პროექტი-კლიმატის ცვლილება და მდგრადი განვითარება

პროექტის  “კლიმატის ცვლილება და მდგრადი განვითარება”ფარგლებში  გაწეული სამუშაოს ანგარიში

შოთა რუსთაველის საქართველოს  ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის “მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით” ფარგლებში დაფინანსებული პროექტის: “კლიმატის ცვლილება და მდგრადი განვითარება” განხორციელება დაიწყო 2018 წლის 17 სექტემბერს. პროექტის ხელმძრვანელია  ქ. თბილისის აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლის გეოგრაფიის პედაგოგი – ნინო მთიულიშვილი. პროექტის სამეცნიერო კონსულტანტი – თსუ-ს ასოცირებული პროფესორი, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი მარიამ ელიზბარაშვილი, ხოლო ასისტენტი თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის გეომორფოლოგია, კარტოგრაფია და ლანდშაფტური დაგეგმარების მიმართულების მაგისტრანტი გიორგი ჩართოლანი. პროექტში ჩართულია ქ. თბილისის აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლის 26 მოსწავლე მე-9,მე-10, მე-11 და მე-12 კლასებიდან.

პროექტის მიზანია:

  • შედგეს საქართველოს ტროპიკული ღამეების რაოდენობის ცვლილების სიჩქარეების ამსახველი რუკა და გაანალიზდეს ტროპიკული ღამეების განაწილების გეოგრაფიული თავისებურებანი საქართველოსა და მსოფლიოსთვის.

  •  მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ  მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება.

„ტროპიკული ღამეები“ არის კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი საინტერესო ინდექსი, იგი ითვლება წელიწადში იმ დღე-ღამის რაოდენობის დაჯამებით, როდესაც ტემპერატურის დღიური მინიმუმი  20°C-ზე მეტია. ჩვეულებრივ დღე-ღამის მინიმალური ტემპერატურა ღამე ფიქსირდება, ამიტომ ინდექსს ტროპიკული ღამეები ეწოდება და არა დღეები. ცხადია, რომ, თუ დღე-ღამის მინიმალური ტემპერატურა მეტია 20°C-ზე, დღის განმავლობაში საკმაოდ ცხელა, ვინაიდან დღის განმავლობაში ტემპერატურა იმატებს. ასეთი ტემპერატურები მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, იწვევს დისკომფორტის შეგრძნებას, სიკვდილიანობის ზრდას განსაკუთრებით მოხუცებსა და ავადმყოფებში. ტროპიკული ღამეები მოქმედებს არამარტო ადამიანის ჯანმრთელობაზე არამედ ენერგეტიკაზე, რამდენადაც  ტროპიკული ღამეების ზრდა გლობალური დათბობის პირობებში იწვევს ენერგიაზე მოთხოვნილების ზრდას ზაფხულში, რაც გამოწვეულია კონდიციონერის გამოყენების აუცილებლობით. საინტერესოა ის, რომ, თუ ადრე ტროპიკული ღამეები ტროპიკული სარტყლისათვის იყო დამახასიათებელი, დღესდღეობით, გლობალური დათბობის პირობებში, ტროპიკული ღამეების რაოდენობა გაზრდილია სუბტროპიკულ და ზომიერ კლიმატურ სარტყელებში.

პროექტს გააჩნია ფართო მიზანი კერძოდ, კლიმატის ცვლილების ერთ-ერთ ინდექსზე მუშაობის გზით დავანახოთ მოსწავლეებს კლიმატის ცვლილების პრობლემები და მდგარდი განვითარების მნიშვნელობა და არსი, და ამით ხელი შევუწყოთ სასწავლო პროცესში კვლევის ინტეგრირებას, ასევე მოსწავლეების გლობალურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას, რათა მათ იზრუნონ გლობალურად მსოფლიოზე და ლოკალურად თავის საცხოვრებელ გარემოსა თუ მოსახლეობაზე.

პროექტის დაწყებამდე მოსწავლეების შესარჩევად ჩატარდა 3 კონკურსი(50 ზე მეტი მოსწავლე იყო მონაწილეობის მსურველი)

  1. მოსწავლეებმა წარმოადგინეს  სამოტივაციო წერილები-რატომ უნდოდათ პროექტში მონაწილეობა.

  2. ჩავატერეთ გამოფენა-კონკურსი თემაზე კლიმატის ცვლილება და მდგრადი განვითარება.”

  3. მოსწავლეებმა იმუშავეს კლიმატური ცვლილებების ამსახველ ბაზებზე.

  4. კონკურსის შედეგად აირჩა 25 მოსწავლე.

პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები და  ღონისძიებები:

( ძირითად აქტივობებს შორის მოსწავლეებს ვუტარებდით საკონსულტაციო შეხვედრებს და  ვაძლევდით დავალებებს)
აქტივობა1.
  • შევისყიდეთ პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ინვენტარი: 2 ცალი ლეპტოპი,პროექტორი,პრინტერი,რუკები და სხვადასხვა საკანცელარიო საქონელი.

  • აქტივობა 2

  • ჩატარდა ლექციები და პრაქტიკული მეცადინეობები შემდეგ თემებზე: მსოფლიოსა და საქართველოს კლიმატური ზონები,  კლიმატის ცვლილება და ამინდისა და კლიმატის ექსტრემალური მოვლენები, კლიმატის ცვლილების ინდექსები.აქტივობა 3

  • მოსწავლეები გაეცნენ გეოგრაფიულ საინფორმაციო სისტემას. ჩაუტარდათ პრაქტიკულ მეცადინეობა. დაიტანეს გეოგრაფიული კოორდინატები გეოინფორმაციულ სისტემებში აგებულ რუკაზე.

აქტივობა 4.
  • გვქონდა საველე გასვლა სოფ. მარტყოფის შემოგარენში – მარტყოფი-საგურამო-იალნოს ქედი. სადაც ჩატარდება საველე სემინარი ლანდშაფტური და კლიმატური მრავალფეროვნების თემებზე – ლანდშაფტური მრავალფეროვნების თვალსაზრისით, საგურამო-იალნოს ქედი და მისი მიმდებარე ტერიტორიები საუკეთესო მაგალითია, აქ სულ რაღაც ოციოდე კილომეტრის მანძილზე გვაქვს მკვეთრი ჰიფსომეტრიული სხვაობა დაახლოებით 600 მ-დან 1876 მ-მდე, რის შედეგადაც წარმოდგენილია განსხვავებული ლანდშაფტური-კლიმატური სპექტრი – ველის სტეპური, მთისწინეთის სტეპური, ბუჩქნარების, ქვედამთის, საშუალომთის, ზედამთის და მაღალმთის მდელოების ჩათვლით. აქ გვხვდება როგორც სიმშრალის მოყვარული, ისე კოლხური ეკოსისტემებისათვის დამახასიათებელი სახეობები (ბაძგი, უთხოვარი). ველზე მოსწავლეები გაეცნენ თუ როგორ ხდება რომელიმე გეოგრაფიული ობიექტის კოორდინატების განსაზღვრა GPS-ის გამოყენებით,შემდგომ კი მათი დატანა გეოინფორმაციულ სისტემებში აგებულ რუკაზე.

  • აქტივობა 5.
  • ჩავატარეთ გასვლითი სემინარი ვაშლიჯვრის მეტეოსადგურში, სადაც ბავშვები გაეცვნენ  მეტეოდასგურის  მოწყობის  თავისებურებას. ნახეს მეტეოხელსაწყოები და პრაქტიკული საქმიანობით გაიმყარეს თეორიული ცოდნა.მათ თვითონვე აიღეს ანათვლები მეტეოხელსაწყოებზე.

აქტივობა 6.

პროექტის კონსულტანტის ქ-ნი მარიამ ელიზბარაშვილის  პრეზენტაცია  შოთა რუსთაველის საქართველოს  ეროვნული სამეცნიერო ფონდში.

შოთა რუსთაველის საქართველოს  ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ პროექტი დასახელდა  წარმატებულ პროექტებს შორის და პრეზენტაციისთვის მიწვეული იქნა 2018 წლის ინოვაციებისა და მეცნიერების ფესტივალზე.

აქტივობა 7.
  • ამავე დღეს მოსწავლეებს ჩაუტარდათ ლექცია სემინარი,

ამავე ფესტივალის ფარგლებში პროექტის მონაწილე მოსწავლეები  გაეცვნენ სხვადსხვა სკოლის მოსწავლეთა მიერ შერულებულ საუკეთესო პროექტებს.

აქტივობა 8
  • ჩატარდა ლექცია სემინარი  თემაზე სამყაროს “მდგრადი განვითარება”

პრეზენტაცია თემაზე -“მდგრადი განვითარება

აქტივობა 9

2018 წლის 19 ოქტომბერს შედგა პროექტის წევრთა სამუშაო შეხვედრა. განვიხილეთ სოფელ მარტყოფში აღებული GPSის ანათვლები, შევაჯამეთ ჩვენი “საველე გასვლა” და ერთმანეთს გავუზიარეთ შთაბეჭდილებები.

აქტივობა 10

2018 წლის 2 ნოემბერს შედგა პროექტის მონაწილე მოსწავლეების მორიგი შეხვედრა. ბავშვება დაამუშავეს და გააანალიზეს ვაშლიჯვრის მეტეოროლოგიურ სადგურზე სხვადასხვა ხელსაწყოდან აღებული ანათვლები. აგრეთვე, ამოვხსენით პრაქტიკული ამოცანები ჩვენივე შეგროვილ ინფორმააციაზე დაყრდნობით.

აქტივობა 11

2018 წლის 14 დეკემბერს შედგა პროექტის მონაწილე მოსწავლეთა შეხვედრა. ბაზებიდან აღებული და დამუშავებული ინფორმაციის მეშვეობით ბავშვებმა წარმატებულად შეძლეს, შეედგინათ ცხრილები და დიაგრამები.

აქტივობა 12

2019 წლის 8 თებერვალს შედგა პროექტში ჩართულ მოსწავლეთა შეხვედრა. შეკრებაზე ბავშვებმა წარმოადგინეს თავიანთი საპრეზენტაციო მოხსენებები ზოგადად: მდგრად განვითარებაზე, კლიმატის ცვლილებაზე, აგრეთვე, პროექტის განმავლობაში მიღებულ გამოცდილებასა და ცოდნაზე. ამასთანავე, განვიხილეთ სკოლის მდგრადი განვითარების კლუბის საკითხი და ღია კენჭისყრით ავირჩიეთ მისი პრეზიდენტი.

აქტივობა 13

23 თებერვალს ვიმუშავეთ დიაგრამების შედეგენაზე. ანათვლების დამუშავებაზე. მოსწავლეებმა შეადეგინეს  მსოფლის ტროპიკული ღამეების რაოდენობის ამსახველი ცხრილი.

აქტივობა 14

2019 წლის 13 მარტს კვლავ შეიკრიბა მოსწავლეთა სამუშაო გუნდი. პროექტის მონაწილეებმა საბოლოო სახით წარმოადგინეს შემაჯამებელი პრეზენტაციები და მოხსენებები თემაზე -ვაშლიჯვრის მეტეოსადგურში ჩატარებული კვლევა.

აქტივობა 15

2019 წელის  20 მარტს  წარმოადგინეს  პრეზენტაცია “მდგრადი განვითარება'”


2019 წლის 21 სექტემბერს შედგა პროექტის”კლიმატის ცვლილება და მდგრადი განვითარება” დასკვნითი ღონისძიება. ღონისძიებაზე მოსწავლეებმა პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს  მარტყოფის საველე გასვლის დროს ჩატარებული კვლევის ანგარიში, ვაშლიჯვრის მეტეოსადგურში ვიზიტის მიზნები და ხელსაწყობის  გამოყენების დანიშნულება და ინსტუქციები. ასევე  ტროპიკული ღამეების ცვლილებების სიჩქარეების ამსახველი რუკის შესადგენად ჩატარებული სამუშაოები,მოძიებული მასალის საფუძველზე აგებული გრაფიკები და დიაგრამები,  და ბოლოს მათი კვლევის პროდუქტი- საქართველოში ტროპიკული ღამეების ცვლილებების სიჩქარეების ამსახველი    რუკა.

 პროექტის მონაწილეებმა ასევე წარმოადგინეს პრეზენტაცია “მდგრადი განვითარება”,რომლის საშუალებითაც დამსწრეებს გააცნეს მდგრადი განვითარების  მიზნების შექმნის წინაპირობები, ათასწლეულის მიზნები და მისი შედეგები,რა ხარვეზები დარჩა ათასწლეულის პროგრამას და რატომ გახდა საჭირო მდგრადი განვითარების 17 მიზნის შემოღება. მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების  ხელშემწყობი ორგანიზაციები. მსოფლიო საზოგადოების ამოცანები და მათი გადაჭრის გზები  და პერსპექტივები. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ასევე,საქართველოში მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაციის პროგრამის მოკლე მონახაზი, საქართველოს მთავრობის და სამთავრობოშორისო ორგანიზაციების ჩართულობა მიზნების განხორციელების საქმეში.

პროექტის ერთ-ერთი მიზანი იყო მოსწავლეებში მდგრადი განვითარების შესახებ ცნობიერების ამაღლება,შესაბამისად ღონისძიებას  ესწრებოდნენ სკოლის მოსწავლეები.დამსწრეებს შორის იყვნენ მოწვეული სტუმრები,უნივერსიტეტის ლექტორები,მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები,გარემოს დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები,განათლების და მეცნიერების სამინისტროს და რესურსცენტრის წარმომადგენლები, სკოლის ადმინისტრაცია,მასწავლებლები,მშობლები.

ღონისძიების ბოლოს  პროექტში მონაწილეობისთვის  მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები.

პროექტის სერტიფიკატები

პროექტის ბოლოს შეიქმნა კლუბი”მდგრადი განვითერებ”,რომელშიც მასწავლებლები და მოსწავლეები გააგრძელებენ მდგრადი განვითარების თემაზე მუშაობას.კლუბისთვის შეიქმნა ლოგო.

გამოიცა ბუკლეტი და პოსტერი.

პროექტის პოსტერი

ბუკლეტი. პროექტი-კლიმატის ცვლილება და მდგრადი განვითარება

კლიმატის ცვლილება და მდგრადი განვითარება”

პრეზენტაცია  შოთა რუსთაველის საქართველოს  ეროვნული სამეცნიერო ფონდში. პრეზენტატორი პროექტის ხელმძღვანელი-ნინო მთიულიშვილი

პროექტის ანგარიში

დააკომენტარეთ:

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: