მასწავლებლის გვერდი

თქვენთვის საინტერესო თემის გასაცნობათ გადადით მითითებულ ლინკზე(მისამართზე).

განმავითარებელი შეფასებები  http://mastsavlebeli.ge/?p=1869

განმავითარებელი შეფასებები    — http://mastsavlebeli.ge/?p=11953

განმავითარებელი  შეფასებები      — http://mastsavlebeli.ge/?p=2165

მასწავლების განვითარებისათვის სქემაში ჩართულობისთვის საინტერესო თემები და ბმულები:

  1. რომელი სასწავლო რესურსი შეფასდება სკოლის ფარგლებში https://docs.com/user442774/80010151-a6fe-46ea-9eb7-2fbba6db0cc0
  2. სამოდელო გაკვეთილის დაგეგმვა და შეფასება

https://docs.com/user442774/8608?c=15V6om

3, მასწავლებლის შეფასების წესი

https://docs.com/user442774/9d2cfbe1-2bdb-41ce-a727-1556910dd299?c=15V6om

4 მასწავლებლის პროფესიული საქაღალდის შეფასება

https://docs.com/user442774/3567?c=15V6om

5როგორ შევადგინოთ გაკვეთილის გეგმა

  1. რომელი სასწავლო რესურსი შეფასდება სკოლის ფარგლებში https://docs.com/user442774/80010151-a6fe-46ea-9eb7-2fbba6db0cc0
  2. სამოდელო გაკვეთილის დაგეგმვა და შეფასება

https://docs.com/user442774/8608?c=15V6om

3, მასწავლებლის შეფასების წესი

https://docs.com/user442774/9d2cfbe1-2bdb-41ce-a727-1556910dd299?c=15V6om

4 მასწავლებლის პროფესიული საქაღალდის შეფასება

https://docs.com/user442774/3567?c=15V6om

5როგორ შევადგინოთ გაკვეთილის გეგმა

6.გაკვეთილის შიდა შეფასება

https://docs.com/user442774/7586?c=15V6om

  1. გარე დკვირვება

https://docs.com/user442774/bc9fce8f-f063-445e-8f11-9d3f4ac6c409?c=15V6om

  1. მასწავლებლის საქმიანობის დაწყების 1-ლი გზამკვლევი

https://docs.com/user442774/5565?c=15V6om

  1. მასწავლებლის საქმიანობის დაწყების 2-ლი გზამკვლევი

10.ოქმი კრედიტის მინიჭებისთვის

https://docs.com/user442774/75cc549a-3b16-4453-b800-ec0f21da4a69?c=15V6om

  1. თვითშეფასების კითხვარი

https://docs.com/user442774/1507?c=15V6om

12 რეფლექსია

https://docs.com/user442774/fc362111-a034-4fe1-a3d1-16cc6074b0d9?c=15V6om

ეროვნული სასწავლო გეგმა გეოგრაფიაში

VII კლასი

გეოგრაფია

სტანდარტი

წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით:

დრო და სივრცე გარემო და ეკონომიკა გარემო და სოციალური სისტემები
გეო.VII.1.მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს გეოლოგიური წელთაღრიცხვის სისტემა.

გეო.VII.2.მოსწავლეს შეუძლიასხვადასხვათვალსაჩინოების კითხვაგეოგრაფიულიინფორმაციის მოსაპოვებლად.

გეო.VII.3.მოსწავლეს შეუძლიაორიენტირებასივრცეში.

გეო.VII.4. მოსწავლეს შეუძლიამსჯელობა ბუნებრივი რესურსების რაციონალურ და  მრავალმხრივ გამოყენებაზე.

გეო.VII.5. მოსწავლეს შეუძლიამსჯელობა დედამიწის შინაგან აგებულებაზე.

გეო.VII.6. მოსწავლეს შეუძლია დაუკავშიროს რელიეფის ფორმებირელიეფწარმომქმნელ პროცესებს.

გეო.VII.7. მოსწავლეს შეუძლიამსჯელობა ატმოსფეროში მიმდინარე პროცესებზე.

გეო.VII.8. მოსწავლეს შეუძლიამსჯელობა ჰიდროსფეროს შესახებ.

გეო.VII.9. მოსწავლეს შეუძლია აღწეროს ზონალობის გამომწვევი მიზეზები.

გეო.VII.10. მოსწავლეს შეუძლია ახსნას გარემოსდაცვითი ღონისძიებების აუცილებლობა.

გეო.VII.11. მოსწავლეს შეუძლია ახსნასგეოგრაფიის, როგორც მეცნიერების როლი.

გეო.VII.12. მოსწავლეს შეუძლია შეისწავლოს მოსახლეობის დემოგრაფიულიმახასიათებლებისა და განსახლების თავისებურებების დახასიათება.

წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები

მიმართულება: დრო და სივრცე

გეო.VII.1. მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს  გეოლოგიური წელთაღრიცხვის სისტემა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • გამოთქვამს ვარაუდს დედამიწის განვითარების მანძილზე მომხდარი    მნიშვნელოვანი მოვლენების თანმიმდევრობის შესახებ (მაგ., ჰიდროსფეროს, ატმოსფეროს, კონტინენტებისა და სიცოცხლის წარმოშობა) და ადარებს მას გეოქრონოლოგიურ სკალას;
  • გეოქრონოლოგიური სკალის მეშვეობით აჯგუფებს გეოლოგიურ ერებს და მათთვის დამახასიათებელ ორგანულ სამყაროს.

გეო.VII.2. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა თვალსაჩინოების კითხვაგეოგრაფიული ინფორმაციის მოსაპოვებლად.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • ფოტოების, ცხრილების, გრაფიკების და რუკების გამოყენებით ახდენსგეოგრაფიული ინფორმაციის ინტერპრეტაციას (მაგ., აანალიზებს სქესობრივ-ასაკობრივ პირამიდას);
  • ლეგენდის გამოყენებით გადააქვს ინფორმაცია კონტურულ რუკებზე და სხვა დამხმარე თვალსაჩინოებებზე;
  • იყენებს დედამიწის საათობრივი სარტყლების რუკას და ადარებს საკუთარი ქვეყნის დროს სხვა სარტყლებში არსებულ ქვეყნის დროს;
  • წარმოსახვით მოგზაურობს დედამიწის გარშემო აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ ან დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ; მსჯელობს თარიღთა ცვლის ხაზის დანიშნულებასა და განლაგების პრინციპებზე; ასევე მოგზაურობისას შექმნილ უხერხულობებზე და მათი დაძლევის საშუალებებზე.
  • თვალსაჩინოებაზე მოცემულ ერთი ტიპის გეოგრაფიულ ინფორმაციას გამოხატავს სხვა სახით (მაგ.: მსოფლიო რუკაზე მოძებნის მნიშვნელოვან მდინარეებს და აჯგუფებს ცხრილში კონტინენტების მიხედვით; ტექსტში მოცემული ინფორმაციის საფუძველზე აგებს ოკეანეების ფართობის განაწილების წრიულ დიაგრამას).

გეო.VII.3. მოსწავლეს შეუძლია ორიენტირებ სივრცეში.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • რუკაზე განსაზღვრავს საკოორდონატო ბადის ძირითად ელემენტებს;
  • რუკის გამოყენებით განსაზღვრავს მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ობიექტების კოორდინატებს (მაგ.: დედაქალაქები, კუნძულები, მწვერვალები და სხვ.);
  • ასახელებს ერთ განედზე ან გრძედზე მდებარე ქალაქებს;
  • ატლასის საძიებო სისტემის გამოყენებით განსაზღვრავს  გეოგრაფიული ობიექტის მდებარეობას;
  • იყენებს ტოპოგრაფიულ რუკას და ადგენს მარშრუტებს, ჰორიზონტალების მეშვეობით განსაზღვრავს ადგილის აბსოლუტურ და შეფარდებით სიმაღლეს, ფერდობის დახრილობას;
  • მასშტაბის გამოყენებით განსაზღვრავს მანძილებს გეოგრაფიულ ობიექტებს შორის;
  • პირობითი ნიშნების გამოყენებით ადგენს ადგილის მარტივ გეგმას;
  • ტურისტული რუკების გამოყენებით ადგენს მარშრუტებს უცხო ქალაქში;
  • თანაკლასელებთან ერთად გეგმავს ლაშქრობის მარშრუტებს; განსაზღვრავს ლაშქრობის ხანგრძლივობას გადაადგილების განსხვავებული საშუალებებით და ადგენს გზამკვლევს;
  • განსაზღვრავს მიმართულებას კომპასის, ადგილობრივი ნიშნების, ციური სხეულების მდებარეობის და აზიმუტის საშუალებით.

მიმართულება: გარემო და ეკონომიკა

გეო.VII.4. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობ ბუნებრივი რესურსების რაციონალურ და  მრავალმხრივ გამოყენებაზე.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • აჯგუფებს (ბარათების ან ცხრილის გამოყენებით) ბუნებრივ რესურსებსა და შესაბამის ეკონომიკის დარგებს;
  • აკავშირებს საყოფაცხოვრებო მოხმარების საგნებს ბუნებრივი რესურსის ტიპთან;
  • სქემის საშუალებით გამოსახავს ბუნებრივი რესურსების სახეცვლილებას მოპოვებიდან მოხმარებამდე (ნავთობი _ საწვავი _ ელექტროენერგია);
  • კლასში ჯგუფური მუშაობის დროს ახდენს ჩამოთვლილი რესურსების კლასიფიკაციას სხვადასხვა ნიშნით (მაგ. მათი ათვისების დროის (უძველესი, ძველი, ახალი, პერსპექტიული) მიხედვით);
  • ბუნებრივ რესურსებს განასხვავებს სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით და აჯგუფებს მათ ცხრილში (ამოუწურავი და ამოწურვადი (აღდგენადი, აღუდგენადი));
  • ადგენს იმ ბუნებრივი რესურსების ნუსხას, რომლებსაც გამოიყენებს მისი ოჯახი, ქალაქი/სოფელი, ქვეყანა; შესაბამისი პირობითი ნიშნების გამოყენებითბუნებრივი რესურსების მოპოვების ადგილებს აღნიშნავს კონტურულ რუკაზე;
  • კლასში ჯგუფური მუშაობის დროს მსჯელობს ჩამოთვლილი რესურსების გამოყენებით გამოწვეული დაბინძურების შესახებ (ძლიერ აბინძურებს, აბინძურებს, ნაკლებად აბინძურებს);
  • ადარებს დეგრადირებულ და სახეშეუცვლელ გარემოს;
  • ჯგუფში მუშაობისას მსჯელობს მეურნეობის სხვადასხვა დარგის მიერ ზოგიერთი რესურსის მოხმარების აუცილებლობის და ინტენსივობის შესახებ და განსაზღვრავს მათი დაზოგვის გზებს (მაგ. წყალი და ელექტროენერგია).

გეო.VII.5. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობ დედამიწის შინაგან აგებულებაზე.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • მსჯელობს ლითოსფეროს ფილების მოძრაობაზე;
  • ხსნის მიწისძვრებისა და ვულკანების გავრცელების კანონზომიერებებს;
  • კონტურულ რუკაზე დააქვს მიწისძვრებისა და ვულკანების გავრცელების ძირითადი არეალები.

გეო.VII.6. მოსწავლეს შეუძლია დაუკავშირს რელიეფის ფორმებრელიეფწარმომქმნელ პროცესებს.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • ახასიათებს რელიეფის ძირითად ფორმებს;
  • ასხვავებს ენდოგენურ და ეგზოგენურ (კარსტული, გლაციალური და სხვ.)

პროცესებს;

  • მსჯელობს მთიან რელიეფთან დაკავშირებულ ბუნებრივ-კატასტროფულ მოვლენებზე;
  • გამოთქვამს ვარაუდს ბუნებრივ-კატასტროფული მოვლენებისგან შესაძლო თავდაცვის ღონისძიებების შესახებ (მაგ.: სვანური არქიტექტურის შესაბამისობაგარემოსთან);
  • კონტურულ რუკაზე დააქვს მსოფლიოს და საქართველოს ძირითადი ოროგრაფიული ერთეულები, კონტინენტების უმაღლესი მწვერვალები.

გეო.VII.7. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობ ატმოსფეროში მიმდინარე პროცესებზე.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • წრიული დიაგრამის საშუალებით გამოსახავს ატმოსფეროს შემადგენლობას;
  • ახასიათებს ატმოსფეროს შრეებს და მოყავს მაგალითები ატმოსფეროს მნიშვნელობის შესახებ;
  • ახასიათებს ამინდის ელემენტებს (ჰაერის ტემპერატურა და ტენიანობა, ნალექები, წნევა, ქარი);
  • თერმომეტრის მეშვეობით ზომავს ჰაერის ტემპერატურას, აგებს ჰაერის ტემპერატურის ცვლილების გრაფიკს[1];
  • განმარტავს ჰავის ცნებას, განასხვავებს ამინდს და ჰავას, ახასიათებს ძირითად კლიმატწარმომქმნელ ფაქტორებს;
  • ახასიათებს ჰავის ძირითად ტიპებს და რუკის მეშვეობით გამოყოფს კლიმატურ სარტყლებს;
  • განსაზღვრავს საქართველოს მდებარეობას კლიმატურ სარტყლებში;
  • ასახელებს ატმოსფეროს ძირითად დამაბინძურებლებს და მსჯელობს მის დაცვაზე.

გეო.VII.8. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობ ჰიდროსფეროს შესახებ.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • აღწერს  წყლის მცირე და დიდ წრებრუნვას. ადარებს მათ ერთმანეთს და ქმნის შესაბამის სქემატურ ნახატს;
  • განაზოგადებს ციკლურობის პრინციპს (მაგ., ბრიზები, მუსონები, ყინულწარმოქმნა და დნობა, ოკეანეების მიქცევა-მოქცევითი პროცესები);
  • კონტურულ რუკაზე დააქვს ოკეანეები და მისი ნაწილები, ხმელეთის წყლები;
  • მსჯელობს ოკეანის წყლის თვისებებსა (მარილიანობა, ტემპერატურა) და ოკეანურ დინებებზე;
  • ჩამოთვლის ხმელეთის წყლებს;
  • ასახელებს მიწისქვეშა წყლების სახეებს (გრუნტის, მინერალური და თერმული წყლები, გეიზერები) და გამოთქვამს ვარაუდს მათი წარმოშობის შესახებ;
  • ასახელებს მდინარის ნაწილებს, აკავშირებს მდინარის საზრდოობას და რეჟიმს;
  • ხსნის ტბების და წყალსაცავების სამეურნეო დანიშნულებას;
  • მსჯელობს ოკეანეების, ზღვების და ხმელეთის წყლების მნიშვნელობაზე ადამიანის ყოფასა და საქმიანობაში;
  • ასახელებს ჰიდროსფეროს ძირითად დამაბინძურებლებს და მსჯელობს წყლის რაციონალურ სარგებლობაზე.

გეო.VII.9. მოსწავლეს შეუძლია აღწეროს ბუნებრივი ზონალობის გამომწვევი მიზეზები.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • რუკის მეშვეობით კომპლექსურად ახასიათებს ბუნებრივ ზონებს;
  • ახასიათებს ვერტიკალურ ზონალობას კავკასიონის მაგალითზე;
  • ფოტოსურათის ან რუკის გამოყენებით აღწერს სხვადასხვა ტერიტორიებისთვის დამახასიათებელ ზონებს (მაგ., ტროპიკული ტყეები, უდაბნო, სტეპი და სხვა) და აკავშირებს მას ამ ქვეყნის (რეგიონის) სამეურნეო საქმიანობასთან;
  • მსჯელობს ბუნებრივი ზონების ათვისებაზე.

გეო.VII.10. მოსწავლეს შეუძლია ახსნას გარემოსდაცვითი ღონისძიებების აუცილებლობა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • აანალიზებს გეოეკოლოგიური პრობლემების გამომწვევ ბუნებრივ და ანთროპოგენულფაქტორებს ლოკალურ და გლობალურ დონეზე;
  • ასახელებს გეოეკოლოგიური პრობლემების შედეგებს და გამოთქვამს ვარაუდს, თუ რა მოხდება მათი გადაუჭრელობის შემთხვევაში;
  • ჩამოთვლის და შეძლებისდაგვარად ახორციელებს მისი აზრით, ქვეყნისთვის ან თავისი რეგიონისთვის აუცილებელ გარემოსდაცვით ღონისძიებებს.

მიმართულება: გარემო და სოციალური სისტემები

გეო.VII.11. მოსწავლეს შეუძლია ახსნას გეოგრაფიის, როგორც მეცნიერების როლი.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • განსაზღვრავს გეოგრაფიის შესწავლის ობიექტს და ამოცანებს;
  • აჯგუფებს გეოგრაფიულ დისციპლინებს და მათი შესწავლის ობიექტებს;
  • მოყავს გეოგრაფიული კვლევის შედეგების პრაქტიკული გამოყენების მაგალითები;
  • ადეკვატურად იყენებს გეოგრაფიულ ტერმინოლოგიას.

გეო.VII.12. მოსწავლეს შეუძლია  მოსახლეობის დემოგრაფიულ მახასიათებლებისადა განსახლების თავისებურებების დახასიათება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით მსჯელობს მსოფლიო მოსახლეობის დინამიკის შესახებ და ხსნის ცვლილების მიზეზებს;
  • განმარტავს ძირითად დემოგრაფიულ მაჩვენებლებს (შობადობა, მოკვდაობა, ბუნებრივი მატება), სქესობრივ-ასაკობრივ სტრუქტურას და მსოფლიოში გავრცელებულ აღწარმოების ტიპებს; კითხულობს შესაბამის გრაფიკებს და დიაგრამებს;
  • მსჯელობს სხვადასხვა გარემოში მოსახლეობის განსახლების თავისებურებების შესახებ (მდინარის ხეობების გასწვრივ, ზღვის ნაპირებზე, უდაბნოებში, მთებში, ინდუსტრიულ და აგრარულ რეგიონებში);
  • საკუთარ დასახლებულ პუნქტს ადარებს სხვადასხვა დასახლებული პუნქტების ფოტოსურათებს და გეგმას;
  • შესაბამისი თემატური რუკის გამოყენებით აანალიზებს მოსახლეობის სიმჭიდროვეს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში; გამოყოფს ყველაზე მჭიდროდ და ყველაზე მეჩხრად დასახლებულ რეგიონებს და ცხრილში აჯგუფებს მათ.

                  

პროგრამის შინაარსი

სავალდებულო შინაარსობრივ საკითხთა ჩამონათვალი VII კლასისათვის

(ქვემოთ წარმოდგენილი საკითხები შეადგენს ამ კლასისათვის განკუთვნილი მთლიანი შინაარსის 60%-ს)

  1. გეოგრაფიის საგანი და ამოცანები
  2. გეოგრაფიული ცოდნის განვითარება (ანტიკური ხანა, დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები, გეოგრაფია დღეს)[2]
  3. დედამიწის ისტორია (დედამიწის წარმოშობა, გეოქრონოლოგია, ევოლუცია)
  4. ადგილზე ორიენტირება
  5. რუკა (გრადუსთა ბადე, კოორდინატები, მასშტაბი, ტოპოგრაფიული რუკა, ტურისტული რუკა, ატლასი)
  6. დედამიწის შინაგანი აგებულება (ლითოსფეროს ფილები, კონტინენტების დრეიფი, ვულკანიზმი, მიწისძვრები)
  7. რელიეფი (ძირითადი ფორმები, რელიეფწარმომქმნელი პროცესები, ანთროპოგენული რელიეფი, ბუნებრივ-კატასტროფული პროცესები)
  8. გეოგრაფიული გარსი
  9. წყალი დედამიწაზე (ოკეანეები და მისი ნაწილები, ოკეანის წყლის თვისებები, ხმელეთის წყლები)
  10. ატმოსფერო (ამინდის ელემენტები, ჰავა)
  11. დედამიწის წლიური მოძრაობა
  12. კლიმატური სარტყლები
  13. ბუნებრივი რესურსები
  14. ბუნებრივი რესურსების კლასიფიკაცია
  15. რაციონალური ბუნებათსარგებლობა
  16. ფიზიკურ-გეოგრაფიული ზონები (ბუნებრივი ზონები, სიმაღლებრივი სარტყლები, ანთროპოგენული ლანდშაფტები)
  17. გარემოს დაცვა
  18. მსოფლიო მოსახლეობა (რაოდენობა, შობადობა, მოკვდაობა, ბუნებრივი მატება,სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურა, სიმჭიდროვე)
  19. განსახლების ფორმები

[1] ტემპერატურაზე დაკვირვება უნდა დაიწყოს ერთი თვით ადრე

[2] დახრილი შრიფტით მოცემული შინაარსი არ არის სავალდებულო

VIII კლასი

გეოგრაფია

სტანდარტი

წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით:

დრო და სივრცე გარემო და ეკონომიკა გარემო და სოციალური სისტემები
გეო.VIII.1. მოსწავლეს შეუძლიაგეოგრაფიულიინფორმაციის მოსაპოვებლად რუკის კითხვა და სხვა თვალსაჩინოების ანალიზი.

გეო.VIII.2. მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს გეოგრაფიული ობიექტებისა და ქვეყნების მდებარეობა რუკაზე.

გეო.VIII.3. მოსწავლეს შეუძლია ახსნას, თუ რა გავლენას ახდენს ბუნებრივი პირობები დასახლების ტიპებსა და მეურნეობის განვითარებაზე.

გეო.VIII.4. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს კავკასიის რეგიონი.

გეო.VIII.5. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობატრანსპორტის განვითარებაზე უძველესი  დროიდან დღემდე.

გეო.VIII.6. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ვაჭრობის როლზე ეკონომიკის განვითარებაში.

გეო.VIII. 7. მოსწავლეს შეუძლია  მიგრაციის პროცესისა თავისებურებების დახასიათება.

გეო.VIII.8. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ურბანიზაციის პროცესი.

გეო.VIII. 9. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს მსოფლიოში რეგიონების გამოყოფის პრინციპები და ქვეყნების კლასიფიკაციის მნიშვნელოვანიკრიტერიუმები.

წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები

მიმართულება: დრო და სივრცე

გეო.VIII.1. მოსწავლეს შეუძლია გეოგრაფიული ინფორმაციის მოსაპოვებლად რუკის კითხვა და სხვა თვალსაჩინოების ანალიზი.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • მოსახლეობის აღწერის მასალებზე დაყრდნობით ადგენს სხვადასხვა ტიპის გრაფიკებს და დიაგრამებს;
  • ადგენს წინა ეპოქის რომელიმე ლოკალური გარემოს (მცირე დასახლებული პუნქტი: სოფელი, უბანი და ა.შ.) მენტალურ გეგმას და ადარებს ამავე ადგილის თანამედროვე გეგმას; მსჯელობს, თუ რა ანთროპოგენული ცვლილებები განიცადა გარემომ ამ ორ ეპოქას შორის;
  • განათავსებს ინფორმაციას კონტურულ რუკებზე და სხვა დამხმარეთვალსაჩინოებებზე;
  • გეოგრაფიულ თვალსაჩინოებაზე მოცემულ ერთი ტიპის ინფორმაციას გამოხატავს სხვა სახით (მაგ., მსოფლიო რუკის მიხედვით ქვეყნებს აჯგუფებს კონტინენტების მიხედვით და წარმოადგენს ცხრილის სახით).

გეო.VIII.2. მოსწავლეს შეუძლია განსაზღვრს გეოგრაფიული ობიექტების და ქვეყნების მდებარეობა რუკაზე.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • იყენებს პოლიტიკურ რუკას და აღწერს პირობით ნიშნებს (ფერები, საზღვრები), რომლითაც ხდება ტერიტორიების (სახელმწიფოები, ცალკეულიადმინისტრაციული ერთეულები, დედაქალაქები) აღნიშვნა პოლიტიკურ რუკაზე;
  • რუკისა და სტატისტიკური ინფორმაციის გამოყენებით ადგენს ცხრილს, სადაც განათავსებს კონტინენტების მიხედვით სამი ყველაზე დიდი და სამი ყველაზე მცირე ქვეყნის (ფართობისა და მოსახლეობის მიხედვით) მახასიათებლებს;
  • საკოორდინატო ბადის გამოყენებით განსაზღვრავს სხვადასხვა გეოგრაფიული ობიექტის მდებარეობას, მათ შორის მანძილებსა და მიმართულებებს (მსოფლიოს მნიშვნელოვანი ქვეყნები და დედაქალაქები, საქართველოს რეგიონები და ადმინისტრაციული ცენტრები);
  • იყენებს რუკას და მსჯელობს საქართველოს მდებარეობაზე რეგიონული და მსოფლიო მასშტაბით. ადარებს  რომელიმე სხვა ქვეყნის მდებარეობას;
  • იყენებს ატლასს და ახასიათებს ერთ-ერთ რეგიონს (მდებარეობა, საზღვრები, რელიეფი, ჰიდროგრაფიული ქსელი, ადმინისტრაციული ცენტრები);
  • რუკის გამოყენებით განსაზღვრავს საქართველოს ზოგადგეოგრაფიულ  მდებარეობას; ადარებს მსგავსი და განსხვავებული მდებარეობის ქვეყნებს, აჯგუფებს მათ ცხრილში.

მიმართულება: გარემო და ეკონომიკა

გეო.VIII.3. მოსწავლეს შეუძლია ახსნს, თუ რა გავლენას ახდენს ბუნებრივი პირობები დასახლების ტიპებსა და მეურნეობის განვითარებაზე.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • კონტურულ რუკაზე აღნიშნავს სხვადასხვა ტიპის დასახლებებს და მსჯელობს კონკრეტულ გეოგრაფიულ გარემოში მათი გაჩენის მიზეზებზე (მაგ. რატომ აარსებენ ქალაქებს მდინარეების ნაპირებზე);
  • ფოტოსურათის ან რუკის გამოყენებით აღწერს სხვადასხვა ტერიტორიებისთვის დამახასიათებელ პეიზაჟს (მაგ. ტროპიკული ტყეები, უდაბნო, სტეპი და სხვა) და აკავშირებს მას ამ ქვეყნის (რეგიონის) სამეურნეო საქმიანობასთან;
  • ფოტოსურათების საშუალებით ადარებს სხვადასხვა გეოგრაფიულ გარემოში არსებულ ორ დასახლებას და ადგენს მათ შორის განსხვავებას (მასალა, არქიტექტურა);
  • გამოთქვამს ვარაუდს ბუნებრივ-კატასტროფული მოვლენებისგან შესაძლო თავდაცვის ღონისძიებების შესახებ, ადარებს მათ საქართველოში და სხვა ქვეყნებში დამკვიდრებულ თავდაცვის საშუალებებს (მაგ.: სვანური არქიტექტურის შესაბამისობა გარემოსთან ზვავების საფრთხის გათვალისწინებით, შენობების გადახურვა და სხვ.);
  • იკვლევს სასოფლო-სამეურნეო ბაზრის ასორტიმენტს, აჯგუფებს მათ (მაგ.,ცხრილის საშუალებით) საქართველოს კუთხეების მიხედვით, განსაზღვრავს სასოფლო-სამეურნეო ტიპებს და შედეგებს წარმოადგენს მისთვის სასურველი ფორმით;
  • თანაკლასელებთან ერთად მოიპოვებს ინფორმაციას ბუნებაში ომით გამწვეულ ცვლილებებზე (წყალი, ჰაერი, ნიადაგი, ტყე); ცვლილებების შედეგებს წარმოადგენს ცხრილის ან ნახატის (პლაკატის) სახით;
  • მოიპოვებს ინფორმაციას იმ ტექნოგენური კატასტროფების შესახებ, რომლებიც წარმოიქმნა საომარი მოქმედებების არეალში (მაგ. ა.შ.შ. _ ერაყის ომით გამოწვეული ეკოლოგიური კატასტროფა სპარსეთის ყურეში) და მსჯელობს მათ უარყოფით შედეგებზე.

გეო.VIII.4. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათს კავკასიის რეგიონ.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • იყენებს შესაბამის თემატურ რუკებს და აანალიზებს ევროპა-აზიას შორის საზღვრის გატარების საკითხს (განიხილავს და განაზოგადებს საზღვრის გატარების ალტერნატიულ ვარიანტებს, ასაბუთებს მისთვის მისაღებ ვარიანტს) და გადააქვს იგი კონტურულ რუკაზე;
  • პოლიტიკური და ფიზიკური რუკების გამოყენებით აჯგუფებს ქვეყნებს მდებარეობის მიხედვით; საუბრობს კავკასიის და მასში შემავალი ქვეყნების მდებარეობაზე;
  • იყენებს რუკას და ახასიათებს შავი და კასპიის ზღვების ფიზიკურ-გეოგრაფიულ მახასიათებლებს, მნიშვნელოვან რესურსებს (მინერალური, ბიოლოგიური, რეკრეაციული) და გარემოსდაცვით პრობლემებს; გამოთქვამს მოსაზრებებსგარემოს დაცვის როლსა და პერსპექტივებზე;
  • იყენებს შესაბამის თემატურ რუკებს, სტატისტიკურ ინფორმაციას და მსჯელობს კავკასიის მოსახლეობის რიგ მახასიათებლებზე (მაგ.: დემოგრაფიული, ეთნიკური, რელიგიური მრავალფეროვნება); ავსებს შესაბამის კონტურულ რუკებს;
  • რუკასა და ტექსტში მოძიებული ინფორმაციის გამოყენებით აღწერს კავკასიისათვის დამახასიათებელ მნიშვნელოვან ბუნებრივ რესურსებს (ნავთობი, გაზი, მინერალური წყლები, ტყე და სხვა), გეოგრაფიულ ობიექტებს და ბუნებრივ თავისებურებებს; ავსებს კავკასიის  შესაბამის კონტურულ რუკას;
  • თემატური რუკების მეშვეობით კავკასიის ბუნებრივ პირობებსა და რესურსებს აკავშირებს მოსახლეობის ტრადიციულ სამეურნეო საქმიანობასთან (მაგ.: ზონალურობა და სოფლის მეურნეობის სპეციალიზაცია); ცხრილში აჯგუფებს კავკასიის ქვეყნებს აღნიშნული მახასიათებლის მიხედვით;
  • აგროვებს ინფორმაციას, მსჯელობს კავკასიის ბუნებრივ-კატასტროფულ მოვლენებზე (მიწისძვრა, მეწყერი, ზვავი, ღვარცოფი და სხვა), გარემოსდაცვით პრობლემებზე (მაგ.: შავი და კასპიის ზღების პრობლემები) და მათი გადაჭრის შესაძლო გზებზე;
  • კავკასიის რეგიონს ადარებს მსოფლიოს სხვა რეგიონს თვალსაჩინო ნიშნების მიხედვით (მდებარეობის, ბუნებრივი პირობების, მოსახლეობის და სხვა);მსგავსება-განსხვავებებს გამოსახავს მისთვის მისაღები ფორმით.

გეო.VIII.5. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობ ტრანსპორტის განვითარებაზე უძველესი  დროიდან დღემდე.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • ასახელებს მისთვის ცნობილ სატრანსპორტო საშუალებებს და მსჯელობს მათი გამოყენების ეფექტიანობაზე სხვადასხვა ტიპის პროდუქციის გადაზიდვისას(მაგ.: მანძილი, ხარჯები, დრო);
  • მსჯელობს სხვადასხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალებების განვითარებისა და გამოყენების პერსპექტივებზე განსხვავებულ ბუნებრივ გარემოში;
  • ცხრილში აჯგუფებს გარემო პირობებსა და შესაბამის ეფექტურ სატრანსპორტო საშუალებებს;
  • მოიპოვებს ინფორმაციას სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებების გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შესახებ; ეცნობა მეცნიერების მიღწევებს გარემოსთვის უსაფრთხო თანამედროვე ტრანსპორტის შექმნაში;
  • კონტურულ რუკაზე დააქვს ის სახმელეთო და საზღვაო მარშრუტები, რომლებითაც საქართველო უკავშირდება მეზობელ სახელმწიფოებს;
  • მსჯელობს წარსულში და თანამედროვე ეპოქაში კავკასიის როლზე, როგორც სატრანსპორტო დამაკავშირებელ დერეფანზე ევროპა-აზიას შორის.

გეო.VIII.6. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ვაჭრობის როლზე ეკონომიკის განვითარებაში.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • კონტურულ რუკაზე აღნიშნავს მნიშვნელოვანი მოგზაურობების შედეგად წარმოქმნილ სავაჭრო გზებს (მაგ. დიდი აბრეშუმის გზის მარშრუტი);
  • ირჩევს ერთ-ერთ მნიშვნელოვან სავაჭრო ბრენდს და მსჯელობს ეკონომიკის განვითარებაში მის საერთაშორისო და ადგილობრივ მნიშვნელობაზე; აღნიშნავს მას კონტურულ რუკაზე;
  • იკვლევს სასოფლო-სამეურნეო ბაზრის ასორტიმენტს, ასხვავებს ადგილზე წარმოებულ და იმპორტირებულ პროდუქციას;  შედეგებს წარმოადგენს მისთვის სასურველი ფორმით;
  • იკვლევს სასურსათო მაღაზიის ასორტიმენტს, საქონელს აჯგუფებს ადგილზე წარმოებულ და შემოტანილ პროდუქციად; მსჯელობს საქართველოს კვების პროდუქციაში იმპორტის როლზე და ექსპორტიორ ქვეყნებს  აღნიშნავს კონტურულ რუკაზე;
  • ირჩევს მრეწველობის (მაგ.: ნავთობის და ბუნებრივი აირის მრეწველობა) და სოფლის მეურნეობის (მაგ.: ხორბლის და ყავის წარმოება) ზოგიერთი დარგის პროდუქციას, იკვლევს ამ პროდუქციაზე მოთხოვნას მსოფლიო ბაზარზე და კონტურულ რუკაზე აღნიშნავს უმსხვილეს იმპორტიორ და ექსპორტიორ ქვეყნებს;
  • განმარტავს იმპორტისა და ექსპორტის ცნებებს; სტატისტიკური მასალის ანალიზის საფუძველზე აჯგუფებს სხვადასხვა პროდუქციის იმპორტიორ და ექსპორტიორ ქვეყნებს.

მიმართულება: გარემო და სოციალური სისტემები

გეო.VIII. 7. მოსწავლეს შეუძლია  მიგრაციის პროცესის თავისებურებების დახასიათება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • დემოგრაფიულ საკითხებზე მსჯელობისას იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას;
  • განასხვავებს მიგრაციის ტიპებს (გარე, შიდა, ქანქარისებრი და სხვა) მიმართულებისა და დროის მიხედვით;
  • ასახელებს მიგრაციის ტიპებს, რომლებსაც უკვე იცნობს; მსჯელობს ადამიანის მიგრაციის შესაძლო მიზეზებზე და მოჰყავს შესაბამისი  მაგალითები;
  • ვარაუდობს მიგრაციის შესაძლო შედეგებზე ინდივიდისა (რომელიც ჩართულია ამ პროცესში) და ქვეყნებისათვის (საიდანაც და საითაც მიმართულია კონკრეტული მიგრაცია);
  • ინდივიდუალურად ან ჯგუფური მუშაობისას ცხრილის საშუალებით აჯგუფებს სხვადასხვა მიგრაციასა (ნებაყოფლობითი და იძულებითი _ მონობიდან ტრეფიკინგამდე) და ამ მიგრაციების მიზეზებსა და შედეგებს;
  • ეცნობა სტატისტიკურ მასალას და მსჯელობს ეკონომიკური, პოლიტიკური და ეკოლოგიური მიზეზების შედეგად გარე და შიდა მიგრაციული პროცესების ცვლილებებზე.

გეო.VIII.8. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათს ურბანიზაციის პროცეს.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • აგროვებს მონაცემებს საკუთარი დასახლებული პუნქტის შესახებ, ადარებს სასოფლო და საქალაქო დასახლებების ფოტოებს; განმასხვავებელ ნიშნებს წარმოადგენს ცხრილის სახით;
  • აგროვებს ინფორმაციას (ლიტერატურა, ფოტოები, რუკები) და აღწერს თანამედროვე მეგაპოლისს (აგლომერაცია, კონურბაცია და სხვა); მისთვის დამახასიათებელ ნიშნებს წარმოადგენს სქემის სახით;
  • ეცნობა საქართველოში და სხვა ქვეყნებში დასახლებული პუნქტების სტატუსის მინიჭების კრიტერიუმებს, პირობითი ნიშნების დახმარებით რუკაზე აღნიშნავს სხვადასხვა დასახლების ხალხმრავლობას და ფუნქციებს;
  • ინტერესის მიხედვით აგროვებს ინფორმაციას (გეგმა, რუკა, ფოტოსურათი, სტატისტიკური ინფორმაცია და სხვა) კონტინენტების უდიდეს ქალაქებზე და ადარებს მათ სხვადასხვა ნიშნის მიხედვით (დაგეგმარება, ფუნქციურიდარაიონება, ინფრასტრუქტურა, მოსახლეობა და სხვა). შედეგებს წარმოადგენს მისთვის სასურველი ფორმით (ცხრილი, სქემა, ჩანახატი, წერილობითი თემა და სხვა);
  • ირჩევს თვალსაჩინო კრიტერიუმებს, რისი საშუალებითაც აჯგუფებს საქართველოსა და ევროპაში სხვადასხვა ეპოქაში ურბანიზაციით გამოწვეულ ცვლილებებს; შედეგებს გამოხატავს ცხრილის საშუალებით;
  • იკვლევს ეკონომიკური და პოლიტიკური ცვლილებების გამო ქალაქების ფუნქციის შეძენა-დაკარგვის შედეგად წარმოქმნილ სოციალურ პრობლემებს; მოჰყავს შესაბამისი მაგალითები.

გეო.VIII. 9. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათს მსოფლიოში რეგიონების გამოყოფის პრინციპებ და ქვეყნების კლასიფიკაციის მნიშვნელოვან კრიტერიუმებ.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • იყენებს რუკას და განსაზღვრავს ფიზიკურ-გეოგრაფიული, ისტორიულ-კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ნიშნით მსოფლიოში რეგიონების გამოყოფის თავისებურებებს;
  • იყენებს სასწავლო რუკას და განსაზღვრავს სტრატეგიული რესურსებით (სათბობ-ენერგეტიკული) მდიდარ რეგიონებს; აღნიშნავს მათ კონტურულ რუკაზე;
  • აკვირდება ქვეყნების ჩრდილოეთ-სამხრეთად დაყოფის (ეკონომიკური განვითარების დონის მაჩვენებელ) რუკას და აჯგუფებს ცხრილში ქვეყნებს  განვითარების დონის მიხედვით;
  • ილუსტრაციების ანალიზის საფუძველზე შეიმუშავებს ქვეყნის განვითარების დონის მაჩვენებელ საკუთარ კრიტერიუმებს (სამუშაო ადგილები, სავაჭრო ობიექტები, საშუალო ხელფასი, ტრანსპორტი, საცხოვრებელი) და გამოთქვამს მოსაზრებებს;
  • ადარებს განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში ცხოვრების წესს,ჩამოთვლის მსგავსებასა და განსხვავებებს;
  • ადგენს და ადარებს იმ თვალსაჩინო რესურსების ნუსხას, რომლებიც გამოიყენება მდიდარი და ღარიბი ქვეყნების მეურნეობაში (საშენი მასალა, გასათბობი საშუალებები, ტრანსპორტი და გზები, ელექტროენერგიის წარმოება-მოხმარება და სხვა); მსჯელობს რესურსებსა და ეკონომიკური განვითარების დონეებს შორის არსებულ კავშირებზე;
  • ირჩევს ორი რეგიონს და აჯგუფებს განმასხვავებელ და მსგავს ნიშნებს; მსჯელობს მსგავსება-განსხვავების გამომწვევ მიზეზებზე.

პროგრამის შინაარსი

სავალდებულო შინაარსობრივ საკითხთა ჩამონათვალი VIII კლასისათვის

(ქვემოთ წარმოდგენილი საკითხები შეადგენს ამ კლასისათვის განკუთვნილი მთლიანი შინაარსის 60 %-ს)

  1. გეოგრაფიული მდებარეობა
  2. მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობა
  3. მსოფლიო მოსახლეობის სიმჭიდროვე
  4. განსახლების ფორმები
  5. მიგრაცია
  6. ურბანიზაცია
  7. მეურნეობის სტრუქტურა
  8. სოფლის მეურნეობა
  9. მრეწველობა
  10. ტურიზმი
  11. ტრანსპორტი
  12. კავშირგაბმულობა
  13. მდგრადი განვითარება
  14. სახელმწიფოს მმართველობის ფორმები
  15. ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობა
  16. ქვეყნები განვითარების დონის მიხედვით
  17. რეგიონებად დაყოფის პრინციპები
  18. ძირითადი რეგიონები
  19. კონტინენტები[1]
  20. კავკასიის გეოგრაფია
  21. შავი და კასპიის ზღვები (გარკვეული სქემის მიხედვით: გეოგრაფიული მდებარეობა, ბუნებრივი პირობები და რესურსები, ძირითადი პორტები, ეკოლოგიური პრობლემები)
  22. განვითარებული და განვითარებადი ქვეყნები

[1] დახრილი შრიფტით მოცემული შინაარსი არ არის სავალდებულო

VIII კლასი

უსაფრთხოება საგანგებო ვითარებებში

სტანდარტი

წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით:

პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფა საგანგებო ვითარებებში უსაფრთხო ქცევის საფუძვლები
უსაფ.VIII.1. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს ადგილზე  ორიენტაციის საშუალებები უცნობ ადგილას უსაფრთხოდ მოძრაობისათვის.

უსაფ.VIII.2. მოსწავლეს შეუძლია აღწეროს თვითგადარჩენის მოქმედებები  და  შესაბამისი ღონისძიებები.

უსაფ.VIII.3. მოსწავლეს შეუძლია დაუკავშიროს ერთმანეთს საქართველოსათვის დამახასიათებელი საგანგებო სტუაციების არსი გამომწვევ მიზეზებსა და შესაძლო შედეგებს.

უსაფ.VIII.4. მოსწავლეს შეუძლიასაგანგებო სიტუატუაციებში მოქმედებისა და ქცევის წესების ცოდნის გამოვლენა.

წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები

მიმართულება: პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფა

უსაფ.VIII.1. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს ადგილზე ორიენტაციის  საშუალებები უცნობ ადგილას უსაფრთხოდ მოძრაობისათვის.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • ადგილზე ორიენტაციისათვის სარგებლობს ტოპოგრაფიული საშუალებებითა და მარტივი სანავიგაციო ხელსაწყოებით;
  • უცნობ გარემოში ორიენტაციისათვის იყენებს შესაბამის ბუნებრივ ნიშნებსა თუ თავისებურებებს.

უსაფ.VIII.2. მოსწავლეს შეუძლია  აღწეროს თვითგადარჩენის მოქმედებები  და  შესაბამისი ღონისძიებები.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • კონკრეტული სიტუაციის შესაბამისად ასახელებს ადამიანის თვითგადარჩენის აუცილებელ ღონისძიებებს;
  • კონკრეტული სიტუაციის შესაბამისად თანმიმდევრობით ჩამოთვლის ადამიანის თვითგადარჩენის მოქმედებებს.

მიმართულება: საგანგებო ვითარებებში უსაფრთხო ქცევის საფუძვლები

უსაფ.VIII.3. მოსწავლეს შეუძლია დაუკავშიროს ერთმანეთს საქართველოსათვის დამახასიათებელი საგანგებო სტუაციების არსი გამომწვევ მიზეზებსა და შესაძლო შედეგებს.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • აღწერს საქართველოსათვის დამახასიათებელ საგანგებო სიტუაციებსა და მათ გამომწვევ მიზეზებს;
  • ასახელებს კონკრეტული საგანგებო სიტუაციით გამოწვეულ შესაძლო შედეგებს;
  • აჯგუფებს საგანგებო სიტუაციებს გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების მიხედვით.

უსაფ.VIII.4. მოსწავლეს შეუძლია საგანგებო სიტუაციებში მოქმედებისა და ქცევის წესების ცოდნის გამოვლენა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • კონკრეტული საგანგებო სიტუაციის შესაბამისად აღწერს შესაძლო შედეგების თავიდან აცილების ღონისძიებებს;
  • აღწერს კონკრეტული საგანგებო სიტუაციით გამოწვეული შედეგების შერბილების ღონისძიებებს.

პროგრამის შინაარსი:

 სავალდებულო შინაარსობრივ საკითხთა ჩამონათავლი

(ქვემოთ წარმოდგენილი საკითხები შეადგენს ამ კლასისათვის განკუთვნილი მთლიანი შინაარსის 60 %-ს).

საგანგებო სიტუაციები და უსაფრთხოება:  საგანგებო სიტუაციების არსი, მათი გამომწვევი მიზეზები, კლასიფიკაცია და მათთან დაკავშირებული ძირითადი ცნებები და განზომილებები. საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და შესაძლო შედეგების შერბილების ღონისძიებები. საგანგებო სიტუაციებში მოქმედებისა და ქცევის წესები.

საქართველოსთვის დამახასიათებელი ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციები: საგანგებო სიტუაციების დახასიათება. მათი კლასიფიკაცია და მათგან გამოწვეული დამაზიანებელი ფაქტორები. ეკოლოგიური წონასწორობის დარღვევასთან დაკავშირებული საგანგებო სიტუაციები.

ტოპოგრაფია და ნავიგაცია:  ტოპოგრაფიული რუკების დანიშნულება, კლასიფიკაციადანიშნულებისა და მასშტაბების მიხედვით. მანძილების გაზომვა რუკაზე. წერტილების მონიშვნა კოორდინატების მეშვეობით რუკაზე და წერტილების კოორდინატების განსაზღვრა.  რელიეფის ტიპიური ფორმებისა და დეტალების ამოცნობა რუკებზე, სიმაღლეებისა და დახრილობების გაზომვა, ხილვადობის დადგენა. აზიმუტებით მოძრაობა მოცემული კუთხეებისა და მანძილების მეშვეობით და წინააღმდეგობის გარს შემოვლა. გლობალური პოზიციონირების სისტემების (GPS) საფუძვლები, თვითგადარჩენის ღონისძიებებისა და მოქმედებების შესწავლა.

IX კლასი

  გეოგრაფია (საქართველოს გეოგრაფია)

სტანდარტი

წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით:

დრო და სივრცე გარემო და ეკონომიკა გარემო და სოციალური სისტემები
გეო.IX.1. მოსწავლეს შეუძლია რუკების და სხვა თვალსაჩინოებების (ფოტოები, გრაფიკები, ცხრილები, დიაგრამები და სხვა)დახმარებითდაახასიათოს ადგილი, მოვლენა და პროცესი;შეადგინოს თემატურირუკები.

გეო.IX.2. მოსწავლეს შეუძლია განიხილოს საქართველოს მდებარეობა და დაადგინოს ქვეყნისათვის მისი მნიშვნელობა.

გეო.IX.3. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს და გაანალიზოს საქართველოს ბუნებრივიპირობები.

გეო.IX.4. მოსწავლეს შეუძლია დაუკავშიროს საქართველოს ძირითადი ბუნებრივი და ანთროპოგენული ლანდშაფტები მათ სამეურნეო გამოყენებას.

გეო.IX.5. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს საქართველოში გეოეკოლოგიური პრობლემების  წარმოქმნის ბუნებრივი და ანთროპოგენურიწყაროები.

გეო.IX.6. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს საქართველოში მეურნეობის სტრატეგიული დარგები და მათი განვითარების პერსპექტივები.

გეო.IX.7. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს საქართველოს ადგილი მსოფლიოში სოციალურ-ეკონომიკური პარამეტრების მიხედვით.

გეო.IX.8. მოსწავლეს შეუძლია მოსახლეობის დემოგრაფიული მაჩვენებლებისა და დინამიკური მახასიათებლების დაკავშირება ქვეყნის ეკონომიკურ აქტივობასთან.

გეო.IX.9. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს საქართველოს მოსახლეობის მიგრაციისადა ურბანიზაციის პროცესები და გამოთქვას ვარაუდები მომავალთან დაკავშირებით.

გეო.IX.10. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ქართულ ტრადიციები გეოგრაფიულ თავისებურებებთან მიმართებაში.

წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები

მიმართულება: დრო და სივრცე

გეო.IX.1. მოსწავლეს შეუძლია რუკების და სხვა  თვალსაჩინოებების (ფოტოები, გრაფიკები, ცხრილები, დიაგრამები და სხვა) დახმარებით დაახასიათს ადგილ, მოვლენა და პროცეს; შეადგს თემატურ რუკებ.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • აანალიზებს რუკების, გრაფიკების, ცხრილების, დიაგრამების და სქემების საშუალებით წარმოდგენილ გეოგრაფიულ ინფორმაციას;
  • ფოტოების მიხედვით აანალიზებს საქართველოს პეიზაჟებს;
  • საკოორდინატო ბადის გამოყენებით განსაზღვრავს საქართველოს მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ობიექტების და ადმინისტრაციული ცენტრების მდებარეობას;
  • საკვლევი მიზნის გათვალისწინებით მოიძიებს და საჭიროებისამებრ იყენებს შესაბამის თემატურ რუკებს;
  • ერთი და იმავე ადგილის სხვადასხვა თემატური რუკის შეჯერების საფუძველზე ატარებს კომპლექსურ ანალიზს (მაგ. ფიზ.გეოგრაფიული, მოსახლეობის, სოფლის-მეურნეობის სპეციალიზაციის რუკები);
  • მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე ადგენს საქართველოს თემატურ რუკებს (სამხარეო, ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციები, მოსახლეობის სიმჭიდროვე, ძირითადი რელიგიების გავრცელება და სხვა);
  • სტატისტიკური ინფორმაციის საფუძველზე ადგენს სხვადასხვა სირთულის ნახაზებს (გრაფიკი, დიაგრამა და სხვა);
  • ჯგუფური მუშაობისას თითოეული ჯგუფი ირჩევს სხვადასხვა ისტორიულ-გეოგრაფიულ პროვინციას ექსპედიციის ჩასატარებლად და კლასის წინაშე წარმოადგენს მისი განხორციელების მარტივ გეგმას (მიზანი, მარშრუტი, ვადა, გადაადგილების საშუალება, არჩეული მარშრუტის უპირატესობა სხვებთან შედარებით, წასაღები ნივთების სია და ა.შ.); ადგენს ექსპედიციის ამსახველ სქემატურ გეგმას.

გეო.IX.2. მოსწავლეს შეუძლია განიხილოს საქართველოს მდებარეობა და დაადგინოს  მისი მნიშვნელობა ქვეყნისათვის.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • მსჯელობს საზღვრების გატარების თავისებურებებსა და მნიშვნელობაზე საერთაშორისო, ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე;
  • მსჯელობს საქართველოს ტერიტორიის ფორმირების შესახებ; აღნიშნავსსხვადასხვა ეპოქის საზღვრებს კონტურულ რუკებზე;
  • ხსნის ფიზიკურ-გეოგრაფიული, ეკონომიკურ-გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური მდებარეობის განმსაზღვრელ ფაქტორებს ლოკალურ და გლობალურ დონეებზე; ავლებს პარალელებს მსოფლიოს ქვეყნებთან;
  • აფასებს საქართველოს მდებარეობას, ბუნებრივ პირობებს და სტრატეგიულ რესურსებს (მინერელური რესურსები); გამოთქვამს ვარაუდს ქვეყნის განვითარების პერსპექტივაზე;
  • მოიძიებს ევროპა-აზიის საზღვრის გატარების სხვადასხვა ვერსიებს საქართველოსთან მიმართებაში. ასაბუთებს მისთვის მისაღები ვარიანტის მართებულობას და გადააქვს იგი კონტურულ რუკაზე.

მიმართულება: გარემო და ეკონომიკა

გეო.IX.3. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათს და აანალიზს საქართველოს ბუნებრივ პირობებ.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • ადგენს მიზეზშედეგობრივ კავშირებს ფიზიკურ-გეოგრაფიულ პირობებსშორის და მსჯელობს მათ გავრცელებაზე (მაგ.: საქართველოს რელიეფის ფორმებს და ჰავის თავისებურებებს უკავშირებს ჰიდროგრაფიული ქსელის ჩამოყალიბება-გავრცელებას); ამ მაჩვენებლების მიხედვით ადარებს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს;
  • რუკის და სხვა ინფორმაციის გამოყენებით ახასიათებს მნიშვნელოვან გეოგრაფიულ ობიექტებს და მოვლენებს; მათგან გამოარჩევს რეკორდული მაჩვენებლების მქონეს (ნალექიანობა, ქარიანობა, მეწყერი და სხვა) და ავსებს შესაბამის კონტურულ რუკას;
  • რუკებისა და ტექსტური მასალის გამოყენებით აღწერს საქართველოსათვის დამახასიათებელ მნიშვნელოვან რესურსებს (მინერალური და საწვავი რესურსები და სხვა) და აკავშირებს მოსახლეობის სამეურნეო საქმიანობასთან (მაგ.: ზონალურობა და სოფლის მეურნეობის სპეციალიზაცია); აღნიშნული მახასიათებლის მიხედვით აჯგუფებს საქართველოს რეგიონებს;
  • აგროვებს ინფორმაციას (სახელმძღვანელო, მასმედია და სხვა), მსჯელობს საქართველოს ბუნებრივ-კატასტროფულ მოვლენებზე (მიწისძვრა, მეწყერი, ღვარცოფი და სხვა), გარემოსდაცვით პრობლემებზე  და მათი გადაჭრის შესაძლო გზებზე;
  • აგროვებს ინფორმაციას (საქართველოს ატლასისა და სხვა თვალსაჩინოების მიხედვით) და ადარებს საქართველოს ორ განსხვავებულ რეგიონს თვალსაჩინო ნიშნების მიხედვით (მდებარეობის, რელიეფის, კლიმატის, ჰიდროგრაფიული ქსელის და სხვა); მსგავსება-განსხვავებებს გამოსახავს მისთვის მისაღები ფორმით;
  • ადარებს და აჯგუფებს საქართველოს ენერგეტიკულ რესურსებს (მაგ.: ტრადიციული და ალტერნატიული ენერგეტიკული რესურსები) გარემოზე მათი ზემოქმედების ხარისხის მიხედვით.;
  • ეცნობა მდგრადი განვითარების გარემოსდაცვით პრობლემებს, გამოყოფს მათგან საქართველოსთვის აქტუალურს და მსჯელობს გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებზე.

გეო.IX.4. მოსწავლეს შეუძლია დაუკავშიროს საქართველოს ძირითადი ბუნებრივი და ანთროპოგენული ლანდშაფტები მათ სამეურნეო გამოყენებას.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • თვალსაჩინო ნიშნების მიხედვით მსჯელობს საქართველოს სახასიათო ბუნებრივი ლანდშაფტების (ზღვისპირა, ტყის, მთის და ბარის ლანდშაფტები) თავისებურებებზე;
  • აგროვებს ინფორმაციას (საქართველოს ატლასისა და სხვა თვალსაჩინოების მიხედვით) და ლანდშაფტის ფარგლებში აკავშირებს არსებულ ბუნებრივ ფაქტორებს, მოსახლეობასა და მეურნეობას; მსჯელობს მისი მდგრადი განვითარების პერსპექტივაზე;
  • იყენებს რუკებს და ხსნის საქართველოს აგრარული და ინდუსტრიული, ბუნებრივი და ანთროპოგენული ლანდშაფტების  გავრცელების თავისებურებებს;
  • ილუსტრაციების საშუალებით ადარებს საქართველოს ბუნებრივსა და ანთროპოგენულ ლანდშაფტებს (აგრარულ და ინდუსტრიულ) მსოფლიოს ანალოგებს; მსგავსება-განსხვავებებს გამოხატავს მისთვის სასურველი ფორმით.

გეო.IX.5. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზს საქართველოში გეოეკოლოგიური პრობლემების  წარმოქმნის ბუნებრივ და ანთროპოგენურ წყაროებ.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • ჩამოთვლის საქართველოში ნიადაგის, წყლის, ჰაერის ძირითადი დაბინძურების წყაროებს, აჯგუფებს მათ წარმოშობის მიხედვით და მსჯელობს დაბინძურების კლების შესაძლო გზებზე; კვლევის შედეგებს გამოსახავს სქემის / ცხრილის სახით;
  • აღწერს საქართველოში გავრცელებული ზოგიერთი ბუნებრივი სტიქიური მოვლენის კატასტროფულ ხასიათს და ვარაუდობს მათი თავიდან აცილების შესაძლო ღონისძიებებს; კლასის წინაშე წარმოადგენს კვლევის შედეგებს;
  • ჩამოთვლის საქართველოში მომუშავე ბუნებისდაცვით ორგანიზაციებს და ეცნობა მათი მუშაობის სტრატეგიებს; შეუძლია საჭიროებისამებრ მათ მიმართოს;
  • თანატოლებთან ერთად ადგენს და შეძლებისდაგვარად ახორციელებს გარემოსდაცვით მარტივ პროექტებს (მიზანი, ამოცანები, გადაჭრის გზები, მოსალოდნელი შედეგები);
  • აანალიზებს საქართველოში დაცული ტერიტორიების სხვადასხვა ფორმების არსებობის მნიშვნელობას (ეცნობა მსოფლიოში არსებულ ანალოგებს) და რუკის გამოყენებით მსჯელობს მათი განვითარების პერსპექტივებზე;
  • სხვადასხვა ტიპის გეოგრაფიული ლიტერატურისა და თვალსაჩინოებებისდახმარებით მსჯელობს საქართველოში დაცული ტერიტორიებისმდებარეობაზე, შექმნის მიზეზებზე (მაგ.: ბაწარა _ უთხოვარი; ბაბანეური _ ძელქვა) და ადგენს შესაბამის სქემას.

გეო.IX.6. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს საქართველოში მეურნეობის სტრატეგიული დარგები და მათი განვითარების პერსპექტივები.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • ჩამოთვლის საქართველოს მეურნეობის სტრატეგიული დარგების (მაგ.: ტურზმის, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა და სხვა) განვითარებისათვის საჭირო ფაქტორებს, რის საფუძველზეც აჯგუფებს დასახლებებს, რაიონებს ან რეგიონებს;
  • მსჯელობს საქართველოში მეურნეობის სტრატეგიული დარგების (მაგ.:  აგრობიზნესის და სხვა) განვითარების პერსპექტივებზე მსოფლიოს ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით;
  • იყენებს ვახუშტი ბაგრატიონის ”აღწერა სამეფოსა საქართველოსას”, ახასიათებს იმდროინდელი საქართველოს სოფლის მეურნეობის ზონალურობას და ადარებს მას თანამედროვე სურათს;
  • მსჯელობს საქართველოში სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებების მნიშვნელობასა და განვითარების პერსპექტივაზე. კონტურულ რუკაზე აღნიშნავს მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძებსა და მაგისტრალებს;
  • მოიძიებს ინფორმაციას სხვადასხვა სახეობის ტურიზმის განვითარებისათვის აუცილებელი ბუნებრივი გარემოსა და ინფრასტრუქტურის შესახებ. ირჩევს საქართველოს ერთ-ერთ რაიონს და წერს პროექტს ტურიზმის შესაბამისი სახეობის განვითარებაზე;
  • სტატისტიკური მასალის საფუძველზე იკვლევს საქართველოს სავაჭრო ბალანსის ტრანსფორმაციას XX-XXI საუკუნეების მანძილზე და უკავშირებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას;
  • ეცნობა მდგრადი განვითარების ეკონომიკურ თემებს, გამოყოფს მათგან საქართველოსთვის აქტუალურს და მსჯელობს გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებზე.

გეო.IX.7. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს საქართველოს ადგილი მსოფლიოში სოციალურ-ეკონომიკური პარამეტრების მიხედვით.

შედეგი თვალსაჩინოა, როდესაც მოსწავლე:

  • ილუსტრაციების ანალიზის საფუძველზე შეიმუშავებს ქვეყნის განვითარების დონის მაჩვენებელ საკუთარ კრიტერიუმებს (სამუშაო ადგილები, სავაჭრო ობიექტები, საშუალო ხელფასი, ტრანსპორტი, საცხოვრებელი) და ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებებს;
  • ჰუმანური განვითარების ინდექსის რუკის საშუალებით ასხვავებს სხვადასხვა ქვეყნებს და საქართველოს; მსჯელობს ამ კლასიფიკაციის თავისებურებაზე; ადგენს შესაბამის ნახაზს/ცხრილს;
  • მსჯელობს სხვადასხვა სფეროში საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის პერსპექტივების შესახებ და შედეგებს გამოხატავს სასურველი ფორმით.

მიმართულება: გარემო და სოციალური სისტემები

გეო.IX.8. მოსწავლეს შეუძლია მოსახლეობის დემოგრაფიული მაჩვენებლებისა და დინამიკური მახასიათებლების დაკავშირება ქვეყნის ეკონომიკურ აქტივობასთან.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით მსჯელობს საქართველოს მოსახლეობის დინამიკის, განსახლების და სიმჭიდროვის შესახებ; აკავშირებს მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან;
  • ახასიათებს საქართველოში მოსახლეობის აღწერის ტრადიციებს (გურჯისტანის ვილაეთის დიდი დავთარი, რუსეთის იმპერიის აღწერები, სსრკ-ის მოსახლეობის საყოველთაო აღწერები, დამოუკიდებელი საქართველოს 2002 წ. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა); ადარებს მათ სხვა ქვეყნების ანალოგიურ გამოცდილებას და მსჯელობს მათ საიმედობაზე;
  • აანალიზებს საქართველოს მოსახლეობის დემოგრაფიულ პერსპექტივას; სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე ადგენს სქესობრივ-ასაკობრივ პირამიდებს და ადარებს სხვადასხვა აღწარმოების ტიპის მქონე ქვეყნების ანალოგებს;
  • სტატისტიკური ინფორმაციის საფუძველზე ადარებს საქართველოს ორ კონტრასტულ რეგიონში არსებულ დემოგრაფიულ ვითარებას; მსჯელობს შექმნილი ვითარების გამომწვევ მიზეზებზე და სიტუაციის გაუმჯობესების გზებზე;
  • მოიპოვებს ინფორმაციას და მსჯელობს სხვადასხვა ქვეყნებში განხორციელებული დემოგრაფიული პოლიტიკის შესახებ; გამოთქვამს ვარაუდს საქართველოში შესაძლო დემოგრაფიული პოლიტიკის გატარებაზე.

გეო.IX.9. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზს საქართველოს მოსახლეობის მიგრაციის და ურბანიზაციის პროცესებ და გამოთქვას ვარაუდები მომავალთან დაკავშირებით.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • მსჯელობს საქართველოში არსებული მიგრაციული პროცესების გამომწვევ მიზეზებზე, ნაკადებზე, სიხშირეზე და უკავშირებს მათ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონეს;
  • კლასში ჯგუფური მუშაობისას შემუშავებული სოციოლოგიური გამოკვლევის ანკეტის საფუძველზე ატარებს გამოკითხვას (კლასში, სკოლაში, სანათესაოში, სამეზობლოში); მსჯელობს საქართველოში მიგრაციული პროცესების განვითარებაზე და შედეგებს წარმოადგენს კლასის წინაშე;
  • მოიპოვებს ინფორმაციას სამხედრო კონფლიქტებისა და სტიქიური მოვლენების მიზეზით იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ და მსჯელობს წარმოქმნილ სოციალურ-ეკონომიკურ სირთულეებზე, გამოთქვამს მოსაზრებებს პრობლემის დარეგულირებაზე;
  • მსჯელობს ურბანიზაციის ხელშემწყობ და ხელშემშლელ ფაქტორებზე და მათთან დაკავშირებულ სოციალურ, ეკონომიკურ და ეკოლოგიურ პრობლემებზე; პრობლემებს აჯგუფებს ცხრილში;
  • იკვლევს ეკონომიკური და პოლიტიკური ცვლილებების შედეგად საქართველოში დასახლებების ფუნქციის დაკარგვა / შეძენის შედეგად წარმოქმნილ სოციალურ პრობლემებს და შედეგებს გამოხატავს მისთვის სასურველი ფორმით (ცხრილი, სქემა. . . );
  • ირჩევს საქართველოს ერთ-ერთ ქალაქს და ქმნის მისი პერსპექტიული განვითარების მარტივ მოდელს;
  • აანალიზებს საქართველოს დასახლებების ტიპებს, სიდიდეს, ფუნქციას და ადარებს მათ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კონტრასტულ ანალოგებს; შედეგებს გამოხატავს მისთვის სასურველი ფორმით (ვერბალური, წერილობითი, ნახატის სახით);
  • გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას საქართველოს შიდა და გარე მიგრაციული პროცესების შედეგად გამოწვეულ სოციალურ ცვლილებებზე და მსჯელობს სიტუაცის გაუმჯობესების შესაძლო გზებზე.

გეო.IX.10. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ქართულ ტრადიციები გეოგრაფიულ თავისებურებებთან მიმართებაში.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • აკავშირებს ხალხური არქიტექტურის მრავალფეროვნებას საქართველოს ბუნებრივ პირობებთან; ადარებს სხვადასხვა ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციის სამოსახლოს და მსგავსება-განსხვავებებს გამოხატავს მისთვის სასურველი ფორმით (ნახატი, ცხრილი და სხვა);
  • მსჯელობს საქართველოში გავრცელებული ხალხური რეწვის მრავალფეროვნების გამომწვევ გეოგრაფიულ ფაქტორებზე. ადარებს და ცხრილში აჯგუფებს სხვადასხვა ისტორიულ-გეოგრაფიულ პროვინციაში არსებულ ხალხური რეწვის ტრადიციებს;
  • მსჯელობს საქართველოს კუთხეებში გავრცელებული ტრადიციული ჩაცმულობის, სამზარეულოს და სუფრის თვითმყოფადობაზე, უკავშირებს მათ გარემოს თავისებურებებს, ადარებს ერთმანეთს და მსგავსება-განსხვავებებს გამოხატავს მისთვის სასურველი ფორმით (წერს თემას, აკეთებს სტენდს, ჩანახატს და სხვა);
  • მსჯელობს საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიულ პროვინციებში გავრცელებული რიტუალების შესახებ; ადარებს მსგავსი შინაარსის მქონე რიტუალებს და მსგავსება-განსხვავებებს გამოხატავს მისთვის სასურველი ფორმით (წერილობითი, ზეპირი, ცხრილის).

პროგრამის შინაარსი[1]

სავალდებულო შინაარსობრივ საკითხთა ჩამონათვალი IV კლასისათვის

(ქვემოთ წარმოდგენილი საკითხები შეადგენს ამ კლასისათვის განკუთვნილი მთლიანი შინაარსის 60%-ს)

ზოგადი ნაწილი

  1. საქართველოს მდებარეობა   (სხვადასხვა მიდგომა, მათ შორის ცივილიზაციური)
  2. ტერიტორიის ფორმირება
  3. ქართული გეოგრაფიული აზროვნების განვითარება, ქართული გეოგრაფიის ფუძემდებლები, უცხოელთა თვალით დანახული საქართველო
  4. საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, ტერიტორია, საზღვრები, ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციები
  5. ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობა

ბუნებრივი პირობები და ბუნებრივი რესურსები

  1. საქართველოს ბუნებრივი პირობები და მოსახლეობის სამეურნეო საქმიანობა
  2. ბუნებრივი რესურსები; მინერალური რესურსები
  3. რელიეფის ტიპები და ძირითადი ფიზიკურ-გეოგრაფიული რაიონები
  4. რელიეფის  სამეურნეო ათვისება
  5. რელიეფთან დაკავშირებული სტიქიური მოვლენები და მათი  თავიდან აცილების გზები
  6. შავი ზღვა. მისი მნიშვნელობა, სამეურნეო გამოყენება და დაცვა
  7. ჰავა, ძირითადი კლიმატწარმომქმნელი ფაქტორები
  8. ჰავის ძირითადი ელემენტები, ატმოსფეროს ცირკულაცია, ჰავის ძირითადი ტიპები
  9. ჰავასთან დაკავშირებული სტიქიური მოვლენები
  1. ატმოსფეროს დაჭუჭყიანების ძირითადი წყაროები, თავიდან აცილების გზები და დაცვა
  1. საქართველოს შიგა წყლები: მდინარეები, ტბები, წყალსაცავები, ჭაობები, მყინვარები; მათი გამოყენება და დაცვა
  1. წყლით გამოწვეული სტიქიური მოვლენები: წყალდიდობა, წყალმოვარდნა, ღვარცოფი და მათი თავიდან აცილების ღონისძიებები
  1. საქართველოს ნიადაგები და მიწის რესურსები
  2. მცენარეთა საფარი და ცხოველთა სამყარო
  3. ტყის რესურსები, მისი სამეურნეო გამოყენება და დაცვა
  4. საქართველოს ბუნების დაცვა და გარემოს დაცვითი ორგანიზაციები
  5. დაცული ტერიტორიები, გამოყოფის პრინციპები და კატეგორიები
  6. ეკოლოგიური პრობლემები

მოსახლეობა[2] და ეკონომიკა[3]

  1. დემოგრაფიული  წარსული და დღევანდელობა
  2. მოსახლეობის დინამიკა
  3. მოსახლეობის ბუნებრივი მოძრაობა
  4. მოსახლეობის მექანიკური მოძრაობა
  5. მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი და სოციალური სტრუქტურა
  6. დემოგრაფიული პოლიტიკა და მისი გატარების გზები
  7. მოსახლეობის ეროვნული და რელიგიური შემადგენლობა
  8. მოსახლეობის განსახლება და სიმჭიდროვე
  9. ურბანიზაცია და დასახლების ტიპები
  10. ჰუმანური განვითარების ინდექსი
  11. საქართველოს ეკონომიკა დღეს
  12. მრეწველობის ძირითადი დარგები
  13. სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგები
  14. ტრანსპორტი
  15. მომსახურების სფერო
  16. ტურისტულ-რეკრეაციული რესურსები  და ეკონომიკა
  17. საქართველოს მოსახლეობის ტრადიციები
  18. პარტნიორი ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები

რეგიონები[4]

  1. თბილისი
  2. კახეთი
  3. ქვემო ქართლი
  4. შიდა ქართლი
  5. მცხეთა-მთიანეთი
  6. სამცხე – ჯავახეთი
  7. იმერეთი
  8. რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი
  9. სამეგრელო ზემო სვანეთი
  10. გურია
  11. აჭარა
  12. აფხაზეთი

[1] არ არის აუცილებელი, თითოეულ ქვეთავს/თემას ცალკეული გაკვეთილი მიეძღვნას. შესაძლებელია, ავტორმა, მასწავლებელმა თემები დააკავშიროს ერთმანეთთან, მაგ., სოფლის მეურნეობა დაუკავშიროს ნიადაგებსა და კლიმატს

[2] მოსახლეობის აღწერებზე და მიმდინარე აღრიცხვის მასალებზე დაყრდნობით

[3] თანამედროვე მონაცემებზე დაყრდნობით

[4] დახრილი შრიფტით მოცემული შინაარსი არ არის სავალდებულო.

 X კლასი

გეოგრაფია (მსოფლიოს გეოგრაფია)

სტანდარტი 

წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით:

დრო და სივრცე გარემო და ეკონომიკა გარემო და სოციალური სისტემები
გეო.X.1. მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს პოლიტიკური რუკის ფორმირება მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებთან. გეო.X.2. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ქვეყნების ადგილი მსოფლიოში რიგი სოციალური და ეკონომიკური პარამეტრების მიხედვით.

გეო.X.3.  მოსწავლეს შეუძლიაქვეყნების კლასიფიკაციის საფუძველზე გააანალიზოს მათი განვითარების პერსპექტივები.

გეო.X.4. მოსწავლეს შეუძლია შეადაროს ერთმანეთს ქვეყნები სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით და იმსჯელოს მსგავსება-განსხვავების მიზეზებზე.

გეო.X.5. მოსწავლეს შეუძლიამსოფლიოს მოსახლეობის განსახლების თავისებურებების კვლევა დდემოგრაფიული ვითარების გაანალიზება.

გეო.X.6. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ტერიტორიული და გეოპოლიტიკური ფაქტორების გავლენა საზოგადოების განვითარებაზე.

წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები

მიმართულება: დრო და სივრცე

გეო.X.1. მოსწავლეს შეუძლია დააკავშირს პოლიტიკური რუკის ფორმირება მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებთან.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • გამოყოფს მსოფლიოს პოლიტიკური რუკის ჩამოყალიბების ძირითად ეტაპებს, მსჯელობს პოლიტიკურ რუკაზე ასახულ რაოდენობრივ და თვისობრივ ცვლილებებზე; შედეგებს გამოსახავს მისთვის სასურველი ფორმით;
  • ჯგუფური მუშაობისას აანალიზებს მოძიებულ ინფორმაციას მსოფლიოში XX საუკუნის 90-იან წლებში მიმდინარე პროცესების შესახებ და უკავშირებს მათ თანამედროვე პოლიტიკური რუკის ფორმირებას; მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს გამოხატავს სასურველი ფორმით;
  • ეპოქების მიხედვით მსოფლიოს პოლიტიკური რუკის ცვლილებები დააქვს კონტურულ რუკებზე და ქმნის თემატურ ატლასს.

მიმართულება: გარემო და ეკონომიკა

გეო.X.2. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ქვეყნების ადგილი მსოფლიოში რიგი სოციალური და ეკონომიკური პარამეტრების მიხედვით.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • ჩამოთვლის და აჯგუფებს ქვეყნების განვითარების ხელშემშლელ და ხელშემწყობ (გეოგრაფიული მდებარეობა, სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ) ფაქტორებს; აანალიზებს აღნიშნული ფაქტორების გავლენას ქვეყნების განვითარებაზე და გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას;
  • შეიმუშავებს ქვეყნის განვითარების დონის მაჩვენებელ საკუთარ კრიტერიუმებს (სამუშაო ადგილები, სავაჭრო ობიექტები, საშუალო ხელფასი, ტრანსპორტი, საცხოვრებელი) და ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებებს;
  • აკვირდება ქვეყნების ჩრდილოეთ-სამხრეთად დაყოფის (ეკონომიკური განვითარების დონის მაჩვენებელ) რუკას და აჯგუფებს ცხრილში ქვეყნებს კონტინენტების და განვითარების დონის მიხედვით;
  • ადგენს და ადარებს ერთმანეთს იმ რესურსების ნუსხებს, რომლებიც გამოიყენება მდიდარი და ღარიბი ქვეყნების მეურნეობაში; მსჯელობს რესურსებსა და ეკონომიკურ განვითარების დონეს შორის არსებულ კავშირებზე;
  • ადარებს მთლიანი შიდა პროდუქტისა და ჰუმანური განვითარების ინდექსის მიხედვით ქვეყნების მაჩვენებლებს; გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებებს თითოეული მათგანის სრულყოფილებასა თუ ხარვეზებზე.

გეო.X.3.  მოსწავლეს შეუძლია ქვეყნების კლასიფიკაციის საფუძველზე გააანალიზოს მათ განვითარების პერსპექტივები.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლეს:

  • ესმის რეგიონული დაყოფის პრინციპი;
  • ეცნობა რამდენიმე განსხვავებული რეგიონის რუკას და მსჯელობს მათი გამოყოფის პრინციპის მიზნობრივ  გამოყენებაზე;
  • თითოეულ ჯგუფში გაერთიანებულ ქვეყნებს ადარებს მათთვის დამახასიათებელი ბუნებრივი პირობების (სახასიათო ლანდშაფტები: ტროპიკული ტყეები, არიდული ლანდშაფტები და სხვა) მიხედვით; საკუთარ მოსაზრებებს წარმოადგენს სხვადასხვა ფორმით;
  • რუკებსა და სხვა გეოგრაფიულ საშუალებებში მოცემული ინფორმაციის საფუძველზე ახასიათებს და ადარებს გაეროს კლასიფიკაციის მიხედვით თითოეულ ჯგუფში გაერთიანებული ქვეყნების მეურნეობის წამყვან დარგებს; მსჯელობს წარმოქმნილ პრობლემებზე და განვითარების პერსპექტივებზე;
  • ადარებს  რეგიონებს ბუნებრივი პირობების, ბუნებრივი რესურსების, ეკონომიკის დარგების, მოსახლეობის და განვითარების პერსპექტივების მიხედვით; გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებებს ამ ჯგუფებს შორის შესაძლო კავშირებზე;
  • გამოთქვამს მოსაზრებებს და ჯგუფური მუშაობისას ასაბუთებს სხვადასხვა ქვეყნების მდგრადი განვითარებისათვის მოსახლეობის, რესურსებისა და ტრადიციების გონივრული გამოყენების მნიშვნელობას.

გეო.X.4. მოსწავლეს შეუძლია შეადაროს ერთმანეთს ქვეყნები სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით და იმსჯელოს მსგავსება-განსხვავების მიზეზებზე.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • რუკისა და სხვა თვალსაჩინოებების დახმარებით იკვლევს ქვეყნების ბუნებრივ პირობებს; მოჰყავს ანალოგები სხვა ქვეყნებიდან (მაგ., ტროპიკული ტყეები, უდაბნო, ტაიგა და სხვა);
  • აანალიზებს მოსახლეობის სტატისტიკურ მონაცემებს (რუკები, ცხრილები, გრაფიკები, დიაგრამები და სხვა), მსჯელობს მოსახლეობის სიმჭიდროვის, განსახლების თავისებურებების შესახებ;  ადარებს სხვა ქვეყნების ანალოგიურ მონაცემებს და შედეგებს გამოხატავს განსხვავებულ ფორმატში;
  • იკვლევს შესასწავლი ქვეყნის ტრადიციების წარმოშობის გეოგრაფიულ და ისტორიულ-კულტურულ თავისებურებებს; ადარებს სხვა ქვეყნებს და ვარაუდობს, როგორ შეიძლება გამოყენებულ იქნას ტრადიციების მრავალფეროვნება ქვეყანის განვითარებისათვის;
  • ეკონომიკური საქმიანობის დარგობრივი სტრუქტურის საფუძველზე  აჯგუფებს ქვეყნებს განვითარების სტადიების მიხედვით (აგრარული, ინდუსტრიული, პოსტინდუსტრიული);
  • ექსპორტ-იმპორტის მონაცემებზე დაყრდნობით მსჯელობს ქვეყნის რესურსებისა და მეურნეობის სპეციალიზაციის დარგების შესახებ; ადარებს ქვეყნებს აღნიშნული მაჩვენებლების მიხედვით;
  • აანალიზებს ქვეყანაში არსებულ პრობლემებს (ბუნებრივი და ადამიანურირესურსები, სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და ეკოლოგიური); გამოთქვამს ვარაუდს არსებული პრობლემების წარმატებით გადაჭრის შესახებ;
  • აანალიზებს ტექსტურ ინფორმაციას და სხვადასხვა ტიპის გეოგრაფიულ საშუალებებს და განსაზღვრავს როგორ იცვლებოდა შერჩეული ქვეყნის როლი მსოფლიოს ფონზე; გამოთქვამს ვარაუდს ქვეყნის სამომავლო პერსპექტივებზე (სოციალურ-ეკონომიკური და სამხედრო-პოლიტიკური პოტენციალი).

მიმართულება: გარემო და სოციალური სისტემები

გეო.X.5. მოსწავლეს შეუძლია მსოფლიოს მოსახლეობის განსახლების თავისებურებებ კვლევა დ დემოგრაფიული ვითარების გაანალიზებ.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • მსოფლიოს მოსახლეობის რასობრივი და ეთნიკური სტრუქტურის გეოგრაფიული თავისებურებების საფუძველზე ქმნის შესაბამის რუკას;
  • სტატისტიკური ინფორმაციის საფუძველზე აჯგუფებს ძირითად რელიგიებს წარმოშობის დროის, ერთმორწმუნე ქვეყნების რიცხვის და მოსახლეობის რაოდენობის (ხალხმრავლობის) მიხედვით; შედეგებს გამოხატავს სასურველი ფორმით (ცხრილი, რუკა და სხვა);
  • სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე აჯგუფებს ქვეყნებს სხვადასხვა სოციალურ-დემოგრაფიული კატეგორიების (სიცოცხლის ხანგრძლივობა, შობადობა, ჯანდაცვის და განათლების დონე) მიხედვით; შედეგებს გამოხატავს მისთვის სასურველი ფორმით;
  • სტატისტიკური ინფორმაციის და შესაბამისი დემოგრაფიული მაჩვენებლების ანალიზის საფუძველზე ადარებს დემოგრაფიული გადასვლის ფაზებს; ცხრილში აჯგუფებს სხვადასხვა ფაზაში მყოფ ქვეყნებს;
  • მსჯელობს დემოგრაფიული პოლიტიკის მნიშვნელობის შესახებ; ჯგუფური მუშაობისას შეიმუშავებს დემოგრაფიული პოლიტიკის შეფასების კრიტერიუმებს, ადარებს და აანალიზებს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული დემოგრაფიული პოლიტიკის შედეგებს (წარმატებული და წარუმატებელი);
  • აანალიზებს მსოფლიოს მოსახლეობის ზრდის პროგნოზებს და მის რეგიონულ თავისებურებებს; ადარებს მსოფლიოს მოსახლეობის მომავლის სცენარებს და შედეგებს გამოხატავს მისთვის სასურველი ფორმით.

გეო.X.6. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ტერიტორიული და გეოპოლიტიკური ფაქტორების გავლენა საზოგადოების განვითარებაზე.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • ახასიათებს გეოგრაფიული მდებარეობის დონეებს (რეგიონული, კონტინენტური, ზღვისპირა, ზონალური, მეზობლობა და ურთიერთობა განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებთან); აღნიშნული მაჩვენებლების მიხედვით სხვადასხვა ქვეყნებს აჯგუფებს ცხრილში;
  • მოჰყავს მაგალითები და ადარებს სხვადასხვა ქვეყნებს მმართველობის ფორმის და ტერიტორიული მოწყობის მიხედვით;
  • მსჯელობს მსოფლიოს რეგიონულ დიფერენციაციაზე და ადარებს რეგიონებს ისტორიულ-კულტურული და გეოპოლიტიკური ნიშნის მიხედვით;
  • ჯგუფური მუშაობისას აანალიზებს გეოპოლიტიკის შემადგენელ მნიშვნელოვან კომპონენტებს (ეკონომიკურ, დემოგრაფიულ, სოციალურ და სამხედრო პოლიტიკას) და აღნიშნული კრიტერიუმების მიხედვით აჯგუფებს ქვეყნებს გეოპოლიტიკური კურსის მიხედვით;
  • აანალიზებს მნიშვნელოვანი საერთაშორისო სამხედრო-პოლიტიკური, საფინანსო და ეკონომიკური ორგანიზაციების როლს მათში გაწევრიანებული ქვეყნების განვითარებისათვის. ქვეყნებს მიაკუთვნებს ძირითად ორგანიზაციებს; მსჯელობს მათი გაფართოების პერსპექტივებზე და ქმნის შესაბამის რუკებს.

პროგრამის შინაარსი

სავალდებულო შინაარსობრივ საკითხთა ჩამონათვალი X კლასისათვის

(ქვემოთ წარმოდგენილი საკითხები შეადგენს ამ კლასისათვის განკუთვნილი მთლიანი შინაარსის 60%-ს)

მსოფლიოს პოლიტიკური რუკა. პოლიტიკური რუკის ფორმირების ეტაპები:[1]

  1. 1-ლი ეტაპი – ძველი პერიოდი
  2. მე-2 ეტაპი – შუა საუკუნეების პერიოდი
  3. მე-3 ეტაპი – ახალი პერიოდი
  4. მე-4 ეტაპი – უახლესი პერიოდი
  5. მე-5 ეტაპი – თანამედროვე პერიოდი

ქვეყნების ტიპოლოგია:

  1. ქვეყნები ტერიტორიის სიდიდის მიხედვით
  2. ქვეყნები მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით
  3. ქვეყნები გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით
  4. ქვეყნები ბუნებრივი რესურსების მიხედვით

მსოფლიოს დემოგრაფიული ვითარება:

  1. რასები, ეთნიკური და რელიგიური სტრუქტურა
  2. დემოგრაფიული გადასვლის თეორია
  3. დემოგრაფიული პოლიტიკა

პოლიტიკური გეოგრაფია და გეოპოლიტიკა:

  1. ქვეყნები ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის მიხედვით
  2. ქვეყნები მმართველობის ფორმის მიხედვით
  3. ქვეყნები საგარეო-პოლიტიკური კურსის მიხედვით (სამხედრო გაერთიანებები და ნეიტრალური ქვეყნები)
  4. მნიშვნელოვანი საერთაშორისო სამხედრო-პოლიტიკური, ეკონომიკურ-ფინანსური, ჰუმანიტარული და სპორტული ორგანიზაციები
  5. გაერო (იუნისეფი, იუნესკო)
  6. ნატო
  7. ევროკავშირი, ევროსაბჭო
  8. დსთ
  9. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია
  10. ოპეკი
  11. წითელი ჯვარი
  12. ოლიმპიური კომიტეტი
  13. ქვეყნები სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის მიხედვით (ჰუმანური განვითარების ინდექსი)
  14. განვითარებული და განვითარებადი ქვეყნები (ჩრდილოეთად და სამხრეთად დაყოფა)

ქვეყნების ტიპოლოგია რეგიონული დაყოფის მიხედვით[2]: 

  1. ჩრდილოეთ ამერიკა (აშშ);
  2. სამხრეთ ამერიკა (ბრაზილია, ჩილე);
  3. ევროპა (გერმანია, გაერთიანებული სამეფოები)
  4. აზია (ჩინეთი, ინდოეთი)
  5. ავსტრალია და ოკეანეთი (ავსტრალია)
  6. აფრიკა (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა)

[1] დახრილი შრიფტით მოცემული შინაარსი არ არის სავალდებულო

[2]  საჭიროა თითოეული ჯგუფის საერთო დახასიათება/ზოგადი მიმოხილვა და ყოველი კატეგორიის მიხედვით არანაკლებ ერთი ქვეყნის დახასიათება

XI კლასი

გეოგრაფია (გლობალური გეოგრაფია)

 სტანდარტი 

წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით:

დრო და სივრცე გარემო და ეკონომიკა გარემო და სოციალური სისტემები
გეო.XI.1. მოსწავლეს შეუძლიაგლობალიზაციის პროცესების სივრცე-დროითი ასპექტებისდახასიათება. გეო.XI.2.  მოსწავლეს შეუძლია   სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის გლობალური პრობლემების ანალიზი.

გეო.XI.3. მოსწავლეს შეუძლია   ბუნებრივი და ანთროპოგენული ხასიათის გლობალურ პრობლემებზე მსჯელობა.

  გეო.XI.4. მოსწავლეს შეუძლია    პოლიტიკური ხასიათის გლობალურ პრობლემებზე მსჯელობა.

გეო.XI.5. მოსწავლეს შეუძლია     გლობალიზაციის პროცესის სოციალურ-კულტურულ ასპექტებზე მსჯელობა.

გეო.XI.6. მოსწავლეს შეუძლია  გააცნობიეროს  გლობალური პრობლემების გადაჭრაში ლოკალურ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეებზე შემუშავებული კოორდინირებული პოლიტიკის აუცილებლობა.

წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები

მიმართულება: დრო და სივრცე

გეო.XI.1. მოსწავლეს შეუძლია გლობალიზაციის პროცესების სივრცე-დროითასპექტებ დახასიათება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • გამოთქვამს ვარაუდს გლობალურ პრობლემებს შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე და ადგენს შესაბამის სქემას;
  • შეიმუშავებს გლობალური პრობლემების ჩამონათვალს და ადარებს არსებულს; აანალიზებს პრობლემების წარმოშობისა და ტრანსფორმაციის (წარმოქმნა, გამძაფრება, მოგვარება, ჩანაცვლება) მიზეზებს;
  • გლობალური პრობლემების ნუსხიდან გამოარჩევს საქართველოსათვის ყველაზე აქტუალურ პრობლემებს; განსაზღვრავს მათ ტრანსფორმაციას სივრცესა და დროში; ადგენს პრობლემის მიმდინარეობის ამსახველ სქემას.

მიმართულება: გარემო და ეკონომიკა

გეო.XI.2. მოსწავლეს შეუძლია   სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის გლობალური პრობლემების ანალიზი.                      

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • აანალიზებს ფინანსური ნაკადების მასშტაბებს თანამედროვე მსოფლიოში; მსჯელობს საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებისა და ტრანსნაციონალური კორპორაციების მოქმედების მასშტაბებზე;
  • მსჯელობს საერთაშორისო დონორებისა და ორგანიზაციების მიერ გამოყოფილ დახმარებებსა და სესხებზე;
  • გამოთქვამს მოსაზრებას, რა სოციალური და ეკონომიკური სარგებელის მოტანა შეუძლია შეიარაღებაზე დაზოგილ ხარჯებს;
  • ამყარებს ლოგიკურ კავშირებს სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის გლობალურ პრობლემებს შორის (მაგ., საერთაშორისო შრომითი მიგრაცია და ფულადი გზავნილები (რემიტანსები)) და მსჯელობს მათ მასშტაბებზე;
  • რუკების და სხვა წყაროების საფუძველზე აანალიზებს ქვეყნებს შორის სურსათის და ნედლეულის უთანაბრო განაწილებას; გამოთქვამს ვარაუდს პრობლემის ლოკალურ, რეგიონალურ და გლობალურ დონეებზე გადაჭრის შესაძლო გზებზე;
  • ეცნობა ატასწლეულის განვიტარების მიზნებს (MDG),  ირჩევს ერთ-ერთს და ახასიატებს პრობლემის აქტუალობას; ეცნობა გაეროს პროგრამებს, რომლებიც მათი გადაწრისკენაა მიმართული;
  • ირჩევს განვითარების   სხვადასხვა საფეხურზე მდგომ ქვეყნებს; ადარებს, რამდენად მძაფრად წარმოჩინდება თითოეულში გლობალური სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები და რამდენად განსხვავდება პრობლემებზე რეაგირების გზები;
  • აანალიზებს ჩამორჩენილობის პარამეტრების დაძლევისაკენ მიმართულ ღონისძიებებს და ადგენს მსოფლიოს რეგიონების პროგნოზულ (მომავლის) “სოციალურ-ეკონომიკური განვითარების” რუკას.

გეო.XI.3. მოსწავლეს შეუძლია  ბუნებრივი და ანთროპოგენული ხასიათის გლობალურ პრობლემებზე მსჯელობა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • აანალიზებს ადამიანის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილ გარემოსდაცვით გლობალურ პრობლემებს ისტორიული წარსულიდან დღემდე; გამოთქვამს ვარაუდს მათი შესაძლო განვითარების შესახებ;
  • სხვადასხვა გეოგრაფიული საშუალებების გამოყენებით აანალიზებს ატმოსფეროს, ჰიდროსფეროს,მათ შორის მსოფლიო ოკეანეს, პედოსფეროს და ბიოსფეროს ათვისების ძირითად მიმართულებებს;
  • ირჩევს რომელიმე კომპონენტის ათვისებასთან დაკავშირებულ გლობალურ პრობლემას, მსჯელობს მის უსაფრთხო ათვისებაზე და შედეგებს გამოხატავს სასურველი ფორმით;
  • ილუსტრაციების და სხვა წყაროების გამოყენებით ამყარებს კავშირებს გლობალურ გეოეკოლოგიურ პრობლემებსა და ეკონომიკის იმ დარგებს შორის, რომლებიც ამ პრობლემების მაპროვოცირებელია; იყენებს თემატურ რუკებს და ადგენს გეოეკოლოგიური პრობლემების გამოვლინების მენტალურ რუკას;
  • მონაწილეობს დებატებში თემაზე: “წარმოების გაფართოება და ეკოლოგიური ბალანსის შენარჩუნება”;
  • ჯგუფური მუშაობისას ირჩევს რომელიმე გლობალურ გეოეკოლოგიურ პორობლემას, გამოყოფს მისი მოგვარების რამდენიმე მნიშვნელოვან ღონისძიებას და ქმნის პრობლემის განვითარების სცენარებს; შედეგებს გამოხატავს მისთვის სასურველი ფორმით (გრაფიკი, დიაგრამა და სხვა);
  • წლის მანძილზე სხვადასხვა წყაროდან (სამეცნიერო ლიტერატურა,პერიოდული    გამოცემები, საინფორმაციო საშუალებები), აგროვებს ინფორმაციას ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების შესახებ[1]; განათავსებს მათ რუკაზე და დროის ქრონოლოგიურ ხაზზე; შედეგებს აანალიზებს და წარმოადგენს თანაკლასელების წინაშე.

მიმართულება: გარემო და სოციალური სისტემები

გეო.XI.4. მოსწავლეს შეუძლია     პოლიტიკური ხასიათის გლობალურ პრობლემებზე მსჯელობა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • აანალიზებს პოლიტიკური ხასიათის გლობალური პრობლემების წარმოშობას, განვითარებას და სივრცობრივ თავისებურებებს. გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას აღნიშნული საკითხისადმი;
  • მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე (სტატისტიკური მონაცემები, მასმედია) აანალიზებს მსოფლიოს ქვეყნების სამხედრო-პოლიტიკურ პოტენციალს და გამოთქვამს მოსაზრებას, თუ რა წვლილი შეიძლება შეიტანოს თითოეულმა მოქალაქემ  და ქვეყანამ მსოფლიოში   მშვიდობისა და განიარაღების საქმეში;
  • ირჩევს და ეცნობა (საინფორმაციო საშუალებებიდან) ერთ-ერთი ქვეყნის მიერ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებს განიარაღების და მშვიდობის შენარჩუნების საქმეში და შეიმუშავებს მოვლენების განვითარების შესაძლო პროგნოზს (სქემა, სცენარი);
  • ადგენს მიზეზშედეგობრივ კავშირებს ომების, ეთნოკონფლიქტებისა და ტერორიზმის წარმოშობას, გამოვლინების ფორმებსა და სივრცობრივ თავისებურებებს შორის;
  • მოიძიებს ინფორმაციას და ინფორმაციის საფუძველზე ეცნობა მსოფლიო მნიშვნელობის ტერორისტულ ორგანიზაციებს და მათი მოქმედების არეალებს;
  • მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე მსოფლიოში და საქართველოში არსებული ეთნოკონფლიქტების და გახმაურებული ტერაქტების შესახებ;ადგენს “ცხელი წერტილების” რუკას.

გეო.XI.5. მოსწავლეს შეუძლია      გლობალიზაციის პროცესის სოციალურ-კულტურულ ასპექტებზე მსჯელობა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • ეცნობა კულტურული დიფუზიის სხვადასხვა გამოვლინებებს მსოფლიოში და მსჯელობს ”გლობალური კულტურის” მახასიათებლებზე: მუსიკა, ტელევიზია, სპორტი, ტურიზმი;
  • მსჯელობს თანამედროვე სამყაროში ურბანული ლანდშაფტების ჰომოგენიზაციაზე;
  • მსჯელობს კულტურის გლობალურ დიფუზიაზე ასპექტებზე – ენა, ტურიზმი, სამზარეულო, მედია, გლობალური ბრენდები (მაგ.: მაკდონალდსი, კოკა-კოლა) და უკავშირებს ადგილობრივი კულტურის როლის დაკნინებას;
  • ეცნობა ანტიგლობალისტების იდეებს და მსჯელობს თემაზე ”გლობალიზაცია ნაციონალიზმის წინააღმდეგ”;
  • მსჯელობს გლობალიზაციის დადებით და უარყოფით ფაქტორებზე.

გეო. XI 6. მოსწავლეს შეუძლია   გააცნობიეროს  გლობალური პრობლემების გადაჭრაში ლოკალურ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეებზე შემუშავებული კოორდინირებული პოლიტიკის აუცილებლობა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • მსჯელობს მოსახლეობის (ოჯახის, თემის, ქვეყნის, რეგიონის და მსოფლიოს) ცხოვრების წესის, გარემოსდაცვითი ცნობიერების, განათლებისა და ადგილობრივი კანონმდებლობის მიზეზშედეგობრივ კავშირებზე; გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას მათი მნიშვნელობის შესახებ მდგრადი განვითარებისათვის;
  • მოიძიებს ინფორმაციას და აანალიზებს საერთაშორისო ორგანიზაციების დანიშნულების საკითხს გლობალურ პრობლემებთან მიმართებით, აკეთებს დასკვნებს მათ მიერ გლობალურ პრობლემებზე რეაგირებასა და მოგვარებასთან დაკავშირებით;
  • ეცნობა გლობალურ პრობლემებთან დაკავშირებულ საქართველოს მიერ ხელმოწერილ კონვენციებსა და ვალდებულებებს; ადგენს კითხვარს და ატარებს სოციოლოგიურ გამოკითხვას აღნიშნულ პროცესში საზოგადოების და ინდივიდების ინფორმირებულობის და ამ პროცესში ჩართულობის შესწავლის მიზნით;
  • მოიძიებს ინფორმაციას საქართველოში ან რომელიმე სხვა ქვეყანაში გლობალურ პრობლემებთან დაკავშირებულ შესრულებული ან შეუსრულებელი კონვენციისა ან ვალდებულების შესახებ;
  • ეცნობა საერთაშორისო ეკოლოგიურ თარიღებს და კლასთან ერთად ირჩევს მათთვის საინტერესოს და ამზადებენ შესაბამის ღონისძიებებს (ღია გაკვეთილი, გამოფენა, კონფერენცია და სხვა);
  • მსჯელობს, თუ რა როლს ასრულებს საერთაშორისო  ძალისხმევა გლობალური პრობლემების მოგვარებაში და რამდენად მნიშვნელოვანია ესკაცობრიობის მდგრადი განვითარების პერსპექტივისათვის. შედეგებს წარმოადგენს სასურველი ფორმით.

პროგრამის შინაარსი

სავალდებულო შინაარსობრივ საკითხთა ჩამონათვალი XI კლასისათვის

(ქვემოთ წარმოდგენილი საკითხები შეადგენს ამ კლასისათვის განკუთვნილი მთლიანი შინაარსის 60%-ს)

შესავალი

  1. გლობალიზაცია
  2. გლობალიზაციის ინდექსი
  3. გლობალური პრობლებები და მათი  წარმოშობის მიზეზები
  4. გლობალურ პრობლემათა ურთიერთკავშირი
  5. კაცობრიობა და მდგრადი განვითარების პერსპექტივა
  6. საქართველო და გლობალურ პრობლემებთან დაკავშირებული კონვენციები[2]                        

პოლიტიკური ხასიათის გლობალური პრობლემები

  1. წარმოშობის მიზეზები
  2. ომები
  1. მსოფლიო მნიშვნელობის კონფლიქტები
  2. ტერორიზმი
  3. ტერორისტული ორგანიზაციები
  4. პოლიტიკური ხასიათის პრობლემების გადაჭრის გზები (მშვიდობისთვის ბრძოლადა განაიარაღება)

 

სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის პრობლემები და მახასიათებლები

  1. გლობალური პრობლემები და საერთაშორისო ორგანიზაციები
  2. გლობალური  სოციალურ-ეკონომიკური   პრობლემები
  3. ფინანსური ნაკადები
  4. გლობალურ-დემოგრაფიული პრობლემები
  5. შრომითი მიგრაცია და ფულადი გზავნილები;
  6. სურსათის პრობლემა. ბუნებრივი რესურსების უთანაბრო განაწილება
  7. ცხოვრების დონე და ხარისხი
  8. გლობალურ-სოციალური და ეთნოკულტურული პრობლემები
  9. კულტურული იმპერიალიზმი და კულტურული დიფუზია
  10. ანტიგლობალური მოძრაობა
  11. განვითარებული და განვითარებადი  ქვეყნების გლობალური სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები
  12. სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის პრობლემათა გადაჭრის გზები
  13. საერთაშორისო ეკოლოგიური თარიღები
  14. ათასწლეულის განვითარების მიზნები (MDG)

ბუნებრივი და ანთროპოგენური პრობლემები

  1. ბუნებრივი გარემო და მასთან დაკავშირებული პრობლემები
  2. გარემოს ათვისების პრობლემები: ატმოსფერო, ჰიდროსფერო, პედოსფერო
  3. მსოფლიო ოკეანე და მისი პრობლებები
  4. გლობალური გეოეკოლოგიური  პრობლემები – კრიტიკული რეგიონები
  5. ტექნიკური პროგრესი და გლობალური პრობლემების წარმოშობა
  6. გლობალური ხასიათის ბუნებრივი და ანთროპოგენური  პრობლემების გადაჭრის გზები
  7. მთიან ტერიტორიებთან დაკავშირებული პრობლემები
  8. სანაპირო ზოლის ათვისებისა და დაცვის პრობლემები
%d bloggers like this: