სამახსოვრო(იხილე გამოცდების წინ)

ტბები–850

წარმოშობის მიხედვით ტბები შეიძლება იყოს ტექტონიკური, მყინვარული,    სუფოზური,ვულკანური, კარსტული,შთენილი,და სხვ.

შეიძლება იყოს გამდინარე, ან გაუდინარი.     გაუდინარი    ტბები მლაშეა.

ყველაზე დიდი ფართობით– ფარავანი      (ვულკანური);

ყველაზე დიდი მოცულობით– ტაბაწყური(ვულკანური)

ყველაზე ღრმა– რიწა( აფხაზეთი,  ამტყელთან ერთად ნაზვავი ტბები);

ყველაზე მაღლა მდებარე ზღვ. დონიდან– ყელის(შიდა ქართლი, ხარულის ქედზე)საიდანაც გამოედინება მდ.ქსანი.

ყველაზე მეტი ტბა–1. კავკასიონის სამხრეთ ფერდობებზე  მყინვარული წარმოშობის 2.სამცხე–ჯავახეთში( ვულკანური წარმოშობის)

ყველაზე მლაშე –პალიასტომი(ზღვის შთენილი,  ლაგუნური,  მლაშე)

სხვა ტბები:

ბატეთის, კუმისის,ნადარბაზევის, საღამოს,ხოზაფინის-კარწახის, ხანჩალის, მადათაფას,ჯანდარის,ლოპოტას,ოლე,პასკია,ბაზალეთის,ქაჩალტბა,წვერის,კოპალაძე,წუნდის(სოფ.ხერტვისი),დიდი ტობავარჩხილის(ეგრისის ქედთან),აბუდელაურის ტბები.


მდინარეები

საქართველოში ამიერკავკასიის წყლის რესურსების 69%-ია.

მდინარეები მიეკუთვნებიან–შავი ზღვის და კასპიის ზღვის აუზს.

მათ შორის მთავარი წყალგამყოფია ლიხის ქედი . სულ 26060 მდინარეა , აქედან 97% –ის სიგრძე არ აღემატება 10 კმ–ს;

წყლის რესურსების განაწილება:         დას. საქართველოში წყლის რესურსების 80% ,          

                                                                          სამხრეთ და  აღმ. საქ.–17%            

                                                                            ჩრდ. საქ, –3%;

ყველაზე დიდი მდინარე სიგრძით  ალაზანი;

ყველაზე წყალუხვი  – რიონი;

რიონი და ცხენისწყალი სათავეს იღებენ  ფასის მთაში;

( მარჯვენა შენაკადები:ტეხურა ჩხენისწყალი, ტეხურა;

მარცხენა შენაკადები:ჯრუჭულა,ყვირილა , ძირულა დუმალა, საკრაულა,ჯეჯორა,ჩხერიმელა,   ხანისწყალი)

ყველაზე დიდი მყარი ჩამონადენით– ჭოროხი;

ყველაზე დიდი ენერგეტიკული მარაგით–ენგური;

ყველაზე დიდი დახრილობა-მდ.ტეხურს

მდინარე რომელის დასავლეთ საქართველოში იღებს სათავეს,მაგრამ მიეკუთვნება მდ.მტკვრის აუზს:ქვაბლიანი, ძინძე.

მყინვარები

სულ_ 786 მყინვარი (მათი უმრავლესობა ოთხი მდინარის: კოდორის, ენგურის, რიონისა და თერგის აუზში მდებარეობენ)

მყინვარის ტიპები: ხეობის, კარული , დაკიდული;

პალეოგლაციალური ფორმები- კარები, ტროგები, ცირკები, ვერძის შუბლები.

ყველაზე დიდი– ლეხზირი–მდებარეობს მდ. მესტიაჭალის აუზში;

ჭალაათი– მესტიაჭალის აუზში;

წანერი– მდ. მულხურას აუზში;

ტვიბერი–მულხურას აუზი;

მყინვარი ადიში– მდ. ადიშუდას ხეობაში; გარშემორტყმულია მწვერვალებით თეთნულდი, ადიში, გისტოლა, ლაქუცა;

ყაზბეგის მასივი: მყინვარი– გერგეთი და დევდორაკი(მდ. ამალის აუზი)

მყინვარი თბილისა– მდ.რიონის სათავეებში.ასევე რიონის აუზში:ედენა,ზოფხიტო და კირტიშო.
სუათისი– თერგის აუზში;

წყალსაცავები:

ყველაზე დიდი წყალსაცავი– წალკის ;

გალი–ჯვრის ( მდ. ენგურისა და ერისწყლის ჩამონადენის რეგულირებისა და ენერგეტიკული მიზნით–ყველაზე ღრმაწყლიანი;)

გალის–მდ.ერისწყალზე;

ენგურის –მდ.ენგურზე;

სიონის–იორზე;

შაორ ტყიბულის წყალსაცავის კასკადი–შექმნილია მდ. ტყიბულის გადაკეტვით;(იმერეთი) , შაორის – რაჭა;

სამგორის წყალსაცავთა კასკადი–შედგება სიონისა და თბილისის წყალსაცავებისგან;იკვებება მდ.იორით;

წალკის ( მდ.ხრამზე)–მის წყალს იყენებს ხრამჰესი;

ჟინვალის (მდ.არაგვზე)–ყველაზე ახალგაზრდა , იყენებს ჟინვალჰესი, თბილისს ამარაგებს წყლით;

ალგეთის –მდ.ალგეთზე;

ზონკარის–პატარა ლიახვზე;
ჰესები:

აფხაზეთი–სოხუმჰესი, ენგურჰესი,ტყვარჩელის;

იმერეთი–გუმათჰესი,ვარციხეჰესი,ტყიბულჰესი,რიონჰესი;

სამცხე–ჯავახეთი– ხრამჰესი, ჩითახევჰესი.საცხენჰესი;

მცხეთა–მთიანეთი–ჟინვალჰესი,სიონჰესი,ზაჰესი;

თბილსრესი–გარდაბანი(ქვემო ქართლი)თბოელექტრისადგური;

შაორჰესი– რაჭა –ლაჯანურჰესი,შაორჰესი;

საქართველოს ჰავის წარმომქმნელი ფაქტორები:

1. რადიაცია,2. ატმოსფეროს ცირკულაცია, 3.ქვეფენილი ზედაპირის ხასიათი;

 რადიაცია ძირითადად დამოკიდებულია ღრუბლიანობაზე,ჰაერის სიმკვრივესა და გამჭვირვალობაზე.

2. ატმოსფეროს ცირკულაცია:

ჰაერის მასები საქართველოში შემოდის :
ა.დასავლეთიდან

ბ.აღმოსავლეთიდან

გ. სამხრეთიდან

დ.დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან ერთდროულად.

3. ქვეფენილი ზედაპირის ხასიათი ძირითადად დამოკიდებულია რელიეფის ფორმაზე, ნიადაგის ფერზე,რელიეფის
ექსპოზიციაზე და ალბედოზე.

ყველაზე. ყველაზე…

მაღალი იანვრის საშუალო– ბათუმი+ 7.1;სოხუმი

მინიმალური საშუალო წლიური–ყაზბეგის მაღალმთიანი მეტეოსადგური;

აბსოლუტური მინიმუმი–ყაზბეგი–42გრადუსი; კარწახი (სამხრეთ საქ.) და შაორის წყალსაცავთან––40გრ.

აბსოლუტური მაქსიმუმი–+43გრ.–ლათა(მდ.კოდორის აუზში), ჭარნალი(აჭარა).

მეტი ქარიანი ადგილი-ლიხის ქედი.

ქარის მაქსიმ.სიჩქარით– მთა საბუეთი;

ტენიანობის მაქსიმუმი(ევროპის მასშტაბით)- მთა მტირალა.4500 მმ ნალექი
ტენიანობის მინიმუმი–ელდარის ველი-300 მმ ნალექი.

Posted on 09/11/2012, in საქართველოს გეოგრაფია. Bookmark the permalink. დატოვე კომენტარი.

დააკომენტარეთ:

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: