ნაკრძალები და დაცული ტერიტორიები

რიწის დაცული ტერიტორია— კომპლექსური ნაკრძალი საქართველოში, აფხაზეთში გუდაუთის მუნიციპალიტეტში, გაგრიდან 60 კმ-ზე. განლაგებულია მთავარი კავკასიონის სამხრეთ განშტოებაზე, რიწის ტბის გარშემო. ფართობი 16 289 ჰა. დაარსდა 1946 წელს შავი ზღვის სანაპიროს მთიანი კომპლექსური ლანდშაფტის დაცვის მიზნით.ზღვის დონიდან 300-600 მ სიმაღლეზე ტყის მასივებში ჭარბობს მუხა, რცხილა, ცაცხვი, ბზა და სხვა. 600-1800 მ-ზე გავრცელებულია კავკასიური სოჭის, კავკასიური ფიჭვის და აღმოსავლური წიფლის კორომები, 1800-2200 მ-ზე — კავკასიური სოჭისა და აღმოსავლური ნაძვის ტყეებია. ქვეტყეში გვხვდება შქერი, წვავი, ჭყორი, იელი, თხილი, კავკასიური მოცვი და სხვა. ამ ტყეებს ესაზღვრება სუბალპური ტყე-მდელოს სარტყელი.https://encrypted-tbn0.gstatic.com/images?q=tbn:ANd9GcQxqKZBibyrLRONRz0BOfVeIUzBNoib0N5n-es8M_l1j_lRBpKKvA

ბაბანეულის სახელმწიფო ნაკრძალი — ნაკრძალი ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფ. ბაბანეურსა და არგოხთან, კავკასიონის მთავარი ქედის კალთების ძირში, მდინარე ალაზნის ნაპირზე, ზღვის დონიდან 439-600 მ. შედის ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში.ნარკძალის ფართობია 747 ჰა. დაარსებულია 1950 წელს მესამეული ხანის რელიქტის — კავკასიური ძელქვის იშვიათი მასივის დაცვა-შემონახვის მიზნით. კავკასიური ძელქვა იზრდება როგორც ცალკე კორომებად, ისე რცხილასა და ჯაგრცხილასთან ერთად. შერეულია აგრეთვე მუხა, ნეკერჩხალი და სხვა. ქვეტყეს ქმნის კუნელი, კვიდო, შინდანწლა, ზღმარტლი, ასკილი. ნაკრძალში ძელქვის სიმაღლეა 20-30 მ, დიამეტრი — 90 სმ-მდე. გარდა მრავალი სახეობის ფრინველის, ნაკრძალში ბინადრობენ ძუძუმწოვრებიც: შველი, კურდღელი, მელა, თეთრყელა კვერნა და სხვა.

ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალი – ნაკრძალი ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზნის მარჯვენა მხარეს, მდინარე ბაწარის ხეობაში. შედის ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში.დაარსებულია 1935 წელს. ფართობი 3,0 ათ. ჰა-ზე მეტი. ნაკრძალში დაცულია რელიქტური ჯიშის – უთხოვრის ხელუხლებელი კორომები, რომლითაც დიდი სამეცნიერო ღირებულება აქვს. გარდა წმინდა კორომებისა, უთხოვარი შერეულია წიფლნარში. ტყეში შერეულია აგრეთვე ნეკერჩხალი, იფანი, ცაცხვი და სხვა: ნაკრძალში ტყე კარგადაა დაცული, რაც იმის შედეგიცაა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას უთხოვარი წმინდა, ანგელოზის ხედ მიაჩნდა. ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალში ძუძუმწოვრებიდან გვხვდება შველი, კვერნა, წავი, დათვი, მაჩვი, არჩვი და სხვა, ფრინველებიდან – ორბი, არწივი, შაშვი, როჭო და სხვა. ამჟამად ბაწარა-ბაბანაურის ტყეში არსებულ უთხოვარის კორომბს გერმანელი სპეციალისტები სწავლობენ. მათი დასკვნის შემდეგ, სავარაუდოდ, იუნესკო ბაწარა-ბაბანაურის ტყეს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანს.

ბიჭვინთის სახელმწიფო ნაკრძალი — მდებარეობს აფხაზეთში, გაგრის ზონაში, შავი ზღვის სანაპიროზე, ბიჭვინთის კონცხზე. დაარსდა 1926 წელს, საერთო ფართობია 164,7 ჰა. ტყით დაფარულია 123 ჰა, რომლის უმეტესი ნაწილი (69,7) რელიქტურ ბიჭვინთის ფიჭვს უკავია; გარდა ფიჭვისა გვხვდება ქართული მუხა, წაბლი, კავკასიური რცხილა, ჯაგრცხილა, ცაცხვი, იფანი, კოლხური ბზა და სხვა. ბიჭვინთის ფიჭვის ნაკრძალი მსოფლიო მნიშვნელობისაა. ეს სახეობა მესამეულ პერიოდს განეკუთვნება და ყირიმკავკასიური ფლორის უკანასკნელ ნაშთად ითვლება. ნაკრძალის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში ბიჭვინთის ფიჭვის გავრცელება მკვეთრად მცირდება და იცვლება ბზის დაჯგუფებით (ცალკეული ეგზემპლარის სიმაღლე 10 მ აღწევს). ბიჭვინთის სახელმწიფო ნაკრძალში გვხვდება კოლხური ხოხობი, გარეული ღორი, შველი, კავკასიური და ტელეუტური ციყვი, კვერნა და სხვა. ნაკრძალში ტარდება სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები ფიჭვის დაცვისა და მომრავლების მიზნით.

ბორჯომის ნაკრძალი დაარსდა 1935 წელს, ხოლო ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი – 1995 წელს. დაცული ტერიტორიები წარმოადგენილია უმნიშვნელოვანეს გეოგრაფიულ კვანძზე, იქ, სადაც თავს იყრის სუბტროპიკული, ზომიერი, სემიჰუმიდური და წინააზიური ლანდშაფტები. ეროვნული პარკის ფართობია 760 კმ², რის მიხედვითაც იგი ერთ-ერთი უდიდესია ევროპაში, ეროვნულ პარკთან და ნაკრძალთან, ბორჯომის ხეობის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს ნეძვის აღკვეთილი. ეროვნული პარკის და ნაკრძალის ტერიტორიაზე წარმოდგენილია ლანდშაფტთა ვერტიკალური ზონალობა მუქწიწვიანი და ფართოფოთლოვანი ტყეებით დაწყებული და ფართოფოთლოვანი ტყეებით დამთავრებული. აქვეა ფლორისა და ფაუნის ათეულობით ედემური და რელიქტური სახეობა. დიდი ყურადღება ექცევა კავკასიური ირემის დაცვა-აღდგენას. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი და ბორჯომის ნაკრძალი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ბორჯომ-ბაკურიანის რეკრეაციული ზონის ფუნქციონირებაში.

გუმისთის სახელმწიფო ნაკრძალი — მდებარეობს აფხაზეთში, სოხუმის მუნიციპალიტეტში, მდინარე აღმოსავლეთ გუმისთის ზემო და შუა დინებაში. ფართობი 13 ათ. ჰა. დაარსდა 1941 წელს (გაუქმდა 1951, აღადგინეს 1976). ნაკრძალის რელიეფი რთული და მრავალფეროვანია. ხეობებითა და მდინარეებით დასერილი. ნაკრძალის მიზანია მესამეული ხანის კოლხური ტიპის ფლორისა და ფაუნის დაცვა და შესწავლა. ტყის მცენარეულობა ვერტიკალური სარტყლების მიხედვით (ზღვის დონიდან 200 მ-იდან 1800-2000 მ-მდე) იცვლება. გავრცელებულია უმთავრესად წიფლის, წაბლის, სოჭისა და სუბალპური მეჩხერი ტყის ფორმაციები. ტყის ძირითადი ჯიშებია წიფელი, სოჭი, ნაძვი, ცაცხვი, ნაკერჩხალი, იფანი, მუხა, მურყანი, უთხოვარი; ქვეტყეში იზრდება ბზა, წყავი, შქერი. ცხოველებიდან გვხვდება არჩვი, შველი, დათვი, გარეული ღორი, წავი, თეთრი და ყვითელგულა კვერნა, მგელი, მელა, ციყვი, მაჩვი, გარეული კატა, როჭო, შავი შაშვი, კოდალა და სხვა. მდინარეები მდიდარია კალმახით.

ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი — კომპლექსური ნაკრძალი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შირაქის ზეგანზე, საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, თბილისიდან 200 კმ-ში. ნაკრძალად გამოცხადდა 1935 წელს. საერთო ფართობია 4,868 ჰა, ტყით დაფარულია 4.032 ჰა, დანარჩენი ნაწილი ველებს, უდაბნოს, ხევებს და ალესილებს უჭირავს. ნაკრძალის ნათელი ტყის ძირითადი კომპონენტია საკმლის ხე და ღვია. აქვე გვხვდება აკაკი, ბერყენა, ბროწეული, ბალღოჯი, გრაკლა, შავჯაგა, ძეძვი, ჭალაფშატა და სხვა, ბალახოვანი საფრიდან — უროიანი, ავშნიანი და მლაშობურიანი დაჯგუფებები. გარდა ქვეწარმავლებისა (გიურზა, სხვადასხვა სახეობის ხვლიკები), რომლებიც აქ ძალიან ბევრია. გვხვდება მრავალი სახის ფრინველი (კაკაბი, კოდალა, ორბი, სვავი, მიმინო, უფეხურა, მოლაღური, კვირიონი, ჩხართვი და სხვა) და ძუძუმწოვარი (გარეული ღორი, კურდღელი, ტყისა და ველის მელა, კავკასიური მგელი, დათვი, ზოლებიანი აფთარი, მაჩვი და მრავალი სხვა). ნაკრძალის მიზანია ამჟამად ძალზე შემცირებული ნათელი ტყის ფლორისა და ფაუნის იშვიათი წარმომადგენლების დაცვა-შემონახვა.

თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალი — სახელმწიფო ნაკრძალი ახმეტის მუნიციპალიტეტში. დაარსებულია 1961 წელს, მისი ფართობი 10694 ჰექტარია. ნაკრძალი შექმნილია აქ არსებული ბიომრავალფეროვნების, იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველებისა და ენდემურ რელიქტურ მცენარეთა სახეობების დაცვისა და შენარჩუნების მიზნით. ნაკრძალის ტყეები გამოირჩევა სახეობრივი მრავალფეროვნებით, მაღალი ენდემიზმითა და მეტად სპეციფიკური ბიო-ეკოლოგიურ რელიქტურ სახეობათა არსებობით. ამ ზონაში არსებული სუბალპური არყნარები და დეკიანი კომპლექსები ხასიათდება როგორც ზვავსაწინააღმდეგო, ნაშალდამმაგრებელი და ეროზიასაწინააღმდეგო ცენოზები; ნაკრძალი მნიშვნელოვანია როგორც მესამეული პერიოდის იშვიათ ცხოველთა სახეობების საარსებო გარემო. . აქ მობინადრე ცხოველთაგან აღსანიშნავია ნიამორი, კავკასიური ჯიხვი — მისი რიცხოვნება კავკასიაში რამდენიმე ეგზემპლიარით შემოიფარგლება, შეტანილია ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის წითელ ნუსხაში; აგრეთვე აღსანიშნავია არჩვი, მგელი, ფოცხვერი, დათვი და სხვ. ფრინველთაგან – შავარდენი, მთის არწივი და სხვ. ნაკრძალში დაშვებულია მხოლოდ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ტურიზმი, გადაადგილება შესაძლებელია ფეხით და ცხენით სპეციალურად განსაზღვრულ მარშრუტებზე.

კინტრიშის ნაკრძალი – სახელმწიფო ნაკრძალი ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე კინტრიშის ხეობაში. ფართობი 7166 ჰა (1975). დაარსდა 1959 მესამეული ხანის კოლხური ტიპის ფლორისა და ფაუნის დასაცავად.  სუბტროპიკული მცენარეულობის სარტყელს (500 მ) ცვლის მუხნარ-რცხილნარის (500-1000 მ)და მუხის (1000-2000 მ) სარტყლები, უფრო ზემოთ სუბალპური მეჩხერი ტყე (2000-2200 მ) და ალპური მდელოებია (2200-2600 მ). მერქნიანი მცენარებიდან აქ გვხვდება ჰარტვისის მუხა, შავი მურყანი, რცხილა, უთხოვარი, ბზა, პონტოს მუხა, მედვედევის არყი, ძახველი, ხეშავი, ჭნავი, ქონდარა ღვია და სხვა. ცხოველებიდან — შველი, არჩვი, დათვი, მელა, კვერნა, ტყის კატა, დედოფალა, კავკასიური გველგესლა და კავკასიური სალამანდრა, როჭო, ტყის ქათამი. მდინარეებში ბევრია კალმახი. ნაკრძალის ტერიტორიაზე მდებარეობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლები: კობალაური, ხინო, დიდვაკე. ნაკრძალის ტერიტორიაზეა ცხემოვანის შუა საუკუნეების თაღოვანი ხიდი, ასევე წმინდა გიორგის სახელობის ცხემოვანის დედათა მოანსტერი.

ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი — მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთებზე, საქართველოს ტერიტორიაზე. დაარსდა 1912 წელს. უჭირავს 17668 ჰა, აქედან ტყით დაფარულია 12346 ჰა (72 %), დანარჩენი 5322 ჰა ალპური საძოვრებია. მკვეთრადაა გამოსახული ტყის სარტყელი (ზღვის დონიდან 450-2300 მ-მდე) ქართული მუხის მუხნარებით და აღმოსავლური წიფლის წიფლნარებით და ალპური სარტყელი (ზღვის დონიდან 2300-3500 მ) მდელოებით, „ხალებით“ და დეკიანებით.  საქართველოში გავრცელებულ მცენარეთა სახეობების თითქმის 2/3 ნაკრძალშია თავმოყრილი. ხსენებულ ზაფხულმწვანე ჯიშების გარდა აქ ტყეებს ქმნის კავკასიური რცხილა, კავკასიური ცაცხვი, მინდვრის ნეკერჩხალი, დათვის თხილი, იფანი, მურყანი, წაბლი და სხვა. ქვეტყეში გვხვდება ჯონჯოლი, მოცვი, შინდი, შინდანწლა, ასკილი, უცვეთლა, ლიანებიდან — გარეული ვაზი, ეკალღიჭი, კატაბარდა, პასტუხოვის სურო და სხვა. კლიმატის სუბტროპიკული ხასიათის გამო ამ კუთხეში შემორჩა კოლხეთისა და ტალიშის მცენარეულობის ელემენტები: ლაფანი, კაკლის ხე, წაბლი, დიდი ბოკვი, პასტუხოვის სურო. ნაკრძალში ყვავილოვან მცენარეთა 1500-მდე სახეობაა, იგი, მდიდარია ენდემური სახეობებით (იულიას ფურისულა, მლოკოსევიჩის იორდასალამი, ლაგოდეხის ნაღველა და სხვა). ნაკრძალში აღრიცხულია 42 სახეობის ძუძუმწოვარი ცხოველი. აქ ჯოგებად გვხვდება აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი, ბევრია კავკასიური არჩვი, კავკასიური კეთილშობილი ირემი, ევროპული შველი, კავკასიური მურა დათვი, კავკასიური ფოცხვერი, გარეული ღორი, თეთრგულა და ყვითელგულა კვერნა, ამიერკავკასიური მაჩვი, კავკასიური ტყის კატა და სხვა. ფრინველებიდან (აღრიცხულია მათი 120 სახეობა) აღსანიშნავია კავკასიური როჭო და შურთხი, დიდტანიანი მტაცებელი ფრინველები და მრავალი სახის მგალობელი ფრინველი, რეგისტრირებულია აგრეთვე ამფიბიის 4 და ქვეწარმავლების 8 სახეობა. ნაკრძალში მოწყობილია ფლორისა და ფაუნის მუზეუმი, მაღამთის მეტეოროლოგიური სადგური. ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი დაჯილოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით (1972

.                      

ლიახვის სახელმწიფო ნაკრძალი — მდებარეობს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. დაარსდა 1977 წელს, ფართობი 6388 ჰა. ნაკრძალის მიზანია სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გავრცელებული ძუძუმწოვრების (კავკასიური ირემი, შველი, არჩვი, გარეული ღორი, დათვი, ფოცხვერი, კვერნა), ფრინველისა (როჭო, შურთხი) და მცენარეების (წაბლი, თელა, ბზა, წიფელი, მუხა და სხვა) დაცვა, მომრავლება და შესწავლა.                

მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალი — ნაკრძალი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, გომბორის ქედის სამხრეთ კალთებზე. ფართობი 1033 ჰა. დაარსდა 1935 წელს რელიქტური სოსნოვსკის ფიჭვის იშვიათი მასივის შემონახვის მიზნით. ნაკრძალის ფართობის დიდი ნაწილი ტყითაა დაფარული. აქ ხარობს რცხილა, ჯაგრცხილა, მუხა, წიფელი, ნეკერჩხლები, თელა. ქვეტყეში მრავალი სახეობის ბუჩქია. სოსნოვსკის ფიჭვი გავრცელებულია ზღვის დონიდან 800-1800 მ-ზე. ქმნის როგორც წმინდა (კონგლომერატებზე, ნაშალებზე, რიყეებზე და გამოტანის კონუსებზე), ისე შერეულ ზევნარებს ფიჭვნარ-მუხნარის, ფიჭვნარ-რცხილნარისა და სხვა სახით. ნარძალში ვხვდებით სოსნოვსკის ფიჭვის ოთხ ფორმას: პირამიდულს, კომპაქტურს, ოვალურსა და ქოლგისებურს.

სათაფლიის სახელმწი ფონაკრძალი — მდებარეობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების გუმბრასბანოჯასა და ხომულის ტერიტორიაზე, სათაფლიის მთაზე, ზღვის დონიდან 500 მ. დაარსდა 1935 წელს. ფართობი 354 ჰა. ნარკძალი კომპლექსური ხასიათისაა და შეიცავს გეოლოგიურ, პალეონტოლოგიურ, სპელეოლოგიურ, ზოოლოგიურ და და ბოტანიკურ ძეგლებს. რელიეფი მთაგორიანია. ტერიტორიის 95% დაფარულია რელიქტური კოლხური ტიპის ტყით, რომელსაც ქმნის წიფელიწაბლირცხილათელაბზაძელქვა,მურყანიცაცხვიმუხაპანტამაჟალო და სხვა. ქვეტყე ქმნის გაუვალ რაყას. ბევრია ლიანებიც. ძუძუმწოვრებიდან აქ გავრცელებულია ტურაკვერნამაჩვიმელაკურდღელი,ციყვი. იშვიათად შემოდის შველი, ბევრია ფრინველი. ნაკრძალის ტერიტორია მდიდარია კარსტრული მღვიმეებით. აქვე აღმოჩენილია მტაცებელი და ბალახიჭამია დინოზავრების 200-მდე ნაკვალევი, რომლებიც მერგელოვან კირქვებზეა აღბეჭდილი. ნაკრძალში არის ბიოსპელეოლოგიური მუზეუმი.  

     

გამოყენებულია wikipedia.org.    7daus.ge   

         

მოქანავე ლოდები

  1. ზემო ერმანის ლოდი მდებარეობს ნასოფლარ ზემო ერმანთან (სამაჩაბლო), მდინარე ერმანისწყლის (დიდი ლიახვის ერთ-ერთი მდგენლის) ხეობაში, ზღვის დონიდან 2300 მეტრის სიმაღლეზე.
  2. ქუაქანცალიას მოქანავე ლოდი მდებარეობს მდინარე ინწრის სათავეებში, მთა ყვირას მასივზე (წალენჯიხის მუნიციპ-ი), ზღვის დონიდან 1800 მეტრის სიმაღლეზე.
  3. დურუჯის ლოდი მდებარეობს მდინარე დურუჯის მარცხენა ნაპირის რუყეზე (ყვარლის მუნიციპ-ი), ქალაქ ყვარლის ცენტრიდან ჩრდილო-დასავლეთით 2,5 კილომეტრზე, ზღვის დონიდან 440 მეტრის სიმაღლეზე.

კლდის სვეტები

  • კაცხის სვეტი მდებარეობს სოფელ კაცხის (ჭიათურის მუნიციპ-ი) სანახებში, მდინარე ყვირილას მარჯვენა შენაკადის – კაცხურის აუზში, ზღვის დონიდან 650 მეტრის სიმაღლეზე.
  • საირმის „ეროზიული მოწმე“ მდებარეობს მდინარე წაბლარისწყალის მარცხენა ნაპირზე, კურორტ საირმის (ბაღდათის მუნიციპ-ი) მისადგომებთან, ზღვის დონიდან 800 მეტრის სიმაღლეზე.
  • ბოდორნის კლდის სვეტი მდინარე არაგვის მარჯვენა ჩამოხვეწილ ფლატეებზე, სოფელ ბოდორნიდან (დუშეთის მუნიციპ-ი) 2 კილომეტრზე მდებარეობს, ზღვის დონიდან 750 მეტრის სიმაღლეზე.
  • ქვაკაცა მდებარეობს აჭარა-იმერეთის ქედის სამხრეთ ტოტზე (შუახევის მუნიციპ-ი), ზღვის დონიდან 2350 მეტრის სიმაღლეზე. ჭვანისწყლის მარჯვენა შენაკადის – ხევისღელის სათავეში. აქ აღმართულია სხვადასხვა ზომის სამი შთენილი, რომლებიც ტუფბრექჩიებით არის აგებული. ერთ-ერთი მათგანის სიმაღლე 7 მეტრია, ხოლო დიამეტრი 4,5-5 მეტრს აღწევს. სვეტი ადამიანის ქანდაკებას მოგვაგონებს, რის გამოც მას „ქვაკაცა“ შეარქვეს.
  • ვარძიის კლდის სვეტები მდებარეობს მდინარე მტკვრის ხეობაში, ვარძიის სამონასტრო კომპლექსიდან 3 კილომეტრზე, ზღვის დონიდან 1465 მეტრის სიმაღლეზე.
  • საირმის სვეტისებრი კლდეები მდებარეობს მდინარე რიონის მარჯვენა მხარეს, სოფლებს – ალპანასა (ცაგერის მუნიციპ-ი) და ჭრებალოს (ამბროლაურის მუნიციპ-ი) შორის, ზღვის დონიდან 900 მეტრის სიმაღლეზე.

 

                    

Advertisements

Posted on 23/11/2012, in ეს საინტერესოა. Bookmark the permalink. Leave a comment.

დააკომენტარეთ:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: