საქართველოს გეომორფოლოგიური დარაიონება

( დარაიონება მსგავსი რელიეფის ფორმების, წარმოშობის ასაკის,განვითარების ისტორიის მიხედვით)

საქართველოში გამოიყოფა სამი გეომორფოლოგიური ზონა:

1) კავკასიონი

2) მთათაშორისი ბარი

3) მცირე კავკასიონი( რომელიც მოცავს ნაოჭა ოლქს და ვულკანურ ზეგანს)

1) კავკასიონი

აგებულია კრისტალური ფიქლებით, გრანიტებით და ძველი დანალექი ქანებით.გადაჭიმულია ტამანის და აფშერონის ნახევარკუნძულებს შორის.1300–1500 კმ–ზე.იყოფა სამ ნაწილად: დასავლეთ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილებად.უმაღლესი მწვერვალი იალბუზი. საქართველოს ფარგლებში– შხარა.

დასავლეთ კავკასიონი––––– უმაღლესი მწვერვალი – დომბაიულგენი;

ცენტრალური კავკასიონი––––უმარღლ. მწვერვალი შხარა;ცენტრალური კავკასიონი მდებარეობს იალბუზისა და მყინვარწვერის მერიდიანებს შორის.

აღმოსავლეთ კავკასიონი–––– თებულოს მთა;

გასწვრივი ქედები:ბზიფის ჩხალთის, კოდორის, სვანეთის, ეგრისის, ლეჩხუმის რაჭის, ხოხისა და თუშეთის.

მთავარი ქედის მართობული ქედები:გაგრის, გერმუხის, ხარულის, ლომის–ალევის, მთიულეთის, გუდამაყრის, ქართლისა და კახეთის.

კავკასიონის შემადგენლობაში შედის ასევე ზემო სვანეთის, ქვემო სვანეთის, რაჭის და ლეჩხუმის ქვაბულები.

მთათაშორისი ბარი მოიცავს :

კოლხეთის დაბლობს,იმერეთის მაღლობს, შიდა ქართლის ბარს, ქვემო ქართლის ბარს, ალაზნის ვაკეს , ივრის ზეგანს,შირაქისა და ელდარის დაბლობებს, საგურამო–იალნოსა და ცივ–გომბორის ქედებს.

ლიხის ქედი მთათაშორის ბარში შემაერთებელია ცენტრალური კავკასიონისა და მცირე კავკასიონისქედების.

მცირე კავკასიონი

1) ნაოჭა ოლქი– მოიცავს : აჭარა–იმერეთის(მესხეთის ) ქედს, არსიანის ქედს, შავშეთის, თრიალეთისა და ლოქის ქედებს.და ახალციხის ქვაბულს.

2) ვულკანური ზეგანი:ერუშეთის მთიანეთს, სამსარისდა ჯავახეთის ქედებს, ჯავახეთის ვულკანურ ზეგანს ანუ ახალქალაქის პლატოს, წალკის,გომარეთისა და დმანისის პლატოებს.( ანუ ქვემო ქართლის პლატოებს).

რელიეფის რომელი ტიპია დაკავშირებული:

კირქვებთან–––დაკავშირებულია კარსტული რელიეფის ფორმები მღვიმეები: მაგ: ახალი ათონის, ცუცხვათის,ბზიფის ქედზე– კარსტული უფსკრული თოვლიანა ერთერთი ყველაზე ღრმა მსოფლიოში.

ვულკანურ ქანებთან: ვულკანური მასივები, ლავური ნაფენები.

მყინვარების თანამედროვე მოქმედებასთან: მყინვარული ანუ გლაციალური ტიპის რელიეფი( მხოლოდ კავკასიონზე)

ძველ გამყინვარებასთან: ფორმები– პალეოგლაციალური,–ტროგები , ცირკები,(კავკასიონზე. მცირე კავკასიონზე)

წყლის ეროზიულ მოქმედებასთან–(ზედაპირულ;ი წყლებით გადარეცხვასთან)–ხეობები, ხრამები, ხევები.

მდინარეების მიერ გადატანილი მასალის დაგროვებასთან: დაკავშირებულია ალუვიური ვაკეების წარმოქმნა(შიდა ქართლი , ქვემო ქართლის ალაზნის ვაკეები)

ეროზიულ დენუდაციური რელიეფი დაკავშირებულია ქანების გადარეცხვა –გადატენესთან. წარმოიქმნება ეროზიულ –დენუდაციური რელიეფი(იყო მთა დაიშალა ,წარმოიქმნა ვაკე)

არიდულ(მშრალ) –დენუდაციურ ფორმებს ვხვდებით ივრის ზეგანზე– ბედლენდები ანუ უნაყოფო მიწები.

სასარგებლო წიაღისეული

ნავთობი– სამგორ პატარძლეული, ტიბაანი. მირზაანი, ტარიბანა შირაქი, სუფსა–ჭალადიდი

ქვანახშირი– ტყიბულ–შაორი (30%) ტყვარჩელი, ახალციხის მურა ნახშირი.

ტორფი– გამოიყენება საქართველოში სასუქად–მდ. ფიჩორა, იმნათი

ანდეზიტი– ბაკურიანი ყაზბეგი

მანგანუმი– ჭიათურა ( აკაკი წერეთელი 1876წ) აჯამეთ-ჩხარის და შქმერის;

მარმარილო –ლოპოტა, სალიეთი,შროსა, სადახლო.

კირქვა,მერგელი-კასპი.

აქატი-ახალციხე, მარნეული;

დოლომიტი-აბანო,ტყვარჩელი;

დიატომიტი- ახალციხე;

დარიშხანი- ცანა(სვანეთი,) ლუხუმი( რაჭა)

მინერალური წყლები-იცით…

ბარიტი-ჩორდი(რაჭა)

ბენტონიტური თიხები-გუმბრინი(იმერეთი) ასკანა(გურია)

ტორფი-ფიჩორა, იმნათი

 

Posted on 08/11/2012, in საქართველოს გეოგრაფია. Bookmark the permalink. 10 Comments.

  1. ლაშა ჭუმბურიძე

    ძალიან დიდი ინფორმაციის მომცველი და საინტერესო გვერდია. ასეთი დიდი შრომისთვის დიდი მადლობა

  2. maka baratashvili

    momwons…gmadlobt

  3. Gigla Vekua

    nino mas,dzalian didi madloba rom amdens shromobt chventvis !

  4. დიდი მადლობა,გავიხსენე გეოგრაფია !!!!!!! საინტერესოდაა ძირითადი ინფორმაცია მოწოდებული,,,,

    • დიდი მადლობა თქვენ კეთილი სიტყვებისთვის ,ღმერთმა გაგახაროთ, ვიმეგობროთ, მომწერეთ -ხოლმე.
      პატივისცემით,ნინო მთიულიშვილი.

  5. 4 გეომორფოლოგიურ ერთეულად არ იყოფა? სამხრეთი მთიანეთიც არის როგორც ვიცი.

    • მცირე კავკასიონი ორ ერთეულად იყოფა: ნაოჭა ოლქი(იგივეა რაც მცირე კავკასიონის მთიანეთი) და ვულკანური ზეგანი. დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის.

  6. 4 გეომორფოლოგიურ ერთეულად არ იყოფა? სამხრეთი მთიანეთიც არის როგორც ვიცი.

    • მცირე კავკასიონი იყოფა 2 გეომორფოლოგიურ ერთეულად: ნაოჭა ოლქი(იგივეა რა მცირე კავკასიონის მთიანეთი ) და ვულკანური ზეგანი.
      დიდი მადლობა გამოხმაურებისათვის.
      პატივისცემით.

    • მცირე კავკასიონი ორ ერთეულად იყოფა: ნაოჭა ოლქი(იგივეა რაც მცირე კავკასიონის მთიანეთი) და ვულკანური ზეგანი. დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის.

დააკომენტარეთ:

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: