კარსტული მღვიმეები

სხვავას მღვიმე

კარსტული მღვიმეებით მდიდარია რაჭაც. უშოლთისციხისშარეულისცხრაჯვარის და სხვა მღვიმეებისაგან გამოირჩვა სხვავას საყინულერომელიც არის ბუნებრივი გამოქვაბული სოფშუასხვავის (ამბროლაურის რაიონისამხრეთით (4კმზე. 1310 ზეგამომუშავებულია ქვედა ცარცულ კირქვებშისაყინულეში არის საუკუნული ყინულის სვეტებიკასკადებიჰაერის ტემპერატურა მთელი წლის განმავლობაში 0 c-ზედაბალიამყინვარს აქ მღვიმის ბოლოში ჩასული თოვლი წარმოშობსადგილობრივი მოსახლეობასამედიცინო საჭიროებისთვის უხსოვარი დროიდან იყენებს აქაურ ყინულს.

 

სხვავას საყინულე

წყარო:http://natia-tatka.blogspot.com

სათაფლიას მღვიმე

ქუთაისის მახლობლად, მდინარეების რიონისა და ცვენისწყლის წყალგამყოფი ნაკრძალის ტერიტორიაზე. იგი წარმოაგდენს დერეფნული ტიპის მღვიმეს, რომელსაც აქვს განშტოებები და დარბაზები. მღვიმის კომპლექსის საერთო სიგრძე-900მ-ია, სიღრმე 10მ, ხოლო სიგანე 12მ. სათაფლიის მღვიმე მდიდარია სტალაქტიტებით, სტალაგმიტებით, სვეტებითა და ფარდებით.
მღვიმე ცნობილია იმით, რომ აქ ნაპოვნია დინოზავრის ნაკვალევი (ზ.დ. 360მ სიმაღლეზე). აღსანიშნავია, რომ მათი ნაკვალევით ასე მდიდარი (200მდე) ადგილი ჯერ არსად არ არის მიკვლეული.

 

                      ცოტნე დადიანის უფსკრული

 


კარსტული უფსკრული ყვირის მასივზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტშიზღვის დონიდან 1580 მეტრზე, გამომუშავებულია ზედა ცარცულ კირქვებში. გამოკვლეული ნაწილის სიღრმე 52 მ, ჯამური სიგრძე 300 მეტრი. სხვადსხვა დონეზე ივითარებს მშრალ დარბაზებს, სადაც არის სტალაქტიტსტალაგმიტური ნაღვენთები. გვხვდება ნგრეული მასალა. ჰაერის ტემპერატურა 5.5ºC.

წყარო:ka.wikipedia.org

სტალაქტიტი

გამოქვაბულის თაღიდან კონუსისებურ სვეტად  ჩამოგრძელებული შვერილირომელიც გაჩენილია ჩამოჟონილი კირიანი წყლის წვეთებისაგან.

სტალაგმიტი

გამოქვაბულის ძირიდან კონუსისებურ სვეტად აღმართული შვერილირომელიც გაჩენილია თაღიდან ჩამონადენი კირიანი წყლის წვეთებისაგან.

წყარო:nplg.gov.ge

საკაჟია

კარსტრული მღვიმე სოფელ გოდოგნის (თერჯოლის მუნიციპალიტეტიმიდამოებშიმდინარე წყალწითელის ხეობის მარცხენა კალთაზე. არ არის სტალაქტიტური ნაღვენთები. წარმოადგენს მრავალფენიან არქეოლოგიურ ძეგლსმღვიმის ჯამური სიგრძე 35 სიღრმე 20 აიგანე 6 სიმაღლე 4 აღმოაჩინეს 1914 წელს.

1973 წელს გათხრების დროს ზედაპალეოლითური ფენის ქვეშ 1,5 სიღრმეზე გამოვლინდა მუსტიეური ფენებიამ ფენებში ნაპოვნია ცხოველთა ძვლები, დანები, წვეტიანი ნივთები, აგრეთვე ძვლისა და რქის ნაკეთობანი.

წყარო:http://ka.wikipedia.org

ნავენახევის მღვიმე 

კარსტული მღვიმე, რომელიც მდებარეობს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავენახევის ტერიტორიაზეზღვის დონიდან 235 მისი საერთო სიგრძე 250მ. მღვიმე გამოირჩევა განსაკუთრებული ბენიბერივი ფორმებით: სტალაქტიტებით,სტაგმიტებით და სტალაგმატებით. არის 2 სართულიანი და შედგება 4 დარბაზისგან. მღვიმისთვის დამახასიათებელია მუდმივი ტემპერატურა რომელიც ზამთარ–ზაფხულ 14 ° შეადგენს.

წყარო:www.interneti.ge

ნავენახევის მღვიმე

თეკენთერის მღვიმე 

კარსტული ჭა ცაგერის მუნიციპალიტეტშიხვამლის კირქვულ მასივზემდებარეობს ზღვის    დონიდან 1620  სიმაღლეზემღვიმე 16  სიღრმისააგვირაბში დაგუბებული წყლის სიღრმე 3-4 იაფსკერზე გამდინარე ცივი და ანკარა წყალი გამოიყენება სასმელად.

წყარო:ka.wikipedia.org
ტყიბულა–ძევრულის მღვიმე
მდებარეობს ოკრიბა–არგვეთის კირქვული ქედის ზოლში. მღვიმის შესასვლელი  ახალსოფლის ქვაბულთან, კლდოვანი ფლატის ძირში იხსნება ზ.დ 490 მ–ზე. არის ეროზიულ–კოროზიული წარმოშობის, მასში კაფიოდ გამოიყოფა ვერტიკალური (ჯამური სიგრძე 280 მ) და სუბჰორიზონტული (სიგრძე 1800 მ) მონაკვეთები. ასევე მღვიმეშჰი ვხვდებით საჩქეფეეებს და ტბებს.

ხორხების ყინულოვანი მღვიმე 

მდებარეობს თეთრიწყაროს რაიონში, სოფელი პატარა კლდეისის მიდამოების, მდ.კლდეისსთან. იგი მდებარეობს ზ.დ. 1400 მ სიმაღლეზე. ხორხების ყინულოვანი მღვიმე დღემდე არსებობს. ლავური ღვრის ქვიან ზედაპირში ტექტონიკური ან გრავიაციული პროცესების შედეგად წარმოშობილია ხვრელები , რომლის ფსკერზეც შეგვიძლია დავინახოთ ბროლივით გამჭირვალე ყინული.

წყალტუბოს მღვიმე 

თეთრაკარსტული მღვიმე წყალტუბოს კასტრული მღვიმე მდებარეობს კოლხეთის დაბლობის აღმოსავლეთ ნაწილში,წყალტუბოს საქალაქო საკრებულოს ტერიტორიაზე,სოფელ ხომულის მიდამოებში, 100  სიმაღლეზემღვიმე დერეფნული ტიპისაამაქსიმალური სიმაღლე 8 სიგანე 30 ჯამური სიგრძე 100 მრავლადაა სტალაქტიტებისტალაგმიტებისვეტებიგამოყენებულია სამკურნალო მიზნებისათვის.

ნოღის მღვიმე

მდებარეობს ოდიშის ვაკეზე, მდ. შების სათვაეებში. არის ზ.დ. 310 მ-ზე. მღვიმის შესასვლელის სიმაღლე 1,5 მ, სიგანე 4 მ. შესასვლელიდან 150 მეტრში მღვიმე ორ ნაწილად იყოფა. ამჟამად გამოკვლელულია მღვიმის სიგრძის მხოლოდ 200 მეტრი და აღმოჩენილია ნაკადული, რომელიც გამოსასვლელთან ხვრელში იკარგება.

არსენ ოქროჯანაშვილის  მღვიმე 

მარტვილის მუნიციპალიტეტი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში. მდებარეობს ზ.დ. 750 მ-ზე. მღვიმე (შესასვლელის სიმაღლე 25 მ; სიგანე – 11 მ) მიემართება სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. ჯამური სიგრძეა 1150 მარსენ ოქროჯანაშვილის მღვიმიდან გადმოედინება 234 მ სიმაღლის კასკადოვანი ჩანჩქერი, რომელიც საფეხურებად არის წარმოდგენილი.

გარახის მღვიმე 

ჩხოროწუს რ-ნი, მდინარე ოჩხომურის შენაკადი – ბუმეს ხეობა; სოფელ გარახის ტერიტორია. აბს. სიმაღლე – 250მ. ერთ-ერთი ყველაზე უფრო ეფექტური კლასტო-კარსტული მღვიმეა კავკასიაში. სიგრძე 400მ. იხსნება ფლატეში დარბაზის („ვესტიბულის”) სახით. დარბაზს აქვს 20მ სიგრძე, 15მ სიგანე, 7მ სიმაღლე. დარბაზის ფსკერს კვეთს ანკარა ნაკადული, რომელიც ტალანიდან გამოდის. ტალანში შესული ადამიანი თავს თითქოს მეტროპოლიტენის სადგურში გრძნობს. ვრცელი დრეფნის (სიმაღლე 10მ) ძველ ფსკერში ჩაჭრილია ეროზიული კანიონი, მის კიდეებს ბრტყელი ტერასები გასდევს. კანიონი მეტროს მატარებლოს სამოძრაო „თხრილს” შეიძლება შევადაროთ, ტერასები კი მგზავრთა სადგომ ბაქნებს.

წყარო:http://filagi.pirveliskola.edu.ge/page-11.html

გარახის მღვიმე

კორცხელის მღვიმეკარსტული მღვიმე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფკორცხელის ტერიტორიაზემდინარე ჯუმის (ენგურის მარცხენა შენაკადიმარცხენა ნაპირასზღვის დონიდან 150  გამომუშავებულია ნეოგენურ ქვიშაქვებშისუბჰორიზონტალურ ფსკერიანი დერეფნული ტიპის გამჭოლი მღვიმეკორცხელის მღვიმეს საშუალო სიმაღლე 3 ჯამური სიგრძე – 790 ჰაერის ტემპერატურა 14-15°C (ივლისი1966). გადის ნაკადული.

ყალიჩონის მღვიმე

მდებარეობს ჩხოროწყუს რაიონში, მდ.ბუმის ხეობაში. მღვიმე ზ.დ. 250 მ-ზე მდებარეობს, არის კლასტოკარსტული და ყველაზე გრძელი მღვიმე საქართველოში(სიგრძე და სიგანე 3-4 მ). ბოლო დარბაზში გვხვდება ნაღვენთი წარმონაქმნები და მღვიმეში გაედინება პატარა ნაკადული. საშ. ტემპერატურა არის 13,5-14°C.

ლეწურწუმე

მღვიმე რომელიც მდებარეობს სოფელი ლეწურწუმის მიდამოებში კერძოდ სამეგრელოზემო სვანეთის  მხარის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტშიზღვის დონიდან 246 მეტრის სიმაღლეზეკირქვული წარმონაქმნისაა. სიმაღლე 4მ,სიგანე 6მ.

ასევე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მდე­ბა­რე­ობს კრუ­ბე­რის სა­ხე­ლო­ბის უფ­ს­კ­რუ­ლი, რო­მე­ლიც უღ­რ­მე­სია დე­და­მი­წა­ზე, ქარ­თ­ველ­მა მკვლე­ვა­რებ­მა მას პირ­ვე­ლად 1960 წელს მი­აკ­ვ­ლი­ეს პროფ. ლე­ვან მა­რუ­აშ­ვი­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით, თით­ქ­მის 150 მ სიღ­რ­მემ­დე. აფხა­ზეთ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გა­მო ქარ­თ­ველ მკვლე­ვა­რებს მღვი­მე­ში მუ­შა­ო­ბის გაგ­რ­ძე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა აღარ მი­ე­ცათ. 2009 წლის გა­ზაფხულ­ზე დსთ-ს ქვეყ­ნე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ­მა სპე­ლე­ო­სა­ექ­ს­პე­დი­ციო რაზ­მ­მა მას­ში 2191  სიღ­რ­მემ­დე ჩა­აღ­წია.  

პრომეთეს მღვიმის სტალაქტიდები და სტალაგმიტები



Posted on 15/11/2012, in საქართველოს გეოგრაფია. Bookmark the permalink. 2 Comments.

  1. ძალიან მომეწონა თქვენი პოსტი!- მზია ანდღულაძე

დააკომენტარეთ:

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: