის, კავკასიური ფიჭვის და აღმოსავლური წიფლის კორომები, 1800-2200 მ-ზე — კავკასიური სოჭისა და აღმოსავლური ნაძვის ტყეებია. ქვეტყეში გვხვდება შქერი, წვავი, ჭყორი, იელი, თხილი, კავკასიური მოცვი და სხვა. ამ ტყეებს ესაზღვრება სუბალპური ტყე-მდელოს სარტყელი. მის ზემოთ მოქცეულია ალპური, სუბნივალური და ნივალური სარტყლები. ტყეში ბევრი მგალობელი და მტაცებელი ფრინველია. ძუძუმწოვრებიდან გვხვდება კავკასიური ირემი, შველი, არჩვი, გარეული ღორი, ტყის კვერნა, მაჩვი, კურდღელი. უამინდობისას ნაკრძალს თავს აფარებს დასავლეთ-კავკასიური ჯიხვი. რიწის ტბაში ბინადრობს კალმახი, აკლიმატიზებულია სიგი.

Advertisements

Posted on 23/11/2012, in ეს საინტერესოა. Bookmark the permalink. 1 Comment.

  1. უკაცრავად, მაგრამ ზოგიერთი ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს და წყალტუბოს მღვიმის ქვეშ რომ სურათი დევს ეგ არ არის სათაფლიის სურათი და ასევე წყალტუბოს მღვიმე არ არის თეთრა მღვიმე, შესასწორებელია ბევრი რამ. ხათუნა

დააკომენტარეთ:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: